ჩრდილოეთ კავკასია

ქვეყნები

1992 წელი, 19 მაისისაღამოს 8 საათი.

მომავალში იქმნება ქრისტიან მთიელთა კავშირი. იქით მუსლიმები, აქეთ ქრისტიანები.
თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია. იქმნება რეგიონალური საელჩო. ცენტრი საქართველოა.

1992 წელი, 6 ოქტომბერიდილის 6 საათი.

მოსკოვში ჩეჩნები მოაწყობენ დიდ ტერორებს (არნახულს), მეტროებს ააფეთქებენ… მოკლედ, ყველაფერს.

**
ჩეჩნეთს სურს ის იარაღი, რაც მათ ტერიტორიაზეა, დაიტოვონ, მაგრამ ვხედავ, რუსებს რამდენიმე კურდღლის დაჭერა სურთ. ჩეჩნებს არა აქვთ ის შეიარაღება (ნამდვილი), რაც იქ განლაგებულ რუსის ჯარებში, ანუ სამხედრო წერტილებშია. რუსეთი იარაღს არ მისცემს, ამაზე არ წავა. უწყობს გაუგონარ პოლიტიკურ შანტაჟს და დუდაევს ჩიხში მოამწყვდევს.

1992 წელი, 3 დეკემბერი.

რუსებს უჭირთ უკვე ჩრდილოეთში. ომი ძლიერი ტემპით ღვივდება, ვერც ჩააქრობენ.
ჩეჩნეთის პრეზიდენტს სურს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. იგი თავს წააგებს.

1992 წელი, 18 დეკემბერიღამის 3 საათი.

თურქი-მესხების საკითხი მწვავედ დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. საქართველომ ჭკუა ისწავლა. ისინი განლაგდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვათა შორის, დუდაევს აქვს გეგმა თურქი მესხების შესახლებისა ჩეჩნეთში. ისინიც ხომ მუსლიმები არიან?! ჩეჩნეთს საკუთარი პოლიტიკური მომენტი უჭირავს თურქი-მესხების მიმართ.
1993-1994 წლებში დუდაევი ომს გაუმართავს რუსეთს ­ ზურგში დანას ჩასცემენ. რუსეთი ღირსია!
**
ხაზბულატოვმა ჩეჩნეთში უნდა იმოღვაწეოს. ეს ასეა.

1993 წელი, 10 თებერვალისაღამოს 9 საათი.

ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციები დაიძაბა ­ ჩეჩენ-ინგუშთა გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, აქვთ `კავკასიის სახლი~, სურთ იმეფონ კავკასიაზე, რათა ხელში აიღონ ძალაუფლება. ეს რუსეთს აწყობს, რათა თავად მართონ იქაურობა ჩეჩნების მეშვეობით. სამაგიეროდ ჩეჩნები მიიღებენ ყველაფერს.

**
`კავკასიის სახლი~ ეშაკის ბუდეა. დუდაევი უღალატებს ჩეჩნეთს. ვხედავ, ამ სახლის მამამთავართან უთანხმოება მოუვა. ისევ წამოყოფს თავს ოპოზიცია; რუსეთი, როგორც ყოველთვის, დირიჟორობს, მაგრამ დუდაევს ბრალს დასდებენ, ფაქტებით უმტკიცებენ.

1993 წელი, 15 თებერვალიღამის 11 საათი.

ჩეჩნეთში დიდი გადატრიალებაა. აირევა ყველაფერი. ინგუშთა და ოსთა სტაბილიზაცია ზღაპარია. დიდი ცეცხლი დაინთება და მას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. დიდი ომები! კავკასიონი იწვის; იწვის ჩრდილოეთი!

1993 წელი, 24 ივლისიდღის
12 სთ. 30 წუთი.

რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასია გულში ჩაიხუტა და ჯვარს შეაფურთხა და ზუსტად აქედან მიიღებს პირველ დარტყმას.

1993 წელი, 12 აგვისტოდილის 10 საათიკოჯორი.

ვითარება ძალიან დაიძაბება, ვხედავ. ოსთა და ინგუშთა (და ჩეჩენეთშიც) შორის დიდი ომები, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დიდი შეჯახება. იანვარი და თებერვალი ძალიან დაიძაბება, მაისიც, და `კავკასიის სახლი~ დაიშლება. რუსებს აღარ აწყობთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჭირდებოდათ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ეს `კავკასიის სახლი~ უკვე, ვხედავ, რუსეთს ძალიან ააფორიაქებს, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ მოიმართება.

1994 წელი, 6 იანვარიდილის 7 საათი.

