სასომხეთი

ქვეყნები

1992 წელი, 19 მაისი, საღამოს 8 საათი.

თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია. იქმნება რეგიონალური საელჩო. ცენტრი საქართველოა.

1993 წელი, 10 აგვისტო, 11 საათი, კოჯორი.

სასომხეთი – სომხები!
არც ერთ შემთხვევაში ისინი სანდონი არ არიან! საქართველოს, ყოველთვის ვამბობდი, ღალატობენ და კიდევ უღალატებენ; ვამბობდი, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება საზღვრებზე. საქართველოს მიმართ, ვხედავ, რომ პროექტები აქვთ შედგენილი, რომლებიც საზღვრებს შეეხება. დაიწყებენ აზერბაიჯანით და ვითომ აპირებენ დამთავრებას საქართველოთი.
მომავალში ყარაბაღის ომი არ დამთავრდება. ამ ომს მუსლიმების ომი მოუსწრებს კიდევ. კონფლიქტები საზღვრებთან დაკავშირებით მინც იქნება. მაგრამ სომხები დროზე მოვლენ გონს; უფრო იმიტომ, რომ გაეროსა და ნატოს ჩარევა საქართველოსთვის დაცვითი სახეა. საზღვრები ყურადღების ცენტრშია და ეს ხელს უშლის სომხებს საქართველოს მიწების მიტაცებაში.
შური, სიბოროტე! სომხები ვერ აიტანენ ამერიკისა და ევროპის ასეთ ყურადღებას საქართველოს მიმართ, მაგრამ მათი ყველა ცდა ჩაფუშულია. ბევრი, მრავალი სომეხი დატოვებს საქართველოს. მათთან კონტაქტი საქართველოს მყარი არ ექნება (ძალიანაც კარგი!), ხოლო აზერბაიჯანი ბევრ შემთხვევაში საქართველოს გვერდში ამოუდგება, მათ შორის, ეკონომიკის ხაზითაც. აქ რუსებს კი არ მოეფერებიან სომხებივით, არამედ თანამშრომლობას დაიწყებენ ბევრ მნიშვნელოვან დარგში საქართველოსთან.
მალე სომხები ზრახვებს გამოამჟღავნებენ: საზღვრები, მიწები საქართველოსგან! მაგრამ დანთებულ ძლიერ ცეცხლს წყალს რომ გადაასხამენ, ისე სწრაფად ჩაქრება ყველაფერი.
ვხედავ, რომ სომხები მწარედ წააგებენ!
ამ საკითხზე აღარ მსურს წინასწარმეტყველება!
ქართული ეკლესიის განდიდებას მათი უწმიდესი ვერ აიტანს, შეიძლება ინფარქტიც მიიღოს.
სასომხეთი შურისა და ბოროტების ჭაობია.
ღმერთო, დაგვიფარე!

1995 წელი, 11 აგვისტო.

გაფრთხილება სასომხეთს: სხვის მიწებს იტაცებენ და მომავალში თვითონ აღიგვებიან მიწის პირისაგან. სასომხეთი, როგორც სომეხი, არ იარსებებს – მუსლიმები გაანადგურებენ!!! ატომური სადგურის გაშვებას არ ვურჩევთ, რადგან ცეცხლში გახვეულს ვხედავ მომავალში სასომხეთს.
აზერბაიჯანი კი ნელ-ნელა იკრებს ღონეს. მუსლიმური სამყარო დიდი დახმარებით უდგება და მათ სისასტიკეს სასომხეთში საზღვარი არა აქვს!

1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

გაფრთხილებთ:  სასომხეთის მხრიდანაც ნუ მოადუნებს საქართველო ყურადღებას!

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

სასომხეთი სანდო არ არის. იგი, იცოდეთ, იგივე რუსეთია.

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

დაიმახსოვრეთ: ვხედავ, ირანი სასომხეთს ძალიან უარყოფითად შემოუბრუნდება. აქ რუსეთი თუ არ ჩაერია, სასომხეთს ცუდად წაუვა საქმე. რუსეთი სასომხეთს დაიცავს და გამოიყვანს რთული მდგომარეობიდან.

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

მესხეთ-ჯავახეთიდან სომხები იწყებენ გასვლას.

