უკრაინა

ქვეყნები

1993 წელი, 25 ივლისი, დღის 1 საათი.

უკრაინა დიდი მეგობარი გახდება საქართველოსი. მათაც იმედი აქვთ პრეზიდენტისა და დადგება დრო, როცა პრეზიდენტი უკრაინას რუსეთთან დიდ პოლიტიკურ ომს მოაგებინებს, ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოიყვანს.

1993 წელი, 26 სექტემბერი, საღამოს 7 საათი.

რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს.

**
ღმერთო, რა მოხდება, რომ 29-30 სექტემბერს დაიწყოს რუსეთ-უკრაინის ომი?! უკრაინა უკვე მომწიფებული და მომზადებულია ომისათვის, მოსკოვი კი დასუსტებულია. ახლა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.

1993 წელი, 28 დეკემბერი,  დილის 9 საათი.

რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!
არის ისეთი დაპირისპირებები, რასაც რუსეთი მალავს. არავითარ ინფორმაციას სერიოზული დაძაბულობის შესახებ არ გადმოსცემენ. შეთანხმებები (ვითომ შეთანხმებები) ნორმალური არ არსებობს. ყველაფერი წკიპზეა მისული – კრახამდე.
ჟირინოვსკი უდიდეს თამაშს დაიწყებს. საკუთარ იდეებს დაფარავს და მოულოდნელად იწყებს დიდი დემოკრატის როლის თამაშს. დაიწყებს საზღვარგარეთზე მუშაობას, ხოლო უკრაინასთან არეულობაში უპირველეს როლს ითამაშებს. დაფარულად მოთხრის ყველას და ყველაფერს.

1994 წელი, 4 ივლისი, დღის 2 საათი.

რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!!!
რუსეთი იპყრობს უკრაინას, ბელორუსს, ციმბირს, `ჩუჩმეკებს~, ბურიატიას და კიდევ სხვ. ესე იგი, რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის ტერიტორია შეინარჩუნოს აუცილებლად. `ესენგეს~ მუსლიმები ხელიდან გამოეცლებათ (საქართველო პირველ რიგში), ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც აღვნიშნე, ჩაკეტავენ (ეს მათი სამხრეთი საზღვარია), უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაყვება. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას _ არა. `დიდი რუსეთი~ იწყება კიევის რუსეთიდან!!! რუსეთს დიდი პრეტენზიები ექნება საზღვრებთან დაკავშირებით.
სექტემბერი-ოქტომბერი… უკრაინა ძლიერია. სიურპრიზები რუსებს!
უკრაინა რუსეთს დიდი დროს წაართმევს (საქართველო გამოძვრება). საბოლოო ჯამში, რუსეთი უკრაინაში წააგებს.

1995 წელი, 14 მარტი, დილის 9 საათი.
მოულოდნელად უკრაინა დგება თავისი მოთხოვნებით ისევ. უკრაინას კიდევ ამერიკა აჩერებდა, ახლა ვხედავ, რომ უკრაინა იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.

**
რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს იქნება მოკლე პერიოდი. აქ ამერიკა ჩაერევა, გაეროც და ყველაფერი შეწყდება.

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.
უკრაინის ფლოტი ძლიერია. რუსეთი ყირიმს ვერ წაართმევს უკრაინას. რუსეთი შავ ზღვაზე არასდროს და ვერასდროს იმეფებს!

**
უკრაინაში აფეთქებულ ატომურ სადგურზე იწყება სერიოზული მუშაობა. ჩერნობილი – ეს ხუმრობა არაა. მომწამლავი რადიაცია უკვე კოსმოსშია. ეს საკითხი შეეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ამიტომ ერთიანი ძალით შეუტევენ ამ უხილავ შავ ძალებს – რადიაციას. აი მაშინ კი სერიოზულად და ნამდვილად სუფთავდება მთელი დედამიწა.

1996 წელი, 9 ოქტომბერი.
უკრაინა დიდი დახმარებით დაუდგება საქართველოს ბევრ რამეში.

1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.

უკრაინა მყარ კონტაქტში იქნება საქართველოსთან − რუსეთს არავინ

**
უკრაინა ძლიერი პარტნიორი იქნება საქართველოსი შავ ზღვაზე.

1996 წელი, 19 დეკემბერი, დილის 10 საათი.

შავი ზღვის საკითხი გამძაფრდება. უკრაინა-რუსეთს შორის ვხედავ დიდი შეჯახებებს. ეს გარდაუვალია. რა ანალიზებიც არ უნდა აკეთონ, ეს ასეა.

1997 წელი, 27 მაისი, დილის 11 საათი.

შავი ზღვა ყურადღების ცენტრში მოექცევა. ვხედავ გემების `პარადს~. უკრაინა! გემები შემოდიან ფოთში _ რამდენიმე სამხედრო გემია. უკრაინასთან შეთანხმებასა და მოლაპარაკებებს ვხედავ გემების თაობაზე.

