რუსეთი

ქვეყნები

1992 წელი, 22 მარტი.

რუსეთის ტერიტორიაზე ატომური გაჟონვები, აფეთქება − ჩერნობილზე უარესი.
რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია.
**
ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება. მოდის მათი იმამი − ანტიქრისტეს განსახიერება, მიჰყვება ხალხი, ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა.

1992 წელი, მაისი.

რუსეთ–უკრაინის ომი გარდაუვალია. დიდი ნგრევა, სისხლი. რუსეთი კოლონიზატორის როლში შედის, იპყრობს უკრაინას.
ატომური აფეთქება – ჩერნობილზე უარესი, რუსეთის ტერიტორიაზე. კრემლი ისევ ორად იყოფა.
გამსახურდია ცდილობს რუსეთის კონტაქტზე გასვლას. ყველაფერზე მიდის. შეახსენებს კიდეც ელცინს, პუტჩის დღეებში როგორ უთანაგრძნო.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილოს! პატარა ინციდენტს ვხედავ. ცოტა უცნაურად მოიქცევა რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ გამსახურდიას უარყოფს.
საქართველოს ძლიერი გასვლები საზღვარგარეთ რუსეთს არ მოწონს _ შურს! საჭიროა ბევრი რამ დაიმალოს.

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

რუსეთის როლი შავი მაგიაა, რომელიც სულს ღაფავს. მოსკოვში ჩეჩნები მოაწყობენ დიდ ტერორებს (არნახულს), მეტროებს ააფეთქებენ… მოკლედ, ყველაფერს.
მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსთა მოქმედებებს და პასუხიც ამერიკიდან არ დააგვიანებს: გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტს და მთელ მთავრობას.
ჩეჩნეთს სურს ის იარაღი, რაც მათ ტერიტორიაზეა, დაიტოვონ, მაგრამ ვხედავ, რუსებს რამდენიმე კურდღლის დაჭერა სურთ. ჩეჩნებს არა აქვთ ის შეიარაღება (ნამდვილი), რაც იქ განლაგებულ რუსის ჯარებში, ანუ სამხედრო წერტილებშია. რუსეთი იარაღს არ მისცემს, ამაზე არ წავა. უწყობს გაუგონარ პოლიტიკურ შანტაჟს და დუდაევს ჩიხში მოამწყვდევს.
აფხაზეთის შეერთება რუსეთს ძალიან უნდა. ეს ღია, უტვინო თამაშია.
სისხლი, რომელიც რუსებმა სქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ.

1992 წელი, ორშაბათი, 19 ოქტომბერი.

რუსეთი იყინება. დიდი გადატრიალება მზადდება, მაგრამ ელცინი დარჩება.
მუსლიმთა ხელშეწყობას რუსებს ღმერთი არ აპატიებს; გვიან ხვდებიან!!!

1992 წელი, 25 ოქტომბერი.

რუსეთი რეალური ფაქტების წინაშე დადგება, რომ ქართველები ნამდვილად ომს გამოუცხადებენ მას!!

**
რუსეთში დიდი სისხლი; ჩეჩნეთში ომი, ოსებთან ომი, ომი კავკასიაში!!!

**
რუსებს სოჭს მოვთხოვთ!

1992 წელი, 3 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დადებითია საქართველოსთვის. აქ ამერიკაა ჩარეული. რუსებს უჭირთ უკვე ჩრდილოეთში. ომი ძლიერი ტემპით ღვივდება, ვერც ჩააქრობენ.

1992 წელი, 18 დეკემბერი, ღამის 3 საათი.

1993-1994 წლებში დუდაევი ომს გაუმართავს რუსეთს ­ ზურგში დანას ჩასცემენ. რუსეთი ღირსია!
კრემლი ისევ ორად იყოფა. მოდის ახალი მთავრობა. პრეზიდენტს მძიმე ოპერაცია ელის; შეიძლება სიკვდილსაც გადარჩეს.

***
რუსეთმა რაც დათესა, იმას იმკის.

1993 წელი, 10 თებერვალი, საღამოს 9 საათი.

ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციები დაიძაბა ­ ჩეჩენ-ინგუშთა გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ. დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, აქვთ `კავკასიის სახლი~, სურთ იმეფონ კავკასიაზე, რათა ხელში აიღონ ძალაუფლება. ეს რუსეთს აწყობს, რათა თავად მართონ იქაურობა ჩეჩნების მეშვეობით. სამაგიეროდ ჩეჩნები მიიღებენ ყველაფერს.

***
საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები, ვხედავ, ეკონომიურ ურთიერთობაზე ხელს მოაწერენ. ვითომ სოხუმზე გამოლაშქრებით სურთ ხელი შეუშალონ ამ შეთანხმებას, მაგრამ მოდის ის დრო (ძალიან ახლოსაა), როცა ღმერთი სჯის აფხაზებს და ოსებს.
ოსებთან, ვხედავ, რუსის ჯარი დგას; რუსეთი განაგებს, ფაქტობრივად, იქაურობას და სამაჩაბლოში ომის დაწყება დაუშვებელია; იმიტომ, რომ პასუხი მათ უნდა აგონ ­ რუსებმა ­ კავკასიაში.

***
რუსეთმა ორი ცეცხლოვანი წერტილი შექმნა საქართველოში და ხან ერთი ადგილზე დაანთებს ცეცხლს, ხან მეორეზე.

***
რუსეთი ძალიან ღიზიანდება საქართველოს გასვლებით საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ ამერიკა ისევ გააფრთხილებს. კლინტონის ყურადღება მეტია, ვიდრე ბუშის იყო საქართველოს მიმართ.

1993 წელი, 20 აპრილი, სამშაბათი.

რუსეთთან კონტაქტს ისრაელს არ ვურჩევთ, რუსების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ისრაელი მარტო რჩება – ღმერთის ანაბარა.

***
რუსეთი თავის ტექნიკას მუსლიმებზე ყიდის ოქროზე; არა ბუტაფორიას, არამედ ნამდვილ იარაღს. ამერიკა კი თვალს ხუჭავს, არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი.
ირანი მყარ კონტაქტებს ამყარებს `ესენგეს~ მუსლიმებთან. იქ ქმნის სამხედრო ბაზებს, საიდანაც დაარტყამს რუსეთს.

1993 წელი, 22 მაისი, დღის 3 საათი.

რუსეთი ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკაში ექს-პოლიტიკოსების დაბრუნებას, რათა პრეზიდენტი მოცელონ. ეს რუსეთის დიდ ინტერესებში შედის, ვინაიდან პრეზიდენტს ვერც ერთი პოლიტიკური სიტუაცია ვერ მოუგო. პირიქით პრეზიდენტი მსოფლიოს აჩვენებს, თუ რანი და რა საშიშნი არიან რუსები. რუსეთის გეგმა, რომ საქართველო გაენადგურებინა, საერთოდ ჩაიშალა.

1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი.

რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ღმერთი უხდის სამაგიეროს. ომები ყაზახეთში, უზბეკეთში, ომი უკრაინასთან, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში… რუსეთმა საკუთარი ხელით ამოითხარა სამარე. სრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე 1987 წელს.

1993 წელი, 24 ივლისი, დღის
12 სთ. 30 წუთი.

რუსები შავი მაგიის ცეცხლში იწვიან. თვითონ იწვნევენ მუსლიმთა შემოსევას. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასია გულში ჩაიხუტა და ჯვარს შეაფურთხა და ზუსტად აქედან მიიღებს პირველ დარტყმას.

1993 წელი, 25 ივლისი, დღის 1 საათი.

რუსეთმა მწარედ წააგო!!! სრულდება 1993 წლის 10 თებერვლის ხედვა: რუსეთი და საქართველო ხელს მოაწერენ.

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

რუსები საერთოდ სანდონი არ არიან და საკუთარ ქმედებებზე (რაზეც ამერიკა თვალს ხუჭავს), ვხედავ, პასუხს აგებენ. მაგრამ, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთისა და მუსლიმური ქვეყნების ურთიერთობების გამო (რუსეთი რომ ხელს უწყობს მუსლიმებს), ღმერთი სჯის რუსებს და დიდ დარტყმას ისინი ზუსტად მუსლიმებისგან მიიღებენ. თავისდა ჭირად ყიდიან რუსები იარაღს, რომელსაც საკუთარ სახლში აუფეთქებენ.

**
იაპონია კატასტროფულად დაუპირისპირდება რუსეთს. სხვა მნიშვნელოვანი საკითხი მას არ შეაწუხებს, გარდა საკუთარი მიწების დაბრუნებისა და ეს საკითხი ძალიან მწვავედ დადგება. პირდაპირ, უხეშ პოლიტიკურ (!!!) გალაშქრებას მოაწყობს იაპონია რუსეთის წინააღმდეგ. ვხედავ, მრგვალ მაგიდასთან მუშტი-კრივზეც გადავლენ. იაპონია არ დათმობს და მიზანსაც მიაღწევს: იბრუნებს კუნძულებს! ამაზე არც იქაური მოსახლეობა იტყვის უარს – იმდენად გამათხოვრდებიან, რომ რუსეთის მოქალაქეობა სულაც არ აწყობთ.

1993 წელი, 12 აგვისტო, დილის 10 საათი, კოჯორი.

`კავკასიის სახლი~ დაიშლება. რუსებს აღარ აწყობთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჭირდებოდათ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ეს `კავკასიის სახლი~ უკვე, ვხედავ, რუსეთს ძალიან ააფორიაქებს, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ მოიმართება.

1993 წელი, 26 სექტემბერი, საღამოს 7 საათი.

`ესენგე~-რუსეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიის ქვეყანაა, რასაც არ დათმობს. ბალტიისპირეთი იყო თამაში, რითაც მსოფლიოს დაანახეს თავიანთი ვითომ დემოკრატიული სახე, საქართველოს კი არ დათმობენ.

**
ისე `ესენგე~ დროებითია, მაინც დაიშლება.
მთელი რუსეთი სისხლის ტბაში იბანავებს, იმდენად ცოდვიანები არიან.

**
რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს.

**
ღმერთო, რა მოხდება, რომ 29-30 სექტემბერს დაიწყოს რუსეთ-უკრაინის ომი?! უკრაინა უკვე მომწიფებული და მომზადებულია ომისათვის, მოსკოვი კი დასუსტებულია. ახლა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.

**
რუსეთის მთავრობაში ერთმანეთს დაერევიან. ვხსნით ამ რგოლს. ეშმაკნი დაესხნენ ერთმანეთს თავს. დაე, ჯარი იქით დაჭირდეთ! დაჭირდებათ კიდეც. ღმერთი სჯით.

რუსეთის პრეზიდენტი გონზე მოვა. დიდი საშიშროება ელის რუსეთს, ამიტომ იგი იძულებული შეიქმნება, პრეზიდენტის მხარეს გადაიხაროს, რომლის ჭკუა-გონება მსოფლიოს ჭირდება. მსოფლიოს ქვეყნებისთვის უკვე ნათელი ხდება, რომ რუსეთი გვეომება და ჩადიან ისეთ სისასტიკეს, რაც ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ და რომელიც არ უნდა აპატიონ.

1993 წელი, 28 დეკემბერი,  დილის 9 საათი.

რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!
არის ისეთი დაპირისპირებები, რასაც რუსეთი მალავს. არავითარ ინფორმაციას სერიოზული დაძაბულობის შესახებ არ გადმოსცემენ. შეთანხმებები (ვითომ შეთანხმებები) ნორმალური არ არსებობს. ყველაფერი წკიპზეა მისული – კრახამდე.
ჟირინოვსკი უდიდეს თამაშს დაიწყებს. საკუთარ იდეებს დაფარავს და მოულოდნელად იწყებს დიდი დემოკრატის როლის თამაშს. დაიწყებს საზღვარგარეთზე მუშაობას, ხოლო უკრაინასთან არეულობაში უპირველეს როლს ითამაშებს. დაფარულად მოთხრის ყველას და ყველაფერს.
დიდი შინაომი დაიწყება კრემლში. ჟირინოვსკი იკავებს მუსლიმთა მხარეს. მათი გამანადგურებელი იდეები მოწონს, უზარმაზარ მაფიას ქმნის (რაც დღეს აქვს, ეს არაფერია), წარმატებებს მიაღწევს. რუსეთი სათამაშო ბურთივით გაიბერება. მის წინააღმდეგ აღდგება `ესენგეს~ ყველა ქვეყანა.
ელცინს კი მძიმე ოპერაცია ელის. მომავალში იგი აღარ არის პრეზიდენტი.
ჟირინოვსკი ბრწყინავს, მწვერვალზე დგას. ასი პროცენტით გადის თითქოს პრეზიდენტად, მაგრამ, ვხედავ, მოულოდნელად უფსკრულში გადაიჩეხება. წამოვა და აღსდგება მის წინააღმდეგ ყველა და ყველაფერი, დაუპირისპირდებიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. მას ­ ჟირინოვსკის, გააცამტვერებენ.
მანამ კი რუსეთი გაივლის იმ ეტაპს, რომ, რაც საქართველოში დათესა, ის სისხლი საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ. ამას ჟირინოვსკი შეასრულებს. მას არც რუსეთის პრეზიდენტობა აწერია და არც დიდი ხნის სიცოცხლე. მას მოწამლავენ, მაგრამ რუსეთის მოთხრას, რომელიც ვითომ ასე ძალიან უყვარს,  მოასწრებს. ასე ნებავს ღმერთს!
საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, ძლიერდება. რუსეთი ისეთი დიდი მეგობარი გახდება საქართველოსი, რომ ყველას დიდად გაუკვირდება, მაგრამ ყველაფერს ღმერთი აკეთებინებთ.
და საერთოდ, ჟირინოვსკით მსოფლიოს აშინებენ, თუ არ მოეხმარეთ რუსეთს, შეხედეთ, ვინ მოდისო. ეს პოლიტიკური, ბინძური თამაშია, რაზეც რუსები პასუხს აგებენ და მის რეზულტატებს მხოლოდ საკუთარ სახლში – რუსეთის საზღვრებში იწვნევენ.

1994 წელი, 4 იანვარი, დილის 9 საათი.

დრო არ ვიცით!!!
რუსეთს, როგორც ერთ-ერთ ქვეყანას `ესენგესი~, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტის მთავრობა აღარ აწყობთ, ეშინიათ! საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობიან და მისგან ყველაფერს მოელიან. ფიქრობენ, რომ წლის მეორე ნახევარში აიძულონ გადადგეს; რა თქმა უნდა, ლამაზად, ღიმილ-ღიმილში და მოფერებით. ეს გამოიწვევს დიდ პოლიტიკურ დაძაბულობებს ქვეყანაში, მაგრამ რუსები წააგებენ.

**
იწყება, ვხედავ: რუსეთი გვიბრუნებს ყველაფერს, რისი წართმევაც სურდა საქართველოსთვის.

1994 წელი, 6 იანვარი, დილის 7 საათი.

ახლა დუდაევის, ჩეჩენ-ინგუშთა და ოსთა ჯერი დადგა. საკუთარ სახლებში იწვნევენ რუსების ავანტიურებს  და შანტაჟებს. ვნახავ ერთი, როგორი ვაჟკაცები არიან ჩეჩნები და რას გახდება `კავკასიის სახლი~ – კონფედერაცია კავკასიის ხალხისა! სისხლის ტბაში აბანავებს მას რუსეთი.

1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი.

შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში. იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი აინტერესებს და არა სხვები.

1994 წელი, 21 აპრილი, ღამის 10 საათი.

რუსეთი შეეცდება ჩინეთთან კონტაქტების დამყარებას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

**
რუსეთი, როგორც ყოველთვის, აურევს. ჟირინოვსკი უარყოფითი და გამაღიზიანებელი იდეებით დგება ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად აუკრძლავს ჟირინოვსკის მათ ქვეყანაში ჩასვლას. მას გააძევებენ.
რუსეთის მთავრობა ცდილობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებას ჩინეთთან, მაგრამ უარს მიიღებს.
რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილება! ჩინეთი ამის გამო `ესენგეს~ მუსლიმებს მიეხმარება ფარულად. ამაზე რუსები აყაყანდებიან, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

**
რუსეთმა წარსულში ჩინეთი მოამარაგა და დღეს ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რისი წაშლაც სურთ რუსებს, მაგრამ ვერ შეძლებენ. რუსები თავისდაჭირად ქმნიან ყველაფერს. ამაზეც მწარედ აგებენ პასუხს. ჩინეთი ზურგს შეაქცევს რუსეთს.

1994 წელი, 22 აპრილი, საღამოს 5 საათი.

მონღოლეთი იყურება რუსეთისაკენ. რუსეთი უკვე განაწყებული იქნება ჩინეთზე და მთელი ძალებით იწყებს მონღოლების ხელშეწყობას. ეს მდგომარეობა ხრის ჩინეთს ერთი პერიოდით მუსლიმების მხარეს. მონღოლეთი რუსული იარაღით მომარაგდება. ყოველივე მომზადდება, რათა დიდი ომი დაიწყოს, მაგრამ აქ ჩაერევა ამერიკა, რომელიც მიხვდება რუსეთის ბინძურ თამაშს და მოლაპარაკებებითა და დაპირისპირებებით მონღოლეთს გონზე მოიყვანს. ცოტა ძალას კი იხმარენ, მაგრამ მონღოლეთი ჩიხში მოემწყვდევა.

**
რუსეთთან კონტაქტი მონღოლეთს ბევრ რამეს წააგებინებს. საბოლოო ჯამში მიხვდებიან ამას და რუსეთთან კონტაქტს გაწყვეტენ. ამის შემდეგ მონღოლეთს ხუთი წელი მაინც დაჭირდება, რომ წელში გასწორდეს.

1994 წელი, 5 მაისი, დილის 6 საათი.

დღეს მუსლიმები გაერთიანებულნი არიან. მსოფლიო, ვხედავ, მომავალში აირევა. ქრისტიანები ერთმანეთს სპობენ, ქიშპობასა და ბოროტებას არ ექნება საზღვარი. რუსეთის პოლიტიკა საერთოდ ხელს უწყობს მუსლიმებს. ცეცხლითა და მახვილით მოდიან ისინი, ქვას ქვაზე არ დატოვებენ. რუსეთი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. სად არის რუსული არმია, რუსული ფლოტი? არ იარსებებს!!! თავისი ძალა რუსეთმა ქრისტიანული ქვეყნების განადგურებას მოანდომა. ეს არის წარღვნა და დასჯა ადამიანებისა, ეს არის მეორედ მოსვლა!
საწყალი რუსეთი!!! ამდენი `წინასწარმეტყველი~ და `ფენომენი~ ყავს და მაინც ვერაფერს ცვლის!

**
ვხედავ გადამწვარ მინდვრებს, მიწა იწვის, ყველგან სისხლია! მუსლიმთა დაუნდობელ ქმედებას არა აქვს საზღვარი. ადამიანი შეძრწუნდება. მე თვითონაც ძალიან მიჭირს ამის ყურება. გადაწვავენ და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი შეხვდებათ – ქრისტიანული კულტურის ძეგლებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველასა და ყველაფერს.

1994 წელი, 4 ივლისი, დღის 2 საათი.

რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!!!
რუსეთი იპყრობს უკრაინას, ბელორუსს, ციმბირს, `ჩუჩმეკებს~, ბურიატიას და კიდევ სხვ. ესე იგი, რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის ტერიტორია შეინარჩუნოს აუცილებლად. `ესენგეს~ მუსლიმები ხელიდან გამოეცლებათ (საქართველო პირველ რიგში), ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც აღვნიშნე, ჩაკეტავენ (ეს მათი სამხრეთი საზღვარია), უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაყვება. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას _ არა. `დიდი რუსეთი~ იწყება კიევის რუსეთიდან!!!
რუსეთს დიდი პრეტენზიები ექნება საზღვრებთან დაკავშირებით.
სექტემბერი-ოქტომბერი… უკრაინა ძლიერია. სიურპრიზები რუსებს!
უკრაინა რუსეთს დიდი დროს წაართმევს (საქართველო გამოძვრება). საბოლოო ჯამში, რუსეთი უკრაინაში წააგებს.
რუსეთი წავა დათმობებზე. ცდილობს, კავკასიაში სასწრაფოდ დაალაგოს ყველაფერი, რათა უკრაინას მიუბრუნდეს, ამიტომ კავკასიას მთლად გაასუფთავებს. საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე მოდის _ ყველაფერს დათმობს. აქ იგებს უდიდეს თამაშს საქართველო.

1994 წელი, 25 ივლისი, 4 საათი.

მოდის იგი ეშმაკი. ვინ არის? აღსანიშნავია: კოჭლია, საშუალოზე მაღალი, მონღოლურად ვიწროთვალებიანია აშკარად. ეს არაა სადამ ჰუსეინი. იგი დიდ პოლიტიკოსთა შორის რიგით მეოთხე-მეხუთე იქნება. დღეს არ ჩანს არენაზე. დიდგვაროვანია, ამაყობს გვარიშვილობით, სურს, რომ აღადგინოს ძველი `ოქროს ურდოს~ საზღვრები, ანუ დაიპყროს რუსეთი! იგი იხსენებს `ოქროს ურდოს~ ბატონობის ხანას (უყვარს ისტორია). ამის შესახებ ტელევიზიითაც კი გამოაცხადებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსები დასაწყისში არ დაიჯერებენ არაფერს და სკეპტიკურად შეხედავენ ამ ქმედებებს.

**
რუსეთი საშინელ დარტყმას მიიღებს მუსლიმებისაგან. ღმერთი სჯის რუსებს საქართველოს, ქრისტიანული ჯვრის წაბილწვისთვის.
ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა არ შეაშფოთებს საბოლოოდ, რის შედეგადაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სახელმწიფოები ერთიანდებიან რუსეთის დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორივე ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს.

**
ბრძოლები მოსკოვში.
ინგრევა ყველაფერი. ვხედავ, მოდის დრო, როდესაც წითელი მოედანი სისხლით მოირწყვება. მოსკოვი ხომ (ყოველთვის ასე ვხედავდი) შავი მაგიის ცენტრია დედამიწაზე?! სწორედ აქ, მოსკოვში, წითელ მოედანზე დახვრეტენ ამ კოჭლ, წითელქუდიან ეშმაკს – შავი ძალების პატრონს, ვინც იწყებს მესამე მსოფლიო ომს!

1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

აფხაზეთი? მაინც ომით ვიბრუნებთ! ვინ შევა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. რუსეთი უკვე საკმაოდ დასუსტებულია საიმისოდ, რომ შეძლოს გააკონტროლოს საკუთარი ტერიტორიაც კი.

**
გართულება შუქზეც და გაზზეც რუსეთის ნამოქმედარია – ბოლომდე სურთ საქართველოს დაცემა, მაგრამ თვითონ ისეთი ცეცხლი წაეკიდებათ მომავალში, რომ ნამდვილად მეცოდებიან.
ჩეჩნეთი – საწყისი სარწმუნოებრივი ომისა, როგორც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს. ერთი პერიოდი რუსეთი თითქოს ჩააქრობს ამ ომს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს. კავკასიის ომი გრძელდება ყარაბაღის ომივით.

1995 წელი, 6 იანვარი, საღამო.

რუსეთი მომავალში არანაირად აღარ უპირისპირდება საქართველოს, აზერბაიჯანის მიმართ ექნება დიდი ინტერესები: სურს იგივე გაიმეოროს, რაც საქართველოში მოიმოქმედა. რუსეთი ასე ადვილად არ დათმობს აზერბაიჯანს. აქ უკვე ირანი ითამაშებს გარკვეულ როლს. ისინი განაცხადებენ, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომ იგი არ შედის რუსეთის ტერიტორიაში, როგორც ჩეჩნეთი და მას, როგორც მუსლიმურ სახელმწიფოს, ისე ღებულობს დღეს მსოფლიო. ამიტომ ირანს არ აქვს უფლება, როგორც მუსლიმურ სახელმწიფოს, არ დაიცვას აზერბაიჯანი!
კავკასიის ომებით შეშფოთდება მსოფლიო. რუსეთმა ამ ომში წააგო, სამხედრო შეიარაღებული ძალების სისუსტე გამოამჟღავნა.
რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგებს, ანუ კარიერისტებს, ვითომ არ მოწონთ ჩეჩნეთში ომი. არ დაიჯეროთ! მთელი რუსეთი ამ ომის მომხრეა. საქართველო ღმერთმა გადაარჩინა, თორემ რუსები ისე დაგვბომბავდნენ, რომ ქვა-ქვაზე კი არა, ქვაც აღარ დარჩებოდა ქართულ მიწაზე.
როცა რუსეთი დასუსტებას დაიწყებს, ინგუშებსა და ოსებს შორის ისევ ატყდება ომი. რუსეთის ინფორმაცია ცრუა. მათი მორიგების ვარიანტი არ არსებობს.

1995 წელი, 2 მარტი, ხუთშაბათი, დღის 12 საათი.

რუსეთი ძალიან დაიძაბება. ელცინისა და გრაჩოვის დღეები დათვლილია. ელცინის `კამანდა~ დაიშლება, ერთმანეთს დაერევიან.
რუსული არმია იშლება. თვითონ რუსეთი ორად იყოფა. წავა დიდი დაპირისპირებები.
არენაზე ჟირინოვსკი გამოდის. იგი ეყრდნობა კოსმიურ შავ ძალებს (კაშპიროვსკი), ამიტომაც დამარცხდება საბოლოო ჯამში, როგორც ვიწინასწარმეტყველე 1993 წლის 28 დეკემბერს.
გაიდარი? ისეთი რამ შეემთხვევა, რომ პოლიტიკურ არენას მოულოდნელად ჩამოცილდება. ეს დიდ სენსაციას არ გამოიწვევს. ერთს იტყვიან და გაჩერდებიან.
შუმეიკო მოდის. იგი ჩვენ ენერგიაში მოხვდება, არა შემთხვევით (შემთხვევით არაფერი ხდება. ამიტომ ჩართულები ვართ ამ პიროვნების ველში, ენერგიაში და გავიყვანთ კიდეც!).
რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შორეულ აღმოსავლეთზე აუცილებლად! დიდი, მოულოდნელი ცვლილებები იქნება, რაზეც მოსკოვი ახმაურდება. მომავალში რუსეთი ძალიან დაიძაბება შორეული აღმოსავლეთის გამო. თუ ტერიტორია არ გადაკეტა, იქ დიდი ცვლილებები მოხდება – შორეულ აღმოსავლეთს რუსეთი დაკარგავს, მერე კი ბრძოლები უხდება – დიდი კონფლიქტი, ჩინეთთან და იაპონიასთან.

1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.

საქართველოს პრეზიდენტის, ამერიკის და გერმანიის ურთიერთობები რუსეთს არ გამორჩება და დიდად განაწყენდებიან პრეზიდენტზე. ეს არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის. რუსებს ყოველთვის მზაკვრული გეგმები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გინდ კარგად იყავი მათთან და გინდ ცუდად.
კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს. ერთი პერიოდი რუსეთი დიდ შეცდომებს დაუშვებს აფხაზეთის საკითხებში – გამოუწორებელ შეცდომებს. ზუსტად აქ წააგებენ. მოკლედ, ისე აირევიან, რომ მამა შვილს ვერ იცნობს.

1995 წელი, 14 მარტი, დილის 9 საათი.

და სანამ რუსეთი მკითხაობს, რა უყოს აფხაზეთს, საკუთარ სახლში ომს ვეღარ ჩააქრობს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ომები ხუმრობა არაა. რუსის ჯარი გარბის, რათა საკუთარი ტერიტორია დაიცვას.
მოულოდნელად უკრაინა დგება თავისი მოთხოვნებით ისევ. უკრაინას კიდევ ამერიკა აჩერებდა, ახლა ვხედავ, რომ უკრაინა იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.
ყველა და ყველაფერი აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ; იმდენი გამწარებული სახელმწიფო დაუპირისპირდება, რომ თვითონაც გაუკვირდებათ. რუსებს რომ არ ეთამაშათ კოლონიზატორის როლი და არ მოეტყუებინათ საბჭოთა კავშირის ქვეყნები, საქმე სხვანაირად წარიმართებოდა.
ირგვლივ სიცრუეა, ჭაობია. ჩეჩნეთს მიწის პირისაგან აღგვიან. იმ ადგილს კი არ გააშენებენ, ალბათ, გაასწორებენ ყველაფერს და პურს დათესენ, ვხედავ. ველურები!
რუსეთის იმპერია ეცემა რომის იმპერიასავით!
რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს იქნება მოკლე პერიოდი. აქ ამერიკა ჩაერევა, გაეროც და ყველაფერი შეწყდება.

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.

რუსეთის შეცდომები გამოუსწორებელია.
ორი დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ. რუსეთი ინგრევა.

1995 წელი, 11 აგვისტო.

ამერიკას და ევროპას არ აწყობთ საქართველოს პრეზიდენტის პენსიაზე გასვლა, ამიტომ მხარს უჭერენ ყველანაირად (აქ დიდი პოლიტიკური თამაში მიდის), რუსეთს კი არ აწყობს პრეზიდენტის მთავრობა, იმიტომ, რომ მან ამერიკა და ევროპა ჩაახედა კავკასიაში (ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე).

**
რუსეთში დაიწყება დიდი არეულობა. იგი წელში გადატყდება, ამ ეტაპზე საქართველოს სასარგებლოდ. დაიწყება აფხაზეთის გასუფთავება. ბოლოსდაბოლოს, რუსეთი მიხვდება, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა.
რუსეთში თავს მოიყრიან შავი, რეაქციული ძალები. ისინი მოდიან თითქოსდა სათავეში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, წააგებენ. რუსეთი (და არა კრემლი), ვხედავ, მომავალში ორად გაიყოფა. ორი ძალა – თეთრი და შავი, შეებრძოლება ერთმანეთს.
გრაჩოვის მაგივრად მოდის მაღალი ტანის გენერალი, დიდი კომუნისტი, განაწყენებული და დაჩაგრული გენერალი, მაგრამ `гадкий утёнок превратиться в Лебедья!
ჩერნომირდინი – ეს არის უარყოფა. მისი მოსვლა რუსეთს გაანადგურებს. მე მას მომავალში არ ვხედავ. არენაზე ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან. ძველები ყველანი კომუნისტები არიან, ამიტომ მათი გონება კომუნისტური იდეებისგან თავისუფალი არ არის. წინა პლანზე მაინც შუმეიკოა. დიდ როლს ითამაშებს კავკასიის პოლიტიკაში.
ახლაც ვხედავ, მომავალში კავკასიის ომი ღვივდება. კავკასიის ხალხები, ანუ მუსლიმები მზად არიან, ჩეჩნეთს მხარი აუბან და ჩაერთონ ბრძოლებში. მაგრამ ვხედავ მათ ასეთ მოლაპარაკებას: ჯობს, ჯერ სანამ რუსეთს ძალა აქვს, ჩეჩნეთზე დაიხარჯოს, რათა არ გაანადგუროს სხვებიც. როცა დასუსტდება რუსეთი, მაშინ იწყება ნამდვილი კავკასიის ომები (საქართველოს გარეშე).

**
აფხაზეთის მხარე – ეს არის ტერორისტების თავშესაფარი. ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ და ეხლა მოდიან აზრზე. თუ რუსეთის ერთი ნაწილი თვალს ხუჭავს აფხაზეთზე, რათა ელცინი მოაშორონ, ვხედავ მომავალში, რომ რუსები მაინც შეასრულებენ იმ პროგრამას, რასაც დღეს ხელს უშლიან აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ – გვიბრუნებენ აფხაზეთს. ოპოზიციამ თუ პოზიციამ იციან, რომ თუ საქართველოს საზღვრები არ იქნება ჩაკეტილი, ჩრდილოეთ კავკასია დაკარგულია რუსეთისათვის; არა მხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ მთელი კავკასია.

1995 წელი, 9 სექტემბერი, დილის 10 საათი.

მომავალში, ვხედავ, რუსეთის კონტაქტი აწყობს საქართველოს.

1995 წელი, 8 ოქტომბერი, დილის 9 საათი.

რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები არ ავნებს საქართველოს, ნუ გეშინიათ. რუსეთს საკუთარი თავი უჭირს.
კომუნისტები ვერ მოვლენ ხელისუფლების სათავეში.

1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

ვხედავ ნავთობის მილების გავლას საქართველოზე!!! რუსეთს ეს საკითხი არ მოასვენებს, ვერ მოინელებს. ამიტომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მათ დაცვაზე აუცილებლად. ტერორს თავად რუსები მოგვიწყობენ (ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ!). რუსეთის ასეთი ქმედებები მსოფლიოს გააკვირვებს.

**
რუსეთის შავი, რეაქციული ძალები ვერაფერს გახდებიან!
რთულ პერიოდს გავივლით, მაგრამ რუსეთის შავ ძალებს მოვერევით.

**
რუსეთი ასუფთავებს თავის ზურგს – სამხრეთ რუსეთს, ანუ ჩრდილოეთ კავკასიას და ამით პრობლემებს ხსნის ერთი, ოთხი, ხუთი (თუ არა მეტი) საუკუნით.
ისე, მადლობა რუსეთს, უღრმესი!

1995 წელი, 2 ნოემბერი, დილის 10 საათი.

რაც შეეხება რუსეთს, ახალი პრეზიდენტი მოდის. იგი უფრო მეტს გაუკეთებს სასიკეთოს საქართველოს, ვიდრე ძველმა პრეზიდენტმა გაუკეთა, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევისა და შუღლის მეტი არაფერი მოუტანია. ღმერთმა არ მისცა რუსებს საშუალება, თორემ ჩეჩნეთზე უარეს დღეს დაგვაყრიდნენ!

1995 წელი, 26 ნოემბერი, დღის 12 საათი.

გიორგაძეს, სხვათა შორის, რუსეთი არ დაუბრუნებს. თუ გინდათ სიმართლე, მოსკოვშიც იმიტომ გავიდა თავისუფლად, რომ რუსეთიდან იყო ბრძანება (წინასწარმეტყველება 1992 წლისა და 1993 წლის 11 აგვისტოსი).

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

რუსეთი შეშფოთდება, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები არ მოწონს. გამოიკვეთა საქართველოს პირველობა კავკასიაში. რუსეთს პირველობის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ის ძალა აღარ აქვს, რაც ქონდა და იძულებული იქნება, დათმოს პოზიციები კავკასიაში.

**
პრეზიდენტმა აირჩია ამერიკულ-დასავლური გზა საქართველოსთვის. ამიტომ საქართველო დიდ ძალას იკრებს მომავალში და ისეთ ადგილს დაიმკვიდრებს კავკასიაში, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, სურს თუ არა, ანგარიში გაუწიოს საქართველოს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია.

**
რაც შეეხება ნავთობს: რუსეთმა, როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავისი `მომგებიანი სიტუაციები~ ნავთობთან დაკავშირებით, საქართველო, ვხედავ, პირველი დაიწყებს ნავთობის გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის უდიდესი ინტერესია და მთელი ძალებით ჩაებმებიან ამ საქმეში.

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

რუსეთი ძლიერი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რომ საქართველოსთან კონტაქტი აუცილებელია, საჭიროა, ამით ზურგს გაიმაგრებს კავკასიაში, თუ არა – წააგებს! ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ პირველ ეტაპზე შანტაჟს კი მოუწყობს საქართველოს, რათა მან არ მართოს კავკასია, მაგრამ მერე ხვდებიან რეალობას და ხელს უწყობენ საქართველოს თავისდა სასარგებლოდ; მიხვდებიან, რომ მუსლიმების ნდობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში.

**
დაიმახსოვრეთ: ვხედავ, ირანი სასომხეთს ძალიან უარყოფითად შემოუბრუნდება. აქ რუსეთი თუ არ ჩაერია, სასომხეთს ცუდად წაუვა საქმე. რუსეთი სასომხეთს დაიცავს და გამოიყვანს რთული მდგომარეობიდან.
საქართველოს საზღვრები იკეტება თითქოს არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო პოზიციებით, მაგრამ ნატოს ჩარევა ძლიერია სამხედრო ხაზით. რუსებიც მიხვდებიან და საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზა იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მომავალში.

**
რუსეთში მომავალში პრეზიდენტი შუმეიკოა. ამიტომ ლაგდება კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობები. რუსეთში ორი ახალი ძლიერი პარტია დარჩება. კომუნისტები ძლიერ სართულზე დგანან, მაგრამ მთავრობაში არასდროს მოვლენ. ჟირონოვსკების დრო წავა. რუსეთი მართლა ამოისუნთქებს შუმეიკოს დროს.

1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათი.

ბატონ რუსეთს მაგრად ეთხრება ძირი და, ბოლოსდაბოლოს, ინებებენ არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ მთელი საქართველოდან გაბრძანებას. ეს ელვის სისწრაფით მოხდება.
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ნამდვილი მოლაპარაკებები აღდგება – ყოველგვარი სიცრუის გარეშე. რუსეთს ძალიან, ძალიან გაუჭირდება, ვხედავ.

1996 წელი, 1 აპრილი, დილის 6 საათი.

რუსეთის განცხადება ომის შეწყვეტაზე, ანუ ჯარის გამოყვანის თაობაზე ჩეჩნეთიდან, ტყუილია. არ დაიჯეროთ! ისინი ფიქრობენ, ტომარაში მოამწყვდიონ ჩეჩნები, ტომარა კი აფხაზეთია. ამით ორ კურდღელს დაიჭერს რუსეთი, მაგრამ ცდილობს, აფხაზეთში ქართველები შეუშვან. მაგარ სცენარებს დადგამენ. გრაჩოვი ჩამოვიდა ზუსტად ამ საკითხის გადასაწყვეტად. ვარდიკო ნადიბაიძესთან კი არ მოითათბირა, არამედ პირდაპირ პრეზიდენტზე გავიდა.

**
რუსეთის მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ ჩაშლილია ასი პროცენტით. ისინი საქართველოს ვეღარ უმტრობენ; მორჩა, ღვთის ნებით!

1996 წელი, 10 მაისი, დილის 6 საათი.

რუსეთს სურს თუ არა, აფხაზეთს გვიბრუნებს; ნაწილ-ნაწილ, მაგრამ გვიბრუნებს.
რუსეთი გავს ძუნწ მათხოვარს: ჯერ გალი, მერე ოჩამჩირე, მერე სოხუმი, მერე გაგრა, მერე გუდაუთა და ფსოუ.
სასაცილოა!

1996 წელი, 26 მაისი, დილის 8 საათი.

რუსეთი იწყებს გამოცოცხლებას, ნელ-ნელა იკრებს ძალებს. რუსეთის სათავეში (2030 წელია დაახლოებით, მეტი თუ არა, მაგალითად, 3030 წელი) მოდის ისევ ქართველი – სტალინის ტიპისა. ხელები აქვს მარჯვე და ძლიერი. ხელაშვილი! იგი მართლა უშველის რუსეთს (რუსი თვითონ სათავეში არ მოვა). იგი კომუნისტი არაა. ეს უკვე სულ სხვა წყობაა, ნამდვილი დემოკრატია (რასაც ვხედავ, რეალურია, სიმართლეა, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. სულაც არ გვაინტერესებს. ამდენი რამ სრულდება და ბოროტი ზრახვები მაინც ვერ დათრგუნეთ). ყალიბდება ახალი, ნამდვილად დემოკრატიული რუსეთი, მაგრამ ისევ ქართველის ხელში წამოიწევს წინ.

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

ბალტიისპირეთი − ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ მოისურვებენ გერმანიის ტერიტორიასთან შეერთებას. ატყდება დიდი ამბები. რუსეთი მათ მიეხმარება. ამ დახმარებას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.
უკრაინის ფლოტი ძლიერია. რუსეთი ყირიმს ვერ წაართმევს უკრაინას. რუსეთი შავ ზღვაზე არასდროს და ვერასდროს იმეფებს!

1996 წელი, 20 ივნისი, დილის 10 საათი.

ლებედი – ეს ტანმაღალი გენერალი მოხვდა იქ, სადაც არ შეიძლებოდა არც ერთ შემთხვევაში (ვგულისხმობ, მთავრობის ხაზით, რა თქმა უნდა). იგი ამ პოლიტიკურ სარბიელს ვერ შეერწყმება, ვერ გაქაჩავს, არ ესმის!!! ის ყველგან ცეცხლოვან წრეს ქმნის, დაუმორჩილებელია. ელცინთან მეგობრულ ურთიერთობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. ერთმანეთი გამოიყენეს და ელცინი და ლებედი ერთმანეთს ჩაძირავენ, აი ნახავთ.
ომი, ჯარი, სამხედრო სტრატეგია კი, ბატონო, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკა, სამთავრობო დიპლომატია ძალიან შორსაა ლებედისგან. ისე ბევრის ოხტში კი ამოვა. მისი მოქმედებები რუსეთის საზღვრებს არ გაცდება.

