აზერბაიჯანი

ქვეყნები

1993 წელი, 10 აგვისტო, 11 საათი, კოჯორი.

აზერბაიჯანი ბევრ შემთხვევაში საქართველოს გვერდში ამოუდგება, მათ შორის, ეკონომიკის ხაზითაც. აქ რუსებს კი არ მოეფერებიან სომხებივით, არამედ თანამშრომლობას დაიწყებენ ბევრ მნიშვნელოვან დარგში საქართველოსთან.

1995 წელი, 6 იანვარი, საღამო.

რუსეთს… აზერბაიჯანის მიმართ ექნება დიდი ინტერესები: სურს იგივე გაიმეოროს, რაც საქართველოში მოიმოქმედა. რუსეთი ასე ადვილად არ დათმობს აზერბაიჯანს. აქ უკვე ირანი ითამაშებს გარკვეულ როლს. ისინი განაცხადებენ, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომ იგი არ შედის რუსეთის ტერიტორიაში, როგორც ჩეჩნეთი და მას, როგორც მუსლიმურ სახელმწიფოს, ისე ღებულობს დღეს მსოფლიო. ამიტომ ირანს არ აქვს უფლება, როგორც მუსლიმურ სახელმწიფოს, არ დაიცვას აზერბაიჯანი!

1995 წელი, 11 აგვისტო.

აზერბაიჯანი კი ნელ-ნელა იკრებს ღონეს. მუსლიმური სამყარო დიდი დახმარებით უდგება და მათ სისასტიკეს სასომხეთში საზღვარი არა აქვს!

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.

1997 წელი, 22 ივლისი.

აზერბაიჯანი და სასომხეთი ყარაბაღს გაიყოფენ. ასე გადაწყვეტენ “ზემოთ” და დაწყნარდებიან.

***
აზერბაიჯანმა, სურს თუ არა, უნდა დაგვიბრუნოს კახი, ნუხი და მთელი საინგილო.

1997 წელი, 4 აგვისტო, დღის 2-ის ნახევარი, კოჯორი.

ამერიკელები მუსლიმებს არ ენდობიან, უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, ვხედავ. აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის _ ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ აზერბაიჯანი ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში.

***
აზერბაიჯანი თამაშს ვერ გაბედავს საქართველოსთან. საინგილო – ეს პატარა საქართველო _ უნდა დაგვიბრუნონ (ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ). ეს საკითხი ირანში გადაწყდება.საინგილო

ალიევი გარდაიცვლება მოულოდნელად (ინფარქტი და გაჟონვა). მოდის მისი შვილი. დიდი შეჯახებები იქნება. ალიევის გვარი მალე შეწყდება (ჰეიდარისას ვგულისხმობ). სულ სხვა ხალხი მოდის სათავეში. ეს საქართველოსთვის კარგია. ალიევი მაინც ძველი კომუნისტი იყო და იგივე თამაშს განაგრძობდა. ამას მთელი აზერბაიჯანიც მიხვდება მერე.

აზერბაიჯანს მომავალში მართავს ირანი.

1998 წელი, 10 თებერვალი, დღის 2 საათი.

სასომხეთი ცეცხლის ალში გაეხვევა. საქართველოსკენ წამოიმართება, მაგრამ არაფერი გამოუვა. საქართველო და აზერბაიჯანი შეკავშირდებიან. ამით ძლიერ პლატფორმას ქმნიან. სასომხეთი დამარცხდება…

1998 წელი, 18 დეკემბერი.

და მთავარი: კასპიის ზღვა – ნავთს ვერ ვხედავ, აზერბაიჯანს ძალიან გაუჭირდება!

2004 წელი, 14 დეკემბერი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს საფრთხე ელის. ვხედავ, ოპოზიცია ხმას ამოიღებს. თითქოს ძირფესვიანად მოთხარა ისინი, მაგრამ ყოველივე გარედან ხდება მართვადი. გეგმა `რაც საქართველოში მოხდა~ საქართველოშივე იგეგმება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტიც, ეზიზღება საოცრად. მათ შორის, ვხედავ, დიდი ბრძოლა მიდის; ჯერ ფარულად, მერე კი ღიად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს გაუჭირდება. თუ კოსმოსი, ენერგიები არ ჩაერთო, იგი წააგებს. ვხედავ გეგმას: რევოლუცია და პრეზიდენტის გაძევება სამშობლოდან.
ისინი ხალხში დაძვრებიან…

2005 წელი, 5 იანვარი, თბილისი.

