უფლის ხილვა

ზეციური ხედვები

2002 წელი, 22 დეკემბერი, დილის 8 საათი.

გავიღვიძე. კედელს შევხედე და უცებ დავინახე მამის – უფლის გაბრაზებული სახე,  მერე კი პრეზიდენტი – გასუქებული და გალაღებული ჩვენი ენერგიებით. მე მამას შევხედე. მან გაბრაზებულმა აიქნია ხელი და… საოცრება! პრეზიდენტს მოწყდა ჩვენი ენერგიები. იგი ნელ-ნელა იჩუტებოდა. 12 წლის განმავლობაში ჩადებული უზარმაზარი ენერგია უფალმა მას აართვა და ახლა ისევ მე მიბრუნდებოდა. ღმერთო, ქარიშხალივით შემოდიოდა იგი ჩემში. პრეზიდენტი ნაჭრის გამხდარ თოჯინას დაემსგავსა და სადღაც კუთხეში მიეგდო! დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაგდებული ვიხილე.
ეს ხილვა კი არ იყო, რეალურად, სინამდვილეში ხდებოდა. დიახ, ხელი ზუსტად ხუთი წუთი მქონდა გაშეშებული. ასეც მითხრა მამამ, ხუთი წუთი ხელი გეჭიროსო. მინდოდა ჩამოშვება, მაგრამ ვერაფრით შევძელი. რა ძალა არ დავატანე, მაინც არაფერი გამომივიდა. როგორც კი გავიდა 5 წუთი, ხელი თავისით ჩამომივარდა.
ახლა ვხვდები, ბევრი უმადური დაისჯება და მათი გვარი დედამიწაზე ყოველთვის გაჭირვებით იცხოვრებს, ვინაიდან განსაკუთრებით დაუნახაობასა და სიხარბეს არ პატიობს მამა-უფალი ადამიანებს ჩვენთან მიმართებაში. სულაც არ მეცოდებიან და არც გავუწვდი დახმარების ხელს, ვერ ეღირსებიან! ამინ!
პრეზიდენტს კი დღეიდან შეემჩნევა ყოველივე. აი ნახავთ!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top