2011 წელი, 14 ივნისი, თბილისი.

ლექსები

‘ნუ მედავებით მამულს,

 

სარწმუნოებას, ენას,

ეკლესიებს და მიწებს _

მიწებს, ჰაერს და ზეცას!!!

ფიქრობთ, ყველაფერს ხედავთ?

მაშინ შეხედეთ კარგად

ცის კაბადონზე ლაშქარს.

ხედავთ, ქართველთა ლაშქარს?

გამწკრივებულა ჯარი,

ეს უხილავი ძალა.

მარტო მე მძალუძს ხილვა

აბჯარასხმული ჯარის.

ცის მეომრების ბრძოლა _

სამშობლოსათვის ბრძოლა!

როცა უჭირდათ ქართველთ,

მაშინ იბრძოდა ყველა!

ეს უხილავი ძალა

მუდამ იცავდა ენას,

სარწმუნოებას, მამულს,

ქართულ ზეცას და გენას!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top