ისრაელი

ქვეყნები

1992 წელი, 22 მარტი.

ისრაელში ომი გრძელდება. მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს. ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ხდება განხეთქილება, მაგრამ ღმერთი არ წირავს ისრაელის შვილებს.

 

1993 წელი, 27 აპრილი.

ისრაელის ოპოზიციიდან მთავრობის ხელმძღვანელი, ვხედავ, ბენიამინ ნათანიაჰუა (ზედმეტი სახელია ბიბი).

 

 1993 წელი, 20 აპრილი, სამშაბათი.

ისრაელმა არ უნდა დათმოს ის საზღვრები, რაც ბრძოლით მოიპოვა. წამოვლენ ყველა ქვეყნიდან ისრაელის შვილები თავიანთ მიწაზე და იქმნება დიდი სახელმწიფო ისრაელისა.

 

ახლანდელი მთავრობა წააგებს, დიდ შეცდომებს უშვებს, დათმობაზე არ უნდა წავიდეს. ამერიკა პოლიტიკურ შეცდომას უშვებს სამხედრო ხაზით; მნიშვნელოვან ბაზებზე ყურადღებას ასუსტებს, მოლაპარაკების პუნქტებს არ ასრულებს, ერთადერთი ბაზა მუსლიმურ სამყაროში კი ისრაელია!

მალე ახალი მთავრობა მოვა. ძლიერ, რკინის ნებისყოფიან ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავ სათავეში.

საჭიროა პურის მარცვლეულზე ყურადღების გამახვილება! რაც მწვანეა ­ მწვანილეულობას, ბალახეულობას ავადმყოფობა გაუჩნდება. უნდა მოიმარაგონ ბეღლებში (სურსათიც).

მუსლიმებთან კონტაქტი ისევ აირევა და თან ისე, რომ მოუწყობენ ეკონომიკურ ბლოკადას, გზებს კეტავენ.

ცნობილი ბანკის გაკოტრებას ვხედავ; ბანკებში კრიზისი იქნება დიდი.

ყურადღების გამახვილება სოფლის მეურნეობაზე: მოდის დიდი გვალვები, წყალთან დაკავშირებით დიდი პრობლემები ექნება ისრაელს.

ისრაელს ელის ძალიან მძიმე პერიოდი. ძალიან გაუჭირდება, ცეცხლოვან ბურთში მოექცევა, ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ირანი – თეირანი იძაბება. იგი გულია და ძლიერი ბაზა მუსლიმთა გაერთიანებისა. ქუვეითისკენ იყურებიან. პირდაპირი კონტაქტი სადამ ჰუსეინთან. ამერიკა არ უპირისპირდება პირდაპირ, პირიქით, ისრაელს უპირისპირდება. თურქეთის მხარდაჭერა სუსტი იქნება ბოლომდე. პრეზიდენტი გარკვეულწილად დიდ როლს ითამაშებს ისრაელის პოლიტიკაში.

რუსეთთან კონტაქტს ისრაელს არ ვურჩევთ, რუსების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ისრაელი მარტო რჩება – ღმერთის ანაბარა.

 

1993 წელი, 16 მაისი, კვირა, დილის 11 საათი.

 ისრაელისა და ირანის სიტუაციები ძალიან დაიძაბება. საჭიროა ჩარევა. ორივე მხარე უნდა მიუჯდეს სალაპარაკოდ მაგიდას. ამერიკა საგონებელში ჩავარდება. დროის ამ მანძილზე მუსლიმები საკმაოდ მომძლავრებულნი არიან, თანაც გაერთიანებულნი. ამ კავშირს ვერავითარი პოლიტიკური შანტაჟი ვერ გაარღვევს. ეს ერთიანობა სარწმუნოებრივია.

იწყება პრეზიდენტის მოქმედება. ისრაელთან დადებითი კონტაქტები (ასევე ირანთან); ამერიკა შესთავაზებს მოაწყოს ვითომ შემრიგებლური შეხვედრა. შეხვედრა მოხდება თეირანში. რუსებიც ჩაერევიან ვითომ, მაგრამ არავითარ როლს არ ითამაშებენ ­ უფრო გაამწვავებენ სიტუაციას (ჩვენ ვურჩევთ, რომ რუსეთი არც ჩარიონ).

