ჩინეთი

ქვეყნები

1994 წელი, 21 აპრილი, ღამის 10 საათი.

ჩინეთი მომავალში ძალიან დაიძაბება. იწყება ცვლილებები ქვეყანაში. მოხდება დიდი “პერესტროიკა”, როგორც რუსები უწოდებენ, მაგრამ ეს გადატრიალება ტრაგიკული არ იქნება ჩინეთისათვის. რუსეთი შეეცდება ჩინეთთან კონტაქტების დამყარებას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშლება.
როდესაც მუსლიმები დაუპირისპირდებიან ქრისტიანებს, ჩინეთი ჯერ მუსლიმების მხარეს გადაიხრება, მაგრამ მერე უარყოფს მათ, დადგება ცალკე, როგორც მეთვალყურე და არავითარ ომში არ გაერევა (რასაც დღეს ვწინასწარმეტყველებ, მომავალში ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაციაა!). ჩინეთი იცავს საკუთარ სარწმუნოებას, სხვასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამ სარწმუნოებრივ ომს დიდ ცოდვად მიიჩნევს. თუმცა ბუდიზმი დედამიწაზე მაინც არ იმეფებს!
ისევ ჯვარი, ისევ ქრისტე! იგი კვლავ იბადება არა როგორც კრავი, არამედ, როგორც მეფეთა-მეფე, როგორც ლომი!
სხვა სარწმუნოება ფეხს არასდროს მოიკიდებს დედამიწაზე.
ჩინეთში დიდი გადატრიალებები ყველას შეაშფოთებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთი მათ ძალას არ აძლევს.
რუსეთი, როგორც ყოველთვის, აურევს. ჟირინოვსკი უარყოფითი და გამაღიზიანებელი იდეებით დგება ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად აუკრძლავს ჟირინოვსკის მათ ქვეყანაში ჩასვლას. მას გააძევებენ.
რუსეთის მთავრობა ცდილობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებას ჩინეთთან, მაგრამ უარს მიიღებს.
რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილება! ჩინეთი ამის გამო `ესენგეს~ მუსლიმებს მიეხმარება ფარულად. ამაზე რუსები აყაყანდებიან, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
საერთოდ, ჩინეთი დიდ როლს ითამაშებს. ერთი პერიოდი მსოფლიოს შეაშინებს. ჩინეთს ატომიც აქვს და სხვა საიდუმლო იარაღიც. არც ისეთი სულელები არიან თურმე. ეს ყველამ უნდა განსაზღვროს.
რუსეთმა წარსულში ჩინეთი მოამარაგა და დღეს ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რისი წაშლაც სურთ რუსებს, მაგრამ ვერ შეძლებენ. რუსები თავისდაჭირად ქმნიან ყველაფერს. ამაზეც მწარედ აგებენ პასუხს. ჩინეთი ზურგს შეაქცევს რუსეთს.

1994 წელი, 22 აპრილი, საღამოს 5 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის სიტუაციები დაიძაბება. მონღოლეთის რესპუბლიკა მოსთხოვს ჩინეთს საზღვრების შეცვლას, ანუ მიწებს, რომლებიც მონღოლებს ეკუთვნით. ეს ძალიან დიდ შეტაკებას გამოიწვევს, აზია ცეცხლის ალში გაეხვევა. ქრისტიანები დიდად არ შეიწუხებენ თავს და არც მოიმოქმედებენ არაფერს.
მონღოლეთი იყურება რუსეთისაკენ. რუსეთი უკვე განაწყებული იქნება ჩინეთზე და მთელი ძალებით იწყებს მონღოლების ხელშეწყობას. ეს მდგომარეობა ხრის ჩინეთს ერთი პერიოდით მუსლიმების მხარეს. მონღოლეთი რუსული იარაღით მომარაგდება. ყოველივე მომზადდება, რათა დიდი ომი დაიწყოს, მაგრამ აქ ჩაერევა ამერიკა, რომელიც მიხვდება რუსეთის ბინძურ თამაშს და მოლაპარაკებებითა და დაპირისპირებებით მონღოლეთს გონზე მოიყვანს. ცოტა ძალას კი იხმარენ, მაგრამ მონღოლეთი ჩიხში მოემწყვდევა.

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის ომი, ისრაელში ომი, ყველგან სისხლია – მთელ რუკაზე! გაეროს მოქმედება საერთოდ წაშლილია (ანუ მისი ძალა) მთელ რუკაზე.
ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიწინასწარმეტყველე, თემურ იაკობაშვილთან.