დუდაევს გამსახურდიას გამოყენება სურდა ჩრდილოეთ კავკასიაში. საერთოდ, ეს ყეყეჩი, ძველი რუსული არმიის გენერალი ბრმა იარაღია პოლიტიკოსთა ხელში და ბოლომდე აზრზე არ არის. ჰოდა, აუსრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ახლა დუდაევის, ჩეჩენ-ინგუშთა და ოსთა ჯერი დადგა. საკუთარ სახლებში იწვნევენ რუსების ავანტიურებს  და შანტაჟებს. ვნახავ ერთი, როგორი ვაჟკაცები არიან ჩეჩნები და რას გახდება `კავკასიის სახლი~ – კონფედერაცია კავკასიის ხალხისა! სისხლის ტბაში აბანავებს მას რუსეთი.
ბოროტება არავის შერჩენია, არც დუდაევს შერჩება. ვაჟა ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” ­ ეს სხვა დრო იყო.

**
ჩეჩნეთში აირევა სიტუაციები. დუდაევი კონტაქტს ეძებს საქართველოს პრეზიდენტთან. გამსახურდია ხელს უშლიდა უკვე. იმედი იმისა, რომ გამსახურდია გაიმარჯვებდა და დაბრუნდებოდა საქართველოში, სამუდამოდ გაქრა. საქართველო კი ძალზე მნიშვნელოვანი ბაზაა მთელ კავკასიაში. მხოლოდ ასე მოუგებდნენ რუსებს. დამარცხების შემდეგ მათ გამსახურდია აღარ აწყობდათ და მოკლეს!
ამიტომ, რაც ვიწინასწარმეტყველე 1993 წელს, ყველაფერი ასრულდება.

1994 წელი, 11 თებერვალისაღამოს 8 საათი.

“კავკასიის სახლის” დაშლა; ომები ჩრდილოეთ კავკასიაში.

1994 წელი, 1 აპრილიდღის 12 საათი.

ჩეჩნეთში აირევა სიტუაციები. დუდაევი კონტაქტს ეძებს საქართველოს პრეზიდენტთან. გამსახურდია ხელს უშლიდა უკვე. იმედი იმისა, რომ გამსახურდია გაიმარჯვებდა და დაბრუნდებოდა საქართველოში, სამუდამოდ გაქრა. საქართველო კი ძალზე მნიშვნელოვანი ბაზაა მთელ კავკასიაში. მხოლოდ ასე მოუგებდნენ რუსებს. დამარცხების შემდეგ მათ გამსახურდია აღარ აწყობდათ და მოკლეს!
ამიტომ, რაც ვიწინასწარმეტყველე 1993 წელს, ყველაფერი ასრულდება.

1994 წელი, 1 დეკემბერიდილის 10 საათი.

ჩეჩნეთი – საწყისი სარწმუნოებრივი ომისა, როგორც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს. ერთი პერიოდი რუსეთი თითქოს ჩააქრობს ამ ომს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს. კავკასიის ომი გრძელდება ყარაბაღის ომივით.

1995 წელი, 6 იანვარისაღამო.

რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგებს, ანუ კარიერისტებს, ვითომ არ მოწონთ ჩეჩნეთში ომი. არ დაიჯეროთ! მთელი რუსეთი ამ ომის მომხრეა. საქართველო ღმერთმა გადაარჩინა, თორემ რუსები ისე დაგვბომბავდნენ, რომ ქვა-ქვაზე კი არა, ქვაც აღარ დარჩებოდა ქართულ მიწაზე.
როცა რუსეთი დასუსტებას დაიწყებს, ინგუშებსა და ოსებს შორის ისევ ატყდება ომი. რუსეთის ინფორმაცია ცრუა. მათი მორიგების ვარიანტი არ არსებობს.

1995 წელი, 9 მარტიდღის 2 საათი.

კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს.

1995 წელი, 14 მარტიდილის 9 საათი.

და სანამ რუსეთი მკითხაობს, რა უყოს აფხაზეთს, საკუთარ სახლში ომს ვეღარ ჩააქრობს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ომები ხუმრობა არაა. რუსის ჯარი გარბის, რათა საკუთარი ტერიტორია დაიცვას.

**

ირგვლივ სიცრუეა, ჭაობია. ჩეჩნეთს მიწის პირისაგან აღგვიან. იმ ადგილს კი არ გააშენებენ, ალბათ, გაასწორებენ ყველაფერს და პურს დათესენ, ვხედავ. ველურები!

1995 წელი, 11 აგვისტო.