მანამ კი მთავრობა გამოიცვლება. მოლაპარაკებაზე ახალი მთავრობის წარმომადგენელნი სხედან. პრეზიდენტის შუამდგომლობა მიზანს მიაღწევს და დიდი ომი გადაიდება (დიდი ხნით არა, მართალია, მაგრამ ეს ისრაელისათვის ძალიან მომგებიანია). ამ დროში ვხედავ იორდანიის მიწებზე იმ პროექტების განხორციელებას, რაც დაგეგმილი აქვთ.

მთავრობის ახალი მეთაური მომწონს, ოღონდ გულის სისუსტე აქვს, რომელიც ძალიან დაძაბავს. ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ, ანუ ვკვებოთ ენერგიით. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. იგი ძალზე ჭკვიანი პიროვნებაა და ისრაელს ბევრი რთული სიტუაციიდან გამოიყვანს (ყავს ცოლშვილი, ორ ბავშვს ვხედავ).

 

1995 წელი, 15 ნოემბერი, დღის 5 საათი.

იწყება მესამე მსოფლიო ომი!!! ისრაელშიც ნიადაგი მწიფდება ამისთვის.

 

1996 წელი, 26 მაისი, დილის 8 საათი.

ისრაელი არ არის პალესტინა, ეს არ არსებობს. იერუსალიმი და გოლანის მაღლობები მათ ეკუთვნით – ებრაელებს. არაბები განიდევნებიან.

მუსლიმები ქმნიან საკუთარ ტერიტორიას, ასევე ქრისტიანებიც.

 

1998 წელი, 24 აპრილი, დილის 11 საათი.

ისევ ერაყი და ამერიკა. მუსლიმები თამაშს განაგრძობენ, მაგრამ დიდი უთანხმოებები ისრაელში იქნება, ვხედავ. ყველაფერი უფრო დაძაბულია, ვიდრე გგონიათ.

 

1998 წელი, 18 ნოემბერი, საღამოს 10 საათი.

ისრაელმა არ უნდა დათმოს თავისი მიწები! ეს ვიწინასწარმეტყველე 1993 წელს. დიდი შეცდომა იქნება ებრაელების მხრიდან დაშვებული, გამოუსწორებელი. ებრაელები და არაბები ვერ მორიგდებიან, არის სიკვდილები და დივერსიები. აღმოსავლეთში ომები, ვიმეორებ, გარდაუვალია! ამიტომ დღეს რაიმეს დათმობა სიკვდილის ტოლფასია. ეს მალე, ძალიან მალე იჩენს თავს ისრაელში. საერთოდ ძალიან დიდი ცვლილებები იქნება მთავრობის ხაზით.

პრეზიდენტი ისრაელში, ვისაც ვხედავ, როუვენ გაბრიელა? შეიძლება ეს ზღაპარივით მოგესმათ, მაგრამ ეს ასეა. სანამ არ დავწერე, ძალამ არ მომასვენა.

ისრაელის პოლიტიკაში მოულოდნელი ცვლილებები იქნება. პალესტინელები და ებრაელები არასოდეს მორიგდებიან! ამას დრო გვიჩვენებს. `არ შეიძლება ბოლომდე ენდო მუსლიმანს!~ – ასე მეუბნებიან. საერთო ჯამში, ისრაელი დიდ სირთულეებს გადაიტანს, მაგრამ გამარჯვებული გამოვა ამ ომებიდან. დღეს დაბრუნებულ ოკუპირებულ მიწებზე მომავალში ვხედავ, ებრაელები აშენებენ ისევ და ცხოვრობენ – ამ ტერიტორიებს საშვილიშვილოდ იბრუნებენ.

 

1998 წელი, 23 ნოემბერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნათანიაჰუს სიცოცხლეს საფრთხე ელოდება. ვხედავ, ჩრდილოეთის მხარეს თეთრი, კოლონებიანი სახლია, პალმებია ირგვლივ დარგული. აქ შეხვედრა უნდა მოხდეს ისრაელ-ამერიკა-პალესტინისა. ტერორს მოუწყობენ. ერთი ამერიკელი გარდაიცვლება, პალესტინელიც დაშავდება, ნათანიაჰუს ღმერთი ამჯერად სიცოცხლეს ჩუქნის, მაგრამ ძალიან დაშინდება და მისი მოლაპარაკებებზე წასვლა ძნელი იქნება მომავალში. ეს ტერორი, რა თქმა უნდა, მუსლიმანებისგანაა გამოწვეული!

 

1998 წელი, 18 დეკემბერი.