**
რუსეთში ნელ-ნელა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რაც გადაიზრდება დიდ ცეცხლში. ლებედი თუ არ გაფრთხილდა, რუცკოისა და ხაზბულატოვის ბედს გაინაწილებს – ააფეთქებენ!!! უხეში ქმედებები ჩეჩნეთში, ინგუშეთში, მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ (მამა უცხონდა, აუსრულდეს! კავკასიონზე რიხით დგამს ჩექმას, მაგრამ არაფერი გამოუვა!), ყაზახეთი, უზბეკეთი და ასე შემდეგ − ყველგან აურევს, იმიტომ, რომ სურს შეინარჩუნოს ხელისუფლება ცეცხლითა და მახვილით. ჩავარდნებს ვხედავ, არაფერი გამოუვა.
ლებედი არენიდან სწრაფად გაქრება. მოვიდა მოულოდნელად და მოულოდნელად წავა. რუსეთს ბევრ ქვეყანასთან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, განსაკუთრებით ამერიკასთან და ამის შემდეგ გადაწყდება მისი ბედი – გააქრობენ! ძალიან რთულ თამაშს დაიწყებს სამხედრო ხაზით უცხო ქვეყნებთან, უკრაინასთან ხომ ენაც ვერ აღწერს. მისი მოსვლა განაპირობებს დაძაბულობებს ყირიმში.

1996 წელი, 27 ივნისი, დილის 11 საათი.

რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა, ასე ვთქვათ, მუხლს მოიდრეკს, ბოლოსდაბოლოს და მაშინ ეშველება საქართველოს.

1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათი.

შუმეიკოს პრეზიდენტობის დროს კავკასიას ეშველება.

**
ამერიკა შავ ზღვაზე იღებს ძალაუფლებას, რაც ძალიან აწყობთ თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ მოქმედებაში. რუსეთი აყვირდება, მაგრამ რუსეთმა საქართველოსთან თამაშით ბევრი რამ წააგო. საქართველო რუსეთს აღარ ენდობა მომავალში. ეს სწორი ნაბიჯია ქართველთა მხრიდან.
ნავთობის მილი ამუშავდება. რუსეთი იძირება.

1996 წელი, 27 სექტემბერი.

კავკასიის ომი უფრო გაღვივდება. კონფედერატებიც (თუ რაც ერქმევათ მუსლიმთა თაოსნებს) ომს უცხადებენ რუსეთს. არანაირ დათმობებზე არ წავლენ, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ომის ცეცხლში გაეხვევა.
რუსეთი დაიწყებს საზღვრების გამაგრებას. მაგალითად, აფხაზეთის მხრიდან კავკასიელებს იმხელა დახმარება აქვთ თურქეთისა და სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისაგან, რომელიც მათ გადააქვთ აფხაზეთიდან, რომ რუსეთს უკვე უჭირს ამის გაკონტროლება. მათ ჩეჩნეთში, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ.

**

ჩეჩნეთის სათავეში ახალი ხალხი დგას, ვხედავ, ახალ სახელებს და გვარებს გამოაცხადებს რუსეთის ტელევიზია.
ეს ომი კავკასიონს არ გადმოცდება. თვითონ რუსეთი ეხმარება საქართველოს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გადაკეტვაში.
აქ იწყება მესამე მსოფლიო ომი!

1996 წელი, 8 ოქტომბერი.

რუსეთში ხდება მთავრობის ცვლა. ვხედავ, მომავალში არც ერთი პოლიტიკოსი, ვინც კია დღეს, აღარ ფიგურირებს. შუმეიკოა პრეზიდენტი! ჩერნომირდინი არასდროს გახდება პრეზიდენტი. იგი დიდ, უხეშ შეცდომებს დაუშვებს.

**
აფხაზეთში აფსუებს ვეღარ ვხედავ. დე-ფაქტო პრეზიდენტს თვითონ რუსები თხრიან, როგორც აღვნიშნე 1992 წელს.

**
ჩეჩნეთი რუსეთს თავს არ დაუხრის. რუსეთი მოჩვენებით რაღაც დათმობებზე წავიდა ჩეჩნეთთან, რათა ომი დაემთავრებინა მსოფლიოს თვალში, მერე კი შიგნით მოუვლიან. ამიტომ ჩეჩნეთში ომი არ დამთავრებულა − კავკასიაში ახლა იწყება ომები!

**
კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება! ამინ! ამინ! ამინ!

1996 წელი, 4 ნოემბერი, დღის 3 საათი.

რუსეთის პრეზიდენტი შუმეიკოა. იგი საქართველოს ბევრ რამეში მხარში ამოუდგება. ჯერ კი რუსებს მაინც მზაკვრული გეგმები აქვთ, ჭკუა ვერ ისწავლეს. თუმცა, მაინც ვერაფერს მიაღწევენ.
წინა პლანზე ისევ გრაჩოვი ჩანს, მაგრამ დროებით გაიელვებს და არენიდან გაქრება. მოდის ახალი გვარდია, რომელიც შუმეიკოს მხარეს იქნება.

**
შავ ზღვაზე რუსეთსა და ამერიკას შორის წავა ფარული ჭიდილი.

1996 წელი, 22 ნოემბერი, დილის 11 საათი.

რუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩერნომირდინი ორმაგ თამაშს იწყებს ლებედთან. მას ჭირდება ლებედი იმიტომ, რომ გარკვეული ძალები დაუპირისპირდებიან, რათა მოაშორონ პოლიტიკურ არენას, ანუ ძირი გამოუთხარონ. ეს მაფია დიდ თანხებს ფლობს. მათ ჩერნომირდინის პოლიტიკა არ აწყობთ, იგი მუსლიმებს წყალობს.
პრეზიდენტის ნდობა დიდია ჩერნომირდინის მიმართ. რაღაც მომენტში პრეზიდენტი გარკვეულწილად დიდ როლს ანიჭებს მას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონვე (დაიმახსოვრეთ!) მოთხრის ჩერნომირდინს და მის ადგილზე მოყავს, ანუ ნიშნავს შუმეიკოს. შუმეიკოს უკან დიდი ძალაა − რუსეთის ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ბიზნესმენები უდგანან.
ელცინის გადატვირთვა არ შეიძლება. სახელმწიფო უნდა მართოს, მაგრამ არ შეუძლია, აბსოლუტურად არ აქვს ენერგიები. ფაქტობრივად, ელცინის გაყვანა საჭირო იყო მსოფლიო პოლიტიკისათვის.
ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს ჩერნომირდინის ადგილას, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი იქნება შუმეიკო.

1996 წელი, 25 ნოემბერი, ღამის 10 საათი.

რუსეთი არ ეშვება საქართველოს, ამიტომ ისჯებიან ღვთისგან. ჩეჩნეთი − ეს არის ომის დასასრული, აფხაზეთი და სამაჩაბლო – ეს არის ომის დასაწყისი.

**
რუსეთი კი, როგორც ხუთი წლის წინ ვთქვი, იშლება! ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები რუსეთს საერთოდ აღარ ენდობიან, დაიწყება მასიური დევნა და გაძევება რუსი მოსახლეობისა კავკასიის ქვეყნებიდან. რუსეთს დიდი კრახი ელის. ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო ომი უნდა გადაიტანოს.

1996 წელი, 29 ნოემბერი, საღამოს 7 საათი.

რუსეთი ჩიხში მოემწყვდევა, ისედაც ჩეჩნეთი უამრავ პრობლემას გაუჩენს. დღეს რაც რუსებმა ჩეჩნეთს დაუთმეს, მომავალში დიდ დარტყმად მიიღებენ.
ვიმეორებ: ჩეჩნეთს კავკასიის სხვა ქვეყნებიც აყვებიან. რუსეთი აქ უკვე უძლურია. ვინც იცის, საქმე ისე დაუდგეთ, რომ მოსკოვი გაუხდეთ რუსებს დასაცავი.
ელცინის ვარსკვლავი ქრება. ჩერნომირდინი რაღაცით გააღიზიანებს პრეზიდენტს და მოუვათ უკმაყოფილება. აქ ჩუბაისი იქნება ჩარეული.
ლებედი? იგი არენიდან ქრება.
რუსეთს საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდა, რომ საქართველოს ხელი გაუშვას. ვნახოთ, სადამდე ეყოფათ ძალა.
რუსეთის არმია _ ჯარი, არ არსებობს!!! აბსოლუტურად დაშლილია! თუ რუსეთმა არმია არ შექმნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. ახლა დიდი დარტყმა რუსეთს დაღესტნიდან, ვიმეორებ, დაღესტნიდან ელის!

1996 წელი, 30 ნოემბერი, დილის 11 საათი.

რუსეთს ჩეჩნეთის მიმართ დიდი მზაკვრული გეგმები აქვს მომზადებული. არც იფიქროთ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას დათმობს. ჩეჩნეთთან ომის შეჩერება პატარა პერიოდით რუსებს ძალიან აწყობდათ. ფაქტობრივად, ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორეს. მაგრამ მომავალში რუსეთს დრო, დრო ჭირდება, რათა მერე ჩეჩნები საერთოდ მოთხარონ, ვხედავ. დღეს ჩეჩნეთი ისედაც მოთხრილია. რუსეთს სხვა ქვეყნების ეშინია. ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის დაღესატანი! რაც დაღესტანში მოხდება, იმასთან ჩეჩნეთი მოგონება იქნება. ჩეჩნეთში ომი თუ შეაჩერეს რუსებმა, დაღესტანში ვერ შეაჩერებენ; იქ უკვე ომი ბოლომდე იქნება. რასაც ვხედავ და ვიცი, ეს ასრულდება, დანარჩენს კი არ ვიტყვი, ეს უკვე პოლიტიკოსების საქმეა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. ვნახოთ! მათი პოლიტიკური ანალიზები არ იქნება სწორი. ეს კი დიდ კრახს ნიშნავს. აი ნახავთ!

1996 წელი, 19 დეკემბერი, დღის 3 საათი.

საბოლოო ჯამში, რუსეთი დაარეგულირებს ყველაფერს კავკასიაში, მაგრამ ყოველივე ეს დიდი სისხლის ფასად დაუჯდება. ისევ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები – რუსეთი მეცოდება! შავი ძალების მეტი ნაწილი ჩაფლულია რუსეთის პოლიტიკაში, მაგრამ მათი დროც მოდის და ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს. არავითარი ძალა არ არსებობს, რომ მათ მიეხმაროს.

**
შავი ზღვის საკითხი გამძაფრდება. უკრაინა-რუსეთს შორის ვხედავ დიდი შეჯახებებს. ეს გარდაუვალია. რა ანალიზებიც არ უნდა აკეთონ, ეს ასეა. დრო (?) ცოტაღა დარჩა. აი ნახავთ!

1997 წელი, 21 აპრილი, დღის 3 საათი.

რუსეთში ვხედავ დიდ დაძაბულობებს. ეს უკვე სერიოზულია. ელცინს ვერ ვხედავ. მის მოძრაობაში სიკვდილი ჩანს. ისე აირევა ყველაფერი  მთავრობაში, რომ თვითონ მთავრობის წარმომადგენლებს შეეშინდებათ. ქაოსი, ურთიერთშუღლი  − ეს უკვე რუსეთის საზიანოდ! თუ პრეზიდენტი დროზე არ გამოიცვლება, დაშლა არ აცდებათ.

1997 წელი, 25 მაისი, დილის 9 საათი.

რუსეთის არმიაში ცვლა საქართველოს არაფერს აძლევს. არ არსებობს რუსი, რომელიც ჩვენ ინტერესებს დაიცავს. უბრალოდ, ვხედავ გარკვეულ ძლიერ ზეწოლებს პოლიტიკაში, რის გამოც რუსეთი იძულებულია, საქართველოს დაუთმობს.
რუსეთში ცეცხლი კიდევ დაინთება. ვიმეორებ: დაღესტანი! ამას როდიდან ვამბობ, უკვე რამდენი წელია?! ჩრდილოეთ კავკასიას აკლია დაღესტნის აფეთქება და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. ჩეჩნეთთან ისევ თამაშს იწყებს – იქნებ პოლიტიკურად მოიგოს? – მაგრამ არაფერი გამოუვა. დუდაევი უფრო დაუთმობდა, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტი; ისეთ სიურპრიზებს მოუწყობენ, რომ მთელი რუსეთი ამაზე იყაყანებს.

**
რუსეთს ვაფრთხილებთ!!! თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ მოეშვა საბჭოთა კავშირის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აღდგენას, კავკასიელები პირდაპირ მოსკოვში შევარდებიან; დიახ, ვხედავ, მოსკოვში!
რუსეთის ჯარს არ უშველის გენერლების ცვლა; რუსეთის არმია საკმაოდ სუსტდება მომავალში.
ჩუბაისი ისევ არენაზე  ჩნდება. ლებედი, ჟირინოვსკი და ა.შ. არენიდან ქრებიან.

1997 წელი, 27 მაისი, დილის 11 საათი.

რუსეთი უფრო აფორიაქდება, მაგრამ ვხედავ, ამერიკა უკვე სერიოზულად თხოვს თამაშების შეწყვეტას საქართველოს მიმართ. ის, რაც მოილაპარაკეს წარსულში და როგორც დაინაწილეს რესპუბლიკები, იმის ასრულებას მოთხოვენ. რუსეთს კი დატაცებული ტერიტორიების დათმობა არ სურს.

**
ვხედავ უკრაინისა და საქართველოს გაერთიანებას შავ ზღვაზე. ეს რუსული ფლოტის დასასრულია შავ ზღვაზე. რუსეთი აქ უძლურია. უკრაინა-საქართველოს ფლოტი რუსეთის ფლოტის ტოლფასია და მას დიდი შანსი ექნება გაუმკლავდეს რუსეთს მომავალში.
ვხედავ, საქართველო რეალურად გამოეყოფა რუსეთს და ევროპისა და ამერიკის დროშასთან დგება. რუსეთმა როგორც არ უნდა იმოქმედოს, მისი ყველა ცდა ჩაფუშულია. რასაც ვხედავ, ყველაფერი ასრულდება! მხოლოდ შუმეიკოს პრეზიდენტობის დროს ექნება საქართველოს რუსეთთან კეთილი ურთიერთობები და კონტაქტები, მხოლოდ მეზობლური.
სხვათა შორის, იმ პერიოდში ბევრი დიდი პოლიტიკოსის ბინძურ თამაშებზე ილაპარაკებს გაზეთები, პრესა – თუ ვინ რა გააკეთა. ეს შუმეიკოს ნებართვით მოხდება, ამით შუმეიკო დიდ ქულებს ჩაიწერს. ჭკვიანურია. ეს შეეხება არა რუს პოლიტიკოსებს, არამედ `ესენგეში~ შემავალ ყველა რესპუბლიკისას. ნამდვილი ზარის დაცემა იქნება. ამას ვერავინ შეაჩერებს!!!

1997 წელი, 15 ივლისი, კოჯორი.

რუსეთში ისეთი მძიმე პოლიტიკური ვითარება ჩამოვარდება, რომ საქართველოსთვის აღარ ეცხელებათ; აფხაზეთი კი არა, მგონი, მოსკოვს კარგავენ! ეს ასეა, ნახავთ! იგივე მოხდება სამაჩაბლოშიც.

1997 წელი, 22 ივლისი.

მომავალში რუსეთი კავკასიას კარგავს.

**
`აბრეშუმის გზა~ იხსნება, ვხედავ. რუსეთს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, არაფერი გამოუვა.
1997 წელი, 4 აგვისტო, დღის 2-ის ნახევარი, კოჯორი.

რუსი წააგებს; მომავალში საკუთარი თავი უხდება დასაცავი მუსლიმებისგან.
კრასნოდარის მხარეზე დიდი არეულობა იქნება. საქართველო სოჭს შემოიერთებს.

1997 წელი, 10 აგვისტო, ღამის 11 სათი, კოჯორი.

ვხედავ, რუსეთი უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ჩრდილოეთ კავკასიაში და გაატარებს უხეშ პოლიტიკას. რასაც იგი აკეთებს, ზუსტად რომ ვთქვათ, კოლონიზატორობაა. რუსეთი არაფერს დათმობს ადვილად. ჩეჩნეთში არაფერი გამოუვა და ყველანაირად ცდილობს, გვერდი აუაროს(?).
დაღესტანში კი დიდი ცეცხლი მზადდება. ზუსტად ეს ცეცხლი დაწვავს რუსეთს. დაღესტანში დაიწყება უკმაყოფილებები, ტერორები, იქ რუსეთის პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს. რუსეთი ფრთხილობს, რომ ის შეცდომები არ გაიმეოროს, რაც ჩეჩნეთში დაუშვა, მაგრამ არაფერი გამოუვა. თავდაპირველად ყველაფერს ჩეჩნებს გადააბრალებენ, რომ თითქოს დაღესტანში ომი ჩეჩნეთს აწყობს და ყველა ტერორი სწორედ იქიდან მოდის. მაგრამ  მომავალში იწყება მთავრობის ცვლა დაღესტანში. აქ რუსეთი ძალიან დაყურადდება. მოდის ისეთი ძალა, რომელიც რუსეთის პროგრამას არ შეასრულებს. ქვეყნის სათავეში მოდის, ესე იგი, დაღესტნის პრეზიდენტი იქნება ახალგაზრდა კაცი – დიდი მორწმუნე, ციხეშია ნამყოფი პოლიტიკურზე, მილიონერია, ზურგს უკან უდგას მუსლიმური სახელმწიფოს ძალა. ეს კი ისეთი ძალაა, რომ რუსეთი ვერც წარმოიდგენს, რა დღეს დააყრის ეს `მუჰამედი~ (ასე ვარქმევ). იგი თავს ყულფში არ გაყოფს, როგორც დუდაევი. ამ კაცს თავისი რწმენა და ღმერთი ეხმარება. იგი, როგორც კი მოვა მთავრობაში, დაიწყებს კანონების ცვლას და რუსეთს, ასე ვთქვათ, უხეშად გადაუსვამს ხაზს. დაღესტნის ტერიტორიას აცხადებს დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რუსეთის ტერიტორიებს არ ცნობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. ვხედავ, როგორც კი დაღესტანი აღსდგება, ჩეჩნეთი, ინგუშეთი (ყაბარდო-ბალყარეთი?) ერთ დღეში გაერთიანდებიან და რუსეთს დაუპირისპირდებიან. აქ რუსეთს საქართველოს იმედი აქვს, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისეთ ბალბას მოუხარშავს რუსეთს, რომ…
რაც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს, არძინბას რუსები მოთხრიან-მეთქი, ასრულდება. არძინბას მომავალში მოწამლავენ. რა მნიშვნელობა აქვს (ისე, სულ სიკვდილს ვხედავ), არძინბას ანგარიშს არავინ გაუწევს.

1997 წელი, 15 აგვისტო, დილის 11 სთ. 25 წთ. კოჯორი.

რუსეთი ისე გადაიკეტება ღვთისაგან, რომ აფხაზეთში ხელს კი არა, თითსაც ვერ გაანძრევს. მათი ქმედებები ფუჭია  თვითონაც გაოცდება რუსეთის მთავრობა. ღვთის ნებით, რა თქმა უნდა, ვხედავ, სალაპარაკო მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, უკრაინა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!

1997 წელი, 11 ნოემბერი, დილის 10 საათი, თბილისი.

რუსეთი ფიქრობს, თუ რა პოზიცია ჯობს დაიკავოს. თითქოს სადამ ჰუსეინს მიემხრობა. ეს ქრისტიანებს ძალიან გააღიზიანებს – ფაქტობრივად, რუსეთი ხელს შეუწყობს სადამ ჰუსეინს. ეს გამოიწვევს დიდ ხმაურს პრესაში და საერთოდ, დიდი შეჯახება მოხდება. მაგრამ რუსეთი მალევე გამოფხიზლდება და ამერიკას გვერდში ამოუდგება.

**
[მესამე მსოფლიო ომისას] ვხედავთ, რუსეთის ტრამალები გადაშავებულია მუსლიმთაგან. ისინი ყველაფერს მოედებიან. ბევრი იქნება უკვალოდ გამქრალი ქალაქი და სოფელი; ბევრი იქნება დახოცილი დიდი და პატარა. რა ადგილას? რომელ მხარეს? თითქმის ყველგან! ხოლო ღვთისგან არის ნიშანდადებული ადგილები დედამიწაზე. ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი!
ამინ! ამინ! ამინ!

1997 წელი, 3 დეკემბერი, დილის 10 საათი.

რუსეთში დიდი ცვლილებები იქნება მთავრობის ხაზით. ელცინს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, მოულოდნელად გული გაუჩერდება, სიკვდილს ვხედავ.
ჩეჩნებთან ურთიერთობები რუსეთს არ დაეწყობა. ჩეჩნეთი იმ ომს ვერ მოინელებს. დროებითი ჩაჩუმებაა და მეტი არაფერი, ვხედავ. ისინი რუსებს არ მოასვენებენ. ომი ისევ განახლდება, ოღონდ სხვაგვარად. დაღესტანში არეულობები კი აიცილა. მოდის ახალი პრეზიდენტი (ეს ადრეც აღვნიშნე), თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომ იტყვიან, რუსებს ბალბას მოუხარშავს.

**
და საერთოდ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება. მომავალში ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან და ეს ცვლა რუსეთს გადაარჩენს…

1997 წელი, 4 დეკემბერი, დილის 10 საათი.

ელცინის სიკვდილი რუსეთს არაფერს დააკლებს. ჩერნომირდინი პოლიტიკურ  არენაზე დროებით მოჩანს, უფრო ვერ ვხედავ, ეს არის დროებითი გაელვება.
მოულოდნელად არენაზე შუმეიკო გამოჩნდება… დიდი ჭიდილი წავა კრემლში, მაგრამ პრეზიდენტი შუმეიკოა. სრულდება ჩვენი წინასწარმეტყველებები, მერე კი სწრაფად წყდება კავკასიის პოლიტიკა.

**
რუსეთი კავკასიაში გაატარებს შემრიგებლურ პოლიტიკას. ამით ბევრს მოიგებს მართლა, ბევრ რამესაც დათმობს. აი მაშინ იწყება უკვე რუსეთის აყვავების პერიოდი. ეს შერიგების პოლიტიკა ჯერ კიდევ შორსაა. ბევრი რამ მოხდება ამ პერიოდში.

1998 წელი, 5 იანვარი, საღამოს 7 საათი. 

ჩეჩნეთში ომი არ დასრულდება. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რუსეთს იმედებს გაუცრუებს, რუსეთი ვერ გაატარებს ჩეჩნეთში იმ პოლიტიკას, რაც სურს.
რუსეთ-ოსეთის კონფლიქტი იქნება აუცილებლად. რუსეთი ოსეთში ძალიან თავხედურ პოლიტიკას ატარებს.

**
რუსეთში დიდი ცვლილება: ჩერნომირდინი და ჩუბაისი! მათ შორის მშვიდობა არასდროს დამყარდება. ისინი იომობენ. ელცინი გარდაიცვლება. ჩერნომირდნი დროებითი ფიგურაა, ვხედავ, ჩუბაისი აიწევს უფრო მაღლა, ყველაფერს მოისყიდის და შუმეიკოს წამოწევს პრეზიდენტის პოსტზე.

**
რუსეთი ჩეჩნეთს ვერ წაშლის – რაც ძალიან უნდათ, და ვერც გაარუსებს. ყრუ, ნელი ტემპით წავა ყველაფერი.

**
მომავალში იქმნება ნამდვილი `კავკასიური სახლი~, რაც ძალიან შეაშინებს რუსეთს, მაგრამ ამ პროცესს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ცენტრი იქნება თბილისში. ამით რუსეთი დაწყნარდება, რადგან საქართველო იკავებს ვითომ ნეიტრალიტეტს, რუსეთს კი, `ასეა თუ ისე, ცოტა გავლენა მაინც ხომ აქვს საქართველოში?~ მაგრამ ცდებიან.

1998 წელი, 13 თებერვალი.

ის თამაში, რაც განიზრახეს რუსეთის რეაქციულმა ძალებმა, ჩაეშლებათ და საერთოდ, ბევრი რამ გაირკვევა მომავალში. რამდენჯერ უნდა ვიწინასწარმეტყველო, რომ რუსეთი კარგავს კავკასიას? კავკასიის ცენტრი იქნება საქართველო, ასე ვთქვათ, დედაქალაქი კი – თბილისი. ასე რომ, დროა ერთმანეთს დაერიონ კავკასიაში. ამიტომ რუსები ყველა თამაშს ითამაშებენ, რათა კავკასიის ქვეყნები ერთმანეთს გადაკიდონ. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდათ, პოლიტიკურად წააგეს, ახლა ფიზიკური განადგურების გარდა არაფერი დარჩენიათ.
სასომხეთში ტერ-პეტროსიანმაც მშვიდობიანი გზა არჩია, ასე ვთქვათ, ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას და იმის შიშით, რომ შიდა ომი არ მომხდარიყო (და მაგალითი მისთვის საქართველოა), გადადგა. რუსეთი გაიმარჯვებს, თუ შეძლებს კავკასიის ქვეყნების დაპირისპირებას (იხილეთ ჩემი წინასწარმეტყველებები ¬1992-1997 წლებისა და მთელი სურათი გადაგეშლებათ თვალწინ).

**
დაღესტანში (კიდევ ვიმეორებ) დიდი ცეცხლი დაინთება. ამ წუთში ვხედავ, როგორ იწვის კავკასიონის ჩრდილოეთი მხარე, სისხლი ნიაღვრად მოედინება.
გაფრთხილებთ ჟინვალჰესზე, გაფრთხილებთ! აქაც, იცოდეთ, რომ რუსეთის ხელი ურევია.
რუსეთის გენშტაბს… არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ ააფეთქებენ. ივარაუდებენ, რომ ეს მოდის დაღესტნიდან და ამაზე აყვირდებიან ტელევიზიითაც.

1998 წელი, 21 თებერვალი, დილის 10 საათი.

შევარდნაძის ტერაქტი მოსკოვში დაიგეგმა, ასე ვხედავთ, ელცინის კაბინეტში (დროს ვერ ვხედავ, მაგრამ სხვას ყველას და ყველაფერს ვხედავ დედამიწაზე!)
გიორგაძე და გიორგაძე! მერე რა? თქვენ ის იკითხეთ, გიორგაძის უკან ვინ დგას. რა შუაშია გიორგაძე?! თქვით ხმამაღლა, რომ ეს ტერაქტი მოდის რუსეთის მთავრობიდან, პირდაპირ პრეზიდენტისგან. მთელი რუსეთი რეაქციული, შავი ძალაა, არც ერთს არ უდევს სიკეთის თესლი საქართველოს მიმართ.
აი რას ვხედავ: მომავალში გამოქვეყნდება, ანუ იპოვნიან ქაღალდებს, ხელმოწერილ ბრძანებებს, რომლებიც ფარდას ახდის ამ ტერორებს პრეზიდენტზე და საერთოდ საქართველოზე – სად იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ისინი. რუსეთის მომავალ პრეზიდენტს აწყობს ამ მასალების გამოქვეყნება, რათა დაუმტკიცოს კაცობრიობას, რომ რუსეთი განიწმინდა რეაქციული ძალებისაგან. სავსებით ვეთანხმები.
დღეს კი რუსეთი ისევ მუსლიმებს უმაგრებს ზურგს. ეს უდიდესი შეცდომაა. მუსლიმები არ ენდობიან რუსეთს და როგორც კი მომძლავრდებიან, რუსეთს თავს დაესხმიან. ეს იმიტომ, რომ რუსეთი დაიწყებს ორმაგ თამაშს, როგორც ყოველთვის, და მუსლიმები არ აპატიებენ. ეს მესამე მსოფლიო ომია.

1998 წელი, 3 აპრილი, დილის 11 საათი.

რუსეთი უფრო აირევა. ჩერნომირდინის ცდა უაზროა. იგი ვითომ ჭკვიანი პიროვნებაა, დიდ შეცდომებს კი დაუშვებს. ამ პატარა პოლიტიკურ თამაშში ელცინმა მოატყუა ჩერნომირდინი – იგი უბრალოდ მოიშორა. ჩერნომირდინმა ბრძოლა უკვე წააგო. მას რუსული ზღაპრის `რუსლან და ლუდმილას~ პერსონაჟის, წვერებიანი ჯადოქრის, ჩერნომორის სახელს  უწოდებს თვით რუსეთი. მეც ასეთ ჯადოქრად ვხედავდი ყოველთვის.
შუმეიკო მოულოდნელად ამოტივტივდება და მეტი არაფერი.

1998 წელი, 24 ივლისი, დღის 3 საათი, კოჯორი.

რუსეთი საქართველოს დახმარებას თხოვს (ეს იქნება საზღვრებთან დაკავშირებით), მხარდაჭერას მოთხოვს.

1998 წელი, 10 სექტემბერი, დილის 11 საათი, კოჯორი.

ელცინი ქრება ნელ-ნელა არენიდან. ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.
რუსეთის კრიზისიდან გამოყვანას ვერ ვხედავ. პრიმაკოვი უფრო გააღვივებს შუღლსა და მტრობას ქვეყნებს შორის. ის საკუთარ სახეს აჩვენებს. რუსეთის პარლამენტში – `დუმაში~ ძალიან აფორიაქდებიან, მიხვდებიან, თუ რა შეცდომები დაუშვეს. დღეს 1990-1993 წლები ხომ არ არის, როცა მათ ადამიანების ბედზე ითამაშეს, გაატარეს მტაცებლური, კოლონიზატორული პოლიტიკა `ესენგეს~ ქვეყნებში? დღეს სულ სხვა დროა და რუსეთი ვეღარ – აღარ კი არა, ვეღარ! – გაატარებს თავის ბინძურ პოლიტიკას. რუსეთი თვითონ ზის ჭაობში. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და დღეს სრულდება.
პრიმაკოვის პოლიტიკა, ვხედავ, დიდ დარტყმას მიიღებს მომავალში. ვინ ვის ებრძვის, ვერ გაიგებ. არენაზე ჩნდებიან ძველი პოლიტიკოსები – ჩუბაისი, შუმეიკო და ა.შ. რუსეთი იძირება. საშინელი ქაოსია. ფულის – რუბლის ინფლაცია ისევ იქნება, უკვე საბოლოოდ, მაგრამ ეს პირველ ინფლაციაზე უარესია.
გენერალი ლებედი ძალიან საშიშ პოლიტიკას ატარებს. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მას დიდი კრახი ექნება პოლიტიკაში, მანამდე კი მოსკოვს შეაშფოთებს. როგორც რუსები ცდილობენ საქართველოს დაქუცმაცებას (აფხაზეთი, სამაჩაბლო, აჭარა და ასე შემდეგ), ლებედიც ისე აჭრის რუსეთს აღმოსავლეთს. თავის ჭკუით, ცალკე რესპუბლიკის გამოცხადება სურს და საკუთარ თავს წარადგენს პრეზიდენტად. აქ გამოცდიან რუსები, თუ რა არის საკუთარი მიწის წართმევა და ხალხის დარბევა. რუსეთში პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, ომები იქნება. ეს ძალიან საშიშია.
რუსეთი ერთ მომენტში, ვხედავ, ირანს დაუპირისპირდება, მაგრამ ურთიერთობები სწრაფად აღდგება. რუსეთს არ მოწონს ირანის სამხედრო პოლიტიკა და შესწორებები შეაქვს, ასე ვთქვათ. ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს, ვხედავთ.
დღეს კი კრემლში მუშავდება ისეთი პროექტი, რომელიც ყველას გააკვირვებს, მაგრამ ამ პოლიტიკურ პროექტებს ასრულება არ აწერიათ, დაწყნარდით!
რუსეთში უცხოელ ბიზნესმენებს გაუჭირდებათ. ეს დიდ სირთულეებს მოუტანს რუსეთს. ძლივს აღადგენენ მერე ურთიერთობებს. მანამ კი ყველა გარბის მოსკოვიდან. დიდი ქაოსი იქნება.
უკრაინასთან ისევ ატყდება დავა. ეს უკვე მართლა სერიოზულია. რუსეთის პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში, ვხედავ.

 1998 წელი, 24 ნოემბერი.

რუსეთს სურს ამიერ და იმიერ თუ ჩრდილოეთის, ანუ კავკასიის ქვეყნები გათიშოს, ჩამოაგდოს შუღლი მათ შორის; უბინძურესი გეგმები და პროექტები აქვს ჩაფიქრებული.

1999 წელი, 7 იანვარი, საღამოს 8 საათი.

აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგება, თვითონ რუსები წამოწევენ. ასეთი აფხაზეთი რუსეთს აღარ აწყობს იმდენად, რამდენადაც უკვე მათთვისაა საშიში, ძალიან საშიში!

1999 წელი, 8 იანვარი, დილის 10 საათი, თბილისი.

რუსეთში ინფლაცია ისევ იქნება. ეს უკვე ორმაგი დარტყმაა, მაგრამ ასეთია ბედისწერა. დღეს თუ ხვალ, მაგრამ ძალიან მალე კი იქნება. თუმცა, ეს ძალიან დიდ კატასტროფას აღარც წარმოადგენს ისედაც დანგრეული რუსული ეკონომიკისათვის. მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.
შუმეიკო პრეზიდენტია! ეს პერიოდია რუსეთის ეკონომიკის აყვავებისა, წინსვლისა და სიძლიერისა; ჯერ მან არენაზე მხოლოდ გაიელვა. ეს არის დასაწყისი მისი აღმავლობისა.
ყალმუხეთის პრეზიდენტს  დიდი სირთულეები ელის. მსოფლიო ამას ვერ ხედავს, მაგრამ რუსეთი არ დათმობს ამ მხარეს და საერთოდ ყველა წამოწყებას ჩაახშობს. ამაზე დიდი ლაპარაკები იქნება.
ლებედი ისევ არენაზე ჩნდება ციმბირიდან; ისევ მოსკოვს უმიზნებს. მაგრამ ჩავარდნები ექნება. იგი მოულოდნელად დატოვებს პოლიტიკურ არენას…
პრიმაკოვს ბევრი დაუპირისპირდება, დიდ ბრძოლებს გაუმართავენ, მაგრამ სერიოზულ თამაშებს მოიგებს, განსაკუთრებით, ამერიკასა და რუსეთს შორის… მაგრამ მაინც  წააგებს.
ამერიკა და რუსეთს შორის ძალიან დაიძაბება სიტუაციები. ეს შეეხება აღმოსავლეთის პოლიტიკას. ეს 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე და დადგა კიდეც, ვხედავ, ეს დრო.

1999 წელი, 11 იანვარი, დილის 10 საათი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიდი ურთიერთობები დამყარდება. რუსებიც დაიწყებენ სირბილს საქართველოში. ვხედავ, რუსები აფორიაქდნენ, მათ ვერ ჩაშალეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. მოდის ის დრო, როცა რუსეთის ინტერესებში შედის კავკასიის საზღვრების დალაგება. ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარვმეტყველებდი (1990-1991 წ.).  ჰოდა, აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს. ვხედავ, რომ რუსეთს მეზობელი აფხაზეთი, ანუ საქართველოს ეს ნაწილი, აღარ აწყობს დაულაგებელი, იმიტომ, რომ აფხაზეთზეც გადის ის `აბრეშუმის გზა~, რომელიც რუსეთმა, ბოლოსდაბოლოს, ცნო.
პრიმაკოვი ფიქრობს საქართველოში ჩამოსვლას (ამაზე ილაპარაკებენ), მაგრამ გადაიფიქრებს.
და საერთოდ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება შინაურ საქმეებში. კრემლში ისევ არეულობაა, ისევ გაყოფა.
მოკლედ, ახალ პრეზიდენტს ვხედავ. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ ელცინს ვეღარ ათამაშებენ, რათა დრო გაწელონ. კრემლში ყველა თამაშობს. ოპოზიცია ატეხს ყვირილს და ვერავინ ვეღარ დამალავს. იწყება დიდი გადატრიალება.
ჰო, მთავარი: მუსლიმნი დაუპირისპირდებიან `დიდ რუსეთს~.
P.შ. პრიმაკოვს მოტეხილობა ექნება სახსრისა. ოპერაციასავით ვხედავ. გამოძვრება. ძალიან გაუჭირდება საერთოდ.

1999 წელი, 25 მარტი, დილის 11საათი, თბილისი.

რუსეთი საკმაოდ დაშლილი და არეულია, დასუსტებულია და საკადრის წინააღმდეგობას ამერიკას ვერ გაუწევს. ფაქტობრივად, რაც დათესა, იმას იმკის. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს, ჰოდა, რუსეთი პასუხს აგებს იმაზე, რაც კავკასიაში მოიმოქმედა. ასეა, ყველაფერი კანონზომიერია დედამიწაზე.
რუსეთი სასწრაფოდ დაიწყებს თავისი არეული პოლიტიკის დალაგებას კავკასიაში, განსაკუთრებით, საქართველოში – იძულებითა და მათივე დახმარებით. როგორც ეს 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, აფხაზეთში, როგორც აურიეს, ისე დააწყობენ საკუთარი ხელით ყველაფერს, რათა ვითომ მშვიდობის მომხრეთა სახელი მაინც შეინარჩუნონ, ანუ შერყეული ბაზა გაიმყარონ. ისე, ერთი მომენტი შეიქმნება იმის საშიშროება, რომ საბჭოთა კავშირი ისევ აღდგეს. ამაზე ყველა ალაპარაკდება, მაგრამ კავშირის აღდგენა არ აწერია რუსეთს ბედისწერაზე.

1999 წელი, 10 აპრილი, დილის 2 საათი.

რუსეთმა თუ სამშვიდობო პოლიტიკა არ გაატარა ევროპაში, წააგებს, ვხედავთ. მაგრამ აღსანიშნავია ერთი რამ: ამერიკა ცდება, თუ ფიქრობს, რომ რუსეთმა მთელი ტექნიკა დააკონსერვა, ან დაშალა და გაყიდა. რუსეთმა ამერიკა, ვხედავ, მოატყუა, ტექნიკა და სამხედრო ბაზებიც გადამალა, დიახ, გადამალა! ამერიკასა და რუსეთს შორის ომი არასდროს იქნება; იქნება ენის ფხანა მხოლოდ პოლიტიკაში, მაგრამ თანამშრომლობას მომავალში მაინც განაგრძობენ; ჯერ გაეყრებიან, მერე ისევ მორიგდებიან.

**
იუგოსლავია – ეს დასაწყისია. მსოფლიო რუკა იცვლება, როგორც ყოველთვის, საუკუნეში ორჯერ ან სამჯერს. ჰოდა, იუგოსლავიას რუსეთი ვერ უშველის, ვხედავ. იქნება სიტყვების ბაქიბუქი მხოლოდ და მეტი არაფერი. რუსეთი სიტყვების კორიანტელით კმაყოფილდება და მერე ჩაცხრებიან. იუგოსლავიას აღგვიან მიწისაგან პირისა – ასეთია ბედისწერა.

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.

ამერიკა ევროპაში მაინც გაატარებს თავის პოლიტიკას. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი და როგორც ადრე აღვნიშნეთ, შეიარაღებული ძალების სისუსტეს აჩვენებს. რუსეთს ჯარი არა ყავს! რუსეთი ამერიკას ვერ შეეწინააღმდეგება! არც ერთი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო – იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია და ა.შ. რუსეთს მხარში არ ამოუდგება, არავის სურს რუსეთის ფეხზე დაყენება, მისი სამხედრო სიძლიერე; დიახ, ის სიძლიერე, რომელიც წარსულში მსოფლიოს დღენიადაგ აზანზარებდა და მუდმივ შიშში ყავდა. ამიტომ ვხედავ, რუსეთი შეუდგება ყოფილი საბჭოთა კავშირის დალაგებას, რათა შეინარჩუნოს `ესენგე~ და მართლა დაიბრუნოს დედაქალაქის უფლება, ანუ შექმნას ახალი საბჭოთა კავშირი სხვა დასახელებით. შინაურებს ხომ მოერევა, ომით ვერაფერი მოიგო, ახლა მშვიდობიან პოლიტიკას ითამაშებს. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო, ეს მშვენიერი აფორიზმი რომ ცოდნოდათ, ალბათ…
რუსეთი საქართველოს ძალიან დაუტკბება, ვხედავ. რუსები გვიბრუნებენ დაკარგულ მიწებს, თითქოს მართლა მათი ყოფილიყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს მაინც არ ჩაეთვლებათ სიკეთეში. ისინი მიხვდებიან, თუ საქართველოს დღეს არ დაუბრუნებენ მიწებს, ხვალ იგი თვითონაც რეალურად იბრუნებს ტერიტორიებს, მათი დახმარების გარეშეც.