ახლაც ვხედავ, მომავალში კავკასიის ომი ღვივდება. კავკასიის ხალხები, ანუ მუსლიმები მზად არიან, ჩეჩნეთს მხარი აუბან და ჩაერთონ ბრძოლებში. მაგრამ ვხედავ მათ ასეთ მოლაპარაკებას: ჯობს, ჯერ სანამ რუსეთს ძალა აქვს, ჩეჩნეთზე დაიხარჯოს, რათა არ გაანადგუროს სხვებიც. როცა დასუსტდება რუსეთი, მაშინ იწყება ნამდვილი კავკასიის ომები (საქართველოს გარეშე). მაგრამ დუდაევი და საერთოდ, კავკასიის მუსლიმები დაამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრა გამსახურდიამ და მისმა პოლიტიკამ საქართველოში.

**
ოპოზიციამ თუ პოზიციამ იციან, რომ თუ საქართველოს საზღვრები არ იქნება ჩაკეტილი, ჩრდილოეთ კავკასია დაკარგულია რუსეთისათვის; არა მხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ მთელი კავკასია.
ოსები თბილი დამოკიდებულებით დგებიან ქართველთა მიმართ, მაგრამ არ უნდა ვენდოთ! ძალიან გაუჭირდება ამ დროს ოსეთს, ვინაიდან იგი გარიყული და რუსების მონა-მორჩილი ერია და კავკასიის მთიელნი, ანუ მუსლიმები არ დაინდობენ. ინგუშთა ვითომ შემრიგებლური ფორმა ძალიან საშიშია ოსებისათვის. ინგუშები და ოსები ისევ შეეჯახებიან ერთმანეთს.

1995 წელი, 25 ოქტომბერისაღამოს 7 საათი.

კავკასიონი კი იწვის; იწვის ჩრდილოეთ კავკასია. მომავალი ომები, ომები!!!
აფხაზეთში ომი დამთავრდება, ჩრდილოეთ კავკასიაში – არა!!!
ისევ საქართველო! რუსეთი ასუფთავებს თავის ზურგს – სამხრეთ რუსეთს, ანუ ჩრდილოეთ კავკასიას და ამით პრობლემებს ხსნის ერთი, ოთხი, ხუთი (თუ არა მეტი) საუკუნით.
ისე, მადლობა რუსეთს, უღრმესი!

1995 წელი, 11 დეკემბერისაღამოს 7 საათი.

ჩეჩნეთში, ალბათ, თურქი-მესხები იცხოვრებენ. ფაქტობრივად, იქ ხალხი აღარ დარჩა. მერე თურქ-მესხებსაც ამოხოცავენ და ა.შ.

1996 წელი, 18 მარტიდილის 10 საათი.

ოსები და ინგუშები ერთმანეთს დაერევიან, ვხედავ. ინგუშეთი ჩეჩნეთის მხარეზეა გადახრილი და ეხმარება მათ. რუსეთმა ეს იცის, მაგრამ ვერაფერს გააწყობს.
კვლავ ვიმეორებ ჯერ კიდევ როდის ნაწინასწარმეტყველებს: ჩეჩენ-ინგუშ-ოსთა ომი!

1996 წელი, 31 მარტიდილის 5 საათი.

[ჩრდილოეთ] ოსეთს ძალიან დიდი სირთულეები ელის; ღირსნი არიან! კავკასიაში ძალიან გაუჭირდებათ. მათ ანგარიში არ გაუწიეს ინგუშებს, საქართველოს კი მიწას ემართლებოდნენ. რას ჩადიან, ღმერთმა უწყის. ისჯებიან!!!
გალაზოვს − ოსების პრეზიდენტს, ტერორს უწყობენ.

1996 წელი, 1 აპრილიდილის 6 საათი.

რუსეთის განცხადება ომის შეწყვეტაზე, ანუ ჯარის გამოყვანის თაობაზე ჩეჩნეთიდან, ტყუილია. არ დაიჯეროთ! ისინი ფიქრობენ, ტომარაში მოამწყვდიონ ჩეჩნები, ტომარა კი აფხაზეთია. ამით ორ კურდღელს დაიჭერს რუსეთი…

1996 წელი, 15 ივნისიდილის 5 საათი.

თურქი-მესხები უნდა განლაგდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში; საქართველოში ერთი პროცენტიც კი არ იქნება.

1996 წელი, 27 სექტემბერი.