**

მომავალში დაიწყება სასომხეთის ატომური სადგურის დაშლაც. ადამიანი იწყებს ატომის განადგურებას; თითქოს ვინც მას შეეხება, წყეული იქნება. მოძებნიან სხვა საშუალებას, რომელიც შეცვლის ატომს.

1997 წელი, 22 ივლისი.

აზერბაიჯანი და სასომხეთი ყარაბაღს გაიყოფენ. ასე გადაწყვეტენ `ზემოთ~ და დაწყნარდებიან.

1997 წელი, 4 აგვისტო, დღის 2-ის ნახევარი, კოჯორი.
სასომხეთი წააგებს რუსეთთან კონტაქტში. ვხედავ, ამჯერად იქ არ შეძვრენ, სადაც საჭიროა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, საქართველოს დასაცავნი გახდებიან.

1998 წელი, 10 თებერვალი, დღის 2 საათი.

სასომხეთში დიდი გადატრიალებები ისევ იქნება. ტერ-პეტროსიანის წასვლა კატასტროფაა, სომეხი ხალხი რთულ სიტუაციებში აღმოჩნდება. ვინ მოვა სათავეში? დაშნაკები. ისინი საშიშნი არიან არა სხვა ქვეყნებისათვის, არამედ თვითონ სომეხი ხალხისთვის. ხალხმა ჯერ ვერ გააცნობიერა, თუ რა მოხდა ერევანში, მაგრამ ნელ-ნელა ყველა მოვა აზრზე; არ უნდათ, გაიმეორონ საქართველოს შეცდომები, სურთ შიდა ომების თავიდან აცილება, მაგრამ შეტაკებებიც მაინც იქნება.
პრეზიდენტად მოდის შავი, აღნაგობით  საშუალო სიმაღლის, ტიპიური სომეხი. სამღვდელოებაც დიდ როლს ითამაშებს. მათი პატრიარქი გარეგინი (+სიკვდილი+) არის მომხრე ომისა. მას ტერ-პეტროსიანთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობები, ხოლო მას, ვინც მოვა, შეეწყობა. ვინც მოდის  აშოტს (სახელი პირობითია), სამხედრო ფორმა აცვია. ნამეტანი შავი ზრახვები აწუხებს. სასომხეთი ცეცხლის ალში გაეხვევა. საქართველოსკენ წამოიმართება, მაგრამ არაფერი გამოუვა.
საქართველო და აზერბაიჯანი შეკავშირდებიან. ამით ძლიერ პლატფორმას ქმნიან. სასომხეთი დამარცხდება – რუსეთის აყოლა არ აწყობთ, მაგრამ მერე ყველაფერი დამშვიდდება. ისე კი, საქართველოში რაც დაატრიალეს რუსებმა, იგივეს იმეორებენ სასომხეთში  გაყოფა, დაპირისპირება და ა.შ.
მერე კი ისევ დაბრუნდება ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტის პოსტზე.

1998 წელი, 13 თებერვალი.

სასომხეთში ტერ-პეტროსიანმაც მშვიდობიანი გზა არჩია, ასე ვთქვათ, ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას და იმის შიშით, რომ შიდა ომი არ მომხდარიყო (და მაგალითი მისთვის საქართველოა), გადადგა.

1998 წელი, 24 ნოემბერი.

გაფრთხილება ქართველებს: ყველა გვმტრობს, მაგრამ მტერი ვერ მოგვერევა! საქართველოს საზღვრები იკეტება – ცხვირსაც ვერ შემოყოფენ. აზერბაიჯანი, თურქეთი გვეხმარება. სასომხეთი შურის ჭაობია, დიდი სიკვდილია `დიადი პატრიარქის~ გარეგინისა.

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.

სასომხეთში პატრიარქიც ისევ გამოიცვლება და მთავრობაც. ერთი პერიოდი დიდი არეულობები იქნება სასომხეთში.