1999 წელი, 19 აპრილი.

სრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები 1992-1993 წლებისა: რუსეთი თვითონ გვიბრუნებს ჩვენ მიწებს. ისინი ჩრდილში მოემწყვდევიან, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
პრეზიდენტი ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას. აფხაზეთში შევალთ, ვხედავ ასი პროცენტით. იქნება ლაპარაკი ეშერას საიდუმლო გამოქვაბულზე, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. საქართველო დათანხმდება იქ რუსული სამხედრო წერტილების განლაგებაზე, მაგრამ ეს დროებითია. ვხედავ, რუსეთს მომავალში მაინც მოუწევს აფხაზეთისა და მთლიანი საქართველოს დატოვება.

1999 წელი, 21 აპრილი, საღამოს 8 საათი.

რუსეთის მთავრობაში დროებითი პიროვნებები ამოტივტივდებიან. ეს საქმეს ვერ უშველის. გორბაჩოვისა და ელცინის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწენი სწრაფად ტოვებენ პოლიტიკურ არენას.
მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი. ვხედავ ჩუბაისს, ვხედავ შუმეიკოს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდება. ახლო მომავალში კი რუსეთი წააგებს ევროპასა და აზიაში. 1994-1993 წლებში აღვნიშნე: საწყალი რუსეთი! ისეთ ჩიხში მოემწყვდევიან, რომ მეცოდებიან-მეთქი. ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით.

1999 წელი, 10 აგვისტო, დილის 11 საათი, კოჯორი.

რუსეთმა უნდა მოიმკას ის, რაც დათესა, ანუ მიიღოს პასუხი არასწორი პოლიტიკის გატარებისათვის. იმას, ვინც რუსეთის პრეზიდენტს ცვლის, მომავალში ვერ ვხედავ, დროებითი ფიგურაა. ეს არის ის ვიღაც, ვისაც შუმეიკომდე ვხედავ, თუ ისევ არ შეცვალეს!
რუსეთი გავს პატარა კაპრიზულ ბავშვს, რომელსაც ხან მოწონს რამე და ხან – არა, ხან ახალი სათამაშო უნდა, ხან ძველი და ა.შ. ასე თამაშობს დღეს რუსეთი პოლიტიკას, რომელსაც კრახი აწერია. რუსეთი, ძალიან საშიშია. რუსეთს, ფაქტობრივად, არ ყავს მყარი და სტაბილური მთავრობა დღეს, ამიტომ მათგან ყველაფერს უნდა ელოდეთ. გაფრთხილებთ! რა ნოტაც არ უნდა გაუგზავნო, ფეხებზე კიდიათ!

**
რუსეთს პრეზიდენტი არ ყავს, არც მთავრობა. ეს ომები შეცვლის ყველას და ყველაფერს – რუსეთს ამერიკა და ევროპა მიეხმარება, ბოლოს კი ჩრდილოეთ კავკასიას სასტიკად გაუსწორდებიან. მუსლიმებს ვერ ვხედავ კავკასიაში. მერე ნელ-ნელა არენაზე ჩნდება ვლადიმერ ფილიპეს ძე შუმეიკო. გჯერათ თუ არა, სულაც არ მაინტერესებს. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით. მზე ბევრს დაუბნელდება!

1999 წელი, 14 აგვისტო, საღამოს 10 საათი, კოჯორი.

რუსეთი და ამერიკა ჩუმად გამართავენ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეუტიონ რუსეთის ზურგში მყოფ მუსლიმებს. ამ დროს იკვეთება აფხაზეთი+შავი ზღვა. ეს მუსლიმთა ერთადერთი გზაა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი სასწრაფოდ გადაწყვეტს, დაგვიბრუნოს არამხოლოდ აფხაზეთი, ასევე სამაჩაბლოც. არ არის საჭირო ოსების მოძლიერება, პირიქით. ამას ხვდებიან და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტენ საკითხს. რუსები არავის და არაფერს დაინდობენ, როგორც ყოველთვის.
დიდი მიწისძვრა ისევ იქნება. ასევე დაიძაბება რუსეთის ჩრდილოეთიც. ვხედავ ქიმიურ აფეთქებებს.
ერთი პერიოდი რუსეთს ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით მთავრობის ხაზით. ვინ არ ამოტივტივდება პოლიტიკურ არენაზე, ვინ არ წამოყოფს თავს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს რუსეთში დესტაბილიზაციას. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის კალაპოტში ჩადგება.
შუმეიკოს დროც მოდის. იგი მოულოდნელად გამოჩნდება არენაზე. ბევრი მიემხრობა ვლადიმერს და ხელს შეუწყობენ. მას აწერია რუსეთის პრეზიდენტობა და გახდება კიდეც!!! რუსეთს ეს ძალიან დაეტყობა. დაიწყება სწრაფი სტაბილიზაცია. ბევრი დატოვებს თანამდებობას და ბევრი მართლაც ჭკვიანი მოვა. პარლამენტიც დაიწმინდება. იქნება დიდი საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის სასიკეთოდ. შუმეიკოს, ვხედავ, დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ლებედი, მაგრამ, როგორც ელცინმა ხაზბულატოვი მოიშორა, ისე მოიშორებს შუმეიკო მას. პირველ რიგში, რუსეთი ააწყობს სამხედრო ძალებს, ნელ-ნელა მოძლიერდება, რაზეც ამერიკა და ევროპა ჩაფიქრდებიან.

1999 წელი, 18 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

ჩრდილოეთის ომს დღეს რუსეთი ვერ ჩააქრობს, ტელევიზიით გადმოსცემენ ცრუ ინფორმაციებს. რას ვხედავ და რა მინდა ვთქვა: იყენებენ ქიმიურ, მომწავლელ ნივთიერებებს. თითქოს რუსებს სურთ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ამოწყვიტონ და გადააქციონ პურის დასათეს ადგილად. ამ ქიმიურ იარაღზე მუსლიმური სამყარო ახმაურდება, მაგრამ არც გაერო, არც ევროპა და ამერიკა ყურადღებას არ გაამახვილებენ ამაზე, პირიქით ყურს მოიყრუებენ. დიდი შეტაკებები იქნება – ხუთჯერ და ათჯერ დიდი, ვიდრე აფხაზეთში იყო.
რუსეთი დაიწყებს დიდ ცვლილებებს შეიარაღებულ ძალებში. შეცვლის ბევრ რამეს, ხსნის დაკონსერვებულ იარაღს (ვხედავ ბუნკერებს), აწესრიგებს საკუთარ ჯარს მთელი ძალით. დემოკრატია კი, მაგრამ კომუნისტების დროინდელი ჯარი ჭირდებათ, ოღონდ რუსეთის ფარგლებში. თუმცა, დაშლა ადვილი იყო, აწყობა რთულია, რაც დროს მოითხოვს. მაგრამ ეს აუცილებლად საჭიროა, როგორც რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვის! როგორც გნებავთ, ისე მიიღეთ, არ მაინტერესებს: ძლიერი რუსეთი გვაწყობს ასი პროცენტით. რუსეთის მთავრობა შუმეიკოს მეთაურობით საქართველოსთვის მომგებიანია. ახალ ხალხს ვხედავ საქართველოს მთავრობის ხაზითაც. იმ დროს, ვხედავ, რუსეთი მყარ კონტაქტშია საქართველოსთან და სუფთა ურთიერთობებს ამყარებს.

1999 წელი, 29 სექტემბერი, დილის 7 საათი.

რუსეთის მთავრობაში დიდი დაპირისპირებები იქნება. პუტინი  პოლიტიკაში გამოამჟღავნებს სისუსტეს. იგი არ არის პოლიტიკოსი. ელცინის ჯგუფმა იგი იმიტომ მოიყვანა, რომ ეგონათ, წინააღმდეგობას და ბუნტს არ დაიწყებდა, მათ მითითებებს შეასრულებდა, რომ თვინიერი პიროვნებაა, მაგრამ მას დიდი კრახი მოაქვს რუსეთისთვის.
ელცინის გუნდს არ სურს ელცინთან ერთად `გარდაცვალება~, მაგრამ მაინც `გარდაიცვლებიან~.
პრიმაკოვი არენაზე გამოჩნდება ამერიკელების ხელშეწყობით. ამაზე მათ პარლამენტში აყაყანდებიან. პრიმაკოვი დაუპირისპირდება პუტინს, წავა დიდი ბრძოლები.
პრიმაკოვი ფაშისტია. მისმა ქმედებამ კავკასიაში სიტუაციები დაძაბა. `მას ამ სიტუაციის განმუხტვა არ შეუძლია!~ – აი ამას იყვირებს მთელი რუსეთი მომავალში – ახლო მომავალში.
პრიმაკოვი დროს არ კარგავს, მაგრამ არის სხვა ძალებიც, თუნდაც მოსკოვის მერი ლუჟკოვი, რომელსაც, ვხედავთ, პრეზიდენტობა სურს. იგი თავის თამაშს ითამაშებს. რუსეთის მთავრობა ძალიან აირევა.
ელცინი მკვდარია, მაგრამ ხომ სუნთქავს? ამიტომ ჯერ პრეზიდენტია.
პუტინი ღუპავს რუსეთს!
პრეტედენტები – საპრეზიდენტო პოსტი! ომით მოვლენ და ბრძოლებისთვის ემზადებიან. ლებედიც კი გამოყოფს ფეხს.
საწყალი რუსეთი… მოკლედ, ყველაფერი აირევა. ერთადერთი შუმეიკოა, ვისგანაც დაიწყება რუსეთის დალაგება.

1999 წელი, 30 სექტემბერი, დილის 9 საათი.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი ომს ვერ ჩააქრობს. ეს აბსურდია. ომები უფრო გამძაფრდა, დაღესტანი მალე აფეთქდება. რუსეთის არნახულმა და გაუგონარმა შანტაჟებმა, სიცრუემ, მგონი, ღმერთიც კი გააკვირვა. რუსეთმა დაკარგა მართვის სადავეები. ახლა ვხედავთ, რომ სტალინს – ქართველ ჯუღაშვილს რომ არ ემართა რუსეთი, იგი საერთოდ აღარ იარსებებდა. რუსმა არ შეიძლება მართოს რუსეთი. ცუდად აქვთ დაცდილი. აი ნახავთ!
დაღესტანს მიყვებიან ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ. და ა.შ. რუსეთს მოუწევს ბევრი რამის დათმობა კავკასიაში. რუსები პრეზიდენტს არ მისცემენ იმ შანსს, რომ მსოფლიო კიდევ აალაპარაკოს, როგორც დიდმა პოლიტიკოსმა, მაგრამ ბედისწერა აიძულებთ, რათა წავიდნენ შეთანხმებებზე.
ფეთქდება ხალხმრავალი ადგილები, მეტროები, თეატრები და ა.შ. ყოველგვარ ზღვარს გადაცილდება რუსებისა და კავკასიელების ქმედება.
საწყალი ხალხი!
დიდი სისხლი იქნება!
რუსები აფხაზეთზე აყაყანდებიან, იმდენად დაიძაბება რუსეთის მდგომარეობა. ზუსტად აფხაზეთიდან შეუტევენ რუსეთს და იძულებულნი შეიქნებიან, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნონ. ჩეჩნები აფხაზეთში არ იცხოვრებენ; ჩეჩნები ისევ თავის მიწებს დაუბრუნდებიან. უნდათ თუ არა რუსებს, ასეთია ბედისწერა. ამინ!

1999 წელი, 5 ოქტომბერი, დილის 10 საათი.

ელცინის სიკვდილს რუსეთი მალე გამოაცხადებს!
პუტინი დროებითი ფიგურაა, მაგრამ რაღაც პერიოდი, ვხედავ, მომავალში მართავს რუსეთს. მას ძლიერი მხარდამჭერი გუნდი ყავს, წარსულში მოძლიერებული დიდი ფულის მქონე  ბიზნესმენებიც და სხვებიც (რუსეთი ამ დროში, სანამ არ მოვა შუმეიკო, ბევრს წააგებს). იგი `ესენგეს~ ბევრ ყოფილ ქვეყანასთანაც აურევს და რუსეთის პოლიტიკა ნულის ტოლფასი იქნება, ცუდ დღეში ჩაცვივდებიან! რუსეთს მეტად ჭკვიანი და აზრიანი მრჩეველი ჭირდება. ეს ასეა, არ ვხუმრობ.
აფხაზეთთან, მის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დიდი შეჯახება ექნებათ რუსებს. აფხაზები უღალატებენ. ჩეჩნები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებას ვითომ პრეზიდენტთან – აფხაზეთს ბაზად იყენებენ. დღესავით ნათელი ხდება რუსეთისათვის, რომ ყველა ტერორი იწყება აფხაზეთიდან.
და ასრულდება 1992 წელს ჩაწერილი წინასწარმეტყველება: `დე-ფაქტო პრეზიდენტს  თვითონ რუსები მოთხრიან~. რუსეთის ტელევიზია დღე და ღამე მის ლანძღვაში იქნება. მეტად სასიამოვნო მოსასმენია, როგორ ცნობს რუსეთი აფხაზეთს საქართველოდ!
ბედის ირონია!
ასეთია ბედისწერა. ამინ!

1999 წელი, 8 ოქტომბერი, დილის 8 საათი.

რუსეთმა დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა კავკასიის ხალხთა მიმართ. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ასრულდა და გრძელდება კიდევ ასრულებები. მაგრამ ვხედავ, მომავალში რუსეთი ჩეჩნეთს მთლიანად ვერ აღგვის მიწის პირისაგან. ომები მომავალში იწყება. არავის დაინდობენ, ფეხქვეშ დედამიწა ეწვით. ჩეჩნები ერთიანდებიან, მუსლიმები ეხმარებიან. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეომრები ჩეჩენ მეომრებზე მეტნი არიან. რუსეთს გაუგონარ ტერორებს მოუწყობენ ჩეჩნეთში. რუსეთს დიდი დანაკარგები ექნება. რუსული არმია უძლური იქნება მრავალი პატარ-პატარა მუსლიმური დაჯგუფების წინააღდეგ.
რუსეთის მთავრობა ჩეჩნებში მოკავშირეს ვერ მონახავს, მოლაპარაკებები ჩაიშლება. არც ერთი ჩეჩენი არ წავა არავითარ შეთანხმებაზე, იმიტომ რომ მათ არაფერი დარჩენიათ. იმდენს იზამენ, რომ დაღესტანს ჩაითრევენ, ინგუშეთს, ყაბარდოელებს და მთელ ჩრდილოეთ კავკასიას. დიდი ბრძოლები იქნება, ყველგან სიკვდილია.
მუსლიმთათვის მშვენიერი საყრდენი აფხაზეთია. დე-ფაქტო პრეზიდენტი მუსლიმების მხარეს გადაიხრება. ზღვიდან შედის იარაღი და მოკლედ, ყველაფერი. რუსები დე-ფაქტო პრეზიდენტს გააფრთხილებენ, მაგრამ იგი ზურგს აქცევს რუსეთს.
რუსეთის პოლიტიკა საქართველოში საბოლოოდ წააგებს – სასწრაფოდ გვიბრუნებს აფხაზეთს, სასწრაფოდ!
ჩეჩნეთში იქმნება ახალი მთავრობა. ვხედავ ახალგაზრდა პრეზიდენტს. იგი აღმოსავლეთიდან არის, ნამდვილი მუსლიმია. იმასაც იტყვიან, რომ მეფის შთამომავალია. ის დაუნდობელია, მუდამ სისხლი სწყურია. ომები! ომები! ომები! –_ ესაა, რაც მას აწყნარებს. რუსეთს მძიმე, ძალიან მძიმე დღეები ელის.

1999 წელი, 6 ნოემბერი, საღამოს 10 საათი.

რუსეთი ყველაფერს შეურიგდება საქართველოსთან მიმართებაში.
საინტერესო დეტალს ვხედავთ მომავალში: საქართველო და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქეთში, დიახ, თურქეთში. მეც მიკვირს, მაგრამ ასე ასრულდება ასი პროცენტით.

2000 წელი, 4 იანვარი, დღის 1 საათი.

რუსეთში დიდი ცვლა იქნება მთავრობის ხაზით. პუტინი დროებითი ფიგურაა მთავრობაში. იგი ძალიან სუსტი პოლიტიკოსია, უფრო ჯარისკაცია. ეს მალე გამოჩნდება. მან საბრძოლო პროგრამა ჩეჩნეთში უნდა ჩაატაროს ბოლომდე. ეს მისი საქმეა.
მე მას ვერ ვხედავ მომავალში. იგი ბევრ და დიდ შეცდომებს დაუშვებს. უკან უდგას ძალიან დიდი მაფია, რომელსაც უზარმაზარი თანხები აქვს. მათ ჩეჩნეთში ომიც ძალიან აწყობთ და პუტინის პრეზიდენტობაც, მაგრამ პუტინი ვერ დაალაგებს რუსეთის პოლიტიკას. იგი მეტად უტვინოა და ამიტომაც საშიშია. სისულელეები რომ არ ჩაიდინოს, ყველა ეფერება – ამერიკა, ევროპა, აზია, საქართველო, მაგრამ მაინც გააფრენს.
პუტინს მუსლიმები მოკლავენ! ამას ვხედავ ასი პროცენტით. დროს ვერ, ანუ არ ვხედავთ, მაგრამ ყველაფერი ეს ასრულდება.
ჩეჩნეთიდან ისეთი უზარმაზარი, შავი ენერგიები დაიძრება, მტრის კარს! რუსეთი მუსლიმებს ვერ გაუმკლავდება!

2000 წელი, 18 მარტი, დილის 6 საათი.

რუსეთთან დაეწყობა ურთიერთობები, რუსეთი ძალიან დატკბება. დაიწყება საზღვრების სერიოზული გადაკეტვა და დაცვა. ის, რაც რუსებს გეგმაში ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გაუცრუვდებათ, არავითარი ასრულებები არ აწერიათ. იმდენად გაუჭირდებათ, რომ აფხაზეთს, როგორც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, თვითონ რუსი გვიბრუნებს.
პრეზიდენტს ხშირი შეხვედრები ექნება რუსეთის პრეზიდენტთან; იმდენად ხშირი, რომ გაგიკვირდებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი მოთხოვს პრეზიდენტს რჩევებს; დიახ, რჩევებს. არც წააგებს რუსეთის პრეზიდენტი. ისინი ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი აქვეა და საქართველოს იგი ძალიან ჭირდება. მაგრამ არა ელცინის რუსეთი, არამედ სხვა რუსეთი.

2000 წელი, 21 მარტი, საღამოს 6 საათი.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია. არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა პარლამენტს – `დუმას~, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას – პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის. რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავდაპირველად მოწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება. ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას! იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას – კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, `ომი მოწონს თითქოს!~ – ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი. პუტინი არც კომუნისტებს მოწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს – ისინი მოუღებენ ბოლოს. აი აქ უცებ გამოჩნდება ჩუბაისი; თავად სურს თუ არა, ამოტივტივდება. მას უზარმაზარი, დიდი ფული აქვს. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პრეზიდენტ პუტინს და მოუგებს კიდეც ასი პროცენტით. მოგვიანებით არენაზე, თვითონაც რომ არ ელის ისე, ჩნდება შუმეიკო – ვლადიმერ შუმეიკო.
პუტინის გაქრობით კავკასია წყნარდება, ასე ვთქვათ, შეურიგდება რუსეთს, მაგრამ ყველაფერი რთულად იქნება.
შუმეიკოს ავარიას მოუწყობენ, მაგრამ გადარჩება ასი პროცენტით.
პუტინის მოჩვენებითი სახე და სანდომიანი გამომეტყველება ნიშნავს, რომ ბევრი ეშმაკი მოვა კრავის ტყავში გახვეული. კიდევ ვიმეორებ: მას მოკლავენ მუსილმები. მოკლედ რუსეთს რთული დღეები ელის.
პუტინს ჩინეთთან და იაპონიასთან ექნება დიდი სირთულეები. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, ადრე, 1992-1993 წლებში რომ ვიწინასწარმეტყველე. ასეთია ბედისწერა.

2000 წელი, 25 მარტი, ღამის 10 საათი.

რუსეთი ვერ და არ უარყოფს საქართველოს მთლიანობას. აფხაზეთის საკითხს მომავალში თვითონ ხალხი წყვეტს. ეს რუსეთსაც აწყობს.

2000 წელი, 14 ივნისი, საღამოს 6 საათი.

რუსეთი ძალიან მძიმე ნაბიჯებს დგამს საქართველოს მიმართ. რუსეთი ვერ თმობს საქართველოს, მაგრამ მაინც მოუწევს, ვინაიდან მომავალში დიდი ცვლილებები იქნება.

2000 წელი, 23 ივნისი, დილის 11 საათი.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტს ულტიმატიმს წაუყენებს. პრეზიდენტი აფორიაქდება, მაგრამ მოითმენს, ნელ-ნელა დაარწმუნებს პრეზიდენტ პუტინს, რომ სხვაგვარად უნდა მოგვარდეს საქმეები. მისი რჩევები მოეწონება რუსეთის პრეზიდენტს და როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მერე რჩევებსაც დაეკითხება პრეზიდენტს.  ის კი ვის თხოვს რჩევებს თავის მხრივ? ✝ლელა კაკულიას✝ წინასწარმეტყველებებს! დიახ, ასეა.

2000 წელი, 14 ივლისი, დილის 11 საათი.

რუსეთი საქართველოზე შემოსევის გეგმას ადგენს, მაგრამ არაფერი გამოუვა, საქართველო გადარჩება!

**
ვხედავ, რუსეთი ვეღარ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში, საკუთარი თავი გაუჭირდება უკვე დაღესტნის სახით. დაღესტანი ომისათვის ემზადება. `священная воина! – მუსლიმები ერთიანდებიან. რუსეთი ისეთივე სისასტიკით გაუსწორდება დაღესტანს, როგორითაც ჩეჩნეთს და მათაც მიწის პირისაგან აღგვის. დიახ, საოცარია, მაგრამ ეს ასე მოხდება. ეს თითქოს უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ არა, მათი მოქმედება (ანუ რუსეთისა) სწორია!!! მუსლიმები იმდენად მომძლავრდებიან, რომ ამერიკაც კი, რომელიც დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელთან მიმართებაში და მუსლიმებს ელაქუცება (და რომელსაც  თავზე დაემხობა მუსლიმთა რისხვა) რუსეთის საქციელს შეაფასებს, როგორც დადებით ნაბიჯს პოლიტიკაში. ანუ ჩეჩნეთისა და დაღესტნის წაშლით ევროპა და ამერიკა გულში დიდად კმაყოფილნი რჩებიან.

2000 წელი, 7 აგვისტო, საღამოს 5 საათი.

პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი საინტერესო წინადადებით დადგება თითქოს და აფხაზეთის საკითხი, მკვდარია, მაგრამ მოულოდნელად წამოიჭრება. ეს წამოვა რუსეთიდან; თან ისე, რომ რუსეთი ითამაშებს თითქოსდა დიდ როლს – აფხაზეთს უბრუნებს საქართველოს. ეს მოხდება მოულოდნელად.

2000 წელი, 2 ნოემბერი, დღის 1 საათი.

სტუმრად მეწვია მეგობარი მოსკოვიდან, ნუგზარ ლატარია. საუბარი დავიწყეთ თუ არა, ნუგზარმა ტელეფონზე რეკვა დაიწყო. მითხრა, შუმეიკოს უნდა გალაპარაკოვო. ნუგზარმა შუმეიკოს უთხრა, უკვე ქალბატონ ლელა კაკულიასთან ვარ და დაგალაპარაკებთო.
ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს და ფილიპოვიჩმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვთო…
შუმეიკოს გავაცანი ის, რაც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე და რაც არა ერთხელ დაიბეჭდა გაზეთ `დვრიტაში~, რომ იგი გახდება რუსეთის პრეზიდენტი. მას ხმა არ ამოუღია. მერე მითხრა, იქნებ ჩემს შვილიშვილს, ასევე ვლადიმერს ხედავთო? ვუპასუხე, არა, ეს თქვენ ხართ, ფილიპოვიჩ-მეთქი. მას არც გაცინებია, პირიქით, დიდი ყურადღებით მისმენდა. ერთი კი ვუთხარი, რომ პუტინი სუსტი პოლიტიკოსია, ის მეომარია და წააგებს. ვესაუბრე ისრაელზე და მუსლიმებზე, რომლებიც რუსეთს დაუპირისპირდებიან. ვიგრძენი, რომ გვისმენდნენ და ვუთხარი: ფილიპოვიჩ, ტელეფონში ბევრ რამეს ვერ გეტყვით-მეთქი. მან თქვა, რომ დიდი ხანია უნდა ჩემთან ჩამოსვლა და აუცილებლად მესტუმრება: `მე ჩამოვალ თქვენთან!~ – ამას ხაზი გაუსვა.
მე ისევ დავაფიქსირე მისი პრეზიდენტობა მომავალში და დახმარებას დავპირდი.
შუმეიკოს ბრონქები ჰქონდა გაცივებული, ახველებდა. ვუთხარი, საშიში არაფერია,  ენერგიას მოგცემთ-მეთქი, რაც ძალიან გაეხარდა.
ჩვენ თბილად დავშორდით. მე მას გავუგზავნე ჩემი ჟურნალი, 1995 წელს გამოცემული `ლელა – ქართველი ვანგა თუ…~ და ფოტოები, რაც ძალიან უნდოდა.

2000 წელი, 26 ნოემბერი, დღის 12 საათი.

რუსეთი კარგავს არა მარტო ჩრდილოეთ, არამედ მთელს კავკასიას. влади+кавказ იცვლება потеряло+кавказ-ით. ასეა, ბინძური თამაში არავის შერჩება.

2001 წელი, 4 იანვარი, დილის 10 სათი.

რუსეთის პრეზიდენტს – პუტინს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ, მანქანებს ცეცხლი უკიდია. ეს მუსლიმები არიან? არა, ეს ერთ-ერთი რუსული, დიდი მაფიური დაჯგუფებაა, რომელსაც უღირს პუტინის სიკვდილი. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი ძალიან შეშინდება და დაიწყებს უკან დახევას. აქ ამერიკაც წამოიმართება და პუტინს არ დაუთმობს. რაც შეეხება მის პოლიტიკას, დუმაში, პარლამენტში უკმაყოფილებას გამოთქვამენ უკვე. აქედან იწყება პუტინის დაცემის პერიოდი.
რუსეთი ძალიან დაიძაბება, ყველა პუტინს ადანაშაულებს. იგი წააგებს. მას მოკლავენ! საქართველოსთან თავისი უხეში პოლიტიკის გატარებას ბოლომდე ვერ მოასწრებს. მოკლედ, საქართველოს ღმერთი გადაარჩენს რუსეთის აგრესიისაგან!

2001 წელი, 28 აპრილი.

რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად თითქოს გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია – შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს! საშინელებაა! ეს არის ნაყოფი ბოროტი ძალებისა.

2001 წელი, 25 მაისი.

დაიწყება მოლაპარაკებები. რუსეთი უძლურია უკვე აფხაზეთის საკითხში, ძალა არ ყოფნის უკვე და ისევ ქართველებს დაუყვავებს…

**
რუსეთი ახლა, ვხედავ, საზღვრებს ედავება ჩინეთს, იაპონიას (აფხაზეთივით). დიდი სირთულეები უდევს რუსეთს წინ. მათთან შედარებით საქართველო მოგონება იქნება, ვხედავ.

2001 წელი, 14 სექტემბერი, დილის 4 საათი.

რუსეთის მცდელობა საქართველოს ისევ განადგურებისა ამაოა, არაფერი გამოუვა. ვიმეორებ: რუსეთს საკუთარი თავი გაუჭირდება მომავალში; მუსლიმები ისეთ დღეს დააყრიან, რომ მტრის კარს!

**
ფრთხილად! რუსეთი დიდ დარტყმას ელოდოს მუსლიმებისგან!
დაღესტანი: ათი წელია დაღესტანს ვწინასწარმეტყველებ. ეს ცეცხლი ძალზე საშიში იქნება რუსეთისთვის.

2001 წელი, 22 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ამერიკამ და რუსეთმა ჩინეთში შეხვედრით თითქოს მიაღწიეს შეთანხმებებს? სინამდვლეში, ვხედავ მომავალში, რომ არავითარი შედეგი არ ექნება მათ მორიგებას, ისე შეიცვლის მსოფლიო პოლიტიკა მიმართულებას. ორმა მონსტრმა ერთმანეთს კბილი მოუსინჯა.
ამერიკის პრეზიდენტი ბუში თითქმის ყველაფერს მაინც ომით წყვეტს. მას არც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩამოუვარდება და ამიტომაც წააგებს რუსეთი.
ფრთხილად! მუსლიმები რუსეთის წინააღმდეგ მოიმართებიან, ისინი არავის დაინდობენ. ამერიკას წყალი იცავს, რუსეთს კი არაფერი.
ვხედავ, რუსეთი კავკასიაში ომს აღვივებს, მაგრამ საქართველოს ვერ შეეხება, ჩეჩნეთს ვერ დაიპყრობს, კავკასიას კარგავს მომავალში, რუსული არმია დიდხანს ვერ იარსებებს.

**
ამერიკა საქართველოს ითხოვს. რუსეთი უარს ვერ იტყვის, იგი ძალას კარგავს.

**
რუსეთის ერთ-ერთ დიდ ეკლესიას გუმბათი მოძვრება, ჩამოვარდება და დაიმსხვრევა. ეს არის ჩვენგან ნიშანი მათთვის, რათა ის გეგმა, რაც მათ დაისახეს – კავკასიის ომები, დროზე შეაჩერონ და თავი გაანებონ საქართველოს. მაგარამ, რაც აწერიათ, არ აცდებათ! ამიტომ ისინი მუსლიმებით დაკავდებიან. მათთან ომი რუსეთს წელში გადატეხავს, რუსეთიდან ბევრი საქართველოში გამოიქცევა.

2002 წელი, 31 იანვარი.

ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება  რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო არ გაწირავს რუსეთს – მის მხარეს დაიჭერს.

**
მუსლიმები რუსეთში შეჭრის გეგმას ადგენენ – კავკასიის მუსლიმები, შუა აზიის მუსლიმები – ირანიდან მოდის ბრძანებები.
ვხედავ, რუსეთი ირანს აფრთხილებს. რუსეთის გეგმა საქართველოსთან მიმართებაში ასი პროცენტით შეიცვლება და ასრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: თვითონ რუსეთი გვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში!

2002 წელი, 26 აპრილი, საღამოს 7 საათი.

რუსეთი იწამლება. მოსკოვში ვხედავ მიწისძვრას ასი პროცენტით. მიწისქვეშ ვხედავ, რომ ეს ელვარე, დამანგრეველი სხივი რუსეთისკენ დაიძრა. თეთრი სახლის ერთი ნაწილი წაიქცევა, თუმცა ეს უმტკივნეულოა. კრემლი დაიბზარება.
ღმერთო, უშველე ხალხს!
ისინი გადარჩებიან, მაგრამ მიწის(+ მოსკოვი+)ძვრა მაინც დიდ ზარალს მიაყენებს რუსებს. ახლა ჯერ არაფერს ვგრძნობ.

2002 წელი, 10 ივლისი.

ვხედავ, რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს საქართველოსთან. აქ თამაშები და ავანტიურები გამორიცხულია. ეს ეხება ჩრდილოეთს და პირველ რიგში კი აფხაზეთს. დიახ, აფხაზეთი. პანკისი ერთია, მაგრამ აფხაზეთი კარგი თავშესაფარია `ბოევიკებისთვის~. ფრთხილად!
რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა ზუსტად აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება.

2002 წელი, 13 სექტემბერი, დილის 5 საათი.

ვხედავ, რუსეთი მოულოდნელად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პანკისი კი არა, აფხაზეთს გვიბრუნებს თავისი ხელით… საქართველოს დაჩოქებას რუსეთი ვერ ეღირსება!

2002 წელი, 25 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

რუსეთს დიდი პანიკა მოიცავს. ჩეჩნები ყველაფერს ცხვირში ამოადენენ მოსკოვს. პარტიზანები სათითაოდ უსწორდებიან იმ გენერლებს, რომლებიც მათი შვილებისა და ხალხის დახოცვაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს ის ხალხია, ვინც აფხაზეთშიც იბრძოდა. ღმერთი სჯით მათ!!!
ჩეEჩნები მოსკოვს კალიებივით მოედებიან. ეს ყოველივე მე 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. დიახ, არნახული ტერორები იქნება, `ჩეჩნები რუსებს მოსკოვში შეუცვივდებიან-მეთქი~, დავწერე.
რუსეთი იძულებული გახდება, აფხაზეთი დაგვიბრუნოს. ეს ასეა ასი პროცენტით. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც პოლიტიკურ ნაბიჯს ომით ცვლის და ძალადობით მიემართება, წააგებს!
წარსულში ძალადობა რუსეთს მომავალში დიდ უბედურებას მოუტანს, თუ ძალადობა არ შეცვალეს პოლიტიკური ნაბიჯებით.
აი, მაგალითად, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, ძალადობას გაურბის ვითომ და ამიტომაც მოიგო. რუსეთი კი თავისი უტვინო ქმედებებით ცხვირს წაიმტვრევს. მათ საქართველო აღარ ემახსოვრებათ – ღმერთი დაავიწყებთ. ამაზე ათი-თორმეტი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები.
რუსეთს – მოსკოვს ძალიან გაუჭირდება. ხალხი გარეთ ვერ გამოდის. შიში! პუტინის არასწორი პოლიტიკა აღიზიანებთ. იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლები. დიახ, ძალადობას სიკეთე არასდროს მოუტანია. მოსკოვი იწვის ტერორის დიდ ცეცხლში. განიხილონ ეს საკითხი პარლამენტმა და გენერლებმა, სისულელეა!!!
ჩვენი წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით.

2002 წელი, 27 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

რუსეთის გენერალიტეტის ორი წარმომადგენელი მესტუმრა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ ჩემი ფენომენით. საუბრის დაწყებიდან ათ წუთში სახეზე ფერი აღარ ედოთ. ვიგრძენი, რომ ისინი შიშმა შეიპყრო…
მთხოვეს, რაც რუსეთზე მქონდა ნაწინასწარმეტყველები, მათთვის გამეტანებინა. ჩვენ თვითონ ვთარგმნით, თქვენი ექსკლუზიური უფლებები დაცული იქნება და წიგნს გამოვცემთო…
დიდხანს ვისაუბრეთ. გენერლებმა განსაკუთრებული ცოდნა გამოამჟღავნეს პარაფსიქოლოგიაში, კოსმიურ მოვლენებში და სხვ. ბოლოს ნოსტრადამუსსაც გადაწვდნენ და ასე მითხრეს: `Госпожа Лела, Нострадамус по сравнению свами, ничто!~
ბოლოს კი გამიმხილეს მთავარი, რისთვისაც ჩამოვიდნენ:
– თქვენ უნდა შეხვდეთ `ვ.ვ.-ს!~
თავიდან ვერ მივხვდი, ვისზე მეუბნებოდნენ, მერე კი უცებ გავიაზრე, ვისზეც იყო საუბარი – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინზე, რუსეთის პრეზიდენტზე!
– თქვენ იცხოვრებთ მასთან აგარაკზე, გექნებათ ყველაფერი!..
გენერლები დიდად გაოცებულები და აღფრთოვანებულები დამშორდნენ.
მაგონდება უფლის სიტყვები: `წინასწარმეტყველს ყველგანა აქვს პატივი, გარდა საკუთარი სახლისა და სამშობლოსი!~
ჯერ კიდევ წლები წინ ვიწინასწარმეტყველე საკუთარ თავზე ის, რაც დღეს მოხდა.

2002 წელი, 14 დეკემბერი, დილის 6 საათი.

ვხედავ მომავალში რუსეთის წარმომადგენლების ხშირ კონტაქტს საქართველოსთან. მოლაპარაკებები აუცილებელია  უკვე რუსეთისთვის. ჩეჩნეთი – ეს ისეთი ჭირია უკვე მათთვის, რომ რა ქნას, აღარ იცის `დიდმა რუსეთმა~. შავი ზღვის ნაწილი, ანუ აფხაზეთი მათ ააფორიაქებს, თუ საქართველომ არ დაიბრუნა და არ აკონტროლა თავისი ტერიტორია. `ყველაზე კარგი ბაზა ტერორისტებისათვის  მთელ მსოფლიოში არის აფხაზეთი!~ – რუსები მალე აყვირდებიან და მწარედაც.
ვხედავ ახალ ტერორისტულ აქტს რუსეთში. რისი აფეთქებაც დაგეგმეს ტერორისტებმა, ვხედავ, ეს `ბავშვთა სამყაროა~. ფრთხილად! ხდება დიდი უბედურება, უმიზნებენ ოპერის თეატრს – ცეცხლის წაკიდებას აპირებენ. მათ ჩვენი წინასწარმეტყველება იხსნის!

2003 წელი, 4 იანვარი.

ვხედავთ, პუტინი ძლიერ დასუსტდება. იმ ტერორების გამო, რომლებსაც ჩეჩნები მოუწყობენ (ანუ ტერორების სერიალების გამო), რუსებს შიშის ზარი შეიპყრობს – მთელ რუსეთს.

2003 წელი, 5 იანვარი, დილის 8 საათი.

ამერიკა მოულოდნელად რუსეთს დაუპირისპირდება აფხაზეთთან დაკავშირებით. მათ ქმედებებს – რუსეთის მთავრობისა, შეაფასებენ, როგორც ავანტიურას და უაზრო მცდელობებს.
ვხედავ, აფხაზები ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. ისინი მიხვდებიან, რომ რუსეთი უფრო საშიშია მათთვის, ვიდრე საქართველო.
აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობა ძალიან ცუდ და დიდ დარტყმას მიაყენებს. საქმე ისე შებრუნდება, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ის იდეა, რაც რუსებმა ჩადეს ამ თამაშში, არ გაამართლებს, ისინი მწარედ წააგებენ მომავალში, ვხედავ.
გუდაუთასაც და მთელ აფხაზეთს დატოვებს რუსული ვითომ არმია (არმიაც რომ ჰქვიათ ამ `მარადიორებს!~), ჰოდა, `აფხაზი რუსებიც~ მიყვებიან მათ. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ტერიტორია კი საქართველოსია.
მალე ყველაფერი დაიძაბება, კულმინაციას მიაღწევს. ერთმანეთს დაჭამენ. რუსეთის მთავრობა აირევა და ძალიან სერიოზულადაც. ამერიკასთან მიმართებაში მომავალში არასწორ პოლიტიკას გაატარებენ. ვხედავთ, ორმაგ თამაშებს იწყებენ. მუსლიმთა ხელშეწყობას ამერიკა არ აპატიებს და ამაზე ატყდება ერთი ამბავი. პრეზიდენტის მდგომარეობა, ვხედავთ, ძალიან რთულია. იგი ძალიან სერიოზულ თამაშებს წააგებს.
რუსეთში დიდ მიწისძვრას ვხედავ მომავალში. ფრთხილად!

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას.

***
რუსეთი, სურს თუ არა, საქართველოს დათმობს! ვხედავთ, იკეტება საზღვრები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მესხეთ-ჯავახეთი.
ამინ!

2003 წელი, 9 აპრილი.
რუსეთი დათმობს ყოველივეს. მართალია, ძალიანაც არ სურთ, მაგრამ 1992 წელს ვთქვი, აფხაზეთის წართმევა და მიერთება რუსეთის მხრიდან ღია, უტვინო თამაშია, რომელიც არასდროს ასრულდება-მეთქი.
ამინ!

2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი.

რუსეთს საკუთარი თავი უჭირს. ისინი ფარ-ხმალს დაყრიან. დაინახავენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო!

2003 წელი, 11 ივლისი, ლიკანი.

რუსეთი მოულოდნელად ტოვებს საქართველოს ტერიტორიებს – აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთს და თუ კი სადმე არიან კიდევ.

2003 წელი, 21 აგვისტო, ურეკი.

საქართველოსთან თამაშს ღმერთი არ პატიობს რუსეთს – მომავალში მძიმე დღეები ელით. პუტინზე ტერაქტი განახორციელეს, მაგრამ რუსეთმა ეს დამალა. მომავალში, ვხედავ, ვეღარ დამალავს.

2003 წელი, 21 აგვისტო, ურეკი.