კავკასიის ომი უფრო გაღვივდება. კონფედერატებიც (თუ რაც ერქმევათ მუსლიმთა თაოსნებს) ომს უცხადებენ რუსეთს. არანაირ დათმობებზე არ წავლენ, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ომის ცეცხლში გაეხვევა.
რუსეთი დაიწყებს საზღვრების გამაგრებას. მაგალითად, აფხაზეთის მხრიდან კავკასიელებს იმხელა დახმარება აქვთ თურქეთისა და სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისაგან, რომელიც მათ გადააქვთ აფხაზეთიდან, რომ რუსეთს უკვე უჭირს ამის გაკონტროლება. მათ ჩეჩნეთში, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ. სცენარს, რომელიც საქართველოში დადგეს, ჩეჩნეთში ბოლომდე ვერ მიიყვანენ, იმიტომ, რომ მუსლიმები გართიანდებიან, საქართველო კი გაყოფილი იყო. ერთმორწმუნენი ერთმანეთს ანადგურებენ, მუსლიმები კი ერთიანდებიან.
ჩეჩნეთის სათავეში ახალი ხალხი დგას, ვხედავ, ახალ სახელებს და გვარებს გამოაცხადებს რუსეთის ტელევიზია.
ეს ომი კავკასიონს არ გადმოცდება. თვითონ რუსეთი ეხმარება საქართველოს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გადაკეტვაში.
აქ იწყება მესამე მსოფლიო ომი!

1996 წელი, 8 ოქტომბერი.

ოსები და ინგუშები ვერასდროს მორიგდებიან – ისინი ომს იწყებენ.
ჩეჩნეთი რუსეთს თავს არ დაუხრის. რუსეთი მოჩვენებით რაღაც დათმობებზე წავიდა ჩეჩნეთთან, რათა ომი დაემთავრებინა მსოფლიოს თვალში, მერე კი შიგნით მოუვლიან. ამიტომ ჩეჩნეთში ომი არ დამთავრებულა − კავკასიაში ახლა იწყება ომები!

**
საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე უნდა გადაიკეტოს! რატომ?
1. ოსთა და ინგუშთა ომი.
2. დაღესტანი! დაიმახსოვრეთ: ისინი ღრმა მუსლიმები არიან. მათ სურთ, რომ დაღესტანი დემოკრატიული რესპუბლიკა იყოს, როგორც ყველას. დაიწყება მოძრაობები, მაგრამ არ სურთ, ჩეჩნებს აჰყვნენ ამჯერად. ჯერ ელოდებიან, რას დაუთმობს ჩეჩნებს რუსეთი და მერე, როგორც კი ჩეჩნეთის ომი დამთავრდება, წამოაყენებენ მოთხოვნებს უომრად… მაგრამ არეულობებს მაინც ვერ აცდებიან − აქაც ომია. ესე იგი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ა.შ. ეს არის ნაყოფი რუსეთის უნიჭო პოლიტიკისა!
კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება! ამინ! ამინ! ამინ!

1996 წელი, 4 ნოემბერიდღის 3 საათი.

ჩეჩნეთში ომი გრძელდება!!!

1996 წელი, 25 ნოემბერიღამის 10 საათი.

მთელი კავკასია − კავკასიური სახელმწიფოები, უარყოფენ დე-ფაქტო პრეზიდენტსა და მის ბანდას. ადრე თუ მხარს უჭერდნენ, ახლა მათი − აფსუების ხსენებაც არ უნდათ. ეს ფაქტორიც დიდი როლს ითამაშებს საქართველოს პოლიტიკაში.
ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და სხვათა მეთაურებმა უნდა მოითხოვონ საქართველოში შეხვედრა. საქართველოს მთავრობა ჩიხში მოემწყვდევა, არ სურთ რუსეთს აწყენინონ! რას გააკეთებენ? ვიცი, მაგრამ არ მინდა პასუხის გაცემა!
**
რუსეთი კი, როგორც ხუთი წლის წინ ვთქვი, იშლება! ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები რუსეთს საერთოდ აღარ ენდობიან, დაიწყება მასიური დევნა და გაძევება რუსი მოსახლეობისა კავკასიის ქვეყნებიდან.

1996 წელი, 29 ნოემბერისაღამოს 7 საათი.

საქართველოში რამდენიმე გავლენიანი პიროვნების ჩამოსვლას ვხედავ მომავალში, რომელთაც დიდი ძალა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაში. მათ აფხაზეთის უკვე რეალურ დაბრუნებაზე ექნებათ ლაპარაკი, ასევე სამაჩაბლოსიც. აქ რუსეთსაც აიძულებენ, რათა კონკრეტული ნაბიჯი გადადგას საბოლოოდ. რუსეთი ჩიხში მოემწყვდევა, ისედაც ჩეჩნეთი უამრავ პრობლემას გაუჩენს. დღეს რაც რუსებმა ჩეჩნეთს დაუთმეს, მომავალში დიდ დარტყმად მიიღებენ.
ვიმეორებ: ჩეჩნეთს კავკასიის სხვა ქვეყნებიც აყვებიან. რუსეთი აქ უკვე უძლურია. ვინც იცის, საქმე ისე დაუდგეთ, რომ მოსკოვი გაუხდეთ რუსებს დასაცავი.