**
შავ ზღვაზე მომავალში, ვხედავ, დიდი პროგრამაა ჩადებული ფსოუდან ბათუმამდე. ამერიკა, ევროპა (ინგლისი), იაპონია, უკრაინა – ესენი არიან ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნები.

**
ვხედავ უკრაინისა და საქართველოს გაერთიანებას შავ ზღვაზე. ეს რუსული ფლოტის დასასრულია შავ ზღვაზე. რუსეთი აქ უძლურია. უკრაინა-საქართველოს ფლოტი რუსეთის ფლოტის ტოლფასია და მას დიდი შანსი ექნება გაუმკლავდეს რუსეთს მომავალში.

1997 წელი, 22 ივლისი.

მომავალში უკრაინა ყველანაირად გვერდში უდგას საქართველოს. ვხედავ, შავ ზღვაზე უკრაინა-საქართველო ბრწყინვალე დუეტია.

1997 წელი, 15 აგვისტო, დილის 11 სთ. 25 წთ. კოჯორი.

ვხედავ, სალაპარაკო მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, უკრაინა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!

1998 წელი, 10 სექტემბერი, დილის 11 საათი, კოჯორი.

უკრაინასთან ისევ ატყდება დავა. ეს უკვე მართლა სერიოზულია. რუსეთის პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში, ვხედავ.
2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი. 

უკრაინა იძაბება. ვხედავ სისხლს, დიდი დარტყმები იქნება. მთავრობა არ დაუთმობს `კმარელებს~, ოპოზიციას. მათთვის მაგალითი საქართველოა და `ბიჭების გულაობას~ პრეზიდენტი არ დაუშვებს. უკრაინაშიც იწყება 1937 წელი. დიდი კრახი, შეჯახებები, მაგრამ დიდი გაუმართლებლობა.

2004 წელი, 3 ნოემბერი.

უკრაინაში, ვხედავ, ოპოზიცია წააგებს. იუშენკო პრეზიდენტი არ გახდება. ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხდება იანუკოვიჩი.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ძალიან ცდება, იგი მოტყუვდება. იანუკოვიჩი ისეთ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის პოლიტიკაში, როგორსაც არ ელის რუსეთი. იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს, იგი მიიმხრობს ოპოზიციასაც. ეს ასეა, აი ნახავთ. იანუკოვიჩი – უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის – პუტინის მითითებებს არ შეასრულებს, მიდის წინააღმდეგ.
მერე კი ვხედავ საშიშროებას, ანუ რუსეთ-უკრაინას შორის საომარ დაძაბულობებს! ეს ჯერ კიდევ 1992-1993 და შემდეგ წლებშიც ვიწინასწარმეტყველე.

2005 წელი, 9 იანვარი, თბილისი.

პარალელურად უკრაინა იძაბება. მოსკოვი – კრემლი დიდ თამაშებს იწყებს. იუშენკო? გაიგეთ, იგი ვერ იქნება პრეზიდენტი! ძალიან ავადაა, საწყალი, არაფერი ეშველება!

2005 წელი, 18 იანვარი.

`უკრაინის პრეზიდენტი იუშენკოა თუ მისი ორეული?~ – ასე იტყვიან. ზუსტი სცენარია საქართველოსი.
ვხედავ, უკრაინა ძალიან დაიძაბება, ომის, დენთის სუნი ტრიალებს! იწყება დაჭერები, მაგრამ ამ პროგრამას ბოლომდე ვერ მიიყვანენ.
იუშენკო ძალზე ავადაა. იგი ნელ-ნელა სუსტდება, პრეპარატები აღარ შველის. ის პრეზიდენტი არ არის, ვერ მართავს სახელმწიფოს, არ შეუძლია. მის ხელქვეითებს არ ჭირდებათ მისი აზროვნება. თუ ვეღარ გაუძლო, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი? მოკლედ, ქაოსია. ქალს – მის მარჯვენა ხელს, ესვრიან!
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის იქნება დიდი უთანხმოება, მათ შორის შავი კატა გაირბენს, დიდი სკანდალი ატყდება. ამერიკა ვერ მოარიგებს. ეს იქნება ორი პრეზიდენტის დასასრულის დასაწყისი.

2005 წელი, 10 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შავი კატა გაირბენს. ისინი ვეღარ რიგდებიან. აქ ამერიკა უძლურია.
ვხედავ, უკრაინას ძალიან უჭირს, უჭირს მის პრეზიდენტსაც. იგი ძალიან მალე ტოვებს პრეზიდენტის პოსტს. აი ნახავთ.

2006 წელი, 22 მარტი.

უკრაინა აირევა. პოლიტიკა ნულის ტოლია. ახალი სახეები ჩნდებიან.