ვხედავ რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას. ისინი საქართველოს წინააღმდეგ წამოიმართებიან. ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნება იყო. გეგმაც კი აქვთ შემუშავებული. ორივეს ეშინია რევოლუციისა. მოგებული არავინ რჩება.

2005 წელი, 6 იანვარი, თბილისი.

აზერბაიჯანი ძალიან დაიძაბება, პრეზიდენტს ეშინია “ვარდების რევოლუციისა”. ხმამაღლა აცხადებს ყოველივეს. ყოველ ღონეს იხმარს, ვხედავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომ რევოლუცია აიცდინოს. საშიშროებას, თანაც ძალიან დიდს, საქართველო და მისი მთავრობა წარმოადგენენ. ერთი პერიოდი აზერბაიჯანი საქართველოსთან თითქოს კავშირს წყვეტს. რუსეთის კარზე ხშირად გამოჩნდება აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ერთად გეგმავენ, თუ როგორ მოიშორონ ეს “ვარდების ჭირი”(ასე დაარქმევენ).

სუსხი უკვე იგრძნობა. ოპოზიცია თავს წამოყოფს. ვხედავთ, ისინი თბილისიდან ღებულობენ რჩევებს, არც ერიდებიან. თუ ძალადობა იქნა გამოყენებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან, საქართველო ევროპასა და ამერიკაში გაახმოვანებს ამ ინფორმაციას, ყოველივეს ფარდას ახდის. მოკლედ, პროგრამა `ვარდები~ ახლა აზერბაიჯანში უნდა განხორციელდეს!

ვხედავ გამოსვლებს. ძველი ოპოზიცია ფეხზე დგება, იწყება მიტინგები, გამოსვლები. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სასტიკად გაუსწორდება ოპოზიციას, ყველა ხელმძღვანელს დაიჭერენ, მიტინგებს სასტიკად დაარბევენ. იქნება დიდი ქაოსი. “ევროპის აზრი საერთოდ არ აინტერესებს აზერბაიჯანს!” – ასე იტყვიან. ფრთხილად! ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია. რევოლუცია, ომი… ვხედავ ომს! გეგმავენ, რომ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დაიწყონ მიტინგები, ხალხი აყარონ. მოკლედ, ვხედავ დიდ შეთქმულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინააღმდეგ. დიდი კრახი ელით. ვხედავ დიდ დამარცხებას. რუსეთი ღიად ჩაერევა.

პრეზიდენტის ორი დაახლოებული პირის ღალატს ვხედავ, ფრთხილად!

2006 წელი, 26 იანვარი.

აზერბაიჯანი კი მოსკოვს არ აწყენინებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტს.

2007 წელი, 17  ოქტომბერი.

აზერბაიჯანი გვიბრუნებს საინგილოს!

2007 წელი, 21 ოქტომბერი.

საინგილოში აზერბაიჯანის მთავრობამ ეკლესია დაკეტა, კარი აქოლა. ეს დიდი ცოდვაა! ამას გვიან მიხვდებიან.

2007 წელი, 25 ოქტომბერი.

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბება. აქ რუსეთ-ირანის ურთიერთობებში შეუთანხმებლობას ვხედავ. ირანი მიიჩნევს, რომ ეს მხარე მას ეკუთვნის და დიდი ლაპარაკები ატყდება ამის ირგვლივ.

საერთოდ აზერბაიჯანი ძალიან დაიძაბება. ვხედავ ტერაქტებს. მუსლიმები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ვხედავ, ირანი ცდილობს გავლენა იქონიოს აზერბაიჯანზე და პოლიტიკური ხაზით ცდილობს ჩარევას, ანუ ოპოზიციის მომაგრებას. ირანი აპირებს საკუთარი ოპოზიცია მოიყვანონ სათავეში და მთელი ქვეყნის მართვის სადავეები ხელში აიღონ პოლიტიკური გზით! რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. აი აქ ჩნდება პირველი დიდი ბზარი ირანთან დამოკიდებულებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. მას ტერაქტს მოუწყობენ, მაგრამ გადარჩება. საიდან მოდის ეს ყოველივე, ყველამ იცის.
ირანი პირველ ეტაპზე წააგებს.