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის დაიწყება ომები. აღმოსავლეთი იძაბება უკვე მუსლიმებისთვის.

2001 წელი, 25 მაისი.

რუსეთი ახლა, ვხედავ, საზღვრებს ედავება ჩინეთს.

2005 წელი, 7 იანვარი.

ვხედავ, რომ აზია – იაპონია, კორეა, ჩინეთი დიდ გამოგონებებში არიან. იგონებენ, ქმნიან, რათა ჩაიძირონ. ბუნება თუ არ შეაწუხე, ის არასოდეს არაფრით შეგაწუხებს, გარდა პატარ-პატარა შემოტევებისა.

2006 წელი, 22 მარტი.

ჩინეთ-ირანის ალიანსი მსოფლიოს ააფორიაქებს; პლიუს კორეა.

***
მუსლიმები, ყვითელკანიანები დიდ სიმაღლეებს იპყრობენ თითქოს. მათ სურთ, რომ თავად უკარნახონ მსოფლიოს წესები და მართონ ყველა სასიცოცხლო წერტილი. გაზი, ნავთობი და ა.შ.

2006 წელი, 28 მაისი.


საქართველო სუფთავდება: სომხები, ჩინელები, თათრები და ა.შ. საქართველოდან გარბიან!

2006 წელი, 14 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ჩინელები მთელს რუსეთს მოედებიან, მერე კი ავტონომიას ქმნიან და მე – ლელა კაკულია გეუბნებით თქვენ, რუსეთო, რომ ვხედავ, დიდი ბრძოლები გელით მომავალში თქვენი მიწების გამო.

***
“ჩინური ჭირი, ქოლერა!” – ასე დაარქმევენ რუსები ჩინელებს! ამინ!

2006 წელი, 30 ნოემბერი.

რუსეთი ჩინელებით ივსება – ქართველები მოენატრებათ!

2007 წელი, 20 ივლისი.

ვხედავ, როგორ უბრუნდებიან ადამიანები თავ-თავიანთ სამშობლოს: ზანგები აფრიკას, ჩინელები ჩინეთს და ასე გაგრძელდება.

2007 წელი, 30 სექტემბერი.

ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები – ჩინელები, თუ სადმე არიან ზანგები და სხვები საქართველოდან. საქართველო, ვხედავ, როგორ სუფთავდება უცხო ტომთაგან. ამინ!

2007 წელი, 5 ოქტომბერი, დღის 3 საათი.

ვხედავ, რუსეთი ჩინელების საკითხს წამოწევს და დაიწყებენ მათ გასახლებას. ამაზე ყველა აყაყანდება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს. რუსეთის სუფთავდება.

2007 წელი, 21 ოქტომბერი.

ჩინელები, ვიმეორებ, ფეხს ვერ მოიკიდებენ საქართველოში. ვხედავ, გამოდის კანონი, რომელიც მათ აიძულებს დატოვონ საქართველო. და არა მხოლოდ ეს: ქართველები ვერ აიტანენ მათ. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. თუ გინდათ საქართველოში ცხოვრება, იარეთ ქართულ სკოლებში, ისწავლეთ ქართული…

2007 წელი, 4 დეკემბერი.

მართალია, ზოგ ვაი-ქართველს ეს არ მოწონს და გული წყდება ძალიან, რომ საქართველოში ჩინელები აღარ იცხოვრებენ, მაგრამ ეს ასეა! წინასწარმეტყველება სრულდება ასი პროცენტით.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

რუსეთი ციმბირს კარგავს. დიდ ტერიტორიებს იკავებენ ჩინელები.

2008 წელი, 9 მარტი.

რუსეთმა თუ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში საკუთარი საზღვრები არ გააკონტროლა, უდიდესი პრობლემები შეექმნება, განსაკუთრებით, ჩინელებთან. ეს ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ, რუსეთს ურთიერთობები ძალიან აერევა მუსლიმებთან, განსაკუთრებით ირანთან; ასევე ჩინეთთან და კორეასთან.

2008 წელი, 13 ივლისი.