რუსეთის ზეგავლენა ძალიან ძლიერი იქნება. ის საუბრები, რომლებიც რუსეთის ჩარევაზე მიდის, არასწორია და ბლეფი. რუსეთი სულ სხვა გზით ერევა, რასაც ჩვენი მთავრობა ვერც კი წარმოიდგენს. ყველაფერი ეს ხდება სამთავრობო ბლოკში და ყველაფერი მოდის პრეზიდენტისგან! დიახ, ასეა. პირს ნუ დააფჩენთ! ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ ჯერ ხმამაღლა თქმა არ მსურს, გაჩუმებას ვარჩევ.

2004 წელი, 28 თებერვალი.

რუსეთში პუტინი იმარჯვებს, იგი კვლავ პრეზიდენტია. თავის პროგრამას ბოლომდე განახორციელებს.

2004 წელი, 7 ივლისი, თბილისი.

რუსეთი გეგმავს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმას, ანუ ტერაქტს (ჩემი წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება): `აუცილებლად ლიკვიდაცია!~ მიხვდნენ, რომ იგი საოცრად უმართავია, არაფერი გამოსდით. პრეზიდენტი ყოველთვის წყვეტს ისე, როგორც თვითონ მოეპრიანება. მისი მოცილება კი ადვილია. არავითარ წესებს არ იცავს, ქუჩაში დაქრის ქარივით, საითაც სურს… ფრთხილად! ეს ორი რუსი სნაიპერია. ერთი ნამეტანი ქერაა, წითურია. ისინი რუსული შტაბიდან გამოდიან, ქალაქში თავისუფლად მოძრაობენ, ადგილმდებარეობას სწავლობენ, გადაადგილების გეგმას, თუ სად მივა და რომელ ღონისძიებაზე პრეზიდენტი. იგებენ განრიგს და იწყებენ მოქმედებას. ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის, მსოფლიო სკანდალი. მერე კი ყველას ყველაფერი ავიწყდება…
იმ ორ რუს მკვლელებს დაიჭერენ, დიახ, დაიჭერენ.

2004 წელი, 29 სექტემბერი.
რუსეთი იწყებს, უფრო სწორად, უკვე დაიწყო დიდი შეტევა. ისინი მუშაობენ დღე და ღამე, შეადგინეს დარტყმითი პროექტები და ახლა უბრალოდ დროს ელოდებიან, ანუ ხალხის გამოსვლებს (დაწყებაც კი საკმარისია).

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.  

რუსეთი არაფერს თმობს. ვხედავ, სამაჩაბლოში ომია, მაგრამ არ ამბობენ, მალავენ.

**
რუსეთის პრეზიდენტი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის საქართველოს პრეზიდენტთან, ანუ მთავრობასთან! რუსეთი მათ არ ენდობა. ასეც განაცხადებენ,  რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს უფრო ენდობოდნენ, ვიდრე დღევანდელ მთავრობას. მოკლედ, იწყება დიდი ვნებათა ღელვები.

2004 წელი, 3 ნოემბერი.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ძალიან ცდება, იგი მოტყუვდება. იანუკოვიჩი ისეთ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის პოლიტიკაში, როგორსაც არ ელის რუსეთი… იანუკოვიჩი – უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის – პუტინის მითითებებს არ შეასრულებს, მიდის წინააღმდეგ.
მერე კი ვხედავ საშიშროებას, ანუ რუსეთ-უკრაინას შორის საომარ დაძაბულობებს! ეს ჯერ კიდევ 1992-1993 და შემდეგ წლებშიც ვიწინასწარმეტყველე.

2005 წელი, 5 იანვარი, თბილისი.

ვხედავ რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას. ისინი საქართველოს წინააღმდეგ წამოიმართებიან. ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნება იყო. გეგმაც კი აქვთ შემუშავებული. ორივეს ეშინია რევოლუციისა. მოგებული არავინ რჩება.

 2005 წელი, 14 იანვარი.

რუსეთს სძულს საქართველოს პრეზიდენტი: `он самозванец!~ `იგი თვითმარქვია, ძალად მოსული პრეზიდენტია, გადატრიალება მოახდინეს!~ – ასე ილაპარაკებენ და დაიწყებენ ეკონომიკური სანქციების გამოყენებას. რუსეთს ამერიკა და ევროპა ფეხებზე კიდია, მათი შუამავლობა საქართველოსთან მიმართებაში ფუჭია, ტყუილია, ამერიკა ვერაფერს მიაღწევს – რუსეთი ომისთვის ემზადება. კომუნისტური სულისკვეთებით შეუტევენ საქართველოს მთავრობას, ისეთ დღეში ჩააგდებენ, მტრის კარს! მაგრამ უფალი – ღმერთი არ გაწირავს ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს და დიდ გასაჭირს ააცილებს ხალხს.

2005 წელი, 10 აპრილი, თბილისი.

მოსკოვში იცვლება მთავრობა. რუსეთის პრეზიდენტს ვეღარ ვხედავ. იგი დროზე ადრე ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, ვიდრე მას ჰგონია. რუსეთში მოდის ძველი კადრი პრეზიდენტად და ყოველივე იცვლება ხალხის სასიკეთოდ. დიდი ბოროტება დაგროვდა დედამიწაზე. დროა, გასუფთავდეს და ასეც იქნება.

2005 წელი, 14 მაისი, თბილისი.


რუსეთი მოლბება საქართველოს მიმართ, ოღონდ ამ მთავრობას – დღევანდელს, ვერ შეეგუება. რუსეთი საქართველოს მომავალში მხარში ამოუდგება, დიდ დახმარებას გაუწევს, ოღონდ ვხედავ, რომ ქვეყნის სათავეში, მთავრობაში სულ სხვა ხალხია. რუსეთი რადიკალურად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ამინ!

2006 წელი, 22 მარტი.

რუსეთს უარესი ზამთარი, ანუ ყინვები ელის.
რუსეთში პრეზიდენტად მოდის მაღალი, რუხი გენერალი.
რუსულ ნავთობს და გაზს ევროპა არ ენდობა. იქნება დიდი გარჩევები.
ვხედავ, ზღვაში დიდი მილები გაჰყავთ.

2006 წელი, 23 აპრილი.

რუსეთი, ვხედავ, მომავალში ევროპასთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. რუსეთს ამერიკის ადგილის დაკავება სურს ევროპაში, რათა მართონ მნიშვნელოვანი საკითხები. რუსეთი დიდ შეცდომებს დაუშვებს მომავალში. ევროპა რუსეთს თავზე არ დაისვამს და არ აბატონებს. მოკლედ, რუსული გაზი და ნავთობი არ არის ის გზა, რომ ევროპა დაიპყროს.

**
რუსეთის პრეზიდენტი კი დიდ შეცდომებს უშვებს კავკასიაში. რუსეთი რეალური ფაქტების წინაშე დგება, რომ კარგავს კავკასიას.

2006 წელი, 31 მაისი.

მაინც რუსეთის ჩარევით ვიბრუნებთ აფხაზეთს (1992-1993 წლების წინასწარმეტყველებები).
მდგომარეობა ძალიან იძაბება. რუსეთი საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობა არც დღეს და არც მომავალში. მათ შორის ყველანაირი მოლაპარაკება ჩაშლილია.

2006 წელი, 8 ოქტომბერი.

რუსეთი ჭკუას კარგავს და ამით ძალიან ცუდ იმიჯს იქმნის მსოფლიოში. მას არავინ ენდობა, ვხედავ.
დიდი პოლიტიკური ომი გაჩაღდება ორ პრეზიდენტს შორის: რუსეთი და საქართველო. საერთო ჯამში, რუსეთი წააგებს პატარა საქართველოსთან.

2006 წელი, 18 ოქტომბერი.

რუსეთი დატოვებს საქართველოს. საქართველოს საზღვრები იკეტება. აფხაზეთი და  სამაჩაბლო საქართველოა! რუსი აქედანაც წავა. მათი ყველა ცდა ჩაშლილია.
ეს ოცი წლის წინაც ვიწინასწარმეტყველე.
დღეს ვხედავ, რომ დადგა დრო მოქმედებისა (ხომ უნდა დაწყებულიყო ადრე თუ გვიან?). რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, იმაზე უარესს ვეღარ მოიმოქმედებს, აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი. ისინი ქართველი ერის მტრებად ჩაეწერებიან ისტორიაში. ფაშისტებს გაასწრეს!
საქართველოს მთავრობა არ გაჩერდება. ამერიკა თამაშობს რუსეთის დასანახად, ვითომ არ ემხრობა ქართულ პოლიტიკას, მაგრამ არ დაიჯეროთ, ყველა ქმედება საქართველოს პრეზიდენტისა შეთანხმებულია. ბუში რუსებს ვერ იტანს.
რუსეთი და ამერიკა კავკასიას იყოფენ.
ევროპა და ამერიკა რუსეთის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ ძალზე გაახმოვანებენ, ილაპარაკებენ უკვე ხმამაღლა. რუსეთი წააგებს!
2006 წელი, 14 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ვხედავ, რუსები ვეღარ მოზომავენ და კავკასიელთაგან არა მხოლოდ ქართველების, არამედ სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთი კავკასიის ხალხების დევნასაც იწყებენ. მთავრობა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ჰოდა, გყავდეთ ჩინური სახეები და არა ქართული, ლამაზი გენი! ჩინელები მთელს  რუსეთს მოედებიან, მერე კი ავტონომიას ქმნიან და მე – ლელა კაკულია გეუბნებით თქვენ, რუსეთო, რომ ვხედავ, დიდი ბრძოლები გელით მომავალში თქვენი მიწების გამო. როგორც აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთს და სხვა მიწებს გვედავებით ჩვენ დღეს, ამაზე უარესი დღე დაგადგებათ მომავალში.
`ჩინური ჭირი, ქოლერა!~ – ასე დაარქმევენ რუსები ჩინელებს! ამინ!

2006 წელი, 27 ნოემბერი, დილის 5 საათი.

რუსეთი უკან არ იხევს. იგი განაგრძობს ბინძურ პროვოკაციებს საქართველოს მიმართ. გაზის საკითხს ისე გადაწყვეტს, როგორც თვითონ აწყობს. გაზის გაშვებას შეწყვეტს, მაგრამ ხალხი, მთელი საქართველო, ვხედავ, ითმენს, უგაზობა არავის აშინებს.
რუსეთი წააგებს! ქართველი ხალხს რუსეთი სძულს, ვხედავ. `დიდმა რუსეთმა~ უდიდესი შეცდომები დაუშვა.

2006 წელი, 28 ნოემბერი.

რუსეთი ძალიან ააფორიაქებს ევროპას. იწყებს, ასე ვთქვათ, ლამაზ ბრძოლას. გაზია რუსეთის კოზირი (პუტინი ჰგავს სადამ ჰუსეინს). ფრთხილად, პრეზიდენტო! ევროპა-ამერიკა არ აპატიებს რუსეთს. წავა დიდი დაპირისპირებები. მსოფლიო დაიძაბება. რუსეთს არავინ აღარ ენდობა, ვხედავ. რუსეთი წააგებს!

2006 წელი, 30 ნოემბერი.

რუსები პოლიტიკაში დიდ შეცდომებს დაუშვებენ, ვხედავ. ბევრი რამ თავში აუვარდებათ, მსოფლიო კი ამის უფლებას არ მისცემს. ფრთხილად! რუსეთი ევროპა-ამერიკას გადაიკიდებს. არც ისე ბევრი გაზი აქვს რუსეთს, რითაც თამაშობს და რაც წაგებით დამთავრდება.

**
რუსეთსა და ირანს შორის შავი კატა გაირბენს. ამას ამერიკა მიაღწევს. რუსეთი წააგებს მსოფლიო პოლიტიკას.
რუსეთი ჩინელებით ივსება – ქართველები მოენატრებათ!
ვხედავ ამერიკა-რუსეთის დიდ დაპირისპირებას, როგორიც არასდროს ყოფილა. ამერიკას ევროპაც აჰყვება. ვხედავ, ევროპაში გაზი რუსეთიდან აღარ შეედინება. ევროპა უარს იტყვის რუსულ გაზზე. ევროპაში კვლავ ძველი გზა აღსდგება გაზისა.

2006 წელი,  2 დეკემბერი.

რუსეთი დიდი დარტყმისთვის ემზადება. ყოველივე ასრულდება.
რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ჟირინოვსკის მოწამლავენ. კორეა და რუსეთი ერთმანეთს დაეჯახებიან. ეს ამერიკას ძალიან აწყობს. თუმცა ყველაფერი მათი ჩაწყობილია. რუსეთს ბევრ ქვეყანასთან აერევა ურთიერთობა. არც ისე ჭკვიანია მათი პრეზიდენტი.

2007 წელი, 16 იანვარი.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თითქოს დათბება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთი მაინც მტრობს მთავრობას. პრეზიდენტს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამერიკა-ევროპასთან.

2007 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება.

რუსეთი, ვხედავ, მომავალში იწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის განხილვას, მაგრამ აქ სულ სხვა ხალხს ვხედავ მთავრობაში. ასე რომ, საქართველოში დაიწყება დიდი ცვლილებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ვხედავ მეცნიერთა პარტიას, ბოლოსდაბოლოს. უცებ ძალიან სწრაფი ცვლილებები წავა. რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. აქ ყოველივე ამერიკის ჩარევის შემდეგ ხდება, იმიტომ, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს ვხედავ მომავალში, რომელიც საქართველოს ეხება.
იმ დროისთვის მუსლიმები, ვხედავ, ძალიან მომძლავრებულები არიან. მათ რუსეთის თანადგომა აღარ ჭირდებათ. ისინი მარტო დარჩენას არჩევენ. მათ იციან, რომ რუსეთი იგივე ამერიკაა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ბალანსია რუსეთ-ამერიკის თამაშში მუსლიმების წინააღმდეგ. ეს ასეა, ასე ვხედავ. ცალკე მდგარი, კონტროლის გარეშე დარჩენილი მუსლიმები კი მთელი საქრისტიანოსათვის ძალიან საშიშნი არიან. და აქ საქართველოს ტერიტორია ბრწყინვალე ბაზაა მუსლიმური სამყაროს გასაკონტროლებლად. ამიტომ რუსეთი დატკბება, ყველა დათმობაზე მიდის. აფხაზები საერთოდ ქრებიან, ოსები ჩრდილოეთ ოსეთია და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

2007 წელი, 21 იანვარი.

ერთი პერიოდი წავა დიდი დაპირისპირება. რუსეთი გაზთან დაკავშირებით ისევ აურევს, ვხედავ. დაიწყებენ ვაჭრობას, არღვევენ ხელშეკრულებებს, მაგრამ რუსეთი ამ თამაშში წააგებს. `დიდ რუსეთს~ აიძულებენ, შეწყვიტოს თამაში და ვალდებულებები შეასრულოს. ეს ასე იქნება!

2007 წელი, 10 თებერვალი.

ვხედავ, მომავალში ამერიკა, როგორც ყოველთვის, არ დათმობს პოზიციებს და მთელ აღმოსავლეთში ისევ საკუთარ პოლიტიკას გაატარებს. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები ძალიან დაიძაბება. ამერიკა რუსეთს ძალიან სერიოზულად დაადანაშაულებს ბევრ რამეში.
იძაბება ევროპაც (ისინი დამოუკიდებულები ხდებიან რუსეთისგან ნავთობისა და გაზის საკითხში), მაგრამ ამ თამაშს გერმანია მოუღებს ბოლოს. ვითომდა თბილ ურთიერთობას რუსეთთან მოულოდნელად შეწყვეტს კანცლერი ქალი და წავა დიდი პოლიტიკური თამაში. რუსეთი წააგებს. რუსეთს ბედისწერაზე ევროპის მართვა არ აწერია!
რუსეთის ამ პოლიტიკურ თამაშში დამარცხება დაძაბავს აღმოსავლეთს. მათ რუსეთის იმედი აქვთ, ვხედავ. ისინი წააგებენ. ეს ასეა.

**
რუსეთში კი, ვხედავ, პრეზიდენტი ძლერ და გავლენიან მინისტრებს იშორებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მას ისევ სურს პრეზიდენტობა და აი აქ აუსრულდება წინასწარმეტყველება, რომ მას მოკლავენ! ეს ყოველივე იმ გავლენიანი თანამდებობის პირებისგან წამოვა (როგორც იყო სტალინის, ხრუშოვისა და სხვ. დროს). ასე აწერია დიდ რუსეთს!

2007 წელი, 15 თებერვალი.

ვხედავ, რუსეთი ორად იყოფა, ანუ რუსეთის მთავრობა. რუსი გენერალი ვითომ პრეზიდენტს ემორჩილება, სინამდვილეში კი, გამწარებული და განაწყენებული, შურისძიებაზე ფიქრობს. დროზე ადრე წარმოიდგინა თავი მომავალ პრეზიდენტად.  საერთოდ მას პრეზიდენტობა არ აწერია, მაგრამ არევით კი აურევს.
რუსეთის პრეზიდენტი ძალიან უცნაურ და მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს. იგი განაცხადებს, რომ საკმაოდ ენერგიულია, ახალგაზრდაა და პოსტის დატოვება არ სურს. აი აქ წააგებს პრეზიდენტი, აქაა მისი სიცოცხლის დასასრული! საკუთარ პრეზიდენტზე რუსეთს უარყოფა არ აქვს, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ მიესალმება მის არჩევნებს. ჩუმად, ლამაზად წავა დიდი ბრძოლები. ბოლო ჯამში, რუსეთის პრეზიდენტი წააგებს.
რუსეთს ჯარი არ ყავს! ხალხს ატყუებენ. პრეზიდენტი ბევრ რამეს ატყუებდა რუს ხალხს. ამაზე ილაპარაკებენ.
უკრაინაში მათი კაცი – იანუკოვიჩი, თითქოს მთლიანად რუსია, მაგრამ, რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დღესაც იგივეს ვხედავ: ის რუსეთს უღალატებს! იგი გაატარებს უკრაინულ პოლიტიკას და არა რუსულს. ეს დიდი და წარმოუდგენელი დარტყმაა რუსეთისთვის.
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა დაიძაბება…
რუსეთი წააგებს!!!
კრემლი ორად იყოფა. პრეზიდენტი მოღალატეებს დასჯის.

2007 წელი, 16 თებერვალი.

რუსეთი ძალიან სუსტდება. კი, ყავს ბევრი მილიონერი და მილიარდერი, მოსკოვი ბრწყინავს, მაგრამ მხოლოდ მოსკოვი. რუსეთი? სად არის რუსი ხალხი? ისინი როგორ ცხოვრობენ? რუსეთი თითქმის კარგავს აღმოსავლეთს და მალე აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყდებათ! ამინ!
კავაკასია იძაბება. რუსულმა პოლიტიკამ ვხედავ, რომ წააგო. მათ მუსლიმები არ ენდობიან.

2007 წელი, 19 აპრილი.

რუსეთი ყველა წამოწყებულ ტერორს საქართველოს მიმართ წააგებს ასი პროცენტით. ამას ყოველთვის ასე ვხედავდი და ასეც ასრულდება. თვითონ რუსეთს უჭირს. პრეზიდენტი პუტინი სხვა კანდიდატს ვერ ხედავს საკუთარ პოსტზე და იწყებს დიდ თამაშს. იგი კიდევ მოდის, მაგრამ ბედისწერაზე გამართლება აღარ აწერია, როგორც წარსულში იყო.
ყოველივე იცვლება. რუსეთი კარგავს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საერთოდ კავკასიას.

2007 წელი, 24 აპრილი.

რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. იგი საბოლოოდ წაეჩხუბება ევროპას. აი, აქ გამოადგება საქართველოს ბაქო-ჯეიჰანის მილები (ასევე სხვა მილებიც, გაზისაა ეს თუ ნავთობისა). ყველაფერი სრულდება.
რუსეთი, სადაც მარტო მოსკოვში ცხოვრობენ კარგად, ძალიან დასუსტდება. პუტინს უჭირს უკვე, ბევრი გაილაშქრებს მის წინააღმდეგ, ყველას მისი წასვლა სურს. ვხედავ, იგი ცდილობს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა.

2007 წელი, 28 აპრილი.

რუსეთი უძლურია საქართველოსთან მიმართებაში. იგი ძულს საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამო, ამიტომ არ სურს საქართველოს რუსეთის გაგონებაც კი. თუ რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მაშინ რუსეთი მოიპოვებს საქართველოს ნდობას, მაგრამ ვხედავ, რომ გვიანია. ამერიკას საქართველო, მისი ტერიტორია ჭირდება…

2007 წელი, 29 აპრილი.

ვხედავ, რუსეთი მომავალში ერთი პერიოდი დაუტკბება საქართველოს, მაგრამ ეს იქნება დიდი თამაში. საქართველოს მთავრობა, ვხედავ, ამ ანკესზე არ წამოეგება. ისინი იქით გაუმართავენ დიდ თამაშს რუსებს და ისევ დაუპირისპირებენ ამერიკას. იცოცხლე, ამის ნიჭი კი აქვს ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას.
სამაჩაბლოში ვხედავ აფორიაქებულ ოსებს. პრეზიდენტი ღონისძიებებს მართავს, რომლებზეც ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებს იწვევს. რუსეთი ჩიხში ემწყვდევა. `ისინი არ არიან `მიროტვორცები~ – ასე იტყვის ამერიკა და ევროპა და ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებებზე ხმამაღლა განაცხადებენ ამას.  ეს იქნება დიდი დარტყმა რუსეთისთვის. ამჯერად, ვხედავ, რუსეთი წააგებს.

2007 წელი, 12 მაისი.

პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, დიდ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებს. ყველა დიქტატორს გადაასწრებს, ძალიან სარისკო ნაბიჯებს გადადგამს მომავალში, რასაც დიდი არეულობები მოყვება.
რუსეთის პატრიარქი ალექსეი II გარდაიცვლება. ექიმები კი ფიქრობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ ასეთია ნება უფლისა, ამინ!
რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასწორია. ამერიკას დიდ პოლიტიკურ თამაშს ვერ მოუგებს, ვერც საქართველოს. ამინ!!!
ვხედავ, როგორ ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დაქუცმაცებას და დაყოფას. ისინი, რუსები ამას ვერასდროს შეძლებენ. მომავალში, ვხედავ, რუსის ჯარი გადის აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ისინი დატოვებენ საქართველოს საბოლოოდ.

2007 წელი, 7 ივლისი.

რუსეთის ყველა მცდელობა ჩაშლილია საქართველოს მიმართ… რაც არ უნდა მოიმოქმედოს კრემლმა – რუსეთმა, ღმერთი არ დაუშვებს მათი ბინძური გეგმების განხორციელებას საქართველოში.

**
რუსეთი ამ ბრძოლას წააგებს. ასევე წააგებს უკრაინაშიც. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი… რუსეთი წააგებს!
რუსეთის პრეზიდენტს ბევრი დაუპირისპირდება. მას ჰგონია, რომ ძლიერია? არა, მის ჩანაფიქრებს ასრულება არ აწერია. ვისი იმედიცა აქვს, ის უღალატებს.

2007 წელი, 8 ივლისი.

მინდა გამცნოთ ხედვა, რომ რუსეთისთვის საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო, თუმცა რუსეთი კატასავით ზურგზე არ ეცემა და არ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება კავკასიაში.
ვხედავ, საქართველოს პრეზიდენტი როგორ ყვირის ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად, რომ სოჭი არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის ფაქტი რუსეთის მტაცებლური პოლიტიკისა საქართველოს მიმართ და ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპა ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს. ეს კი ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისთვის.

2007 წელი, 14 ივლისი.

ერთი მთავარი: რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, მას იგივეს ევროპა-ამერიკა გაუკეთებს. დიდი ცივი ომი მათ შორის პიკს მიაღწევს.

2007 წელი, 20 ივლისი.

ვხედავ, რუსეთში წავა დიდი დაპირისპირებები. პრეზიდენტის გუნდი იშლება. მას ტერორს მოუწყობენ. იგი დედამიწიდან ქრება. “იგი დიქტატორია!” – ასე იტყვიან.

2007 წელი, 10 სექტემბერი.

რუსეთში მოულოდნელი, დიდი ცვლილებები იქნება. იმ გეგმებს, რომლებიც დღეს რუსეთის პრეზიდენტს წარმოუდგენია სამომავლოდ, ვხედავ, რომ ვერ განახორციელებს. დიახ, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ იგი მოიყვანს თავის კაცს, მაგრამ საკუთარი კანდიდატურა იმედებს გაუცრუებს. ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება ძველი პრეზიდენტის ყურმოჭრილი მონა; როგორც კი მოირგებს პრეზიდენტის სავარძელს, დაიწყებს საკუთარი პროგრამის განხორციელებას.
სხვათაშორის, კავკასიაში არსებული ვითარება მას დიდად არ აწუხებს და აფხაზებისა და ოსების საკითხს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება (როგორც მისი წინამორბედი პრეზიდენტები). იგი არ მიანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ტერიტორიულ საკითხს. გაოცდებით, მაგრამ ვხედავ და მესმის ეს სიტყვები: Хватит играть! იგი, რუსეთის ახალი პრეზიდენტი, წამოვა მოლაპარაკებებზე. ხვდება თვითონაც, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მდგომარეობა და საკითხი ასე დიდხანს ვერ გასტანს, მითუმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა არ უთმობს, ანუ არ ეშინიათ. უფრო ზუსტად, რუსეთს არ სურს კავკასიაში ომი!

2007 წელი, 21 სექტემბერი.

ვხედავ, რუსეთის მცდელობა, რომ საქართველოს მოუგოს დიდი პოლიტიკური თამაში, ჩაშლილია. მათ არაფერი გამოუვათ. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მათ მსოფლიოს წინაშე აეხდებათ ნიღაბი საქართველოსთან მიმართებაში!!!
თვითონ რუსეთი აირევა მოკლე ხანში. რუსეთის პრეზიდენტის კანდიდატურა მის პოსტზე, კიდევ ვიმეორებ, არ გაამართლებს. იგი მას უღალატებს. როგორც კი პრეზიდენტის მანტიას მოირგებს, იგი მის წინააღმდეგ მოიმართება, ყველა მის საქმიან ურთიერთობას გადაქექავს და ა.შ.
რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, რუსეთის ჩანაფიქრი არ განხორციელდება ისე, როგორც მათ სურთ. ბევრი თუ ცოტა, მაგრამ სპორტსმენები არ ჩამოვლენ. `საშიში საომარი მდგომარეობაა!~ – ასეთ ინფორმაციას მიიღებენ. რამდენიმე სპორტსმენს გაძარცვავენ კიდეც. მოკლედ, საქართველოს არ ძინავს.

2007 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები არ გავს ქართულ მოლაპარაკებებს. რუსეთი და ამერიკა, ვხედავ, ღიად დაჭამენ ერთმანეთს, ისე, როგორც არასდროს. ორი მონსტრი ღიად დაუპირისპირდება ერთმანეთს. არც ერთი მიდის დათმობაზე, ევროპა კი მაყურებლის როლშია, ვხედავ – არ სურთ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, გაზისა და ნავთობის გამო. მაგრამ საფრანგეთის მეთაური სარკოზი, ვხედავ, სულ სხვა აზრზეა. იგი ითმენს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოითმენს. ვხედავ, როგორ ვერ იტანს რუსებს, ავიწყდება დიპლომატია და ვხედავ, ტრიბუნიდან როგორ ლანძღავს, თათხავს და აგინებს გამყიდველ რუსეთს, მის მთავრობას და მის პარლამენტს.
ძალიანც მსიამოვნებს ყოველივე ამის მოსმენა და ხილვა. იწვნიონ ევროპელებმა უშუქობა, უგაზობა და ყველაფერი, რაც საქართველოს გაუკეთეს რუსებმა.
რუსეთს, ვხედავ, მთელი ევროპა აუმხედრდება, ძალიან დაიძაბება ურთიერთობები.

**
ვხედავ, რუსეთს თავისი გეგმები აქვს და თანაც ძალიან მზაკვრული, მაგრამ ისინი ამ მდგომარეობას ვერ გამოიყენებენ, ღმერთი ჩაშლის მათ გეგმებს. აი ნახავთ. საქართველო, ვხედავ, ისე არ აირევა, რომ კონტროლი დაკარგოს ხალხმა. არა, ბატონო რუსეთო, არაფერი გამოგივათ! პირიქით, ძალიან ახლოსაა დრო, როცა იძულებულები იქნებით, ანგარიში გაუწიოთ საქართველოს და თქვენი ხელით მოგვართვათ ჩვენი ქართული მიწები _ სამაჩაბლო და აფხაზეთი!

2007 წელი, 5 ოქტომბერი, დღის 3 საათი.

მომავალში ვხედავ, პუტინის რეიტინგი რუსეთში ძალიან ეცემა. ეს იქნება მისი დაშვების, ძირს დაცემის პერიოდი. იგი მწარედ წააგებს. დღეს ეს ვერც კი წარმოუდგენია მას. პუტინს არ გაუმართლებს მომავალში. მას ძულს საქართველო! პუტინის გაქვავებულ სახეზე ვერ ამოკითხავთ, რა უხარია და რა მოწონს ამ კაცს. იმას, რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, რომ გამოყარა ქართველები რუსეთიდან და სხვ. საქართველო მას მომავალში არ აპატიებს. მართალია, სწრაფად მიჩქმალეს ყოველივე იმიტომ, რომ ხალხის აფეთქება ქართულ მთავრობასაც არ აწყობდა, მაგრამ მომავალში საქართველო მას `დიქტატორს~ შეარქმევს და ასე, ამ სახელით  შევა იგი ქართულ ისტორიაში.
პუტინი დღეს უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ დარჩა და ამით დიდი შეცდომა დაუშვა. იგი წააგებს. ვხედავ, რუსეთი როგორ ადანაშაულებს მას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამერიკასთან და ევროპასთან თავხედურ ნაბიჯებს დგამს. ამას ამერიკა არ შეარჩენს. ვხედავ, როგორ დაიძაბება მათი ურთიერთობები.
თითქოს ჩაწყნარებული ჩეჩნები ისევ წამოყოფენ თავს. რუსებს ტერორებს უწყობენ, მაგრამ სასტიკად ჩაახშობენ. ჩეჩნეთის სახელმწიფო, ვხედავ, არ არსებობს ჯერ-ჯერობით.
ვხედავ, რუსეთი ჩინელების საკითხს წამოწევს და დაიწყებენ მათ გასახლებას. ამაზე ყველა აყაყანდება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ეს არ აინტერესებს. რუსეთის სუფთავდება.

2007 წელი, 10 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ახლოსაა ის დრო, როცა მუსლიმები დაარტყამენ `მეგობარ~ რუსეთს. ისინი არ ენდობიან `ქრისტეს შვილებს~ და მყარად ჯერათ, რომ რუსეთი თამაშობს მუსლიმებთან, რათა თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება მათ გულში. რუსეთი გავს ამერიკელების მიერ შეშვებულ ჯეიმს ბონდს _ კეთილ შპიონს. დიახ, ასეა და ეს იმისთვის კეთდება, რომ ბალანსი არ დაირღვეს მსოფლიოში…
ამერიკა აღმოსავლეთში მაინც განალაგებს რაკეტებს, ვხედავ, სურს ეს რუსეთს თუ არა. სხვათა შორის, რუსეთისთვისაც მომგებიანია ეს რაღაც ათი პროცენტით, თორემ ამერიკულ რაკეტებს ხომ შეუძლიათ, პირი რუსეთისკენაც მიაქცევინონ?! მაგრამ მათ მეტი გზა არ რჩებათ.

2007 წელი, ოქტომბერი

ვხედავ, როგორ ქრება რუსეთის გავლენა საქართველოს პოლიტიკაში და საერთოდ, რუსეთში იწყება კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი. ქაოსია, საქართველოსთვის არ ცხელათ რუსებს.
იქნება ამერიკა-რუსეთის ღია დაპირისპირებები ირანთან დაკავშირებით. ამერიკა არ დაუთმობს რუსეთს და მოიგებს კიდეც.

2007 წელი, 22 ოქტომბერი.

ამერიკისა და ირანის ურთიერთობა, ვხედავ, არ განიმუხტება _ არ სურს ირანს დათმობა. ირანის მთავრობას რუსეთი უჭერს მხარს. რუსეთის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინს, ერაყის ყოფილ პრეზიდენტს დაემსგავსა. იგი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მანიპულირებს გაზითა და ნავთობით პოლიტიკაში, მაგრამ ის ვერ წარმოუდგენია `დიდი რუსეთის~ მთავრობას, რომ თუ მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება, გადაიქცევა პატარა რუსეთად! ფრთხილად! თუკი `ოქროს ურდო~ ოთხასი წელი მეფობდა რუსეთში, დღეს ცივილურად ამერიკა და ევროპაც შეძლებს მეფობას. ეს ძალიან საშიშია. რუსეთის მთავრობას ვურჩევთ დაფიქრდნენ.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ძალიან, ძალიან დაიძაბება. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე. ისინი უკვე ხმამაღლა დაიწყებენ ერთმანეთის ლანძღვას, კარგავენ დიპლომატიას, მათ ვერავინ გააშველებს… რუსეთი წააგებს. ისინი იწყებენ თამაშს და  მუსლიმები არ აპატიებენ _ მათ წინააღმდეგ მოიმართებიან.
პუტინი ვერ და არ იქნება წარმატებული პრემიერი და არც პრეზიდენტი. მას ძალიან მძიმე დღეები ელის. ამინ!

2007 წელი, 25 ოქტომბერი.

რუსეთ-ირანის ურთიერთობებში შეუთანხმებლობას ვხედავ.

**
ირანი აპირებს [აზერბაიჯანში] საკუთარი ოპოზიცია მოიყვანონ სათავეში და მთელი ქვეყნის მართვის სადავეები ხელში აიღონ პოლიტიკური გზით! რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. აი აქ ჩნდება პირველი დიდი ბზარი ირანთან დამოკიდებულებაში.

2007 წელი, 2 დეკემბერი.

პუტინი ბოლომდე ვერ მიაღწევს!

**
რუსეთის ბაზარი მალე გაუღებს კარს საქართველოს, ვხედავ, ურთიერთობები ისევ აღდგება. ამინ!

2007 წელი, 3 დეკემბერი.

რუსეთს მომავალში ისევ პუტინი მართავს, თუმცა, ბოლომდე ვერ მიატანს. პუტინი ამჯერად წააგებს. მას ძალიან მძიმე წელი ექნება.
რუსეთის პრეზიდენტს არ გაუმართლებს. რუსეთი ევროპა-ამერიკასთან წააგებს. ეს პატარა საქართველო არ არის, ბატონო რუსეთის პრეზიდენტო. დიახ, მსოფლიო დაუპირისპირდება რუსეთს, ხალხი უკივის პრეზიდენტ პუტინს, რომ გადადგეს! დიდი ამბები დატრიალდება რუსულ პოლიტიკაში.
ჟირინოვსკის ვერ ვხედავ მომავალში. იგი გაბინტული წევს!..

2007 წელი, 4 დეკემბერი.

ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთს სოჭს მოვთხოვთ.

2007 წელი, 5 დეკემბერი.

რუსეთის მთავრობის ყველა ქმედება საქართველოში – სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მარცხით მთავრდება, მათი ყველა გეგმა ჩაშლილია. ვხედავ, როგორ ტოვებს რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიებს.

2007 წელი, 10 დეკემბერი.

პუტინის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ვხედავ, რომ არ გაამართლებს. როგორც თვითონ მოვიდა არსაიდან, ისე მოიყვანს კაცს არსაიდან. იგი თითქოს მისი ერთგულია, მაგრამ ასე არ არის. როგორც კი თანამდებობრივ სკამზე დაბრძანდება, ბრჭყალებს გამოაჩენს და წავა დიდი ბრძოლები. აი, რატომ ვხედავდი ყოველთვის, რომ პუტინი ბოლომდე ვერ მიაღწევს. მომავალი მთავრობა არ განაგრძობს პუტინის გზას. დღეს ეს ზღაპრად ჩანს, მაგრამ დაიჯერეთ. მომავალში რუსეთს რთული პოლიტიკური გზა აქვს ასარჩევი.
2007 წელი, 13 დეკემბერი.

რუსეთმა თუ არ მიხედა თავის მიწებს აღმოსავლეთში – ციმბირში (და სხვა მხარეშიც), ჩინელები (და სხვანიც) დედაქალაქს რუსეთში გადმოიტანენ და დაარქმევენ, მაგალითად,  `პატარა პეკინს~. მე არ ვხუმრობ. წინასწარმეტყველება აღსრულდება ასი პროცენტით. ეს ჯერ კიდევ 1994-1995 წლებში დავინახე.

2007 წელი, 20 დეკემბერი.

რუსეთი ცვლის საკუთარ პოლიტიკას და შერბილებულ პოზიციას იკავებს საქართველოს მიმართ. იხსნება საჰაერო მიმოსვლა, ვეტო მოეხსნება ბანკებს და ვხედავ, რუსეთის ბაზარზეც იქნება საუბრები, სადაც ვხედავ ქართულ საქონელს: ციტრუსებს, ღვინოს და სხვ.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ვხედავ, რუსეთს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. უკრაინა `დიდ რუსეთს~ უკან დაახევინებს.

**
მოსკოვში ვხედავ მთავრობის ცვლას, სულ სხვა ხალხი მოდის. ძველი პოლიტიკოსებიდან, ანუ კომუნისტებიდან, რომელნიც სხვა ქვეყნების მიმართ ყოველთვის მტრულად იყვნენ განწყობილნი და კოლონიზაციის სურვილით შეპყრობილნი, არც ერთი აღარ დარჩება მთავრობაში, რუსეთის `დუმაში~. ისინი პოლიტიკიდან  სწრაფად ქრებიან. ეს მოხდება ძალიან მოულოდნელად.
მოდის დრო, როცა მსოფლიო რუსეთს განსჯის არაკაცთმოყვარეობისთვის, იმისთვის, რომ ისინი უცხოელებს ხოცავენ ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ეს ხშირი შემთხვევები გადაიზრდება ნამდვილ ფაშიზმში. ფრთხილად! ხალხი არ აპატიებს რუსებს. იმდენად ღიად მოხდება ყოველივე, რომ ამას რუსეთი ვერ დამალავს. ეს პოლიტიკოსების ბრალია.
რუსეთი ციმბირს კარგავს. დიდ ტერიტორიებს იკავებენ ჩინელები. იაპონია ისევ მოითხოვს კუნძულებს. მოკლედ, ვხედავ, რუსეთი იცავს თავის ტერიტორიებს, მთლიანად გადაერთვება ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხარეს. იწყებენ გაწმენდას. ისინი გაყრიან იქ დასახლებულ ჩინელებს ძალისმიერი მეთოდებით.
რუსეთს  დიდად დაძაბული და რთული პერიოდები ელის. ძველი კომუნისტური მთავრობა ინგრევა. ამინ!

2008 წელი, 23 იანვარი, დილის 9 საათი.

დეპუტატი ჟირინოვსკი, მინდა აღვნიშნო, კვდება. რუსეთის პოლიტიკა დაისვენებს…
მოსკოვში – მთავრობაში, ჩნდება ახალი ხალხი, ანუ ახალი სახეები. ძველები იბრძვიან, რათა სკამები, მდგომარეობა შეინარჩუნონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
მომავალ პრეზიდენტს, პუტინის მიერ წარდგენილ `მედვედს~ დათვის სიძლიერე არ აღენიშნება თითქოს, მაგრამ ვხედავ, იგი დათვივით უხეშია. ფრთხილად, ბატონებო, იგი დიდ სიურპრიზებს მოაწყობს მთავრობაში.
რუსეთის თავი ფიქრობს, რომ იგი საკმაოდ განათლებულია და არაფერი სჭირს საიმისო, რომ ძველმა მთავრობამ ასწავლოს, თუ როგორ უნდა სახელმწიფოს მართვა. იგი ტელევიზიითაც იტყვის ამას და ყველა გაიგონებს. იგი, პირველ ყოვლისა, პუტინის მტრებს შემოირიგებს და არც პუტინის მეგობრებს გადაიკიდებს მტრად. დიახ, ის ყველაზე ჭკვიანი მმართველი აღმოჩნდება, ამიტომ იგი საზღვრებთან დაკავშირებითაც განსხვავებული აზრისაა. აი, აქ ეშველება საქართველოს. `მედვედი~  წამოვა მოლაპარაკებებზე. აქ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩეჩნეთსაც ეშველება. იგი ობიექტურად განსჯის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რაც თვრამეტი წლის მანძილზე რუსეთის ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო. ის მართლაც ჭკვიანი აღმოჩნდება, რაც არ ეგონა პუტინს. მისი გეგმები ჩაფუშულია. დიდი `მედვედის~ თათი მოხვდება ექს-პრეზიდენტს, ვხედავ.
ფრთხილად, პუტინის ყოფილო მთავრობავ! ყოველივე ასი პროცენტით ასრულდება.

