გერმანია

ქვეყნები

1992 წელი, 22 მარტი.
გერმანიის − ორი შეერთებული გერმანიის მოულოდნელი ეკონომიკური კრიზისი.

 

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

ამერიკასა და გერმანიას შორის მოხდება დიდი განხეთქილება. ეს ძალიან დაასუსტებს ევროპას და ძალას აძლევს იქაურ მუსლიმებს.

**
ვხედავ, გერმანელებს პირველობის მანია შეუჩნდებათ, რომ თითქოს მათი ქმედებები გადაარჩენს მსოფლიოს. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, დიდ ტრაგედიამდე მიიყვანს.  საფრანგეთთან ურთიერთობები აერევა. აქაც პოლიტიკური შეცდომებია, ე.ი. `გერმანია უპირველეს ყოვლისა!~ ანუ პირველობა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.
ქვეყნის შიგნით კი იწყება ეკონომიკური კრიზისი (რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე) და ასევე მუსლიმთა მოძლიერება, რასაც სასტიკად გაუსწორდებიან (არავითარი დემოკრატია არაა!!!) და ამის შემდეგ მუსლიმები დაიწყებენ გერმანიიდან გაქცევას.
დღეს გერმანიას ძალიან უჭირს. ისინი მეტს გასცემენ, რათა ეკონომიკური კრიზისი დამალონ, მაგრამ დიდი კრახი არ აცდებათ.

 

1994 წელი, 25 ივლისი, 4 საათი.

მუსლიმები თითქოს მთელ დასავლეთ ევროპას დაიპყრობენ მესამე მსოფლიო ომის დროს. გერმანია თავს დაიხსნის, საფრანგეთს ძალიან გაუჭირდება.

 

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.
ბალტიისპირეთი − ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ მოისურვებენ გერმანიის ტერიტორიასთან შეერთებას. ატყდება დიდი ამბები. რუსეთი მათ მიეხმარება. ამ დახმარებას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.

 

1998 წელი, 14 იანვარი, დღის 3 საათი.

გერმანიაში დიდი მოძრაობები იქნება. თავად ქვეყნის შიგნით დაძაბული სიტუაციებია. მუსლიმნი ძალიან მომრავლებულნი არიან. ადრე გამოძახილი სუსტი იყო, ახლა უფრო ძლიერი იქნება. დაიწყებენ მუსლიმთა დევნას, გერმანია გასუფთავდება და მესამე მსოფლიო ომისთვის იგი კარგად დასუფთავებული იქნება ეროვნულ საკითხებში, კარგად დაცული საზღვრები აქვს და მომზადებულიც.

 

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.

ამერიკა ევროპაში მაინც გაატარებს თავის პოლიტიკას. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი და როგორც ადრე აღვნიშნეთ, შეიარაღებული ძალების სისუსტეს აჩვენებს. რუსეთს ჯარი არა ყავს! რუსეთი ამერიკას ვერ შეეწინააღმდეგება! არც ერთი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო – იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ. რუსეთს მხარში არ ამოუდგება, არავის სურს რუსეთის ფეხზე დაყენება, მისი სამხედრო სიძლიერე; დიახ, ის სიძლიერე, რომელიც წარსულში მსოფლიოს დღენიადაგ აზანზარებდა და მუდმივ შიშში ყავდა.

 

2005 წელი, 22 ნოემბერი.

გერმანელი კანცლერი ქალი ძალიან რთულ პოლიტიკას გაატარებს, ანუ გაუგებარ პოლიტიკას და უშვებს შეცდომებს. იგი ძალიან ამბიციური პიროვნებაა, როგორც მოწონს, ისე უნდა იმოქმედოს; თუ არ მოწონს, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა უჭირს.  მას საკუთარი ამბიციები მართავს. სრული კრახია მის პოლიტიკაში. უთანხმოება მუსლიმებთან – ყველა ამაზე ილაპარაკებს. უპირისპირდება მწარედ, დაიწყებს მათ შევიწროვებას, რათა განდევნოს ისინი გერმანიიდან. მოკლედ, ქაოსია. მაგრამ გერმანია მომავალში თავის სიმაღლეზე დგას. კანცლერს გადააყენებენ!
გერმანიაში ცეცხლს ვხედავ, აფეთქებებს. ევროპის დიდი ნაწილი ძალიან დაიძაბება, მუსლიმებს უპირისპირდებიან. ამ თემაზე კონფერენციებს მოაწყობენ. ცალკე კიდევ ბუნებაა განრისხებული.