ვხედავ, რუსეთი განიხილავს ციმბირის საკითხს. ვხედავ ატომურ სადგურს. ლაპარაკია ამ სადგურის აშენებასა და ამუშავებაზე, სადაც ჩინელებს ვხედავ.
რუსები ჩინელების ავტონომიას ნამდვილად არ შექმნიან. ყველანაირად შეეცდება მოსკოვი, რომ ისინი გაყარონ რუსეთის მიწებიდან. ჩინელები დღეს უკვე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ მათთვის. მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მხრიდან დიდი მცდელობისა, რუსეთი არ დაინდობს მათ. არც ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ეხატება რუსეთს გულზე, კრემლიც კარგად გაართმევს თავს.
ერთი სიტყვით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კი არ ფართოვდება, როგორც ეს გამოჩნდება ხალხის თვალში, არამედ უფრო შორდება და იძაბება. ჩინელები ტოვებენ არამარტო რუსეთს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებსაც. ისინი იქ ფეხს ვერ მოიკიდებენ, ხალხი მათ არ ღებულობს. ჩინელები ჩინეთში ბრუნდებიან!

2008 წელი, 20 აგვისტო, ურეკი.

რუსეთში ჩინელების საკითხი მწვავედ დადგება მომავალში. ლამის არის, პეკინი მოსკოვში გადმოიტანონ. აი მერე ნახონ რუსებმა, როგორია სამშობლოს დანაწევრება და მიწების წართმევა. ეს ჯერ კიდევ 1994-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ახლა ასრულებებს ველოდები.

2008 წელი, 26 სექტემბერი, თბილისი.

რუსეთსა და ჩინეთს შორის მშვიდობასა და თანამშრომლობას ვერ ვხედავ. მათი ურთიერთობა პოლიტიკურ საკითხებში ვერ აეწყობა. ისინი მოსაჩვენებლადაც კი ვერ შეძლებენ ურთიერთობებს. მათ შორის არის რაღაც შეთანხმებები, მაგრამ რუსეთი ძალიან მცდარ პოლიტიკას გაატარებს ჩინეთთან დაკავშირებით და ვხედავ, წააგებს ამ პოლიტიკურ თამაშში.
ვხედავ, ჩინეთს დასავლეთი და ამერიკა უფრო აინტერესებს, ვიდრე რუსეთის დაშლილი იმპერია. მათ შორის დავა ტერიტორიებთან დაკავშირებით ატყდება ბოლოს, ვხედავ. ჯერ თანხმდებიან, მერე კი იწყება დიდი პოლიტიკური სკანდალები.
რუსები მიწებს კარგავენ. დიდ ჭირს მოუვლენს მათ კოსმოსი ჩინელების სახით. რუსებს ამბიციები ახრჩობთ და ჩაიხრჩობიან კიდეც. ჩინელები კალიებივით მოედებიან რუსეთის მიწებს.
მეტად სასაცილოა. ჩინელებმა მიწები დროებით ითხოვეს რუსეთისგან და ყველაფერს, რასაც იქ გააკეთებენ და ააყვავებენ, მერე უკან დაუბრუნებენ.
მოკლედ, მომავალში რუსეთს ჩინეთზე დიდი მტერი არ ეყოლება. დრო არ ვიცი. ძალიან შორს გადაიწევს ეს ხედვა, მომავალში, მაგრამ ჩინეთ-რუსეთის ტერიტორიული ომი აუცილებლად იქნება!

2008 წელი, 17 ოქტომბერი.

ციმბირში დასახლებული ჩინელები _ აი, საიდან ელით ყველაზე დიდი საფრთხე რუსებს, აი, ვინ არიან ბევრნი!

2008 წელი, 22 ოქტომბერი, თბილისი.

რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას აზიაში, აღმოსავლეთში, ირანთან, ჩინეთთან, კორეასთან.

2008 წელი, 29 ნოემბერი, თბილისი, დილის 5 საათი.

რუსეთის უდიდესი ნაწილი ჩინელებით ივსება, შენდება ფაბრიკები, ქარხნები, სავაჭრო ცენტრები და მოსკოვი პასუხობს: “მერე რა? ეს ხომ რუსეთს დარჩება?” არა, ბატონებო, ეს ყველაფერი დაგრჩებათ ჩინელებთან ერთად, რომლებიც მერე ავტონომიას მოითხოვენ. ფრთხილად! “გარეული მოვიდა და შინაური გააგდო!” _ ასე მოხდება. ჩვენ ვიქნებით მოწმენი დიდი პოლიტიკური ომისა რუსეთის ამ მხარეში. რუსეთის მოსახლეობა რამდენიმე ათეულ მილიონს ითვლის და ჩინელები მათში თითქოს არ ჩანან, მაგრამ ცდებით, ძალიანაც ჩანან. ისინი კატასტროფულად მრავლდებიან და ამას საუკუნეები არ ჭირდება; სულ ორი-სამი წელია საჭირო, რომ რუსები უმცირესობაში აღმოჩნდნენ რაოდენობრივად.

