არიელ ქოენი

ცნობილი ადამიანები

ვაშინგტონში „მემკვიდრეობის ფონდის~ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამართლის წამყვანი სპეციალისტი; ხშირად გამოდის მოხსენებებით ამერიკის კონგრესის წინაშე; კონსულტაციას უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს რუსეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში.
იყო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციების კონსულტანტი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მასმედიის განვითარება და საკანონმდებლო რეფორმები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.
არიელ ქოენს რეგულარულად იწვევენ ჩNN-ის, ABჩ-ის, BBჩ-თV-ის და „ამერიკის ხმის~ გადაცემებში, რომლებშიც საუბარია რუსეთისა და ევრო-აზიურ საკითხებზე. ასევე რეგულარულად ქვეყნდება მისი სტატიები გაზეთებში „ვაშინგტონ ტაიმსი”, „ჯორნელ ოფ კომერსი~ და სხვა წამყვან გაზეთებსა თუ ჟურნალებში.
დოქტორი არიელ ქოენი ასევე გახლდათ კალიფორნია-რუსეთის სავაჭრო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი; მან უხელმძღვანელა მასმედიის კვლევით პროექტს რადიო „თავისუფლებისთვის~.
საქართველოს მოსახლეობას არიელ ქოენის სახელი ორიოდე კვირისწინანდელი სატელევიზიო სიუჟეტებიდან ემახსოვრება. საქმე ისაა, რომ ამერიკელმა ექსპერტმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით `კრემლს სააკაშვილის გადაყენება და საქართველოში ომის პროვოცირება სურს!~ ლელა კაკულიასთვის კი ეს სახელი და გვარი უკვე კარგა ხანია ცნობილია მარტივი მიზეზის გამო _ 1996 წელს ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა და ქართველ წინასწარმეტყველს ეწვია. ლელა კაკულიამ მიიღო სტუმარი. ამერიკელი დიდი ყურადღებით უსმენდა ნათელმხილველის თითოეულ სიტყვას, მაგრამ შიგადაშიგ ამერიკულ სკეპტიციზმს ავლენდა და ერთგვარ გამოცდას უწყობდა წინასწარმეტყველს. რა თქმა უნდა, ლელა კაკულიამ `გამოცდა~ ბრწყინვალედ ჩააბარა. ამიტომაც აღელვებული სტუმარი წასვლისას გაუთავებლად იმეორებდა, ნამდვილად ჩემს გულში იჯდაო და დიასახლისს მომავალ ვიზიტზე აქედანვე უთანხმდებოდა.
ოთხი წლის შემდეგ არიელ ქოენი კვლავ ეწვია თბილისელ ფენომენს. მისი ასეთი მძაფრი დაინტერესება ქართველი წინასწარმეტყველით განსაკუთრებით იმან განაპირობა, რომ ლელა კაკულიას წინასწარი ხედვები მხოლოდ ქოენის პირად ცხოვრებას კი არა, მისი სამშობლოსა და ქვეყნის პრეზიდენტის ბედსაც შეეხებოდა.
არიელ ქოენმა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ მაშინ ინტერვიუ მისცა ჟურნალ `ახალ დვრიტას~, რომელიც 1998 წ. #1-ში გამოქვეყნდა.

_ როგორ შედგა თქვენი პირველი შეხვედრა, როგორ მოხვდით ქართველ წინასწარმეტყველთან?
_ ქალბატონ ლელასთან ჩემმა მეგობარმა, თემურ იაკობაშვილმა მიმიყვანა. თავიდან, რა თქმა უნდა, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ...
_ მისი პირველივე სიტყვებიდან ირწმუნეთ, რომ ის ნამდვილი ფენომენია?
_ პირველი სიტყვები ერთმანეთის გაცნობა უფრო იყო, ვიდრე წინასწარმეტყველება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დასაწყისით ქალბატონი ლელასადმი თავიდანვე დადებითად განვეწყე.
_ თუ საიდუმლო არ არის, რა გითხრათ პირველად, დაიჯერეთ თუ არა და როგორი იყო თქვენი რეაქცია?
_ პირველად რა მითხრა, აღარ მახსოვს, მაგრამ მთელი საუბრის განმავლობაში სკეპსისი და ფაქტები ჩემში ერთმანეთს ებრძოდა. საბოლოოდ ფაქტებმა და ლელამ გაიმარჯვეს.
_ რამ უფრო გაგაოცათ, წარსულის ჭვრეტამ თუ მომავლის წინასწარმეტყველებამ?
_ განსაკუთრებით გამაოცა წარსულის ზუსტმა ხედვამ; სწორედ ამან დამარწმუნა ლელა კაკულიას ფენომენალურობაში. მომავალში რა მოხდებოდა არ ვიცოდი, სამაგიეროდ უკვე მომხდარ ფაქტებს სად დავემალებოდი?
_ თქვენს ოჯახზე ბევრი ისაუბრეთ?
_ კი, ოჯახზე ბევრი მელაპარაკა. ჩემს შვილზე ნათქვამმა კი ნამდვილად გამაოცა. ზედმეტად ზუსტი იყო ყველაფერი.
_ პირველი ვიზიტისას გითხრათ, რომ კვლავ მოხვდებოდით მასთან?
_ კი. მითხრა, კიდევ მოხვალო, მაგრამ დრო არ დაუკონკრეტებია. და აი, მოვედი კიდეც...
_ როგორც ვიცი, ქალბატონმა ლელამ თქვენს სამშობლოსა და პრეზიდენტზეც იწინასწარმეტყველა...
_ მარტო ჩემს ქვეყანაზე კი არა, მსოფლიოს ბევრი სხვა სახელმწიფოს მომავალზე მელაპარაკა; რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლოს პრეზიდენტსაც შევეხეთ.
_ ქალბატონი ლელა საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში...
_ ეს მეც მითხრა. ალბათ ჩამოვა, რატომაც არ უნდა ჩამოვიდეს?
(ამ ფაქტის კომენტარით მკითხველს თავს არ შევაწყენთ. ყველაფერი ისედაც ცნობილია. _ რედაქცია)
_ ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტს ჰყავს პირადი ნათელმხილველი.
_ კლინტონის პირადი ნათელმხილველების შესახებ მე არ მსმენია, მაგრამ რეიგანს რომ საკუთარი ასტროლოგი ჰყავდა, ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.
_ თქვენი რელიგია _ იუდაიზმი, როგორ უყურებს ნათელმხილველებს?
_ იუდაიზმის მიხედვით ნათელმხილველობა ღმერთისგან ბოძებული ნიჭია. მთავარია გაარჩიო, ვინ არის ნამდვილი ნათელმხილველი და ვინ შარლატანი.
_ როგორ ფიქრობთ, ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანს რა ბედი ეწეოდა ამერიკაში? მოუსმენდნენ მას?
_ დარწმუნებული ვარ, ამერიკაში უდავოდ გამოჩნდებოდა ხალხი, ვინც სერიოზულად დაინტერესდებოდა ასეთი მაღალი დონის, გამორჩეული ფენომენით. ვფიქრობ, რომ მას სახელმწიფო ორგანოები ან მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურები ლეგალურად ან არალეგალურად აუცილებლად ჩააყენებდნენ თავის, ანუ ფაქტობრივად ქვეყნის სამსახურში.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top