ყაზახეთი

ქვეყნები

1992 წელი, 22 მარტი

ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება. მოდის მათი იმამი − ანტიქრისტეს განსახიერება, მიჰყვება ხალხი, ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი 1996 წელს შეწყდება.

1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი.

რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ღმერთი უხდის სამაგიეროს. ომები ყაზახეთში, უზბეკეთში, ომი უკრაინასთან, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში… რუსეთმა საკუთარი ხელით ამოითხარა სამარე. სრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე 1987 წელს.

2005 წელი, 27 მარტი, თბილისი.

ყირგიზეთში შიდა ომები იქნება. ყველაფერი აირევა. აირევა ყაზახეთიც. აი ნახავთ.

2008 წელი, 9 სექტემბერი, ურეკი, დილის 5 საათი.

მოკლედ, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი დასავლეთსა და ამერიკას არასდროს დაუპირისპირდებიან, რუსეთთან კი ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდებიან და, ბოლოსდაბოლოს, მობეზრდებათ და უარს ეტყვიან. ისინი, მით უმეტეს, მუსლიმები, ვხედავ, `დიდ რუსეთს~ საერთოდაც არ ენდობიან. მათთვის მაგალითად საქართველოც კმარა: `აი, ერთმორწმუნე ქართველები როგორ ჩახოცეს რუსებმა და როგორ ცდილობდნენ ქართველების გენოციდს, მათ გაქრობას!~ _ ზუსტად ასე შეაფასებს მსოფლიო და ყველა სასამართლო რუსეთის  ქმედებას ქართველების მიმართ. ეს ასეა ასი პროცენტით. რუსეთი, გაფრთხილებთ ყველას, დიდი ძმა კი არა, დიდი მტერია მსოფლიო ხალხებისთვის.

2008 წელი, 21 ნოემბერი, ურეკი.

ვხედავ, ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები თითქოს ძალიან დამთბარია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ძველი, ჭკვიანი კომუნისტია. ის  რუსეთის კაცია _ ასე ჩანს და ასეც არის. ევროპა შორსაა, რუსეთი კი საზღვარზეა. ბევრი რამ საერთო აქვთ, ეკონომიკურადაც გადაბმულები არიან, რუსეთის პრეზიდენტებიც დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა სხვა ქვეყნებივით ყაზახეთმაც არ შეაქციოს ზურგი რუსეთს.
ნავთობი… ყაზახეთ-რუსეთის პროექტი… მილებმა უნდა გაიაროს რუსეთზე… მაგრამ, ვხედავ, რომ მომავალში ენერგორესურსების მილების საქართველოზე გაყვანა ყველაზე მოგებიანია.
რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ევროპისთვის თვითონ ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რუსეთს აღარ ენდობა და არც აზრის შეცვლა სურს. აქ ევროპას, ვხედავ, სერიოზული წინადადება აქვს ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც ევროპის მიმართულებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. ვხედავ, ევროპული დემოკრატია ძველ პრეზიდენტს არ მოწონს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ `ესენგეს~ დიდი დღე არ უწერია, რომ `ესენგეც~ დაიშლება, როგორც რუსეთი. დიახ, რუსეთი აუცილებლად დაიშლება! ასე რომ, ნაზარბაევს დიდი თამაში მოუწევს.
მაგრამ ყაზახეთში, ვხედავ, მოულოდნელად იცვლება მთავრობა, რომელიც უფრო ევროპისკენ იყურება და ფიქრობს, რომ დროა, აღარ ეშინოდეთ რუსეთისა. ყაზახეთს რუსეთთან, ეკონომიკაა ეს თუ სხვა რამ, აკავშირებს შიშის ფაქტორი. მაგალითები კი იმისა, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გაუკეთეს, იცოცხლეთ, უამრავი აქვთ. ეს კარგად იცის ძველმა კომუნისტმა ნაზარბაევმა და ფრთხილობს, არ გააღიზიანოს რუსული დათვი. თუმცა ისიც ისევე აზროვნებს, როგორც რუსები.
მოკლედ ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოუწყობს `დიდ რუსეთს~. მინდა აღვნიშნო: ევროპა მაშინ დათანხმდება მიიღოს რუსულ-ყაზახური გაზი, ანუ ენერგორესურსები, თუ მათ პარალელურად ექნებათ მყარი ალტერნატივა. ეს კი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე გამავალი მილებია. ეს არის ევროპისთვის უტყუარი, სანდო ალტერნატივა. ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება. ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო _ აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს.
დიდ ბრძოლებს მართავს რუსეთი, მაგრამ არაფერი გამოუვა. აქ ამერიკაა ჩართული, ვხედავ, და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ.
ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე _ მხოლოდ საქართველოს `აბრეშუმის გზით~. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის.
ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალას აზიაშიც. მეტი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულიც აქვს.
ყაზახეთის ახალი მთავრობა აბსოლუტურად შეცვლის (ასე იტყვიან) ქვეყნის ძველ სტილს, რომელიც ისევ კომუნისტურად იმართებოდა და ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ არ კეთდებოდა (ისინი ასე მიიჩნევენ). და ვხედავ, ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობარი ყაზახეთი რუსეთს აუცილებლად დაუპირისპირდება და მოითხოვს იმას _ ეს ეკონომიკაშია თუ საზღვრებს ეხება _ რუსეთისგან.