2008 წელი, 27 იანვარი.

ევროპა თითქოს რუსეთს ეხმარება, მაგრამ მერე ისევ ამერიკის მხარეს გადაიხრება. რუსეთთან დიდი უთანხმოება ექნება ევროპას.
ვხედავ, ევროპა სხვა გზას ეძებს გაზისა და ნავთობის მისაღებად. დიახ, არის გაზის დიდი მარაგი იქვე, ევროპასთან, ანუ არსებობს შანსი, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან მიიღონ გაზი!!! ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდება.
რუსეთი უკან იხევს. დიდი გადატრიალება მოხდება რუსეთის მთავრობაში. პუტინის დრო წავიდა. იგი პოლიტიკური არენიდან ქრება ასი პროცენტით!

2008 წელი, 7 თებერვალი.

ვხედავ, რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკურ თამაშს საქართველოსთან. დიახ, ასეა, რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა საქართველოსთან მიმართებაში. სრულდება 1992-1995 წლების წინასწარმეტყველებები. თვითონ რუსეთიც დაიღალა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემის თამაშით. ეს უკვე აღარ შედის მათ ინტერესებში!!!
რუსეთი აირევა, პუტინს არ უმართლებს. მის პოლიტიკაში, ვხედავ, სერიოზული ჩავარდნებია, რომელთაც ვერ გამოასწორებს და დათვის _ `მედვედის~ დარტყმა არ აცდება! საერთოდ, მუდმივი არაფერია დედამიწაზე. მომავალში იგი ქრება პოლიტიკური არენიდან.
რუსეთ-ევროპის ურთიერთობები იძაბება, მერე კი თითქოს მორიგდებიან.

2008 წელი, 9 თებერვალი.

ვხედავ, მომავალში რუსეთის პოლიტიკაში ჩნდება ხალხი არსაიდან. პრეზიდენტ პუტინს აღარ გაუმართლებს, საკმაოდ ძლიერი პერსონები გადაიკიდა, რომლებიც ბოლომდე არ მოთხარა კი არა, ვერ მოთხარა!!!
ვხედავ, რუსულ ბიზნესში დიდი გადარჩევები წავა. მაგალითად, ბერეზოვსკი, ცნობილი მილიარდელი ექსმინისტრი რუსეთში დაბრუნდება…
ვიმეორებ: პუტინის მოყვანილი კაცი _ `მედვედი~, მის პოლიტიკას ვერ, ანუ არ გაატარებს.

2008 წელი, 17 თებერვალი.

რუსეთი კოსოვოთი ვეღარ ივაჭრებს. ბედისწერა რუსებს ფაქტების წინაშე აყენებს. დიახ, ასეა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რა თამაშებიც არ უნდა წამოიწყოს რუსეთმა, არაფერი გამოუვა! ეს ვიცი ასი პროცენტით. არის დიდი მცდელობები, მაგრამ ყოველივე ამაოა.

2008 წელი, 1 მარტი.
რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. გქონდეს ნავთობი და გაზი, არ ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსები გყავს. პირიქით, მათი უზრდელი, თავხედური, დაბალი დონის მზაკვრული პოლიტიკა მთელი მსოფლიოსთვის ნათელია. ჰოდა, ბოლოს სადამ ჰუსეინივით დაამთავრებენ. თუ გონს არ მოეგებიან, მოუვლენთ მათ უფალი უდიდეს გასაჭირს! რუსეთი დაისჯება! სწორედ საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით ექნება უდიდესი წინაღობები. დიახ, ეს ასეა. თავში აქვთ ავარდნილი, თავი მსოფლიოს მბრძანებლად წარმოუდგენია რუსეთის იმპერიას.

**
ვხედავ, რუსეთი რთულ მდგომარეობაშია კავკასიასთან მიმართებაში. სხვა თამაში არ არსებობს, ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურეს.
მეტად საინტერესოა პუტინისა და მედვედევის დუეტი. ისინი იწყებენ კარგად, მაგრამ ამთავრებენ ტრაგედიით. პუტინის მოწინააღმდეგეები შედიან პრეზიდენტთან კონტაქტში. მათ ეს გამოუვათ ასი პროცენტით, ამიტომ მთავრობაში დიდი ცვლა იქნება. კრემლი ორად იყოფა. იყოფიან ოლიგარქებიც. ეს იქნება რუსეთისთვის ძალიან ცუდი პერიოდი. `პუტინის ყოფნა მთავრობაში არ შეიძლება!~ _ იტყვის ხალხი. ორი მონსტრი ერთმანეთს შეეჯახება.
ვხედავ სამღვდელოების მაღალი პირის სიკვდილს.
ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება. ასევე ვხედავ ტერაქტებს მოსკოვში. დიახ, რუსეთს ძალიან ბევრი მტერი ყავს. ფრთხილად! ისინი უწყობენ რუსეთს ტერორებს, ვისაც ვითომ იცავენ და მხარში უდგანან. იქნება ტერაქტების სერიალები და თანაც იქ, სადაც ხალხმრავლობაა. ეს ყოველივე რუსული პოლიტიკის ნაყოფია. მუსლიმები! რუსები, ვხედავ, ამერიკელებს დააბრალებენ ყველაფერს ირანთან გატარებული პოლიტიკის გამო. საერთოდ, ამერიკისა და რუსეთის პოლიტიკა მუსლიმებთან მიმართებაში არ ემთხვევა. ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. რუსეთს პირველობის მანია იპყრობს, სურს იყოს პირველი მსოფლიოში, მაგრამ ცდება. გაზი და ნავთობი მუსლიმებსაც აქვთ და მათთვის ამას დიდი უბედურება მოაქვს. დიახ, შავი ოქრო _ ეს წყევლაა ქვეყნებისთვის, იმიტომ, რომ ვხედავ, მომავალში ნავთობი და გაზი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. დიახ, ასეა. მომავალში მსოფლიო ერთიანდება ამ აზრის ირგვლივ: `თუ რომელიმე ქვეყანაში გაზი და ნავთობია, ის ეკუთვნის მსოფლიო ხალხებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ პოლიტიკაზე!~ ეს დროც დადგება.
მსოფლიო იცვლება. ხდება გადანაწილება.

2008 წელი. 7 მარტი.

სომხებს რუსეთის იმედი აქვთ, მაგრამ ვხედავ, რუსეთი მათ უღალატებს, სულ სხვაგვარ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. სასომხეთი რუსეთს ზურგს შეაქცევს…
მაინც არაფერი გამოუვა რუსეთს. მისი ახალი პრეზიდენტი, სხვათა შორის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ექსპრეზიდენტი პუტინი მომავალში აღარ ჩანს. ბევრ რამეს აეხდება ფარდა, ანუ ნიღაბი.
რუსეთს კავკასია ზურგს შეაქცევს ასი პროცენტით!

2008 წელი, 8 მარტი.

ვხედავ, იაპონია რუსეთთან ისევ იწყებს დავას კუნძულებთან დაკავშირებით. იაპონია უკან არ დაიხევს და დიდი გარჩევები განახლდება. მომავალში, ვხედავ, რუსეთი დათმობს იმ კუნძულებს, რომლებიც იაპონიას ეკუთვნოდა. ეს იაპონიის მიწებია.  დიდი პოლიტიკური ბრძოლები წავა, ამერიკა იაპონიის მხარეს იკავებს, ევროპა კი შუალედს _ არც ერთს მიემხრობა. ეს ყოველივე ასრულდება.

2008 წელი, 9 მარტი.

ვხედავ, რუსეთის ემბლემას, ორთავიან არწივს, ერთი თავი მოძვრება. ერთთავიანი არწივის ემბლემას ვხედავ. რუსეთი დასუსტდება!
რუსეთმა თუ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში საკუთარი საზღვრები არ გააკონტროლა, უდიდესი პრობლემები შეექმნება, განსაკუთრებით, ჩინელებთან. ეს ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.
რუსეთში მთავრობის ხაზით დიდი პიროვნება გარდაიცვლება.
დღეს ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი აღარ ენდობა საკუთარ კანდიდატს. რატომ, ჯერ თვითონაც ვერ გაურკვევია. დიახ, მისი კანდიდატი ძალიან ამბიციური პიროვნებაა და იგი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ვერ გახდება პუტინის პაიკი. ამიტომ ის იწყებს ბრძოლას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ _ პრემიერ-მინისტრ პუტინს უცებ გადააყენებს. მას მხარს უმშვენებს ოლიგარქების მთელი დასი. პუტინს ვინც ემხრობოდა, ისინიც ღალატობენ.
ახალი პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, კეთილი კაცია. პუტინი კი სასტიკი, დაუნდობელი ადამიანია. მეგობრებს ყოველთვის ძალიან ეშინოდათ მისი და ამიტომ იძულებულები იყვნენ, ეთამაშათ მისი თამაში. ახლა კი ისინი შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ექსპრეზიდენტი პუტინი ძალიან ცუდად დაამთავრებს. თუმცა ყველაფერი კარგად დაიწყება, მაგრამ დაველოდოთ ბოლოს, რომელიც ძალიან აირევა კრემლში და რასაც ევროპა მიესალმება. არავის სურს პუტინის ხილვა მთავრობაში, არც ევროპას და, რა თქმა უნდა, არც ამერიკას.
გაზისა და ნავთობის საკითხი დარეგულირდება. ამერიკაც ღებულობს ისეთ ზომებს, რომ ამ პრობლემებს დიდი ხნით გადაწყვეტს.

*    *    *
რუსეთში, როგორც ვთქვი, ორთავიანი არწივი, ანუ პუტინი და მედვედევი, ერთად ვერ მოძოვენ და ერთი თავი მოტყდება არწივს. ისე, ერთ ტანზე ორი თავი, პათოლოგიაა, ეს დაავადებაა და არა სიძლიერე…

2008 წელი, 30 მარტი.

პუტინმა ზედმეტად გადააჭარბა საკუთარ უფლება-შესაძლებლობებს. იგი მწარედ წააგებს! დავინახავთ, თუ როგორ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს მას რუსეთი _ ახალი პრეზიდენტის, `მედვედის~ თათი. ჰოდა, ძალიან სასიამოვნოა!

2008 წელი, 2 აპრილი.

ვხედავ, მომავალში ნატოს გაძლიერება რუსეთის ინტერესებშიც შევა, რატომ? იმიტომ, რომ ვხედავ, მუსლიმები სწრაფად ერთიანდებიან; ისინიც კი, ვინც ერთმანეთს ებრძვიან, დაზავდებიან. ხოლო კრემლის მიერ მუსლიმების მიმართ გატარებული პოლიტიკა ძალიან ცუდად აისახება რუსულ პოლიტიკაზე  და შედეგს, რომელსაც ვხედავ, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს საშინელებაა!  იცით, რას ვხედავ? თვითონ რუსეთი შედის ნატოსთან, ანუ ამერიკასთან ალიანსში.

2008 წელი, 8 აპრილი.

ვხედავ, თითქოს რუსეთში პრეზიდენტის შეცვლა არაფერს ცვლის, მაგრამ ეს ტყუილია, ყველაფერი შეიცვლება. დიახ, ასეა, დაიმახსოვრეთ!
ახალი სახეები მოდიან პოლიტიკაში, იცვლება ისეთი რაღაცეები, რასაც რუსი პოლიტოლოგები არც მოელოდნენ.
მოსკოვს უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. უკრაინის მიმართ პოლიტიკოსთა ბოღმიანი განცხადებები იწვევს უკრაინელი ხალხის აღშფოთებას და ვხედავ, როგორ გამოდის ხალხი და თხოულობს რუსეთთან, მოსკოვთან დიპლომატიური უერთიერთობების გაწყვეტას. ვხედავ, რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხი ყვირის: `გაეთრიეთ, რუსებო!~ ეს მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება. მდგომარეობა ძალიან დაიძაბება. ევროპა ამ მოვლენას გამოეხმაურება. რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს. უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიწმყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს. რა თქმა უნდა, ევროპისთვის ამერიკის პოლიტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე რუსეთისა, რომელთაც მაინც კომუნისტებად მიიჩნევენ.

**
ევროპა ბრჭყალებს გამოაჩენს. ვხედავ და ვუყურებ დიდი სიამოვნებით, თუ როგორ იმართლებს თავს რუსეთი _ მოსკოვი…
ვიმეორებ: სოჭის ოლიმპიადაზეც ახმაურდება კვლავ ევროპა: `იქვე, გვერდით, აფხაზეთში რომ დიდი კონფლიქტია?..~ და ამას მოჰყვება მთელი სერიალები.

**
ევროპა-რუსეთის დაპირისპირება გარდაუვალია. ვხედავ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომ იტყვიან, სიკვდილ-სიცოცხლისა და იგი ჩემი საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. წინასწარმეტყველება ასრულდება! აქ საქართველოსთვის კი არ ჩნდება კონფლიქტი, არა, თვითონ ვერ მორიგდებიან. ისე ლანძღვენ ერთმანეთს, ყურო, ნუ მოისმენ!

2008 წელი, 9 აპრილი.

რუსეთს მაინც არ შეერგება შავი ზღვის ზოლი. ეს ასეა მომავალში ასი პროცენტით.
ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მომავალში _ ეს შორეული მომავალია, ვიცი, მაგრამ მკაფიოდ ვხედავ _ რუსეთი შავი ზღვის ზოლზე აღარ არსებობს, მათ გაყრიან. დიახ, უბრალოდ, დაპყრობილ მიწებს კარგავენ. ერთი პერიოდი რუსეთი ძალიან სუსტი სახელმწიფო იქნება. მათ სტალინის ხელი აკლიათ და მისტირიან კიდეც.

2008 წელი, 10 აპრილი.

რუსეთი, ვხედავ, უფრო ღიად იწყებს თამაშს. მთელი მთავრობაა ჩართული იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც საქართველოს მიმართ ანხორციელებენ, მაგრამ კვლავ ვხედავ და ვიმეორებ: უფალი არ დაუშვებს, რომ რუსმა, რუსულმა ჩექმამ გადათელოს საქართველო! ისინი ვერ მიიღებენ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, შავი ზღვისპირეთს…
რუსეთის ყველა მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაშლილია… პუტინმა საქართველოსთან ბრძოლა დიდი ხანია წააგო. თვითონ მიიღებს დიდ დარტყმას. მას ტახტიდან გადმოაგდებენ! დიდ ღალატს ვხედავ. ღირსიც არის, რაც დათესა, იმას იმკის!
ცირკის მასხარა, მთავრობის რუპორი ჟირინოვსკი კი პოლიტიკური არენიდან ქრება ასი პროცენტით. აი ნახავთ. რუსულ მთავრობაში ახალ სახეებს ვხედავ. მათთან მუშაობა შეიძლება. ისინი უფრო გონებაგახსნილები და ჭკვიანები არიან. საქართველოსთან ურთიერთობები დათბება. ამინ!

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ, ევროპას ძალიან გაუფუჭდება ურთიერთობები რუსეთთან. დიახ, მათი მოჩვენებითი მეგობრობა დროებითია. რუსების თავგასულობას საზღვარი არ აქვს.

**
ვხედავ ამერიკა-ევროპის მოლაპარაკებას რუსეთის ახალ პრეზიდენტთან. ის რეალური სურათი, რომელსაც რუსეთი იხილავს, შეაშინებს მას და სასწრაფოდ იცვლება პოლიტიკური კურსი. აფხაზეთი და სამაჩაბლო, საინგილო და ტრაპიზონი საქართველოა და დღევანდელი პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, რომ რუსეთი გვართმევს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაიმახსოვრეთ, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს! თუმცა დღეს დიდი პოლიტიკური ომია, რომელიც ნამდვილ ომში უნდა გადაიზარდოს, ვხედავ. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი, დიახ, `დიდი რუსეთი~ წააგებს!
ვხედავ, რუსეთს ურთიერთობები ძალიან აერევა მუსლიმებთან, განსაკუთრებით ირანთან; ასევე ჩინეთთან და კორეასთან. აღარ ვლაპარაკობ იაპონიაზე. როგორც არ უნდა ეცადნენ რუსი პოლიტიკოსები, ვერაფრით შეცვლიან ამ რთულ მოვლენებს…
სიამოვნებით ვუყურებ ამ წუთას ჟირინოვსკის, რადგან ვხედავ, თუ როგორ იცვლის ლანძღვის პოლიტიკურ კურსს. მას აუსრულდება ადრე დანახული წინასწარმეტყველება, რომ მუსლიმები გამოაგდებენ.
ერთი სიტყვით, `დიდი რუსეთი~ აღმოჩნდება დიდი საშიშროების _ მესამე მსოფლიო ომის წინაშე. ისინი მალე მოეგებიან გონს.
ვხედავ, მედვედევი, ეს პატარა კაცი, ჭკუით სჯობს პატარა ექსპრეზიდენტ პუტინს. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. დროს, მართალია, ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება ყოველივე. ასეთი რთული პერიოდი კაი ხანია არ ჰქონია რუსეთს.
საინტერესო ფაქტს ვხედავ: რუსეთის ტელევიზია ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებზე ალაპარაკდება.

**
საინტერესო ამბებს ვხედავ. მომავალში მოსკოვში ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი დატოვებს პოლიტიკურ არენას. რატომ? ისინი საშიშნი არიან, კონტროლს კარგავენ და საბედისწერო შეცდომებს უშვებენ.
ვხედავ, რუსეთში ეკლესია ინგრევა, ცეცხლი უკიდია. ეს ძალიან ცუდი ნიშანია ღვთისგან კრემლში მსხდომთათვის.
ვხედავ, ცნობილი ხიდი, მთლად არა, მაგრამ ჩაინგრევა.
ვხედავ, ტერორს განახორციელებენ მთავრობის პირზე.
ასევე ვხედავ ორი დიდი პიროვნების სიკვდილს.

2008 წელი, 4 მაისი.

რუსეთის ქმედებები ფუჭია, ომი იქნება ფარული, პარტიზანული. ვხედავ ტერორებს, აფეთქებებს და სხვ. რუსეთი, ვხედავ, ვერ მართავს აფხაზებს, აფხაზებიც უკმაყოფილოები არიან რუსებით. კრემლი არ მალავს საკუთარ მიზნებს. ისინი არავითარ ანგარიშს არ უწევენ აფხაზებს. შედეგს, რასაც რუსები მოიმკიან, ყველა საკუთარი თვალით იხილავს.
ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს აუმხედრდება. ისინი ისედაც ამხედრებულები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალა აღმართს ხნავს.
რუსეთს საქართველოზე ზეწოლები უკან უარყოფითად მიუბრუნდება თუნდაც იმით, რომ ჩეჩნები არასდროს აპატიებენ რუსეთს იმ ომს, რომელსაც რეალურად Eჩეჩნების გენოციდი ჰქვია. როგორც კი დროს მოიხელთებენ, ყოველთვის ზურგში დანას ჩაარტყამენ.
საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასია მუდმივად მზადაა ომებისთვის. ამ დაძაბულობას რუსეთი ძალით აჩერებს, მაგრამ როდემდე? ჩრდილოეთში ომები რუსეთს არ ასცდება…
ვხედავ, რუსული პოლიტიკა წააგებს კავკასიაში. რუსეთს საკუთარი ტერიტორიები აქვს დასაცავი.
ვხედავ, კრემლში დიდი ბრძოლები წავა ციმბირის `შავი ოქროს~ _  ნავთობისა და გაზის ირგვლივ. დიახ, ბატონო პუტინ, თავიდან უნდა გადანაწილდეს რუსული სიმდიდრე. ვისაც მან ქონება წაართვა, ისინიც თავს წამოყოფენ.
ახალ პრეზიდენტს მობეზრდება (თუ მობეზრებული არა აქვს უკვე) ექსპრეზიდენტის მითითებები. მის ირგვლივ შემოიკრიბებიან განაწყენებულნი ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ეს ახალ პრეზიდენტს დიდ ძალას აძლევს, როცა, ამავე დროს, ვხედავ, რომ ომი მას საერთოდ არ აწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში და არც საქართველოსთან. იგი კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აირჩევს, მაგრამ დღეს იძულებულია, ითამაშოს ექსპრეზიდენტის მოთხოვნებით. ამიტომ ყოველივე ძალიან სხვანაირად გამოჩნდება, მაგრამ საბოლოოდ კი დამთავრდება ისე, როგორც ვიწინასწარმეტყველე.
მოკლედ, რუსეთს მძიმე დღეები ელის. აი ნახავთ!

**
მოკლედ, რუსეთს დიდი თავის ტკივილი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და წააგებს კიდეც ასი პროცენტით. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.  რუსეთის ორთავიან არწივს ერთი თავი უნდა მოწყდეს. ეს ასეც მოხდება. ყოველივე ასრულდება.

2008 წელი, 5 მაისი.

ვხედავ, რუსეთის ექს-პრეზიდენტი ცუდ ხასიათზეა, მაგრამ არ იმჩნევს. გრძნობს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი _ `მედვედი~, არ არის ერთგული მისი; რომ იგი მისი მონა არ გახდება. პუტინი წააგებს, მისი პრემიერობა დროებითია. რუსეთი ნაბადივით მოიგდო მხრებზე და ფიქრობს, რომ მთელი დედამიწა მისია. დაავიწყდა, რომ `დრონი მეფობენ და არა მეფენი!~ ასე ემართება ყველა მეფეს თითქმის.
რუსულ პოლიტიკაში ახალ პრეზიდენტთან გარე ძალები ჩაერთვებიან _ ამერიკა-ევროპა, რათა ეს ურთიერთობები _ პუტინი-`მედვედის~ ალიანსი, გაწყვიტონ. ასევე ერთვებიან ოლიგარქებიც და ვხედავ, იქნება ძალიან დიდი მონდომება პუტინის _ ყოფილი პრეზიდენტის, განადგურებისა. იქნება დიდი ცვლილებები, მაგრამ ეს თითქოს არ გამოჩნდება. დრო არ ვიცი, მაგრამ დაძაბულობას ყველა შეამჩნევს ორ პრეზიდენტს შორის. დიახ, პუტინი მიიჩნევს, რომ იგია რუსეთის ნამდვილი პრეზიდენტი. თამაში, რომელსაც პუტინი განაგრძობს, ვხედავ, რუსულ პოლიტიკაში დიდ ომს გამოიწვევს. საბოლოოდ პუტინი და მისი გუნდი წააგებენ ასი პროცენტით. მისი მარცხი კი იქიდან დაიწყება, როცა პრეზიდენტის უფლებების შეკვეცას, პრეზიდენტის ვაკუუმში მოქცევას შეუდგება. პრინციპში, მოლაპარაკება ასეთიც იყო, ყველა უფლება პრემიერ-მინისტრის ხელში უნდა გადასულიყო.
ძალიან დიდი ამბიციები აწუხებს ექს-პრეზიდენტ პუტინს. მან სწორედ მაშინ წააგო, როცა წარმოიდგინა, რომ უჭკვიანესი და უძლიერესი ადამიანია, რომ მასზე `მაღალი~ არ არსებობს!..
დიდი ომები იქნება რუსულ პოლიტიკაში.

2008 წელი, 8 მაისი.

რუსეთს `ესენგეს~ ქვეყნებთან, ვხედავ, ურთიერთობები მოულოდნელად ძალიან დაეძაბება. თუმცა დაძაბულობები და ძალადობა ისედაც ყოველთვის იყო. რუსეთმა ხომ ძალისმიერი მეთოდებით შექმნა `ესენგე~ და დღესაც ძალით იმორჩილებს. ჰოდა, ვხედავ მომავალში აჯანყებას. `ესენგე~ არავის აღარ სურს. რა ხდება? ვხედავ პრეზიდენტებს მოწყინდათ და აღიზიანებთ რუსული ჩექმა, რომელიც ყელზე აჭერთ და დაიწყეს მოძრაობა, რათა თავი გაითავისუფლონ; მობეზრდათ ბრძანებები და ვითომ თავისუფალი სახელმწიფოობანას თამაში და ვხედავ, თუ როგორ გაერთიანდებიან `ესენგეს~ ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთის _ კრემლის ბინადართა წინააღმდეგ. ისინი დიდ პოლიტიკურ ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ეს ისეთი ჩიხია, საიდანაც რუსეთი ვერ გამოძვრება. `ესენგე~ დაიშლება! ალტერნატივა რუსეთს არ გააჩნია.
რუსული პოლიტიკა ასევე წააგებს ევროპაშიც. ევროპა რუსეთს არ ენდობა. ისინი დაიწყებენ ბრძოლას, რომ როგორმე ჩამოცილდნენ და არ იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულები. ეკონომიკა კი ისედაც გამოსწორდება მომავალში, ვხედავ.
მალე რუსეთს მრავალ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და ის ფაქტი, რომ რუსეთის პოლიტიკა ნულის ტოლი ხდება და მთავრობაში ბევრი უტვინო პოლიტიკოსი ყავთ, ნათლად გამოჩნდება. თვითონ რუსეთი, მთელი მასმედია ილაპარაკებს ამაზე, ვხედავ.
პუტინისა და `მედვედის~ დუეტი ხომ მთლად გაანადგურებს რუსულ პოლიტიკას. დღეს კი ტკბილად სხედან ერთ ტახტზე გვრიტებივით, მაგრამ გვირგვინი მხოლოდ ერთი თავისთვისაა და არა ორისთვის.
ვხედავ, რუსეთი აგონიაშია. ძალიან უნდა კოსოვო გააიგივოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან, მაგრამ ეს დიდი სისულელეა (იხ. 1992-1993 წლების წინასწარმეტყველება). რუსეთი ვერასდროს ეღირსება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევას.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: სოჭის დაბრუნებაზე იქნება ლაპარაკი და საქართველო დაიბრუნებს საკუთარ მიწებს!
ისიც ასრულდება ასი პროცენტით, რომ რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მას მეტი გზა არ რჩება. ვხედავ, რუსის ჯარი აფხაზეთიდან გადის!!! რუსეთი კავკასიაში წააგებს!!!

2008 წელი, 11 მაისი.

ვხედავ, მომავალში რუსები კავკასიაში უფრო ძაბავენ მდგომარეობას.

**
რუსეთის ფანტაზიებს საზღვარი არ ექნება. იმდენ სისულელეს იტყვიან, იმდენ სულელურ ნაბიჯებს გადადგამენ საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, რომ მთელ მსოფლიოს აალაპარაკებენ, ვხედავ. უბრალოდ, საქართველოს გამწარება სურთ ძალიან. ომიც კი სურთ, ეს მათი დიდი ხნის ოცნებაა.
ვერ მოგართვით, `დიდო რუსეთო~. რაც ჟირინოვსკიმ უსურვა საქართველოს, სულ წერტილ-წერტილ საკუთარ სახლში, ანუ მოსკოვში აუსრულდებათ მომავალში. აი ნახავთ. ბოროტება ყოველთვის დროებით იმარჯვებს, სიკეთე კი მუდამ წინ გხვდებათ ადამიანებს.
რუსები მალე აფხაზებს _ აფსუებს გვერდზე გაწევენ. მათით მანიპულირება მობეზრდებათ, დაიწყება ღია თამაში და კრემლი თავისი მთავრობით, ასე ვთქვათ, შიშვლდება. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც რუსეთი კავკასიაში დაუშვებს…

2008 წელი, 20 ივნისი.

რუსი გენერლები, ვხედავ, საქართველოში ირბენენ. რუსები მოულოდნელად დატოვებენ აფხაზეთს. ბოლოსდაბოლოს, შეიგნებენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა; საქართველო რუსეთის ტერიტორია არაა!
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვხედავ, რუსეთს კაზაკები აუჯანყდებიან. ჰოდა, ითამაშონ ომობანა საკუთარ ტერიტორიაზე. ამინ!

2008 წელი, 23 ივნისი.

ყოფილი (თუ დღევანდელი) პრეზიდენტი პუტინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვხედავ შეტაკებებს, ეს ძალიან სერიოზულია. მთავრობის სახლი იწვის. `დუმაში~ ერთმანეთს გადაჭამენ. მოსკოვში სიმშვიდე ცოტა ხნით დაირღვევა. დიახ, ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ იჯდება. დღეს ეს რღვევა და დაპირისპირებები უკვე არსებობს, რაც საზოგადოებისთვის უხილავია, მაგრამ ყოველივე მალე გამოჩნდება. პუტინის პოლიტიკა დიდ საშიშროებას უქმნის რუსეთს.
პარალელურად ვხედავ, რომ რუსეთის გაზს ალტერნატივა აქვს და გზა, რომელსაც გაზი გაივლის, საქართველოზე გადის. რუსები უძლურნი არიან, ამ პროცესს პუტინი ვერ შეაჩერებს.

**
საინტერესო რამ დავინახე: რუსები თვითონ ცდილობენ საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან გასვლას ისე, რომ აფსუები, კაზაკები და ა.შ. არ გააღიზიანონ და იწყებენ თამაშს შეთანხმებით. ვისთან? საქართველოს მთავრობასთან!!! კარგადაც ააწყობენ, მაგრამ ვხედავ, სიმართლე მაინც არ დაიფარება.
რუსეთი საკუთარ საზღვრებში ყველა ამბოხს ცეცხლითა და მახვილით აქრობს. ვხედავ, ეს ქვეყანა გაუგონარ პოლიტიკურ ჩიხში მოემწყვდევა. კრემლში მთავრობის ხაზით დიდი ცვლილებები მოხდება, იქნება, კიდევ ვიმეორებ, დიდი დაპირისპირებები. მოდის ახალი პოლიტიკოსების ტალღა. ეს რუსეთს ძალზე გამოაცოცხლებს.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს!
ამერიკა და ევროპა რუსეთს წინ არ გაატარებენ, არ მისცემენ ამის საშუალებას…

2008 წელი, 25 ივლისი.

აფხაზეთში რუსების ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. დროის ამბავია, თუ როგორ წავლენ ქართული მიწიდან!!!
ტერორები გრძელდება. `დიდი რუსეთი~ ვერაფერს გააწყობს. მათი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მიმართ ატარებენ, ევროპა-ამერიკისთვის მიუღებელია. მათ განცხადებებს ყურს არავინ უგდებს. `ტერორებს თვითონ რუსები აწყობენ!~ _ აცხადებს საქართველოს მთავრობა და ეს ყველას სჯერა. ვხედავ, მხოლოდ ტურისტები კი არ გარბიან, ბიზნესმენებიც უკან მიყვებიან! ისინი ხვდებიან, რომ `დიდი რუსეთი~ ვერც მათი დამცველი იქნება და ვერც მათი ბიზნესისა.  ოლიმპიადაზე ლაპარაკიც ზედმეტია! რუსეთს სხვა გზა არ აქვს, ვხედავ, მომავალში ისინი ტოვებენ საქართველოს ტერიტორიებს _ აფხაზეთს, სამაჩაბლოს.

2008 წელი, 30 ივნისი.

ვხედავ, რუსები ვერ ისვენებენ, შავი ზრახვები ამოძრავებთ საქართველოს მიმართ. აფხაზეთში მომხდარ ტერაქტებს ქართველებს აბრალებენ. სამაგიეროს გადახდას, ასე ვთქვათ, აფხაზების ხელით ცდილობენ, ანუ მსგავსი ტერაქტი სურთ მოაწყონ ქართულ მიწაზე. ვხედავ, არაფერი გამოუვათ.
საერთოდ, რასაც რუსები ცდილობენ დღეს, რომ მიაღწიონ საქართველოს ტერიტორიაზე, ასრულება არ აწერია, ყველა მათი ჩანაფიქრი წაშლილია. რუსეთი ცდილობს, პროვოკაციაზე წამოაგოს  ქართველები, მაგრამ, როგორც ვხედავ, თვითონ ეგებიან მახეში.
რუსეთის მეორე პრეზიდენტი _ პუტინი, ვერ ისვენებს. რაც თავისი პრეზიდენტობის დროს ვერ გააკეთა აფხაზეთში, ვხედავ, პრეზიდენტ `მედვედის~ ზურგსუკან ცდილობს, განახორციელოს. ეს სასაცილოა!
ვხედავ, რუსები სერიოზულად არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ ქართულ მიწაზე. საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო  რუსეთო, არაფერი გამოგივათ, ვიმეორებ ასჯერ დანახულს.
აფხაზეთში კი გრძელდება ტერაქტების სერიალები. საინტერესო ფაქტს ვხედავ: აფხაზები, ანუ რუსები დაიჭერენ ტერორისტების ჯგუფს და აყვირდებიან, ქართველები არიანო.
საქართველო კი, ვხედავ, დუმს.
ტერორისტები ჩეჩნები აღმოჩნდებიან.
`ისინი ქართველებმა მოისყიდეს!~ _ ახლა ამას აყვირდება აფხაზი-რუსი. მაგრამ ჩეჩნებსაც ხომ საკუთარი ანგარიშები აქვთ რუსეთთან? ეს კარგად იცის ევროპამაც და ამერიკამაც.
ვხედავ, ჩნდება დაჯგუფებები, იმართება პატარ-პატარა ომები.
`რა ხდება ქართულ მიწაზე?!~ _ ყვირის საქართველო. _ `რუსები ვერ მართავენ სიტუაციას, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია!~
და ატყდება ერთი ამბავი. დამალული და დაფარული არაფერი იქნება. ევროპა-ამერიკა სწრაფად იგებს ყველაფერს, არაფერს გააციებს საქართველო. დიახ, საინფორმაციო ომი რუსეთმა წააგო. სწორედ ეს გატეხს კრემლს. ამინ! ასე რომ, რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, უკან დაიხევს.
ვხედავ, რუსეთის ურთიერთობა აზიის ქვეყნებთან დიდი კრახით დამთავრდება. მუსლიმები მართლმადიდებელ რუსეთს არ ენდობიან. როგორც კი საშუალება მიეცემათ, პირველად რუსეთს დაარტყამენ. რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებას, მაგრამ არაფერი გამოუვა.
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი, დრო არ ვიცი, მაგრამ მალე შეიცვლება! მოხდება ისეთი რაღაცეები, რომ ეს ცვლა გარდაუვალია.
მოსკოვს ახალი ქალაქის მერი ეყოლება.
მოსკოვში ორი სერიოზული მკვლ

2009 წელი, 1 იანვარი.

ვხედავთ, წერტილი ესმება ქართულ-რუსულ კონფლიქტებს, მაგრამ დიდი პოლიტიკური შეჯახებები გაგრძელდება. ამერიკის აქტიურობა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას ჩაახშობს!
ვხედავთ, ქართული ჯარი იარაღდება.
ვხედავთ, ამერიკული სამხედრო გემები შავი ზღვიდან არ გადიან, რაც რუსებს ძალიან გააღიზიანებთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ქართულ-ამერიკული შეთანხმება ხელ-ფეხს უკრავს რუსეთს და დიდ სტრატეგიულ დარტყმას ვაყენებთ, ხელსაც ვერ გაანძრევენ. არც ნამდვილი ომის თავი არა აქვთ და უკრაინაც დაკარგეს.
ვხედავთ, რუსეთი მაინც ფიქრობს პატარა ომების წამოწყებას, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებს. რუსეთი დათმობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ასი პროცენტით.
***
თურქეთთან საინტერესო, პოლიტიკური, საქმიანი, სამხედრო ურთიერთობები რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ვერაფერს გახდება, ვინაიდან აქ ჩრდილოეთ კავკასიაც ჩაერთვება.

2009 წელი, 4 იანვარი, დილის 4 საათი. ურეკი.

რუსეთის ქმედებები მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე გამაღიზიანებელია, როგორც ყოველთვის, მტრულია და მზაკვრული, მაგრამ ამერიკას მაინც ვერ ეწევა, ვერ ჯობნის. მათ შორის ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ მართლმადიდებელ რუსეთს მუსლიმები უყვარს და იარაღით ამარაგებს მათ ქრისტიანების წინააღმდეგ.

**
ვხედავ, რუსეთის მიერ მუსლიმებისთვის მიყიდული იარაღი დიდ უსიამოვნებას მოუტანს რუსეთის მთავრობას.

**
ვხედავ, რუსეთი მომავალში ძალიან დასუსტებულია და სერიოზულ ომს ვერ გაუძლებს. ეს ასეა ასი პროცენტით, მაგრამ რუსეთის მთავრობა ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებს საკუთარ სამხედრო შეიარაღებაზე. პირდაპირ გეუბნებით, ეს დიდი ტყუილია! ასეთი სუსტი არმია რუსეთს არასდროს ჰყოლია. ცხვირწინ კი მესამე მსოფლიო ომია და რაც არ ჰგონიათ, ის მოხდება, ანუ დიდ დარტყმას სწორედ `მეგობარი~ მუსლიმური ქვეყნებისგან მიიღებენ რუსები. ამას ოცი წელია, ვწინასწარმეტყველებ.

2009 წელი, 7 იანვარი, დილის 6 საათი, ქრისტეშობა, ურეკი.

ვხედავ, რუსეთი აშკარა მხარდაჭერას უცხადებს პალესტინას, სამძიმარს უცხადებს `ჰესბოლასა~ და `ჰამასის~ ტერორისტებს. ნათლად ჩანს რუსეთის სახე. ზუსტად რუსულ იარაღს იყენებენ ტერორისტები. ისრაელი რუსეთს არ ენდობა.

**
სოჭში ვხედავ აფეთქებებს, ტერორებს. აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება რუსეთის მხრიდან, ოლიმპიადამაც განაპირობა. თითქოს სოჭის ოლიმპიადა საშიში არაა. ჰოდა, ამიტომაც ვხედავ ტერორებს, რომლებიც ოლიმპიადას ჩაშლის. რუსებმა აღარ იციან, რა დააბრალონ საქართველოს, მაგრამ იმ მცდელობიდან, რომ მთელი საქართველო პალესტინის მსგავსად ტერორისტებად გამოგვაცხადონ (რასაც ადრეც ცდილობდნენ), ვხედავ, არაფერი გამოუვათ. პირიქით, დღეს თვითონ წარმოჩინდნენ რუსი აგრესორების სახელით მთელ მსოფლიოში და მათ არავინ ენდობა.
რუსეთი, ვიმეორებ, საქართველოს ომს ვერ მოუგებს! საქართველოს ჯარი, შეიარაღება, `ჰაერი~ და `ზღვა~ _ ეს ყველაფერი ახლო მომავალში სიძლიერით უმაღლეს წერტილს მიაღწევს. რუსეთი, ვხედავ, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს, მითუმეტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული ბრძოლები იმართება. ვხედავ, არაერთი რუსი ჯარისკაცი იკარგება. ეს გაქრობები გახშირდება და ამაზე რუსეთის ტელევიზიაც აყვირდება. ჯარისკაცები ქრებიან! არვითარი სროლები, არავითარი შეჯახებები! უბრალოდ, ქრებიან და ვერც იპოვიან.
რუსეთის გეგმებს აფხაზეთში ასრულება არ აწერია. ვხედავ, როგორ ფეთქდება რუსული სამხედრო გემი. რუსები ქართველებს აბრალებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მსოფლიოს რუსებისა არ სჯერა, თანაც არც ფაქტები აქვთ დამამტკიცებელი. მოკლედ, ვხედავ, რომ რუსები საქართველოში ვერ გაიხარებენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: საქართველო წყევლაა რუსეთისთვის! ფრთხილად!

2009 წელი, 8 იანვარი, ურეკი.

რუსეთი, ვიმეორებ, საქართველოს ომს ვერ მოუგებს! საქართველოს ჯარი, შეიარაღება, `ჰაერი~ და `ზღვა~ _ ეს ყველაფერი ახლო მომავალში სიძლიერით უმაღლეს წერტილს მიაღწევს. რუსეთი, ვხედავ, ძალიან შეშფოთდება, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს, მითუმეტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზული ბრძოლები იმართება. ვხედავ, არაერთი რუსი ჯარისკაცი იკარგება. ეს გაქრობები გახშირდება და ამაზე რუსეთის ტელევიზიაც აყვირდება. ჯარისკაცები ქრებიან! არვითარი სროლები, არავითარი შეჯახებები! უბრალოდ, ქრებიან და ვერც იპოვიან.
რუსეთის გეგმებს აფხაზეთში ასრულება არ აწერია. ვხედავ, როგორ ფეთქდება რუსული სამხედრო გემი. რუსები ქართველებს აბრალებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მსოფლიოს რუსებისა არ სჯერა, თანაც არც ფაქტები აქვთ დამამტკიცებელი. მოკლედ, ვხედავ, რომ რუსები საქართველოში ვერ გაიხარებენ! კიდევ ერთხელ ვამბობ: საქართველო წყევლაა რუსეთისთვის! ფრთხილად!

