ლელა კაკულია: ვხედავ ცნობილი მილიონრის გიორგაძესთან კონტაქტს. დიდი გეგმა აქვთ შემუშავებული...

რაც უკვე მოხდა

ორიოდე დღის წინ ქართული მედია კვლავ ალაპარაკდა იგორ გიორგაძეზე. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული და რუსეთში გადახვეწილი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნიდან მოხსნა. ახლა გიორგაძე აპირებს, რომ საქართველოს სასამართლოს მისი გამართლების მოთხოვნით მიმართოს.

„ინტერპოლმა განიხილა ჩემი საკითხი და ძებნიდან მომხსნა. ახლა ყველაფერს სასამართლო განიხილავს... მე საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები“, — თქვა გიორგაძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

ალბათ უკვე ხვდებით, რატომაც წამოვიწყეთ საუბარი იგორ გიორგაძეზე — დიახ, ქალბატონ ლელა კაკულიას მის შესახებაც აქვს ნაწინასწარმეტყველები და თანაც, არაერთხელ. აქედან უმეტესი ნაწილი უკვე ასრულდა, დანარჩენიც ასრულებისწინა ფაზაშია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის, რაც წლების წინაა ნათქვამი, ჩაწერილი და გამოქვეყნებული!!!

1995 წელი, 26 ივნისი, დილის11 საათი.

გიორგაძეს (КГБ) მოხსნიან. დიდი აყალმაყალისა და ბრძოლის შემდეგ მის ადგილზე მოდის ავთო იოსელიანი. მაგრამ წამოვა მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც უნდა დაინიშნიოს. იოსელიანის კანდიდატურა რეალური იქნება ვითომ, მაგრამ ბოლო მომენტში პრეზიდენტი არ გადაწყვეტს მის სასარგებლოდ.

1995 წელი, 26 ნოემბერი, დღის 12 საათი.

გიორგაძეს, სხვათა შორის, რუსეთი არ დაუბრუნებს [საქართველოს]. თუ გინდათ სიმართლე, მოსკოვშიც იმიტომ გავიდა თავისუფლად, რომ რუსეთიდან იყო ბრძანება.

1998 წელი, 13 იანვარი, დილის 10 საათი.

ისევ დაიწყება ლაპარაკი იგორ გიორგაძეზე.

იგი თბილისში ჩამოვა.

1998 წელი, 21 თებერვალი, დილის 10 საათი.

შევარდნაძის ტერაქტი მოსკოვში დაიგეგმა — ასე ვხედავ — ელცინის კაბინეტში (დროს ვერა, მაგრამ სხვას ყველასა და ყველაფერს ვხედავ დედამიწაზე)!

გიორგაძე და გიორგაძე! მერე რა? თქვენ ის იკითხეთ, გიორგაძის უკან ვინ დგას. რა შუაშია გიორგაძე?! თქვით ხმამაღლა, რომ ეს ტერაქტი მოდის რუსეთის მთავრობიდან, პირდაპირ პრეზიდენტისგან. მთელი რუსეთი რეაქციული, შავი ძალაა, არცერთს არ უდევს სიკეთის თესლი საქართველოს მიმართ.

1998 წელი, 3 აპრილი, დილის 11 საათი.

სხვათა შორის, იგორ გიორგაძეს მომავალში თანამდებობა ელოდება თბილისში. ჯერ ვითომ იჭერენ, მერე კი დაწინაურდება.

ასეა, დაუჯერეთ ყურებს!

2003 წელი, 16 მარტი, დილის 6 საათი.

ყველაფერი იშლება. ერთმანეთს დაჭამენ. ასეა, ძველი მიდის, ახალი მოდის!

ვხედავ ცნობილი მილიონრის გიორგაძესთან კონტაქტს. დიდი გეგმა აქვთ შემუშავებული. ეს შეეხება მის გაპრეზიდენტებას, მაგრამ ყოველივე ბლეფია.

გიორგაძე პრეზიდენტი არასდროს იქნება!

 

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top