ინგლისი

ქვეყნები

1992 წელი, 22 მარტი.
ინგლისში ტერორისტულ აქტებს ვხედავ. მარგარეტ ტეტჩერი შეეცდება დაბრუნებას, მაგრამ მის სიკვდილს ვხედავ. ინგლისში დიდი წყალი; ზღვის ტალღას ვხედავ – წყალდიდობას.

 

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

ინგლისი ელოდება ცვლილებებს. მისი მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომა იქნება დაშვებული, ვხედავ.

 

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.
ინგლისს წარღვნა ემუქრება. დიდ ტალღებს ვხედავ. წყალდიდობები, ნგრევა.

 

1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.
იწყება შავი ზღვის ათვისება მეცნიერული და სამხედრო ხაზით. შიგ ზღვაში არის მეტად გამოსადეგი, რაღაც მოყავისფრო-მოყვითალო მასა, რომელიც საქართველოსთვის ოქროდ ფასობს. გარდა ამისა, ამერიკა, თურქეთი, ინგლისი – ამ სახელმწიფოების ინტერესი დიდია სამხედრო ხაზით.

 

1997 წელი, 27 მაისი, დილის 11 საათი.
შავ ზღვაზე მომავალში, ვხედავ, დიდი პროგრამაა ჩადებული ფსოუდან ბათუმამდე. ამერიკა, ევროპა (ინგლისი), იაპონია, უკრაინა – ესენი არიან ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნები.

1997 წელი, 15 ივლისი, კოჯორი.

შავ ზღვაზე, ვხედავ, შემოდიან ამერიკისა და ინგლისის გემები; ეს სამხედრო გემებია.

 

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.

არც ერთი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო – იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ. რუსეთს მხარში არ ამოუდგება, არავის სურს რუსეთის ფეხზე დაყენება, მისი სამხედრო სიძლიერე; დიახ, ის სიძლიერე, რომელიც წარსულში მსოფლიოს დღენიადაგ აზანზარებდა და მუდმივ შიშში ყავდა.

1999 წელი, 7 ნოემბერი, დღის 2 საათი.

ბევრი სახელოვანი და გამოჩენილი ადამიანი ეწვევა საქართველოს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ინგლისის დედოფლის ჩამოსვლა. იგი ჩამობრძანდება საქართველოში ასი პროცენტით. გრანდიოზულ შეხვედრას მოუწყობს საქართველო მას.
ინგლისელები შავ ზღვაზე იაქტიურებენ საქმიანად – სამხედრო ხაზით ეხმარებიან საქართველოს. ვხედავ წყალქვეშა ნავს და გემს, რომელსაც ინგლისი საქართველოს აჩუქებს. დიდ პროექტებს ვხედავ, ყველგან აშენებენ. ინგლისის მსხვილი ბანკებიც შემოდიან კონტაქტში.

1999 წელი, 9 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ინგლისი ძალიან დაინტერესდება საქართველოს წყლებით. ეს წყლები – სამკურნალო, გოგირდის წყლები – ძალიან საინტერესოა ყველასათვის.  ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი წყლები უძვირფასესი სამკურნალო ნივთიერებითაა სავსე და როცა დაიწყება ნამდვილი გამოკვლევა, მსოფლიო გაოცდება. დიახ, ეს ასეა. ააშენებენ ბალნეოლოგიური კურორტის მსგავს დიდ ლამაზ შენობებს, სამკურნალო ცურვისა და მასაჟის ცენტრს, ყოველგვარი წამლით მკურნალობის გარეშე, რასაც უდიდესი და საოცარი ეფექტები იქნება. ასეთ აუზებში იბანავებენ და იმკურნალებენ დედოფლები, მაგალითად, ინგლისის დედოფალი, მსოფლიო ელიტა.

**
ინგლისს ახალი დედოფალი ეყოლება.

 

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ვხედავ, ბუნება ისევ ბობოქრობს, ევროპა ისევ წყლით იფარება. ინგლისს კვლავ დიდი ტალღა გადაფარავს.

2008 წელი, 1 მარტი.  

ინგლისის ზოლს დატბორილს ვხედავ, ყველგან წყალია. თუმცა, ღმერთის წყალობით, სტიქია სწრაფად ჩადგება.

2008 წელი, 29 აგვისტო, ურეკი.
რუსეთთან არავის სურს ურთიერთობები. დიდი პოლიტიკური   ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის ახლა იწყება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკან არ იხევენ, ლიდერობს ინგლისი, ამერიკა მეორე პოზიციაზეა, ვხედავ და ჩქარი ტემპით აიძულებს ევროპას, ანუ გერმანიას, იტალიას, საქართველო შევიდეს ნატოში.

 

2009 წელი, 9 იანვარი.

გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს უძვრებიან. ვხედავ, მათ ლიდერებს გარკვეული ინტერესები აქვთ და რუსეთთან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ევროპა ორად იყოფა. ეს ნაწილი რუსეთს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროამერიკულია. ვხედავ, ინგლისი ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს და ნიღაბს ჩამოხსნის ამ უაზრო პოლიტიკურ თამაშს.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top