ლელა კაკულია: სირიის ქიმიური იარაღი რუსეთს ეკუთვნის

რაც უკვე მოხდა

„კოსმოსი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთისა და ირანის სახელმწიფოები დასახელდება მომავალში“ — ეს სიტყვები ქართველმა წინასწარმეტყველმა 2009 წლის 5 ნოემბერს ჩაწერა საკუთარ რვეულში და იმავე წლის დეკემბერში გამოქვეყნდა გაზეთ „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულიას“ №40-ში.

თუმცა ქალბატონმა ლელამ მანამდეც, ბევრად ადრეც არაერთხელ იწინასწარმეტყველა ქიმიური იარაღის თაობაზე. ის კი არა, როდესაც სირიაში 2013 წლის აგვისტოში გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერება, ამერიკის მთავრობამ რჩევისთვის სწორედ ქალბატონ ლელა კაკულიას მიმართა!!!

საქმე ისაა, რომ მაშინ ქიმიური იარაღის აფეთქებას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოში და სწორედ ამ შემთხვევის გამო დაიწყო ქვეყანაში ქიმიური იარაღის რეზერვის  განადგურებაზე მუშაობა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა ქვეყნისთვის შეეთავაზებინათ საკუთარ ტერიტორიაზე მისი  მოსპობა, მაგრამ ამაზე ყველა სახელმწიფომ უარი განაცხადა (რაც ნაწინასწარმეტყველებიც იყო). გამოსავალი არსად ჩანდა და აშშ-ის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ფილადელფიის რადიო WNJC-ის მესვეურს, ჯონ ფორსაიტს მიმართა, რომელსაც კვირაში ერთხელ პირდაპირ ეთერში მიჰყავდა სპეციალურად ქართველი წინასწარმეტყველისთვის დაარსებული რადიოშოუ სახელწოდებით „ლელა კაკულია: მსოფლიო ხედვა და თქვენ“. მისტერ ფორსაიტი სასწრაფოდ დაუკავშირდა ქალბატონ ლელას და დაჟინებით სთხოვა, შეეწყვიტა შვებულება და რადიოეთერით გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის, რომლებიც მას „ზემოდან“ გადასცეს ქართველი ფენომენისთვის დასასმელად. მაშინ ქალბატონმა ლელამ პირდაპირ ურჩია ამერიკის მთავრობას, რომ ქიმიური იარაღი ოკეანეში გაენადგურებინათ, ვინაიდან იქ არსებულ წყალქვეშა დინებებს შეეძლოთ მათი გაფილტვრა და გაუვნებელყოფა.
რადიოინტერვიუ ამერიკის დროით დილის 10 საათზე გავიდა ეთერში, დღის 4 საათზე კი აშშ-მა განაცხადა, რომ სირიის ქიმიური რეზერვი ოკეანეში განადგურდებოდა!!!

WNJC-ის რადიოინტერვიუების ტექსტების ნახვა საიტზე განთავსებულ გაზეთებში შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. საიტზე აგრეთვე ატვირთულია პირდაპირი ეთერების ჩანაწერებიც.  

დღეს იმ წინასწარმეტყველებებს გთავაზობთ, რომლებიც სირიაში ქიმიურ აფეთქებებს შეეხება, ვინაიდან, როგორც ცნობილია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 აგვისტოს სამხედრო ვერტმფრენმა ტოქსიკური გაზის კონტეინერები ჩამოყარა ქალაქ სარაკიბეში იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მანამდე რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ორგანიზაცია „სირიის სამოქალაქო თავდაცვის“ განცხადებით, დაშავდა 33 ადამიანი, აქედან უმეტესობა — ქალები და ბავშვები.

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა ოპერაციაზეა საუბარი, ხოლო სირიის მთავრობა საერთოდ არ გავიდა ჟურნალისტებთან კონტაქტზე კომენტარის გასაკეთებლად.

ახლა მოსკოვიც, დამასკიც და ოპოზიციური ძალებიც უარყოფენ ქიმიური იარაღის გამოყენებას, მაგრამ დასავლეთი მათ ჯიუტად ადანაშაულებს ქიმიურ შეტევებში.