2006 წელი, 28 ნოემბერი.

უკრაინაში კი ორ ძლიერ ძალად ითვლება ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო. უკრაინა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოდიან რუსები _ კრემლი! ტიმოშენკო არ გაუწევს კრემლს წინააღმდეგობას, პირიქით, სკამის სანაცვლოდ შევა კონტაქტში იანუკოვიჩთან. რუსეთი მართავს უკრაინას _ ასე ჩანს, მაგრამ ქალი დიდ თამაშს იწყებს და მოიგებს კიდეც.

2007 წელი, 15 თებერვალი.

უკრაინაში რუსების კაცი – იანუკოვიჩი, თითქოს მთლიანად რუსია, მაგრამ, რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დღესაც იგივეს ვხედავ: ის რუსეთს უღალატებს! იგი გაატარებს უკრაინულ პოლიტიკას და არა რუსულს. ეს დიდი და წარმოუდგენელი დარტყმაა რუსეთისთვის.
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა დაიძაბება. იულია ტიმოშენკო და იანუკოვიჩი – ერთად ვხედავ? ეს კი დიდი ძალაა.
რუსეთი წააგებს!!!
საერთოდ, გაიმარჯვებს იანუკოვიჩი. ეს ასეა!

2007 წელი, 16 თებერვალი.

უკრაინაში მკვეთრი პოლიტიკური ცვლა წავა. ვხედავ, მთელი მთავრობა იცვლება. იანუკოვიჩი-ტიმოშენკო! პრეზიდენტი არავის ახსოვს. დიდი ბრძოლები წავა მთავრობაში. მკაფიოდ ჩანს, თუ ვის უფრო უმუშავებს თავი. ვხედავ, რომ ტიმოშენკო უფრო რუსული მხარეა. იანუკოვიჩის თამაშით რუსეთთან (იგი გამოიყენებს ამ მომენტს) წინა პლანზე წამოიწევს. რუსეთი იანუკოვიჩს არ აპატიებს და ასე ჩანს, რომ იულია ტიმოშენკო რუსეთის მხარდაჭერით ხდება უკრაინის პრემიერი. დიახ, ასე ვხედავ, ოღონდ ვერც იუშენკოა მომავალში პრეზიდენტი და არც იულია ტიმოშენკო პრემიერი. მოდის ახალი, ნამდვილად უკრაინელი მთავრობა – უკრაინელები, რევოლუციის გარეშე.
უკრაინა არც ევროპა-ამერიკას გაუწვება და არც `დიდ რუსეთს~. ეს იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო რუსების გარეშე. რუსეთი, ვხედავ, ვეღარ ერევა უკრაინის საქმეებში. უკრაინა მოიგებს ცივ ომს რუსებთან. დიახ, ეს ასე მოხდება.

2007 წელი, 7 ივლისი.

რუსეთი ასევე წააგებს უკრაინაშიც. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი. ვხედავ, მომავალში უკრაინის მთავრობაში მოდიან ახალი ძალები, ანუ ახალგაზრდები და ყოველივე იშლება. იქმნება და შენდება ძლიერი, ახალი უკრაინა. რუსეთის პრეზიდენტს ბევრი დაუპირისპირდება. მას ჰგონია, რომ ძლიერია? არა, მის ჩანაფიქრებს ასრულება არ აწერია. ვისი იმედიცა აქვს, ის უღალატებს. როგორც კი პრეზიდენტი გახდება, ყველაფერს ივიწყებს და სულ სხვა პროგრამას განახორციელებს. ამას ყოველივეს ვხედავ მომავალში.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

უკრაინის პრეზიდენტი იუშენკო, მისი ძალა პოლიტიკაში, უფრო სუსტდება. იულია ტიმოშენკო რუსეთთან მყარ კონტაქტშია. ვხედავ, დიდ დემოკრატიას თამაშობს, მაგრამ აქაც ყოველივე გამჟღავნდება.
უკრაინა ისევ აირევა. ვხედავ, რუსეთთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება, თუმცა უკრაინა `დიდ რუსეთს~ უკან დაახევინებს.

2008 წელი, 21 იანვარი, ურეკი, დილის 5 საათი.

ვხედავ, უკრაინაში ჩერნობილი ჟონავს, რადიაცია ისევ ვრცელდება. დაფიქრდით, ადამიანებო! ეს ხომ ბუნებაზე მოქმედებს? ატომური გამოსხივებები ბევრ ობიექტზეა, რომლებიც არ არის ისე დაცული, როგორც საჭიროა – ვერ იცავენ!!!

2008 წელი, 8 აპრილი.

