ეგვიპტე

ქვეყნები

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.

რაც ეგვიპტეში ხდება, ესეც ამერიკის ერთ-ერთი გეგმაა. პრეზიდენტი გადადგება. მოდის ის, ვინც მათ ინტერესებშია. მომავალში ვხედავ, ეგვიპტე ამერიკისთვის ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ბაზა იქნება!!!

2011 წელი, 12 თებერვალი.


ეგვიპტის პრეზიდენტი კი გადადგა, მაგრამ მომავალში, ვხედავ, ძალიან გაუჭირდება ეგვიპტეს. ფრთხილად!!! პრეზიდენტი ჭკვიანი კაცი იყო. მან უდიდესი გამოცდილება დააგროვა პოლიტიკაში ოცდაათი წლის განმავლობაში. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსია. მას გადადგომა კი არ უჭირდა, პირიქით, მან იცის, რომ წლობით ნაშენები პოლიტიკური ურთიერთობები აუცილებლად დაირღვევა და ეგვიპტე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე რომ, ეგვიპტე რელსებიდან გადავიდა და სწორ მიმართულებას დაკარგავს. ეს არ არის უკეთესი ცვლილებები. ვხედავ, მომავალში ეგვიპტე ომობს, ეკონომიკა ნელ-ნელა ინგრევა, ისლამი მოიკიდებს ძლიერად ფეხს და ვხედავ, აქედან იწყება ეგვიპტის, ასე ვთქვათ, მშვიდობის დასასრული. მერეღა გამოჩნდება, თუ რა ღვაწლი მიუძღვის ეგვიპტის პრეზიდენტს, რაოდენ ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო იგი.
საერთოდ, ადამიანები ნიჭიერებას არ აფასებენ, ბეზრდებათ ყოველივე სიკეთე, მშვიდობა, კარგი ცხოვრება და ეძებენ თავგადასავლებს! საბოლოო ჯამში, კოსმოსი სჯის მათ და ურთულეს მდგომარეობაში აყენენებს, თავბედს აწყევლინებს უმადურებს, რაც ჰქონდათ, ის რომ ვერ დააფასეს. მოკლედ, ეგვიპტეს მოენატრება მათ მიერ გაძევებული პრეზიდენტი!!! მაგრამ უკან ვერაფერს დააბრუნებთ. ეს კოსმოსის კანონია. რასაც თესავთ, იმას იმკით!
მსოფლიოში, ვიმეორებ, დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება. ირგვლივ ქაოსია. ფრთხილად! იმაზე, რაც აზიაში ხდება, ანუ ერთმანეთზე მიყოლებული რევოლუციები, ხალხი და დიდი პოლიტიკოსები გაჰკივიან, რომ ეს დემოკრატიის დასაწყისია!

2011 წელი, 5 მარტი.

ეგვიპტეც არეულია. მთავრობაში მოძვრებიან ფაშისტური დაჯგუფებები, ისრაელთან დაწყობილი პოლიტიკა აირევა. თუმცა ისრაელის მთავრობა, ვხედავ, ამ პროცესების წინააღმდეგ საბრძოლველადაც მზად არის და დიდი ომისთვისაც. სწორიც არის. თვითონ მუსლიმები ერთმანეთს არ ინდობენ!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top