**
რუსეთის არმია _ ჯარი, არ არსებობს!!! აბსოლუტურად დაშლილია! თუ რუსეთმა არმია არ შექმნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. ახლა დიდი დარტყმა რუსეთს დაღესტნიდან, ვიმეორებ, დაღესტნიდან ელის!
.

1996 წელი, 30 ნოემბერიდილის 11 საათი.

რუსეთს ჩეჩნეთის მიმართ დიდი მზაკვრული გეგმები აქვს მომზადებული. არც იფიქროთ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას დათმობს. ჩეჩნეთთან ომის შეჩერება პატარა პერიოდით რუსებს ძალიან აწყობდათ. ფაქტობრივად, ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორეს. მაგრამ მომავალში რუსეთს დრო, დრო ჭირდება, რათა მერე ჩეჩნები საერთოდ მოთხარონ, ვხედავ. დღეს ჩეჩნეთი ისედაც მოთხრილია. რუსეთს სხვა ქვეყნების ეშინია. ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის დაღესატანი! რაც დაღესტანში მოხდება, იმასთან ჩეჩნეთი მოგონება იქნება. ჩეჩნეთში ომი თუ შეაჩერეს რუსებმა, დაღესტანში ვერ შეაჩერებენ; იქ უკვე ომი ბოლომდე იქნება. რასაც ვხედავ და ვიცი, ეს ასრულდება, დანარჩენს კი არ ვიტყვი, ეს უკვე პოლიტიკოსების საქმეა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. ვნახოთ! მათი პოლიტიკური ანალიზები არ იქნება სწორი. ეს კი დიდ კრახს ნიშნავს. აი ნახავთ!

1996 წელი, 19 დეკემბერიდღის 3 საათი.

ვხედავ,  დაღესტანი ცეცხლის ალში გაეხვევა. იქ ვხედავ ჩეჩენ `ბოევიკებს~. ახლა ისინი ერთიანდებიან, მათი წინამძღოლები ერთიან წრეს კრავენ. რუსეთმა შეცდომა არ უნდა დაუშვას, მაგრამ იგივეს გაიმეორებს, რაც ჩეჩნეთში მოიმოქმედა. ეს უკვე კატასტროფა იქნება, საშინელება!
საქართველოს პოლიტიკისათვის კი ჩრდილოეთის ასეთი დაძაბულობა მომგებიანი გახდება. საერთოდ მომავალში დიდ არეულობებს ვხედავ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთი დაარეგულირებს ყველაფერს კავკასიაში, მაგრამ ყოველივე ეს დიდი სისხლის ფასად დაუჯდება.

1997 წელი, 25 მაისიდილის 9 საათი.

რუსეთში ცეცხლი კიდევ დაინთება. ვიმეორებ: დაღესტანი! ამას როდიდან ვამბობ, უკვე რამდენი წელია?! ჩრდილოეთ კავკასიას აკლია დაღესტნის აფეთქება და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. ჩეჩნეთთან ისევ თამაშს იწყებს – იქნებ პოლიტიკურად მოიგოს? – მაგრამ არაფერი გამოუვა. დუდაევი უფრო დაუთმობდა, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტი; ისეთ სიურპრიზებს მოუწყობენ, რომ მთელი რუსეთი ამაზე იყაყანებს.
დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნები – მოლაპარაკებებს ვხედავ, საიდუმლოს. ჩეჩნები საქართველოს უყურებენ და ფიქრობენ, რომ საქართველოში იყოს ცენტრი კავკასიის ხალხებისა. მათ აწყობთ ეს (იხ. წინასწარმეტყველება 1992 წლისა: `იქით მუსლიმები, აქეთ ქრისტიანები…~).
იქმნება კავკასიის ხალხთა ცენტრი თბილისში. ჩრდილოეთ კავკასია გაერთიანდება. ერთიანი ჯარი, არმია – ეს ძალიან საშიშია. რუსეთს ვაფრთხილებთ!!! თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ მოეშვა საბჭოთა კავშირის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აღდგენას, კავკასიელები პირდაპირ მოსკოვში შევარდებიან; დიახ, ვხედავ, მოსკოვში!

1997 წელი, 4 აგვისტოდღის 2-ის ნახევარიკოჯორი.

ოსები კავკასიონს ვერ გადმოვლენ. ოსეთს დიდი და ხანგრძლივი ომები ელის. იწყება ინგუშთა და ოსთა ტერიტორიული ომი. ინგუშეთი `აღმოაჩენს~, რომ ოსეთის ტერიტორია ყოფილა ინგუშებისა და იწყებენ რუკების ფრიალს. ოსეთი ღირსია. რუსეთის მხარდაჭერა აქ სუსტი იქნება…
ჩეჩნეთში ისევ დიდი უთანხმოებები წავა. ჩეჩნეთიდან, ვხედავ, რომ რუსებს გაყრიან ასი პროცენტით. აი ნახავთ! ჩეჩნეთი საქართველოს ეყრდნობა მომავალში და არც წააგებს.