 

2006 წელი, 23 აპრილი.
გერმანელი კანცლერი უარყოფით პოლიტიკას გაატარებს და მიიღებს დიდ კრახს, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობაში. ეს მომავალში მალე გამოჩნდება.

 

2007 წელი, 21 იანვარი.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი იწყება, ვხედავ. მათი კანცლერი დიდ შეცდომებს დაუშვებს. `არც ისეთი დიდი პოლიტიკოსია!~ – ასე იტყვიან გერმანულ გაზეთებში და ტელევიზიითაც. ეს ჩანს რუსეთთან ურთიერთობაში. თითქოს ამერიკას ზურგი შეაქცია და რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობები დაამყარა. ამერიკა არ აპატიებს ამას ქალბატონს და დიდ ხაფანგს დაუგებს.

2007 წელი, 10 თებერვალი.
იძაბება ევროპაც (ისინი დამოუკიდებულები ხდებიან რუსეთისგან ნავთობისა და გაზის საკითხში), მაგრამ ამ თამაშს გერმანია მოუღებს ბოლოს. ვითომდა თბილ ურთიერთობას რუსეთთან მოულოდნელად შეწყვეტს კანცლერი ქალი და წავა დიდი პოლიტიკური თამაში. რუსეთი წააგებს. რუსეთს ბედისწერაზე ევროპის მართვა არ აწერია!

 

2008 წელი, 1 მარტი.  
გერმანიაში დიდი ცვლილებებია მთავრობის ხაზით. კანცლერად მოდის კაცი _ ძალიან ძლიერი პიროვნება. აი აქ რუსეთს ძალიან გაუჭირდება, კანცლერი დიპლომატიურ ომს გამოუცხადებს. ძალიან რთული მდგომარეობა ექმნებათ რუსებს. საინტერესო ის არის, რომ ევროპა გაზისა და ნავთობის სულ სხვა გზებს გამონახავს!

2008 წელი, 8 აპრილი.
გერმანიის კანცლერი ქალბატონი პოლიტიკური არენიდან მიდის და მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად!!! იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, შეუძლებელს შეძლებს. მოსკოვს კი არ მოეფერება, არამედ პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს. მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა (დიდი ბაბუა), რაზეც ალაპარაკდებიან. მაგრამ ეს გერმანიას და ევროპას სულ არ აღელვებს. იგი ნამდვილი კანცლერია _ რუსეთთან ყველა მოლაპარაკებას მოიგებს!

2008 წელი, 3 ივლისი.

რუსეთს  ევროპასთან, ისევ ვიმეორებ, ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, რომ სირთულეები განმუხტონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

2008 წელი, 20 აგვისტო, ურეკი.
დასავლეთმა რუსეთი უნდა შეაჩეროს, თორემ ერთ დღესაც გაიღვიძებს გერმანია და ბერლინის კედელი აშენებული დახვდებათ, ხოლო ნახევარი ევროპა ნამგალ-უროიანი წითელი დროშების ქვეშ გაიღვიძებს.

2008 წელი, 29 აგვისტო, ურეკი.
რუსეთთან არავის სურს ურთიერთობები. დიდი პოლიტიკური   ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის ახლა იწყება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკან არ იხევენ, ლიდერობს ინგლისი, ამერიკა მეორე პოზიციაზეა, ვხედავ და ჩქარი ტემპით აიძულებს ევროპას, ანუ გერმანიას, იტალიას, საქართველო შევიდეს ნატოში.
ვხედავ, მომავალში რუსეთს დიდი სიურპრიზები ელის.
2008 წელი, 20 სექტემბერი, თბილისი.

