მონღოლეთი

ქვეყნები

1994 წელი, 22 აპრილი, საღამოს 5 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის სიტუაციები დაიძაბება. მონღოლეთის რესპუბლიკა მოსთხოვს ჩინეთს საზღვრების შეცვლას, ანუ მიწებს, რომლებიც მონღოლებს ეკუთვნით. ეს ძალიან დიდ შეტაკებას გამოიწვევს, აზია ცეცხლის ალში გაეხვევა. ქრისტიანები დიდად არ შეიწუხებენ თავს და არც მოიმოქმედებენ არაფერს.
მონღოლეთი იყურება რუსეთისაკენ. რუსეთი უკვე განაწყებული იქნება ჩინეთზე და მთელი ძალებით იწყებს მონღოლების ხელშეწყობას. ეს მდგომარეობა ხრის ჩინეთს ერთი პერიოდით მუსლიმების მხარეს. მონღოლეთი რუსული იარაღით მომარაგდება. ყოველივე მომზადდება, რათა დიდი ომი დაიწყოს, მაგრამ აქ ჩაერევა ამერიკა, რომელიც მიხვდება რუსეთის ბინძურ თამაშს და მოლაპარაკებებითა და დაპირისპირებებით მონღოლეთს გონზე მოიყვანს. ცოტა ძალას კი იხმარენ, მაგრამ მონღოლეთი ჩიხში მოემწყვდევა.
მონღოლეთის ეკონომიკური მხარე, სხვათაშორის, ძალიან აიწევს. იქაური ნაწარმი ძალზე ხარისხიანი და მშვენიერი გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე.
იქნება პურის მარცვლეულის და საერთოდ, მარცვლეულის ნაკლებობა; პრობლემა წარმოიქმნება წყალთან დაკავშირებითაც – თითქოს წყალი იწამლება.
რუსეთთან კონტაქტი მონღოლეთს ბევრ რამეს წააგებინებს. საბოლოო ჯამში მიხვდებიან ამას და რუსეთთან კონტაქტს გაწყვეტენ. ამის შემდეგ მონღოლეთს ხუთი წელი მაინც დაჭირდება, რომ წელში გასწორდეს.

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის ომი, ისრაელში ომი, ყველგან სისხლია – მთელ რუკაზე! გაეროს მოქმედება საერთოდ წაშლილია (ანუ მისი ძალა) მთელ რუკაზე.
ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიწინასწარმეტყველე, თემურ იაკობაშვილთან.

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

1. მონღოლეთსა და ჩინეთს შორის დაიწყება ომები. აღმოსავლეთი იძაბება უკვე მუსლიმებისთვის.

2009 წელი, 16 აპრილი

რუსეთი მონღოლების ლაშქრობისას, XIII საუკუნეში, პატარა იყო, მაგრამ დღეს იგი მონღოლეთის ტერიტორიაზეცაა გადაჭიმული, რომელიც რუსეთმა შეიერთა და გახდა `დიდი რუსეთი~. ამას ისტორიაც ამტკიცებს. მომავალში კი ვხედავ გაერთიანებულ მონღოლებს, სწორედ ისე, როგორც ჩინგიზ ყაენმა გააერთიანა ყველა ტომი და შექმნა მონღოლთა უდიდესი იმპერია.
ჰოდა, მოევლინება მსოფლიოს მეორე ჩინგიზ-ყაენი, გამოთქვამს პრეტენზიებს და ეს იქნება სამართლიანი პრეტენზიები, რადგან რუსეთის ტერიტორია _ ეს ხომ ისტორიული მონღოლეთია?
უდიდესი საფრთხე ელით რუსებს მომავალში. ნუ გგონიათ, რუსებო, რომ რახან, თქვენი აზრით, დღეს ზესახელმწიფოდ იწოდებით, ამ ტერიტორიებს არ დაკარგავთ!
მინდა განვუცხადო კრემლის ბინადართ, რომ ისტორია გამეორდება და მიტაცებულ ტერიტორიებს, ბატონებო, დაკარგავთ! თქვენში 90 პროცენტი, თუ არა სრული ასი, მონღოლური სისხლია, მონღოლური გენია.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

ფრთხილად, რუსებო! იბადება მონღოლი ჩინგიზ-ყაენის სული და დაბრუნდებით მე-13 საუკუნეში, ანუ იმ ეპოქაში, როცა რუსეთი რუკაზე ერთი პატარა მწვანე ლაქა იყო მხოლოდ. ისინი რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ვხედავ და ეს ძალზე საშიშია. ამ რღვევას ვერავინ შეაჩერებს. მონღოლები, ანუ თურქი მონღოლები მთელ წართმეულ ტერიტორიებს იბრუნებენ. ეს ასე ასრულდება ასი პროცენტით.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top