საქართველო

ქვეყნები

საქართველოვ, ჩემოსაყვარელოსამშობლოვ, შენღვთისმშობლისწილნაყარიქვეყანახარდამალეღვთისშუქისქვეშგაბრწყინდები!

1992 წელი, 22 მარტი.

იწყება სტაბილიზაცია.
შევარდნაძე – პრეზიდენტი!!!
ჟინვალჰესზე და ჰესებზე მცდელობა ნგრევისა, დივერსიები.
ოსები გადადიან კავკასიონს. რუსის ჯარი საზღვრებს იცავს!
სამეგრელო სუფთავდება!
მცდელობა მკვლელობისა. ცეკას ყოფილ სახლში ბომბს ჩაუდებენ, მაგრამ გადარჩებიან.
მომავალში ცხრა კაცი დგას ქვეყნის სათავეში, ეკონომიკური კავშირები ძლიერდება. ამერიკიდან ჩამოდის დიდი ჯგუფი სერიოზული, საქმიანი ურთიერთობებით.
პრეზიდენტს მოსკოვი შესთავაზებს გადასვლას. პრეზიდენტი უარს იტყვის.
მომავალში ქართული საზღვაო ფლოტი, ქართული გვარდია ძლიერია.
მოსალოდნელია შეიარაღებული შეტაკება, დიდი სისხლისღვრა, ქართველების მიერ ერთმანეთის განადგურება, მაგრამ ეს აცდება საქართველოს.
იაპონიაში სამ კუნძულზე ერთდროულად ამოფეთქავს ვულკანი. ნამდვილ ღვთის რისხვას ჰგავს.
საქართველოში ისევ დიდი მიწისძვრა იქნება.
შავი ზღვის გასუფთავება იაპონიის დახმარებით.
ბაგრატიონთა გამეფება საქართველოში დროებითია.
აგვისტოში მოსალოდნელი სისხლისღვრა გადაივლის. აჭარაში ასლან აბაშიძე ულაპარაკოდ გადადგება. არავითარი სისხლი!
საქართველოს საკუთარი ატომური ბომბი (“ბოეგალოვკა”) ექნება უახლოეს დროში.

1992 წელი, 10 აპრილი.

მიწისძვრა საქართველოში
აფხაზეთი -
აჭარა – } ავტონომია არ არსებობს მოლა დადუმდება
ოსეთი -

***

მძიმე წლები. ჩეჩენ-ინგუშ-ოსთა ომი _ ტერიტორიული.
რუსეთ–უკრაინის ომი გარდაუვალია. დიდი ნგრევა, სისხლი. რუსეთი კოლონიზატორის როლში შედის, იპყრობს უკრაინას.
ატომური აფეთქება – ჩერნობილზე უარესი, რუსეთის ტერიტორიაზე. კრემლი ისევ ორად იყოფა.
გამსახურდია ცდილობს რუსეთის კონტაქტზე გასვლას. ყველაფერზე მიდის. შეახსენებს კიდეც ელცინს, პუტჩის დღეებში როგორ უთანაგრძნო.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილოს! პატარა ინციდენტს ვხედავ. ცოტა უცნაურად მოიქცევა რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ გამსახურდიას უარყოფს.
საქართველოს ძლიერი გასვლები საზღვარგარეთ რუსეთს არ მოწონს _ შურს! საჭიროა ბევრი რამ დაიმალოს.
ქართული არმია სოხუმში უნდა შევიდეს! არავითარი გამოსვლები! ავტონომიის გაუქმება! დე-ფაქტო პრეზიდენტს გადააგდებენ.
რუსთავში მომწამლავი ნივთიერების აფეთქება (ქიმიური) გამოიწვევს მძიმე შედეგს; ხალხის მასაზე დივერსიას ჰგავს!

1992 წელი, 19 მაისი, საღამოს 8 საათი.

26 მაისი – არაფერი მოხდება, არავითარი სისხლისღვრა. ხალხს შია, პოლიტიკა აღარ აინტერესებს.
იძაბება დასავლეთი – შიმშილის ბლოკადა. რაც დათესეს, იმას იმკიან. გლეხმა პოლიტიკაში შეყო ცხვირი – ღმერთი სჯის.
გამსახურდია ხელს უწყობს მუსლიმებს (კავკასიის) გაერთიანებაში. მას კავკასიის კავშირის შექმნაში უპირველესი წვლილი მიუძღვის, თორემ დუდაევს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ასეთი რამის ჩამოყალიბება. ქმნიან არმიას, რათა ერთმანეთს დაერიონ.
ოსეთი – არ არსებობს. უღელტეხილი იკეტება!

