ღია წერილი ალიას ჟურნალისტს

რედაქტორის წერილები

რის თქმას ვაპირებდი “ალიას“

ჟურნალისტისთვის, ანუ

ღია წერილი უკანასკნელ “პესიმისტს 

“მიშლანდიაში” ბატონ გელა ზედელაშვილს!

 

 

2008 წლის 1-2 მაისის გაზეთში `ალია~ დაიბეჭდა ბატონ გელა ზედელაშვილის წერილი სათაურით `კვლავ ცუდი ამბები მოდის `პუტლანდიიდან მიშლანდიაში~. მე ამ პუბლიკაციის შინაარსი და, ალბათ, თავად გელა ზედელაშვილის არსებობაც არ მეცოდინებოდა (ბატონ გელას შეუძლია ჩემ პირად უბედურებად მიიჩნიოს ეს ფაქტი), ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ მკითხველს რომ არ დაერეკა, ერთი ნახეთ, რა უკუღმართობა წერია `ალიაშიო~.

`ისევ `ალია!~ _ გამიელვა თავში. მერე ვიფიქრე, ალბათ, ვინმე წერს, რომ არ ჯერა ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებებისა-მეთქი და ვცადე, დამემშვიდებინა აღელვებული ბატონი: ნუ ნერვიულობთ, ყველას აქვს უფლება დაიჯეროს ან არ დაიჯეროს ესა თუ ის ფაქტი, ამაზე განგაშის ატეხა ნამდვილად არ ღირს-მეთქი. მაშინ მოსაუბრემ სიტყვა-სიტყვით წამიკითხა სტატიიდან ამონარიდი...

ოოო, ეს უკვე სულ სხვა საქმე ყოფილა! თურმე ნუ იტყვით, `უკანასკნელი პესიმისტი,~ არა თუ არ ჯერა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებისა (რაც, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, სრულად მისი უფლებაა), არამედ მკითხველის შეცდომაში შეყვანას ცდილობს დამახინჯებული ფაქტებით, რომ აღარაფერი ვთქვათ თავხედურ ტონზე, რომლითაც ფენომენს მოიხსენიებს. ამიტომ არ დავიზარე, `ალია~ შევიძინე და საკუთარი თვალით წავიკითხე `მიშლანდიელი ბაირონის ეპისტოლარული შედევრი~ (ზედელაშვილის მსგავსად, ისიც პესიმისტი გახლდათ, მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე პოეტი იყო, ულამაზესი მამაკაცი და მაღალი წრის უმშვენიერესი მანდილოსნების სიყვარულით უზომოდ განებივრებული. ოღონდ ესაა, ამ მახასიათებლებით რამდენად გვანან ერთმანეთს ზედელაშვილი და ბაირონი, ნამდვილად არ ვიცი.) 

აქვე გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელიც ქალბატონ ლელას ეხება:

 

`პრინციპში, წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას რომ ჰკითხოთ, 2015 წელს მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კი არა, სოჭს, ლაზეთსა და საინგილოსაც დავიბრუნებთ. რაკი `მიშლანდიის სამეფოში~ ერთადერთი პესიმისტიღა დავრჩი, ნება მიბოძეთ, ამნაირი უნიჭო ზღაპრები არ დავიჯერო. ქალბატონი ლელა იმასაც ამტკიცებს (ვინაიდან და რადგანაც ჩვენმა მორაგბეებმა ესპანელებს (22:20) მოუგეს, ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოდიანო. თურმე წინასწარმეტყველის წინათგრძნობის საფუძველი ციფრი `2~ ყოფილა, უსუფაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ ნომრით გამოდის...~

 

ბატონო გელა,

სტატიის წაკითხვის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთე, თქვენი რედაქციის ტელეფონის ნომერი ავკრიფე. არავინ მიპასუხა. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი დაგკავშირებოდით, მაგრამ უშედეგოდ. თქვენთან გასაუბრების მცდელობა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც მქონდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა _ ყურმილს არავინ იღებდა. არადა, მინდოდა, სულ რაღაც ორი კითხვა დამესვა თქვენთვის:

პირველი: სად, როდის, რომელ გამოცემაში ამოიკითხეთ ან მოისმინეთ, რომ ქალბატონმა ლელამ დაასახელა თარიღი 2015 წელი?

მეორე: სად, როდის, რომელ გამოცემაში ამოიკითხეთ ან მოისმინეთ, რომ ქალბატონმა ლელამ საპარლამენტო არჩევნებში `რესპუბლიკელებს~ უწინასწარმეტყველა გამარჯვება? აღარას ვამბობ მორაგბეებსა და ციფრზე `2~ გაკათებულ უაზრო წიაღსვლებზე. ვაღიარებ საკუთარ მარცხს თქვენი `ნააზრევის~ წინაშე: ჩემმა გონებამ ვერაფრით გადახარშა ეს პასაჟი.

მას შემდეგ, რაც თქვენს პასუხებს მოვისმენდი, მსურდა მეთქვა რომ:

პირველი: ლელა კაკულია ყოველთვის, ყველგან გამუდმებით წერს და ამბობს, რომ ის დროს არ ხედავს! შესაბამისად არსად, არასდროს არ დაუწერია და არ უთქვამს, რომ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, სოჭს, საინგილოს და სხვა ისტორიულად ქართულ ტერიტორიებს 2015 წელს დავიბრუნებთ. ვერც ერთი ადამიანი ვერსად ვერ ნახავს დაკონკრეტებულ თარიღს ამ მოვლენების ასრულებისა. თუმცა, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება _ ზოგი ადრე, ზოგიც მოგვიანებით (პესიმისტებს შეუძლიათ კვლავაც იპესიმისტონ. ეს ჩვენ არ გვაღელვებს).

