რამაზ გოგისვანიძე

მეგობრები იხსენებენ

1995 წლის ნოემბერში თბილისელი ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე და მისი მეუღლე თინა საგინაშვილი ბულგარეთში, რუპიტეში შეხვდნენ ვანგა დიმიტორვას. მათი საუბარი ზუსტად 2 საათი და 35 წუთი გაგრძელდა. ვანგამ დიალოგში ახსენა ქალბატონი ლელა თუმცა, წაიკითხეთ ეს წერილი, რომელიც ბატონმა რამაზმა პარალელების მიხედვით დაწერა. მისი ფაქტობრივ მასალაზე აგებული წერილი ბევრ რამეს საჩინოს ხდის.

ფაქტი 1

1995 წლის 2 თებერვალს, დილით, მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, მანქანით წამეყვანა ვაზისუბანში, ნაცნობთან. რკინის კარი ერთმა ქალბატონმა გაგვიღო. ჩემი მეგობარი და იგი კარგად შეხვდნენ ერთმანეთს. დასხდნენ პატარა ოთახში და საუბარი დაიწყეს. მე ფანჯარასთან მოვკალათდი, თან ცალი ყურით მათ ვუსმენდი. ჩემმა მეგობარმა თავისი სამსახურის შესახებ ჰკითხა ქალბატონს. მან უპასუხა, რომ აპრილის პირველ ნახევარში დაიწყებდა მუშაობას კარგ ადგილას, ოღონდ საზღვარგარეთ (მან ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა კარგ თანამდებობაზე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ).

ფაქტი 2

ქალბატონმა თქვა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლო დაძაბული იქნებოდა (გამართლდა).

ფაქტი 3

თანამდებობის ერთ-ერთ პირზე თქვა, რომ იგი ციხეში მოხვდებოდა (გამართლდა).

ფაქტი 4

ჩემს მეგობარს უთხრა, ამ ზაფხულს მეუღლეს გასცილდებიო (გამართლდა).
ჩვენ დავემშვიდობეთ. მე უფრო მალე დავეშვი კიბეზე. მანქანაში ვკითხე მეგობარს, თუ ვინ იყო ეს ქალბატონი. `ნათელმხილველი ლელა კაკულია!” _ მიპასუხა.

ფაქტი 5

გამოსვლისას კართან ჩემს მეგობარს უკითხავს, ვინ იქნებოდა სახელმწიფოს ხელმძღვანელი. მას დაუსახელებია პიროვნება, რომელიც დღეს გახლავთ ამ თანამდებობაზე.
მე ჩავიცინე, რადგან ასეთი რაღაცეების არაფერი მჯეროდა. ამიტომ ეს ყველაფერი მალე დავიწყებას მიეცა.
1995 წლის ოქტომბერი. მივდივარ ბულგარეთში მეუღლესთან ერთად. ჩემმა იქაურმა მეგობრებმა დამათვალიერებინეს ქართული ეკლესია, როგორც ხდება ხოლმე, მიამბეს თავიანთი ისტორია, შემდეგ ახსენეს ვანგა _ ბრმა წინასწარმეტყველი. როგორღაც უეცრად გადავწყვიტეთ, მასთან წავსულიყავით.
ვანგამ გვითხრა: ქართველები და კავკასიის შვილები ჩემთან რატომ მოდიხართ? თქვენს ზონაში არის ერთი ახალგაზრდა ქალიო და… იგი ასახელებს ლელი კაკლუას (მე ასე გავიგე ბულგარულიდან) და აღწერს ცისფერთვალება ქალს, ბრიალა თვალებით, მის მოძრაობას, ჟესტიკულაციას, სიმაღლეს, ჩქარ ლაპარაკს, როცა ამას ამბობდა ვანგა, თავაწეული თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა, ხელებს მაღლა სწევდა.
იმ საღამოსვე გავიხსენე ლელა კაკულია, ოღონდ არ მახსოვდა ფიზიკურად როგორ გამოიყურებოდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავურეკე, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე ჩვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა.
ვხვდები ქალბატონ ლელას და ვხედავ ქალს, რომელიც ვანგამ აღწერა. ერთგვარი შიში ვიგრძენი. თითქოს იგი ვანგას სახლში ჩემს გვერდით იმყოფებოდა მაშინ, როცა ვანგა მასზე საუბრობდა.

ფაქტი 6

ვანგა: შვილო, 1996 წელს მანქანას უფრთხილდი, იანვრის ბოლოს ავარია მოგივა, მაგრამ ჩემი ძალები მოგეხმარებიან, არაფერია!
ლელა კაკულია: უფრთხილდი მანქანას! ავარია მოგივა, მაგრამ არაფერია. ეს მოხდება იანვრის ბოლოს.
ვანგა _ ლელა; ერთმანეთს ემთხვევა.
მეორედ შეხვედრისას ქალბატონი ლელა ხელს მადებს და სხეულში სითბო მეღვრება, თითქოს რაღაც ჟრუანტელმა დამიარა. ასეთივე შეგრძნება მქონდა ვანგასთანაც.
ვანგა _ მოხუცებული, 85 წლის;
ლელა _ ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე.
ვინა ხარ შენ, ლელა კაკულია?!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top