2000 წელი, 19 მარტი.
სომხეთი – ერევანი

სასომხეთში, მის პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება. იქ მეტად რთულ სიტუაციებს ვხედავ. ისევ სისხლის ღვრაა მომავალში. იმ ოპოზიციას, რომელიც მოიმართება მთავრობის წინააღმდეგ, ისევ სისხლში ჩაახრჩობენ. დაშნაკებს სასომხეთისთვის სიკვდილი და ვაება მოაქვთ, მათი პოლიტიკა სისხლიანია. ძალიან წამოიწევს ტერ-პეტროსიანის გუნდი (1998 წლის 10 თებერვალის წინასწარმეტყველება: `მერე კი ისევ დაბრუნდება ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტის პოსტზე…). დიახ ეს ხუმრობა არაა. ბევრი ილაშქრებს მის წინააღმდეგ, მაგრამ იგი მაინც მოვა ასი პროცენტით. დიდი შეჯახებები იქნება, მაგრამ მაინც ასრულდება ყოველივე. რუსეთი ამოუდგება მხარში ტერ-პეტროსიანს. იგი დღეს რუსეთთან მუშაობს (მართალიც არის), პუტინი მიეხმარება. სასომხეთის საკითხი ძალიან გამოიკვეთება მერე პოლიტიკაში.

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი. 

ვხედავ დიდ გამოსვლებს, პლაკატებს წარწერით: `სომხებო, გაეთრიეთ საქართველოდან!~

**

აფხაზები, რუსები, სომხები, კაზაკები და ვინც არიან აფხაზეთში, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ, ერთმანეთს დაერევიან. რუსეთი ვერას გახდება. საქართველო კი ნელ-ნელა იწმინდება.

 

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. ეს ყარაბაღია!!! მაგრამ ქართველებიც უნდა გავფრთხილდეთ, ვინაიდან რუსეთმა უამრავი იარაღი შეზიდა სასომხეთში, რაზეც ყველა ალაპარაკდება და მთავარი, ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ!!! რუსეთი თითქოს ორ და სამ კურდღელს იჭერს ერთდროულად. მთავარი აზერბაიჯანის ენერგორესურსებია. ამიტომ აუცილებელია აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ეს გზა მოჭრან, ანუ პირდაპირ დაარტყან `ნაბუქოს~ პროექტს. ამით საქართველოც პარალიზდება, ევროპა კი ისევ რუსეთზე დამოკიდებული დარჩება.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

რაც შეეხებათ სასომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს – ეს ძალიან რთული  და საშიში საკითხია. რუსეთი აქაც, მათ პოლიტიკაშიც აფათურებს ხელებს. თუ სასომხეთი კარგად არ მოიქცევა, რა მოხდება მაშინ? ან თუ აზერბაიჯანს შეეშლება რამე რუსეთთან, მაშინ?

რუსეთი, ვხედავ, ისევ შეეცდება ყარაბაღის საკითხის გახსნას, ანუ არეულობის შემოტანას, რათა ომი გააღვივოს, იქაც აახმიანოს ტანკები და ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში რუსეთს მთელ კავკასიაში ძალიან ძვირი დაუჯდება!

***

კრემლი… აზერბაიჯანსა და სასომხეთში “მშვიდობისმყოფლად” გვევლინება, მაგრამ იქაც სამხედრო ბაზებს ამაგრებს, კერძოდ, სასომხეთში. აზერბაიჯანს კი ყარაბაღს ჰპირდება, თუ   იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს შეწყვეტს ევროპა-ამერიკასთან და ა.შ. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანი არ დაემორჩილება რუსეთს. მათ ზუსტად იციან, რომ რუსეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ატყუებს.

***
აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები, ვხედავ და ვიმეორებ, შეუძლებელია. ყოველთვის იქნება ინტრიგები და ომები, რაც დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს.