2008 წელი, 23 დეკემბერი, თბილისი.

აუცილებლად იქნება რუსეთ-ჩინეთის ომი, აუცილებლად! ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს (სხვათა შორის, ევროპა მხარს დაუჭერს მას). ის ტერიტორიები, რომლებიც ჩინელებმა დაიკავეს, რუსეთისაა და განიდევნებიან. რუსეთი ერთ გოჯ მიწასაც არ შეარჩენს ჩინელებს.

2009 წელი, 8 ივნისი.


ძალიან აერევა რუსეთს ურთიერთობები ჩინეთთან! ჩინეთი არ დაუთმობს რუსეთს – მათთან ურთიერთობების გაწყვეტაც არ ადარდებთ! პირიქით, ჩინელებს ამით ხელ-ფეხი ეხსნებათ და ძალიან მნიშვნელოვან, სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს გაახმოვანებენ. ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვნახავთ, როგორ ლანძღავს ახლა ჩინელებს. მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებივით არ შეარჩენენ ლანძღვას და პასუხს გაუგზავნიან კრემლის ბინადართ! ეს დუელი რუსეთ-ჩინეთისა საშიშ ხასიათს ღებულობს. ვხედავ, ომი არ იქნება!

2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.

მომავალში, ვხედავ, ჩინეთი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის დიდი თამაშის ერთი ნაწილი, რომელსაც ამერიკა მოუწყობს რუსეთს. აი ეს კი ნამდვილი კატასტროფაა რუსეთისთვის!

2009 წელი, 8 ოქტომბერი, თბილისი.

ჩინეთი – აი ამერიკის მთავარი სამიზნე. იაპონიასაც ზედ მიაყოლებს. მალე გამოაჩენს ამერიკა კლანჭებს. ჩინეთი წააგებს ამერიკასთან. მას ამერიკა, ასე ვთქვათ, ბოლომდე მიახრჩობს! არ აპატიებს! აქაც რუსეთის ხელი ურევია.