ყველა ხვდება, რომ რუსებთან არც მოლაპარაკება შეიძლება და თანამშრომლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვხედავ, გერმანია ერთს წამოიკნავლებს, მაგრამ პარტნიორები ხმას ჩააწყვეტინებენ. რუსული ენერგორესურსები, ვხედავ, არავის სჭირდება!

2008 წელი, 7 ოქტომბერი, თბილისი.
გაზეთის წინა ნომერში ვიწინასწარმეტყველე, რომ გერმანია წავიდოდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ნათელიცაა. წინ ევროპას ცივი ზამთარი, ყინვები ელის. მათ რუსეთის ენერგორესურსები სჭირდებათ…

**
ვხედავ, რუსეთი ცდილობს დაძაბოს დასავლეთიც, ევროპული ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ისინი გერმანიაზე მუშაობენ. გერმანიის კანცლერი არც ისეთი მაგარია. იგი სისუსტეს გამოავლენს, ძალიან მკაფიოდ გამოაჩენს, რომ რუსეთს სერიოზულ საკითხებში უთმობს და, ასე ვთქვათ, ფეხქვეშ ეგება. ენერგორესურსებთან დაკავშირებით ევროპას ძალიან არ უჭირს. გამოსავალი მრავალია, მაგრამ დასავლეთმა ჯერ კარგად ვერ გაითავისა, ვხედავ, თუ ვინ არიან რუსები. თანაც საკუთარი ძალების იმედი აქვთ.

2008 წელი, 12 ნოემბერი, ურეკი.

ევროპა-რუსეთის ალიანსი არ შედგება, ვხედავ. მე ვიწინასწარმეტყველე წარსულში, რომ გერმანია და იტალია რუსეთს, ასე ვთქვათ, დაუტკბებიან-მეთქი. დღეს, რა თქმა უნდა, ენერგორესურსები უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. მაგრამ ხვალ? `ხვალ~ კი ვხედავ, რუსეთი ისეთ თავხედურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ დასავლეთი სწრაფ საპასუხო დარტყმას მიაყენებს. ეს ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომი იქნება! აქ საქართველო არაფერ შუაშია, ეს კოსმოსი უხდის დასავლეთს სამაგიეროს ორპირობისთვის.

2008 წელი, 16 დეკემბერი, თბილისი.

დღეს ისე ჩანს, რომ ევროპის ქვეყნები: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, თითქოს რუსეთის მხარეს იხრებიან. ჰოდა, როგორც კი იგრძნობენ რუსები მომავალში, რომ დასავლეთმა დაუთმო, აი მერე ნახეთ მათი ამბიციები და უარყოფითი, თავხედური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ოღონდ, თუ მოასწრეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მაინც დაეშვება დაბლა და მთელი რუსული მოსახლეობა გარეთ გამოდის! შედეგები კი, როგორიც ვიწინასწარმეტყველეთ, ისეთი დადგება.
რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიას, ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველეთ ის, რასაც დღეს მოიმოქმედებდნენ ისინი ევროპის პოლიტიკაში. ვხედავთ, თვითონ დასავლეთის ქვეყნები, როგორც ადრე აღვნიშნე, დაუპირისპირდებიან მათ.

**
საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას თამაშს კოსმოსი არ აპატიებს; რუსეთთან პოლიტიკური შეჯახებები ელით! ამას ამერიკაც დიდად შეუწყობს ხელს, ვხედავთ.

**
მართალია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია დიდ გარიგებაში არიან რუსეთთან, მაგრამ არავინ უწყის, თუკი აგრესია მეორედ განხორციელდება, რა პასუხი ექნებათ ამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი ექნებათ!

 

2009 წელი, 9 იანვარი.

გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს უძვრებიან. ვხედავ, მათ ლიდერებს გარკვეული ინტერესები აქვთ და რუსეთთან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ევროპა ორად იყოფა. ეს ნაწილი რუსეთს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროამერიკულია. ვხედავ, ინგლისი ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს და ნიღაბს ჩამოხსნის ამ უაზრო პოლიტიკურ თამაშს.