2009 წელი, 1 ივლისი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოსკენ იხრება, ანუ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასთან. თემა – ყველასათვის ცნობილი ყარაბაღის ტერიტორიები. მომავალში ვხედავ სასომხეთის მოტყუებას, ანუ გადაგდებას ამ საკითხში. რუსეთს სომხეთის მხრიდან არავითარი დარტყმისა არ ეშინია. ეს საკითხი მათთვის სასაცილოც კია. ისინი სასომხეთით მანიპულირებენ, როგორც სურთ. მითუმეტეს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსების სამხედრო ბაზებია განლაგებული და ამბოხებას წამში ჩააქროებენ! მოკლედ, როგორც კატა ტომარაში, ისე ყავთ სომხები, თავისი ჭკუით, პოლიტიკურად დაჭერილი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში სომეხ პოლიტიკოსებსა და მთავრობას არ გამოეპარებათ. რუსეთი ღიად აწარმოებს მთელ კავკასიაში ომების გაჩაღების პოლიტიკას!armenian-genocide-02-jpg

აქ არც აზერბაიჯანს ძინავს. ვხედავ რომ ისინი რუსეთს საერთოდ არ ენდობიან და არც აქვთ სურვილი, ყარაბაღის საკითხი რუსებმა გადაუწყვიტონ. ან რატომ უნდა გადაუწყვიტონ? რატომ ყოფენ ცხვირს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში? ეს ყოველივე ხმამაღლა ითქმება.

ყველაზე მთავარი კი ის, არის, რომ ვხედავ, რუსეთი კავკასიის, კერძოდ, აზერბაიჯანის ენერგორესურსებს ხელშივერ ჩაიგდებს! ამას არც სომხების მიმართ ღალატი უშველის და არც ყარაბაღის თემით თამაში!!! აზერბაიჯანი ბოლოს უარს ეტყვის რუსეთს, ყარაბაღის საკითხს კი რუსების გარეშე უკეთესად გადაწყვეტენ! ხოლო გაზი და ნავთობი ევროპისკენ საქართველოზე გაივლის! მოკლედ და კონკრეტულად, ვხედავ, რუსეთი ამ პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს. მათ სხვა პრობლემები ექმნებათ – ეს სასომხეთია. ამ თამაშს ისინი რუსეთს არ აპატიებენ და ვხედავ, ერთ დღეს ატეხენ ყვირილს, რუსეთმა თავისი ჯარი გაიყვანოს სომხეთის სახელმწიფოდანო. აზერბაიჯანი არ აჰყვა კრემლს, თორემ რუსებმა სომხები, ფაქტობრივად,  გაყიდეს, უღალატეს! სომხეთის მთავრობა ხვდება, რომ მათი პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკას უნდა გამოებას და გეზი ევროპისკენ უნდა აიღონ, თორემ რუსების მონებად დარჩებიან სამუდამოდ; ანუ სომხეთი ერთ დიდი რუსულ ყაზარმად, სამხედრო ბაზად გადაიქცევა და მეტი არაფერი. ეს კი სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება!

მთავარი ის არის, რომ მომავალში ევროპა ყარაბაღში ომს არ დაუშვებს – ორივე მხარეს,  როგორც მათ უყვართ, მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ეს იმ დროისთვის, ვხედავ, სომხეთს ძალიან აწყობს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღის დაბრუნება ომით აქვს გადაწყვეტილი. სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ.

2008 წელი, 8 ივლისი, ურეკი.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, იქ რუსეთის სამშვიდობო მცდელობანი არც დაიჯეროთ. პირიქით, მათ სურთ, ახალი ომი გააჩაღონ ამ ორ სახელმწიფოს შორის და მიაჩნიათ, რომ დროულია საკუთარი გეგმის განხორციელება, ანუ `ნაბუქოსა~ და სხვა პროექტების ჩაშლა, ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა და ა.შ. განსაკუთრებით ამ ორი სახელმწიფოს დაახლოებაა საშიში რუსულ სცენარში.

***
რუსეთს არც აზერბაიჯანსა და სომხეთთან გაუვა სამშვიდობო მომრიგებლის როლის თამაში. არცერთი სახელმწიფო არ ენდობა რუსეთს. ყარაბაღი – ეს რუსული გეგმა იყო, და დღეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია ამ საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ისიც, რუსეთის მხრივ! ამიტომ სომხეთი და აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ ენდობიან რუსეთს. ისინი მომხრეები არიან, გააძევონ რუსეთი კავკასიიდან!

2009 წელი, 25 აგვისტო, ურეკი.