2009 წელი, 28 ოქტომბერი, თბილისი.

რუსეთი, როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ბაქტეოროლოგიურ, ქიმიურ ომს იწყებს! ვხედავ, ეს ჭირი მათ საკუთარ სახლში მიუბრუნდებათ. მე ასე ვხედავ: კავკასიონი იცავს საქართველოს მომწამლავი ნივთიერებებისგან! ეს ასეა. იქნება პატარა ვირუსები და მეტი არაფერი. ნუ შეშინდებით. კოსმოსი არ დაუშვებს ქართველების, ასე ვთქვათ, ამოწყვეტას. პირიქით, ვხედავ საქართველო გადაურჩება ამ ჭირს, დიახ, შავ ჭირს, რასაც სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვი!

2009 წელი, 5 ნოემბერი, ხუთშაბათი, თბილისი.

ვხედავ, მსოფლიო ძალიან აფორიაქდება იმ ქიმიური მოწამვლებით, რასაც არქმევენ ღორის გრიპს, ქათმის გრიპს და ასე შემდეგ! ვხედავ, ეს არის ბაქტერიული – ქიმიური ომი! დიახ, ეს ასეა. მალე ყველა ამაზე კი არ ალაპარაკდება, არამედ აყვირდება, იმიტომ, რომ ეს ვირუსები ყველგან ვრცელდება, ყველგან შეაღწევს და ამას ვერავინ შეაჩერებს. გასულ საუკუნეებში ადამიანებს „შავი ჭირისა“ ეშინოდათ და ბევრიც დაიღუპა. ახლაც იგივე მეორდება, ოღონდ სხვა სახით გვევლინება ეს შავი ჭირი, რომელსაც თვითონ ადამიანები ქმნიან ლაბორატორიებში! ჰოდა, საკუთარი ხელით შექმნილ ჭირს კოსმოსი საკუთარ სახლსა და ქვეყანაში შეუბრუნებს შემქმნელებს. ეს ასეა ასი პროცენტით.

საქართველოს ამ ქიმიური ნივთიერებებით ვერ გაწყვეტს მტერი. პირიქით, ჩემი საქართველო გადარჩება.

კოსმოსი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთისა და ირანის სახელმწიფო დასახელდება მომავალში.

ჩინეთი აღმოჩნდება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ. იქნება დიდი სიკვდილიანობა და ამაზე ყოველდღე ილაპარაკებენ. ასევე მოულოდნელი აფეთქება იქნება ვირუსებისა მოსკოვში. მათ არც საზღვრების ჩაკეტვა უშველით და არც სხვა არაფერი. დიახ, ეს ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები იმაზე მეტად სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს მსოფლიოში, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

წინასწარმეტყველება სრულდება. მე ადრე აღვნიშნე, რომ რუსეთი ბაქტეოროლოგიურ-ქიმიურ ომს გამოგვიცხადებდა, მაგრამ ვხედავდი და ახლაც ვხედავ, რომ არაფერიც არ გამოუვათ. საქართველო ყველაზე უკეთესად გადაიტანს ამ შემოტევას! კავკასიონის მწვერვალები იცავს საქართველოს. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს ტერიტორია ქიმიური ომისთვის მიუწვდომელია და ამიტომ ბაქტერიების გამრავლებას არ ვხედავ!

2013 წელი, 20 სექტემბერი.

ვხედავ, მსოფლიო პოლიტიკა ჩიხში შევა. იქნება დიდი სირთულეები, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ეს გამოიწვევს ისტერიას მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფერს რუსეთ-ამერიკის არაჯანსაღი, უფრო სწორად, მტრული დამოკიდებულება გამოიწვევს. ყველაზე დიდი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი კარგი ბიჭის როლს თამაშობს, ცუდი ბიჭი კი ამერიკაა, დამპყრობელი ქვეყანა, განსაკუთრებით სირიის მიმართ. მაგრამ სიმართლე არ დაიმალება. მალე ყველაფერს ფარდა აეხდება. მაგალითად იმას, თუ რა წარმოშობისაა სირიის ქიმიური იარაღი. ძალიან საინტერესო ფაქტებს დაალაგებს ამერიკა. ამის დამალვა არ შეიძლება, ვინაიდან ეს თემა ძალიან არყევს ამერიკის პოლიტიკას, ამერიკის მთავრობას. განსაკუთრებით მძიმე კი ის გარემოებაა, რომ თვითონ ამერიკელი ხალხი თავის მთავრობას, ცოტაც და, ოკუპანტს უწოდებს.