ისრაელში მთავრობა იცვლება. ეს ის პერიოდია, რომელიც 1993 წლის თებერვალში ვიწინასწარმეტყველე ისრაელზე. მთავრობის ცვლა გადაარჩენს ისრაელს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნათანიაჰუს მთავრობა სუსტია – კრახამდე მიყავს ისრაელის პოლიტიკა, მას უბრალოდ ლამაზად გადააგდებენ. ზუსტად დღეს ეს დროულიც არის.

ისრაელი ამერიკის მხარეს დგას. ისრაელის ბაზებიდან დაესხმებიან თავს მუსლიმებს. არაფატი, პალესტინა, არაბები არავის ახსოვს; პირიქით, ვხედავ მიხვდებიან, რომ ამ მიწებიდან ჯარის გამოყვანა არ შეიძლება.

სადამ ჰუსეინი იგივე არაფატია და პირიქით.

ამერიკელ სამხედროებს, ჯარს ვხედავ ისრაელის ტერიტორიაზე. იხსნება საიდუმლო, მიწაში ჩამარხული ბაზები. ეს რაკეტებია (ყოველთვის მიჭირს იარაღის ამოცნობა)! ცეცხლოვანი ნაკადი მიედინება მუსლიმებისკენ, ყველაფერი იწვის! მე აღვნიშნე 1992 წლის წინასწარმეტყველებაში: `ისრაელი მოემწყვდევა ცეცხლოვან ბურთში! იგი რჩება ღმერთის ანაბარა!~ ჰოდა, მართლაც ღმერთი უშველის ისრაელს.

ახალ პრემიერს ვხედავ;

ახალი მთავრობის კაბინეტი ყალიბდება;

ცვლილებები იქნება სამხედრო ხაზითაც – თვითონ სისტემაში.

ვხედავ, ბომბები ფეთქდება, ყველგან ისვრიან, ცაც ცეცხლიანია, ირგვლივ ცეცხლია. ისრაელის დატოვება ბევრს მოუწევს დროებით. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ისრაელთ არ უნდა ეშინოდეთ!

 

1998 წელი, 19 დეკემბერი.

ისრაელთან ერაყს თავისი ანგარიშები აქვს. ისრაელი უნდა გაფრთხილდეს, მომზადებულნი უნდა იყვნენ, რადგან ერაყი ისევ გაილაშქრებს და დაარტყამს მას. დიდი ომი გაჩაღდება, მაგრამ მუსლიმნი ვერ გაარღვევენ იმ დაცვით რკალს, რომელიც ღმერთისაგანაა შემოვლებული ისრაელის თავზე. მახსენდება 1992 წლის წინასწარმეტყველება: `ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოექცევა. იგი რჩება ღმერთის ანაბარა~. ჩვენ კი ჩვენი წინასწარმეტყველებითა და ენერგიებით მივეხმარებით ისრაელის შვილებს, ვინაიდან ჩვენ ყველგან გვაქვს პატივი და ყველგან გვღებულობენ, გარდა საკუთარი სამშობლოსი და სახლისა; ვინაიდან იქ ქრისტეს ფესვია ჩამარხული, საიდანაც იგი ისევ უნდა დაიბადოს!

მუსლიმები ვერ შეაღწევენ ისრაელში, ისინი ვერ აიღებენ და ვერ შეურაცხყოფენ ქრისტეს ადგილსამყოფელს, ისინი იძულებულნი იქნებიან გვერდი აუარონ ისრაელს და დალაშქრონ ევროპა და რუსეთი. რუსეთი ორმაგ ბინძურ თამაშს ითამაშებს და დიდ დარტყმას მიიღებს!

მე უკვე აღვნიშნე 1992-1993 წლებში ამერიკაში `რესპუბლიკელების~ მოსვლა – პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი ნაციონალისტია და თაყვანს სცემს და ერთგულია ქრისტესი, ჯვრისა, ნამდვილი ღვთის გამოგზავნილი რისხვა იქნება მუსლიმებისათვის, ვხედავ. კლინტონის დაბომბვა მოენატრებათ მუსლიმებს!

მიუხედავად ყველაფრისა, ისრაელი დიდ მორალურ დარტყმას მიიღებს, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ ნათქვამ სიტყვებს:

ღმერთი არ გაწირავს ისრაელის შვილებს!

პირიქით, ღაზას სექტორიდან გაყრიან ურწმუნოთ, იბრუნებენ ისევ საკუთარ მიწებს და დაიწყება მშენებლობები. ვხედავ, მომავალში ხალხი თავის ადგილს უბრუნდება.