ვხედავ, აზერბაიჯანი არცერთ შეთანხმებაზე არ წავა რუსეთთან. კრემლის გაცოფებული ბინადარნი ხმამაღლა გამოთქვამენ  აღშფოთებას და ღიად უპირისპირდებიან აზერბაიჯანს, თითქოს წარსულში დაპირისპირებული არ იყო. ყარაბაღის ომიც ხომ რუსეთის კისერზეა? ამას აზერბაიჯანი რუსეთს არ აპატიებს და სადაც კი შეძლებს, “დიდ რუსეთს” ყველგან და ყოველთვის შეაქცევს ზურგს.

რუსეთს ძალიან უყვარს გამოთქმა “უმცროსი ძმები”. ასე უწოდებდნენ ისინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და ძალიან სწყინთ, როცა “უმცროსი ძმები” ღალატობენ! ესე იგი, საკუთარი ინტერესების დაცვა, რუსეთისთვის ღალატია?! ნამდვილად სასაცილოა! ვხედავ, ასეთი მახეების დაგება აღარ გამოუვათ. აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეჯახებები იქნება და ამაზე   მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. საქართველოს დაემატა აზერბაიჯანიც! ეს კი რუსეთისთვის უდიდეს პრობლემებს ქმნის!

2009 წელი, 14 ოქტომბერი, ურეკი.

ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანი არ აპატიებს თურქეთის სახელმწიფოს ღალატს; დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თურქეთის მთავრობა საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთისადმი იმით ხსნის, რომ სომხებთან გარიგებით, აზერბაიჯანის დაკარგულ მიწებს, ყარაბაღს მოითხოვენ. მაგრამ ეს საკითხი არც სომხების გადასაწყვეტია და არც აზერბაიჯანელებისა, ვინაიდან რუსეთი ამ შემთხვევაშიც აგრესორია და ისინი წყვეტენ ყარაბაღის ბედს.Army_Karabax_080612

და მაინც, ეს პოლიტიკურად გაუმართლებული ნაბიჯები აღმოჩნდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან რუსეთი – მოსკოვი, მხოლოდ თავის სასარგებლოდ თამაშობს და პარტნიორებს ბოლოს კარგად უცრუებს იმედებს.

ისიც საინტერესოა, თვითონ სომხები დათმობენ ყარაბაღს??? პასუხი, ვხედავ, ასეთია: “არა! არა! და არა!!!” სომხები ჯერ ჩუმად არიან და თვალყურს ადევნებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. კი, ვითომ ისინი წყვეტენ ამ საკითხს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია. ყველამ იცის, რომ ეს რუსეთის მიერ დამუშავებული გეგმაა თურქეთთან და ძალიან ბევრი ჩანაფიქრი აქვთ! მაგრამ აზერბაიჯანი ყველას გაუცრუვებს იმედებს. ვხედავ, აქ ირანიც ერთვება. “შეხედეთ თურქეთის პოლიტიკას”, – იტყვიან მომავალში. – “ერთმორწმუნე აზერბაიჯანს სწირავენ!”. აქედან გამოიკვეთება, თუ როგორია მომავალში თურქეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები. ისინი ერთმანეთს არ ენდობიან.

აზერბაიჯანი სომხეთის სახელმწიფოს არასდროს შეურიგდება ბოლომდე! ანუ ხალხი ერთმანეთს არ აპატიებს. დიდი სიძულვილია მათ შორის და ამას სიყვარული ვერ მოჰყვება, ვერ გადალახავენ სიძულვილს!!! კრემლის მიერ შემუშავებული პოლიტიკური გეგმა განწირულია!!! იქით ირანი ცდილობს გააძლიეროს გავლენა აზერბაიჯანზე, მოიყვანოს თავისი ხალხი მთავრობაში და ნელ-ნელა დაიკავოს, ანუ, ასე ვთქვათ, დაიპყროს აზერბაიჯანის სახელმწიფო. ირანი თავის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს აზერბაიჯანს. რუსებს ეს დიდად არ აწყობთ, მაგრამ დღეს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ სასომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებით, არაფერი გამოუვათ. რატომ? ამერიკას ვხედავ ჩართულს ამ დიდ თამაშში და რუსეთი მათ მიერ დაგებულ მახეში გაებმება. ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს! აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა და ბევრი მომხრეც ჰყავს! რუსეთი დღეს აზერბაიჯანს ვერ მოერევა.
მოდის ქალი-პრეზიდენტი, მეტად ჭკვიანი და დიდი დიპლომატი. აი მაშინ ნახეთ, რაოდენ დიდი, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები მოხდება აზერბაიჯანში. საქართველოს გზა – ეს არის ის, რასაც ცნობს და ენდობა აზერბაიჯანი. ქალი-პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტს. ეს ძალიან დაარტყამს რუსეთს და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყარაბაღის საკითხი წყდება აზერბაიჯანის გამარჯვებით. დიახ, ასეც არის! პრეზიდენტს ტერორსაც კი მოუწყობენ,  მაგრამ იგი ცოცხალი დარჩება. რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.