რუსეთი მშვიდობის მტრედად მოგვევლინება. დიდია და უსაზღვრო რუსეთის ამბიციები მსოფლიოს პირველობაზე. მოკლედ, მუსლიმურ სამყაროს რუსეთი გადამრჩენლად მოევლინა, მაგრამ ვიმეორებ: დაფარულ პოლიტიკას მალე ნიღაბი ჩამოეხსნება.

ამერიკა კატეგორიულად მოითხოვს სირიის პრეზიდენტის არა მხოლოდ გადაყენებას, არამედ მის გასამართლებას. დაისმება კითხვა: საიდან ამხელა რაოდენობის ქიმიური იარაღი, რომელთა განადგურებას წელიწადი და მილიარდი დოლარი სჭირდება? ვინ გამოიყენებს ამ ქიმიურ ნივთიერებებს?  კიდევ უფრო საკითხავია, სად გამოიყენებენ? უამრავი კითხვა ჩნდება. ახლა წარმოიდგინეთ, დაფარული პოლიტიკის მიღმა რა ხდება?! ესე იგი, ცოტაღა აკლია ადამიანს, რომ გადაშენდეს და გაქრეს დედამიწიდან.

ვხედავ, რომ რუსეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტს კარგს არაფერს მოუტანს, გარდა ომისა. დაიმახსოვრეთ: იგი უნდა გადადგეს, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ აუცილებლად გაასამართლებენ, ყველა ქმედებაზე პასუხს მოსთხოვენ. ამას სირიის პრეზიდენტი ვერ აიცდენს. აქ რუსეთიც უძლურია. ამიტომ წელავენ დროს, რომელიც მათ აღარ დარჩათ. 

ხაზგასმით აღსანიშნავია ერთი რამ, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს სირიელებმა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ. აქ მთავარი ამ ქიმიური ნივთიერებებისა და ასევე სხვა სამხედრო იარაღის განადგურებაა, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთს ეკუთვნის. ძალიან ბევრ ფაქტს აეხდება ფარდა, ბევრს მოეხსნება ნიღბები. იმას კი, ვისაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში წვლილი მიუძღვის, პასუხს აგებინებს კოსმოსი. ეს ასეა, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ყველა პასუხს აგებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსები.

***

რუსეთმა იქ გაიმარჯვა, სადაც ამერიკელი მოქალაქეების დიდ პროცენტს აზრი გაუჩნდა, რომ ამერიკა ოკუპანტი იქნება, თუ სირიას დაბომბავს. გასაკვირი კი ისაა, რომ ქიმიური იარაღი არა მხოლოდ სირიისთვისაა საშიში, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ვერ ხვდებიან, რომ ამერიკის მთავრობა ამ საშინელების შეჩერებას ცდილობს. იბრძვის იმისთის, რომ მომავალში ვერცერთმა სახელმწიფომ ვეღარ გაბედოს ამ ნივთიერებების გამოყენება. სირიის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს ხოცავს _ ბავშვებს, მოხუცებს და ყველას განურჩევლად. იქნებ ამ კუთხით შეხედოთ? რა დააშავა სირიელმა ხალხმა? ის, რომ ცოტათი უკეთესი ცხოვრება მოისურვა? იფიქრეთ, ამერიკელო ხალხო. ისიც იფიქრეთ, რომ თუ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების საკითხი ძირფესვიანად არ მოითხარა, მისი გადატანა ჯიბითაც კი შეიძლება. დანარჩენი ანალიზის გაკეთებას არაფერი არ უნდა, მაგრამ მაინც დავაბოლოვებ სათქმელს: ამ საწამლავს ამერიკაშიც ჩამოგიტანენ! ფრთხილად! ჩაიტანენ ასევე სხვა ქვეყნებშიც და საერთოდ დედამიწის ნებისმიერ წერტილში. აი აქ არის უდიდესი საშიშროება. ის ქვეყანა, რომელიც ქიმიურ იარაღს, ნივთიერებას გამოიყენებს, უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. დიახ, სამაგალითოდ, რათა სხვა ქვეყნებმა ვერ გაბედონ მისი გამოყენება. ამ დროს ქვეყნებს შორის უნდა იყოს ერთსულოვნება, მოქმედების ერთიანი გეგმა, რათა ეს დედამიწის გამანადგურებელი იარაღი მოისპოს. საამისოდ ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა კაცობრიობამ.