2009 წელი, 10 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში ამერიკა ძირს უთხრის ჩინეთს. მათ სურთ, ისე დაასუსტონ ჩინეთი, რომ იგი მსოფლიო პოლიტიკაში ზეამბიციებმა აღარ შეაწუხოს, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამერიკას უღალატებენ! ასეა, რუსეთთან გარიგებას ამერიკა ჩინეთს არ აპატიებს. მომავალში იქნება დიდი დაპირისპირება ჩინეთ-ამერიკას შორის და ამ დიდ თამაშს ჩინეთი წააგებს. იგი წარსულ ცხოვრებას უბრუნდება! ამერიკა მას არ დაინდობს. თუნდაც პროამერიკული მთავრობაც ვერ უშველის ჩინეთს. მათ დაკარგეს მთავარი – ეს არის ნდობა.
რუსეთი კი უღალატებს ჩინეთს და ვხედავ, მომავალში რუსეთსა და ჩინეთს შორის დიდი პოლიტიკური ომი ატყდება. მათ შორის, მიწებთან დაკავშირებითაც. ჩინეთი რუსეთის პირობებს არ შეასრულებს.
ერთი სიტყვით, ამერიკა რჩება ისევ ზესახელმწიფოდ, ხოლო ჩინეთი, დიახ, დღეს ძლიერი ჩინეთი, კარგავს ძალას. ასეა, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს! იმ პირობებს, რომელთაც რუსეთი ჩინეთს უყენებს, ჩინეთი არცერთ შემთხვევაში არ შეასრულებს.
ამასთან, მომავალში ვხედავ, რომ ტიბეტი ჩინეთს გამოეყოფა; დიახ, გამოეყოფა. ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩინეთისთვის, მაგრამ ამერიკა არ აპატიებს და დაეხმარება ტიბეტს!
საერთოდ კი, მთელ მსოფლიოს ურჩევნია ჩინეთი იყოს სუსტი და არა ძლიერი და საშიში; დიახ, საშიში ჩინეთი!
პირველ რიგში, ჩინეთს “დიდი მეგობარი” რუსეთი დაუპირისპირდება! რაც მთავარია, იარაღს გაუნადგურებენ! ჩინელთა რაოდენობაც ძალიან შემცირდება. ვხედავ იმასაც, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩინური პროდუქცია არ იყიდება – ამაში ამერიკელების ხელი ურევია – ამიტომ ჩინეთი გადაიტანს ორ დიდ ეკონომიკურ კრიზისს და ეს საბოლოოდ გააკოტრებს მას!!!
რუსეთი კი, ვიმეორებ, ისევ გამოაჩენს ნამდვილ სახეს. რუსული პოლიტიკა ამჯერად წააგებს, ორმაგი თამაში არ გამოუვათ! ვხედავ, ჩინეთი რუსეთს არ ენდობა. საჭიროა, რომ ჩინეთმა პოლიტიკური ურთიერთობები ამერიკასთან მოაწესრიგოს! ასე ფიქრობს ბევრი სხვა ქვეყანაც უკვე. რუსეთს, ვხედავ, არავინ ენდობა. მაგრამ ამერიკა ჩინეთს მაინც გამოუთხრის ძირს!!!
დადგება დრო, როცა `ლამაზი~ პოლიტიკის თამაშის გაგრძელება ზედმეტი იქნება. ამერიკა დაიწყებს ხისტი პოლიტიკის გატარებას! ნამეტანი მშვიდობის მტრედობანას თამაში უკვე საშიში ხდება! ნახავთ, რუსებს გადაასწრებენ, არა ლაპარაკით, არამედ – საქმით. ჩინეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისევ ვიმეორებ: ზესახელმწიფოები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ჩინეთი ნელ-ნელა დაკარგავს ძალას. თუმცა ვხედავ, მოდის ახალი მთავრობა, რომელიც ძალიან საინტერესოა იმით, რომ რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. ეს მთელ მსოფლიოს გააკვირვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაო ძე-დუნის სურათები ქრება. ახალი ცხოვრების ტალღა გადაუვლის დიდ ჩინეთს. ფრთხილად! ერთადერთი საკვები ისევ ბრინჯი არ გაუხდეთ!
ჩინეთი მომავალში ძალიან დასუსტდება. იშლება!!!

2009 წელი, 5 ნოემბერი, ხუთშაბათი, თბილისი.

ვხედავ, მსოფლიო ძალიან აფორიაქდება იმ ქიმიური მოწამვლებით, რასაც არქმევენ ღორის გრიპს, ქათმის გრიპს და ასე შემდეგ! ვხედავ, ეს არის ბაქტერიული – ქიმიური ომი! დიახ, ეს ასეა. მალე ყველა ამაზე კი არ ალაპარაკდება, არამედ აყვირდება, იმიტომ, რომ ეს ვირუსები ყველგან ვრცელდება, ყველგან შეაღწევს და ამას ვერავინ შეაჩერებს. გასულ საუკუნეებში ადამიანებს “შავი ჭირისა” ეშინოდათ და ბევრიც დაიღუპა. ახლაც იგივე მეორდება, ოღონდ სხვა სახით გვევლინება ეს შავი ჭირი, რომელსაც თვითონ ადამიანები ქმნიან ლაბორატორიებში! ჰოდა, საკუთარი ხელით შექმნილ ჭირს კოსმოსი საკუთარ სახლსა და ქვეყანაში შეუბრუნებს შემქმნელებს. ეს ასეა ასი პროცენტით. საქართველოს ამ ქიმიური ნივთიერებებით ვერ გაწყვეტს მტერი. პირიქით, ჩემი საქართველო გადარჩება. კოსმოსი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთისა და ირანის სახელმწიფო დასახელდება მომავალში.
ჩინეთი აღმოჩნდება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ. იქნება დიდი სიკვდილიანობა და ამაზე ყოველდღე ილაპარაკებენ. ასევე მოულოდნელი აფეთქება იქნება ვირუსებისა მოსკოვში. მათ არც საზღვრების ჩაკეტვა უშველით და არც სხვა არაფერი. დიახ, ეს ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები იმაზე მეტად სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს მსოფლიოში, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

2009 წელი, 20 ნოემბერი. თბილისი.

ჩინეთის სახელმწიფო, ვხედავ, ძალიან რთულ პერიოდებს გადაიტანს. მომავალში, ვხედავ, დიდი ჩინეთი გაკოტრდება და ამას ამერიკა გააკეთებს. ამ პროცესებს არავითარი მსოფლიო კრიზისი არ მოჰყვება.