ვხედავ, აფხაზეთში ქართული არმია შედის. მოკლედ, არავითარი ავტონომია. ღმერთს ნებავს საქარველოს გაწმენდა.
გამწარებული სვანები დადებით პოზიციას იკავებენ მოულოდნელად. აფხაზეთში სვანთა გვარდიას ვხედავ.

მომავალში იქმნება ქრისტიან მთიელთა კავშირი. იქით მუსლიმები, აქეთ ქრისტიანები.
თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია. იქმნება რეგიონალური საელჩო. ცენტრი საქართველოა.

1992 წელი, 29 მაისი, ღამის 10 საათი.

ჩუმად ჩამოდის იარაღის დიდი პარტია, ნატოს ჯარები. დატვირთულ თვითმფრინავებს ვხედავ, შენიღბულს, თუნდაც წითელი ჯვრის საზოგადოების ემბლემით.
ირაელიდან სამხედრო პირებს ვხედავ.
დივერსიები და დივერსიები! მაფია ფრთებს შლის. სიკვდილი აწერიათ.

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

საქართველო აღდგება, საქართველო გაერთიანდება და ამიტომაც ნამდვილად დამოუკიდებელ საქართველოს ვხედავ მომავალში.
სისხლი იღვრება იმისათვის, რომ საქართველო გასუფთავდეს, გაერთიანდეს და სამუდამოდ ამოიძირკვონ ოსნი და აფხაზნი. როგორც სამაჩაბლო ეწოდა სამხრეთ ოსეთს, ისე გადაერქმევა სახელი აფხაზეთსაც;
რუსეთის როლი შავი მაგიაა, რომელიც სულს ღაფავს. მოსკოვში ჩეჩნები მოაწყობენ დიდ ტერორებს (არნახულს), მეტროებს ააფეთქებენ… მოკლედ, ყველაფერს.
მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსთა მოქმედებებს და პასუხიც ამერიკიდან არ დააგვიანებს: გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტს და მთელ მთავრობას.
ჩეჩნეთს სურს ის იარაღი, რაც მათ ტერიტორიაზეა, დაიტოვონ, მაგრამ ვხედავ, რუსებს რამდენიმე კურდღლის დაჭერა სურთ. ჩეჩნებს არა აქვთ ის შეიარაღება (ნამდვილი), რაც იქ განლაგებულ რუსის ჯარებში, ანუ სამხედრო წერტილებშია. რუსეთი იარაღს არ მისცემს, ამაზე არ წავა. უწყობს გაუგონარ პოლიტიკურ შანტაჟს და დუდაევს ჩიხში მოამწყვდევს.
აფხაზეთის შეერთება რუსეთს ძალიან უნდა. ეს ღია, უტვინო თამაშია.
სისხლი, რომელიც რუსებმა სქართველოში დაღვარეს, საკუთარ სახლში ტაიფუნად გადაექცევათ.
საქართველო ერთიანდება! ქართველს არასდროს არაფერი მოუპოვებია იოლად, მაგრამ მომავალში მილიონობით ქართველი დაიბადება ღვთისაგან.
ნატოს ამერიკელი გენერალი შალიკაშვილი მოულოდნელად დიდი დახმარებით დადგება თავისი სამშობლოს წინაშე. თითქოს დღეს ფეხს ითრევს, მაგრამ ღმერთი გაიყვანს იმ სიკეთისაკენ, რასაც ის საქართველოს მოუტანს.

1992 წელი, 11 ოქტომბერი.


არჩევნები ჩატარდება!!!
შევარდნაძე გადის!

მომავალში აფხაზეთში საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს.
გამწარებული სვანები ჩამოდიან აფხაზეთში. სვანნი დიდ როლს ითამაშებენ.

1992 წელი, ორშაბათი, 19 ოქტომბერი.