1997 წელი, 10 აგვისტოღამის 11 სათიკოჯორი.

ვხედავ, რუსეთი უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ჩრდილოეთ კავკასიაში და გაატარებს უხეშ პოლიტიკას. რასაც იგი აკეთებს, ზუსტად რომ ვთქვათ, კოლონიზატორობაა. რუსეთი არაფერს დათმობს ადვილად. ჩეჩნეთში არაფერი გამოუვა და ყველანაირად ცდილობს, გვერდი აუაროს(?).
დაღესტანში კი დიდი ცეცხლი მზადდება. ზუსტად ეს ცეცხლი დაწვავს რუსეთს. დაღესტანში დაიწყება უკმაყოფილებები, ტერორები, იქ რუსეთის პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს. რუსეთი ფრთხილობს, რომ ის შეცდომები არ გაიმეოროს, რაც ჩეჩნეთში დაუშვა, მაგრამ არაფერი გამოუვა. თავდაპირველად ყველაფერს ჩეჩნებს გადააბრალებენ, რომ თითქოს დაღესტანში ომი ჩეჩნეთს აწყობს და ყველა ტერორი სწორედ იქიდან მოდის. მაგრამ  მომავალში იწყება მთავრობის ცვლა დაღესტანში. აქ რუსეთი ძალიან დაყურადდება. მოდის ისეთი ძალა, რომელიც რუსეთის პროგრამას არ შეასრულებს. ქვეყნის სათავეში მოდის, ესე იგი, დაღესტნის პრეზიდენტი იქნება ახალგაზრდა კაცი – დიდი მორწმუნე, ციხეშია ნამყოფი პოლიტიკურზე, მილიონერია, ზურგს უკან უდგას მუსლიმური სახელმწიფოს ძალა. ეს კი ისეთი ძალაა, რომ რუსეთი ვერც წარმოიდგენს, რა დღეს დააყრის ეს `მუჰამედი~ (ასე ვარქმევ). იგი თავს ყულფში არ გაყოფს, როგორც დუდაევი. ამ კაცს თავისი რწმენა და ღმერთი ეხმარება. იგი, როგორც კი მოვა მთავრობაში, დაიწყებს კანონების ცვლას და რუსეთს, ასე ვთქვათ, უხეშად გადაუსვამს ხაზს. დაღესტნის ტერიტორიას აცხადებს დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რუსეთის ტერიტორიებს არ ცნობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. ვხედავ, როგორც კი დაღესტანი აღსდგება, ჩეჩნეთი, ინგუშეთი (ყაბარდო-ბალყარეთი?) ერთ დღეში გაერთიანდებიან და რუსეთს დაუპირისპირდებიან. აქ რუსეთს საქართველოს იმედი აქვს, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისეთ ბალბას მოუხარშავს რუსეთს, რომ…

**
ჩრდილოეთის ომს ვხედავ მომავალში _ ჩრდილოეთ კავკასია ცეცხლში იწვის…

1997 წელი, 3 დეკემბერიდილის 10 საათი.

ჩეჩნებთან ურთიერთობები რუსეთს არ დაეწყობა. ჩეჩნეთი იმ ომს ვერ მოინელებს. დროებითი ჩაჩუმებაა და მეტი არაფერი, ვხედავ. ისინი რუსებს არ მოასვენებენ. ომი ისევ განახლდება, ოღონდ სხვაგვარად. დაღესტანში არეულობები კი აიცილა. მოდის ახალი პრეზიდენტი (ეს ადრეც აღვნიშნე), თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომ იტყვიან, რუსებს ბალბას მოუხარშავს.
კავკასიის ომი გარდაუვალია. ჩეჩნეთი და ოსეთი ინგუშებთან ვერ მორიგდებიან, ისევ მიწებზე წავა ჭიდილი. მათი პრეზიდენტი მცდარ ნაბიჯებს დგამს. საქართველოს მიწებზე მხოლოდ ოცნებობენ და საპნის ბუშტივით გაქრება ეს ოცნება, ვერ ეღირსებიან, კავკასიონს გადმოაბიჯონ. მათ ჯერ წინ უდევთ ინგუშებთან კონფლიქტი.

1998 წელი, 5 იანვარისაღამოს 7 საათი.  