**
ვხედავ რუსეთ-ევროპის დაპირისპირებას. მალე ვიხილავთ, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით.
რუსეთის პრეზიდენტები აგონიაში არიან და რას აკეთებენ, ან რას გაიძახიან, უკვე ანგარიშს არ უწევენ. მოკლედ, კონტროლს კარგავენ. მათი ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა კი ის არის, რომ მუსლიმურ სამყაროს ეხმარებიან, იმ მუსლიმებს, რომლებიც რუსეთს მიუბრუნდებიან და უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.

2009 წელი, 9 იანვარი.

ვხედავ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები არ დალაგდება. კრემლს, რუსეთის პრეზიდენტების მცდელობების მიუხედავად, დაარწმუნოს ევროპა საკუთარ `სიმართლეში~ და უკრაინას დაუპირისპიროს იგი, არაფერი გამოუვა! რუსეთი ამ თემით, ანუ ენერგორესურსების საკითხით, ვერ დაფარავს იმ გაჭირვებასა და ნგრევას, რაც რუსეთის შიგნით ხდება. ვხედავ ხალხის უზარმაზარ, აღელვებულ ტალღას, რომელიც კრემლს თითქოს დაანგრევს.
ფრთხილად, რუსებო! მუდამ თავად უთხრით სხვებს სამარეს, მაგრამ თქვენივე გათხრილ ორმოში ჩაიმარხებით. ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს.

**
ვხედავთ, ევროპა აუცილებლად დაუპირისპირდება რუსეთს. რაღაც მცირე პერიოდით ევროპა ცოტა გაურკვეველ პოლიტიკას ითამაშებს, ვხედავ, იმისათვის, რომ მერე რუსეთს დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს და ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა.
პუტინი დიდად კმაყოფილია იმით, რაც ისრაელში ხდება. რუსებისგან ნაყიდი იარაღით აფეთქებენ მუსლიმები ისრაელის ქალაქებს…

**
ბევრი რამ იცვლება სწრაფი ტემპით. განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური ჭიდილი იწყება რუსეთთან ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც ვიწინასწარმეტყველე, ზუსტად ისე ასრულდება. შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემს სხვებიც მიემატება. ესეც სამხედრო გემებია. მალე თვითმფრინავებიც გამოჩნდება.
ყველაფერი კანონიერია, ბატონო რუსეთო!
ვხედავ, დიდი ვაჭრობა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი წააგებს არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან!!! ვხედავ, ევროპა გამონახავს ენერგორესურსების მიღების გზებს რუსეთის გვერდის ავლით.
გერმანია, იტალია და საფრანგეთი, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთს უძვრებიან. ვხედავ, მათ ლიდერებს გარკვეული ინტერესები აქვთ და რუსეთთან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ევროპა ორად იყოფა. ეს ნაწილი რუსეთს უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი პროამერიკულია. ვხედავ, ინგლისი ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს და ნიღაბს ჩამოხსნის ამ უაზრო პოლიტიკურ თამაშს. `გაიგეთ, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება !~ – უკვე ყვირის დასავლეთი.

**
ვიმეორებ: რუსეთის ყველა აგრესიული მცდელობა საქართველოს მიმართ ჩაფუშულია, საქართველოს არ ეშინია.
ვხედავ, ევროპა რუსეთს უპირისპირდება. რუსეთი დიდად დაკავდება ამ საკითხებით და საქართველოს მიმართ შავბნელ გეგმებს დროებით შეაჩერებს.
ამავე დროს ევროპის ზოგიერთ აქტიურ პოლიტიკოსს, რომლებიც, ლამის არის რუსეთის აგენტებად იქცნენ, ამერიკის დაზვერვა საქვეყნოდ ახდის ნიღაბს, რათა ევროპის მეორე ნაწილს დაანახოს, რა თამაში მიდის. ტყუილად უძვრებიან რუსეთს. ვხედავ, მომავალში ამ პოლიტიკოსებს კორუფციაშიც დაადანაშაულებენ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. ეს დიდი შოკია ევროპისთვის.
ასეა, ხალხო, კოსმოსი ცხვირში ამოგადენთ ბოროტებით ნაშოვნ ფულს.
ასევე მალე აეხდება ნიღაბი იმ ბინძურ პოლიტიკას, რასაც რუსეთის პოლიტიკა ჰქვია ევროპაში, კავკასიასა და აღმოსავლეთში. ვხედავ, რუსი ხალხი ბოლომდე უნდობლობას უცხადებს საკუთარ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრიანად. ამ აღელვებული ხალხის მასას რუსის ჯარიც ვერ შეაჩერებს. ეს არის პასუხი კოსმოსიდან და კიდევ ელოდეთ, რუსებო, პასუხებს.

2009 წელი,10 იანვარი.

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინას გაუფუჭოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. რუსეთის მთავრობა ისეთ განცხადებებს გააკეთებს უკრაინის მიმართ, რომ თავად რუსებსაც გაუკვირდებათ, იმ მოაზროვნე რუსებს, რომლებიც კრემლს დატერორებული ჰყავს და შიშით ხმას ვერ იღებენ. ჩემმა საქართველომაც გამოცადა რუსეთის ბინძური კამპანია, რაც კვლავ გაგრძელდება.
ასე რომ, ევროპისთვის ახალი არაფერია იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ რა ქნან? ენერგორესურსები ჭირდებათ და რუსებს `ბაბაია~ უნდა დაუძახონ. მე კი ვხედავ, რუსეთს თუ დაჭირდა და მოინდომა, პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური ხრიკების გარეშე ეტყვის დასავლეთს, გაზს არ მოგცემთო. უბრალოდ, დღეს კრემლის ბინადართ ასე აწყობთ, რომ უკარაინა წარმოაჩინონ ევროპის მტრად, თვითონ კი ვითომ დიდი მეგობარია დასავლეთისა და აღარ იცის, როგორ მიაწოდოს გაზი.
მოკლედ, ვხედავ, რუსები ამ თამაშს (ბავშვისთვისაც სასაცილოა მათი უტვინო პოლიტიკა, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია) დიდი კრახით დაამთავრებენ. რუსეთი უკრაინას ვერასდროს მოერევა. რუსეთს დიდი დარტყმები ელის და უმთავრესად ჩრდილოეთ კავკასიაში. რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება სიტყვა-სიტყვით. უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა. ეს კარგად იცის ევროპამ და ისიც კარგად იცის, რომ რუსეთი სამაგიეროს უხდის დასავლეთს. ჰოდა, დასავლეთი მაინც დაუპირისპირდება მტრებს.
ისე, ამ დაპირისპირებაში გამოჩნდება, დასავლეთში ვინ არის რუსეთთან შეკრული. აი მაშინ დაიწყება ბრძოლები. ასეთი შერყევები საჭიროა ევროპისთვის. საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს მან რუსული `მართალი~ პოლიტიკა. ვხედავ, დასავლეთი ბოლომდე იწვნევს რუსულ `კეთილმეზობლურ~ პოლიტიკურ თამაშს. ვხედავ, როგორი გამწარებულია დასავლეთი. ბოლოსდაბოლოს, მათთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთი ძალიან საშიში პარტნიორია, განსაკუთრებულად  არასანდო!
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტებს მართლაც რომ კბილებით უჭირავთ საკუთარი სკამები. ადრეც ვიწინასწარმეტყველე და დღესაც იგივე ხედვა მაქვს: დიდი ტალღაა აგორებული. მთელი რუსეთი გარეთ გამოდის ერთი ლოზუნგით: `ძირს ორი უვარგისი პრეზიდენტი! მათ უღალატეს რუს ხალხს! გაუმარჯოს სტალინს!~
ასეა, ხალხი არ აპატიებს კრემლს ამ ეკონომიკურ ვარდნას, სწორედ მათი წყალობით აღმოჩნდა რუსეთი ასეთ კრიზისში: `ვის რაში ჭირდება ქართული მიწები – აფხაზეთი და სამაჩაბლო? რატომ უნდა ვიბრძოლოთ, როცა ბრძოლებმა აგვისტოში დიდი დარტყმა მიაყენა `დიდი რუსეთის~ ეკონომიკას? ქვეყანაში დაიწყო რღვევა და შიდა ნგრევა!..~
მოკლედ, რუსეთში დიდი ტალღა აგორდება და `ორადორი მეგობარი, ორი ჯუჯა~ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომლებსაც სულაც არ ემღერებათ! დიახ, კოსმოსი სჯის მათ ჩადენილი ბოროტებისთვის.
კიდევ ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს: საქართველო წყევლაა რუსეთისათვის! სანამ რუსები არ გავლენ აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და საერთოდ, საქართველოდან, რუსეთში სიმშვიდე არ დამყარდება.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ახალი პატრიარქი ძალიან სუსტია და ეს ყოველივე ძალიან მალე გამოჩნდება. მოკლედ, რუსეთი დღე და ღამე მსოფლიოს განკითხვაშია და ბოლოს, ვხედავ, მტრის კარს, ისე განიკითხება.
დასავლეთი კი კიდევ იწვნევს მწარე სიურპრიზებს `დიდი რუსეთისგან~; განსაკუთრებით გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ასეა, დროა საკუთარ თავზე გამოცადონ ყველაფერი. წარსული ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ.
მინდა აღვნიშნო, რომ სტიქია დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთს, ვულკანი კი მაინც ამოხეთქავს რუსეთში!
კოსმოსი, ასე ვთქვათ, რუსეთზე გაბრაზებულია. ხალხი მეცოდება.

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, დასავლეთმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს, რუსები საკუთარ გეგმებს მაინც ბოლომდე განახორციელებენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროპას გაზი არ მიაწოდონ. `დიდი შვიდიანის~ ჩასვლაც არ უშველის დასავლეთს, პირიქით, ვხედავ ორი პრეზიდენტის კმაყოფილ სახეებს. პირდებიან, მაგრამ გაზს მაინც არ გაუშვებენ. რუსები ამით გამოხატავენ, ვინ არის უფროსი ევროპაში, ანუ ანგარიშგასაწევი ქვეყანა.
როგორც ნაპოლეონმა ბრძანა 1812 წელს, რუსმა ჯარისკაცმა კი არა, გენერალმა ზამთარმა დამამარცხაო, ისეა დღესაც: რუსეთს `გენერალმა ზამთარმა~ გაამარჯვებინა თითქოს ევროპასთან (სულ სხვა კონტექსტშია, მაგრამ ახლოსაა). რუსებს უყვართ ძალების დემონსტრირება, ჰოდა, აქაც მთავარია, ძალა აჩვენო. რუსეთი ხომ ყოველთვის უპირისპირდება დასავლეთსა და განსაკუთრებით, ამერიკას. იგი იყო და რჩება ერთგული მოკავშირე მუსლიმური სამყაროსი. რუსეთი ყიდის მათზე იარაღს და ამარაგებს ბევრი სხვა რამითაც. თუმცა არც ამერიკა აკლებს, პირიქით, რუსეთს არასდროს დაუთმობს პირველობას. მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი იყო და რჩება ამერიკა. თუმცა ბრძოლა პირველობისთვის იქნება მანამ, სანამ ეს ორი მონსტრი სახელმწიფო იარსებებს. საბოლოოდ კი, ვხედავ, რუსეთი წააგებს!
ის, რაც კრემლმა კავკასიაში მოიმოქმედა, ახლო მომავალში გამოიწვევს კავკასიურ ომებს (იხ. 1992 წ. წინასწარმეტყველებები).
აფხაზეთში კი აფსუები საბოლოოდ რუსების ხელით ნადგურდებიან, თუმცა დღეს, რუსეთი, ვხედავ, დასავლეთს თხოვს, რომ გაზის სანაცვლოდ ცნონ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსები ვითომ აქტიურობენ აფსუებისა და ოსების დასანახად, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ, თორემ პერევში, საჩხერესა და სხვა ქართულ სოფლებში რუსის ჯარის ყოფნა და ყვირილი, ეს რუსეთის მიწებიაო, როგორც ადრე, თხუთმეტი წლის წინ აღვნიშნე, ღია, უტვინო თამაშია საქართველოს მიწების მისათვისებლად. დიახ, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოში დღეს: აშენებენ ბაზებს, შემოყავთ ტექნიკა, ჯარი, სწორედაც რომ ღია, უტვინო თამაშია, რომელსაც, ვხედავ, ასრულება არ აწერია. ამინ! კრემლს ძალიან მალე, ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაემხობა საქართველოს მიმართ გატარებული არასწორი პოლიტიკა.
აფსუები, ვხედავ, ორად იყოფიან საბოლოოდ. ისინი საომრად ემზადებიან. სიურპრიზები რუსებს! აქ ქართველებს დიდი ძალისხმევა არც ჭირდებათ. ვხედავ, ევროპელი დამკვირვებლები უამრავ მასალას წარმოადგენენ და რუსეთი ვერაფერს გახდება.
მალე მთელი ჩრდილოეთი კავკასია ცეცხლის ალში გაეხვევა. ჩრდილოელებმა 2008 წლის აგვისტოში გულზე ხელები დაიკრიფეს, როცა რუსეთი შემოესია საქართველოს და ლოდინი დაიწყეს. აი აქ დაუშვეს დიდი შეცდომა. ჩრდილოეთ კავკასიას დიდი შანსი ჰქონდა, მკაფიოდ დაფიქსირებულიყო მსოფლიოს საერთაშორისო არენაზე და რუსეთი ვერაფერს დამალავდა. დღეს ბრძოლები კი მიდის ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ამაზე დასავლეთი და ამერიკა არ საუბრობს. ეს ყოველივე საქართველოსთვის სასიკეთო როლს თამაშობს იმდენად, რამდენადაც ჩრდილოეთ კავკასია ჭკუას ისწავლის. ისტორიას, წარსულს მაინც გადახედონ!
ვხედავ, საქართველოს საკითხში ჩართული `დიდი შვიდიანი~ გადაარჩენს ქართველებს განადგურებისგან, რისი დიდი სურვილიც აქვთ რუსებს. მოვა დრო და თვითონ რუსეთის განადგურების საკითხი დადგება.
ვხედავ, რომ მსოფლიო განაცხადებს, რუსული გაზი, ანუ ენერგორესურსები მსოფლიოს ხალხს ეკუთვნისო. აი მაშინ ნახეთ რუსების გაცოფება და შეცდომების დაშვება!
რუსეთს დაადანაშაულებენ სხვა ერების დისკრედიტაციაში და ვხედავ, მათ დიდ სასამართლოებს მოუწყობენ ევროპაში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები. ეს ზღაპარი არ არის, ეს წინასწარმეტყველებაა, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება.
რუსული `დერჟავა~ დღეს ენერგორესურსებს ემყარება, რომელიც, სხვათა შორის, სულს ღაფავს, იმიტომ, რომ ევროპა არც ერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. უნდა განხორციელდეს `ნაბუქოს~ პროექტი და თანაც აუცილებლად მხოლოდ საქართველოზე გავლით! აქ არაფერი ესაქმება სასომხეთს. არაფერი! ამ ფრაზებს ტყუილად არ ვწერთ. რუსეთი ვერ ჩართავს ამ პროექტში სასომხეთს (ან როგორ უნდა ჩართოს?).

**
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია დღეს ორმაგ თამაშს განაგრძობს, რუსეთის პრეზიდენტ-პრემიერის დაჯილდოვება ორდენითა თუ მედლით, არაფერს ცვლის. თანაც, რა ღირსებებითაც ეს ორდენია შემკული, არც ერთი მათგანი არ მიესადაგება პრეზიდენტ-პრემიერს, განსაკუთრებით მშვიდობისმოყვარეობის კუთხით. უბრალოდ, სირცხვილია! ასეთი მშვიდობისმყოფელი არ მოაცილოს ღმერთმა დიდ გერმანიას! ზუსტად ის იქნება, ვინც ბოლომდე გააწნავს სილას დასავლეთს.
ეს ორდენი რუსეთმა დასავლეთისგან მიიღო, როგორც მარცხის აღიარება: დღეს ორდენი ინებეთ და ხვალ სხვა რამეზეც თანახმა ვართო. მაგრამ მოდით, ცოტაც ვაცალოთ და ნახავთ, როგორ იტყვიან: აი, რა ვართ ჩვენ – რუსები! ევროპა ყოველთვის დაიჩოქებს დიდი რუსეთის წინაშეო. აი, აქედან იწყება ის მყარი პოზიცია ევროპისა, რასაც `ნაბუქოს~ პროექტის საქართველოზე გავლა ჰქვია. რუსეთს შეუტევენ და როგორც ყოველთვის, რუსეთი წააგებს! განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.
ვხედავ, რუსეთი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს განვითარებაში. რაც შეეხება `ქარტიას~, ეს დოკუმენტი პატარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა და დასავლეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს და ასპროცენტიანი უფლება აქვთ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევისა, თუკი საჭიროება მოითხოვს. დიახ, ქარტია, ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რასაც აღიარებს ამერიკაც და დასავლეთიც; ხოლო რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების იგნორირება, ძახილი იმისა, რომ ქარტია სუსტია და არაფრის მომცემი – ეს არის რუსების დიდი სიცრუე! ეს ხელშეკრულება, ქარტია მართლაც რომ არაფრის მომტანი ყოფილიყო, დღეს რუსეთის ჯიბრზე იგი გახდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი; ანუ ხელშეკრულება, ვხედავ, უფრო მაღლა დააყენა დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთის ჯიბრზე. ვხედავ, რუსებს ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ მათ აწყობთ ამ ხელშეკრულების იგნორირება (თუმცა სხვა გზაც არ აქვთ).
ვიმეორებ: საქართველო, ბატონო რუსეთო, არ გახლავთ არც ავღანეთი და არც ღაზას სექტორი – პალესტინა. საქართველო, ძირძველი ქართული სახელმწიფო ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. აი, როცა რუსეთი ამას შეიგნებს და თავს დაანებებს ქართველების გენოციდს, მაშინ მოეხსნება რუსეთს წყევლა კოსმოსიდან. ასეა ასი პროცენტით.

**
საინტერესო ხედვა მაქვს: აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მდგომარეობა ძალიან გართულდება. საქართველოს სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები აპირებენ ტერორისტული აქტების განხორციელებას, ანუ სერიალების ჩატარებას ქართულ ტერიტორიებზე – სამაჩაბლო-აფხაზეთში. თითქოს გეგმა კრემლშია შემუშავებული. ეს იქნება თავდასხმები რუსულ ჯარზე. მრავალი მოკლულია, ვხედავ, სნაიპერის ტყვიით (ესე იგი, სნაიპერებიც  არიან ჩართულნი ტერაქტებში). მოკლედ, ძალიან აირევა ყველაფერი. საქართველოს მთავრობა საქმის კურსში წინასწარ, ვიმეორებ: წინასწარ აყენებს დასავლურ ორგანიზაციებს, ამერიკის მთავრობას და ყველას საქმის კურსში, რომ რუსეთის მხრიდან მზადდება დიდი ტერორები. საქართველოს მთავრობა უტყუარ ფაქტებს დაალაგებს (მე შენ გეტყვი, გაუჭირდებათ! ხელი შეეშლებათ თუ რა? მოსმენებში, პიარსა და კიდევ მრავალ სხვაში, ვაღიარებ, რომ მათ არავინ შეედრება). ისე ლამაზად, თანმიმდევრულად დააწყობენ ეჭვმიუტანელ დოკუმენტებსა და ფაქტებს, რომ ყველა გაოცდება. დიახ, მასწავლებლებს მოწაფეებმა გადაასწრეს! რუსის ჯარი კი პანიკაშია, დანაკარგები დიდია, მაგრამ საბოლოოდ  ეს ნომერი რუსეთს არ გამოუვა. რა შუაში ვართ ქართველები? არც ევროპა-ამერიკას სჯერა რუსეთისა, არ ენდობიან. ჰოდა, მიდი ახლა და გაარჩიე, ვინ ვის უწყობს ტერორს. ისე ჩანს, რომ თვითონ აფსუები და ჩრდილო კავკასიელები ებრძვიან რუსეთს.

**
ვხედავ, რუსეთი სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებს. ეს ყარაბაღია!!! მაგრამ ქართველებიც უნდა გავფრთხილდეთ, ვინაიდან რუსეთმა უამრავი იარაღი შეზიდა სასომხეთში, რაზეც ყველა ალაპარაკდება და მთავარი, ეს მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ!!! რუსეთი თითქოს ორ და სამ კურდღელს იჭერს ერთდროულად. მთავარი აზერბაიჯანის ენერგორესურსებია. ამიტომ აუცილებელია აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ეს გზა მოჭრან, ანუ პირდაპირ დაარტყან `ნაბუქოს~ პროექტს. ამით საქართველოც პარალიზდება, ევროპა კი ისევ რუსეთზე დამოკიდებული დარჩება.

**
ის ტერორები, რომელთაც ჩრდილო კავკასიელები მართლა მოუწყობენ რუსებს, უდიდესი დარტყმა იქნება მათთვის. არც სოჭს დაადგება კარგი დღე. ვხედავ სერიოზულ ტერაქტებს და მსოფლიო ისევ ალაპარაკდება, რომ სოჭში არ შეიძლება ოლიმპიადის ჩატარება. იმ დროისთვის დასავლეთი კარგადაა გამწარეული რუსებისგან და ვხედავ, დიდი სიამოვნებით ამბობს უარს. ჩრდილოეთ კავკასია და მრავალი სხვა ძალაც უპირისპირდება რუსეთს და აქ საქართველო არაფერ შუაშია!!!
ვხედავ, აფხაზეთი და სამაჩაბლო ომობს! ეს ტერაქტები და პარტიზანული ომებია და აქ რუსეთი უძლურია. ვხედავ, სოფლების გამწარებული მოსახლეობაც უპირისპირდება რუს ჯარისკაცებს. სათითაოდ დაუდარაჯდებიან მათ და გააქრობენ, რაც მასიურ სახეს მიიღებს. რუსები სადამსჯელო ოპერაციებს ვერ ჩაატარებენ. ან ვის უნდა ჩაუტარონ? ისინი საქართველოს ადანაშაულებენ, დასავლეთი და ამერიკა კი გვამართლებს და პირიქით, რუსეთს ადანაშაულებს ტერორებში. ისინი ხომ აგრესორები არიან!
ნავთობის ფასი ძალიან ურტყამს რუსეთს. ვხედავ, უკვე მილიონრებიც აღარ ჰყავთ.
დრო გადის და ვხედავ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დიდი სიმძიმეა რუსეთისთვის, უფროდაუფრო რწმუნდებიან, რომ ქართველები არ გაახარებენ რუსებს და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ რუსეთმა დიდი პოლიტიკური ომი წააგო საქართველოსთან. დიახ, წააგო!

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი, ნათლისღება.

ვხედავ, რუსეთმა თვითონვე ბოლომდე გაიფუჭა დასავლეთთან ურთიერთობები. იტალიის მეთაურიც მიხვდა, რომ მათთან ძმაკაცობა და მეგობრობა – ეს დიდი ტყუილია. თუმცა, რატომ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკამ მეგობრობა არ იცის უმეტეს შემთხვევაში? ან რუსთან მეგობრობა ვის გაუგია?!
ვხედავ, დასავლეთი უკრაინას არ ადანაშაულებს გაზთან დაკავშირებით მომხდარში. ყველაფერი რუსების ჩაწყობილია, რუსეთი უნდა დაისაჯოს და უკვე ვხედავ, რომ დასავლეთმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა მათ. ევროპა არცერთ შემთხვევაში არ ენდობა დიდ რუსეთს, დიახ, კატეგორიულად აღარ ენდობა. ალტერნატივა `ნაბუქოს~ პროექტია, რომელსაც საქართველო აერთიანებს და რომელსაც ევროპა ენდობა. ვხედავ, იწყებენ აქტიურ მუშაობას და რუსეთი ამ პროექტს, მიუხედავად დიდი მცდელობებისა და ავანტიურებისა, ვერ შეაჩერებს ვერაფრით. დასავლეთი მათ დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. რუსეთი ბევრ რამეს კარგავს ამით. მათი გეგმები, რომ დასავლეთი გაზის გამო ხელში ყავდეს გამომწყვდეული, როგორც ყოველთვის, ღია, უტვინო თამაშია. ეს კარგად იცის ევროპამ და ამიტომ რუსების ხასიათზე ვერ ივლიან. ეს სახიფათოცაა მათთვის. გამოდის, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია გაზის გადაკეტვით დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ევროპის დიდ ქვეყნებში; ესე იგი, პულტი უჭირავს ხელში და თუ მის ჭკუაზე არ იარე, ანუ რუსების სურვილები არ შეასრულე, გაზს გამოგირთავს, განსაკუთრებით, ზამთარში. ამის მაგალითია ის, რაც ახლახან გააკეთეს: დაელოდნენ კარგ ყინვებს ევროპაში და გაზი გადაკეტეს. ასე იქნება, ბატონო, ყოველთვის, თუკი სხვა გზას არ გამოძებნის ევროპა. უნდა შეიგნოთ, რომ ორდენით დააჯილდოვო კი არა, რაც არ უნდა გაუკეთო, რუსი დათვია და აუცილებლად მოგიქნევს თათს და დაგარტყამს, რუსული ჩექმა კი ადგილზე დაგტკეპნის და გაგსრესს, თუ მისთვის მისაღები არაა რაიმე. ამიტომ, ვხედავ, ევროპა გამწარებულია და `ნაბუქოს~ პროექტი დღის წესრიგში ნომერ პირველი თემაა მათთვის. ისინი რუსეთს ნოკაუტში ჩააგდებენ. ევროსაბჭო კი თავისი პოლიტიკური ნაბიჯებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს ძალიან ბევრ საკითხში.
დასავლეთის გეგმა  –ეს არის რუსეთის დასუსტება, უფლების ჩამორთმევა. ჯობს, დასავლეთმა მართოს რუსეთი, ვიდრე პირიქით. აი აქედან დაიწყება რუსეთის დასუსტება.  სწორედ იტალია იქნება აქტიური. მის პრემიერს რუსებმა იმედები გაუცრუეს. ეს საკითხი ძალზე სერიოზულია, ვხედავ, დასავლეთისთვის.
რატომ უნდა ეხვეწოს საქართველო ევროპას რამეს, როცა იგი, პირიქით, მათთვისაა სასიცოცხლო წყარო? ჰოდა, ებრძოლოს დასავლეთი რუსებს იმ პროექტზე, რომელიც თვითონ უფრო ჭირდებათ, ვიდრე ჩვენ. ბოლოსდაბოლოს, ქართველებს აქეთ უნდა გვითხრან მადლობა, რომ ქართულ მიწაზე მილები გაივლის და ევროპა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღებს გაზს შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან.
ასე რომ, ვხედავთ, დასავლეთი იწყებს აქტიურ მუშაობას საქართველოსთან, რათა რუსებს არ მისცენ თბილისზე მეორედ შეტევის საშუალება. ძალიან დიდია ამის საშიშროება, მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია: რუსეთის ყველა ცდა ამაოა! თავისივე ამოთხრილ ორმოში აღმოჩნდება!
ვხედავ, მთელი მსოფლიო შეუტევს რუსებს, რათა დატოვონ საქართველო – აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ ქართული ტერიტორიები აღიაროს. ზუსტად ამ აღიარებას მოსთხოვს დასავლეთი – საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და იქნება, ვხედავთ, დიდი პოლიტიკური ომი, რომელსაც მოიგებს დასავლეთი და ამერიკა. მითუმეტეს, რომ ბევრი ქვეყანა მოსთხოვს რუსეთს, ისინიც ისე აღიაროს, როგორც აფსუები და `სამხრეთ ოსეთი~ აღიარა. ამ მოთხოვნებს და ბუნტს, ანუ აჯანყებებს რუსეთი ვერ ჩააქრობს.
ვხედავ, იწყება  დიდი ომები. პრინციპში, ომები უკვე დაწყებულია, უბრალოდ, რუსეთი არ ახმოვანებს ამ ყველაფერს, მაგრამ ვეღარ დამალავს, რადგან ეს ომი ფართო მასშტაბებს ღებულობს, ვხედავ. მთელი ჩრდილოეთ კავკასია ერთიანდება და რუსეთს უპირისპირდება. ეს ფაქტიც აიძულებს მათ, დატოვონ საქართველო.
როგორც ადრე აღვნიშნე, აფხაზეთში დიდი ბრძოლები იქნება. აფსუები აჯანყდებიან, მათ ჩრდილოკავკასიელებიც შეუერთდებიან და ბევრი რუსის ჯარისკაცი დაიმარხება ქართულ მიწაზე. ისე კი ორივე მხარე პასუხს აგებს იმისთვის, რაც ქართველების წინააღმდეგ მოიმოქმედეს –  უფალი უხდის სამაგიეროს.

**
როგოც ადრე აღვნიშნე (ეს 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე), რუსეთი იძულებული იქნება დათმოს საქართველოს ტერიტორიები, რუსეთს საკუთარი მიწის დაცვა მოუწევს და ისინი გარბიან მათ დასაცავად.

**
რუსეთი სასომხეთს იყენებს საკუთარი შავი ზრახვებისთვის. ვხედავ, რუსეთი სომხებს ჩაითრევს კავკასიურ ომებში. საფუძველი – ეს აუცილებლად ყარაბაღია.

**
ვხედავ, უკრაინა-რუსეთის შეთანხმება გაზთან დაკავშირებით, რაც ევროპაში ტრანზიტს ეხება, დაირღვევა. ფაქტობრივად, მკაფიოდ ჩანს, რომ რუსეთმა და ევროპამ უკრაინა ლამაზად აიძულეს, მოეწერა ხელი კონტრაქტზე, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო უკრაინისთვის. ეს გახლდათ ძალზე კაბალური ვითომ შეთანხმება. უკრაინის მთავრობამ ვერ შეაფასა, ანუ ვერ შეებრძოლა ევროპას რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რითაც ამ დიდმა  სახელმწიფომ ძალიან დიდი სისუსტე გამოიჩინა და რუსეთს, ფაქტობრივად, დაუთმო ის, რაც არ უნდა დაეთმო. აწი რუსეთს შეეცვალა გადაწყვეტილება და მას დაეთმო? აწი ევროპას მეტი ზეწოლა რუსეთზე მოეხდინა? მაგრამ, არა! რუსეთს ევროპა მაინც მსუბუქად ეთამაშება.
უკრაინის პრემიერის არასწორმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმაც ითამაშეს როლი. იგი არ არის თავისი პრეზიდენტის მომხრე, ფაქტობრივად, მტერია მისი და რუსეთთან ასეთი ხელშეკრულების დადებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.
ვხედავ, უკრაინის მთავრობა ძალიან კარგა

2010 წელი, 20 იანვარი.

მსოფლიო იძაბება. სახელმწიფოებს უჭირთ ურთიერთგაგების პოლიტიკის გატარება (და არამხოლოდ ეს). თითქოს ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და ერთმანეთისა არ ესმით. განსაკუთრებით, ვხედავ, იძაბება ევროპა. რაც 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. ევროპის სახელმწიფოები დაყოფილები არიან და უჭირთ ერთიანი პოლიტიკის გატარება. თავის მხრივ, ამერიკას უჭირს მათთან ლაპარაკი, ვინაიდან დაგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომლებზეც უნდა შეთანხმდნენ და სასწრაფოდ იმოქმედონ; ვინაიდან ირანის ბირთვულ იარაღზე საშიში რუსული პოლიტიკაა _ ძალიან, ძალიან საშიში მთელი სამყაროსთვის. ევროპის რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ კი ფარული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს და ორმაგი თამაში გააბა, მაგალითად, საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით. ვხედავ, მომავალში ეს თამაში ევროპას ძალიან ძვირი დაუჯდება. რუსეთს სხვა ინტერესები აქვს _ საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს. თუ საქართველოში შემოიჭრნენ და მსოფლიო პოლიტიკას შეაფურთხეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ევროპასთან მიმართებაში რაღა შეაჩერებთ, მითუმეტეს, როცა ევროპა აქეთ უძვრება რუსეთს? თუმცა ვხედავ, ევროპა (ეს მრავალჯერ აღვნიშნე) იძულებულია ითამაშოს. მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს ყოველივე დროებითია და რუსეთი არანაირად არ არის სანდო პარტნიორი. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. ამიტომ გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი კი ძალიან კარგად იციან, სადაც არის: თუ ენერგორესურსები ევროპამ, ბოლოსდაბოლოს, კავკასიიდან, ანუ საქართველოს გავლით არ მიიღო, მომავალში რუსული ჩექმა მათთანაც გაივლის.
რუსეთი, ვხედავ, მუსლიმებს დაუჭერს მხარს. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 და შემდეგ წლებშიც ვიწინასწარმეტყველე.
ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს: რუსეთი გავა საქართველოდან ასი პროცენტით. ესეც მრავალი წლის წინ არის დანახული და ნაწინასწარმეტყველები. ის პროექტები, რომლებიც საქართველოში მილების გაყვანას ეხება და რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია ევროპისთვის, განხორციელდება, მიუხედავად იმისა, სურს ეს რუსეთს თუ არა. დიახ, გაზისა და ნავთობის მილები გაივლის ზუსტად საქართველოს `აბრეშუმის გზაზე~ და ეს რუსეთის გადასაწყვეტი ვერ იქნება. რუსული პოლიტიკა ვერ გატარდება საქართველოში.
ვიმეორებ: რუსებს საკუთარი მიწები გაუხდებათ დასაცავი. ვხედავდი და დღესაც ვხედავ, რომ მათ კოსმოსი მოუვლენს უდიდეს გასაჭირს; ასევე მუსლიმებსაც. დღეს ვისაც ეხმარებიან, ზუსტად ისინი უღალატებენ. რუსეთის ღია მცდელობა საქართველოს სრული ანექსიისა, ჩაფუშული გემაა, ასრულება არ აწერია. რუსეთი მომავალში აუცილებლად დატოვებს კავკასიას. დღეს შეიძლება ეს მათთვის ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს ასპროცენტიანი რეალობაა, რომელსაც `დიდი რუსეთი~ ვერ გაექცევა. მთელი კავკასია აუმხედრდება რუსეთს. ეს ისეთი გაერთიანებული ძალებია, რომლებსაც რუსეთი, ვხედავ, ვერ მოერევა! რა თქმა უნდა, ძალა ერთობაშია! ქვეყნებს შორის დათესილი სიძულვილი და ბოროტება რუსეთს უკან მიუბრუნდება. ცნობილი მეთოდი _ დაყავი და იბატონე _ ვეღარ გაამართლებს.

**
ვიმეორებ უკვე ასჯერ დანახულსა და ნათქვამს, რომ რუსეთის მცდელობა,  აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შედეგს არ გამოიღებს. ის კი არა, თანამეგობრობაც იშლება. ეს ასეა ასი პროცენტით. არავის სურს, ვხედავ, მომავალში რუსეთთან ურთიერთობა.

**
მითი რუსეთის ძლიერების შესახებ ძალიან მალე ბოლომდე დაინგრევა. რუსეთი ძლიერი ზესახელმწიფო  მხოლოდ პატარა საქართველოსთანაა; კუნთებს ათამაშებს და შორიდან  მაყურებელი ქვეყნებისთვის რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ამას ვითომ ვერ ხედავენ.

**
ვხედავ, კრემლი ვერ გაატარებს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში. მთელი რუსეთის მთავრობა რომ გადაბარგდეს უკრაინაში, მაინც არაფერი გამოუვათ. ვინც არ უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, რუსეთს მაინც უდიდეს დარტყმებს მიაყენებს. სხვათა შორის, ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი დარტყმა იქნება კრემლის ბინადართა მიმართ.
ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში. ერთი პერიოდი იქნება დროებითი სიმშვიდე, მერე კი უცბად აირევა ყველაფერი. აქ ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა. ამერიკას არ სძინავს და ის, რაც შექმნეს, არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს. ამ საკითხზე ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთმანეთს ხმამაღლა დაელაპარაკება. ისევ რუსეთი გაჩუმდება, ვხედავ.
უკრაინას წინ რთული პერიოდები ელის. ეს არის ბრძოლები რუსეთთან, რომლებიც აუცილებლად გაიმართება. ვიმეორებ: რუსეთი ვერ იბატონებს უკრაინაში!!!
ასევე კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც  აუმხედრდებიან. რუსული ხისტი და თავაშვებული პოლიტიკა, ვხედავ, ყველას ყელში ამოუვიდა. ასე რომ, შავ ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს დიდი პოლიტიკური ომები ელის. საქართველოს ნაპირებთანაც ამერიკული სამხედრო გემები დგებიან. ეს იქნება სიგნალი რუსეთის მთავრობისთვის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს და შემდგომ რუსმა უნდა დატოვოს საქართველოს მიტაცებული ტერიტორიებიო. აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც ამერიკისკენ გადაიხრებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსებს. ვხედავ, ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ყველაფერი ზუსტად ასე ასრულდება.

**
[მომავალში] რუსეთი ისევ იბრძვის _ არა კავკასიაში, არამედ თავის შორეულ აღმოსავლეთში. ცდილობს, უკან დაიბრუნოს მიწები ჩინელებისგან და ის კუნძულები, რომლებიც იაპონიამ წაართვა. ასე რომ, დიდ პოლიტიკაში დღეს დაშვებული შეცდომები არცერთ სახელმწიფოს არ მიეტევება. ასეთია თამაშის წესები პოლიტიკაში: რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ფრთხილად.

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

ვხედავ, რუსული პოლიტიკა წააგებს კავკასიაში. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს დავინახე. ვხედავდი, თუ როგორ ინგრეოდა კომუნისტური ბეტონი, რომლის აშენებაც რუსეთს, ვხედავ, აღარ შეუძლია და ამას არც კოსმოსი დაუშვებს. საბჭოთა კავშირი არ აღდგება და აღარ იარსებებს მომავალში.
ხოლო რუსეთის დღევანდელი პოლიტიკაა ჩრდილოეთ კავკასია გადააქციოს ერთ რეგიონად, შექმნას ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების კონფედერაცია, მაგრამ ვხედავ, მომავალში ეს არის უკვე გაერთიანებულ მუსლიმთა  კონფედერაცია, რომლებიც რუსეთს დაუპირისპირდებიან და იქნება დიდი ომები. გაიხსენეთ, ჩემო ქართველებო, ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, იწვის ჩრდილოეთი, დიდი ცეცხლი ინთება, დიდი ომები იწყება-მეთქი. დღეს ამის დამადასტურებელი ნიშან-ფაქტები მრავლადაა.
რუსეთი შეცდომას უშვებს. `დაყავი და იბატონე~ შეცვალა დევიზით: `გააერთიანე და იბატონე!~ მაგრამ დაყოფილნი ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, სხვა ქვეყანა მაინცდამაინც არ აინტერესებთ, არ სურთ, სხვისი სიმძიმე აიკიდონ. აი, როცა გააერთიანებენ, მაშინ იძულებულნი გახდებიან, ერთ უღელში შებმულებმა ერთად ათრიონ ჭირი, ერთად იბრძოლონ, სანამ არ გაიმარჯვებენ.
რაც შეეხებათ აზერბაიჯანსა და სასომხეთს, უამრავი რამ ვიწინასწარმეტყველე და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ასრულდება!!! რუსეთი უკვე იწყებს თავისი ბინძური პოლიტიკის თამაშს ყარაბაღის საკითხში. შემოგვხედეთ, რუსები მშვიდობისმყოფელები ვართ და არა აგრესორებიო, ამბობენ. მსოფლიო კი, ვხედავ, ასე არ ფიქრობს. ნეტავ, ვის ატყუებენ რუსები?! მალე ამ პოლიტიკურ თამაშებსაც აეხდება ნიღაბი. აზერბაიჯანი კი უსმენს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ წინდაწინ იციან, რომ ეს საკითხი ასე ადვილად არ გადაწყდება. საინტერესოა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რატომ არ გაატარეს ამგვარი პოლიტიკა?
ვხედავ, რუსეთი ვერ აღიდგენს მშვიდობისმოყვარის იმიჯს, რომელიც არც არასდროს ჰქონია, სხვათა შორის. პირიქით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა უნდობლობას უცხადებს. ჯერ ხმამაღლა არ ამბობენ ამას, მაგრამ ახლოსაა დრო, როცა ხმამაღლაც იტყვიან.
განსაკუთრებით თურქეთი იქნება უკმაყოფილო. რუსეთი და თურქეთი, ვხედავ, ამ საკითხში ვერ მორიგდებიან. ხოლო აზერბაიჯანი, ვხედავ, მომავალში სვამს საკითხს: ან მთელი ყარაბაღი, ან სულ არაფერი, ანუ ომით დაიბრუნოს. ვხედავ, სომხებიც ამგვარად ფიქრობენ, უბრალოდ, რუსებს  პოლიტიკურ თამაშში აყვნენ. სხვა გზა არ აქვთ. რუსეთია დღეს მათთვის დასაყრდენი ბაზა. თავის მხრივ, სომხეთია კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი. თუმცა, გარწმუნებთ, ვხედავ, მათ ერთმანეთი არ ეპიტნავებათ, მაგრამ, რას იზამ, პოლიტიკა თავისას თხოულობს. ეს არის კავშირი ქვეყნებისა, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. ეს უნდობლობა კი რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კარგს არაფერს მოუტანს.
მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებებიდანაც არაფერი  გამოვა. თითქოს რაღაც მიზანს აღწევენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშლება. რუსეთი   სამშვიდობო მისიას არ შეასრულებს; პირიქით, ორივე მხარეს გააღიზიანებს. ვხედავ, გაღიზიანებული აზერბაიჯანი მსოფლიოს მიმართავს, რომ რუსეთი უხეშად ერევა მის საშინაო საქმეებში, რომ რუსეთი ყარაბაღის საკითხით ურცხვად ვაჭრობს და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკურ თამაშს არ აყვება. ეს იქნება ყარაბაღში ომის დაწყების კიდევ ერთი საბაბი. ფრთხილად! რუსები როგორც საქართველოს მოექცნენ _ დაგვბომბეს და ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს _ ასევე მოექცევიან აზერბაიჯანსაც. მოტივი იგივეა: პატარა სომხეთის დაცვა! სამოქმედო გეგმის შეცვლაც კი დაეზარათ კრემლის ბინადართ. ახლა რუსეთი ცდილობს, მსოფლიოს ყურადღება ყარაბაღზე გადაიტანოს, მაგრამ ეს რუსული პოლიტიკა განწირულია თავშივე.

