ზეციური ხედვა

ზეციური ხედვები

1995 წელი, 25 ოქტომბერი, ღამის 12 საათი.
“ხედვა ზეციური”

თეთრ ღრუბლებში ანთებული თეთრი ჯვარი მოჩანს. სხივი ღვთისა კვეთს მათ და საოცარ სინათლეს გამოსცემს!!!
ჯვარი ზეცაში – საქართველოა, ღვთის სხივი კი საქართველოს საზღვრები.
იწმინდება საქართველო!
ილოცება საქართველო!
იბადება საქართველო!
გიხაროდეს, საქართველოვ!
ვაზი იცრემლება, მიწა ღვინით ლბება, ყველგან პური ტყდება, ყველგან სიცოცხლეა, ყველგან ცრემლებია – სიხარულის გმინვა, სიყვარულის წვიმა. საქართველო ჩემი უკვდავია, ერიც ძლიერია, ჯვარიც!!!
სადაც ამდენი ტაძარია, სადაც ამდენი ჯვარია, იქ არ არსებობს გადაშენება, იქ არ არსებობს სიკვდილი!
ერი იბადება!
ერი ძლიერია!
ჩემი საქართველო დღეს თუ მშიერია, იგი უკვდავია, მაინც ძლიერია, ღვთის სხივის ქვეშ განათებულია!
გაბრწყინებულია!
განდიდებულია!
დაიფარება, დაიფარება ქართველი – დიდი, პატარა, მოხუცი!
მე ვხედავ საქართველოს გაბრწყინებულს და გალაღებულს, თავისუფალს და გამარჯვებულს, მუხლმოუდრეკელს და განდიდებულს!
შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ჯვარი!
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ტაძარი ღვთისა!!!
ეს ზღაპარია, ეს არ მოხდება!
ჩემი საქართველო მართლა უკვდავია!
ჩემი საქართველო ერთიანია!
ჩემი საქართველო თავისუფალია!!!

*    *    *
დასანანია, რომ დღეს ამ მომავალს მე ვხედავ მარტო.

 

 

1993 წელი, 13 აგვისტო, ღამის 3 საათი, კოჯორი.

არნახულ ენერგიას ვღებულობ, ანუ კოსმიურ ერთიან ველში მაბანავებენ!!!
ეს ნიშნავს ჩემს მზადებას მომავალი შავი ძალების წინააღმდეგ. ქვას ქვაზე არ დავტოვებთ!
უპირველესად, რაც მახსოვს, ეს არის სიტყვა უფლისა: “ნუ გამოცდი ღმერთსა შენსა!”
ამიტომ ჩვენ არავის არაფერს ვანახებთ!!!
თვითონ ფაქტები ლაპარაკობენ, როგორ იყენებენ ჩემს სამშობლოში ჩემ ენერგიას. როგორ და არანაირად! რატომ? ღმერთმა იცის!
ხანდახან ეშმაკი შემიჩნდება, მახეს მიგებს, ამ დროს გამეხსნება-ხოლმე წყენა, სიბრაზე. სრულიად მარტო ვარ მიწიერ ზონაში. ხელი მეშლება ყველაფერში.
მაგრამ ავიწყდება სატანას და მის მოციქულთ, რომ ქალი ეშმაკზე ცხრა დღით ადრე დაიბადა. ამ საუკუნეში ამიტომაც დამბადეს ქალად!
მოშვება არ შეიძლება. ხანდახან მინდა მოვშორდე ყველაფერს, რომ შეიგრძნონ ენერგიის ფასი, მაგრამ ეს იქნება დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა. ეგონოთ, რომ თვითონ არიან ძალიან გონიერნი და ჭკუით სავსენი, რომ თავისი ძალებით მოქმედებენ.
მიჭირს!
ახლა პერიოდი უფრო შავია. ძალაუფლება შავი მაგიისა დაფრინავს დედამიწაზე, მომძლავრდნენ ცრუწინასწარმეტყველნი, ჯადოქრები. ისინი საკუთარ ინსტიტუტებს ქმნიან, ტაშს უკრავენ, გვირგვინებს ადგამენ მათ.…
ოჰ, ადამიანო, ადამიანო! რა სუსტი და უსუსურია შენი გონება.
აბსოლუტურად უძლურია მათი ქმედება. ეკლესიასაც უბნევს თავ-გზას. საშინელი ქაოსია.
ვნახოთ,  სადამდე გავძლებ! ეს შენ იცი, უფალო ჩემო!
მთავარია განდიდდეს და გაძლიერდეს მართლმადიდებელი ეკლესია, დავიცვათ ჯვარი, გადარჩეს საქრისტიანო, რადგან ომი, რომელსაც ვხედავ მომავალში, სარწმუნოებრივია. დიდი ცეცხლი დაინთება. ადამიანები ერთმანეთს გაანადგურებენ.
დაიწყება სულების გადარჩევა: ვინ არის ცხოველის ნიშნის (666 ) ქვეშ, ანუ ვინ მიიღებს ამ ნიშანს და თავს დაუხრის; და ადამიანის ნიშანს რომელი სული მიიღებს, როგორ დაიმსახურებს 220-ს
ეს გზა ძალზე მტკივნეული გასავლელია, ადამიანო, შენთვის, მაგრამ გთხოვთ, არ დაივიწყოთ: თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია უფლისგან, მამა ღმერთისაგან! გახსოვდეთ! გახსოვდეთ! გახსოვდეთ!