ჩეჩნეთში ომი არ დასრულდება. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რუსეთს იმედებს გაუცრუებს, რუსეთი ვერ გაატარებს ჩეჩნეთში იმ პოლიტიკას, რაც სურს.
რუსეთ-ოსეთის კონფლიქტი იქნება აუცილებლად. რუსეთი ოსეთში ძალიან თავხედურ პოლიტიკას ატარებს. ინგუშ-ოსთა შეტაკებაც არ დააგვიანებს. აუშევი ე.ი. ინგუშეთის პრეზიდენტი, კონტაქტში შედის ჩეჩნებთან. ჩეჩნებსაც გარკვეული ანგარიშები აქვთ ოსებთან. რუსეთი არ ჩაერევა – ნახონ ოსებმა, თუ რანი არიან რუსების გარეშე. ოსები საქართველოსკენ იყურებიან. მიხვდებიან, რომ გავა წლები თუ საუკუნეები და გადაჯიშდებიან; იქნება არა ოსეთი, არამედ დიდი რუსული დასახლება.

**
კავკასიის ომები იწყება. ფრთხილად! ჩეჩნეთში ცვლა წავა -¬ პრეზიდენტს მოკლავენ. რომელს?..
ვხედავ ორი `მეფის~ – პრეზიდენტის სიკვდილს.

**
ჩეჩნეთში კი ახალი მთავრობა შეიქმნება, ახალი ხალხი მოდის. ვიღას ემახსოვრება მასხადოვი ან ბასაევი. სხვათა შორის, ბევრს უარყოფით პოლიტიკურ ნაბიჯს მიაწერენ, რომ ეს მათი წყალობით განადგურდა ჩეჩნეთი.
რუსეთი ჩეჩნეთს ვერ წაშლის – რაც ძალიან უნდათ, და ვერც გაარუსებს. ყრუ, ნელი ტემპით წავა ყველაფერი. ასეთი დაპირისპირების (რუსეთთან) შემდეგ ჩეჩნეთში სიკვდილი აწერია დიდ პიროვნებას.
დაღესტანთან დიდი კონტაქტები დაიწყება, საქმიანი. რუსეთი ხელს ვერ შეუშლის და მერე აქედან იწყება ბრძოლა, რაღაი შეიგრძნობენ ძალას. იმიტომ, რომ `კავკასიის სახლი~ – ეს იყო რუსეთის შეთითხნილი კონფედერაცია. ამან კი გაამართლა, მაგრამ იმაში, რასაც მომავალში შექმნიან ჩეჩნები, დაღესტანი, ინგუშეთი და ა.შ. და ა.შ. იქ რუსეთი ცხვირს ვერ ჩაყოფს. იქმნება ნამდვილი `კავკასიური სახლი~, რაც ძალიან შეაშინებს რუსეთს, მაგრამ ამ პროცესს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ცენტრი იქნება თბილისში. ამით რუსეთი დაწყნარდება, რადგან საქართველო იკავებს ვითომ ნეიტრალიტეტს, რუსეთს კი, `ასეა თუ ისე, ცოტა გავლენა მაინც ხომ აქვს საქართველოში?~ მაგრამ ცდებიან.

1998 წელი, 13 თებერვალი.

რაც შეეხება ჩეჩენ რადუევს, თავის არესთან იქნება დაკავშირებული მისი სიკვდილი. საერთოდ სიმსივნე აწერია, ოპერაცია უშედეგო იქნება. მას, როგორც გმირს, ისე დამარხავენ და არა როგორც ტერორისტს. ან რა ტერორისტი იყო რომ?
დაღესტანში (კიდევ ვიმეორებ) დიდი ცეცხლი დაინთება. ამ წუთში ვხედავ, როგორ იწვის კავკასიონის ჩრდილოეთი მხარე, სისხლი ნიაღვრად მოედინება.

**
რუსეთის გენშტაბს… არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ ააფეთქებენ. ივარაუდებენ, რომ ეს მოდის დაღესტნიდან და ამაზე აყვირდებიან ტელევიზიითაც.

1998 წელი, 24 ივლისიდღის 3 საათიკოჯორი.

თავდაცვის მინისტრს ძალიან გაუჭირდება ჩრდილოეთის ქვეყნებთან, კერძოდ: ჩეჩნეთი + ოსეთი, ინგუშეთი + დაღესტანი… ამ მდგომარეობიდანაც გამოძვრება, მაგრამ ამ მხარეს – ჩრდილოეთში, დიდი ბრძოლები იწყება. რუსეთი საქართველოს დახმარებას თხოვს (ეს იქნება საზღვრებთან დაკავშირებით), მხარდაჭერას მოთხოვს.
სექტემბერი-დეკემბერი+ტერორი.

1998 წელი, 2 აგვისტოდილის 11 საათიკოჯორი.