ვიმეორებ: ისრაელს დაუპირისპირდებიან ერაყი, ირანი, პალესტინელი არაბები.

ისინი ერთიანდებიან, მაგრამ ერაყი და ირანი, როგორც ყოველთვის, ვერ მორიგდებიან საბოლოო ჯამში და აურევენ ყველაფერს ისრაელის სასარგებლოდ.

 

1999 წელი, 14 მარტი, 11საათი და 20 წუთი.

ეჰუდ ბარაქი – სამხედრო პირი, ოპოზიციაშია დღეს. მომავალში, ვიმეორებ, ნათანიაჰუს გადააყენებენ. მოდის სამხედრო, რაც ვიწინასწარმეტყველე 1998 წელს. ეს იქნება ეჰუდ ბარაქი. დიახ, მას ვხედავ. ფაქტობრივად ორი სამხედრო ფიგურაა ოპოზიციიდან პრემიერის პოსტზე, მაგრამ გავა ეჰუდ ბარაქი. ეს ასეა ასი პროცენტით. საერთო ჯამში ვიწინასწარმეტყველე, რომ ოპოზიციიდან მოდის სამხედრო პირი, ჰოდა, ასრულდება, ასეა თუ ისეა. ეს ის პიროვნებაა, ვისაც ისრაელი გაყვება, ერთადერთი რეალური კანდიდატურაა, ამერიკელებიც მის მხარეზე არიან. მუსლიმებს არ მოწონთ, ეშინიათ.

ბევრი საკითხი გადაწყდება დადებითად.

სამხედროები მოდიან ისრაელის სასიკეთოდ.

საერთოდ, ბევრგან მოვლენ სამხედროები.

იწყება მესამე მსოფლიო ომი!

მოწმე ვარ!

თ. იაკობაშვილი (მოსე)

14.03.1999

11 სთ. 20 წთ.

 

 2000 წელი, 14 ივლისი, დილის 11 საათი.

1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ ისრაელმა არ უნდა დათმოს ის მიწები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა. ამერიკა დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელის პოლიტიკაში.

 

2002 წელი, 3 მარტი.

ისრაელი საფრთხეშია, დიდ საფრთხეში!

ამერიკის თამაში არაბულ სამყაროსთან გამართლებული არ არის. პალესტინის სახელმწიფოს ვერ ვხედავ მომავალში. ისრაელი და პალესტინა იყოფენ ტერიტორიებს. ისრაელი მოუგებს პალესტინას, მაგრამ დიდი, გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

ეს 24-ე საუკუნეა? ისრაელში ომი არ არის, ვხედავ. მიწები და მთელი საზღვრები გადაკეტილია. ისრაელი ყვავის.

არაბები ერთიანდებიან – მთელი არაბეთი – და ისევ დაიწყება ომები. ეს იქნება სასტიკი ომი!

აბდულა (ასე ერქმევა არაბების `მეფეს~) დაუნდობელია, მზაკვარი და სასტიკი. მასთან მოლაპარაკებებს არ ექნება აზრი. ამერიკა მყარად ამოუდგება მხარში ისრაელს, მაგრამ არაბები მთელ ისრაელს გადაწვავენ, ქვას ქვაზე არ დატოვებენ. იქნება გოდება და ტირილი, იქნება სისხლის დიდი ტბები და ზღვები. ისრაელს აღგვიან მიწისაგან პირისა, მაგრამ ვერ დაეპატრონებიან! მაინც ვერ მოსპობენ! ვერ იბატონებენ! გავა 40 წელი არაბების ბატონობისა და ისრაელი კვლავ მოიპოვებს საკუთარ ტერიტორიებს!

 

2004 წელი, 5 ნოემბერი.

არაფატი მკვდარია. მისი შემცვლელი მუჰამედი თუ აჰმედი, რას მოუტანს  პალესტინას? იგი ისეთსავე პოლიტიკურ კურსს გაატარებს, როგორსაც მისი მასწავლებელი, არაფატი ატარებდა. არავითარი ცვლილებები. ვხედავ, თითქოს ახალი პერიოდები იწყება ისრაელსა და პალესტინას შორის, მაგრამ ეს ასე არ არის – იგივე მეორდება. ტერორები ერთი პერიოდი თითქოს შეწყდება, მაგრამ ისრაელი არაფერს დაუთმობს პალესტინელებს, იგივე პოლიტიკას გაატარებენ.

ამერიკა ცდილობს, სამშვიდობო პოლიტიკა აწარმოოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სამშვიდობო მოლაპარაკებები დროებითია – ისევ ომი და ისევ ტერორები!