2013 წელი, 29 სექტემბერი, ურეკი.

დასავლეთის პოლიტიკური კურსი რუსეთთან მიმართებაში არასწო რია. ვხედავ დიდ შეცდომებს, რომელთაც ევროპა დაუშვებს. და პასუხიც არ დააგვიანებს. მით უმეტეს, რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი მალე გაართულებს ევროპასთან ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი ინგლისთან, საფრანგეთთან. მაგრამ რუსული პოლიტიკა, ვხედავ, რომ მარცხდება!!! ვერცერთ საკითხს სათავისოდ ვერ გაიტანენ!

სირიაში მძიმე მდგომარეობაა. ქიმიური იარაღის საკითხის მოგვარება ძალიან რთულია. გაანადგურებენ სრულად ამ ნივთიერებებს? რუსეთის მთავრობა დაიცავს ყველა ნორმას? ხომ არ გადამალავენ ქიმიურ იარაღს? ფრთხილად!!! თუმცა, ეს მშვენივრად ესმის ამერიკას და ჩასაფრებულია. ვხედავ, ქიმიური  იარაღი ბოლომდე არ ნადაგურდება. ეს აუცილებლად გამოჩნდება. ამერიკა რუსეთს დაადანაშაულებს.

რუსეთის, როგორც მშვიდობის მტრედის როლი და ამერიკის მთავრობის მიერ ტაშის დაკვრა, რომ მშვიდობიანი მორიგებით დამთავრდა ქიმიური იარაღის საკითხი სირიაში, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სირია სწორედ რუსეთმა მოამარაგა ყველანაირი სახის იარაღით, ასადის რეჟიმის მფარველად გვევლინება და ეს მთელმა მსოფლიომ იცის.

3 ნოემბერი, 2013 წელი.

ამერიკა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ის ძალიან გააქტიურდება. ეს იმას ჰგავს, რომ შემოლაწუნებით გამოფხიზლდეს და დაიწყოს თავისი პოლიტიკის გატარება-გამყარება, რომელშიც თითქოსდა მოიკოჭლა…

ამერიკა, არც არავის დაეკითხება, ისე გადაწყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს ახლო აღმოსავლეთშიც, ევროპაშიც და რაც ძალიან მიხარია, საქართველოშიც. თუ სად დაიწყებს ომს და ქიმიური იარაღის განადგურებას, ვიმეორებ, ამერიკა არავის არ დაეკითხება, პირდაპირ განახორციელებს დარტყმებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ქიმიური იარაღის განადგურებაზე იმისა მტკიცება, რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, არ არის სიმართლე. ამ ყველაფერს ამერიკის მთავრობა ჩამოხსნის ნიღაბს. ქიმიური იარაღის განადგურება შეიძლება იქვე, სადაც ის არის. ეს არის ყველაზე სწორი და მართებული გზა და ვხედავ, ეს ასეც მოხდება. სხვადასხვა ქვეყნებში ქიმიური იარაღის გატანისა და იქ განადგურების ინიციატივა რუსეთისგან მოდის, ეს რუსული თამაშია. არცერთ სახლმწიფოს არ სურს ქიმიური იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე შეტანა და იქ განადგურება, ვინაიდან ეს ექსცესების გარეშე არ ჩაივლის. „სადაც აწარმოეს და დანერგეს, იქაც გაანადგურონ!“ — ასეთი პასუხი იქნება ყველა სახელმწიფოსგან.