2009 წელი,10 იანვარი.

დასავლეთი კი კიდევ იწვნევს მწარე სიურპრიზებს `დიდი რუსეთისგან~; განსაკუთრებით გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ასეა, დროა საკუთარ თავზე გამოცადონ ყველაფერი. წარსული ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ.

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია დღეს ორმაგ თამაშს განაგრძობს, რუსეთის პრეზიდენტ-პრემიერის დაჯილდოვება ორდენითა თუ მედლით, არაფერს ცვლის. თანაც, რა ღირსებებითაც ეს ორდენია შემკული, არც ერთი მათგანი არ მიესადაგება პრეზიდენტ-პრემიერს, განსაკუთრებით მშვიდობისმოყვარეობის კუთხით. უბრალოდ, სირცხვილია! ასეთი მშვიდობისმყოფელი არ მოაცილოს ღმერთმა დიდ გერმანიას! ზუსტად ის იქნება, ვინც ბოლომდე გააწნავს სილას დასავლეთს.

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი.

შავ ზღვაზე ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს და არა მარტო ამერიკულს, ვხედავ გერმანიის, იტალიის სამხედრო გემებსაც. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაცვა საქართველოსი. ვხედავ, გემები საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

2009 წელი, 20 მარტი, თბილისი.

რუსეთი, არც დაფიქრდება, ევროპას გაზს მაინც გაუთიშავს. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მხარდაჭერა იმ ძალას არ წარმოადგენს, რომ ანგარიში გაუწიონ. ისინი მაინც თავისას აკეთებენ, ამიტომ მომავალში კარგავს პარტნიორებს ევროპაში.
.
**
რუსეთი გაზს მაინც გადაკეტავს. ეს უკვე ისე მოხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალიაც ძალიან დაზარალდებიან. მათ ინტერესებს რუსეთი აღარ გაითვალისწინებს. ადრე მათ ფარულად მოილაპარაკეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთს უნდა შეწყვიტა იმ დრომდე, ვიდრე გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს საცავებში გაზი გაუთავდებოდათ. ვხედავ, რუსეთმა მაშინ მათ დაუთმო იმ იმედით, რომ ისინი რუსულ პოლიტიკას მიემხრობოდნენ, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში. ამას მიხვდნენ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც და ამიტომ, ვხედავ, მომავალში სამეულს არ აპატიებენ, მწარედ გაახსენებენ წარსულს.
რუსეთი ბოლომდე ვერ მიიმხრობს გერმანიას. ახალი კანცლერი არაფერს დაუთმობს კრემლს. ძველი კანცლერისგან განსხვავებით, იგი რუსეთს ფარულ პოლიტიკურ ომს გამოუცხადებს და მთლიანად ამერიკას მიემხრობა. ეს კი ნიშნავს რუსული პოლიტიკის დიდ მარცხს ევროპაში. გერმანია ამასაც არ დასჯერდება და ღია თამაშს დაიწყებს. ასეთია მგლური კანონი: სანამ ჭირდებათ ერთმანეთი, იქამდე ითანამშრომლებენ, მერე კი ერთმანეთს დაღრღნიან.

**
ევროპა ამერიკას ზურგს არასდროს შეაქცევს. ისინი ყოველთვის ერთ თამაშს, ანუ პოლიტიკას თამაშობენ. კრემლი ისევ ძველ პოლიტიკას უბრუნდება და საბოლოოდ აქ იწვნევს მარცხს. პირველები მეგობარი გერმანია და საფრანგეთი გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. ისინი კარგავენ მთელი ევროპის ნდობას.

2009 წელი, 14 ივნისი, თბილისი.