2010 წელი, 17 თებევალი, თბილისი.

აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მხოლოდ ომით გადაწყდება. სიწყნარე და სიმშვიდეც რომ იყოს, მაინც ომით გვარდება ეს საკითხი. ყველაფერს კოსმოსი წყვეტს. მომავალში ყველა იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნოდათ და უკან აბრუნებენ იმას, რაც არ ეკუთვნოდათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. აქ რუსეთის პოლიტიკა უძლურია, უძლური!

2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.

რაც შეეხებათ სომხებს, მათ მორიგებას თურქეთთან არ ვხედავ. ყველაფერი ჩაშლილია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი უფრო ომისთვის ემზადება ყარაბაღის დასაბრუნებლად, ვიდრე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა! ეს ზუსტად ის გეგმაა, რომელიც საქართველოში აამოქმედეს რუსებმა. ახლა ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნა სურთ.

2010 წელი, 26 აპრილი, დილის 5 საათი, თბილისი.

რაც შეეხება სომხების გენოციდს ოსმანთა მიერ, ეს თემა კიდევ გაგრძელდება სომხებსა და თურქებს შორის. თვითონ მსოფლიოს  წამყვანი ქვეყნები ვერ ადასტურებენ სამართლებრივად ამ მართლაც ვანდალურ ფაქტს!!! აქვეა აზერბაიჯანიც თავისი მოთხოვნებით ყარაბაღთან დაკავშირებით. მოკლედ, დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის. რაც შეეხება საქართველოს ჩარევას ამ საკითხში, მომავალში ეს არ მოხდება, ანუ საქართველო ვერ ჩაერევა, ვინაიდან თურქეთსა და აზერბაიჯანთან არავითარ შემთხვევაში _ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში! _ არ გააფუჭებს დიპლომატიურ და, ასე ვთქვათ, მეგობრულ ურთიერთობებს.

2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანში ცდილობს არეულობის მოწყობას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს კრემლს და რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მზაკვრული გეგმები განახორციელოს და ახლა აზერბაიჯანში მოაწყოს მეორე ყირგიზეთი, ანუ რევოლუცია. ეს ბრძოლა იქნება ძალიან სასტიკი, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი არაფერს დაუთმობს კრემლის ბინადართ და მოუგებს მათ. იგი სასტიკად ჩაახშობს ყველანაირ გამოსვლას და ხალხიც მათ აზერბაიჯანის მტრებად გამოაცხადებს! მოკლედ, რუსეთი ერთიმეორის მიყოლებით წააგებს კავკასიაში! ამინ!

2010 წელი, 9 ივნისი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო: 1995-1996 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი ყარაბაღში არ დამთავრებულა, ომი გაგრძელდება-მეთქი. ასეც მოხდება! ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან აზერბაიჯანს ჩრდილოკავკასიელები მიემხრობიან. ნუ გავიწყდებათ, რომ ისინი მუსლიმები არიან და დღესაც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ასე რომ, სომხეთი ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და რუსეთს არ უნდა ენდოს! ეს ყველამ იცის!

2010 წელი, 27 ივნისი.

“აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი არ დამთავრდება!” _ ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, ვთქვი, რომ ეს ომი მაინც გაგრძელდებოდა, ყარაბაღის საკითხი კი გადაწყდება ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.