ისრაელი არავის არაფერს დაუთმობს, მათი მორიგება არ არსებობს, მაგრამ თავად პალესტინელებს შორის მოხდება დიდი განხეთქილება – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორი დაჯგუფება სკამებს ვერ იყოფს. თითქოს შეთანხმდნენ არაფატის დროს, მაგრამ ეს მოჩვენებითი გარიგება იყო.

სულ სხვა ლიდერს ვხედავ. იგი თითქოს უდაბნოდან მოდის, უცნობი, მაგრამ ყველასათვის ნაცნობი. მას ტერორისტებიც დიდ პატივს სცემენ. აი იმ დროს სიტუაციები ცოტა დაწყნარდება, მაგრამ იგი დიდ ომს გამოუცხადებს ისრაელს. დიახ, არაფატი მართვადი იყო ებრაელებისა და ამერიკისთვის. პალესტინის ეს ახალი ლიდერი კი – არა. იგი ითამაშებს საკუთარ პოლიტიკას და ორივე ერს მძიმე დღეები ელის! მათი მორიგება ძალიან ძნელია, ვხედავ. ისევ ტერორები, ისევ ომები.

 

2006 წელი, 2 იანვარი.

ისრაელის პრემიერი შარონი, ვხედავ, რომ მკვდარია, ანუ იგი გარდაიცვლება. რა უხარია პალესტინას? მასზე უფრო ძლიერი და შარონის პოლიტიკის გამტარებელი მოდის ისრაელის პოლიტიკაში. ფრთხილად! ახლო მომავალში აღმოსავლეთში მხოლოდ იარაღის პოლიტიკა იკავებს ადგილს. მშვიდობა არავის ახსოვს!

 

2007 წელი, 18 სექტემბერი.

ვხედავ, ისრაელს ძალიან გაუჭირდება. მუსლიმები მოულოდნელად შეუტევენ. ისრაელის პრემიერის პოლიტიკა არ გაამართლებს იმიტომ, რომ მათ მუსლიმები არ ენდობიან. იმაზე უარესად დაიძაბება მათი  ურთიერთობები, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ვხედავ მთავრობის ორი წარმომადგენლის სიკვდილს. ვხედავ, თითქოს მანქანაში იწვიან.

ისრაელის მთავრობა აირევა. ირგვლივ ყოველივე შესაცვლელია. პრემიერ-მინისტრი გადადგება. `მისი პოლიტიკური ნაბიჯები დღევანდელობას არ შველის და არცაა მისაღები~. – ასე იტყვიან მთავრობაში. ისე, არც ამერიკას მოწონს ისრაელის ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯები.

სათავეში, ვხედავ, მოდის გენერალი, ანუ მართლა სამხედრო პირი. მას უკან დახევა არ უყვარს – ომი უფრო მოწონს. პირველი, რასაც გააკეთებს, ყველას დაუპირისპირდება. პოლიტიკურ ენას იარაღით ლაპარაკს ამჯობინებს. მოკლედ, ვაი არაბებს, მუსლიმებს! ირანზე კი საერთოდ გაილაშქრებს. განაცხადებს, რომ იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და წარმოიდგინეთ, ვხედავ, მთელ ისრაელს აიყოლიებს. ებრაელებს ძალიან გაუჭირდებათ. ეს გენერალი ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს ისრაელს. მას ამერიკა კი მოიშორებს, მაგრამ ის დრო, სანამ გენერალს ექნება ძალაუფლება, იქნება დიდი ჯოჯოხეთი ისრაელის ხალხისთვის!

ვხედავ რელიგიურ დაპირისპირებებს. გარდაიცვლება მათი დიდი რაბინი! ისრაელს, ებრაელებს ძალიან გაუჭირდებათ!

 

2008 წელი, 23 დეკემბერი, თბილისი.

ტერიტორიული ომები გაგრძელდება. ისრაელი იკანონებს ტერიტორიებს. ომი შეწყდება, ზავი დაიდება მუსლიმებთან. ღაზის სექტორი არ იარსებებს. იქ ებრაელებს ვხედავთ.

 

2009 წელი, 4 იანვარი, დილის 4 საათი. ურეკი.

მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელს, სადაც უფალი ჩუენი იესო დაიბადა, ვერ დაანგრევს ურჯულო, ვერ მოერევა. ვხედავ, ღმერთი არ გაწირავს ისრაელის შვილებს. ეს სიტყვები ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს და ასეც ასრულდება!