რუსეთი იყინება. დიდი გადატრიალება მზადდება, მაგრამ ელცინი დარჩება.
მუსლიმთა ხელშეწყობას რუსებს ღმერთი არ აპატიებს; გვიან ხვდებიან!!!
საქართველო განუყოფელია! აფხაზეთი საქართველოა! შემოდის, ვხედავ, ტანკები კომპიუტერული სისტემისა, უამრავი იარაღი. რუსეთის ჯარს აქეთ გამოვიყენებთ. არავითარ წაგებას არ ვხედავ. ხედვაში მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებს!!!
თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ არ წავა. იწყება ასრულება ჩემი წინასწარმეტყველებისა: კავკასიის იქით ომები.
აფხაზეთში დიდი ცეცხლია და საბოლოოდ _ გამარჯვება.
ვისაც ჩვენი ჯვარი აქვს, გადარჩება, იგი ღმერთს უყვარს და საჭიროა საქართველოსთვის.

1992 წელი, 25 ოქტომბერი.

რუსეთი რეალური ფაქტების წინაშე დადგება, რომ ქართველები ნამდვილად ომს გამოუცხადებენ მას!!
აფხაზეთში რუსების ბაზებია, იყენებენ აფხაზები. ქართველთა მოქმედება სწორია. დიდი ომი, სისხლი, ქვა-ქვაზე არ დარჩება, მაგრამ ამის შემდეგ აფხაზეთში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!
რუსეთში დიდი სისხლი; ჩეჩნეთში ომი, ოსებთან ომი, ომი კავკასიაში!!!
გვარდია სრული დეფორმირებაა, გაყოფილია ჯგუფებად. ჯერ პირადულს არკვევენ `მხედრიონი~, `თეთრი არწივი~, გვარდია და სხვანი. არ ვხედავ, რომ გაერთიანებულნი იყვნენ. არადა იწყება დიდი შეტევები. დრო აღარ ითმენს. აფხაზებს დრო მართლა აწყობთ და რასაც ვხედავ, მგონი, ქართველებს უფრო აწყობთ. უთავონი!
კიდევ კარგი, რომ საქართველოს გაერთიანება აწერია!!!
რუსებს სოჭს მოვთხოვთ!
რასაც ვხედავ, სრულად ვერ გადმოვცემ. საჭიროა ჩემი ლაპარაკი სხვამ დააფიქსიროს, ანუ ჩაიწეროს. სამხედრო ენა (ტერმინოლოგია) არ მესმის, მაგრამ ყველა ცენტრალურ წერტილს ვხედავ. შემიძლია ვილაპარაკო ჩემი სიტყვებით.

1992 წელი, 12 ნოემბერი, ღამის 1 საათი.

მთავრობა ყალიბდება (?!) შიდა არეულობას ვხედავ. პარლამენტი თამაშია _ − არასერიოზული ბრბო!
სამხედრო წესების გაძლიერებას (რაც საქართველოს უშველის), რკინის ხელს ვხედავ!
ქართველი ამერიკელს ვერ დაემსგავსება, ვერც ევროპელს. მომავალში თავის სახეს იბრუნებს საქართველო, ზნე-წესს, ჩვეულებას, ანუ ადამიანურ სახეს.
ქაოსია, დიდი არეულობა. პარლამენტიდან ყველა გასაყრელია; მათ არ იციან საქმე. ყველას უნდა, რომ ძალიან გონიერი და ჭკვიანი ჩანდეს, მაგრამ ასეთი თამაში გაანადგურებს საქართველოს.
პრეზიდენტს ძალიან უჭირს, მაგრამ იცოდა, რაზეც მიდიოდა. არც ერთ ნორმალურ პიროვნებას არ ვხედავ ჯერჯერობით მთავრობის ხაზით (ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს). მოკლედ, რა ქაოსსაც ვხედავ, სიტყვიერად ვერ გადმოვცემ.
პარლამენტი თვალის ასახვევი მომენტია. ლაქლაქებენ, ვითომ ხალხის ინტერესებს იცავენ, მაგრამ პრეზიდენტი წყვეტს ყველაფერს!
მოკლედ, საზიზღრობაა!
გვარდია ერთიანდება; კონტაქტები გადის საზღვარგარეთ, ჩამოდიან სპეციალისტები.
ნატოს წარმომადგენლებს ვხედავ. საუბარი იქნება ნატოს ხაზით საქართველოს გასვლაზე და გავალთ კიდეც!!!
გაერო თამაშია. პირდაპირი კონტაქტი ეძლევა პრეზიდენტს ამერიკასთან. მის გონებას დადებითად აფასებენ. პრეზიდენტს აღმოსავლეთის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა დაეხმარება ქრისტიანულ ქვეყნებს ბევრი რამის გადაწყვეტაში. შეიქმნება ქრისტიანული ქვეყნების საბჭო, იმიტომ, რომ მუსლიმები დაუპირისპირდებიან ქრისტიანებს. ამ ფონზე კი საქართველო რთული სიტუაციიდან ძვრება.
საქართველოში საელჩო იხსნება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი გავიდა სადამ ჰუსეინზე, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, იმიტომ, რომ აფხაზები მუსლიმებად არ ცნეს. აფხაზეთში ომი დამთავრებულია. საქართველოს ერთი გოჯი მიწა არ მოაკლდება!
იწყება დიდი ბრძოლები. არავითარი მოლაპარაკება! სიტყვა “ავტონომია” არ არსებობს საქართველოში, ვხედავ.
ჩეჩენ–ინგუშ–ოსთა ომი! სტაბილიზაციას ვერ ვხედავ. დიდი ომები გაჩაღდება ბოლომდე. კავკასიონი იკეტება.
“ალფა” ჯგუფი გადის ისრაელში ­ იქ მოამზადებენ. აი ეს არის ნამდვილი ძლიერი ჯგუფი.
ოსები შეეცდებიან პრეზიდენტთან მოლაპარაკებას, რათა ლტოლვილები შემოუშვან სამაჩაბლოში. ეს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ეშმაკური თამაშია. რუსეთი უსაზღვროდ დიდია, ბატონო, და ჯობს, იქით გაემართონ. მათი შემოშვება არ შეიძლება. ვერც შემოვლენ, ის კი არა, ვინც კი ჩამოსახლდა, ისინიც გაიქცევიან.
აფხაზნი და ოსნი ძირფესვიანად ითხრებიან საქართველოდან!!!