რუსეთს, ვხედავ, მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება(!), ვინაიდან რუსეთი თავხედურად ცდილობს ზეწოლას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც. არც გერმანიას მოერიდებიან. პირდაპირ განაცხადებენ, რომ ბერლინის კედელს ისევ ააშენებენ და არც არაფრის ეშინიათ, ევროპის აზრი არც აინტერესებთ! ეს იქნება დიდი შოკი ევროპისთვის! ევროპას უცებ დაავიწყდება საყვარელი სიტყვები: `მოლაპარაკებები~, `დიალოგი და მხოლოდ დიალოგი~ და იწყებს სანქციების გამოყენებას, რომლებიც ყველა პოლიტიკურ ზღვარს ცდება. აი აქ კი მართლა შეშინდება რუსეთის მთავრობა.

2009 წელი, 8 ივლისი, ურეკი.
ევროპა რუსეთს სანქციებს დაადებს. რამდენადაც იკავებდა ევროპა აქამდე თავს, ვხედავ, მომავალში იმდენად მიაწვება რუსეთს. `რუსი ფაშისტები!~ – გაჰკივიან ევროპელები ისე, რომ ამერიკაც კი ვეღარ აჩერებს. ყველაზე მეტად რუსეთს `მეგობარი~ ქვეყნები უტევენ, მაგალითად, იტალია და გერმანია, ანუ მთელი ევროპა. ყველანი ვიხილავთ, როგორ დამარცხდება ბოროტება.

2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.
მთავრობა იცვლება, ვხედავ, გერმანიაშიც. ეს კი რუსეთისთვის ძალიან, ძალიან წამგებიანია!

2009 წელი, 1 სექტემბერი, ურეკი.

ევროპის ქვეყნებს შორის გერმანია, საფრანგეთი და იტალია არასდროს აფიქსირებენ თავიანთ მყარ პოზიციას მსოფლიო პოლიტიკაში, ანუ, მინდა აღვნიშნო, რომ ისინი სანდო პარტნიორები არ არიან! რა თქმა უნდა, მათ ეს სჭირდებათ, პირველ რიგში იმისათვის, რათა არ გადაამლაშონ პოლიტიკურ თამაშში. საქართველომ `მაპი~ რომ ვერ მიიღო, ეს მათი დამსახურებაა, ვხედავ. რუსეთს შეუძვრნენ. ენერგორესურსები მათთვის უფრო მთავარია, ვიდრე რუსეთის აგრესია, რომელიც განახორციელეს 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოში.  მათი შემდგომი ქმედება – საქართველოში სირბილი და მისი დაცვა რუსი აგრესორებისგან, განპირობებული იყო იმით, რომ მსოფლიოს სხვა წამყვანმა ქვეყნებმა სასტიკად დაგმეს კრემლის ავანტიურა და წინ აღუდგნენ მას. აბა, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ხომ არ გამოაკლდებოდნენ ამ მოვლენებს? მაგრამ რუსეთმა გაზი ევროპას მაინც გაუთიშა და ამ სამ სახელმწიფოსაც აჩვენა ძალა. ჰოდა, ზუსტად ამ ამბიციამ დაღუპა რუსეთი. მან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა ხისტი პოლიტიკის გატარებით ევროპაში. მეგობარი სახელმწიფოები ისე ჩააფიქრა მათმა ქმედებამ, რომ ვხედავ, მომავალში ზუსტად ისინი მიაყენებენ დიდ დარტყმას რუსეთს! კარგად იციან, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. თუ რუსეთი რამეს გპირდება, ყოველი შემთხვევისთვის, უნდა მოემზადო საპირისპირო მხრიდან დასახვედრად. ყველამ ცუდად  ითამაშა საქართველოს წინააღმდეგ. ჰოდა, რაც დათესეს, მალე მოიმკიან!!! რუსეთი ევროპას გაზს ისევ გადაუკეტავს. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ ევროპა გაამწარონ!
ვიმეორებ: გერმანიაში მოდის კანცლერი, ანუ მთავრობა, რომელიც რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს! რუსეთი ძალიან აფორიაქდება. გერმანიასთან ურთიერთობის გართულება მათი პოლიტიკისთვის დიდი დარტყმა იქნება. რუსები ხმამაღლა განაცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერი არის შთამომავალი ჰიტლერის ფაშისტური არმიის წევრისა. ვხედავ, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ, მერე რა??? ეს არავისთვის არაფერს არ ნიშნავს! ახალი კანცლერი კი ვერ იტანს რუსეთს! აი ასეთ ცეცხლს დაანთებს რუსეთი, მაგრამ მას არცერთი ქვეყანა არ აჰყვება. უბრალოდ, რუსეთი დაკარგავს ევროპაში მომხრეებს. ევროპა ერთ მუშტად შეიკვრება და ყველა პროექტში, რომლებიც ენერგორესურსებს შეეხება, სულერთია, ეს საქართველოდან მოდის თუ მთვარიდან, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ, რათა რუსეთის მიერ დაგებულ მახეს ენერგორესურსების სახით, თავი დააღწიონ! ალტერნატივა კი მშვენიერია – საქართველოს `აბრეშუმის გზა~, უღალატო და ერთგული ქვეყანა – ჩემი პატარა საქართველო!

