იტალია

ქვეყნები

1995  წელი, 9 თებერვალი, დღის 2 საათი.
ი ტ ა ლ ი ა

იტალია ჩექმას გავს, ჰოდა ჩექმის ქუსლში არსებულ ტერიტორიაზე დიდი ცეცხლი დაინთება – ძლიერი შერყევა, როგორიც იაპონიაში იყო. თითქოს ეს მონაკვეთი გამოეყოფა, ჩამოემტვრევა იტალიას… წარღვნას გავს! ძალიან ავფორიაქდი. ეს ყოველივე ცუდი და მძიმე საყურებელია. ნგრევა, სისხლი – დიდი სისხლი!..
მთავრობაში დიდი ცვლილებები იქნება. ახალი პარტია მოდის. იმარჯვებენ.
იტალიაში დიდი გამოსვლები მოეწყობა – არაპოლიტიკური. ირგვლივ ზღვა დაბინძურებულია, რადიაცია აღინიშნება. არის ადგილები, რომლებიც მაგნიტივით იზიდავს ნარჩენებს (ატომურს). ზღვაში ჩაშვებული ასეთი ყუთი უნდა გაიხსნას.
გაფრთხილდით! გაფრთხილდით! იტალია იწამლება!!!
იმართება მიტინგები სარწმუნოების დაცვის მოთხოვნით.
ამერიკასთან კონფლიქტი თანხებთან დაკავშირებით.
სამხედრო ბაზები აჭუჭყიანებს ზღვას, რომელიც იტალიას აკრავს. სანაპირო შავი მასით დაიფარება!!!

 

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.

ამერიკა ევროპაში მაინც გაატარებს თავის პოლიტიკას. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი და როგორც ადრე აღვნიშნეთ, შეიარაღებული ძალების სისუსტეს აჩვენებს. რუსეთს ჯარი არა ყავს! რუსეთი ამერიკას ვერ შეეწინააღმდეგება! არც ერთი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო – იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ. რუსეთს მხარში არ ამოუდგება, არავის სურს რუსეთის ფეხზე დაყენება, მისი სამხედრო სიძლიერე.

1999 წელი, 9 ნოემბერი, დილის 10 საათი.

იტალიაში მოდის ახალი პაპი და იწყება ახალი პაპის ახალი ეტაპი. იგი დიდი პოლიტიკოსია, არანაკლები, ვიდრე იყო იოანე პავლე მეორე.

 

2008 წელი, 29 აგვისტო, ურეკი.

რუსეთთან არავის სურს ურთიერთობები. დიდი პოლიტიკური   ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის ახლა იწყება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკან არ იხევენ, ლიდერობს ინგლისი, ამერიკა მეორე პოზიციაზეა, ვხედავ და ჩქარი ტემპით აიძულებს ევროპას, ანუ გერმანიას, იტალიას, საქართველო შევიდეს ნატოში.

2008 წელი, 10 სექტემბერი, ურეკი.

რუსეთი მოკავშირეს ვერ მოძებნის დასავლეთში. იტალიის ხელმძღვანელი თითქოს რაღაცას წამოიკნავლებს, მაგრამ თანამოაზრენი ჩაქოლავენ და გაჩუმდება.

 

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი, ნათლისღება.

ვხედავ, რუსეთმა თვითონვე ბოლომდე გაიფუჭა დასავლეთთან ურთიერთობები. იტალიის მეთაურიც მიხვდა, რომ მათთან ძმაკაცობა და მეგობრობა – ეს დიდი ტყუილია.

**
დასავლეთის გეგმა – ეს არის რუსეთის დასუსტება, უფლების ჩამორთმევა. ჯობს, დასავლეთმა მართოს რუსეთი, ვიდრე პირიქით. აი აქედან დაიწყება რუსეთის დასუსტება.  სწორედ იტალია იქნება აქტიური. მის პრემიერს რუსებმა იმედები გაუცრუეს. ეს საკითხი ძალზე სერიოზულია, ვხედავ, დასავლეთისთვის.

**
შავ ზღვაზე ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს და არა მარტო ამერიკულს, ვხედავ გერმანიის, იტალიის სამხედრო გემებსაც. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაცვა საქართველოსი.

2009 წელი, 20 მარტი, თბილისი.

რუსეთი, არც დაფიქრდება, ევროპას გაზს მაინც გაუთიშავს. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მხარდაჭერა იმ ძალას არ წარმოადგენს, რომ ანგარიში გაუწიონ. ისინი მაინც თავისას აკეთებენ, ამიტომ მომავალში კარგავს პარტნიორებს ევროპაში.