პრეზიდენტად მოდის ქალი, ძლიერი, “რკინის ლედი!” _ ასე შეარქმევენ. დიდი ბრძოლები გაჩაღდება ყველა მხრიდან…

აზერბაიჯანის მთავრობა ძლიერია, ქალს ვერავინ დააჩოქებს. მაგრამ ეს ყოველივე დროებითია. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანში ირანის გავლენა დიდია, მაგრამ ხალხი არ მიიღებს მათ ბოლომდე. “ისინი ხომ ბოლომდე მუსლიმები არ არიან?!” – ასე მიაჩნიათ ირანში, მაგრამ პრეზიდენტ ქალთან მათ არაფერი გამოუვათ. ხალხიც მხარს უჭერს, ვხედავ.43BCD8F5-0548-4977-8163-4A15001A723C_mw1024_n_s

2007 წელი, 11 დეკემბერი.

აზერბაიჯანის მთავრობა იძულებული გახდება, საინგილოში არსებულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც დახურეს და ამის მიზეზად სულელური ვერსიები დაასახელეს, გადაწყვეტილება შეცვალოს. ვხედავ, მომავალში ეკლესია ისევ მოქმედია და ისევ ირეკება ქართული ზარი!

საინგილო საქართველოა და ამას აზერბაიჯანი ვერაფრით გადაკეტავს, ვერ გააქრობს. ასეთია უფლის ნება! მომავალში მათ – თათრებს, მოუწევთ ძირძველი ქართული კუთხის დატოვება.

2008 წელი, 23 იანვარი, დილის 9 საათი.

ქართულ მიწებს ვერც აზერბაიჯანი  დაისაკუთრებს. ადრე ვიწინასწარმეტყველე, კახს, ნუხსა და მთელ საინგილოს საქართველო იბრუნებს ირანის მეშვეობით-მეთქი. ეს ასი პროცენტით ასრულდება, აი ნახავთ.

2008 წელი, 20 აგვისტო, ურეკი.

აზერბაიჯანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რუსეთი არც მას დაინდობს. ვხედავ, რომ ყველამ თავისი წილი მსხვერპლი უნდა გაიღოს. ასეთია ნება კოსმოსიდან.

***
ვხედავ რუსულ ტანკებს აზერბაიჯანშიც. ფრთხილად!

2008 წელი, 20 ოქტომბერი, თბილისი.

რუსები ხელოვნურად ძაბავენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს; უნდათ, რომ ყურადღება საქართველოდან იქით გადაიტანონ, მაგრამ ამერიკა ამაზე არ წამოეგება, არც დასავლეთი.

2008 წელი, 22 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, რუსეთი ახალ თამაშს იწყებს სასომხეთსა და აზერბაიჯანთან. ეს ძალიან საშიშია ამ ორი ქვეყნისთვის. ეს ჰგავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ზუსტად იგივე სცენარია, მცირე შესწორებებით. იწყებენ დაპირებებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეასრულებენ. ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოსთან თამაშობდნენ. მაგრამ რუსეთი, ვხედავ, აზერბაიჯანს ისე არ წყალობს, როგორც სომხებს!

ვხედავ, რუსეთი მომავალში ცდილობს ისე ეომოს ამ ორ სახელმწიფოს, რომ ხელები არ დაისვაროს, ანუ ყველაფერი ჩაატაროს ფაქტების გარეშე, რათა დასავლეთი და ამერიკა ისევ არ დაიპირისპიროს. მაგრამ არც დასავლეთს სძინავს და არც ამერიკას. ისინი რუსებს, ანუ დაჭრილ დათვს, კვალში უდგანან და ფეხდაფეხ მიყვებიან. ვხედავ, რუსეთი საბოლოოდ წაიმტვრევს კისერს კავკასიაში. მაგრამ რუსული პროვოკაციები დიდ დარტყმას მიაყენებს აზერბაიჯანსა და სასომხეთს, რომელთაც ერთმანეთის სიძულვილი აბრმავებთ და ამიტომ წააგებს ორივე სახელმწიფო. თუმცა ეს დროებითია, რადგან მალევე მოეგებიან გონს.
***
აზერბაიჯანის მიმართ რუსეთს უფრო დიდი გეგმები აქვს. აზერბაიჯანს აქვს თავისი “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი, ანუ განსაკუთრებით ყარაბაღით ურტყამს მას რუსეთი. ეს საკითხი ისევე გადაწყდება, როგორც საქართველოში გადაწყვიტეს. ვხედავ, რუსეთის, ეგრეთ წოდებულ, სამშვიდობოებს და რუსულ ჯარს. დიახ, ისინი ამბობენ, იმისათვის რომ სიმშვიდე  იყოს, საჭიროა რუსული ბაზები აშენდესო და ქმნიან ბუფერულ ზონას ყარაბაღში და ისევე ლამაზად მიითვისებენ, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასე მოხდება ასი პროცენტით. მერე კი წავა იგივე თამაშები. ვინც კარგად მოიქცევა, იმას დაუბრუნებენ ყარაბაღს და ა.შ. რეალურად კი იქ რუსეთის დროშა იფრიალებს.ირანი