**
ვხედავ, ამერიკა მოულოდნელად ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომ რუსეთს ნოკაუტში კი არა, კომაში აგდებს. რუსები კი ხმასაც ვერ ამოიღებენ, იმდენად დაბნეულები არიან! აი აქედან დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ომი.

**
მინდა ისევ აღვნიშნო, რომ რუსეთი ვერ და არ მიიღებს თანხმობას, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნოს მსოფლიომ; ანუ არც ევროპა, არც ამერიკა და არც მუსლიმური ქვეყნები არასდროს დათანხმდებიან, არარსებული რესპუბლიკები ცნონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არ მოხდება!

2010 წელი, 2 თებერვალი, თბილისი.

ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება. საბოლოოდ კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა და ამერიკა გაერთიანდებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსულ პოლიტიკას.
მთავარი კი ის არის, რომ (ეს წარსულში დავინახე) რუსეთი ნატოში ინტეგრაციას მოითხოვს! ვხედავ მათ სამომავლო გეგმას: რუსეთი ნატოს მტრად მიიჩნევდა და მიიჩნევს დღესაც. ამიტომ საჭიროა მოქმედება და შეიმუშავეს გეგმა _ შევიდეს მტრის ბანაკში და ციხე შიგნიდან გატეხოს! ანუ შევიდეს შიგ ნატოს გულში, სადაც, მათი აზრით, ყველა კარი ღიაა და, ბოლოსდაბოლოს, ნატო დაშალოს!

**
მომავალში რუსეთი დიდი საშიშროების წინაშე დგება. მათი პოლიტიკა არ გაამართლებს. ნატო მათთვის ის ხაფანგია, რომელიც რუსეთს დაშლის,  პირველობა კი ისევ ამერიკას დარჩება! მოკლედ, სხვისთვის ამოთხრილ ორმოში თვითონ რუსეთი აღმოჩნდება.
ვხედავ, რუსეთი კარგავს შავ ზღვას, კარგავს კავკასიას, იშლება `ესენგე~ და ბოლოს თავად რუსეთი იშლება.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს, რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთს ვერ დაამსგავსებს!

**
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყანას _ რუსეთს, ისინი სხვის მიწებს ეპოტინებიან, რომელთაც ვერასდროს დაეპატრონებიან, თავიანთსას კი კარგავენ! ვხედავ, დიდი ომები დაჭირდებათ, რათა თითქმის დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნონ (საამისოდ, ალბათ, პეტრე I უნდა გაცოცხლდეს). ეს შორეული ციმბირია, შორეული აღმოსავლეთია. ფრთხილად! თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დაიპყროთ თბილი ქვეყნები და რუსები ამ ტერიტორიებზე დაასახლოთ, ძალიან ცდებით. დიდი წინაღობები გელით. არც ევროპა, არც ამერიკა არ დაგითმობთ და არც კავკასია. თუმცა ვხედავ, რომ ამას თვითონ რუსეთის მთავრობაც კარგად ხედავს და უბრუნდება იმ საკითხს, რომ ისევ საკუთარი მიწები დაიბრუნოს.
საქართველოში კი, ვიმეორებ, დიდი პოლიტიკური ცვლილებებია, ვხედავ, მაგრამ რუსეთს აღარ სცალია და არც არავითარი სურვილი აღარ გააჩნია, საქართველოს საქმეებში ჩაერიოს. ეს მართლაც ასე მოხდება. დღეს კი მინდა აღვნიშნო, რომ ვინც რუსეთისკენ მიმავალ გზას გაუყვა, მალე მიხვდება რუსულ თამაშს, მალე გამოვლინდება, რომ, რასაც ჰპირდებიან, მტკნარი სიცრუეა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლო ადგილზეა, ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხია, რაზეც რუსეთის პასუხი ასეთია: `ეს მიწები _ აფხაზეთი და სამაჩაბლო _ ჩვენია!~ ეს ასეა. რუსეთი ამ თემაზე არც კი ლაპარაკობს. ისიც იციან, რომ მათ კარზე ჩამომჯდარი ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი ვერაფერსაც ვერ შეასრულებს. აბა, უბრალოდ, დრო გაყავთ? არა, ამ მდგომარეობას იყენებენ ევროპა-ამერიკასთან მიმართებაში, ვინაიდან სინამდვილეში აქ ვხედავ რუსეთ-ამერიკის დიდ პოლიტიკურ ომს, რომელშიც არცერთი მხარე არ თმობს პოზიციას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვხედავ, რუსეთი წააგებს, ვინაიდან იგი უკვე დაშლილია და ისე ჩანს, რომ წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება!

2010 წელი, 12 თებერვალი, თბილისი.

`დიდი შვიდიანი~ და ასევე მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშე დგას და ეს საშიშროება, ვიმეორებ, რუსეთია ირანთან ერთად.

**
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მათ ჰგონიათ. გამოსავალი კი არ არსებობს, გარდა ერთისა: უნდა შეასრულოს ვალდებულებები, დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები საქართველოს.
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური ანალიზები ევროპა-ამერიკასთან მიმართებაშიც ძალიან მცდარია. რუსეთი ფიქრობს, თითქოს ამერიკა იმდენადაა დაკავებული ავღანეთით, ერაყითა და ირანის პრობლემებით, იმდენად რთული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ რუსეთის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის აწარმოებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (ასევე უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, რომლებიც ევროპულ ნაწილში არიან განლაგებულნი და ასევე სხვა ქვეყნებშიც), ყურადღებას მოასუსტებს, ვინაიდან მას არ ეცლება, რათა იაქტიუროს და აქაც თავისი პოლიტიკა გაატაროს ბოლომდე. ეს აბსურდია! რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, დღეს ყველაფერი სახეზეა და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს!!! დიახ, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, ანუ დაძაბულობა მთელს მსოფლიოში, ჯერ კიდევ 1984-1987 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რასაც გაზეთებშიც ვაქვეყნებდი.

**
ევროპა და ამერიკა მალე უფრო გამოფხიზლდებიან. რუსეთი მათ ისეთ უხეშ პოლიტიკურ სილას გააწნავს და ისე გადაამეტებს, რომ ამერიკა და ევროპა ივიწყებენ ყოველგვარ პოლიტიკურ თამაშებს და ბევრად გადამეტებულ სილას შემოჰკრავენ რუსეთს ისეთი ძალით, რომ ვხედავ, რუსეთი ნოკაუტში ჩავარდება. აქ საქართველო არაფერ შუაშია. რუსული პოლიტიკა მთლიანად შიშვლდება, მათ ფარულ პოლიტიკას ნიღაბი ეხსნება და ამას მთელი მსოფლიო შეხედავს. ზუსტად აქ იგებს საქართველო, ვინაიდან ძალიან მწარედ დაუპირისპირდება `დიდი შვიდიანი~ რუსეთს. დიახ, მათ უნდა დატოვონ საქართველო და ცნონ ქართული სახელმწიფოს მთლიანობა!
ასევე უმძიმეს სანქციებს გამოიყენებენ ევროპა და ამერიკა და ეს რუსეთისთვის  სასიკვდილო ჭრილობა იქნება.
რუსეთი მარტო რჩება.
უკრაინა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაუცრუებს იმედებს რუსეთს, ვინაიდან უკრაინის ვითომ პრორუსი პრეზიდენტი დასავლეთისკენ კი არ მიიწევს, არამედ, გარბის! აი ეს გახდება დიდი განხეთქილების მიზეზი, რაც საბოლოოდ დააშორებს ერთმანეთს რუსეთ-უკრაინას. ეს აუცილებლად მოხდება!
ზოგიერთ საკითხზე ამერიკა ხმას არ იღებდა, ანუ ბოლომდე არ ახორციელებდა საკუთარ პოლიტიკას საქართველოსადმი და რუსეთს ეთამაშებოდა მართლა სულელურ პოლიტიკას. ასევე გერმანია და საფრანგეთიც. არადა, ზუსტად მათ სჭირდებათ, ვხედავ, საქართველო ჰაერივით, რათა უკვე ყოველგვარი თამაშის გარეშე, რეალურად გაატარონ სერიოზული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში! საქართველო კი მშვენიერი საბაბია და სათავე მომავალში, ვხედავ, რუსეთის პოლიტიკის დასამხობად.

2010 წელი, 17 თებერვალი.

ევროპა ცდილობს, უფრო რბილი სანქციები გაატაროს რუსეთის მიმართ, რასაც დღემდე აკეთებს. მაგრამ ის ნაბიჯები, რომელთაც რუსეთი გადადგამს, აიძულებს გერმანიასა და საფრანგეთს, ხმამაღლა აყვირდნენ. ევროპა უფრო დაიძაბება, უფრო აირევა. საქართველო მოგონება იქნება. რუსეთი – ეს არის ის ჭირი, რომელსაც კოსმოსი მოუვლენს ევროპას. გერმანია-საფრანგეთის ტკბილი ურთიერთობები რუსეთთან დიდი კრახით დამთავრდება. ვხედავ, მომავალში ზუსტად ეს ორი ქვეყანა ძალიან მწარედ დაუპირისპირდება `დიდ რუსეთს~.

**
ვხედავ, რუსეთი ამერიკული რაკეტების წრეშია მომწყვდეული. ეს გარდაუვალი პროცესია; ეს შედეგია რუსული უნიჭო, ბოროტი პოლიტიკისა. მიხვდით, რომ ბუნებაში არაფერი იმალება, არ იკარგება.
და მთავარი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას `დიდი რუსეთი~ ვერ დაშლის. ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში სჩადის რუსეთი, ანუ ცდილობს, გაანადგუროს საქართველო, საკუთარ სახლში ბუმერანგივით დაუბრუნდება. ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და გაზეთებშიც მრავალჯერ აღვნიშნე, ვხედავ, რუსის ჯარი გარბის საქართველოდან, რადგან საკუთარი მიწები უხდებათ დასაცავი-მეთქი!

**
გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ძალიან ძვირი დაუჯდებათ მომავალში. ვხედავ, ზუსტად ეს სამი ქვეყანა გახდება რუსეთის დაუძინებელი მტერი. რუსეთმა ხომ მეგობრობა არ იცის (ვგულისხმობ პოლიტიკის გარეთაც!!!).
დღეს რუსეთის გეგმებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უსინდისოდ მიტაცების გარდა, მთელი კავკასიის დაპყრობაც შედის. დიახ, არც ომს ერიდებიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს მათი ტერიტორიებია. ბოლოს მსოფლიო დაასკვნის, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, ძალიან საშიშიცაა და ყველა თავს შეიკავებს მასთან პარტნიორული თანამშრომლობისგან!
ერთი სიტყვით, ვხედავ, რუსული პოლიტიკა კავკასიაში დასამარდება! ეს მათთვის ძალიან საშიშია. არამხოლოდ მთელი კავკასია გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთში მცხოვრები კავკასიელებიც და შიგ მოსკოვში მოუწყობენ უდიდეს ტერორებს. მილიცია და რუსული ჯარი ვერაფერსაც ვერ გახდება, ვერ მოერევა, იმიტომ, რომ კავკასიელთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს რუსეთში. ეს არის პრორუსული პოლიტიკი უდიდესი კრახი მთელს კავკასიაში.
1992 წელს მე ვიწინასწარმეტყველე კავკასიის ქვეყნების გაერთიანება, ვთქვი, რომ გაერთიანების ცენტრი საქართველოა, რომ ნატოს კავკასიური შტაბ-ბინა საქართველოში იქნება და დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს პროცესი ხორციელდება. რუსეთს ბევრი უღალატებს, თითქმის ყველა. მოკლედ, კავკასიაში რუსული პოლიტიკა არ გატარდება, არა!!!
შავ ზღვაში კი ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან. ვხედავ უცხოური ჯარის შენაერთებს და სხვა მრავალს. რა არის ეს? ეს საქართველოს დაცვაა! მოკლედ და კონკრეტულად!!! ეს ამერიკა და რუსეთი პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს! ვხედავ, რუსეთი ცუდ დღეშია, ვინაიდან ამერიკამ და ევროპამ დაამთავრეს ლაპარაკის, ანუ მოლაპარაკებების პოლიტიკა რუსეთთან და ახლა პირდაპირ მოქმედებებზე გადადიან. თვითონ რუსეთმა არ დაუტოვა მსოფლიოს სხვა გზა. რუსეთის პრეზიდენტების პოლიტიკური ნაბიჯები საშიში გახდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის ქმედება ზუსტად ჰგავს ერთ ანდაზას: ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირიო? გამდის და იმიტომო! ჰოდა, რომ აღარ იტიროს, კარგად უნდა დასაჯო! ასეა, რუსეთიც კარგად უნდა დაისაჯოს. ვხედავ, კოსმოსი არ აპატიებს რუსეთს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) და მწარედ დასჯის.
რუსეთი დიდხანს იბრძოლებს, ძალიან დიდხანს, თავისი მიწების დასაბრუნებლად. ხოლო ომი მუსლიმანებთან თითქოს გაუთავებელი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ მიწებს  რუსეთი ვერ დაიბრუნებს!

**
რუსეთი კი უფრო აურევს, ანუ შეეცდება, ამერიკა-თურქეთს შორის გააღრმავოს მტრობა და შუღლი, თავისი ინფორმაციებით რუსეთი გაყიდის თურქეთს და რთულ ვითარებას შეუქმნის უკვე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ძალიან, ძალიან საშიშია თურქეთის სახელმწიფოსთვის. არასწორი პოლიტიკა თურქეთის შიდაპოლიტიკას ძაბავს. იქნება დიდი გამოსვლები!!! ხალხი უკვე ხედავს და გრძნობს, რომ მათი ქვეყანა ძალიან სუსტდება, კარგავს გავლენასა და სახელს. ამ რუსულ-თურქულ პოლიტიკურ თამაშში, ვხედავ, თურქეთი წააგებს.

**
რუსეთის პოლიტიკა უძლურია, უძლური! საბოლოო ჯამში,  საქართველოს მოთხოვნა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისადმი, შეასრულოს რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება. რასაც რუსები აკეთებენ და აშენებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის დატოვება მოუწევთ. მათი ადგილი არ არის ქართულ მიწაზე. რუსების მიერ დატაცებული მიწები და სახლები ისევ ქართველებს, კანონიერ პატრონებს გადაეცემათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. რუსებს მცირე დრო დარჩათ საქართველოში  ყოფნისა. მათი ყველა ცდა ანულირებულია კოსმოსიდან, დიახ, წაშლილია.
დიდი კრახი ელით რუსებს ქართულ პოლიტიკაშიც. მათი დაწერილი სცენარი არ ასრულდება. ქართველი ხალხი მეტად ჭკვიანი და მოაზროვნეა და დროა, რუსეთმა შეიგნოს, რომ ისინი არამხოლოდ საქართველოში წააგებენ, არამედ მთელ კავკასიაში. ამინ!!!

2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.

მომავალში რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება. შავი ზღვა რუსეთისა არ არის. ეს ყველაფერი მომავალში ასი პროცენტით ასრულდება! და მთავარი: თურქეთი ვერ გახდება რუსეთის მოკავშირე.

**
აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა! ეს ზუსტად ის გეგმაა, რომელიც საქართველოში აამოქმედეს რუსებმა. ახლა ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნა სურთ. ეს უკვე ძალიან ზედმეტია, მაგრამ რუსეთი ფიქრობს, რომ ის მოიგებს ამ პოლიტიკურ ომს. რუსები, რა თქმა უნდა, არც სომხების შეხედულებებს იზიარებენ! როგორც რუსეთს აწყობს, რა თქმა უნდა, ისე უნდა იყოს, ისე უნდა წყდებოდეს ყველაფერი მთელს კავკასიაში. ყარაბაღის ტერიტორია კი მშვენიერი სამხედრო ბაზა იქნებოდა რუსეთისთვის. აქეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, იქით კი ყარაბაღი! ვხედავ, მომავალში რუსეთი კარგავს კავკასიის სადავეებს!
ასევე ვხედავ, რუსეთი ჩუმად აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანთან ურანთან დაკავშირებით. ეს არ დაიმალება და ყველაფერი გახმიანდება. მოკლედ, არაფერი დაიმალება, ყველას ჩამოეხსნება ნიღაბი.
მსოფლიო აირევა! ვინ რა პოლიტიკას თამაშობს, კაცმა არ იცის! ყველაფერი მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის. ვხედავ, ეს ომი ბევრ ქვეყანას ჭკუას ასწავლის, განსაკუთრებით კი რუსეთს, რომელთა პოლიტიკამაც ვხედავ, ყველაფერი ომისკენ წაიყვანა და ამას საკუთარ სახლში იწვნევენ.

2010 წელი, 9 მარტი, თბილისი.

რუსეთმა რომ საქართველოს ომი გამოუცხადოს, [ევროპის ქვეყნებს] არ სურთ, რადგან ეს მათ იმიჯს დაარტყამს, მაგრამ არც ის სურთ, რომ საქართველო ფეხზე დადგეს, აქაოდა, რუსეთს არ ეწყინოსო! ასეთი პოლიტიკა რუსეთს ძალას აძლევს იმ გადაწყვეტილებაში, რომ დაარტყას ევროპას და ძველი დიდება დაიბრუნოს. მაგალითად, ისევ აუშენოს გერმანელებს ბერლინის კედელი ცხვირწინ. საბჭოთა კავშირის აღდგენა დაიწყონ სწორედ ევროპიდან, ნამდვილად მისასალმებელია. ამის ნიშნები დღეს ძალიან ბევრია. ამას ევროპაც ხედავს, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ რუსებს უძვრებიან. თუმცა იმავდროულად  ელოდებიან მომენტს, რომ რუსეთი ძირფესვიანად მოთხარონ.
დღეს ევროპასაც და საქართველოსაც კავკასიის ომები გადაარჩენს. კავკასიაში ნაპერწკალი უკვე გაღვივდა. რუსები ჯერჯერობით თავს ართმევენ შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ როცა ცეცხლი დაინთება, აი მაშინ დაუდგებათ შავი დღე; აი  აქედან დაიწყება, ვხედავ, მათი უბედურება!
2010 წელი, 20 მარტი.

ვხედავ, ამერიკა მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის! საქართველოს არ შეეხება არაფერი. ეს მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ინტერესების შეჯახებაა. ვხედავ, ეს მართლაც სერიოზული, ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომია. სხვათა შორის, იმ საკითხებს, რომელთაც ამერიკა არ წყვეტდა საქმიანად – ეს საქართველოსაც შეეხება – მოულოდნელად გადაწყვეტს. აქ მოლაპარაკებები და შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია. რუსეთი თავის გეგმებს ანხორციელებს და უკან არ იხევს. იგი საქმიანად მოქმედებს; ხოლო ამერიკული მოლაპარაკებები არაფრის მომტანია და თუ შეერთებული შტატები არ გადაგამს მყარ პოლიტიკურ ნაბიჯებს, ანუ არ დაიწყებს მოქმედებას, იგი წააგებს! თუმცა, მომავალში, ვხედავ, ამერიკას თვითონ რუსეთი აიძულებს, გადაწყვეტილებები განახორციელონ. ასევე ევროპა, რომელიც დღეს უძვრება რუსეთს, მოულოდნელად უარყოფითად შეუბრუნდება და დიდ დარტყმას მიაყენებს მას. ეს, უბრალოდ, ევროპის ქვეყნებში მთავრობები იცვლება; მოდიან მთავრობები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში არ შევლენ.

**
დღეს ევროპის ბევრი სახელმწიფო, რუსეთის პოლიტიკის შემყურე, ამერიკას უჭერს მხარს და ყველანაირ შეთანხმებაზე თანახმანი არიან, თუნდაც რაკეტების განლაგებაზე და ბევრ სხვა რამეზეც. ეს ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არიან, რომელთაც რუსულმა ჩექმამ გადაუარა და სისხლის გუბეები დააყენა. ევროპის ამ ქვეყნებს არანაირად არ აწყობთ რუსეთთან ურთიერთობა. ისინი არ ენდობიან რუსებს. მათთვის მშვენიერი მაგალითია საქართველო, რომლის ნახევარი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ასევე იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომლებიც კრემლს სულაც არ ანაღვლებს და ევროპა-ამერიკის აზრს აბსოლუტურად არ იზიარებს. ასეა, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, ვიმეორებ, რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები – ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის. ისინი ყოველდღე არღვევენ კანონებს ძალისმიერი მეთოდებით და არავინ უწყის, თუ რა სიურპრიზებს მოაწყობენ და რით გააკვირვებენ მსოფლიოს კრემლის ბინადარნი. თუმცა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც რუსეთზე დავინახეთ წარსულში, 20-25 წლის წინ, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება მთელი სიზუსტით და რუსეთს უდიდესი დარტყმა ელის უკვე ახლო მომავალში. რუსეთის სახელმწიფოს კოსმოსი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს და ამას ვერავინ შეაჩერებს. ყველაფერი მოეკითხებათ კრემლის ბინადართ!
რუსეთს ასევე ძალიან, ძალიან უნდა ეშინოდეს ჩრდილოეთ კავკასიისა. ფრთხილად! კავკასია – ეს ავღანეთი არაა! ზუსტად კავკასიის ომები დაასუსტებს რუსეთს და უდიდესი დარტყმას მიაყენებს! ყველაფერი სწრაფად ასრულდება, ჩრდილოეთ კავკასია აუცილებლად გაერთიანდება. ეს ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში აღვწერე (იხ. ჟურნალში, გაზეთებსა და წიგნში) და წინასწარმეტყველება მთელი სიზუსტით ასრულდება! ხოლო გაერთიანების ცენტრი კი, როგორც დავწერე, იქნება თბილისი. ამ დროისთვის ამერიკა უკვე არ აპირებს, რაიმე დაუთმოს გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით, საქართველოს საკითხში. `რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად უნდა დატოვოს საქართველო და რუსის ჯარი უნდა გავიდეს ქვეყნიდან. არარსებული სახელმწიფოების ცნობა და საერთოდ, მთელი ეს ცირკი“, – აღნიშნავს ამერიკის მთავრობა. – `უნდა დამთავრდეს!~ თუ არა და, ვხედავ, ამერიკა დახურულ კარსმიღმა ძალიან მკაცრად მოსთხოვს ევროპას მძიმე სანქციების დაწესებას! ეს მოთხოვნა კი არა, ვხედავ, ბრძანებაა. ვერც გერმანია, ვერც საფრანგეთი და ვერც იტალია ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მითუმეტეს, რომ ევროპის სხვა ქვეყნები მომხრეები იქნებიან ამ სანქციებისა. აი აქ იწყება უკვე ნამდვილი დიდი პოლიტიკა. რეალურად, რუსეთის მთავრობამ თავისი პოლიტიკით ევროპა-ამერიკას დაანახა, რომ ის `დიდი რუსეთია“ და სულაც არ აშინებს არც სანქციები და არც ურთიერთობების გაფუჭება; და საერთოდაც, რა პოლიტიკასაც მოინდომებს, იმ პოლიტიკას გაატარებს: `თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი….. ! არც ევროპა, არც ამერიკა და საერთოდ არავინ, არ დგახართ რუსეთის იმპერიაზე მაღლა!~ – ეს იქნება ისეთი ხმამაღალი განცხ

2011 წელი, 10 იანვარი.

ვხედავ, ახლო მომავალში თვითონ რუსეთი აღიარებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული მიწაა, რომ მის ნამდვილ მოსახლეობას ქართველები წარმოადგენენ და არა ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული აფსუები.
რუსეთი ამას იმიტომ განაცხადებს, რომ ეს მათ პოლიტიკურ თამაშს სჭირდება. თანაც ისიც იციან, რომ აფხაზეთს მაინც დატოვებენ (და ასევე სამშობლოსაც!). ეს პროცესი გარდაუვალია. წინასწარმეტყველებები სრულდება, როგორც ყოველთვის ასი პროცენტით.

**
მომავალში, ვხედავ, აუცილებლად გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის.

**
მომავალში ისევ ცეცხლი უკიდია რუსულ ტრამალებს, ისევდაისევ იწვის მათი პურის ყანები, კრემლის ვარსკვლავი ცეცხლის ალშია გახვეული. ხოლო მომავალში კი ვხედავ რევოლუციას, რომელიც გარდაუვალია.
მთავრობაში ისეთი სახეები შეიყრება ისევ, რომ ხალხი გაგიჟდება. მშიერი და გაყინული რუსი ხალხი თვითონ გადაწყვეტს რუსეთის ბედს. აი აქედან დაიწყება ის სიკეთე, რომელსაც კოსმოსი მისცემს მათ. რუსი ხალხი აუცილებლად მოიშორებს იმ ბოროტებასა და შავ ძალებს, რომლებიც დღეს მეფობს და აჩანაგებს რუსეთს. ერთი სიტყვით, ახალი რუსული სახელმწიფო მომავალში ნორმალური მეზობელია საქართველოსი. ეს ასი პროცენტით ასეა და წინასწარმეტყველებაც ასე ასრულდება, როგორც ყოველთვის!
დღეს კი რუსეთი დიდ ჩავარდნებს განიცდის შინაურ თუ საგარეო პოლიტიკაში!!! ფაქტობრივად, `დიდი რუსეთი~ იშლება და ამ პროცესს ვერავინ აჩერებს. რკინის ხელია საჭირო სასწრაფოდ. ის მოვლენები, რომლებიც განვითარდება, დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რუსი ხალხისთვის.
ვხედავ, მომავალში მოსკოვში იქმნება კავკასიელების, უზბეკებისა და ყაზახების ფარული დაჯგუფებები, მსგავსი რუსი სკინჰედებისა.
თუმცა მათ შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩინგიზ ყაენის შთამომავლები გაჰყვირიან, რუსეთის ტერიტორია _ ეს ყაზახების ტერიტორიაა; რომ რუსებმა მათი მიწები დაიპყრეს და ახლა ისინი იბრძოლებენ მისთვის. ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი.
გაიმართება დიდი, ხელჩართული ბრძოლები. რუსეთის მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. ნამდვილი ომი გაჩაღდება შუა დედაქალაქში.
სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან რუსებს. ისინი მოაწყობენ ტერორებს, ააფეთქებენ ყველაფერს, ირბენენ ტრაფარეტებით: `რუსებო, გაეთრიეთ დიდი ჩინგიზ ყაენის სამშობლოდან. ეს ჩვენი მიწებია!~ დადგება დრო, როცა უკვე რუსებს ეშინიათ ქუჩაში გამოსვლისა. და რაც მთავარია: თვითონ რუსული პოლიცია სკინჰედების როლს ითამაშებს, გაასწრებენ კიდევაც მათ. აქ ჯარიც იქნება ჩართული. რასაც ვხედავ, ძალზე მძიმე საყურებელია.
მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები. ეს ფაქტი ააფორიაქებს სხვა სახელმწიფოებსაც, ევროპას, მაგრამ ამერიკა კი სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ვითომ მიუსამძიმრებს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკაზე, მის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, რადგან რუსეთს საგარეო პოლიტიკისთვის ისე აღარ სცალია. თუმცა, ფრთხილად! ვინაიდან განრისხებულ და ჭკუაგადაკეტილ დათვს _ რუსულ დათვს _ მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. დემოკრატიასაც და მშვიდობასაც მიაფურთხებს და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია. დაერევიან ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრს გაავლებენ მათ. რუსების ლოზუნგი ასეთი იქნება: `ჩვენ მოსკოვს კი არა, მთელ რუსეთს ვასუფთავებთ!~ არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები, ვხედავ, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს. მომავალში მოსკოვში ვეღარ შეხვდებით მრავალ უცხოელს, განსაკუთრებით ყაზახებს, უზბეკებსა და ა.შ. არც ის აინტერესებთ რუსებს, თუ მეგობარი სახელმწიფოები განაწყენდებიან. პირიქით, თითს დაუქნევენ და ყველას, ასე ვთქვათ, თავის ადგილს მიუჩენენ; ანუ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ!
ისე, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები რუსულ მიწაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ, მომრავლდენ და ძლიერი ფესვები გაიდგეს. იაფი მუშახელი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია? ამას შევაფასებდი, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი მიწების ხელმეორედ დაპყრობას.
ასეთი წმენდა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მოხდებოდა. ამას ვერაფერი შეაჩერებს. წმენდას ბევრი სახელმწიფო ჩაატარებს. ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში დავწერე, რომ გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. დასუფთავებას დაიწყებდნენ. ახლა კი რუსეთის ჯერიც დადგა!!! ამ საბაბით რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს გადაწყვეტს. ამას ყველა ხვდება, მაგრამ ხმასაც ვერ ამოიღებენ!!! ამ დროს კოსმოსი მართლმადიდებელ რუს ხალხს ეხმარება.

2011 წელი, 20 იანვარი.

ჩრდილოეთ კავკასია უფროდაუფრო იძაბება. ვხედავ დიდ ცეცხლს, რომელიც მთელ კავკასიას მოიცავს. ეს ჯერ კიდევ 1990-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე. დღეს კი  ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება.
ვხედავ, რუსეთის მთავრობა ძალიან ცუდ დღეშია; კავკასიაში ომს კი არა, ომებს ვერ ჩააქრობს, პირიქით, უფრო და უფრო ღვივდება! განსაკუთრებით ინგუშეთშია დიდი ომები, ვხედავ.
რაც ჩეჩნეთში გააკეთა რუსეთმა, ზუსტად იგივე სცენარით დაარტყამს ინგუშეთს. თუმცა ამ ომებში კავკასიაში ყველაზე მეტად ოსებს გაუჭირდებათ. ინგუშები ოსებს უპირისპირდებიან. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე ოსეთ-ინგუშეთის ომი. დღეს ყველაფერი სახეზეა, მომავალში კი ვხედავ, უფროდაუფრო გაღვივდება. ამ ომს რუსეთი ვერაფრით შეაჩერებს. ინგუშებს სხვა გზა არ დარჩენიათ, ომის გარდა; კარგად იციან, რომ რუსულ ძალებს, რუსულ ჯარს უნდა შეებრძოლონ!!!
ვხედავ, ინგუშეთის ომი დიდი თავისტკივილია რუსეთისთვის, მაგრამ ეს გარდაუვალი  პროცესია. არადა რუსეთი კარგავს ჩრდილოეთ კავკასიას. ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლის სტატუსს ითხოვს. რუსეთმა კი, ნებით დათმოს[L] თავისი მიწები, ეს ზღაპარია. ამას ისინი არ დაუშვებენ. მაგალითად, დიდოელი ლეკების მსგავსად, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, შეუერთდნენ საქართველოს, ინგუშეთიც დგას. მათ სხვებიც მიჰყვებიან. ესე იგი, მათ უნდა დატოვონ საკუთარი მიწები _ ასე ვხედავ _ და ჩასახლდნენ საქართველოს ტერიტორიაზე??? ეს რუსეთს კი აწყობს, მაგრამ ასეთი პოლიტიკა ბავშვურ თამაშს ჰგავს! საქართველო მხარს კი უჭერს ჩრდილოკავკასიელებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ისინი საქართველოში ჩამოასახლოს! ისინი ლტოლვილები არიან, მაგრამ საქართველოს საკუთარი ლტოლვილები ჰყავს მოსავლელი. `გითანაგრძნობთ, მაგრამ დიდი ბოდიში!~ _ ასეთი პასუხი იქნება მომავალში.
ფაქტი ერთია: ვხედავ, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი მუსლიმები ერთიანდებიან და დაუნდობელ ბრძოლას უმართავენ რუსულ ჯარს! ფრთხილად! ეს პატარ-პატარა ქვეყნები ერთიან, დიდ ძალად გარდაიქმნება… ეს საშინელი ომია და იმის დროც დგება, რომ რუსეთმა იფიქროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, თორემ ეს ტერიტორიები მათ სამარეებად გადაიქცევა. აფსუები რუსებს უღალატებენ. თუმცა თავად აფსუები ასე არ ფიქრობენ, ანუ ამას ღალატს არ არქმევენ, პირიქით. ისინი ხომ თავს იცავენ იმ ძალისგან, რომლებიც მათ, როგორც ერს, ანადგურებს და ეს ძალა რუსეთია. მათ ტექნიკურად და ძალიან მარტივად მოატყუეს აფსუები და ახლა `ლამაზად~ ანადგურებენ. ვხედავ აფსუა `ბოევიკებს~, მებრძოლებს, მაგალითად, ინგუშების გვერდზე და სხვაგანაც! დიდი ომებია, ისევ ვხედავ! მოკლედ, რუსული პოლიტიკა დიდ მარცხს განიცდის როგორც მსოფლიო პოლიტიკაში(!!!), ისე საშინაო პოლიტიკაშიც!!! ვხედავ, ხალხი გარეთ გამოდის და ამ ტალღას ვერავინ შეაჩერებს!!! `მთავრობა უნდა გადადგეს!~ _ ასეთია ხალხის მოთხოვნა. მათ არც პრემიერი და არც პრეზიდენტი არ სურთ. ეს ხალხი უნდა წავიდეს, როგორც წავიდა ქალაქის მერი!!! ვხედავ, მოსკოვის მერს ესვრიან. ფრთხილად, მას ძალზე ბევრი მტერი ჰყავს ბიზნესიდან გამომდინარე. იგი ბოროტად იყენებდა თანამდებობას პოლიტიკაშიც. რაც დათესა, იმას იმკის! ასეთივე ბედი ელის მთავრობის ზოგიერთ წევრს, თუ არ გაასწრეს და არ წავიდნენ რუსეთიდან. ყველა შემთხვევაში, ვხედავ, ციხე არ ასცდებათ!!! ასევე ვხედავ დიდ უკმაყოფილებას რუსულ ჯარშიც, რასაც, მართალია, სწრაფად ჩააქრობენ, მაგრამ საშიშროება მაინც დარჩება. ფრთხილად!
აი ჩრდილოეთ კავკასიას კი ვერ დააწყნარებენ. იქ, ვიმეორებ ასჯერ დანახულს, ომები ისევ გრძელდება და მთელ კავკასიას მოიცავს; ოღონდ მინდა აღვნიშნო: ჩრდილოეთ კავკასიას!
გახშირდება ტერაქტები, რომელთაც, პირდაპირ ვხედავ, დედაქალაქში მოაწყობენ! ეს ძალზე არასასიამოვნო ფაქტია, ვინაიდან აქ მოსახლეობა ზარალდება, ქალები, ბავშვები და სხვებიც. მაგრამ მუსლიმებს ეს არ ადარდებთ!
ამიტომ მთავრობა გაატარებს ძალიან მკაცრ ზომებს და აქედან იწყებენ ზუსტად მუსლიმების გაყრას რუსეთიდან. ყველაფერს ბოლომდე ჩაეძიებიან, არცერთ მონაკვეთს არ დატოვებენ შეუმოწმებელს. მოკლედ, ვხედავ, მოსკოვში დიდი გაწმენდა დაიწყება; ასევე სხვა დიდ რუსულ ქალაქებშიც და არამხოლოდ ქალაქებში, სოფლებშიც და საერთოდ ყველგან. ეს ტერაქტები ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ომებიც, მაგრამ მაშინ თითქოს ზღაპარი იყო ეს პოლიტიკოსებისთვის. დღეს კი აღმოჩნდა, რომ დიდი რეალობაა, რომელიც კი არ წყდება, არამედ გრძელდება. ყველაფერი, ვიმეორებ, სრულდება ასი პროცენტით. მომავალში, ვხედავ, რუსეთი მაინც მყარად დგება ფეხზე, ვინაიდან იქ მთავრობა შეცვლილია და ქვეყნის სათავეში ნამდვილად ჭკვიანი ხალხია. მათში ვხედავ ძველ, ნიჭიერ პოლიტიკოსებსაც და მთავრობის ეს გუნდი რუსულ პოლიტიკას მართლა გამოიყვანს ჩიხიდან.

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.
მომავალში ვხედავ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რუსეთი მოექცევა. არც დღეს აკლია მას ყურადღება, მაგრამ მომავალში ბევრი რამ მოხდება, რაზეც ყველა ალაპარაკდება; განსაკუთრებით, ტერაქტები _ არნახული რაოდენობისა. ამ ყველაფერს ვიმეორებ 1987 წლიდან ყველა გაზეთსა და ჟურნალში (1995 წ.),  ასევე წიგნებშიც, რომლებიც 2003 და 2010 წლებში გამოვეცი. ადრე ყველას ზღაპარი ეგონა ეს, ვერ წარმოედგინათ, დღეს კი ეს ზღაპარი რეალობაში გადაიზარდა და ძალიან საშიშ სახეს ღებულობს!

**
რუსეთი ბობოქრობს. პრემიერისა და პრეზიდენტის რეიტინგები კი ერთნაირად ეცემა. რუს ხალხს ნამდვილი დემოკრატი კანდიდატი სჭირდება პრეზიდენტად. ყველა ხედავს, თუ როგორ იშლება `დიდი რუსეთი~; დიახ, იშლება და ამას მხოლოდ მთავრობის ცვლილებები თუ შეაჩერებს!
დღეს რუსეთი უხილავ ბლოკადაშია: ომები ჩრდილოეთ კავკასიაში, იაპონია კურილის კუნძულებს ითხოვს და უტევს მათ, ცალკე ჩინელები იჭრებიან რუსეთში და კიდევ მრავალი პრობლემა. თვითონ რუსი კი, ვხედავ, განსაკუთრებით მოსკოვიდან გარბიან საზღვარგარეთ. საერთო ჯამში რუსეთი მარცხდება ყველგან(!!!), განსაკუთრებით კი ევროპასთან.
ბელორუსის პრეზიდენტი განაგრძობს საკუთარ თამაშს რუსეთთან, მაგრამ ვხედავ, რომ თუ ანგარიში არ გაუწია მეზობელ რუსეთს, ბელორუსის პრეზიდენტი დიდ `კატას გამოთხრის~, სწორედ ისე, როგორც ანდაზაშია: `თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო!~ ფრთხილად!282fe98699da

**
მომავალში ბელორუსის პრეზიდენტი გადადგება! ეს არავის სჯერა, მაგრამ ბელორუსს ახალი პრეზიდენტი მოევლინება; დიახ, თანაც სწორედ იმ დროს, როცა ბელორუსები არ ელიან. ვხედავ, რუსეთი იქ თავის კანდიდატურას ვერ გაიყვანს პრეზიდენტად, ევროპა-ამერიკის ძალისხმევა გაიმარჯვებს!!! ისე კი დიდი ბრძოლები იქნება!!! მაგრამ მოდის პრეზიდენტი, რომელიც ორმაგი თამაშების პროფესიონალია. სიურპრიზები ევროპას, ამერიკასა და რუსეთს ბელორუსის ახალი პრეზიდენტსიგან არ მოაკლდებათ.