1992 წელი, 3 დეკემბერი.

გენერალ გია გულუას ვურჩევთ, რომ გვარდია მისი ხაზი არ არის (არც ბედისწერის ხაზზე ვურჩევთ!!!), საკუთარი სპეციალობით კი დიდი გამართლება აქვს. ის გვარდიის სიიდან უნდა ამოიშალოს, გია პოლიციას ეკუთვნის.
სრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე.
პრეზიდენტი ბრწყინვალედ მოქმედებს, მაგრამ აფხაზეთს მაინც ომით დავიბრუნებთ.
რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დადებითია საქართველოსთვის. აქ ამერიკაა ჩარეული. რუსებს უჭირთ უკვე ჩრდილოეთში. ომი ძლიერი ტემპით ღვივდება, ვერც ჩააქრობენ.
ჩეჩნეთის პრეზიდენტს სურს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. იგი თავს წააგებს.
აფხაზეთის საკითხი კი სწრაფად წყდება. ომები მთავრდება. იწყება დიდი ეკონომიკური ომი!!!
ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს დიდი ჩავარდნა ელის, გაკოტრება. საშინელი პერიოდი მოდის.
იარაღი შემოდის დიდი რაოდენობით. სრულდება წინასწარმეტყველება!
მოდის სხვა ძალა ­ მესამე ძალა. დიდი შიდა ომი მოდის.
შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება. “მხედრიონი” იშლება.
პარლამენტი დაიძაბება. პარლამენტში უკვე უჭირთ კიტოვანს და იოსელიანსაც. ასეთია ბედისწერა.
აფხაზეთი – ომი შეწყდება. მთავრდება სრულიად საქართველოს გამარჯვებით.

1992 წელი, 8 დეკემბერი.

კლინტონისა და პრეზიდენტის შეხვედრა – მსოფლიო უნდა გადარჩეს! მუსლიმთა ძლიერება და ერთსულოვნება შეარყევს საქრისტიანოს. მსოფლიო იწვის მაგიურ ველში.
მსოფლიოში არსებული ყველა მუსლიმური ქვეყნის მეთაურები შეიკრიბებიან. იწყებენ მოქმედებას. სექტემბერსა და ოქტომბერში ამერიკა და ევროპა აფორიაქდება.
მოდის დაძაბულობებისა და ომების წლები. საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება, იმიტომ, რომ აქ იქმნება აზიის ქვეყნების რეგიონალური საელჩო. ამავე დროს ძლიერია საქართველოს საზღვრებიც.

1992 წელი, 18 დეკემბერი, ღამის 3 საათი.

