შადიმანებო, უფსკრულისაკენ ნაბიჯიიით იარ!!

რედაქტორის წერილები

შადიმანებო, უფსკრულისაკენ ნაბიჯიიით იარ!!!

 

არა, რა?! ამ `კავკასიას~ სულ ხუთი კაციღა უყურებს და რაღა მაინცდამაინც ჩვენი ახლობელი უნდა აღმოჩენილიყო შემთხვევით შეხეტებული ამ არხზე მაინცდამაინც იმ დღეს და მაინცდამაინც იმ მომენტში მეექვსე კაცი? ან ცოტა გვიან გადაერთო, ან ცოტა ადრე _ ხომ ავცდებოდი ამ წერილის დაწერას? თუმცა, რა, მე კი ავცდებოდი, მაგრამ ისინი, `კავკასიაზე~ იმ დღეს მობაასე `პატივცემული გვამები~ რომ მაინც მიიღებენ თავისას იმისგან დამოუკიდებლად, გავცემ თუ არა მათ პასუხს, უეჭველია და ამაში თავადაც მალე დარწმუნდებიან. თუ რატომ, რისთვის და ვისგან მიიღებენ სამაგიეროს, შევეცდები, ამ წერილის ბოლოს გავაგებინო მათ.

არადა, რა უნდათ? რას თხრიან? რას ეჭიდავებიან? რაღა მაინცდამაინც ლელა კაკულიაზე საუბრით სურთ ზოგიერთებს საკუთარი ნიჭიერებისა და ინტელექტის `გამობრწყინება~, არ მესმის. თანაც, რომ ვერც ახერხებენ ამას?! პირიქით, ხმას ამოიღებენ თუ არა, მაშინვე გამოჩნდება ხოლმე მავანის, უკეთეს შემთხვევაში, მწირი აზროვნება, უარესში კი, ბოღმითა და შურით გულგასიება.

ასე იყო იმ დღესაც, როცა დავით აქუბარდიას სტუმრად `ექსპერტი~ კლიმიაშვილი ჰყავდა. იჯდა თურმე, საქართველოს ბედზე ღრმად დაფიქრებული და მჭმუნვარე პერსონა სტუდიაში და წვრილად და საფუძვლიანად მიმოიხილავდა არამხოლოდ `ქართლის ჭირსა და უბედობას~, არამედ მთელი მსოფლიოსას, ხალხნო, მთელი მსოფლიოსას!!!

ჰოდა, ერთ მომენტში, სტუდიაში `კავკასიისა~ და ჩვენი სამეზობლო ქვეყნების ანტიქართული იდეების ერთგულმა, ქართულად უაქცენტოდ მოსაუბრე არაქართველმა მაყურებელმა დარეკა და...

არა, არა, ზოგადი შინაარსის მოყოლა არ ივარგებს, `კავკასიის~ საიტზე განთავსებული ვიდეოჩანაწერის ტექსტს მივყვეთ:

არაქართველი: მოგესალმები, ბატონო რამაზ, მოგესალმები, ბატონო დავით.

აქუბარდია: გამარჯობათ, შეკითხვა თუ გაქვთ?

არაქართველი: რა თქმა უნდა. რაც შეეხება ქუთელიას, მაგასთან დაკავშირებით: ზუსტად ორი დღის წინ მან განაცხადა, რომ ჩვენ უერთდებით ბირთვული იარაღის აკრძალვის სანქციასო. მართალია, ჯერ არა გვაქო, მაგრამ მაინც უერთდებითო. ძაან საინტერესო განცხადება იყო, თუ მოუსმინეთ. და მეორე... მარა, მე მგონი, ლელასაც გადააჭარბა, კაკულიას. მართალია, ლელამ თქვა, 23-ე საუკუნეში 60 მილიონი ვიქნებითო (ნეტა ვიყოთ!)...

კლიმიაშვილის გაოგნებული ჩალაპარაკება სტუდიაში: სამოცი?!

არაქართველი: მაგრამ, თუ აქ... სამოცი მილიონი ვიქნებითო (უფრო გადაირია არაქართველი. _  ი.გ.)! შეგიძლიათ ნახოთ მისი გაზეთი...

კლიმიაშვილის ირონიული თავაზიანობა: მადლობთ!

არაქართველი: მარა, სად უნდა დავასახლოთ ეს სამოცი მილიონი ხალხი, ჩემთვის გაურკვეველია. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ პიროვნება, ხო უნდა იცოდეს ეკონომიკა, ტერიტორია, ამ მოსახლეობას გამოკვება უნდა... ესე იგი, ომი უნდა დავიწყოთ მეზობლებთან, დავიპყროთ ისინი თუ როგორ?