დღეს ეს ორი ქვეყანა ომით ფიქრობს ყარაბაღის საკითხის მოგვარებას. ვხედავ, რუსეთი ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობს: “აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაა? ჰოდა, რუსეთს ეკუთვნის”.Azerbaijan

ვხედავ, ძალიან რთული პროცესები იწყება. რუსები ვითომ სომხებს უჭერენ მხარს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. რუსეთი თავის სასარგებლო პოლიტიკას ითამაშებს. ვხედავ, კრემლში ფიქრობენ, იგივე გაიმეორონ, ანუ მოახდინონ ყარაბაღის ოკუპირება, მაგრამ ამის თავი ნამდვილად არ აქვთ. არც დალაგდებიან, არაფერს დაალაგებენ! პირიქით, უფრო დაძაბავენ სიტუაციას და ორივე მხარის ემისრებად მოგვევლინებიან. ასევე ვხედავ, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაატარეს აგრესია, იგივეს გააკეთებენ ყარაბაღშიც _ ოკუპაციას; ჩადგებიან იქ, დაიწყებენ სამხედრო ბაზების მშენებლობებს და ამ ოკუპაციას დაარქმევენ სამშვიდობო მოქმედებებს, თითქოს კავკასიას ერთი დიდი ომი ააცილეს _ ის ომი, რომელიც თავად წამოიწყეს და ისევ თავად განაგრძობენ. რუსეთის გეგმით, ყარაბაღის ტერიტორია ერთგული, ყურმოჭრილი სომხეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. აქ რუსები რამდენიმე კურდღლის ერთდროულად დაჭერას ცდილობენ. ასევე მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა აზერბაიჯანი, რომელიც რუსებისთვის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს ენერგო-რესურსების ხაზით, რისი ხელში ჩაგდებაც სურს მოსკოვს. დიახ, კრემლმა უნდა მართოს, რაც კავკასიაში ენერგორესურსებია თუ დამაკავშირებელი გზები, რომლებიც ასევე საქართველოზეც გადის _ “აბრეშუმი გზა!” მოკლედ, თუ დიპლომატია არ გაჭრის, მაშინ ომი! ომით გადაჭრის კრემლი მომავალში ამ საკითხებს. ფრთხილად! კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო. ისე არ არის, პოლიტიკოსებო, ყველაფერი, როგორც თქვენ გსურთ. თუმცა, ეს ყველას ეხება, ერსაც და ბერსაც! მომავალი დიდი მოულოდნელობებით არის სავსე, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ! დიახ, თქვენ რაღაცეებს იგონებთ და ეპოტინებით, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია _ ეს წინასწარმეტყველებაა, რომელიც ყოველთვის მართლდება და ყველას ადგილს მიუჩენს. რაც მთავარია, “დრონი მეფობენ და არა მეფენი!” ცვლილებები კი ძალიან მალე იქნება! ადამიანებს გეჩქარებათ, თორემ კოსმოსი სულაც არ ჩქარობს!

ასე რომ, ყარბაღის ომი მოკლე ხნით, მაგრამ მაინც იქნება. ფრთხილად, აქ მუსლიმების გაერთიანებას ვხედავ. ეს გაერთიანება დიდი დარტყმა იქნება როგორც რუსეთის, ისე სომხეთისთვის. აზერბაიჯანი უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს. მისი  ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე თურქეთია, რომლის უკან ამერიკა დგას. ასე რომ, რუსეთის მთავრობს დიდი სიურპრიზები ელის.

2011 წელი, 27 ივნისი, თბილისი, დილის 9 საათი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მშვიდობიანად ვერ გადაწყდება. რატომღაც რუსეთის მთავრობას ჰგონია, რომ იგი ისეთი დიდი ავტორიტეტია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რომ მათ წინადადებებს მიიღებენ და ასე გადაწყდება ყარაბაღის საკითხი. პასუხი კი იმავე წამს მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა: ვერ შეთანხმდნენ მხარეები. ვერც მომავალში შეთანხმდებიან! იქნება ომები, სანამ არ გაყოფენ ტერიტორიას!
მანამდე კი ორივე ქვეყანას _ აზერბაიჯანსა და სომხეთს დიდი სირთულეები ექნებათ გადასალახი. ეს ომები და სიჯიუტე კი ხალხს დააზარალებს, როგორც ყოველთვის!
რუსეთის როლი, ვხედავ, ძალიან, ძალიან უარყოფითად აისახება ამ ორი სახელმწიფოს ბედზე. ვიმეორებ: აზერბაიჯანსა და სომხეთს ერჩივნათ, საერთო ენა რუსეთის გარეშე გამოენახათ. როცა ამას მიხვდებიან… ან მიხვდებიან, რომ? მოკლედ, კოსმოსი გაფრთხილებთ და როგორ მოიქცევი, ეს უკვე, ადამიანო, შენი გადასაწყვეტია.