***
ვხედავ, აზერბაიჯანი მოულოდნელად წინააღმდეგობას გაუწევს “დიდ რუსეთს”. რუსეთი თავხედურ, დიახ, თავხედურ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანთან მიმართებაში და საშინაო საქმეებშიც უხეშად ჩაერევა. ადრეც ერეოდა, მაგრამ, რასაც მომავალში გააკეთებენ რუსები, ეს მოულოდნელი იქნება აზერბაიჯანელებისთვის. თუმცა, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა, ეს არ უნდა გაუკვირდეს არც აზერბაიჯანსა და არც სომხეთს. ვხედავ, უფრო ზუსტი ანალიზები უნდა გააკეთონ და ცოტა გაბედულად შეაფასონ რუსების აგრესიულობა მთლიანად კავკასიაში. რაც არ უნდა უკმიო ღორებს მარგალიტები, მაინც ვერაფერს შეცვლით. რუსეთი, ვხედავ, წაგებულმა მდგომარეობამ უფრო გააცოფა. ისინი არავის დაინდობენ!
***
აზერბაიჯანში მიტინგები იმართება. რუსეთთან ურთიერთობა არავის სურს. ეს ასე მოხდება ასი პროცენტით.

2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.

რუსეთის ჩარევა აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის ყარაბაღთან დაკავშირებით, დამთავრდება დიდი ომით. სამშვიდობო როლის შესრულება _ ეს ბლეფია. რუსეთი აზერბაიჯნზე ფიქრობს დარტყმას ასი პროცენტით. სომხეთი რუსეთის მომხრეა და ვაი რუსეთს, პირველი სომხები უღალატებენ. თუმცა სომხებს თურქებთან მოლაპარაკებას არ  ვურჩევ, რადგან ამ პოლიტიკურ შეთანხმებას არაფერი მოყვება. მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები სასომხეთსა და თურქეთს არასდროს ექნებათ. ასე აწერიათ მათ ბედიწერაზე.

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები არ არის მყარი. ვხედავ, რუსეთს სურს აზერბიჯანის დაპყრობა. დიახ, ეს ასეა. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კონტროლი _ აი, მთავარი გეგმა, მაგრამ რუსეთი ამას მხოლოდ მაშინ განახორციელებს, თუ აღარ იქნება აზერბაიჯანი!

რუსების აგრესია პიკს აღწევს. ამ აგრესიული პოლიტიკის გატარებას არც ირანი და არც თურქეთი არ აპატიებს და საერთოდ, რუსებს ბრალს დასდებენ მუსლიმების გენოციდში. დიახ, ირანი პირდაპირ განაცხადებს ამას. რუსეთი ძალიან რთულ სიტუაციაში, ანუ ჩიხში აღმოჩნდება. აზიაში რუსული პოლიტიკა, ვხედავ, საბოლოოდ დასამარდება. მსოფლიო ნათლად ხედავს, რუსეთი ის ძალა აღარაა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს; რომ დღეს უკვე ნახევრად დაშლილია და ბოლომდე დაიშლება მათი იმპერია. თუმცა მანამდე ბევრ რამეს გაუფუჭებს სხვებსაც და საკუთარ თავსაც.

ასე რომ, რუსეთი აზერბაიჯანში ფრთხილად უნდა იყოს, ვხედავ. თუ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს დაიწყებს, ანუ რამდენიმე წლის წინ კრემლში დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგება, ვხედავ ომს (პრინციპში, მშვიდობიანი გეგმა რუსეთს არცერთ ქვეყანასთან არასდროს ჰქონია)! იმ გეგმას, რომელსაც რუსები აზერბაიჯანს შესთავაზებენ, არ მიიღებენ არა მარტო ზერბაიჯანელები, არამედ სომხებიც. რუსეთი სომხებსაც ატყუებს, მაგრამ საოცარი ის არის, რომ რუსები თავხედურ, ღია პოლიტიკას ატარებენ, არაფერს ერიდებიან. ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანიც და სასომხეთიც ხვდებიან, რომ ისინი რუსეთისთვის სათამაშო მოედნებია და როგორიც მათ ნებავთ, ისეთი პოლიტიკა უნდა გაატარონ. ვხედავ, საქართველოზე უარეს დღეს დააყრიან მათ რუსები. დიდი გაჭირვება დაუდგება აზერბაიჯანსა და სასომხეთს. თუ ჭკუა არ იხმარეს და არ გაერთიანდნენ, ორივე სახელმწიფოს ისე დაბომბავენ, რომ ბოდიშსაც არ მოიხდიან.