დაიმახსოვრეთ: საზღვრები დიდ, საკამათო დიალოგებს გამოიწვევს. თითქმის ომამდე მიდიან. რუსეთი ხომ გაწაფულია ომებში, უბრალოდ, ბოლო დროს აგებენ. ეს ასრულდება ასი პროცენტით.

2011 წელი, 10 იანვარი.

ვხედავ, მომავალში მოსკოვში იქმნება კავკასიელების, უზბეკებისა და ყაზახების ფარული დაჯგუფებები, მსგავსი რუსი სკინჰედებისა.
თუმცა მათ შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩინგიზ ყაენის შთამომავლები გაჰყვირიან, რუსეთის ტერიტორია _ ეს ყაზახების ტერიტორიაა; რომ რუსებმა მათი მიწები დაიპყრეს და ახლა ისინი იბრძოლებენ მისთვის. ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი.
გაიმართება დიდი, ხელჩართული ბრძოლები. რუსეთის მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. ნამდვილი ომი გაჩაღდება შუა დედაქალაქში.
სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან რუსებს. ისინი მოაწყობენ ტერორებს, ააფეთქებენ ყველაფერს, ირბენენ ტრაფარეტებით: `რუსებო, გაეთრიეთ დიდი ჩინგიზ ყაენის სამშობლოდან. ეს ჩვენი მიწებია!~ დადგება დრო, როცა უკვე რუსებს ეშინიათ ქუჩაში გამოსვლისა. და რაც მთავარია: თვითონ რუსული პოლიცია სკინჰედების როლს ითამაშებს, გაასწრებენ კიდევაც მათ. აქ ჯარიც იქნება ჩართული. რასაც ვხედავ, ძალზე მძიმე საყურებელია.
მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები. ეს ფაქტი ააფორიაქებს სხვა სახელმწიფოებსაც, ევროპას, მაგრამ ამერიკა კი სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ვითომ მიუსამძიმრებს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკაზე, მის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, რადგან რუსეთს საგარეო პოლიტიკისთვის ისე აღარ სცალია. თუმცა, ფრთხილად! ვინაიდან განრისხებულ და ჭკუაგადაკეტილ დათვს _ რუსულ დათვს _ მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. დემოკრატიასაც და მშვიდობასაც მიაფურთხებს და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია. დაერევიან ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრს გაავლებენ მათ. რუსების ლოზუნგი ასეთი იქნება: `ჩვენ მოსკოვს კი არა, მთელ რუსეთს ვასუფთავებთ!~ არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები, ვხედავ, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს. მომავალში მოსკოვში ვეღარ შეხვდებით მრავალ უცხოელს, განსაკუთრებით ყაზახებს, უზბეკებსა და ა.შ. არც ის აინტერესებთ რუსებს, თუ მეგობარი სახელმწიფოები განაწყენდებიან. პირიქით, თითს დაუქნევენ და ყველას, ასე ვთქვათ, თავის ადგილს მიუჩენენ; ანუ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ!
ისე, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები რუსულ მიწაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ, მომრავლდენ და ძლიერი ფესვები გაიდგეს. იაფი მუშახელი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია? ამას შევაფასებდი, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი მიწების ხელმეორედ დაპყრობას.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top