***
სირიაში ბასარ ასადი ფეხს მაინც ვერ მოიმაგრებს, რაც არ უნდა მოიმოქმედონ რუსებმა. ამერიკელებს დღეს თუ არ იციან, მომავალში ვხედავ, რომ ეყოლებათ თავისი კანდიდატურა სირიის პრეზიდენტის პოსტზე და იქ, რა თქმა უნდა, ამერიკული პოლიტიკა გაიმარჯვებს.

ქიმიური ნივთიერება განადგურების დროს მაინც ტოვებს კვალს და ამას მერე საშინელი დაავადებების სერიალები მოჰყვება. თანაც, დალოცვილებო,  სხვადასხვა ქვეყნებში რომ ანაწილებ და ამით ბომბებს ალაგებ მიწაში, რომლებიც ყოველ წუთას შეიძლება აფეთქდეს, ამას არ სჯობს, ერთ ადგილზე, სადაც ალაგია, იქაც განადგურდეს?

ამერიკის სისუსტე ის არის, რომ თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას. თქვენც ხედავთ, რომ რუსეთი აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რაც ქიმიურ იარაღს უკავშირდება. „აი, ხედავთ, რუსები როგორი დემოკრატიულები და შემწყნარებლები არიან?! რუსეთმა, ფაქტობრივად, ბაქტეოროლოგიურ-ქიმიური ომისგან იხსნა მსოფლიო“ — ეს იქნება რუსეთის მთავრობის ბოლო სიტყვა, თუ დასცალდათ. ხალხისთვის ისე ჩანს, რომ რუსეთმა „აგრესორი და ოკუპანტი“ ამერიკა შეაჩერა, რომ რუსეულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და აიძულა იმგვარი პოლიტიკის გატარება ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, როგორიც დღეს ტარდება. მაგრამ მე როგორც დავინახე და ვიწინასწარმეტყველე რუსეთის პოლიტიკის თაობაზე, ეს ყველაფერი ბლეფია.  ახლო მომავალში ამერიკა ბოლოს მოუღებს ამ თამაშს და, როგორც აღვნიშნე, ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

***

სირიის მოთხოვნა, რომ შეინარჩუნონ ქიმიური იარაღის მწარმოებელი ქარხნები იმ მოტივით, რომ მათ საყოფაცხოვრებო ქიმიის ქარხნებად გადააკეთებენ, ტყუილია. რაც მთავარია, ეს არც შეიძლება. რა გამოდის, რომ მთლად უნდა დაწამლონ ხალხი? იმ ქარხნებში საყოფაცხოვრებო ქიმიური ნაწარმის დამზადებს არ შეიძლება!  მე ვთქვი, რომ ქიმიური იარაღის განადურების შემდეგაც კი რჩება კვალი, რომელიც საშიშია მოსახლეობისთვის და ახლა ამ საწარმოების ხალხის სამსახურში ჩაყენება, საერთოდ სისულელეა. რეალურად, ეს არის მიძინებული საწამლავი. ქარხნები ყოველ წუთას შეუძლიათ აღადინონ. ანუ, როგორც გადააკეთებენ, ისე გადმოაკეთებენ.

აი, ამიტომ იყო აშშ-ს მოთხოვნა სირიის დაბომბვის თაობაზე სწორი!!! ეს არის აბსოლუტური სიმართლე და ეს მალე გამოჩნდება.

სირიას ვერ ეღირსება სიმშვიდე, სანამ ასადს არ დაბომბავენ. ასადი უნდა გადადგეს. ერთი პერიოდი თითქოს რაღაც შეთანხმებას ვხედავ. ის გეგმა, რისი შესრულებაც რუსეთს სურს სირიასთან დაკავშირებით ევროპაში, რუსეთს მიაჩნია, რომ გამარჯვებით დასრულდება, ანუ ევროპას მიიმხრობს. ამით ამერიკას ურტყამს, მაგრამ ვხედავ, ქიმიური იარაღის გამოყენება კიდევ მოხდება სირიაში და ასადი თავს ვეღარ გაიმართლებს. რუსეთის პრეზიდენტიც თავს შეიკავებს, ვინაიდან ძალიან აგრესიული რეაქციები წამოვა ევროპიდან.