ერთი პერიოდი ეს ორი ქვეყანა გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ. სომხებთან რუსული ბაზებია განლაგებული და რუსებს პერსპექტივაში კიდევ აქვთ ბაზების გახსნა. ფაქტობრივად, ეს “კულტურული” ანექსიაა. ამას უსისხლო პოლიტიკურ  ომს დავარქმევდი, თუმცა ეს ასეც იქნება.

“კავკასიური გაერთიანების კავშირი~ რამდენად საჭიროა, სწრაფად ხვდებიან სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. რუსეთი _ კრემლი კი ამას ისე აფასებს, როგორც პატარა საბჭოთა კავშირის მსგავსის შექმნას კავკასიაში. მაგრამ ამას არც დასავლეთი და არც ამერიკა არ აქცევს ყურადღებას. რუსეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.

2008 წელი, 16 ნოემბერი, ურეკი.

აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა არც ერთ შემთხვევაში. თითქოს სურს, რუსეთსაც არ აწყენინოს, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება. გაზსადენის საქართველოზე გავლით აზერბაიჯანი ინარჩუნებს მართლა დამოუკიდებლობას, რუსეთზე გავლით კი კარგავს, რადგან რუსებს საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად, მართონ აზერბაიჯანის ენერგო-რესურსები. ვხედავ, აზერბაიჯანი არც ერთ შემთხვევაში არ შევა რუსეთთან ასეთ გარიგებაში. ყარაბაღის საკითხს თვითონ მოაგვარებენ, რუსების ჩარევის გარეშეც. აზერბაიჯანი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღს დაიბრუნებს და ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება ასი პროცენტით.

ახლო მომავალში ბაქო-ჯეიჰანის მილებთან ვხედავ გაზის მილებსაც. ყველაფერი ეს სწრაფი ტემპით წავა.

2008 წელი, 20 ნოემბერი, ურეკი.

ვხედავ, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთ პოლიტიკას თამაშობენ, რასაც, რა თქმა უნდა, მათი საიდუმლო შეხვედრები და მერე ერთიანი გეგმის განხორციელება მოსდევს. ასე იყო და ასე იქნება!

2008 წელი, 21 ნოემბერი, ურეკი.

ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო _ აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს.

 

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. ეს ყარაბაღია!!! მაგრამ ქართველებიც უნდა გავფრთხილდეთ, ვინაიდან რუსეთმა უამრავი იარაღი შეზიდა სასომხეთში, რაზეც ყველა ალაპარაკდება და მთავარი, ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ!!! რუსეთი თითქოს ორ და სამ კურდღელს იჭერს ერთდროულად. მთავარი აზერბაიჯანის ენერგორესურსებია. ამიტომ აუცილებელია აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ეს გზა მოჭრან, ანუ პირდაპირ დაარტყან `ნაბუქოს~ პროექტს. ამით საქართველოც პარალიზდება, ევროპა კი ისევ რუსეთზე დამოკიდებული დარჩება.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

რაც შეეხებათ სასომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს – ეს ძალიან რთული  და საშიში საკითხია. რუსეთი აქაც, მათ პოლიტიკაშიც აფათურებს ხელებს. თუ სასომხეთი კარგად არ მოიქცევა, რა მოხდება მაშინ? ან თუ აზერბაიჯანს შეეშლება რამე რუსეთთან, მაშინ?

რუსეთი, ვხედავ, ისევ შეეცდება ყარაბაღის საკითხის გახსნას, ანუ არეულობის შემოტანას, რათა ომი გააღვივოს, იქაც აახმიანოს ტანკები და ითამაშოს მშვიდობისმყოფელის როლი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში რუსეთს მთელ კავკასიაში ძალიან ძვირი დაუჯდება!

***

კრემლი… აზერბაიჯანსა და სასომხეთში “მშვიდობისმყოფლად” გვევლინება, მაგრამ იქაც სამხედრო ბაზებს ამაგრებს, კერძოდ, სასომხეთში. აზერბაიჯანს კი ყარაბაღს ჰპირდება, თუ   იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს შეწყვეტს ევროპა-ამერიკასთან და ა.შ. მომავალში, ვხედავ, აზერბაიჯანი არ დაემორჩილება რუსეთს. მათ ზუსტად იციან, რომ რუსეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ატყუებს.