შეშფოთებული კლიმიაშვილი: კი, კი, დიახ.

მხარდაჭერით ფრთაშესხმული არაქართველი: აი მიპასუხეთ, რა, ჭკვიანი კაცი ბრძანდებით (ბოლო სიტყვებში განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა აქუბარდიას სტილი. ხომ გითხარით, `კავკასიის~ ერთგულმა მაყურებელმა დარეკა-მეთქი! _ ი.გ.)

აქუბარდია კლიმიაშვილის მადლობების შემდეგ ინიციატივას `ჭკვიანი კაცი~ კლიმიაშვილი იღებს: ესე იგი, როგორც ჩანს, უნდა დავიპყროთ მთელი ჩრდილოკავკასია, დავიპყროთ აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და თუ საჭირო იქნება, რუსეთიც. რატომ, კაკულია ხომ ამბობდა, ჩვენო, თუ დაგვჭირდა, მოსკოვშიც მივალთო?

გამოფხიზლებული აქუბარდია: კაკულიამ ისიც თქვა, რომ 24-ე საუკუნეში თუ 23-ე საუკუნეში დავიბრუნებთ აფხაზეთსო.

გამხიარულებული კლიმიაშვილი: აუფ! მაგდენი ველოდოთ?

აქუბარდია: კი, ითქვა ეგრე.

დევნილების ბედით შეწუხებული კლიმიაშვილი: საწყალი დევნილები! თუ ასე დაჯდებიან ახლა და... გამარჯობათ (ობიექტივს მიღმა გამვლელს მიესალმა `ექსპერტი~ _ ი.გ.)... და მაგას დაელოდებიან...

დაბნეული აქუბარდია: რა ვიცი, რა ვიცი, რა ვიცი...

მიხვედრილი კლიმიაშვილი: ეს სამოცი მილიონი ციფრი, გეტყვით საიდან არი აღებული.

დაინტერესებული აქუბარდია: საიდან?

`ანალიტიკოსი~ კლიმიაშვილი: აი ის, დაახლოებით ომის დროს, 2008 წლის, რუსეთში ჩატარდა გამოკითხვა და ეს ხალხი ისე იყო დაპანიკებული და ისაო და რო კითხეს, რამდენია საქართველოს მოსახლეობაო, მაშინ ითქვა სამოცი მილიონი. და თურმე, ესე იგი, იმათაც, რუსები, რომ აი ვეომებით ეხლა სირცხვილია სამმილიონიან ერს ეს უზარმაზარი გა... (ირონიულად მოხითხითე კლიმიაშვილის ისედაც არეულ-დარეულ საუბარში ეს სიტყვა ჩანაწერში კარგად არ ისმის. _ ი.გ.) და მაშინ დაფიქსირდა 60 მილიონი. აი ასეთი ის არის, აღებული ციფრი.

აქ აქუბარდია მკვეთრად ცვლის საუბრის თემას და წინასაარჩევნო ჰამბებზე გადადის, რაც ჩვენთვის უკვე ძალიან, ძალიან არასაინტერესოა.

პირველი ემოცია, რომელიც ამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ დამეუფლა, სიტყვიერად ასე გამოვხატე: `ვაი, თქვენს პატრონს!~

მერე ბევრი ვიხითხითე და ბოლოს გადავწყვიტე, `ახსნა-განმარტებითი ბარათი~ მეახლებინა ჩვენი გაზეთის მეშვეობით `სამთა დიალოგის~ მონაწილეებისთვის.

არაქართველით დავიწყოთ...

თუმცა, მანამდე მკითხველს მინდა ავუხსნა: ეს კაცი, ჩემო ძვირფასებო, ერთი პერიოდი, როცა ლელა კაკულიას წინააღმდეგ მრავალმხრივი ბრძოლა მიმდინარეობდა,  ისტერიულად  რეკავდა `კავკასიაში~ და სრულიად სხვა თემაზე მოსაუბრე საზოგადოებას ტელეეთერით უმტკიცებდა, ლელა კაკულიას დაჯერება არ ღირს, რასაც ეგ ამბობს, ტყუილიაო! ყურმილს დაკიდებდა თუ არა, იქვე, მის გვერდით მოკალათებული `პადელნიკი~ ქალბატონის ზარის ჯერი დგებოდა: `იცით, არც მე მჯერა ლელა კაკულიასი!~ 

მერე, რადგან წინასწარმეტყველის სალანძღავ ზარებს მხარს არავინ უბამდა, მესიჯების გზავნაზე გადადიოდნენ. ასე მოხდა რამდენჯერმე, მაგრამ მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო, ანუ გაწბილებულმა არაქართველმა რუსული სპეცსამსახურების დავალება `ჩააგდო~, ვერ შეასრულა.