**
რუსეთი გაზს მაინც გადაკეტავს. ეს უკვე ისე მოხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალიაც ძალიან დაზარალდებიან. მათ ინტერესებს რუსეთი აღარ გაითვალისწინებს. ადრე მათ ფარულად მოილაპარაკეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთს უნდა შეწყვიტა იმ დრომდე, ვიდრე გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს საცავებში გაზი გაუთავდებოდათ. ვხედავ, რუსეთმა მაშინ მათ დაუთმო იმ იმედით, რომ ისინი რუსულ პოლიტიკას მიემხრობოდნენ, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში. ამას მიხვდნენ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც და ამიტომ, ვხედავ, მომავალში სამეულს არ აპატიებენ, მწარედ გაახსენებენ წარსულს.

2009 წელი, 8 ივლისი, ურეკი.

ევროპა რუსეთს სანქციებს დაადებს. რამდენადაც იკავებდა ევროპა აქამდე თავს, ვხედავ, მომავალში იმდენად მიაწვება რუსეთს. `რუსი ფაშისტები!~ – გაჰკივიან ევროპელები ისე, რომ ამერიკაც კი ვეღარ აჩერებს. ყველაზე მეტად რუსეთს `მეგობარი~ ქვეყნები უტევენ, მაგალითად, იტალია და გერმანია, ანუ მთელი ევროპა. ყველანი ვიხილავთ, როგორ დამარცხდება ბოროტება.

2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.

ვხედავ, იტალიის მეთაური გადადგება! მას ძალზე სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ.

2009 წელი, 1 სექტემბერი, ურეკი.

ევროპის ქვეყნებს შორის გერმანია, საფრანგეთი და იტალია არასდროს აფიქსირებენ თავიანთ მყარ პოზიციას მსოფლიო პოლიტიკაში, ანუ, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი სანდო პარტნიორები არ არიან! რა თქმა უნდა, მათ ეს სჭირდებათ, პირველ რიგში იმისათვის, რათა არ გადაამლაშონ პოლიტიკურ თამაშში. საქართველომ `მაპი~ რომ ვერ მიიღო, ეს მათი დამსახურებაა, ვხედავ. რუსეთს შეუძვრნენ. ენერგორესურსები მათთვის უფრო მთავარია, ვიდრე რუსეთის აგრესია, რომელიც განახორციელეს 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოში.  მათი შემდგომი ქმედება – საქართველოში სირბილი და მისი დაცვა რუსი აგრესორებისგან, განპირობებული იყო იმით, რომ მსოფლიოს სხვა წამყვანმა ქვეყნებმა სასტიკად დაგმეს კრემლის ავანტიურა და წინ აღუდგნენ მას. აბა, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ხომ არ გამოაკლდებოდნენ ამ მოვლენებს? მაგრამ რუსეთმა გაზი ევროპას მაინც გაუთიშა და ამ სამ სახელმწიფოსაც აჩვენა ძალა. ჰოდა, ზუსტად ამ ამბიციამ დაღუპა რუსეთი. მან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა ხისტი პოლიტიკის გატარებით ევროპაში. მეგობარი სახელმწიფოები ისე ჩააფიქრა მათმა ქმედებამ, რომ ვხედავ, მომავალში ზუსტად ისინი მიაყენებენ დიდ დარტყმას რუსეთს! კარგად იციან, რომ მათი ნდობა არ შეიძლება.

2009 წელი, 26 ოქტომბერი, თბილისი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ყველანაირად ცდილობს, რუსეთს არ აწყენინოს და ძალიან ფრთხილობს, რომ ამით სახელი არ გაიტეხოს (კერძოდ, გერმანია და იტალია), მაინც ვერ მოიგებს რუსეთის გულს. ისინი ერთნაირი მოთამაშეები არიან, ღალატი და ორპირობა მათთვის უცხო არ არის.

 

2010 წელი, 2 თებერვალი, თბილისი.

ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება.

2010 წელი, 17 თებერვალი.

პოლიტიკური თამაში განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ძალიან ძვირი დაუჯდებათ მომავალში. ვხედავ, ზუსტად ეს სამი ქვეყანა გახდება რუსეთის დაუძინებელი მტერი.

2010 წელი, 20 მარტი.
გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, ვიმეორებ, რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები – ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის.

**
ამერიკა უკვე არ აპირებს, რაიმე დაუთმოს გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით, საქართველოს საკითხში.

**

, ამერიკა დახურულ კარსმიღმა ძალიან მკაცრად მოსთხოვს ევროპას მძიმე სანქციების დაწესებას! ეს მოთხოვნა კი არა, ვხედავ, ბრძანებაა. ვერც გერმანია, ვერც საფრანგეთი და ვერც იტალია ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მითუმეტეს, რომ ევროპის სხვა ქვეყნები მომხრეები იქნებიან ამ სანქციებისა. აი აქ იწყება უკვე ნამდვილი დიდი პოლიტიკა.