***
აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები, ვხედავ და ვიმეორებ, შეუძლებელია. ყოველთვის იქნება ინტრიგები და ომები, რაც დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს.

2009 წელი, 1 ივლისი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოსკენ იხრება, ანუ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასთან. თემა – ყველასათვის ცნობილი ყარაბაღის ტერიტორიები. მომავალში ვხედავ სასომხეთის მოტყუებას, ანუ გადაგდებას ამ საკითხში. რუსეთს სომხეთის მხრიდან არავითარი დარტყმისა არ ეშინია. ეს საკითხი მათთვის სასაცილოც კია. ისინი სასომხეთით მანიპულირებენ, როგორც სურთ. მითუმეტეს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსების სამხედრო ბაზებია განლაგებული და ამბოხებას წამში ჩააქროებენ! მოკლედ, როგორც კატა ტომარაში, ისე ყავთ სომხები, თავისი ჭკუით, პოლიტიკურად დაჭერილი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში სომეხ პოლიტიკოსებსა და მთავრობას არ გამოეპარებათ. რუსეთი ღიად აწარმოებს მთელ კავკასიაში ომების გაჩაღების პოლიტიკას!armenian-genocide-02-jpg

აქ არც აზერბაიჯანს ძინავს. ვხედავ რომ ისინი რუსეთს საერთოდ არ ენდობიან და არც აქვთ სურვილი, ყარაბაღის საკითხი რუსებმა გადაუწყვიტონ. ან რატომ უნდა გადაუწყვიტონ? რატომ ყოფენ ცხვირს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში? ეს ყოველივე ხმამაღლა ითქმება.

ყველაზე მთავარი კი ის, არის, რომ ვხედავ, რუსეთი კავკასიის, კერძოდ, აზერბაიჯანის ენერგორესურსებს ხელშივერ ჩაიგდებს! ამას არც სომხების მიმართ ღალატი უშველის და არც ყარაბაღის თემით თამაში!!! აზერბაიჯანი ბოლოს უარს ეტყვის რუსეთს, ყარაბაღის საკითხს კი რუსების გარეშე უკეთესად გადაწყვეტენ! ხოლო გაზი და ნავთობი ევროპისკენ საქართველოზე გაივლის! მოკლედ და კონკრეტულად, ვხედავ, რუსეთი ამ პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს. მათ სხვა პრობლემები ექმნებათ – ეს სასომხეთია. ამ თამაშს ისინი რუსეთს არ აპატიებენ და ვხედავ, ერთ დღეს ატეხენ ყვირილს, რუსეთმა თავისი ჯარი გაიყვანოს სომხეთის სახელმწიფოდანო. აზერბაიჯანი არ აჰყვა კრემლს, თორემ რუსებმა სომხები, ფაქტობრივად,  გაყიდეს, უღალატეს! სომხეთის მთავრობა ხვდება, რომ მათი პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკას უნდა გამოებას და გეზი ევროპისკენ უნდა აიღონ, თორემ რუსების მონებად დარჩებიან სამუდამოდ; ანუ სომხეთი ერთ დიდი რუსულ ყაზარმად, სამხედრო ბაზად გადაიქცევა და მეტი არაფერი. ეს კი სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება!

მთავარი ის არის, რომ მომავალში ევროპა ყარაბაღში ომს არ დაუშვებს – ორივე მხარეს,  როგორც მათ უყვართ, მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ეს იმ დროისთვის, ვხედავ, სომხეთს ძალიან აწყობს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღის დაბრუნება ომით აქვს გადაწყვეტილი. სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ.

2008 წელი, 8 ივლისი, ურეკი.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, იქ რუსეთის სამშვიდობო მცდელობანი არც დაიჯეროთ. პირიქით, მათ სურთ, ახალი ომი გააჩაღონ ამ ორ სახელმწიფოს შორის და მიაჩნიათ, რომ დროულია საკუთარი გეგმის განხორციელება, ანუ `ნაბუქოსა~ და სხვა პროექტების ჩაშლა, ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა და ა.შ. განსაკუთრებით ამ ორი სახელმწიფოს დაახლოებაა საშიში რუსულ სცენარში.