**
ისევ ვუბრუნდები გერმანიას და მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება: ქალი კანცლერის გამარჯვება და მისი პოლიტიკა დამარცხდება. გერმანელ ხალხს საკუთარი თავი ადარდებს და არა პატარა საქართველო; ფიქრობს, ვინ როგორ გამოადგება! დიახ, ასეთია პოლიტიკის წესები, მაგრამ მთლად წაშლილი არ უნდა იყო ადამიანი. გერმანიამ უარი უთხრა საქართველოს `მაპზე~, სამაგიეროდ, როცა რუსეთმა ომი გაგვიჩაღა, ხალხი დაგვიხოცა და ჩვენი ტერიტორიები მიითვისა, გერმანიამ მოგვისამძიმრა და დაგმო რუსეთის ქმედება. საოცარია! ეს ხომ გერმანიამ აუნთო მწვანე შუქი რუსეთს და უდიდესი ლობირება გაუწია `მაპის~ ჩაგდებით, ხელი შეუწყო კრემლს შავი ზრახვების შესრულებაში?! ეს ჩვენთვის –  ქართველებისთვის, კარგი გაკვეთილია. მოვიხვეჭოთ ყოველივე სიკეთე და სიძლიერე, რაც საქართველოს და ქართველებს გვჭირდება, სხვამ კი საკუთარი თავი იტიროს; მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად! – ასე არ შეიძლება, თვით დიდ პოლიტიკაშიც კი.
იცოდეთ, გახსოვდეთ, კოსმოსი ყველაფერს თვალყურს ადევნებს და პასუხიც არ დააგვიანებს. მალე, როგორც ეს 1992-2993 წლებში ვიწინასწარმეტყველე და დღესაც ვიმეორებ, გერმანიას ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა დაუპირისპირდება. მომავალში ვხედავ, სასამართლო გერმანიის დღევანდელი მთავრობის მოღვაწეობასაც განიხილავს, რუსეთთან ერთად. ძალიან ბევრი რამ იმალება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველაფერს ფარდა აეხდება. მერე? მერე კოსმოსი გასცემს მათ პასუხს. მომავალში  ნახავთ დიდ სასამართლოებს. ასეთი შეცდომები დაუსჯელი არ დარჩება. ეს ხელს უწყობს მესამე მსოფლიო ომოს დაწყებას!

2009 წელი, 26 ოქტომბერი, თბილისი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ყველანაირად ცდილობს, რუსეთს არ აწყენინოს და ძალიან ფრთხილობს, რომ ამით სახელი არ გაიტეხოს (კერძოდ, გერმანია და იტალია), მაინც ვერ მოიგებს რუსეთის გულს. ისინი ერთნაირი მოთამაშეები არიან, ღალატი და ორპირობა მათთვის უცხო არ არის.

**
გერმანიის მთავრობას – მერკელს, ვერ უშველის პუტინის მეგობრობა. საერთოდ  რუსეთისთვის მეგობრობა უცხო სიტყვაა. თუმცა, იგივე ითქმის ევროპელებზეც. ასე რომ, იქნება ევროპა-რუსეთის დიდი დაპირისპირება! ამას ვერ აიცდენა ევროპა. საჭიროა მან საკუთარი თავი დაიცვას და გამოიყენოს ის ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ უნდა აემოქმედებინა! ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.