**
მომავალში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მრავალ ქვეყანაში თითქმის ერთდროულ მთავრობათა ცვლას ვხედავ. ეს აუცილებელიცაა, განსაკუთრებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიისთვის. მათმა პოლიტიკამ საერთოდ არ გაამართლა. მათ გამოიჩინეს სისუსტე, რამაც რუსეთს ხელი შეუწყო, მწვანე შუქი აუნთო აგრესიაში; ეს მათ მისცეს რუსეთს უფლება, ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადაეცილებინათ საკუთარი პოლიტიკა. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ აიგდო მასხარად რუსეთმა ევროსაბჭო, რომელსაც დედაც აგინეს და საქართველოს მიმართ აგრესიაც თავხედურად განაგრძეს – ვითომ მიითვისეს საქართველოს ტერიტორიები. ევროპის აზრი რუსეთს საერთოდ არაფრად უღირს და არც არაფრად მიიჩნევენ. ჰოდა, მთელი სიზუსტით სრულდება 1992 წლის წინასწარმეტყველებები. გადახედეთ ჩემს გაზეთებს, ჟურნალსა და წიგნს და იქ იხილავთ პასუხებს ყველაფერზე, რაც დღეს ხდება და რაც მოხდება.

2010 წელი, 30 მარტი.
ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები! თუ აქედან არ დაიწყო ცვლილებები, ანუ რუსეთის გაძევება საქართველოდან, არანაირ დიდ პოლიტიკას აზრი არ აქვს. აი აქ არის გაჭედილი მსოფლიოს  პოლიტიკა, აი აქ უნდა მოამტვრიონ რქები ბოროტებას, აქედან უნდა დაიწყოს პოლიტიკური ნაგვისგან გასუფთავება! ბოლოს ამას მთელი ევროპაც მიხვდება; უფრო მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყნის მეთაური შეიცვლება. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. საერთოდ, ამ ქვეყნებში,  ვხედავ, მომავალში ბევრი რამ შეიცვლება, რაც ვერც კი წარმოგიდგენიათ!

2010 წელი, 7 აგვისტო, ურეკი.
მომავალში ვხედავ დიდ მიწისძვრებს, დიდი ქალაქები ინგრევა, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, სომხეთი, ინდოეთი _ ეს დიდი, დამანგრეველი დარტყმა იქნება ამ ქვეყნებისთვის.

2010 წელი, 1 დეკემბერი, თბილისი.

იტალიაში პრემიერ-მინისტრს მაინც მოხსნიან თანამდებობიდან. `მაფიოზი მთავრობა ჩვენ არ გვჭირდება!` _ გაჰკივის იტალიელი ხალხი. ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ! საერთოდ მომავალში მთავრობაში მოდის ქალი. იგი ძალიან ძლიერი პიროვნება. ასევე ძლიერია როგორც პოლიტიკოსიც. ქალი პრემიერი დიდ ცვლილებებს შეიტანს იტალიის პოლიტიკაში. იგი ამერიკასაც შეუქმნის პრობლემებს, ვხედავ. ატყდება ერთი ამბავი, მაგრამ მალევე მორიგდებიან. რუსეთი კი კარგავს პარტნიორს _ იტალიას!

 

2011 წელი, 19 აპრილი, თბილისი.

განსაკუთრებით საშიშია, როგორც ადრე აღვნიშნე, ჩინეთისა და იტალიის მიწისძვრები. მათ კატასტროფები არ აცდებათ, ეს მაინც მოხდება.

**

იტალიას, რომელსაც `ქუსლი~ მოტყდება, ამოიფრქვევა ვულკანი და ისევ იქნება წყალდიდობები.

2011 წელი, 17 მაისი, 
თბილისი, დილის 6 საათი.

არც იტალიას ინდობს ბუნება. მიძინებული ვულკანები იღვიძებენ, მოხდება მიწისძვრები, იმდენად ძლიერი, რომ იტალიას `ქუსლი~ მოტყდება!

2011 წელი, 31 ოქტომბერი, დილის 6 საათი, თბილისი.

იტალიაში ისევ დაძაბული პერიოდები იქნება. ხალხი მაინც გამოდის გარეთ, მაგრამ რაც არ უნდა წინ და უკან ირბინონ, მსოფლიო ეკონომიკა ჯერჯერობით ისევ რთულ მდგომარეობაშია, ვხედავ. თუმცა, არც ისე შორსაა, ვგრძნობ, დრო, როცა ყველაფერი დალაგდება!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top