2009 წელი, 30 დეკემბერი, ურეკი.

ის, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, მათთვის, მათი პოლიტიკისთვის წამგებიანია. რუსეთი, ფაქტობრივად, იშლება. თითქმის დაშლილია. მათი მთავრობა საკუთარ ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებს, ვხედავ, და მათ მოუწევთ ბრძოლა მიწებისთვის, განსაკუთრებით, ჩინეთთან. თითქოს ტერიტორიებს აძლევს, მაგრამ არც დაიჯეროთ. ვხედავ, რუსეთი იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ მოგებას მოუტანს, მაგრამ ჩინეთი ამერიკასთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს არც ერთ შემთხვევაში და რუსეთს არ დაუჭერს მხარს, მითუმეტეს, დიდ პოლიტიკაში. აქ საქმე იქამდე მივა მოულოდნელად, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის ლამის დაირღვეს დიპლომატიური ურთიერთობები.

2010 წელი, 7 აგვისტო, ურეკი.

ჩინეთში გრძელდება წყალდიდობები, რაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მდინარეების დონე აიწევს, მდინარეები, ვხედავ, კალაპოტებს იცვლიან და ამას, ადამიანო, შენ ვერ შეაჩერებ!

2010 წელი, 20 აგვისტო, ურეკში ვარ.

დიდი დარტყმა ელის მომავალში ჩინეთს. ადიდებული მდინარეები თითქმის მტელ ტერიტორიებს მოიცავს. ასევე ძლიერი მიწისძვრებიც დაერთვება. თქვენ წამოიდგინეთ, ვხედავ, რომ ბევრი გადარჩება.

2010 წელი, 1 დეკემბერი, თბილისი.

წინასწარმეტყველებები სრულდება, როგორც ყოველთვის. ვხედავ, მომავალში ამერიკა ისევ დაუპირისიპირდება ჩინეთს და ძალზედ სერიოზული დაპირისპირებაა. რომ იტყვიან, ამერიკა ისეთ ნოკაუტში ჩააგდებს ჩინეთს, რომ ისინი ძალიან სწრაფად ვერ გამოფხიზლდებიან! ჩინეთი ირანთან მჭიდრო კონტაქტშია და ძალიან ბევრი რამ დამალული ამოტივტივდება! ხოლო ამერიკა კი ჯერ მას, ჩინეთს ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს. მერე კი პოლიტიკურად მოთხრის, დაასუსტებს, ვხედავ, ჩინეთს დიდი ამბიციები ერთ დღეში გაუქრება! ისინი დიდ გაჭირვებაში ჩავარდებიან, ხოლო ამერიკა კი უკან არ დაიხევს. ჩინეთის სიძლიერე აღარ აწყობთ, ვინაიდან ამერიკულ პოლიტიკას, უკვე დიდ დარტყმას აყენებენ! ჩინეთმა მონიშნული პოლიტიკური ზღვარი დაარღვია, მომავალში კი ვხედავ ჩინეთში დიდი ეკონომიკური კრიზისი იქნება. იქნება დიდი უმუშევრობაც. ამერიკა რადიკალურად შეცვლის თავის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ. ეს კი მთლიანად ანგრევს ჩინურ პოლიტიკას. იქნება დიდი განცხადებები და გარჩევები, მაგრამ ამერიკა მაინც არ დაუთმობს. ჩინეთი მხარს უჭერს ირანს და მის პოლიტიკას.

2011 წელი, 10 იანვარი.