მოსკოვს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. უკრაინის მიმართ პოლიტიკოსთა ბოღმიანი განცხადებები იწვევს უკრაინელი ხალხის აღშფოთებას და ვხედავ, როგორ გამოდის ხალხი და თხოულობს რუსეთთან, მოსკოვთან დიპლომატიური უერთიერთობების გაწყვეტას. ვხედავ, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი ყვირის: `გაეთრიეთ, რუსებო!~ ეს მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება. მდგომარეობა ძალიან დაიძაბება. ევროპა ამ მოვლენას გამოეხმაურება.

2008 წელი, 9 აპრილი.
ვხედავ, უკრაინასთან დიდი პოლიტიკური ომი ისევ იმართება. აქაც ტერიტორიის საკითხი  დგას. რუსეთს მაინც არ შეერგება შავი ზღვის ზოლი. ეს ასეა მომავალში ასი პროცენტით.

2008 წელი, 16 აგვისტო, ურეკი.

საქართველო და უკრაინა დაჩქარებული წესით შედიან ნატოში. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს!

2008 წელი, 20 აგვისტო, ურეკი.

უკრაინასთან ბრძოლა კრემლისათვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ვხედავ, მოხდება ისე, რომ უკრაინაში მაცხოვრებელი რუსი ეროვნების ხალხი მოსკოვისკენ გაემართება. ტერიტორია კი აქვს რუსეთს დიდი და ჩინელების მაგივრად საკუთარი რუსები დაასახლონ იქ, ბატონო.  ამინ!

2008 წელი, 29 აგვისტო, ურეკი.
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია-მეთქი. ვხედავ,  როგორ გაედინებიან რუსები უკრაინიდან.
2008 წელი, 9 სექტემბერი, ურეკი, დილის 5 საათი.

ასევე ვხედავ, რომ რუსებმა დაკარგეს უკრაინაც. უკრაინელებს ყოველთვის სძულდათ რუსები და მართალნიც იყვნენ. მოკლედ, ნატოს გემები შევლენ ყირიმშიც. წარმოუდგენელია? წარმოიდგინეთ, ბატონო, ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდება!

2008 წელი, 20 სექტემბერი, თბილისი.

ვხედავ, უკრაინაში მდგომარეობა რთულდება, მაგრამ რაც ამ სახელმწიფოზე ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ზუსტად ასრულდება.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ვხედავ, იულია ტიმოშენკო ყოველთვის იყო და ახლაც არის კრემლის აგენტი! ამის დანახვა შეიძლებოდა, ფაქტები ყოველთვის იყო და ახლაც არის. თუმცა ეს ქალი მალე გაქრება უკრაინის პოლიტიკიდან. ხალხი მას, უბრალოდ, არ აყვება, ხალხი ტიმოშენკოს უარყოფს. იგი წააგებს.

2008 წელი, 14 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, რომ კრემლი იგივე შეცდომას უშვებს უკრაინასთან დაკავშირებითაც (ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ყოველივე სიტყვა-სიტყვით ასრულდება). უკრაინასთან ომი რუსეთმა არ უნდა დაიწყოს _ ეს ხომ პატარა საქართველო არაა _ მაგრამ რუსეთს სულ სხვა გეგმები აქვს, რომელთაც, ვხედავ, ვერ განახორციელებს. რუსები აქაც წააგებენ! ომი რუსეთ-უკრაინას შორის ძალიან სახიფათოა `დიდი რუსეთისთვის~. ფრთხილად!

2008 წელი, 22 ნოემბერი, ურეკი, ღამის 3 საათი.

რუსეთი უკრაინასთან დღეს მხოლოდ პოლიტიკურ ომს აწარმოებს, ცივი ომისა თვითონ ეშინია. თუმცა ამბიციამ შეიძლება ომი დააწყებინოს, მაგრამ რუსეთი, ვხედავ, ომს უკრაინასთან წააგებს, დიახ, ყველანაირ ომს.

2008 წელი,   26 ნოემბერი, თბილისი, დილის 6 საათი.

იწყება ნამდვილი საინფორმაციო-პოლიტიკური ომები. საქართველო და უკრაინა მოულოდნელად ნატოში ამოყოფენ თავს  და `დიდი რუსეთი~ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს.

2008 წელი, 21 დეკემბერი, თბილისი.

ამერიკა ახალი ძალებით შეუტევს `დიდ რუსეთს~. გეგმა, რომელიც ბუშის დროს არსებობდა, გრძელდება, უფრო გააფართოვებენ კიდეც. უკრაინისა და საქართველოს მიმართაც იგივე გეგმით მოქმედებს ამერიკა და არც არაფერს შეცვლის, პირიქით!!!

**
კრემლი უკრაინასთან ვერაფერს გახდება.

2008 წელი, 23 დეკემბერი, თბილისი.

მომავალში, ვხედავთ, უკრაინა ცალკე სახელმწიფოა. რუსეთთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. ყირიმი უკრაინას რჩება და შავ ზღვაზე რუსულ ფლოტს ვერ ვხედავთ!

2009 წელი, 8 იანვარი, ურეკი.