 

1998 წელი, 22 სექტემბერი, დილის 12 საათი, კოჯორი.

დღეს დილის 7 საათზე ვიხილე საშინელი სურათი. ეს იმდენად ახლო იყო ჩემთან, მიწიერ ლელასთან, რომ შემეშინდა; ასე პირველად შემეშინდა ცხოვრებაში. აი რა ვნახე: მივდიოდით მდინარეზე საბანაოდ მე და მარო (დაგვპატიჟეს). ჩავედით მდინარის პირას. სიგანე მდინარისა სამი კილომეტრია, წარმოიდგინეთ. მოედინებოდა სუფთა, ჩქარი წყალი არაგვივით. ეს ძალიან განიერი ხეობა იყო, ირგვლივ ტყეებითა და მაღალი, ცაში აზიდული მთებით. ვუყურებ მათ. ავფორიაქდი  ამ უზარმაზარ ხეობაში, თანაც ეს სწრაფი მდინარე (ძნელია ძალიან, მერწმუნეთ, ერთდროულად ხედვა და თან მონაწილეობა მასში)! სუნთქვა შემეკრა. უცებ დავინახე, რომ სუფთა წყალს შეერია ქვიშიანი, ყავისფერი, მღვრიე ტალღები. ეს სურათი მზაფრავს, ისე მზაფრავს და იმხელა შიში მაქვს, რომ ვერ აღვწერ. ამ დროს გავიხედე და… ღმერთო, დიდებულო!!! გავიხედე შორს და დავინახე ცას, დიახ, ცას შეერთებული აზვირთებული, ამღვრეული, ტალახიანი, შავი ტალღები. ცა არც კი ჩანდა, მე კი ხეობაში ვდგავარ და ვუყურებ ამას. შიშმა გამაშეშა!

ამას მარტო მე ვხედავდი და ვიცოდი, რომ არ გამომეყვანა ხალხი, ჩემ ირგვლივ ვინც იყო, სიკვდილი არ აცდებოდათ  ჯოჯოხეთური სიკვდილი. ხელში თაკო აღმომაჩნდა უცებ. მივხვდი, თაკოს სახით ბავშვებსაც შველა ჭირდებოდათ. გამოვბრუნდი და გამოვიქეცი. გამომყვნენ. მეგონა, ვერ ავაღწევდი, მაგრამ ქოშინი არც დამიწყია, ისე მივაღწიე მთის წვერს (ღმერთო, მე ხომ წინასწარმეტყველი ვარ! მე ვხედავ ამ ტალღებს, რომელთაც გავასწრებ! ეს ხომ მომავალში მოდის, ჯერ შორსაა, ჩემთვის კი ახლოს ჩანდა). წყალი სწრაფია ძალიან, მაგრამ მე უკვე ავედი თაკოსთან და ჩემ ხალხთან ერთად მთაზე. ვუყურებ მთის ქიმს, უკვე იქ ვარ. ხეობა ძალიან, ძალიან, ძალიან ღრმაა და ვზომავ მანძილს თვალით  წყალი მთის ქიმამდე ამოვა, მაგრამ ხომ ვერ გადმოლახავს-მეთქი? აღარ მსურდა ხედვა, არა! გამოვედი, მაგრამ ისევ ვერთვები კოსმოსს. თუმცა, იმდენად ძლიერი იყო შიში, რომ კოსმოსს კივილით მოვწყდი!
ავდექი და წავედი ტყეში, ქოროღლისკენ. იქ პატარა ეკლესიაა, დაუმთავრებელი. თითქმის სირბილით მივდიოდი, მაგრამ, როგორ აღმოვჩნდი ამ ეკლესიის წინ, არ მახსოვს. თავისთავად აღმომხდა: “ღმერთო, ღვთისმშობელო მარიამ, შენ უშველე საქართველოს!” და გამწარებულმა პირჯვარი გადავიწერე.
უკან გამოვბრუნდი. ოფლი წყალივით ჩამომდიოდა  სიმწრის ოფლი.
სახლში თაკო გაღვიძებული დამხვდა. “მამიკო, მამიკო!:”  დასდევდა სიმონიკოს.  “გენერატორი ჩართე, ჩართე!” სიმონმა უპასუხა, რად გინდა გენერატორი, შუქი არის და მულტფილმს ჩაგირთავო (ძალიან უყვარს თაკოს მულტფილმები, თეატრი, სიმღერები. ბაძავს პერსონაჟებს საოცრად, დიალოგებს ყვება ზუსტად და მღერის კიდეც). არ გასულა თხუთმეტი წუთიც კი, რომ შუქი ჩაქრა და სიმონს მოუწია გენერატორის ჩართვა.