ვხედავ, მსოფლიო პოლიტიკა უფროდაუფრო დაიძაბება. “დროა, ამერიკაში მთავრობა გამოიცვალოს!” _ გაჰყვირის თეთრი სახლის წინ შეკრებილი ამერიკელი ხალხი. ახლო მომავალში, ვხედავ, ამერიკის მთავრობა სერიოზულად წამგებიან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს, რაც დიდ სკანდალს გამოიწვევს ქვეყანაში. პირველი შეცდომა კი ერაყთან, ირანთან, ჩინეთსა და რუსეთთან მიმართებაში იქნება დაშვებული _ სრულიად წამგებიანი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც დიდ დარტყმას მიაყენებს ამერიკულ პოლიტიკას!
ჩინეთი და ირანი ერთ მხარეზე დადგებიან. რა თქმა უნდა, აქ რუსეთია, პირველ რიგში, ჩართული და წავა დიდი პოლიტიკური ინტრიგები, რაც ძალზე სერიოზულ სახეს მიიღებს. ყველაფერი ეს კი ამერიკის უნიათო პოლიტიკის ნაყოფია. ამაზე მთელი მსოფლიო აყვირდება. რუსეთი კი ფიქრობს, თუკი ჩვენ ვიძირებით, უკან მოგვყვეს ამერიკა და ევროპაცო! თუმცა ასე არ მოხდება. ყველაფერი, რაც მოხდება, არის პროვოკაცია, რათა ამერიკა გონს მოეგოს და გადახედოს საკუთარ პოლიტიკასა და მთავრობას! აი აქ იწყება, ვხედავ, მთავრობის ცვლა, რომელიც ასი პროცენტით გადაარჩენს ამერიკის იმიჯსა და პოლიტიკას! ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. დიდ დარტყმას კი ჩინეთი და ირანი მიიღებენ. ჩინეთი სწრაფად ხვდება, რომ ძალიან წამგებიან როლში მოხვდა და ამერიკას კუდის ქიცინს დაუწყებს, ვინაიდან იგი ჩინეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.
ამასთან, ჩინეთში ბუნება ისევ ბობოქრობს: ისევ წყალდიდობები, მიწისძვრები და ყველა უბედურება ერთად. მილიონობით ადამიანი იხოცება. ეს ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დამღუპველი პერიოდებია. ვხედავ, ვულკანიც ამოიფრქვევა იქ, სადაც არ უნდა ამოეხეთქა! მოკლედ, დიდი ღვთის რისხვა დაატყდება ჩინეთს! საკუთარი თავი აქვს მისახედი, ვხედავ.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკაც გაიყინება. ამერიკა ღალატს არ აპატიებს! ამასთან, ბევრი სახელმწიფო დაიწყებს ჩინელების გაძევებას; და არამხოლოდ ჩინელების, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებისაც, ოღონდ გარდა იმ ეროვნებებისა, რომლებიც მათ აწყობთ. ეს მასიურად მოხდება ბევრ სახელმწიფოში. ამ პროცესებს დაარქმევენ ერის გაწმენდას. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვება მუსლიმების მხრიდან, მაგრამ არაფერი გამოუვათ. პასუხი ერთია: “თქვენს სახლში, სამშობლოში აღასრულეთ თქვენი წესები. თქვენ გყავთ თქვენი ღმერთი და პატივი მიაგეთ თქვენს სამშობლოში. ჩადრებში გახვეულებმა იქ იარეთ, სამშობლოში, და არა ქრისტიანულ ქვეყნებში. გეყოფათ! თქვენი მოღვაწეობა დამთავრებულია ქრისტიანულ ქვეყნებში!”

2011 წელი, 5 მარტი.

ჩინეთში აირევა ყველაფერი (ესეც მაქვს დანახული 1992-1993 წლებში),

2011 წელი, 25 მარტი, თბილისი.

მომავალში ვხედავ, რომ ბუნება ისევ ბობოქრობს, ყველაფერი იცვლება ირგვლივ. ვხედავ, ჩინეთი ორ ნაწილად იყოფა, ივსება წყლით და ოკეანეს კიდევ ერთი, ჩინური სრუტე შეემატება. მოხდება დიდი მიწისძვრა და მიწა იხსნება. ამას მხოლოდ სრუტე ჰქვია და მეტი არაფერი. ბევრის სიცოცხლეს შეიწირავს. მოკლედ, ჩინეთს დიდი ნგრევა ელის. ერთი რამ შემიძლია აღვნიშნო, რომ წინმსწრები ნიშნები აუცილებლად იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების გადასარჩენად, თუკი გაითვალისწინებენ! მაგრამ ადამიანები მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ გაფრთხილებას, როცა ნგრევა იწყება და უკვე ვერაფერსაც ვერ შეცვლიან! ასეთია ადამიანის ბუნება. ასეა, ჭკვიანები ყოველთვის მოგებულები რჩებიან. ადამიანების დიდ ნაწილს რომ წინასწარმეტყველება ეხმარება, ვერც კი ხვდებიან. თუმცა ბუნების რისხვას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს, გარდა ერთისა, ადამიანები თვითონ უნდა შეჩერდნენ! არავითარი ატომური სადგურები და სხვა უამრავი რამ. ჩინეთს კი ეს დარტყმა კოსმოსიდან არ ასცდება.
ოკეანეში ისევ ცვლილებებია მომავალში. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ახალი კუნძულები წარმოიქმნება.
ჩინეთში კი მიწისძვრები გაგრძელდება. თითქმის ყველაფერი ინგრევა. ვხედავ, ფეთქდება ატომური სადგურები. ეს თითქოს მეორე იაპონიაა, მაგრამ რასაც ვხედავ, მერწმუნეთ, უფრო საშიშია. ფრთხილად!
ეს მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ ყველაფერს კარგი გამგონი სჭირდება. ან სულაც არ სურთ, რომ გაიგონ, იმიტომ, რომ ასე აწყობს ზოგიერთ სახელმწიფოსაც. ეს ასეა.