მთავარი: შავ ზღვაზე რუსებს არა ყავთ საზღვაო ფლოტი. უკრაინაა ყირიმის მფლობელი და იქ უკრაინის დროშა ფრიალებს. ვხედავ, დადებითი ურთიერთობები აქვს ჩვენ ქვეყანასთან.
ეს 23-ე საუკუნეა.

2009 წელი, 9 იანვარი.

კრემლს, რუსეთის პრეზიდენტების მცდელობების მიუხედავად, დაარწმუნოს ევროპა საკუთარ `სიმართლეში~ და უკრაინას დაუპირისპიროს იგი, არაფერი გამოუვა!

2009 წელი,10 იანვარი.

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინას გაუფუჭოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. რუსეთის მთავრობა ისეთ განცხადებებს გააკეთებს უკრაინის მიმართ, რომ თავად რუსებსაც გაუკვირდებათ, იმ მოაზროვნე რუსებს, რომლებიც კრემლს დატერორებული ჰყავს და შიშით ხმას ვერ იღებენ. ჩემმა საქართველომაც გამოცადა რუსეთის ბინძური კამპანია, რაც კვლავ გაგრძელდება.
ასე რომ, ევროპისთვის ახალი არაფერია იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ რა ქნან? ენერგორესურსები ჭირდებათ და რუსებს `ბაბაია~ უნდა დაუძახონ. მე კი ვხედავ, რუსეთს თუ დაჭირდა და მოინდომა, პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური ხრიკების გარეშე ეტყვის დასავლეთს, გაზს არ მოგცემთო. უბრალოდ, დღეს კრემლის ბინადართ ასე აწყობთ, რომ უკარაინა წარმოაჩინონ ევროპის მტრად, თვითონ კი ვითომ დიდი მეგობარია დასავლეთისა და აღარ იცის, როგორ მიაწოდოს გაზი.
მოკლედ, ვხედავ, რუსები ამ თამაშს (ბავშვისთვისაც სასაცილოა მათი უტვინო პოლიტიკა, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია) დიდი კრახით დაამთავრებენ. რუსეთი უკრაინას ვერასდროს მოერევა. რუსეთს დიდი დარტყმები ელის და უმთავრესად ჩრდილოეთ კავკასიაში. რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება სიტყვა-სიტყვით. უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა. ეს კარგად იცის ევროპამ და ისიც კარგად იცის, რომ რუსეთი სამაგიეროს უხდის დასავლეთს. ჰოდა, დასავლეთი მაინც დაუპირისპირდება მტრებს.

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი, ნათლისღება.

ვხედავ, დასავლეთი უკრაინას არ ადანაშაულებს გაზთან დაკავშირებით მომხდარში. ყველაფერი რუსების ჩაწყობილია, რუსეთი უნდა დაისაჯოს და უკვე ვხედავ, რომ დასავლეთმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა მათ.

**
ვხედავ, უკრაინა-რუსეთის შეთანხმება გაზთან დაკავშირებით, რაც ევროპაში ტრანზიტს ეხება, დაირღვევა. ფაქტობრივად, მკაფიოდ ჩანს, რომ რუსეთმა და ევროპამ უკრაინა ლამაზად აიძულეს, მოეწერა ხელი კონტრაქტზე, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო უკრაინისთვის. ეს გახლდათ ძალზე კაბალური ვითომ შეთანხმება. უკრაინის მთავრობამ ვერ შეაფასა, ანუ ვერ შეებრძოლა ევროპას რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რითაც ამ დიდმა  სახელმწიფომ ძალიან დიდი სისუსტე გამოიჩინა და რუსეთს, ფაქტობრივად, დაუთმო ის, რაც არ უნდა დაეთმო. აწი რუსეთს შეეცვალა გადაწყვეტილება და მას დაეთმო? აწი ევროპას მეტი ზეწოლა რუსეთზე მოეხდინა? მაგრამ, არა! რუსეთს ევროპა მაინც მსუბუქად ეთამაშება.
უკრაინის პრემიერის არასწორმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმაც ითამაშეს როლი. იგი არ არის თავისი პრეზიდენტის მომხრე, ფაქტობრივად, მტერია მისი და რუსეთთან ასეთი ხელშეკრულების დადებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.
ვხედავ, უკრაინის მთავრობა ძალიან კარგად გააცნობიერებს, რა მოხდა, სად რა შეცდომებია დაშვებული და ხელშეკრულებას გააუქმებს უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ. რუსეთმა სამართლიან დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი. დიახ, ისე, რომ უკრაინის ინტერესები კანონიერად იქნეს გადაწყვეტილი და არ დაზარალდეს, როგორც დღეს, რადგან ეს გარიგება უკრაინის კანონების აბსოლუტური დარღვევაა. თუ ევროპისთვის კანონი კანონობს, უკრაინისთვისაც კანონი კანონია და მომიტევეთ, მაგრამ რუსეთის მთავრობის ხუშტურებიც ფეხებზე ჰკიდია და ევროპაც. ერთი გაზით ფულს აკეთებს, მეორე სარგებლობს. უკრაინა კი რითი სარგებლობს, ეს ევროპა-რუსეთისთვის სულერთია. ჰოდა უკრაინა მაგარ სილას გააწნავს რუსეთ-ევროპას და ბევრიც, ნახავთ, რომ უკრაინას გაამართლებს, ვინაიდან უკრაინის პოზიცია აშკარად მართალი და კანონიერია. ვხედავ, რუსეთი უკან დაიხევს, წააგებენ!