**
რუსეთს შიდაპოლიტიკა აქვს დასალაგებელი _ რაც ძალიან საყურადღებოა _ მაგრამ მაინც საქართველოსკენ მოიწევს, თავისას არ იშლის რუსეთის მთავრობა. მართალია, ამ ქვეყნისგან ყველაფერს უნდა ელოდე, მაგრამ ის მოვლენები, რომლებიც იქ განვითარდება, საქართველოზე ზეწოლას შეაჩერებს. ანუ ახლოვდება ის დრო, რომელიც 1990-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე: რუსეთს საკუთარი სახლი და საზღვრები აქვს მისახედი და საქართველო სულაც აღარ ემახსოვრებათ. პირველ რიგში აღსანიშნავია ტერაქტები, რასაც ვერაფერს მოუხერხებენ _ ჩრდილოეთ კავკასია, სადაც ომები უფრო ღვივდება.

2011 წელი, 5 მარტი.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ რევოლუციები არ შეჩერდება. იგი ახლა გადაინაცვლებს ირანში, ჩინეთში, ასევე რუსეთშიც. თუმცა იქ კია ომები, მაგრამ ჩრდილოკავკასიას სხვა ქვეყნებიც აუცილებლად აყვებიან. რუსეთი, არაერთხელ აღვნიშნე, რევოლუციის პირზეა მისული. მომავალში მთავრობის რეიტინგი ნულის უტოლდება! იქნება დიდი და მოულოდნელი ცვლილებები. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. რუსეთში მთავრობა აუცილებლად შეიცვლება და არამხოლოდ მთავრობა, არამედ ყველაფერი.
საინტერესო ფაქტს ვხედავ: შავ ზღვაში შემოდიან ამერიკული სამხედრო გემები. ისინი საქართველოს წყლებში გაჩერდებიან. ეს ძალზე სერიოზული ფაქტი იქნება, ვინაიდან ამერიკა რუსეთს არ ენდობა. თვითონ იძირება და საქართველოს ჩაძირვაც სურს. ეს საშიშროება ნამდვილად დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ! მათი ყველა გეგმა ჩაშლილია. საქართველო კი არა, ჩრდილოეთ კავკასიას ვერ უმკლავდება. ასევე ყირგიზეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები `ესენგესი~, პირდაპირ უნდობლობას უცხადებენ რუსებს. ყველგან ომები, ანუ, ასე ვთქვათ, რევოლუციებია ვარდების, იების, იასამნების, ჟასმინებისა და ასე შემდეგ. ზოგიერთი სახელმწიფო, ვხედავ, დემოკრატიის გზას დაადგება, ზოგიერთი _ არა. და ეს იქნება მსოფლიოს თავის ტკივილი. აი ნახავთ!

**
ვხედავ, რუსეთის მთავრობა საქართველოს მოსთხოვს დახმარებას ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ასეა, გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, სულაც არ მაინტერესებს. ეს წინასწარმეტყველებაა და ასეც ასრულდება. ვხედავ, საქართველო ამის სანაცვლოდ საკუთარ ტერიტორიებს მოითხოვს _ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. რუსეთი კი ვაჭრობს და აქ საინტერესო ის იქნება, რომ ევროპა და ამერიკაც არწმუნებენ საქართველოს, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, ანუ დაეხმაროს რუსეთს. მაგრამ მაგონდება ფილმი `თორმეტი სკამი~: `უტრომ ძენგი, ვეჩერომ სტულია; ვეჩერომ ძენგი, უტრომ სტულია~. დიახ, ასეთ პასუხს მიიღებს რუსეთი საქართველოს მთავრობისგან.
საქართველოსი რუსეთს არ სჯერა, ეშინია, რომ ზურგიდან არ დაარტყას საქართველომ. რუსეთი, ვხედავ, ძალიან ფრთხილობს, მაგრამ სხვა გზა არ ექნებათ. ჩრდილოეთ კავკასიის ომები _ ეს საქართველოს ომი არაა! მთავრობის ამბავი რომ ვიცი, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იქვე ორმოს უთხრიან დასამარხად. რა გინდათ, იმდენი ირბინეს ევროპასა და ამერიკაში, რომ ხუთოსანი პროფესიონალები გახდნენ, ყველა წესები ზუსტად შეისწავლეს, თანაც კანონის სახელით და დღეს ყველაფერი იქით შეუტრიალეს ევროპასაც, ამერიკასაც და რუსეთსაც! ასეა, ხეზე ასვლაც ასწავლეს და ჩამოსვლაც თავისდაჭირად.

**
რუსეთს აღარ ახსოვს საქართველო მომავალში, ისეთი დიდი პოლიტიკური ცვლილებები ექნებათ სახელმწიფოში: რევოლუციები, ჩრდილოეთ კავკასიის ომები და ტერიტორიების დაკარგვის საშიშროებები.

2011 წელი, 20 აპრილი, თბილისი.

მოულოდნელად იწყება ახალი ომები და ამ ომს ისევ ლიბია დაიწყებს. თუმცა ეს ომი არ იქნება მომგებიანი. ისინი დიდ დარტყმას მიიღებენ და კითხვაზე, თუ ვინ შეუწყო ამ ომს ხელი, რომელმა სახელმწიფომ, ხელში რუსეთი შერჩებათ.
მოკლედ, ეს კიდევ ერთი დიდი საბაბი იქნება ევროსაბჭოსთვის, რომ რუსეთს უფრო მეტად დაუმძიმონ სანქციები. იქნება დიდი გარჩევები, მაგრამ იგი ვერაფერს დააწყობს და ვერც დაამშვიდებს ირგვლივ არსებულ მდგომარეობას.

**
ადრე ვიწინასწარმეტყველე და გამოვაქვეყნე კიდეც, რომ რუსეთში ატომური სადგური ფეთქდება. იგი დღეს საშიშროებას წარმოადგენს. ხალხი იმ ადგილებიდან გარბის. ვხედავ, არც რუსეთს ადგას კარგი დღე.

2011 წელი, 28 აპრილი, თბილისი.

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხით პოლიტიკურ თამაშებს. მათი ოცნება, ჯერ კიდევ 1960 წლიდან, თუ უფრო ადრიდანაც არა, აფხაზეთის წართმევა და ამ ძირძველი ქართული მიწის მითვისება იყო. დღეს ეს ყველაფერი სახეზეა, მაგრამ ისმის კითხვა: შერჩება რუსეთს ეს მიწები? წინასწარმეტყველება ამის პასუხად ასეთია: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთს, ასევე სამაჩაბლოს, რომელიც განსაკუთრებით არც სჭირდებათ.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სამხრეთელებს ჩრდილოელი ოსები ოსებად არ მიიჩნევენ. და არც მომავალში ჩათვლიან მათ თავისიანებად!
აფხაზეთში კი აფსუები გადაგვარების გზას ადგანან. მალე საკუთარ ენას დაივიწყებენ. რუსულად ისედაც ლაპარკობენ, მაგრამ დღეს ჯერ არ აუკრძალავენ მშობლიურ ენაზე საუბარს. თუმცა ეს აუცილებლად ასე მოხდება.
აფსუები დღეს თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ. ყველა პრობლემა ერთად გროვდება და ერთ დღეს _ და ეს დღე ახლოსაა _ რუსეთს უკან მიუბრუნდება ყველაფერი.
ასეთი პოლიტიკა გამოიწვევს ომს და ეს იქნება ომი რუსებსა და აფსუებს შორის _ სასტიკი და დაუნდობელი ომი.
საინტერესოა, არა? აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთს ეომება!
ერთი სიტყვით, რაც თითქმის 18-20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე რუსეთის ომზე საქართველოსთან მიმართებაში, დღეს ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით.
ხოლო რუსეთში ისევ იწვის ტყეები, მინდვრები. ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ისევ ცეცხლი, კრემლის ვარსკვლავი ისევ ბოლშია გახვეული. მოკლედ, რუსეთს დიდი სირთულეები ელის. მომავალში კრემლი ცდილობს, თავიდან მოიცილოს ის არასაჭირო პოლიტიკური საკითხები, რომლებიც ხელს უშლიან რუსეთის ფედერაციას მომგებიანი პოლიტიკის გატარებაში.
ვხედავ რუსულ არმიას, რომელიც მხოლოდ სლავიანებისგან იქნება დაკომპლექტებული, ანუ ეს იქნება ნამდვილად რუსული ჯარი. რუსეთს აღარ სურს იხილოს საკუთარ არმიაში ჩრდილოკავკასიელები _ ჩეჩნები, ინგუშები და სხვა ერის წარმომადგენლები. ურჩევნია რუსი ჯარისკაცი შეინახოს და მას გადაუხადოს ფული. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რუსი საკუთარ ქვეყანას, რუსეთს დაიცავს, სხვა ეროვნების ჯარისკაცი კი არა.
მოკლედ, რუსეთისთვის აფხაზეთი, სამაჩაბლო და საერთოდ ჩრდილოეთ კავკასია დიდი თავისტკივილია და მომავალში ყველას იცილებენ. საკუთარი თავი აქვთ მისახედი, ანუ დაშლილი რუსეთის აღდგენა იმ საზღვრებში, რომელშიც თავად აწყობთ. ვიმეორებ: რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, უხეშად რომ ვთქვათ, თავიდან იშორებს, უკრაინას კარგავს, სევასტოპოლს, ყირიმს ]კი, ვხედავ, რომ არ თმობს და არც დათმობს. სერიოზულ, დიდ პოლიტიკურ ომს ვხედავ, რომელიც თითქმის გადაიზრდება ფიზიკურ ომში. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ამაზე, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ალაპარაკდება და საქმეში ჩაერევა ყველა წამყვანი ქვეყანა, რათა შეაჩერონ ეს ძალზე საშიში ომი მსოფლიოსთვის. ზუსტად სრულდება წინას¬წარმეტყველებები.
უკრაინა არც ფიქრობს, რამე დაუთმოს რუსეთს, თუნდაც ატომური ბომბები ესროლონ ერთმანეთს. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია მათთვის და ვხედავ, ფიქრობენ, სჯობს ომი დაიწყონ, ვიდრე უაზრო პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აყვნენ.
აქ საკითხი ასე დგას: სევასტოპოლი, ყირიმი _ ეს უკრაინაა და მორჩა! ძალიან რთული და საშიში ვითარება იქმნება რუსეთ-უკრაინას შორის. არის შეთანხმების მრავალი ფორმა, მაგრამ ვხედავ, რომ უკრაინას არცერთი არ აწყობს. ყირიმი მათი მიწაა და მეტი არაფერი! საერთო ჯამში, ერთ მხარეს უკრაინულ, მეორე მხარეს კი რუსულ სამხედრო გემებს ვხედავ. მაგრამ მაინც ვერ იყოფენ ტერიტორიას. ვხედავ, უკრაინა დღეს უძლურია, რომ რუსები გაყაროს სევასტოპოლიდან, რაც რუსებისთვის წარმოუდგენელიცაა. მომავალში სევასტოპოლში რუსული ფლოტი ისევ დგას, ვხედავ. ეს საკითხი ძალიან გაიჭიმება დროში, მაგრამ ვხედავ, უკრაინა არც ფიქრობს, დაუთმოს თავისი მიწები რუსებს!
გარდა ამისა, იაპონელები კურილის კუნძულებთან დაკავშირებით ისევ ძველი მოთხოვნით დადგებიან, რომ რუსეთმა დაუბრუნოს მათ წართმეული ტერიტორია. აქაც დიდი პოლიტიკური გარჩევებია და ეს ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე. მაშინ დავინახე ისიც, რომ რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, მაინც დაუბრუნებს იაპონიას კურილის კუნძულებს. და ეს ასეც ასრულდება. რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.
მოკლედ, რაც საქართველოს გაუკეთა რუსეთმა, იმას უბრუნებს კოსმოსი უკან. ვხედავ, რუსეთს დიდი განსაცდელი ელის წინ. ბუნებაც ბობოქრობს! ღმერთმა უშველოთ. ამინ!

2011 წელი, 18 მაისი, 
თბილისი, დილის 8 სათია.

რუსეთის ყველა მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი ტერორისა, ჩაშლილია. ვიმეორებ ასჯერ დანახულსა და დაწერილს, რომ ამერიკა და ევროპა რუსეთს არ დაუთმობენ არაფერს, მითუმეტეს, რომ რუსეთის შიდაპოლიტიკა ძალიან არეულია. ამის შედეგად განიცადა კიდეც დიდი ჩავარდნა საგარეო პოლიტიკაში. საერთოდ, ამერიკა არასდროს უთმობდა რუსეთს არც წარსულში და არ დაუთმობს არც მომავალში. საქართველოს თემა კი ნომერ პირველი თემაა შეერთებული შტატებისთვის. მსოფლიოს ქვეყნები კი დიდი ინტერესით ელოდებიან, რომელი გაიტანს თავისას და მოიპოვებს გამარჯვებას, ანუ დაიმკვიდრებს პირველობას. ასე რომ, საქართველოს მყარი გარანტია აქვს და რუსეთთან ომი _ ეს სინამდვილეში ამერიკა-რუსეთის ომია უკვე და არა საქართველოსი.

**
რუსეთის მთავრობის ხისტი პოლიტიკა მთელი სახით გამოჩნდა, როცა ნაურუს, ნიკარაგუასა და ვენესუელას მოსყიდვა შEეძლეს! ვაი თქვენს პატრონს!!! ეს რუსული პოლიტიკის  უდიდესი მარცხია. თვითონ დაემსგავსნენ ლამის ნიკარაგუასა და ნაურუს. მაგრამ იცით, საინტერესო ის არის, რომ ეს არშემდგარი სახელმწიფოები რუსეთს ყველა მცდელობას წყალში ჩაუყრიან: ფულსაც ჩაიჯიბავენ და აფხაზეთ-სამაჩაბლოს აღიარებასაც უარყოფენ! უფრო მეტიც, კურილის კუნძულებსაც აღიარებენ, როგორც იაპონიის კუთვნილებას.

**
მომავალში ვხედავ სასამართლოს, რომელზეც რუსებს მოუწევთ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხის გაცემა;   მერწმუნეთ, აუცილებლად მოუწევთ _ დაწყებული ცხრა აპრილიდან, დასრულებული აფხაზეთ-სამაჩაბლოს ოკუპაციით.

2011 წელი, 25 მაისი.

რუსეთში, ვიმეორებ, ისევ ვხედავ ცეცხლს, იწვის ყველაფერი. უნდა მოუფრთხილდნენ პურის ყანებს, მაგრამ ვხედავ, რომ ეს შეუძლებელია. ეს ყველაფერი მაინც მოხდება. ვხედავ, ისევ იწვის ტყეები, პურის ყანები და ა.შ.
ასევე მინდა აღვნიშნო რუსული ატომური სადგურები: რადიაცია ჟონავს! ეს  დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს და ასევე სხვა ქვეყნებსაც.

2011 წელი, 11 ივნისი.

ამერიკა, როგორც ადრე ბევრჯერ აღვნიშნე, რუსეთს არ დაუთმობს არცერთ შემთხვევაში. მითუმეტეს, რომ დღეს რუსეთი, ასე თუ ისე, უკვე დასუსტებული და ამასთან, დაშლილიცაა. ამერიკა არ ერიდება, ვხედავ, უხეში პოლიტიკის გატარებას რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან ძაბავს მათ ურთიერთობებს და რაც, ვხედავ, გამოიწვევს დიდ პოლიტიკურ ქარიშხალს. ვხედავ, აშშ შავ ზღვაზე ერთ ხომალდს კი არა (რაზეც რუსეთი ასე აღშფოთდა), არამედ რამდენიმე სამხედრო გემს შემოიყვანს და ამას ხელს ვერავინ შეუშლის! აი აქ გაიმართება ამერიკა-რუსეთს შორის დიდი პოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ნატო უკან არ დაიხევს! რა იცი, იქნებ რუსეთს ნატოს დახმარება დაჭირდეს? მომავალში ვხედავ, რომ აუცილებლად დაჭირდება კიდეც რუსეთს დახმარება. საშიშროება მას, მერწმუნეთ, მუსლიმებისგან ელის! ამის წინაპირობები აუცილებლად გამოჩნდება. და საერთოდ, რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ზუსტად  ასრულდება.

**
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები კი კვლავ `გადატვირთული~ რჩება! თუმცა მომავალში ვხედავ, რომ რუსეთში მთავრობა იცვლება, რასაც ასევე დიდი ცვლილებები მოჰყვება რუსულ პოლიტიკაში. ეს გადაარჩენს, ვხედავ, რუსეთს. ისინი ყველასთან გამოასწორებენ ურთიერთობებს, განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროპასთან, ამერიკასთან. იცვლება ყველაფერი და ეს რუსი ხალხის სასარგებლოდ. ყველა აღიარებს, რომ რუსეთი სწორი, დემოკრატიული გზით მიდის. ცვლილებები შეაქვთ კონსტიტუციაში, ღებულობენ, ვიმეორებ, ახალ კანონებს და ხალხი შვებით ამოისუნთქებს. ვხედავ, იბადება ახალი რუსეთის ძლიერი სახელმწიფო _ დემოკრატიული სახელმწიფო!

2011 წელი, 23 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, რუსეთში დიდი პოლიტიკური ტალღა აგორდება და ყველაფერი მოიმართება კრემლის ბინადართა წინააღმდეგ. მოსვლა ხელისუფლებაში მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით, მსოფლიოს აზრი კი არავის აინტერესებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ყველა კანონის დარღვევით მიაბიჯებს პრეზიდენტის პოსტისკენ! ამას ჰქვია, მე ვარ და ჩემი ნაბადიო! მაგრამ მისი ასეთი ბრძოლა წესების გარეშე ვხედავ, დიდ პოლიტიკურ მოგებას არ მოუტანს. პირიქით, ეს გამოიწვევს ხალხის დიდ აღელვებას, თუმცა რატომღაც პრეზიდენტს და პრემიერს ხალხი თითქოს არ აღელვებთ, იმედი აქვთ, რომ ძალისმიერი მეთოდით მიაღწევენ ყველაფერს და არც ფიქრობენ, რომ ვინმეს რამე დაუთმონ! ჰოდა, ვხედავ, ზუსტად ეს არის მათი მოღვაწეობის დასასრულის დასაწყისი. ამით ძალას ოპოზიციას აძლევენ! გაჭირვება ადამიანებს აერთიანებს _ რაც აუცილებლად მოხდება _ ზუსტად ეს უზარმაზარი ტალღა წალეკავს მათ. ასევე ევროპა და ამერიკაც უარყოფს და დაადანაშაულებს რუსეთის მთავრობას! მოკლედ, იქნება დიდი გარჩევები, მაგრამ არც პრემიერს და არც პრეზიდენტს ეს სულაც არ ანაღვლებთ. ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რამხელა უარყოფა მოყვება მათ მოქმედებებს. პირველი, აუცილებლად რევოლუცია და მთავარი კი ის იქნება, რომ ევროპა და ამერიკა არ სცნობს მათ ლეგიტიმურობას და თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, სასამართლოსაც გაუმართავენ რუსი ხალხის სახელით. ასევე რუსული ოპოზიცია სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ისინი ბოლომდე ერთიანდებიან, თუმცა არის შიდა დიდი წინაღობები, მაგრამ ეს მთავრობის სასარგებლოდ მაინც, ვხედავ, არ ითამაშებს. მოდის ლიდერი ოპოზიციის სიღრმიდან, რომელსაც ვერ მოერევიან. 80 პროცენტი მოსახლეობისა მხარს უჭერს. იგი გამოცდილი გენერალია, მასთან ბრძოლა კი ძალიან ძალიან რთულია. იწყება ბრძოლები, რომელიც დიდ უარყოფით როლს ითამაშებს მთავრობის მხარეზე. ხალხი უფრო აღელდება, მთავრობა ირჩევს, ვხედავ, ძალისმიერ მეთოდებს, რომელიც არ გაამართლებს და ძალიან უარყოფითად შემოუბრუნდებათ. მესმის მომიტინგეების ხმები: ჩვენ არ გვსურს ეს მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს ასეთი მეთოდებით უსწორდება! ოპოზიციის მხარეს უფროდაუფრო მოემატება ხალხი, ვხედავ!!! მინდა აღვნიშნო, რომ მომავალი მოულოდნელობებით არის სავსე, რაზეც ადამიანებს საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, განსაკუთრებით, თუ რა მოხდება. ასე რომ, პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ დაგეგმილი მომავალი და ყველა პოლიტიკური ანალიზი მცდარია; დიახ, მცდარია. მოულოდნელი ცვლილებები კი, ვხედავ, ყველას  გაუკვირდება. მოკლედ აღვნიშნავ, ეს ორი პრეზიდენტი წააგებს მომავალში!

2011 წელი, 27 ივნისი, დილის 9 საათი, თბილისი.

რატომღაც რუსეთის მთავრობას ჰგონია, რომ იგი ისეთი დიდი ავტორიტეტია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რომ მათ წინადადებებს მიიღებენ და ასე გადაწყდება ყარაბაღის საკითხი. პასუხიც იმ წამს მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა: ვერ შეთანხმდნენ მხარეები. ვერც შეთანხმდებიან.

**
რუსეთის როლი, ვხედავ ძალიან, ძალიან უარყოფითად აისახება ამ ორი სახელმწიფოს ბედზე. ვიმეორებ, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერჩივნათ, ერთმანეთში საერთო ენა რუსეთის გარეშე გამოენახათ!

**
რუსეთში კი დიდი ტალღა აგორდება მთავრობის წინაარმდეგ და ამას, ვიმეორებ, ვერაფერი ვერ შეაჩერებს! ვერც ჯარი უშველის და ვერც პოლიცია. ხალხი ხედავს, რომ რუსეთი გადაგვარების გზაზეა. სლავიანების რაოდენობა უფროდაუფრო მცირდება, სოფლები ქრება და ა.შ. და ა.შ. დღევანდელი მთავრობა პრობლემებს ვერც გადაწყვეტს, ხალხს მათი არ სჯერა და აღარც დაიჯერებენ! მათმა პოლიტიკამ რუსეთის დაშლას ხელი შეუწყო! ასევე კარგავენ მიწებს _ დაწყებული შორეული აღმოსავლეთით, დამთავრებული კურილის კუნძულებით. ფაქტობრივად, რუსეთის სახელმწიფო დაშლილია. მთავრობა უნდა შეიცვალოს აუცილებლად. ვხედავ, მოდის ძლიერი ძალა, რომელსაც რუსი ხალხი გაყვება! მათ ენდობიან! სხვა გზა არც რჩებათ! მაგრამ მომავალში ვხედავ ქრისტიანი რუსეთი ფეხზე წამოდგება, მთავრობის გონივრული პოლიტ

2012 წელი, 7 იანვარი.

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთოს ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. თუმცა, საბოლოოდ რუსეთი მაინც ირანის წინააღმდეგ წავა.

**
ძლიერ მიწისძვრებს ვხედავ მომავალში რუსეთის ტერიტორიებზე. მოსკოვსაც კი შეარყევს ცხრაბალიანი მიწისძვრა. ეს იქნება დედაქალაქის ახლოს!!! ისევ დიდი ცეცხლი მოედება რუსეთს.
გარდა ამისა, დიდი ძვრებია რუსულ პოლიტიკაში, ისეთი, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ. ყველაფერი სწრაფად იცვლება! თითქოს დრო არავის აღარ რჩება. რუსულ პოლიტიკაში მოდის ხალხი, ვისაც არ ელიან. ვხედავ, ეს საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსები იქნებიან,რომლებიც აკეთებენ იმას, რაც რუსეთის სახელმწიფოს სჭირდება. რაც ზედმეტია, თავიდან იშორებენ, ანუ რუსული პოლიტიკიდან აცილებენ. სწრაფი ცვლა იქნება ყველგან და ყველაფერში.
ვხედავ, რუსეთის პრემიერი თავისი გეგმების განხორციელებას ცდილობს, მაგრამ არ აუსრულდება. ყველაფერი მოულოდნელად იშლება და ამას, ვხედავ, მისი არასწორი საგარეო პოლიტიკა დააჩქარებს. რუსეთს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანასთან არეული და რთული ურთიერთობები აქვს. ამას ყველა ხვდება. საჭიროა გამოსწორდეს ეს ურთიერთობები, თორემ ომებისას, რომლებიც აუცილებლად დაიწყება, რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა, წინასწარმეტყველებები მაინც ასრულდება მთელი სიზუსტით. რუსეთში მოდის ახალი მთავრობა, ვიმეორებ!!! იქნება დიდი პოლიტიკოსის მოულოდნელი სიკვდილი. ვიმეორებ, ხალხი გარეთ გამოდის და ამას კრემლის ბინადარნი ვერ შეაჩერებენ!!! ეს ჰგავს 1917 წლის რევოლუციას – ძალიან ჰგავს! თვითონ რუსებიც შეადარებენ და ამას ტელევიზიით მოვისმენთ. ასე რომ, რუსეთს ჯერ ყველაფერი წინ აქვს!

2012 წელი, 13 იანვარი, ურეკი.

რუსეთის სამთავრობო პარტია სახელმწიფო სათათბიროში ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ეს ვერც კი წარმოუდგენიათ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს ასე მოხდება ასი პროცენტით. მთავრობა მზადაა იმისათვის, რომ ძალა გამოიყენოს. ყველა ხერხს მიმართავს, არაფერს მოერიდება, არც სიკვდილიანობას. `ეს დიდი რუსეთია და არა ლიბია ან ეგვიპტე თუ სხვა. მოვლენების ყველანაირ განვითარებას მხოლოდ რუსეთი განსჯის და არა სხვა ქვეყნები. ეს რუსეთის საქმეა, საკუთარ სახლში როგორ მოიქცევა და რა პოლიტიკას გავატარებთ!~ _ აცხადებენ პრემიერი და პრეზიდენტი. ჰოდა, სირთულეც იმაში მდგომარეობს, რომ `სისხლიან პარასკევს~ თვითონ რუსი ხალხი არ აპატიებს მთავრობას, განსაკუთრებით, პრემიერსა და პრეზიდენტს. იქნება გრანდიოზული გამოსვლები. რუსი ჯარისკაცი რუს ხალხს არ დაუპირისპირდება. ვხედავ, სლავები უარს ამბობენ ამაზე, მაგრამ ვხედავ, ჩეჩენი და სხვა ეროვნების მებრძოლები კი სიამოვნებით მოკიდებენ ხელს იარაღს რუსი ხალხის წინააღმდეგ. აი, აქ არის ნამდვილი დასასრული პრემიერისა და პრეზიდენტისა. ისინი ამის გამკეთებლები არიან ასი პროცენტით. ამიტომ დატოვეს მათი რიგები უფრო ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა. არ უნდათ საკუთარი ხალხის სისხლში ხელის გასვრა. მათ კარგად იციან, რომ ეს ორი ამბიციური პიროვნება ტახტის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. რა ტყუილად იხარჯებიან?! დღეს თვითონაც ხვდებიან, რომ ბრძოლა წააგეს, მაგრამ ამ აზრს პრემიერი არცერთ შემთხვევაში ვერ, ანუ არ ეგუება! პრემიერისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო დუმაში პირდაპირ გაილაშქრებენ, დაუფარავად გალანძღავენ. გუშინ რომ მათ თამაშს თამაშობდნენ და უძვრებოდნენ, დღეს ლანძღვა-გინებას არ აკლებენ, თან, ისე, რომ ხალხმა მოისმინოს, მთელმა რუსეთმა დაინახოს, რომ ისინი ხალხის მხარეზე არიან და არა  პრემიერისა. გულის ამრევი მომენტებია! თუმცა, ხალხიც კარგად ხვდება, რომ დუმის წევრები საკუთარი სკამებისთვის იბრძვიან; იბრძვიან, რათა შეინარჩუნონ მყარი პოზიცია პოლიტიკაში. ასე რომ, პრეზიდენტი და პრემიერი ბოლომდე კარგავენ მომხრეებს, თუმცა, კატასავით ზურგზე არ ეცემიან. რა პროვოკაციაც არ უნდა მოაწყონ, მათი დღეები მაინც დათვლილია.
`ეძინაია რასიას~ პარტიის თავმჯდომარე, ვხედავ, დატოვებს პოსტს, თითქოს იგი შემთხვევით მოხვდა პრემიერის პარტიაში. მას თავისი მოადგილეებიც მიჰყვებიან. ჰო, ხომალდი იძირება. თუმცა, ვხედავ, რომ პრემიერი მაინც მოასწრებს სამაგიერო გადაუხადოს მოღალატეებს! მერე კი ყველაფერი თავდაყირა დგება, ყველაფერი ირევა.
დასავლეთი – ევროპა, ამერიკა ხმას ამოიღებენ მათ წინააღმდეგ. ვხედავ, პრემიერის შემოსავლებზეა ლაპარაკი. მას მისი უცხოელი მეგობრებიც გადაყვებიან. ძალიან ხმაურიანი ამბების გაიხსნება. არავინ აღარაფერს არ მალავს. ეს მსოფლიო სკანდალია, მაგრამ არავის არაფერი არ  უკვირს იმის შემდეგ, რაც მსოფლიოს პოლიტიკაში დატრიალდა!!!
მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: პოლონეთის პრეზიდენტისა და მთელი მთავრობის სიკვდილში პრემიერის მონაწილეობაზეც ილაპარაკებენ. იტყვიან, რომ ეს მან მოაწყო. საინტერესო ისაა, რომ მოწმეებიც გამოჩნდებიან. გიკვირთ? ეს წინასწარმეტყველებაა და საბოლოო ჯამში, ხომ იცით, რომ ასი პროცენტით ასრულდება! გარდა ამისა, სხვა ამბებიც ამოტივტივდება, ანუ პოლიტიკური სიბინძურეები!
მოკლედ, იწყება დიდი ბრძოლები. რთული პერიოდები აქვს რუს ხალხს გადასატანი, თუმცა, ბოლოს მაინც გაიმარჯვებენ. მთავრობას ბევრ პოლიტიკოსსაც უკან მიაყოლებენ. ხალხი ვერ იტანს ვერც პოზიციას და ვერც ოპოზიციას. მათი არ სჯერათ. ახალ პოლიტიკოსებს უფრო მიესალმებიან და ასეც მოხდება.

2012 წელი, 11 თებერვალი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სამაჩაბლოში, ოსები რუსულ ჯარს უპირისპირდებიან. ხოლო ის, რასაც რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული, არარსებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაურ საქმეებში არ ერევა, ეს არის არამარტო დიდი ტყუილი, არამედ ცინიზმი და ხალხის მასხარად აგდება. ასეთი გარჩევები უბრალოდ არ ჩაივლის! იქნება დიდი დაპირისპირებები. ფრთხილად, თორემ ომი ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთს შორის აუცილებლად დაიწყება. ოსები დიდი ხანია აფიქსირებენ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას მათ მიმართ, რომელიც ნელი სიკვდილით კლავს მათ კულტურას, მათ ენას და საერთოდ, ეროვნებას!!! ხოლო სამაჩაბლოში გატარებული პოლიტიკა _ ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ამ ყველაფრისა. დიდი ხანია, ეროვნება ოსი არ არსებობს რუსეთის მთავრობისათვის და ფრთხილად, ოსებო, თქვენს განადგურებასაც არ მოერიდებიან _ ისე აღგგვიან პირისაგან მიწისა, რომ თუ არსებობდით, საკითხავი იქნება მომავალში. თუმცა, რუსეთის მთავრობას ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს _ ვიმეორებ: არავინ! მსოფლიოსთვის სამაჩაბლო არის საქართველოს ტერიტორია და ოსებს ისე აღიქვამენ, როგორც რუსულ მხარეს, რომელნიც ხელს უწყობენ კრემლს საქართველოს ამ ტერიტორიის ოკუპაციაში და არა როგორც დაჩაგრულ ერს. ჰოდა,  მით უარესი ოსებისთვის! თუმცა, მათ თვითონ მოიმწყვდიეს თავი ასეთ იზოლაციაში.DUMA
ვხედავ, რუსეთი მაინც თავის პოლიტიკას გაატარებს და მთელი ეს ცირკი, თუ ვინ დაინიშნება პრეზიდენტად სამხრეთ ოსეთში (და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებიც) მხოლოდ რუსეთის მთავრობის გადასაწყვეტია. საერთოდ, რუსებისთვის ოსები არავინ არ არიან, მით უმეტეს, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ! მოკლედ, სამხრეთ ოსეთში ის იქნება პრეზიდენტი, ვისაც რუსეთი დანიშნავს!!! ეს ცირკი, ვხედავ, კიდევ გაგრძელდება.
მომავალში, ვხედავ, ოსები რუსებს აღარ ენდობიან. თუმცა, ისინი არც არასდროს ენდობოდნენ რუსებს _ ყველაფერი ეს დროებითია. რუსებს (და ეს არაერთხელ მითქვამს წარსულშიც) მოუწევთ სამაჩაბლოსა და ასევე აფხაზეთის დატოვება. ისინი ვალდებულებიც არიან, დატოვონ საქართველოს ტერიტორიები. მათი სამხედრო ბაზები, რომლებიც განალაგეს ქართულ ტერიტორიაზე, მსოფლიოს ქვეყნებისთვის მიუღებელია!!! რუსეთს ამის არანაირი უფლება არ აქვს და ამას წინ ევროპა და ამერიკაც აღუდგებიან. ვხედავ, მომავალში ისინი ძალიან იაქტიურებენ, რათა რუსეთმა დატოვოს მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

**
რუსეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკა უფრო და უფრო ჩიხში მოემწყვდევა!!! იმდენად დიდი შეცდომებია დაშვებული მთავრობის მხრიდან, რომ ხალხი , რუსი ხალხი, ყველა წინააღმდეგია ამ მთავრობისა. უფრო მეტიც, რუსი ხალხის მტრადაც შერაცხავენ კრემლის ბინადართ. არც ერთი მომხრე აღარ ეყოლებათ. საკუთარი პარტიის წევრებიც კი ზურგს შეაქცევენ, თითქმის ყველა დატოვებს მათ რიგებს, ვხედავ! რუსეთის მთავრობას სხვა გზა არ რჩება _ ისინი მიდიან, უნდათ თუ არა! ამ მთავრობის წასვლა მთელ რუს ხალხს სურს.
დღეს რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობა არავის უნდა! ამ მთავრობის პოლიტიკას არავინ ენდობა! არავის უნდა არც რუსული გაზი, არც ნავთობი და საერთოდ არაფერი.
ეს პერიოდები მალე დასრულდება. მთავრობაში მოდის ის ხალხი, რომლებიც რუსულ პოლიტიკას ჩიხიდან გამოიყვანენ, ნამდვილ დემოკრატიას დაამყარებენ, პირველ რიგში კი ბრძოლას გამოუცხადებენ კორუფციას და გაიმარჯვებენ კიდეც! ბევრი რამ შეიცვლება რუსი ხალხის სასიკეთოდ. ვხედავ, რუსეთი ძალებს მოიკრებს და აღიდგენს. იგი ნელ-ნელა დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიოს პოლიტიკაში, პირველ რიგში კი, საქართველოსთან მიმართებაში. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს იბრუნებს საქართველო და როგორც ადრე აღვნიშნე, რუსეთი დიდი მეგობარი გახდება საქართველოსი. ეს ყველაფერი მომავალში მოხდება. დღეს კი რუსეთის მთავრობა დიდი სიამოვნებით წამოიწყებდა ომს საქართველოს წინააღმდეგ!!!
ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთის მთავრობა მოინდომებდა საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნას და აი, კრემლი უკვე ახმოვანებს საკუთარ გეგმებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა აღადგინონ საბჭოთა კავშირი, არც ომებს მოერიდებიან! ფრთხილად!!! თუმცა, კრემლის ბინადართ ეს ოცნება არ აუსრულდებათ, პირიქით. ახლა ყველა არამომგებიანი ნაბიჯი პოლიტიკაში რუსეთისთვის დიდი სიმძიმეა, დამანგრეველიც კი. მომავალში რუსი ხალხი იბრძოლებს, რათა ხელისუფლება შეცვალონ!!! ვხედავ, რომ ეს ბრძოლები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსი ხალხი გაიმარჯვებს.
რაც შეეხება ოლიგარქს, რომელიც პრეზიდენტობაზე ოცნებობს, ტყუილად იხარჯება _ იგი რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება! სულ სხვა ხალხი მოდის მთავრობაში!!!

2012 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.

ვხედავ, თუკი რაიმე ტერორი განხორცილედება საქართველოში, ეს რუსების ნამოქმედარია _ რა თქმა უნდა, საპირისპირო მხარესთან შეთანხმებით. ამაზე მომავალში ილაპარაკებენ, ტელევიზიებიც გადმოსცემენ. ეს ბრალდება რუსეთის მთავრობას სულაც არ ანაღვლებს, ვინაიდან მათ სულ სხვა გეგმები აქვთ მომავლისთვის; გეგმები, რომელთაც ასრულება არ აწერიათ, მით უმეტეს, რომ მთავრობა იცვლება ასი პროცენტით. დღევანდელი გეგმები კი ტერორებია, ანუ სერიალები ტერაქტებისა. ეს ძალიან ბოროტი ჩანაფიქრებია და მადლობა კოსმოსს, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს, რომ არ დაუშვებს პატარა საქართველოში ამ ტერორისტულ სერიალებს. პირიქით, ყველაფერი საკუთარ სახლში _ რუსეთში აუფეთქდებათ!!!

**
რუსეთი წააგებს კავკასიაში და ესეც არაერთხელ მითქვამს! მართალია, კრემლის ბინადართ თვალი ომისკენ უჭირავთ, მაგრამ დღეს ძალიან უკვე საშიშია ასეთი პოლიტიკი გატარება, ვინაიდან მათ საპასუხოდ შავ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ვხედავ და თანაც, არაერთს! ვიმეორებ: ამერიკა არ დაუთმობს რუსეთს საქართველოს! და საერთოდ, პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს, იმიტომ, რომ დრო აღარ რჩება.
დრო ასევე არ რჩება რუსეთის მთავრობასაც! არჩევნები მაღალ დონეზე გაყალბდება, ისე, რომ ზოგიერთ მომხრეს მთავრობისა შერცხვება კიდეც და ამას ხმამაღლა იტყვიან! ვინც არ გამოსულა ქუჩაში, უკვე ის ხალხიც გამოვა და იქნება, ვხედავ, დიდი მიტინგები. მოკლედ, დიდი ქაოსია. რუსეთის მთავრობა, ანუ პრემიერი, ცდილობს მოასწროს და თუ რამ დარჩა კიდევ გასაფუჭებელი რუსულ პოლიტიკაში, დააბოლოვოს, მოთხაროს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, გაართულოს ყველაფერი. თუ რა მოუვა რუს ხალხს, სულაც არ აინტერესებს. ფრთხილად, პრემიერო, შენ წააგებ!!!

2012 წელი, 18 თებერვალი.

რუსეთი თვითონ არის, ასე ვთქვათ, საჯიკებელი _  ის დაშლილია, ხალხი ქუჩაშია გამოსული, რევოლუციის ქარი უბერავს და ნამდვილად არაფრის თავი არ აქვს მის მთავრობას, განსაკუთრებით კი საღი პოლიტიკის გატარებისა საკუთარ სახელმწიფოში. სხვა ქვეყნებზე არც იქნება ლაპარაკი.

**
ვხედავ, რუსეთი სამაჩაბლოს , ასე ვთქვათ, ასუფთავებს, ცხინვალის სახელმწიფო აღარ აწყობთ და მათი მთავარი მიზანია, განალაგონ იქ მძლავრი სამხედრო ბაზები ადგილობრივი ხალხის გარეშე, გააშენონ დიდი სამხედრო ქალაქი. რუსები ოსებს იმასაც კი განუცხადებენ, ეს საქართველოს ტერიტორიაა და არა მართლაც სამხრეთ ოსეთიო. ამის თქმა რუსებს აუცილებლად დასჭირდებათ!
ასევე პატარა უთანხმოება რუსეთს ჩინეთთანაც მოუვა. მათი მომხრე ჩინეთი ორმაგ თამაშს იწყებს. მათ, ვხედავ, აღარ აწყობთ რუსეთის პარტნიორობა. თანაც, ეს ხომ ის მძლავრი ქვეყანა აღარაა, როგორიც იყო წარსულში, როცა რუსეთს თხუთმეტი რესპუბლიკა ედგა გვერდში. ამიტომაც ოცნებობს რუსეთის დღევანდელი მთავრობა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. მათ იციან, რომ აქედან იწყება რუსეთის აღმავლობა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და დღეს ამას ვერავინ შეცვლის. ისე, ვხედავ, უფრო შორეულ მომავალში რუსეთი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მაგვარ გაერთიანებას კი ქმნის _ ოღონდ საკუთარ ტერიტორიაზე _ მაგრამ ეს მსოფლიო პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს! იმ დროისთვის საქართველო სრულად დამოუკიდებელი, ევროპული სახელმწიფოა და რუსეთთან მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები აქვს!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top