2011 წელი, 19 აპრილი, თბილისი.

მათ კატასტროფები არ აცდებათ, ეს მაინც მოხდება. ჩინეთი იხლიჩება და ოკეანე სრუტეს წარმოქმნის. ბევრის სიცოცხლეს შეიწირავს მიწისძვრა, რომელსაც ასევე დიდი წყალდიდობები მოჰყვება. მოკლედ, ჩინეთზე ადრეც დავწერე, რომ ეს გარდაუვალია. ასევე იტალიაზეც, რომელსაც ქუსლი მოტყდება, ამოიფრქვევა ვულკანი და ისევ წყალდიდობები.
ვხედავ, ზოგი კუნძული წყალში იძირება და ქრება, მაგრამ ამავე დროს ვხედავ ახალი კუნძულების წარმოქმნასაც.

2011 წელი, 20 აპრილი, თბილისი.

ამერიკა კი ირანს უმიზნებს, ასევე ჩინეთს. ჩინეთი, ვხედავ, ამერიკის სამიზნეა და ეს ძალზე სერიოზულ სახეს ღებულობს. ჩინეთის ეკონომიკა ნულს უტოლდება თითქმის. ეს უცნაურ თამაშს ჰგავს. ამერიკამ ჩინეთი თავის ადგილზე მოსვა, აჩვენა, თუ ვინ არის ბატონ-პატრონი, ანუ ეუბნება, როგორც შეგქმენი, ისე მოგსპობო.
საერთოდ, მომავლის ომები _ ეს არ არის ჯარისკაცების ომები, ეს წითელი ღილაკების ომია. ჯარი ომისთვის საჭირო აღარაა, მხოლოდ მიტინგების დასარბევად გამოიყენებენ.
დიახ, ასე ვთქვათ, ღილაკების ომები! ამიტომ მსოფლიოს ქვეყნებს დიდი დაფიქრება მართებთ. ამ ომში მეომარი სახელმწიფოები უბრალოდ და მარტივად გაქრებიან და მეტი არაფერი. მხოლოდ რაკეტები! მაგრამ უცნაური რაკეტებია ეს მომავლის რაკეტები. ისინი, ვხედავ, არ ჰგვანან ერთმანეთს. ამის დემონსტრირებას თვითონ ამერიკა მოაწყობს და დიდ მიღწევად შეაფასებენ. მათ ისევ ატომი სჯობდა, მერწმუნეთ!
მოკლედ, ვხედავ, მრავალი სიახლე იქნება სამხედრო ხაზით _ მარტივი და მომაკვდინებელი. სამაგიეროდ ომები სწრაფად დასრულდება.

2011 წელი, 17 მაისი, 
თბილისი, დილის 6 საათი.

და ისევ ვიმეორებ: ჩინეთში დიდ წყალდიდობებს ვხედავ; ვხედავ შუაზე გახლეჩილ ჩინეთს!

2012 წელი, 18 თებერვალი.

პატარა უთანხმოება რუსეთს ჩინეთთანაც მოუვა. მათი მომხრე ჩინეთი ორმაგ თამაშს იწყებს. მათ, ვხედავ, აღარ აწყობთ რუსეთის პარტნიორობა. თანაც, ეს ხომ ის მძლავრი ქვეყანა აღარაა, როგორიც იყო წარსულში, როცა რუსეთს თხუთმეტი რესპუბლიკა ედგა გვერდში. ამიტომაც ოცნებობს რუსეთის დღევანდელი მთავრობა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მათ იციან, რომ აქედან იწყება რუსეთის აღმავლობა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და დღეს ამას ვერავინ შეცვლის.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top