2009 წელი, 17 ნოემბერი, თბილისი.
გერმანია ყოველთვის უთმობდა რუსეთს და ორმაგ თამაშს ღიად თამაშობდა. მაგრამ მომავალში, ვხედავ, მოუწევთ, რომ აღიარონ ევროპის, მსოფლიოს აზრი საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით, ყოველგვარი პოლიტიკური თამაშის გარეშე! დიახ, გერმანიას რომ უარი არ ეთქვა საქართველოსთვის `მაპ~ზე, ანუ ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთი ვერ გაბედავდა ჩვენს ქვეყანაზე აგრესიას. იცოდეთ, რაც არ უნდა შეალამაზოთ, ისტორია სიმართლეს იტყვის, რომ გერმანიამ, ანუ მისმა მთავრობამ მერკელის მეთაურობით, რუსეთს საშუალება მისცა საქართველოსთან ომის დაწყებისა. თუმცა მალე ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება!

 

2010 წელი, 2 თებერვალი, თბილისი.
ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება. საბოლოოდ კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა და ამერიკა გაერთიანდებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსულ პოლიტიკას.

2010 წელი, 17 თებერვალი.

ევროპა ცდილობს, უფრო რბილი სანქციები გაატაროს რუსეთის მიმართ, რასაც დღემდე აკეთებს. მაგრამ ის ნაბიჯები, რომელთაც რუსეთი გადადგამს, აიძულებს გერმანიასა და საფრანგეთს, ხმამაღლა აყვირდნენ. ევროპა უფრო დაიძაბება, უფრო აირევა. საქართველო მოგონება იქნება. რუსეთი – ეს არის ის ჭირი, რომელსაც კოსმოსი მოუვლენს ევროპას. გერმანია-საფრანგეთის ტკბილი ურთიერთობები რუსეთთან დიდი კრახით დამთავრდება. ვხედავ, მომავალში ზუსტად ეს ორი ქვეყანა ძალიან მწარედ დაუპირისპირდება `დიდ რუსეთს~.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ქვეყნები ჩამოაყალიბებენ ერთიან ბლოკს, რომელიც ნატო-ამერიკას მყარად დაუდგება გვერდით ყველა საკითხში _ დიახ, განურჩევლად ყველა საკითხში; ხოლო გერმანიასა და საფრანგეთს პასუხს ბევრ რამეზე მოსთხოვენ, მოკლედ, სასამართლოებს გაუმართავენ!!!

**
მსოფლიო არ უნდა მოვასვენოთ, განსაკუთრებით კი ევროპა; ის ევროპა, რომელიც ყოველთვის ორმაგად თამაშობს! თუმცა ეს თამაში, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ძალიან ძვირი დაუჯდებათ მომავალში. ვხედავ, ზუსტად ეს სამი ქვეყანა გახდება რუსეთის დაუძინებელი მტერი. რუსეთმა ხომ მეგობრობა არ იცის (ვგულისხმობ პოლიტიკის გარეთაც!!!).

2010 წელი, 9 მარტი, თბილისი.

საქართველომ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს მყარად. ქართველებმა ვიცით, რა სურს საქართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილი სურვილები ჩვენ არ გვჭირდება; არც ევროპის კარნახი. თვითონ არიან ჩიხში მომწყვდეულები. რუსეთმა რომ საქართველოს ომი გამოუცხადოს, არ სურთ, რადგან ეს მათ იმიჯს დაარტყამს, მაგრამ არც ის სურთ, რომ საქართველო ფეხზე დადგეს, აქაოდა, რუსეთს არ ეწყინოსო! ასეთი პოლიტიკა რუსეთს ძალას აძლევს იმ გადაწყვეტილებაში, რომ დაარტყას ევროპას და ძველი დიდება დაიბრუნოს. მაგალითად, ისევ აუშენოს გერმანელებს ბერლინის კედელი ცხვირწინ. საბჭოთა კავშირის აღდგენა დაიწყონ სწორედ ევროპიდან, ნამდვილად მისასალმებელია. ამის ნიშნები დღეს ძალიან ბევრია. ამას ევროპაც ხედავს, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ რუსებს უძვრებიან. თუმცა იმავდროულად  ელოდებიან მომენტს, რომ რუსეთი ძირფესვიანად მოთხარონ.