ჰოდა, ეტყობა ეშინია, გაბრაზებულმა და უკმაყოფილო პატრონმა თანხის გადახდა რომ შეუწყვიტოს, მერე, რა ეშველება, რითი იცხოვროს? თანაც, ბოღმა კლავს, ლელა კაკულია საქართველოს გაერთიანებას, გაძლიერებას, გამდიდრებას, გამრავლებას უწინასწარმეტყველებს, მის ისტორიულ სამშობლოს კი კარგს არაფერს უქადის. ჰოდა, ვერ ისვენებს, მოყვრად მოსული მტერი, შიგანი უდუღს, გული უსკდება, რადგან ხედავს, რომ წინასწარმეტყველებები ერთმანეთის მიყოლებით უზუსტესად სრულდება და დღეს არა, ხვალ, საქართველო მართლაც დაიბრუნებს წართმეულ მიწებს _ მეზობლების მიერ მიტაცებულებს და მარჯვნივ თუ მარცხნივ გაჩუქებულებს.

დიახ, დაიბრუნებს და ისევ გადაიჭიმება ნიკოფსიითგან დარუბანდამდე და სწორედ ამ ტერიტორიებზე დასახლდება ის 30 მილიონი ქართველი (ნეტავ, მართლაც სამოცი, მაგრამ ასეთი ციფრი არასდროს დაუსახელებია ქალბატონ ლელას, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ჩვენს მკითხველს), რომელთა გაგონებაც კი სულს უმღვრევს აქუბარდიას ერთგულ `მრეკავს~.

არადა, როგორ ამბობს, ნეტავ ვიყოთო?! საკითხავი ისაა, ვის გასამოცმილიონებას ნატრობს გულში ფარულად არაქართველი _ ქართველებისას თუ... აი მე თუ მკითხავთ, ისედაც ბევრნი არიან ჩვენს მიწაზე ამ ეროვნების ადამიანები, მეტი აღარ გვჭირდება.

ჰო, ისე, ამ გახსენებაზე, ლელა კაკულია იმასაც ამბობს, ეს ხალხი საქართველოდან მალე გაიკრიფებაოოოოო!

მოკლედ, არაქართველმა კიდევ ერთხელ მიმართა ნაცად ხერხს და `ოსტატურად~ მიაბა ქუთელიას თემას ლელა კაკულიას სახელი. ოღონდ, ის არ იცის, რომ არც ამ მცდელობიდან გამოვა რამე. წინასწარმეტყველებები ზუსტად სრულდება და კვალავაც ასრულდება! ამას ვერც `ჭკვიანი~ კლიმიაშვილის `აზრობრივი წიაღსვლები~ შეუშლის ხელს და ვერც აქუბარდიას შეგნებულად თუ შეუგნებლად (თავს ვერ დავდებ, ვერ დავაბრალებ, რომ მან შეგნებულად იცრუა. მაგრამ ფაქტია, წინასწარმეტყველბა სასტიკად დაამახინჯა. `ნუთუ Eშენც, ბრუტუს, ნუთუ შენც?!~) ნათქვამი ტყუილი: ლელა კაკულიამ ისიც თქვა, აფხაზეთს 24-ე თუ 23-ე საუკუნეში დავიბრუნებთო.

ბატონო დავით, სინამდვილეში ლელა კაკულია ამბობს: აფხაზეთსა და სამაჩაბლოს უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ, მერე სოჭსაც მოვთხოვთ რუსებს, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაჩუქებულ მიწებსაც ისევ მოვაქცევთ საქართველოს საზღვრებში, ხოლო უფრო შორეულ მომავალში, თურქეთს ჩამოვაჭრით ჩვენს ბებერ ტაოს. აი 23-ე და 24- საუკუნეებში კი ვიქნებით ნეიტრალური, ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ოცდაათმილიონიანი ქართული მოსახლეობით და ამ ყველაფერს ჩვენი დღევანდელი ბრძოლით ვუყრით საფუძველსო! 