 

ზეციური ხედვა

“ჰე, მეომრებო, დროშა გაშალეთ,
დროშა ქართული, დროშა ლაზური,
ცეცხლით, მახვილით მოვდივართ, ფრთხილად!
მტერს გავუთენებთ სისხლიან დილას!”

 

2007 წელი, 16 დეკემბერი.

და ყოველივე, რაც ხდება, გაიგეთ, ადამიანებო, რომ უფლის ნებაა და არ არსებობს ძალა, მას შეებრძოლოს. ამიტომ ყველას – ოპოზიციას თუ პოზიციას, დაფიქრება მართებს. უნდა გადაწყვიტოთ ყოველივე ისე, რაც სიკეთეს მოუტანს ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველებს. იქ, სადაც საბრძოლია, ვხედავ ღვთის მახვილს და ეს არ არის ადამიანების ბრძოლა. ეს არის პერიოდი განკითხვისა და ყველას განიკითხავს უფალი!
გარკვევით ვხედავ უფლის სახეს, რომელსაც უყვარს თავისი მრევლი, მაგრამ დანაშაულს ერისა და მამულის წინაშე, არავის აპატიებს!
გიყვარდეთ ერთმანეთი, დაიცავით სამშობლო თქვენი, შეიკარით ერთ მუშტად, რათა ბოროტი არ დაეპატრონოს გაყოფილ ტაძრებს!

 

***
1995 წელს, როცა მოვხვდი აფხაზეთის მხარეს, ვიხილე: ირგვლივ უცბად განათდა და ჯვარი ამოიწია მიწიდან. ამაღლდა ჯვარი უფლისა ქვეყანასა ზედა და გაანათა მთელი საქართველო; და იყო შემწე იგი ყოველი უძლურისა და ავადმყოფისა. მაგრამ მთავარი: ჯვარი ესე იყო თავისუფლებისა!
ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავალშიც: ქართველთა ბრძოლას უნაყოფოდ არასდროს ჩაუვლია და არც ჩაივლის. ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე დგანან ქართველი მეომრები.
მე მახსენდება ლექსი, რომელიც ვიხილე 1995 წლის 9 მარტს:

“თამარის დროშა ფრიალებს კავკასიონის წვერზედა!
მოვდივართ, მოგვიხარია, რით ხართ კარგები ჩვენზედა?!
გუგუნებს კავკასიონი: “არ შეგეშინდეთ, არადა!
ლაშარის ჯვარი მოგვყვება, ჯვრის მონასტერის ნათება!
სვეტიცხოველი ფარია, მახვილი – თავად განგება!”

ჩვენ ვიყავით მეომრები და ვრჩებით მეომრებად!
ეს ჩვენს გენშია. ასეთია ჩვენი ზნე, წესი, ჩვეულება და ის წარუშლელია!
მესმის ხმლების ჩხარუნი. ვხედავ ქართველ მეომრებს აფხაზეთში, მთელი კავკასიონის გაყოლებაზე (როგორც ყოველთვის), სამაჩაბლოში და მთელი საქართველოს ირგვლივ.
საერთოდ, კოსმიურ ზოლში, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო გამოყოფილი არასდროს ყოფილა. ამას მიწიერად მთელი საქართველო იხილავს მალე!