2011 წელი, 27 ივლისი, 
ურეკი, დილის 12 საათი.

სომხები აზერბაიჯანელებს საფლავში ჩაჰყვებიან, ყარაბაღს კი არ თმობენ. მათი იმედი რუსეთია. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი აუცილებლად დაუბრუნებს მათ ყარაბაღს. მაგრამ დღეს აზერბაიჯანი ცუდად არ იქცევა და ამიტომ რუსეთს მძინარე დათვის პოზიცია უკავია, როგორც ყოველთვის, და თამაშობს.

2012 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

რაც შეეხებათ აზერბაიჯანსა და სასომხეთს, უამრავი რამ ვიწინასწარმეტყველე და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ასრულდება!!! რუსეთი უკვე იწყებს თავისი ბინძური პოლიტიკის თამაშს ყარაბაღის საკითხში. შემოგვხედეთ, რუსები მშვიდობისმყოფელები ვართ და არა აგრესორებიო, ამბობენ. მსოფლიო კი, ვხედავ, ასე არ ფიქრობს. ნეტავ, ვის ატყუებენ რუსები?! მალე ამ პოლიტიკურ თამაშებსაც აეხდება ნიღაბი. აზერბაიჯანი კი უსმენს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ წინდაწინ იციან, რომ ეს საკითხი ასე ადვილად არ გადაწყდება. საინტერესოა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რატომ არ გაატარეს ამგვარი პოლიტიკა?

***

აზერბაიჯანი, ვხედავ, მომავალში სვამს საკითხს: ან მთელი ყარაბაღი, ან სულ არაფერი, ანუ ომით დაიბრუნოს. ვხედავ, სომხებიც ამგვარად ფიქრობენ, უბრალოდ, რუსებს  პოლიტიკურ თამაშში აყვნენ. სხვა გზა არ აქვთ. რუსეთია დღეს მათთვის დასაყრდენი ბაზა. თავის მხრივ, სომხეთია კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი. თუმცა, გარწმუნებთ, ვხედავ, მათ ერთმანეთი არ ეპიტნავებათ, მაგრამ, რას იზამ, პოლიტიკა თავისას თხოულობს. ეს არის კავშირი ქვეყნებისა, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. ეს უნდობლობა კი რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კარგს არაფერს მოუტანს.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებებიდანაც არაფერი  გამოვა. თითქოს რაღაც მიზანს აღწევენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშლება. რუსეთი   სამშვიდობო მისიას არ შეასრულებს; პირიქით, ორივე მხარეს გააღიზიანებს. ვხედავ, გაღიზიანებული აზერბაიჯანი მსოფლიოს მიმართავს, რომ რუსეთი უხეშად ერევა მის საშინაო საქმეებში, რომ რუსეთი ყარაბაღის საკითხით ურცხვად ვაჭრობს და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკურ თამაშს არ აყვება. ეს იქნება ყარაბაღში ომის დაწყების კიდევ ერთი საბაბი. ფრთხილად! რუსები როგორც საქართველოს მოექცნენ _ დაგვბომბეს და ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს _ ასევე მოექცევიან აზერბაიჯანსაც. მოტივი იგივეა: პატარა სომხეთის დაცვა! სამოქმედო გეგმის შეცვლაც კი დაეზარათ კრემლის ბინადართ. ახლა რუსეთი ცდილობს, მსოფლიოს ყურადღება ყარაბაღზე გადაიტანოს, მაგრამ ეს რუსული პოლიტიკა განწირულია თავშივე.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top