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

რუსეთს ასევე წინ აქვს ომი უკრაინასთან. დიახ, ომი! ვხედავ, ყირიმში დიდი არეულობები იწყება. ასე რომ, უკრაინის მთავრობა იძულებული შეიქნება, ძალა იხმაროს, დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა აამუშავოს და პატარა რუსეთი გაცხრილოს, დაშალოს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ყირიმში რუსულ ავანტიურებს.

2009 წელი, 2 მაისი, თბილისი.

ამერიკა ხვდება, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია. ეს ასეც მოხდება, ვინაიდან რუსეთი უმართავი ხდება.

2009 წელი, 8 ივნისი.

რუსული პოლიტიკა დიდ მარცხს განიცდის უკრაინაში. მინდა აღვნიშნო, რომ იულია ტიმოშენკოს არ ვხედავ უკრაინის პოლიტიკაში. მას ყველა ზურგს შეაქცევს. ფრთხილად! ვხედავ, შეიძლება დაიჭირონ სამშობლოს ღალატისთვის.
იანუკოვიჩი კი ნამდვილად არ თამაშობს. ვხედავ, რუსებს იგი დიდ დარტყმას მიაყენებს. ეს ჯერ კდევ 2003-2004 წლებში ვიწინასწარმეტყველე.

**
მინდა ისევ აღვნიშნო, რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია! ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე! იცოდეთ, რომ ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდება. უბრალოდ, დროის ამბავია. ამ ომს ვერც ერთი მხარე ვერ აიცდენს!

2009 წელი, 14 ივნისი.

მინდა აღვნიშნო, უკრაინაში ქალი პრეზიდენტი ვერ გახდება, მითუმეტეს, რომ იგი რუსულ პოლიტიკას ატარებს! ეს კი ამ ქალბატონის პოლიტიკის დასასრულია. დიახ, მიბაძო მარგარეტ ტეტჩერს, ძალიან რთულია. საერთოდ, ოცნებაც არ ღირს ამაზე, იმიტომ, რომ ვერასდროს გაიმეორებთ ამ ნიჭიერი ქალის პოლიტიკას!
რუსეთი იმდენს იზამს, რომ უკრაინასთან ომი გარდაუვალი იქნება. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ფრთხილად! რუსეთი, ვხედავ, აქაც წააგებს! უკრაინა რუსეთისთვის დაკარგულია. ამინ!

2009 წელი, 16 ივნისი.

და მთავარი: რუსეთი ვერც უკრაინასთან დააწყობს ურთიერთობებს. დიდი შეჯახებები იქნება და უკრაინა უკან არ დაიხევს. აი, ნახავთ!

2009 წელი, 8 ივლისი, ურეკი.
რუსეთს მთელი მსოფლიო უპირისპირდება მათი მახინჯი, ფაშისტური პოლიტიკის გამო. ჯერ სად ხართ?! მოვა ზამთარი და დაიწყება ევროპის ქვეყნების გამყინვარება. რუსეთი გაზს გადაუკეტავს მათ და წარსულის სცენარი, თითქოს ეს უკრაინა აფერხებს გაზის გაშვებას და არა რუსეთი, განმეორდება. `ეს არის პირდაპირი შურისძიება!~ – აღნიშნავს ევროპა.

2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები იძაბება. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და მერეც მრავალჯერ შევეხე ამ თემას. დღეს ეს ყველაფერი გარდაუვალი ხდება. რუსეთი ამ ომით საერთოდ დასამარდება. ვხედავ,პოლიტიკური ომი წაგებული აქვს და ომს, რომელსაც დაიწყებს ყირიმში, მასაც წააგებს.  უკრაინა პატარა საქართველო არაა, მაგრამ რუსეთის მთავრობას სხვა გზა არ დარჩენია. თვითონაც ასე ფიქრობენ!

2009 წელი, 1 სექტემბერი, ურეკი.

რაც შეეხება უკრაინას, იგი რუსეთთან ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს. ასეა, რუსეთი ამერიკას ვერ მოუგებს, ვერც საქართველოს და ვერც უკრაინას ვერ წაართმევს! ასე ვთქვათ, დემოკრატია იზეიმებს!!!