ახლა, იმისათვის, რომ ვინმემ კიდევ უკუღმართად არ `მოთარგმნოს~ ნათქვამი, განვმარტავ: მანამდე სულ ასე გაჭირვებულები და დაქსაქსულები კი არ ვიქნებითო, საქართველო მალე დაიწყებს გაერთიანებას, აღმასვლას, ეკონომიკურად მოძლიერებას და ხალხი ამოისუნთქებს, უფალი ხელის ერთი მოსმით მოწმენდს მათ ცრემლებს და დამშვიდდება ერი ჩემიო!

ასე რომ, ბატონო დავით, ვიცი, გაგიხარდებათ: აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ძალიან მალე შევალთ ქართველები _ გამარჯვებულები შევალთ და სამუდამოდ დავრჩებით! ეს სიმართლეა და ამას ყველანი იხილავთ, მტრებიც და მოყვრებიც, შადიმანებიც და ქვეყნის ჭეშმარიტი მოჭირნახულენიც!

ბატონო დავით, არც კლიმიაშვილისგან გამკვირვებია და არც იმ არაქართველისგან ეს გამოხდომა, თქვენ გამაოცეთ. თქვენ ხომ ბარე თხუთმეტი წელია, ქალბატონ ლელას იცნობთ, საკუთარ თავზე გამოგიცდიათ მისი სიტყვის ძალა, იცით, რომ ჭეშმარიტ ფენომენთან გაქვთ საქმე და ძალიან დასანანია, რომ პროვოკაციას აჰყევით.

სიმართლე გითხრათ, წერილი, რომელსაც იხილავთ, სახეცვლილია. მისი თავდაპირველი ვარიანტი ბევრად მკვეთრი და გულახდილი იყო, მაგრამ მიზეზთა გამო, რომლებზე საუბარიც აქ არ მსურს, იგი შეიცვალა. თუმცა თავდაპირველი ვარიანტი აუცილებლად შეინახება ქალბატონი ლელას არქივში და იქ ის მიზეზებიც დასახელდება, რომელთა გამოც ვიკავებთ თავს მისი გამოქვეყნებისგან.

თუცა, მაინც ვერ დაგამშვიდებთ. გახსოვთ, თავში ვთქვი, მიშვნელობა არ აქვს, მე, პირადად, გავცემ თუ არა პასუხს ვინმეს, ის თავისას მაინც მიიღებს-მეთქი. დასანანია, მაგრამ ამაში გამონაკლისი არ არსებობს. ხოლო დასანანი იმიტომაა, რომ არ მემეტებით.

აი, `ექსპერტ~ კლიმიაშვილის ჯერიც დადგააა.

ისე, რას ვერჩი ამ კაცს, სულ არ აპირებდა ლელა კაკულიაზე ხმის ამოღებას, მაგრამ...

თუმცა, როგორ არ ვერჩი, ან რატომ არ უნდა ვერჩოდე? რა, უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები დაგვანახა და ეჭვშეუტანელი არგუმენტები მოიყვანა თუ რა? მისთვის ჩვეულ სტილში `გააანალიზა~ 60 მილიონის წარმოშობის ფაქტი და ხელები გაგვიშალა, მეტი რა ვქნა, ხალხო, დაღეჭილი ლუკმა ჩაგიდეთ პირში და გადაყლაპვა თქვენზეაო.

ისე, ბატონო კლიმიაშვილო, სანამ ირონიულ-ცინიკური გამომეტყველებით გადაიხდიდით მადლობას `არაქართველის~ შემოთავაზებაზე, წაიკითხეთ მისი გაზეთიო, სჯობდა, მართლაც გადაგეშალათ და წაგეკითხათ. იქ იმას ამოიკითხავთ, რასაც ვერც თქვენ და ვერც ვერავინ სხვა სამყაროში ვერ იფიქრებთ, ვერ დაასკვნით და ვერ გააანალიზებთ. იმიტომ, რომ ეს სხვადასხვა დისციპლინების ღრმად შესწავლის საფუძველზე გაკეთებული ვარაუდ-პროგნოზები კი არ არის, არამედ წინასწარმეტყველებაა, წინასწარმეტყველება!!! რაც არც ერთ უნივერსიტეტში, რაგინდა პრესტიჟული და დიდი ისტორიისა არ იყოს იგი, არ ისწავლება, არანაირი დიპლომითა და სამეცნიერო ხარისხებით არ ფასდება. იგი უფლის ნებით ეძლევა ადამიანად მოსულ ზეკაცს და ეს იშვიათად, ძალზე იშვიათად ხდება. თუ თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ, მაშინ, იქნებ, კეთილი ინებოთ და ფართო საზოგადოებას ამცნოთ ამ სასწავლებლის მისამართი? უპირველესად კი იმ არაქართველს, `გულდათუთქული~ რომ მოთქვამს, ამას რომ ამბობ, კაცო, ან ეკონომიკა ხომ უნდა იცოდე ან გეოგრაფიაო.