(ძლიერი ხედვებია, ძალიან შემაწუხა).

საქართველოს პატარა პერიოდით მძიმე დღეები ელის, მაგრამ მომავალში სრული სტაბილიზაცია იქნება.
იანვარი, თებერვალი – დიდი არეულობა, პარლამენტი ორად იყოფა. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კიტოვანი, იოსელიანი და პრეზიდენტი.
კიტოვანი გამსახურდიასკენ იყურება. ეს ამბავი გასკდება. კიტოვანს ისევ გადატრიალება და სამხედრო დიქტატურის დამყარება აქვს დაგეგმილი (პინოჩეტის მსგავსად, ჩილეში), მაგრამ ღმერთი აღარ წირავს საქართველოს.
მომავალში ორი პარტია დარჩება. პრეზიდენტია სათავეში, გვერდით ცხრა კაცი უზის, რომელნიც მართავენ საქართველოს.
ამერიკას მყარი და ხშირი კონტაქტი ექნება საქართველოსთან. იქმნება გენერალური შტაბი ცენტრალურ საზღვრებთან დაკავშირებით. ამერიკისა და ევროპის მოქმედება ამ სიტუაციებში ძლიერია. საზღვაო ფლოტიც ძლიერდება და პოლიციაც, იქმნება ახალი გვარდია. ჩამოდიან სპეციალისტები. საჰაერო ზონას იცავს უნიკალური რადარები, რომელთაც ამერიკა აძლევს საქართველოს (და ბევრ სხვა რამესაც). საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება ძლიერი, საიდუმლო სამხედრო იარაღი, ტექნიკა, რომელთაც პირიქით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთის ქვეყნების მხარეს. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. ეს გარემოებაც იცავს საქართველოს მუსლიმებისგან ­ შიში.
თურქი-მესხების საკითხი მწვავედ დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. საქართველომ ჭკუა ისწავლა. ისინი განლაგდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვათა შორის, დუდაევს აქვს გეგმა თურქი მესხების შესახლებისა ჩეჩნეთში. ისინიც ხომ მუსლიმები არიან?! ჩეჩნეთს საკუთარი პოლიტიკური მომენტი უჭირავს თურქი-მესხების მიმართ.
1993-1994 წლებში დუდაევი ომს გაუმართავს რუსეთს ­ ზურგში დანას ჩასცემენ. რუსეთი ღირსია!
კრემლი ისევ ორად იყოფა. მოდის ახალი მთავრობა. პრეზიდენტს მძიმე ოპერაცია ელის; შეიძლება სიკვდილსაც გადარჩეს.
ხაზბულატოვმა ჩეჩნეთში უნდა იმოღვაწეოს. ეს ასეა.
რუსეთმა რაც დათესა, იმას იმკის.

1993 წელი, 10 თებერვალი, საღამოს 9 საათი.

აჭარა: არავითარი სისხლი! ვხედავ, უბრალოდ, ასლან აბაშიძე ვერ უმკლავდება ოპოზიციას და შიდა უთანხმოებას.
საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები, ვხედავ, ეკონომიურ ურთიერთობაზე ხელს მოაწერენ. ვითომ სოხუმზე გამოლაშქრებით სურთ ხელი შეუშალონ ამ შეთანხმებას, მაგრამ მოდის ის დრო (ძალიან ახლოსაა), როცა ღმერთი სჯის აფხაზებს და ოსებს.