2009 წელი, 8 ოქტომბერი, თბილისი.
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა იძაბება ძალიან სერიოზულად. ყველაფერი რომ ომისკენ მიდის, უკვე ნათლად ჩანს. უკრაინა უკან არ დაიხევს. აქ რუსეთს ნომერი: `დავიცვათ ჩვენი მოაქალაქეები!~ – უკრაინასთან არ გამოუვა! აქ რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული. უკრაინა  პატარა საქართველო არაა, ბატონებო!

2009 წელი, 16 ოქტომბერი, ურეკი.

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი გაზს ისევ გადაუკეტავს ევროპას და ამაში უკრაინა დამნაშავე ნამდვილად არ იქნება. ამას მთელი ევროპა იხილავს. ეს მხოლოდ პუტინ-მედვედევის პირადი ანგარიშსწორებაა და სხვა არაფერი!

2009 წელი, 26 ოქტომბერი, თბილისი.

გაზის საკითხი ევროპასთან ისევ დაიძაბება. ისევ იგივე მეორდება. ოღონდ იმ დიდი მცდელობიდან, რომ როგორმე ისევ უკრაინა დაადანაშაულოს და ევროპასთან დააპირისპიროს, რუსეთს, ვხედავ, ნამდვილად არ გამოუვა! აი აქედან იწყება ყველაფერი.

2010 წელი, 20 იანვარი.

ვხედავ, კრემლი ვერ გაატარებს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში. მთელი რუსეთის მთავრობა რომ გადაბარგდეს უკრაინაში, მაინც არაფერი გამოუვათ. ვინც არ უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, რუსეთს მაინც უდიდეს დარტყმებს მიაყენებს. სხვათა შორის, ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი დარტყმა იქნება კრემლის ბინადართა მიმართ.
ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში. ერთი პერიოდი იქნება დროებითი სიმშვიდე, მერე კი უცბად აირევა ყველაფერი. აქ ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა. ამერიკას არ სძინავს და ის, რაც შექმნეს, არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს. ამ საკითხზე ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთმანეთს ხმამაღლა დაელაპარაკება. ისევ რუსეთი გაჩუმდება, ვხედავ.
უკრაინას წინ რთული პერიოდები ელის. ეს არის ბრძოლები რუსეთთან, რომლებიც აუცილებლად გაიმართება. ვიმეორებ: რუსეთი ვერ იბატონებს უკრაინაში!!!

2010 წელი, 12 თებერვალი, თბილისი.

უკრაინა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაუცრუებს იმედებს რუსეთს, ვინაიდან უკრაინის ვითომ პრორუსი პრეზიდენტი დასავლეთისკენ კი არ მიიწევს, არამედ, გარბის! აი ეს გახდება დიდი განხეთქილების მიზეზი, რაც საბოლოოდ დააშორებს ერთმანეთს რუსეთ-უკრაინას. ეს აუცილებლად მოხდება!

