ლელა კაკულია: არავითარი გადატრიალება, არავითარი სიკვდილი, ღმერთი დაიცავს თურქეთს!

რაც უკვე მოხდა

1994 წელი, 23 აპრილი, დილის 9 საათი.

ვაფრთხილებ თურქეთის პრეზიდენტს: ყურადღებით უნდა იყოს! შეეცდებიან მის მოკვლას, მაგრამ იგი გადარჩება. სხვათა შორისამაში მისივე ნათესავი მიიღებს მონაწილეობას. აქ ირანი იქნება ჩართული იმიტომ, რომ კანდიდატურა, რომელიც მოვა მის შემდეგ, სრულიად აკმაყოფილებს ირანს. მაგრამ ყველა ეს ცდა ჩაიშლება. მერე მიხვდებიან თურქები ირანელთა მიზნებს. თურქეთი ზურგს შეაქცევს ერთმორწმუნე ირანს.

ამ სიტუაციებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდება. მერე თურქეთი დაწყნარდება, არავითარი გადატრიალება, არავითარი სიკვდილი, ღმერთი დაიცავს მათ.

მთავრობაშიც განხეთქილებები იქნება, ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ წავა. აქაც ღმერთი დაამშვიდებს მათ. მერე მოხდება მთავრობის შეცვლა, პოლიტიკას რამდენიმე მოღალატეს ჩამოაშორებენ.

პრეზიდენტი შემდგომში ისევ გაიმყარებს ბაზას და დამშვიდდება თურქეთი.

წუხელ, 2016 წლის 15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა  ბინალი ილდირიმმა თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სატელეფონო ჩართვით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, სამხედროების ჯგუფმა, იარაღისა და მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, „უპასუხიმგებლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა“, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს.

თავის მხრივ, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა იგივე არხით ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ყველა არსებული საერთაშორისო ურთიერთობები ძალაში დარჩება.

ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად,  სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა.

ამბოხებულთა ავიადარტყმების ქვეშ მოყვა თურქეთის პარლამენტი, Türksat-ის შენობა, პოლიციის აკადემია გიობაშის რაიონში. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.

16 ივლისის დილით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარაში უკვე დაკავებულია ამბოხებაში მონაწილე 130-მდე ადამიანი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან სტამბოლშიც — 600 კაცი.

მანამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ გაწმენდს არმიას მოღალატეებისგან. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ შეიარაღებულ ძალებში ბევრს დააპატიმრებდა, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ამბოხის დაწყებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და განაცხადა, რომ თურქეთში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია.

ერდოღანის თქმით, ამბოხებულთა უმეტესი ნაწილი, რომელთა შორის არიან მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც,  უკვე დააკავეს.

„ეს იქნება თურქეთის არმიისთვის გაკვეთილი და თურქეთის არმია უნდა გაიწმინდოს და ეს წმენდა დაიწყება დღეიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top