კავკასიაში მუსლიმთა გაერთიანება რუსეთისთვისაა საშიში. ამიტომ, როცა ვწინასწარმეტყველებდი 1992 წელს: რუსეთი იძულებული შეიქნება საქართველოს დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები და ამას განაპირობებს ის, რომ კავკასიის ხალხთა ცენტრი, ანუ `კავკასიის სახლი~ თბილისში იქნება-მეთქი, რატომ?
იმ დროისთვის საქართველო უკვე ძლიერი და მსოფლიოში ცნობილი ქვეყანაა, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა დიდი იქნება. საქართველო საიმედო დასაყრდენია ქრისტიანული ქვეყნებისათვის მუსლიმურ სამყაროსთან (იხილეთ წინასწარმეტყველება 1992 წლის 18 დეკემბრისა: `ხოლო ჩეჩნეთს, დაღესტანს და კავკასიის სხვა ქვეყნებსაც აწყობთ ძლიერ საქართველოში შექმნან `კავკასიის სახლი~. აქედან ხომ მთელი მსოფლიო გაიგებს და ცნობს ამ ორგანიზაციას და, ბოლოსდაბოლოს, ვინ არიან ჩეჩნები, დაღესტენლები და ა.შ. და არა რუსები!
საქართველო კავკასიაში ერთადერთი ძლიერი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება ურთიერთობები აღადგინოს საქართველოსთან, რათა არ დაკარგოს საბოლოოდ კავკასია. დიახ, ეს ასეა. ამიტომ ბევრ რამეში საქართველოს ანგარიშს გაუწევს. რუსეთს თვითონ აწყობს, ვხედავ, მომავალში, რომ საქართველოში იკრიბებიან კავკასიელი მუსლიმები, რათა ადვილად აკონტროლონ ვითომ, მაგრამ ეს იმას გავს, დანაკარგს რომ ვერ ეგუები.

1998 წელი, 24 ნოემბერი.

რუსეთს სურს ამიერ და იმიერ თუ ჩრდილოეთის, ანუ კავკასიის ქვეყნები გათიშოს, ჩამოაგდოს შუღლი მათ შორის; უბინძურესი გეგმები და პროექტები აქვს ჩაფიქრებული. ჩრდილოეთის მხრიდან მოდის შავი ველი, ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩეჩნეთს უნდა ვუფრთხილდეთ. იმ აფეთქების დროს პრეზიდენტი რადუევი – უსირცხვილო განცხადებისას, გიჟად ჩათვალეს და ყურადღებას არავინ აქცევს, სამწუხაროდ.

1999 წელი, 10 აგვისტოდილის 11 საათიკოჯორი.

ჩრდილოეთ კავკასია კი იწვის. მუსლიმები ერთიანდებიან (სრულდება 1992-1997 წლების წინასწარმეტყველებები). მუსლიმები რუსეთს შეებრძოლებიან. ეს სიტუაცია ინგლისსა და შოტლანდიას გავს. აი ნახავთ.
რუსეთს პრეზიდენტი არ ყავს, არც მთავრობა. ეს ომები შეცვლის ყველას და ყველაფერს – რუსეთს ამერიკა და ევროპა მიეხმარება, ბოლოს კი ჩრდილოეთ კავკასიას სასტიკად გაუსწორდებიან. მუსლიმებს ვერ ვხედავ კავკასიაში.

1999 წელი, 18 აგვისტოდღის 12 საათიკოჯორი.

ჩრდილოეთის ომს დღეს რუსეთი ვერ ჩააქრობს, ტელევიზიით გადმოსცემენ ცრუ ინფორმაციებს. რას ვხედავ და რა მინდა ვთქვა: იყენებენ ქიმიურ, მომწავლელ ნივთიერებებს. თითქოს რუსებს სურთ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ამოწყვიტონ და გადააქციონ პურის დასათეს ადგილად. ამ ქიმიურ იარაღზე მუსლიმური სამყარო ახმაურდება, მაგრამ არც გაერო, არც ევროპა და ამერიკა ყურადღებას არ გაამახვილებენ ამაზე, პირიქით ყურს მოიყრუებენ. დიდი შეტაკებები იქნება – ხუთჯერ და ათჯერ დიდი, ვიდრე აფხაზეთში იყო.

1999 წელი, 30 სექტემბერიდილის 9 საათი.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი ომს ვერ ჩააქრობს. ეს აბსურდია. ომები უფრო გამძაფრდა, დაღესტანი მალე აფეთქდება.

**
დაღესტანს მიყვებიან ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ. და ა.შ. რუსეთს მოუწევს ბევრი რამის დათმობა კავკასიაში.

**
ფეთქდება ხალხმრავალი ადგილები, მეტროები, თეატრები და

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top