 

2009 წელი, 7 იანვარი, დილის 6 საათი, ქრისტეშობა, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი აშკარა მხარდაჭერას უცხადებს პალესტინას, სამძიმარს უცხადებს `ჰესბოლასა~ და `ჰამასის~ ტერორისტებს. ნათლად ჩანს რუსეთის სახე. ზუსტად რუსულ იარაღს იყენებენ ტერორისტები. ისრაელი რუსეთს არ ენდობა. დასავლეთი და ამერიკა, ვხედავ, დიდად დამწუხრებულები არ არიან იმით, რაც პალესტინაში ხდება, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ისრაელი არ შეჩერდება. ისინი ამ ოპერაციას ბოლომდე მიიყვანენ, ტერორისტების ბუდეს მთლიანად გაანადგურებენ. ვხედავ, ბევრი მუსლიმი იკავებს თავს ამ ომში ჩართვისგან, ხოლო მსოფლიოს, რუსეთის გარდა, გულში უხარია ტერორისტების განადგურება.

 

2009 წელი, 8 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, ისრაელი საკუთარ პროგრამას პალესტინაში ბოლომდე მიიყვანს, სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს; ევროპა და ამერიკა კი მოლაპარაკებებს იმდენ ხანს გაწელავენ, რამდენი ხანიც ისრაელს ჭირდება კრაზანების ბუდის დასანგრევად, ანუ ტერორისტების გასანადგურებლად. ამ ოპერაციას ყველა მიესალმება. ბოლოსდაბოლოს, თავგასული ტერორისტები, რომლებიც რუსულ რაკეტებს უკვე ისრაელის ქალაქებს უშენენ, აღარ იარსებებენ. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველეთ.

ვხედავ, თუ მუსლიმური ქვეყნები ჩაერთობიან ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ ამერიკაც გააქტიურდება და დაიწყება დიდი ომები, რომელიც ოცი წლის წინ დავინახეთ და ვიწინასწარმეტყველეთ.

 

**

დიდი ომები იწყება. ოცი წლის წინ დანახული წინასწარმეტყველებები სრულდება: მსოფლიო იძაბება, ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოემწყვდევა და ღმერთის ანაბარა რჩება და ღმერთი უშველის ისრაელის შვილებს.

 

 2009 წელი, 9 იანვარი.

პუტინი დიდად კმაყოფილია იმით, რაც ისრაელში ხდება. რუსებისგან ნაყიდი იარაღით აფეთქებენ მუსლიმები ისრაელის ქალაქებს, მაგრამ ისრაელი ამ ომში, ვხედავ, რომ გაიმარჯვებს, თუნდაც მთელი მუსლიმური სამყარო შეებრძოლოს!

 

2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, ქართული არმიის შეიარაღებაში ისრაელიც ღებულობს დიდ მონაწილეობას. ამერიკა თანახმაა, გაიხსნას ეს კორიდორი და ეს არავისთვის დაფარული არაა. მოკლედ, რაც 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, სიტყვა-სიტყვით სრულდება.

 

2011 წელი, 5 მარტი.

ეგვიპტეც არეულია. მთავრობაში მოძვრებიან ფაშისტური დაჯგუფებები, ისრაელთან დაწყობილი პოლიტიკა აირევა. თუმცა ისრაელის მთავრობა, ვხედავ, ამ პროცესების წინააღმდეგ საბრძოლველადაც მზად არის და დიდი ომისთვისაც. სწორიც არის. თვითონ  მუსლიმები ერთმანეთს არ ინდობენ!

ვხედავ, რაც 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე ისრაელზე, მთელი სიზუსტით სრულდება. ზუსტად აქ გამოჩნდება, თუ რა მნიშვნელოვანი დასაყრდენი ბაზაა ისრაელი შუაგულ მუსლიმურ სამყაროში.

 

2011 წელი, 20 აპრილი, თბილისი.

მუსლიმები შეუმჩნევლად ერთიანდებიან. ისინი ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ამერიკამ იცის! მუსლიმები ძალიან დიდ ყურადღებას მიიქცევენ. ეს ხუმრობა არაა. განსაკუთრებით ისრაელია თითქოს რთულ მდგომარეობაში.

თუმცა ვხედავ, რომ ისრაელი უკან არ დაიხევს და დიდი სიფრთხილე მართებთ მუსლიმებს, ვინაიდან ვხედავ, ისრაელი ატომური ბომბის სროლასაც არ მოერიდება.