2010 წელი, 24 აპრილი, თბილისი, ღამის 2 საათი.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ვერ ვხედავ. მომავალში უკრაინის პრეზიდენტი რუსული პოლიტიკით დიდად უკმაყოფილო იქნება. უკვე ძალიან ღიად გამოჩნდება რუსული პოლიტიკური ზეწოლები და მითითებები. ამას რუსეთის მთავრობა არც დამალავს. ასე რომ, უკრაინის პრეზიდენტი მომავალში ვერ შეძლებს ორმაგ თამაშს. მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მშვენივრად გამოიყენებს შექმნილ სიტუაციას და ხმამაღლა იყვირებს: `გამოფხიზლდით, უკრაინელო ხალხო, პრეზიდენტი რუსეთის კაცია!~ მოიყვანენ ფაქტებს, რომლებიც ყველასათვის ხილული იქნება _ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან გაუჭირდება პრეზიდენტს, ოპოზიცია კი უფროდაუფრო მეტ ხალხს მიიმხრობს. დიდი ვნებათაღელვები იქნება უკრაინაში.
ამერიკა კი, რა თქმა უნდა, ჩასაფრებულია და თვალყურს ადევნებს უკრაინის მოვლენებს. ისინი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან _ იმეორებენ ერთსა და იმავეს, რომ უკრაინისა და ასევე სხვა სახელმწიფოებისთვისაც  ნატოს კარი ღიაა. ეს ერთი და იგივე განცხადებაა, მართალია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც რუსულ გეგმებს ძალიან დიდ წინაღობას უქმნის. კრემლის პოლიტიკას აწყობს ჩაკეტილი წრე, საიდანაც ვერავინ დაუძვრება და მერე იძულებულებიც კი შეიქნებიან, რუსეთს შეუერთდნენ. ამერიკის ეს მცირე განცხადება კი მათ პოლიტიკას ანგრევს, ვხედავ. ასეც იქნება.
უკრაინაში დიდი გამოსვლები დაიწყება, რადაში ერთმანეთს დაერევიან. მოკლედ, არც ქალი პოლიტიკოსი დაისვენებს. იგი, როგორც ყოველთვის, ლიდერია ისევ ოპოზიციისა, მაგრამ მომავალში ვხედავ ახალგაზრდა, ძლიერ მამაკაცს. იგი ოპოზიციონერია, ძლიერი პიროვნებაა. ის დაჩრდილავს ლიდერ ქალს! აქედან დაიწყება ძველი ოპოზიციის დაშლა და მოდის ახალი ძალა, რომელსაც მთელი უკრაინა გაჰყვება.
ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნება მომავალში. რუსული ზეწოლა პრეზიდენტს, ვიმეორებ, ძალიან გააღიზიანებს და დაიწყებს დიდ  პოლიტიკურ თამაშს რუსეთის წინააღმდეგ. აი აქ სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს დიდ სიურპრიზებს მოუწყობს. განსაკუთრებით კი უკრაინელი ხალხი, რომელიც რუსული ფლოტის წინააღმდეგ გამოვა! მთელი უკრაინა ყირიმში მოიყრის თავს _ `ყირიმი უკრაინაა და არა რუსეთი!~ ეს ძალიან მწვავე სახეს მიიღებს. ყირიმის რუსული მოსახლეობა ძალიან შეშფოთდება, მაგრამ ვხედავ, არც მათი რაოდენობა აშინებს უკრაინას, არც რუსეთის მთავრობის განცხადებები საკუთარი ხალხის დაცვის თაობაზე, მაგალითად, როგორც საქართველოში დაიცვეს. თუმცა აგრესიასა და ომს რუსეთის მთავრობა, ვხედავ, დროებით მოერიდება. თუმცა მომავალში რუსეთი და უკრაინა მეგობრულად ვერ დაშორდებიან. მათი ურთიერთობები ძალიან გამწვავდება, პოლიტიკური ომი ძალიან რთულ და დიდ ომში გადაიზრდება. რუსეთი ვერ დაითრევს უკრაინას! იმიტომ, რომ უკრაინა მაინც ევროპისკენ გადაიხრება, ისევ ნატოსკენ გაიხედება! დღევანდელი უარყოფა _ ეს ფარსია, ტყუილია. ამით რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილეს დღეს, ხვალ კი მაინც ნატოში გაწევრიანებაზე ილაპარაკებენ და ამას რუსეთი იმ დროს უკვე, ვხედავ, ხელს ვერ შეუშლის. რუსეთი, ვიმეორებ, კარგავს მართვის სადავეებს(!!!), ვინაიდან უკრაინასთან გამარჯვება არ აწერია! მთელი უკრაინა აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ. არ  დაიჯეროთ, რომ უკრაინა რუსეთის მომხრეა.
იმასაც ვხედავ, რომ უკრაინელები და იქაური რუსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან! ეს ძალიან სერიოზულ ხასიათს მიიღებს. ვხედავ, უკრაინის მთავრობა დიდად არ შეწუხდება შექმნილი ვითარებით. პირიქით, სიტყვითაც გამოდიან რადაში: დროა გაიგონ ადგილობრივმა რუსებმა, რომ ისინი უკრაინის მიწაზე ცხოვრობენ და კეთილი ინებონ, გაიცნობიერონ ეს კარგად და მოკეტონ! თუ არადა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში _ რუსეთშიო. ეს მდგომარეობა ძალიან რთულ სახეს მიიღებს, რაც რუსეთის მთავრობას არ აწყობს. უბრალოდ, უკრაინასთან ომი დღეს მათ გეგმებში არ შედის.
აი უკრაინულ ოპოზიციას კი აწყობს ეს შიდა _ ხალხთა შორის დაპირისპირება, რათა ერი _ უკრაინელი ხალხი გამოფხიზლდეს. ასეც მოხდება მომავალში. ვხედავ, ხალხი მასიურ, დიდ მიტინგებს აწყობს რუსების წინააღმდეგ. ვხედავ ტრაფარეტებს ლოზუნგებით: `რუსებო, გაეთრიეთ უკრაინის მიწიდან!~ ფრთხილად! ეს დაპირისპირებები ძალიან ცუდ და ძალიან სავალალო შედეგს გამოიღებს, რაც იქცევა კიდეც უმნიშვნელოვანეს თემად რუსულ-უკრაინულ პოლიტიკაში.
რუსეთის მთავრობას, ვხედავ, როგორც ხშირად ემართებათ ხოლმე, ნერვები უმტყუნებს და ხმამაღლა განაცხადებს, რომ ყირიმი _ ეს რუსეთია! აი აქედან დაიწყება ყველაფერი. რუსები იმოქმედებენ იმგვარადვე, როგორც საქართველ

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top