***
რუსეთს არც აზერბაიჯანსა და სომხეთთან გაუვა სამშვიდობო მომრიგებლის როლის თამაში. არცერთი სახელმწიფო არ ენდობა რუსეთს. ყარაბაღი – ეს რუსული გეგმა იყო, და დღეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია ამ საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ისიც, რუსეთის მხრივ! ამიტომ სომხეთი და აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ ენდობიან რუსეთს. ისინი მომხრეები არიან, გააძევონ რუსეთი კავკასიიდან!

2009 წელი, 25 აგვისტო, ურეკი.

ვხედავ, აზერბაიჯანი არცერთ შეთანხმებაზე არ წავა რუსეთთან. კრემლის გაცოფებული ბინადარნი ხმამაღლა გამოთქვამენ  აღშფოთებას და ღიად უპირისპირდებიან აზერბაიჯანს, თითქოს წარსულში დაპირისპირებული არ იყო. ყარაბაღის ომიც ხომ რუსეთის კისერზეა? ამას აზერბაიჯანი რუსეთს არ აპატიებს და სადაც კი შეძლებს, “დიდ რუსეთს” ყველგან და ყოველთვის შეაქცევს ზურგს.

რუსეთს ძალიან უყვარს გამოთქმა “უმცროსი ძმები”. ასე უწოდებდნენ ისინი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და ძალიან სწყინთ, როცა “უმცროსი ძმები” ღალატობენ! ესე იგი, საკუთარი ინტერესების დაცვა, რუსეთისთვის ღალატია?! ნამდვილად სასაცილოა! ვხედავ, ასეთი მახეების დაგება აღარ გამოუვათ. აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეჯახებები იქნება და ამაზე   მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. საქართველოს დაემატა აზერბაიჯანიც! ეს კი რუსეთისთვის უდიდეს პრობლემებს ქმნის!

2009 წელი, 14 ოქტომბერი, ურეკი.

ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანი არ აპატიებს თურქეთის სახელმწიფოს ღალატს; დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თურქეთის მთავრობა საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთისადმი იმით ხსნის, რომ სომხებთან გარიგებით, აზერბაიჯანის დაკარგულ მიწებს, ყარაბაღს მოითხოვენ. მაგრამ ეს საკითხი არც სომხების გადასაწყვეტია და არც აზერბაიჯანელებისა, ვინაიდან რუსეთი ამ შემთხვევაშიც აგრესორია და ისინი წყვეტენ ყარაბაღის ბედს.Army_Karabax_080612

და მაინც, ეს პოლიტიკურად გაუმართლებული ნაბიჯები აღმოჩნდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან რუსეთი – მოსკოვი, მხოლოდ თავის სასარგებლოდ თამაშობს და პარტნიორებს ბოლოს კარგად უცრუებს იმედებს.

ისიც საინტერესოა, თვითონ სომხები დათმობენ ყარაბაღს??? პასუხი, ვხედავ, ასეთია: “არა! არა! და არა!!!” სომხები ჯერ ჩუმად არიან და თვალყურს ადევნებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. კი, ვითომ ისინი წყვეტენ ამ საკითხს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია. ყველამ იცის, რომ ეს რუსეთის მიერ დამუშავებული გეგმაა თურქეთთან და ძალიან ბევრი ჩანაფიქრი აქვთ! მაგრამ აზერბაიჯანი ყველას გაუცრუვებს იმედებს. ვხედავ, აქ ირანიც ერთვება. “შეხედეთ თურქეთის პოლიტიკას”, – იტყვიან მომავალში. – “ერთმორწმუნე აზერბაიჯანს სწირავენ!”. აქედან გამოიკვეთება, თუ როგორია მომავალში თურქეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები. ისინი ერთმანეთს არ ენდობიან.

აზერბაიჯანი სომხეთის სახელმწიფოს არასდროს შეურიგდება ბოლომდე! ანუ ხალხი ერთმანეთს არ აპატიებს. დიდი სიძულვილია მათ შორის და ამას სიყვარული ვერ მოჰყვება, ვერ გადალახავენ სიძულვილს!!! კრემლის მიერ შემუშავებული პოლიტიკური გეგმა განწირულია!!! იქით ირანი ცდილობს გააძლიეროს გავლენა აზერბაიჯანზე, მოიყვანოს თავისი ხალხი მთავრობაში და ნელ-ნელა დაიკავოს, ანუ, ასე ვთქვათ, დაიპყროს აზერბაიჯანის სახელმწიფო. ირანი თავის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს აზერბაიჯანს. რუსებს ეს დიდად არ აწყობთ, მაგრამ დღეს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ სასომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებით, არაფერი გამოუვათ. რატომ? ამერიკას ვხედავ ჩართულს ამ დიდ თამაშში და რუსეთი მათ მიერ დაგებულ მახეში გაებმება. ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს! აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა და ბევრი მომხრეც ჰყავს! რუსეთი დღეს აზერბაიჯანს ვერ მოერევა.
მოდის ქალი-პრეზიდენტი, მეტად ჭკვიანი და დიდი დიპლომატი. აი მაშინ ნახეთ, რაოდენ დიდი, რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები მოხდება აზერბაიჯანში. საქართველოს გზა – ეს არის ის, რასაც ცნობს და ენდობა აზერბაიჯანი. ქალი-პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტს. ეს ძალიან დაარტყამს რუსეთს და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყარაბაღის საკითხი წყდება აზერბაიჯანის გამარჯვებით. დიახ, ასეც არის! პრეზიდენტს ტერორსაც კი მოუწყობენ,  მაგრამ იგი ცოცხალი დარჩება. რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.