დიახ, ეს მკაფიოდ ჩანდა ადრეც და ჩანს დღესაც. ფრთხილად! ისრაელი მუსლიმებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებს. ეს ჯერ კიდევ 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე. ისრაელი არავის და არაფერს არ მოერიდება, ყველა იარაღს გამოიყენებს, არ ახსოვთ არც ომის კანონები და არც დემოკრატიული გადაწყვეტილებები, პალესტინას სასტიკად გაუსწორდებიან. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილადად! მიწის პირისგან აღიგვებიან. ვხედავ, არავის ინდობენ, ვინაიდან არც ებრაელებს ინდობს ვინმე. ხოლო ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტისა, მთლად გააგიჟებს ისრაელს. ისინი გამოთქვამენ აზრს ამერიკის პრეზიდენტზე `დედის მოკითხვით~. ისრაელმა იცის, თუ საკუთარი პოლიტიკა არ გაატარა, დასამარდება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და საერთოდ, თუ გინდათ მართალი, ისრაელი ამერიკელების რჩევებს არასდროს ითვალისწინებდა, ანუ ამერიკას თავიანთი პოლიტიკის გატარების საშუალებას არასდროს აძლევდა, ბოლო სიტყვას ყოველთვის ისრაელი ამბობდა. ამით ბევრი პოლიტიკური თამაში მოუგო მუსლიმებს. ეს სრული სიმართლეა და ვიმეორებ, დღეს ისრაელის სახელმწიფო ყველაფრისთვის მზადაა  _ თავის დასაცავად, ისრაელის სახელმწიფოს გადასარჩენად და ხმამაღლა განაცხადებენ: `ძველი მეგობრების რჩევები ჩვენ არ გვჭირდება! ჩვენ ვიცით, როგორც ვიმოქმედებთ!~

 

2011 წელი, 23 მაისი, თბილისი, დილის 9 საათი.

ვხედავ, პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ისრაელი და ამერიკა ძალიან რთულ პოლიტიკურ ჩიხში მოექცევიან და წავა დიდი პოლიტიკური ბრძოლები. ისრაელის მთავრობა არ დაუთმობს ამერიკის მთავრობას; პირიქით, დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, განსაკუთრებით კი პრეზიდენტს, რომელიც ისრაელს სულაც არ ესიმპათიურება, არ მოწონს!!! მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ამერიკა დაღუპვის გზისკენ გადახარა, რომ იგი აბსოლუტურად უვიცი პოლიტიკოსია. ეს ეწყინება თეთრ სახლს თუ არა, ისრაელს სულაც არ აინტერესებს. ისრაელი ომისთვის მზადაა და არც ერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს, არ დათმობს მიწებს! ეს ყოველივე ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე და მთელი სიზუსტით ასრულდება ყველაფერი.

ვხედავ, თითქოს ამერიკა  რაღაცას დაათმობინებს ისრაელს, მოილაპარაკებენ კიდეც, მაგრამ არ დაიჯეროთ, ეს ტყუილია, რადგან მთელი ისრაელი ამერიკის შეთავაზების წინააღმდეგია. `ჩვენ თავად გადავწყვეტთ ჩვენს ბედს!~ _ განაცხადებენ ისრაელის მთავრობა და ხალხი. _ `ჩვენ ამერიკას არ ვენდობით!~ ის თამაში და პოლიტიკა, რომელსაც თეთრი სახლი ატარებს ისრაელის მიმართ, ძალზე არასწორია. `არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან!~ _ ისრაელი არ დათმობს თავის მიწებს.

 

2011 წელი, 27 ივლისი,

ურეკი, დილის 12 საათი.

ისრაელი არაფერს დაუთმობს არც პალესტინას და არც ერთ სხვა მუსლიმურ ქვეყანას.

გაიხსენეთ, 1992 წელს რაც ვიწინასწარმეტყველე: ისრაელი ცეცხლოვან ბურთში მოექცევა და რჩება ღმერთის ანაბარა. მაგრამ სწორედ ღმერთი გამოიყვანს ისრაელის შვილებს და გადაარჩენს. ესე იგი, მომავალში ისრაელი ატარებს საკუთარ პოლიტიკას, არც ევროპას უგდებს ყურს, რომელიც თითქმის დაშლილი და დაავადებულია და არც ამერიკას, რომლის ნეიტრალური პოლიტიკა, განსაკუთრებით ისრაელისთვის, განსაკუთრებით საშიშია. ებრაელები ჭკვიანი ერია. მათ ჭკუის დამრიგებელი არ სჭირდებათ, არც უნდა დაუგდონ ყური, თორემ ჩაიძირებიან! ვხედავ, ევროპულ პოლიტიკას და ევროპის ქვეყნებს უფრო სჭირდებათ ჭკუის სწავლება. ასე რომ, მომავალში ისრაელი მძიმე ბრძოლებს გადაიტანს, მაგრამ ისრაელის შვილები გაიმარჯვებენ!