 

2007 წელი, 17 დეკემბერი.

ვხედავ, როგორ იხსნება კოსმოსი, როცა საქართველოს უჭირს. სწორედ მაშინ მოედინება უზარმაზარი დაცვითი ენერგია, როცა მართლა გასაჭირია და უბედურება. ვერავითარი მიწიერი ძალა  ვერ შეაჩერებს ამ უზარმაზარ კოსმიურ ენერგიას.
სწრაფი ცვლა წავა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე: დროებითი მთავრობა, მერე საპარლამენტო არჩევნები, მერე პრემიერი და მთლიანობაში კოალიციური მთავრობა. ეს არის ისრაელის მოდელი, რაც ვიწინასწარმეტყველე ცხრა წლის წინ.  ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!
ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. გარდაიცვლება წინამძღვარი –  პატრიარქი ილია II. ბევრი რამ შეიცვლება. საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა!

***
1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან ჭირდება დღეს საქართველოს!
მოდიან მეცნიერები და ამას ხელს შეუწყობს ოლიგარქი. ისეთი ხალხი, რომლებზეცაა ნათქვამი: “არა შეჯდა მწყერი ხესა”, მთავრობაში კი არა, სხვა სფეროშიც არ შეიძლება აღზევდეს. ყველამ კარგი გაკვეთილი გაიარა. ამიტომ ყოველივე ის, რაც საქართველოს ჭირდება, დაეწყობა უფლის ნებით. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამინ!

*    *    *
მესმის ხმა:

“და ეშვებიან, ვხედავ მეომრებს, მდუმარე სახით,
მათ თან მოჰყვებათ უფლის დაცვა და შეძახილი:
ჰე, ქუდზე კაცი, ქართველებო! ჰე, ქუდზე კაცი!
გამოდით ყველა საქართველოს გადასარჩენად!”

ამინ!

 

1999 წელი, 10 თებერვალი, დილის 10 საათი, თბილისი.

როდესაც მიწისძვრას ვხედავდი, რა თქმა უნდა, თან ვწერდი და საშინელი სურათები მეხატებოდა. ვხედავი, ანძა როგორ გადმოვარდა. შიშით შევკივლე, მერე კი გავიხსენით ენერგიებით – უზარმაზარი, დიდი ენერგიის ნაკადი წამოვიდა კოსმიურ ველში, დავიწყეთ დაცვითი რკალის შეკვრა საქართველოს ირგვლივ. განსაკუთრებით თბილისი ჩავსვით დაცვით ჯვარში.
მოდიოდა უზარმაზარი შავი ენერგიები და თავს იყრიდა საქართველოს ირგვლივ. ჩვენ შევერიეთ და… ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ!
როცა ადამიანებს ვიცავთ და მასზე ვხარჯავთ ენერგიებს, ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რა სირთულეებს ვაცდენთ მათ, არ იციან, რომ სიცოცხლეს ვჩუქნით. თუმცა ჩვენ არაფერს ვთხოვთ ადამიანებს, გარდა რწმენისა.
დღესაც ასე მოხდა. რაც 1996 წლის 5 იანვარს დავინახეთ, მაშინ როგორც ვიმუშავეთ კოსმიურ ველში, ეს დღეს გამოჩნდა – ოთხი წლის შემდეგ. იწყება მიწისძვრაზე ლაპარაკი და არა ნგრევა, ვინაიდან ჩვენ ეს უარყოფითი ინფორმაცია და იმ ექსტრასენსთა ენერგიები, რასაც ჩვენ სატანურს ვუწოდებთ, ოთხი წლის წინ გადავკეტეთ. მოვიდა სეტყვა და დახვდა… ქვა კი არა, კლდე!
შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრმა ვერ გააცნობიეროს, უფრო კი ვაი და ცრუ წინასწარმეტყველებმა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ! გთხოვთ ირწმუნოთ, რომ ეს ასპროცენტიანი სიმართლეა.
საერთოდ ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმაზე, რაც კოსმოსს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ერთი პროცენტი მაინც ავხსნა და გადმოვცე, რათა საქართველო გადარჩეს ფსიქოლოგიურ დარტყმას და ნგრევას, რომელიც არ იქნება. დიახ, ვხედავ, მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top