მეორე: ქალბატონ ლელას არსად, არასდროს არ დაუწერია და არ უთქვამს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში `რესპუბლიკელები~ გაიმარჯვებდნენ (პირიქით, მან ღიად დააფიქსირა, რომ ეს პარტია  ხელისუფლებში ვერ მოვიდოდა). თუ თქვენ, რომელიმე გამოცემის (ჟურნალები: `ახალი დვრიტა~, `ფენომენი~; გაზეთები: `ასავალ-დასავალი~, `ალია~ (!!!); წიგნი: `მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ~) ფურცლებზე ასეთ ჩანაწერს აღმოაჩენთ, ნუ დაიზარებთ, შეგვატყობინოთ. თუმცა, გარწმუნებთ, ტყუილად დაშვრებით.

 და მესამე: ყოველთვის ასეთ `ნიჭიერ სიმართლეს~ თავაზობთ თქვენ და თქვენი გაზეთი მკითხველებს?

სამწუხაროდ, ვერ დაგიკავშირდით.

ახლა, იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ამის შემდეგ.

 

ბატონო გელა,

თქვენი სტატიის შესახებ თავად ქალბატონმა ლელამაც შეიტყო. ისიც ვუთხარი, როგორ უშედეგოდ ვცდილობდი რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენთან გასაუბრებას. მისი პასუხი ასეთი იყო: `თავი დაანებე, ცოდოა!~

გამიკვირდა. გამაკვირვა არა იმან, თავის დანებება რომ მომთხოვა (ეს ყოველთვის ასეა _ ლელა კაკულია პირადად არასდროს ეხმაურება მასზე თავდასხმებს), არამედ სიტყვამ `ცოდოა!~

ქალბატონმა ლელამ განმიმარტა: `ცოდოა იმიტომ, რომ ჯერ არ იცის, მაგრამ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, ის ავადაა... ეს კი შეგიძლია შეატყობინო; უთხარი, ექიმთან მივიდეს!~

 

ბატონო გელა,

რადგან თქვენთან დარეკვას შედეგი კვლავაც არ მოყვა, გადავწყვიტე, ღია წერილი მომეწერა. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ წინასწარმეტყველის არც ეს რჩევა იღოთ ყურად _ როგორც `უკანასკნელმა პესიმისტმა მიშლანდიაში~, მაგრამ გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ იგი, რადგან ასე ჯობს პირადად თქვენთვის. თუ ჩემი არ გჯერათ, ბატონ ვლადიმერ პაპავას კითხეთ (დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ მისგან ხშირად იღებთ ინტერვიუს, ანუ იცნობთ), რას ნიშნავს ლელა კაკულიას თითოეული სიტყვა, რა ძალისა და მნიშვნელობის მატარებელია იგი; ან ჩვენი გაზეთის #14 მოიძიეთ და ნახეთ, რას წერს ლელა კაკულიას შესახებ ბატონი ლადო.

 

ბატონო გელა,

მიუხედავად თქვენი შეურაცხმყოფელი და ცინიკური ტონისა, გულწრფელად გეუბნებით, ეს ის შემთხვევაა, როცა ლელა კაკულიას სიტყვების ასრულება არ მინდა!!! პარადოქსად ნუ მოგეჩვენებათ _ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ყველასთვის სიკეთე მსურს (ასე რომ არ იყოს, ლელა კაკულია თავის გვერდით ერთი დღეც არ გამაჩერებდა!). ამიტომ, წყენის მიუხედავად, ღვთის წინაშე, სულითა და გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

ბოლოს კი მინდა ქალბატონი ლელას 2007 წლის დასაწყისში გაკეთებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაგაცნოთ (ვფიქრობ, თქვენ ის წაკითხული არ გექნებათ, რადგან არასდროს ცალი თვალითაც არ ჩაგიხედავთ არც ჩვენ გაზეთში და არც ქალბატონი ლელას წიგნში. ხოლო იმ ავადსახსენებელ წერილში მოყვანილი, ეგრეთ წოდებული, ფაქტები, სრულიად არაგონივრულად გამოყენებული სადღაც, ვიღაცისგან ყურმოკრული ფრაზებია და მეტი არაფერი).

 

`მე მთელი ჩემი ცხოვრება დედამიწაზე გავატარე საქართველოზე, ჩემს ხალხზე ფიქრსა და წერაში. ასეთი იყო ნება უფლისა!

და წარმომგზავნეს მე... რათა ვამცნო ქვეყნიერებას ყოველივე, რაც ხდება და რაც მოხდება!

და ვაი მას, ვინც მე შემეხება, რადგან ის მამას შეეხება! ვაი მას!~

 

P.შ.  ბატონო გელა, ამ წუთამდე ვფიქრობდი, რედაქციაში გწვეოდით და თავად გადმომეცა ეს გაზეთი თქვენთვის, მაგრამ ზემოხსენებული სტატია ბოლომდე ჩავიკითხე და თქვენთან ვიზიტი გადავიფიქრე. თუ გაინტერესებთ, რა მიზეზით, ან პროტესტი გაგიჩნდათ ამ ღია წერილის შინაარსის გამო, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ რედაქციაში ნომერზე: 98 92 91.

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top