**

რაც შეეხება პალესტინას, მის სახელმწიფოებრიობას ვერ ვხედავ. იგივე მდგომარეობაში რჩებიან. მათ ბოლოს მაინც ამერიკა დაიცავს იმ სრული განადგურებისგან, რაც ისრაელს ექნება ჩაფიქრებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიშორონ პალესტინის საკითხი.

 

2011 წელი, 15 სექტემბერი,

დილის 6 საათი, თბილისი.

თურქეთის ჩარევა ისრაელ-პალესტინის, ასე ვთქვათ, ომში, თურქეთს ძალიან ცუდად შეუბრუნდება. ეს არის მცდელობა ისრაელის დასათანხმებლად, რომ მათ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარონ.

თურქეთი აქ დავალებას ასრულებს,

თორემ საკუთარი თავი გასჭირვებია _ ქურთები _ ისინიც თხოულობენ ცნონ სახელმწიფოდ, იგივე ვარიანტია.

დავალების მიმცემ ქვეყნას არ შეუძლია ისრაელს პირდაპირ უბრძანოს პალესტინა აღიარეო და ამიტომ თურქეთი აირჩია, ასე ვთქვათ, `შუამავლად~.

**

ირანს. დაიჯერეთ! ამერიკა თავის გეგმებს ნელ-ნელა ახორციელებს.

ისრაელიც ყველა საქმის კურსშია, იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის წამყვანი ქვეყანა _ განსაკუთრებით კი ამერიკა _ ისრაელის მიმართ. თურქეთის პოლიტიკური განცხადებები ისრაელის წინააღმდეგ, ვხედავ, მომავალში ისრაელს სულაც არ ანაღვლებს და საპირისპირო დარტყმისთვის მოემზადება!

თუ სირიასთან პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა ჰქონდათ, ახლა ვხედავ, ეს სერიოზულ ომში გადაიზრდება. იგი სირიას ძალზე დაასუსტებს. მათ ბრძო¬ლის¬-უნარიანობას ნულამდე დაიყვანს და მერე თურქეთს დაუ¬პი¬რისპირდება.

 

2012 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.

გეოპოლიტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგალითად, ისრაელის შემთხვევაში, რომელიც ძალიან საშიშ ზონაში მდებარეობს. იქ მომხდარ ტერორებს, დღესაც რომ გრძელდება, რა ჩამოთვლის!!! ეს მომავალშიც გაგრძელდება! ისრაელი მტრულად განწყობილი ქვეყნების რკალშია მოქცეული. კიდევ კარგი, რომ ეს მიწა ჩვენი უფლის სამშობლოა, რითაც ისრაელი დაცულია. ქრისტიანული სახელმწიფოები არავის არ მისცემენ ამ ადგილების განადგურების უფლებას. ეს ისტორიულადაც დამტკიცებულია. ყოველთვის იყო ამ მიწებზე ბრძოლები, მაგრამ ყოველთვის იმარჯვებდა უფლის ძალა. ყველა ომი, რომელიც კი წამოიწყება ისრაელის მიწაზე, მოწინააღმდეგის დამარცხებით დამთავრდება. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც. ამ ადგილს დიდი ენერგიები იცავს კოსმოსიდან. აქ დაიბადა უფალი, ამ წერტილიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა და ამ წმინდა ადგილების შეხება  საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს. ვიმეორებ: ისრაელის სახელმწიფოს სწორედ ეს სიწმინდეები იცავს განადგურებისგან და თუკი მას საშიშროება დაემუქრება, მთელი საქრისტიანო აღსდგება უფლის მიწის დასაცავად!!! ასე რომ, ფრთხილად!!! ეს იმასაც ნიშნავს, რომ მესამე მსოფლიო ომის დროს მთელი საქრისტიანო გაერთიანდება და დაუპირისპირდება ირანს. რაც კი რამ ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ 80-იან და 90-იან წლებში ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top