სხვათა შორის, პოლიტოლოგ-ექსპერტ-სწავლულებისგან განსხვავებით, ქალბატონმა ლელამ მიწიერად მხოლოდ ეკონომიკა კი არა, ქიმიაც არ   იცის, მაგრამ შავ ზღვასა და მის სანაპირო ზოლზე დაფლული ძვირფასი და ღირებული ნივთიერებების ქიმიურ ფორმულებს ისე წერს, გაოგნდებით.

გადახედეთ, მართლაც გადახედეთ ჩვენს გაზეთებს, ბატონო კლიმიაშვილო. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ წაგადგებათ, არაფერს კი არ გავნებთ.

თუმცა, რაღაც მეეჭვება, რომ წაკითხული არ გქონდეთ. ჩუმჩუმად ბევრი კითხულობს, იზეპირებს და მერე საკუთარი აზროვნების ნაყოფად აცხადებს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს და რაღაც არ მგონია, თქვენ მათ რიცხვში არ შედიოდეთ. თუ ვცდები და არ კითხულობთ, მით უარესი თქვენთვის.

ბოლოს კი მოგახსენებთ, რომ ყველა ის, ვინც ლელა კაკულიას სახელს ბინძურად შეეხო და წინასწარმეტყველებების შეგნებულ თუ შეუგნებელ `კრიტიკაზე~ გადავიდა, ცუდად წაუვიდა საქმე _  ვის პირადი ცხოვრება აეწეწა, ვის _ კარიერა, ვის _ ჯანმრთელობა შეერყა და ვის კიდევ _ ბიზნესი ჩაუვარდა. და არა იმიტომ, რომ ქალბატონმა ლელამ _ ამ მოსიარულე სიყვარულმა და სიკეთემ, რომელიც უსაზღვროდ წუხს თავისი პირადი მტრების გამო _ ზებუნებრივი ძალა გამოიყენა და ვინმეს რამე დაუშავა, არამედ იმიტომ, რომ თავად უფალი იცავს მას ბიწიერთაგან, ბოროტთაგან, მოშურნეთაგან, ცრუთა და მოღალატეთაგან! და პასუხსაც ის აძლევს ყველას, ვინც ყურად არ იღებს უზენაესის ნათქვამს:

`ვაი მათ, ვინც შენ შეგეხება, რადგან ის მე შემეხება!~

ჰოდა, რახან ამ სიტყვებს აგდებით ეკიდებით, მაშინ წინ, უფსკრულისაკენ, შადიმანებო, ნაბიჯიიიით იარ!!!

P. შ. ისე, `ღრმად პატივცემულო~ კლიმიაშვილო, არ გიფიქრიათ, რომ ადგეს ქალბატონი ლელა და ერთ მშვენიერ დღეს მთელ საქართველოს ამცნოს, რასაც ხედავს თქვენს წარსულზე, წვრილად უამბოს, რა ჩაგიდენიათ, რით გიცხოვრიათ, რითი მოსულხართ აქამდე და რითი სუნთქავთ დღეს, მერე რას შვრებით? იქნებ იმედი გაქვთ, რომ ხალხი არ დაიჯერებს მის სიტყვებს? ცდებით, ბატონო, მწარედ ცდებით! მთელმა საქართველომ გაიგო ლელა კაკულიას სიტყვის ფასი და ძალა; ყველამ შესანიშნავად იცის, რომ იგი ამბობს სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და სხვას არაფერს სიმართლის გარდა. მერე დადექით და თავი იმართლეთ, რამდენიც გინდათ. ამაოდ დაშვრებით, არავინ მიიღებს თქვენს გამწარებულ ქიჩმაჩს, არ დაგიჯერებთ, სწორედ ისე, როგორც დღეს არ დაგიჯერეს და ქოქოლაც კი მოგაყარეს.

დაბოლოს: იცოდეს ყველამ, რომ არავის დავუთმობთ, არავის შევარჩენთ ლელა კაკულიას წინააღმდეგ დაძრულ ერთ სიტყვასაც კი; სადაც მივწვდებით, იქ მოვთხრით და სიმართლეს ვეტყვით ხალხს. ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა; თქვენ???

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top