4 ნოემბერი, 2013 წელი.

ვიმეორებ, სირიაში ომი არ დამთავრდება, სანამ ბაშარ ასადი იქნებ პრეზიდენტი. ყველა შეთანხმება რუსეთ-ამერიკას შორის, საერთაშორისო კონფერენციები და საქმეების გარჩევები აბსოლუტურად მიუღებელია სირიის ოპოზიციისთვის. ისინი, და არა მხოლოდ ისინი, ყველა ხედავს, რომ ასადს მწვანე შუქი აქვს ანთებული რუსეთისგან.

სირიის ოპოზიციისთვის კი, ვინც ასადის ინტერესებს იცავს, იმათგან ამ საკითხის განხილვა საერთოდ მიუღებელია. რუსეთის ინიციატივით ჟენევის კონფერენციაზე მიწვეული ირანის დელეგაცია უარყოფილი იქნება არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც, ვინაიდან როგორც რუსეთი, ისე მისი მომხრე ირანი, ბაშარ ასადის მხარეზე არიან. რუსეთისთვის ეს პოლიტიკური თამაში, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წარმოჩნდეს როგორც ზესახელმწიფო., ანუ #1 სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც აგვარებს ამ ურთულეს პოლიტიკურ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. თუკი აქ რუსეთის პოლიტიკა კრახს განიცდის, ეს იქნება რუსეთის დიპლომატიის მარცხი მსოფლიო არენაზე. ამერიკა, რომელიც დღეს უფრო მაყურებლის როლშია, მაინც მომზადებულია, რომ დაბომბოს სირია. ამერიკისთვის ასადის პრეზიდენტობა, რომელიც მან რუსეთს დაუთმო, ვხედავ, რომ პოლიტიკურ ყულფში აყოფინებს თავს რუსეთს. ბევრ პოლიტიკოსს ჩემი ახლანდელი წინასწარმეტყველება უხსნის, ნათელს ხდის ამერიკის პოლიტიკურ ნაბიჯებს.

მეტსაც გეტყვით: ეს არის უნებლიეთ დაწყებული პოლიტიკური თამაში ამერიკისთვის, ხოლო რუსეთისთვის კი მიზანმიმართული, რომელიც კოსმოსმა სწრაფად შეაბრუნა და ამერიკული პოლიტიკა ბუნებრივად მოახვედრა ამ წრეში. ასე რომ, ყველა ეს დაგეგმილი კონფერენცია და შეხვედრა უაზრობაა და დიდ დარტყმას მიიღებენ. სირიაში ის წერტილები თუ არ განადგურდა, რომლებიც ქიმიური იარაღის შექმნისთვის იყო აშენებული, არაფერი ეშველებათ!!!

ასე რომ, დაფიქრდით, პოლიტიკოსებო! ეს რჩევა მოდის კოსმოსიდან. ეს არ არის უბრალო ანალიზი. ეს წინასწარმეტყველებაა. სხვათა შორის, ეს ქიმიური იარაღი ასადისთვის დაცვითი ფორმაა. რა იცით, კიდევ რა აქვს ჩაფიქრებული?! რუსეთი აქ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ბოლოს ყველაფრის დამთავრება ამერიკას მოუწევს.

2015 წელი, 12 დეკემბერი, ურეკი.

ვხედავ, ყველაზე საშიში დედამიწისთვის — ეს არის ქიმიური ომი, რომელიც ისეთ დაავადებებს გამოიწვევს, რისგანაც ადამიანი თითქმის ვერ განიკურნება. ეს ქიმიური იარაღი მხოლოდ ადამიანებს აზიანებს და სხვას არაფერს პლანეტაზე. ვიმეორებ: მხოლოდ ადამიანების ორგანოებს! სხვა არაფერი — ბალახია თუ წყალი და ჰაერი, არ იწამლება, არა!!!

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top