2010 წელი, 20 მარტი.
გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, ვიმეორებ, რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები – ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის.

**
ამერიკა უკვე არ აპირებს, რაიმე დაუთმოს გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით, საქართველოს საკითხში.

**
ვხედავ, ამერიკა დახურულ კარსმიღმა ძალიან მკაცრად მოსთხოვს ევროპას მძიმე სანქციების დაწესებას! ეს მოთხოვნა კი არა, ვხედავ, ბრძანებაა. ვერც გერმანია, ვერც საფრანგეთი და ვერც იტალია ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მითუმეტეს, რომ ევროპის სხვა ქვეყნები მომხრეები იქნებიან ამ სანქციებისა. აი აქ იწყება უკვე ნამდვილი დიდი პოლიტიკა.

**
ვხედავ, ამერიკა დახურულ კარსმიღმა ძალიან მკაცრად მოსთხოვს ევროპას მძიმე სანქციების დაწესებას! ეს მოთხოვნა კი არა, ვხედავ, ბრძანებაა. ვერც გერმანია, ვერც საფრანგეთი და ვერც იტალია ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მითუმეტეს, რომ ევროპის სხვა ქვეყნები მომხრეები იქნებიან ამ სანქციებისა. აი აქ იწყება უკვე ნამდვილი დიდი პოლიტიკა.

2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.
მოულოდნელ ცვლილებებს ვხედავ ევრო-ამერიკულ პოლიტიკაში. რაც შეეხება რუსეთს, ისინი რადიკალურ ცვლილებებს გაატარებენ და ამას იწყებენ საქართველოდან. ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები! თუ აქედან არ დაიწყო ცვლილებები, ანუ რუსეთის გაძევება საქართველოდან, არანაირ დიდ პოლიტიკას აზრი არ აქვს. აი აქ არის გაჭედილი მსოფლიოს  პოლიტიკა, აი აქ უნდა მოამტვრიონ რქები ბოროტებას, აქედან უნდა დაიწყოს პოლიტიკური ნაგვისგან გასუფთავება! ბოლოს ამას მთელი ევროპაც მიხვდება; უფრო მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყნის მეთაური შეიცვლება. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. საერთოდ, ამ ქვეყნებში,  ვხედავ, მომავალში ბევრი რამ შეიცვლება, რაც ვერც კი წარმოგიდგენიათ! სწორედ გერმანია დაადანაშაულებს რუსეთს და  ბრალდებებს წაუყენებს. ასევე ევროსაბჭოც. რუსების თქმით, ისინი ყველაზე მეტ ფულს იხდიან ამ `უსარგებლო ევროსაბჭოში“. მოკლედ, მომავალში მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ვნებათაღელვა იქნება. ყველა რუსეთს დაუპირისპირდება,  განსაკუთრებით კი, ამერიკა!!!

2010 წელი, 30 მაისი.

უფრო მეტსაც ვხედავ: გერმანია-საფრანგეთს აწყობს, რომ ევროსაბჭოში შემავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ისევ დაბრუნდნენ რუსების ახალ, მოდერნიზებულ კაპიტალისტურ საბჭოთა კავშირში, რადგან ამით ბევრი თავსატეხი მოსცილდება ძველ ევროპას _ აღარც ეკონომიკური კრიზისები იქნება მათი თავშისაცემი და აღარც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი! ასეა, ევროპას ურჩევნია, დარჩეს ისევ ძველ ევროპად. ვხედავ, მოლაპარაკებულებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, მაგრამ ამერიკა ამ გარიგებებს ნიღაბს ახსნის. დროა უკვე, შეერთებული შტატები მართლა მკაცრად ჩაერიოს ამ ბინძურ, კაცთმოძულე პოლიტიკაში.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top