2010 წელი, 17 თებევალი, თბილისი.

აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მხოლოდ ომით გადაწყდება. სიწყნარე და სიმშვიდეც რომ იყოს, მაინც ომით გვარდება ეს საკითხი. ყველაფერს კოსმოსი წყვეტს. მომავალში ყველა იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნოდათ და უკან აბრუნებენ იმას, რაც არ ეკუთვნოდათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. აქ რუსეთის პოლიტიკა უძლურია, უძლური!

2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.

რაც შეეხებათ სომხებს, მათ მორიგებას თურქეთთან არ ვხედავ. ყველაფერი ჩაშლილია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი უფრო ომისთვის ემზადება ყარაბაღის დასაბრუნებლად, ვიდრე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა! ეს ზუსტად ის გეგმაა, რომელიც საქართველოში აამოქმედეს რუსებმა. ახლა ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნა სურთ.

2010 წელი, 26 აპრილი, დილის 5 საათი, თბილისი.

რაც შეეხება სომხების გენოციდს ოსმანთა მიერ, ეს თემა კიდევ გაგრძელდება სომხებსა და თურქებს შორის. თვითონ მსოფლიოს  წამყვანი ქვეყნები ვერ ადასტურებენ სამართლებრივად ამ მართლაც ვანდალურ ფაქტს!!! აქვეა აზერბაიჯანიც თავისი მოთხოვნებით ყარაბაღთან დაკავშირებით. მოკლედ, დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის. რაც შეეხება საქართველოს ჩარევას ამ საკითხში, მომავალში ეს არ მოხდება, ანუ საქართველო ვერ ჩაერევა, ვინაიდან თურქეთსა და აზერბაიჯანთან არავითარ შემთხვევაში _ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში! _ არ გააფუჭებს დიპლომატიურ და, ასე ვთქვათ, მეგობრულ ურთიერთობებს.

2010 წელი, 4 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანში ცდილობს არეულობის მოწყობას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს კრემლს და რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მზაკვრული გეგმები განახორციელოს და ახლა აზერბაიჯანში მოაწყოს მეორე ყირგიზეთი, ანუ რევოლუცია. ეს ბრძოლა იქნება ძალიან სასტიკი, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი არაფერს დაუთმობს კრემლის ბინადართ და მოუგებს მათ. იგი სასტიკად ჩაახშობს ყველანაირ გამოსვლას და ხალხიც მათ აზერბაიჯანის მტრებად გამოაცხადებს! მოკლედ, რუსეთი ერთიმეორის მიყოლებით წააგებს კავკასიაში! ამინ!

2010 წელი, 9 ივნისი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო: 1995-1996 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი ყარაბაღში არ დამთავრებულა, ომი გაგრძელდება-მეთქი. ასეც მოხდება! ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან აზერბაიჯანს ჩრდილოკავკასიელები მიემხრობიან. ნუ გავიწყდებათ, რომ ისინი მუსლიმები არიან და დღესაც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ასე რომ, სომხეთი ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და რუსეთს არ უნდა ენდოს! ეს ყველამ იცის!

2010 წელი, 27 ივნისი.

“აზერბაიჯანისა და სომხეთის ომი არ დამთავრდება!” _ ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, ვთქვი, რომ ეს ომი მაინც გაგრძელდებოდა, ყარაბაღის საკითხი კი გადაწყდება ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.

დღეს ეს ორი ქვეყანა ომით ფიქრობს ყარაბაღის საკითხის მოგვარებას. ვხედავ, რუსეთი ამ საკითხში მთავარ როლს თამაშობს: “აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაა? ჰოდ

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top