ოსებთან, ვხედავ, რუსის ჯარი დგას; რუსეთი განაგებს, ფაქტობრივად, იქაურობას და სამაჩაბლოში ომის დაწყება დაუშვებელია; იმიტომ, რომ პასუხი მათ უნდა აგონ ­ რუსებმა ­ კავკასიაში.
ჩეჩნებისა და ოსებისათვის კაი ხნის მანძილზე ჩაიკეტება კავკასიონი, ეს არის ბოლო ცდა ჩეჩნების, ოსებისა და ასევე რუსებისა.
რუსეთმა ორი ცეცხლოვანი წერტილი შექმნა საქართველოში და ხან ერთი ადგილზე დაანთებს ცეცხლს, ხან მეორეზე.
ვხედავ, თბილისში სწრაფი სტაბილიზაცია წავა.
გვარდიის ახალი ფორმირება. ვხედავ, ხალხი გაერთიანდება. სვანები ჩამოდიან. 25 რიცხვი! გამარჯვების დროშას ვხედავ.
ჩვენი ტელევიზია არაფრად ვარგა!!!
დღეს საქართველოს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავინ გაყიდის, ვერ უღალატებს. საქართველო ერთიანია! ამინ, ამინ, ამინ!!!
“კავკასიის სახლი” ეშაკის ბუდეა. დუდაევი უღალატებს ჩეჩნეთს. ვხედავ, ამ სახლის მამამთავართან უთანხმოება მოუვა. ისევ წამოყოფს თავს ოპოზიცია; რუსეთი, როგორც ყოველთვის, დირიჟორობს, მაგრამ დუდაევს ბრალს დასდებენ, ფაქტებით უმტკიცებენ.
რუსეთი ძალიან ღიზიანდება საქართველოს გასვლებით საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ ამერიკა ისევ გააფრთხილებს. კლინტონის ყურადღება მეტია, ვიდრე ბუშის იყო საქართველოს მიმართ.1993 წელი, 27 თებერვალი, საღამოს 8 საათი.პარლამენტი უფრო დაიძაბება. წერეთელი უხეში თამაშით დგება. დიდი ჩხუბი ირინე სარიშვილთან მოსდით. ნოდარ ნათაძე პრეზიდენტის მხარეს გადაიწევა. ბატონ პრეზიდენტს ნერვები უმტყუნებს, განაცხადებს, რომ ტოვებს პარლამენტს და საერთოდ საქართველოს. დატოვებს დარბაზს გაბრაზებული.
სიჩუმე სამარისებური.
ეს ცრუ ნათქვამი არ იყო, სიმართლეა და ამიტომ ყველას შეარყევს. თვალები აეხილებათ, მიხვდებიან, თუ რანი არიან პრეზიდენტის გარეშე და რა მოელით. იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან.
საოცრებას ვხედავ: მუშტი-კრივზე გადადიან. პრეზიდენტი ამ ქაოსში არ გაერევა.
მოკლედ, უსიტყვოდ უნდა გაყვეს პარლამენტი, თუ არადა მიდის. პრეზიდენტს თხოვენ დარჩენას. აქ მოიგებს ბატონი პრეზიდენტი. კიტოვანი და იოსელიანი ყველაფერს დათმობენ, რათა პრეზიდენტი არ დაკარგონ. ამიტომ ერთიანდებიან და მის ყველა მოთხოვნას მხარს აუბამენ.
ვხედავ სამხედრო დიქტატურის დამყარებას პრეზიდენტის მეთაურობით.
აბაშიძე უშუალოდ შეხვდება პრეზიდენტს. რუსეთი აჭარაში წააგებს.

1993 წელი, 22 მაისი, დღის 3 საათი.

საქართველოს დიდი სისხლი აცდება. აფხაზეთში ომი დამთავრდება ასი პროცენტით.
რუსეთი ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკაში ექს-პოლიტიკოსების დაბრუნებას, რათა პრეზიდენტი მოცელონ. ეს რუსეთის დიდ ინტერესებში შედის, ვინაიდან პრეზიდენტს ვერც ერთი პოლიტიკური სიტუაცია ვერ მოუგო. პირიქით პრეზიდენტი მსოფლიოს აჩვენებს, თუ რანი და რა საშიშნი არიან რუსები. რუსეთის გეგმა, რომ საქართველო გაენადგურებინა, საერთოდ ჩაიშალა.

* * *
ძალიან ბინძური თამაში მიდის. გამსახურდიას აუსრულდება ჩემი ნათქვამი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრეზიდენტი არ იყო: მუცლის არეს უფრთხილდეს!

1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი.
რუსები კიდევ განაგრძობენ დიდ ბინძურ თამაშს ქართველთა მიმართ, მაგრამ ვხედავ 3 მილიარდ დოლარს ­ კრედიტს ­ ვერ მიიღებენ, სანამ საქართველოს არ მოცილდებიან.
მსოფლიო იწვის შავ მაგიურ ველში. მუსლიმები ამოძრავდებიან. ამერიკას იმაზე დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, ვიდრე რუსებს გონიათ: ძლიერი სამხედრო ბაზების ჩამოყალიბება საქართველოს საზღვრებზე.
ამერიკელი სპეციალისტები ჩამოდიან. ორ ამერიკელ გენერალს ვხედავ, ქართულ არმიას დაეხმარებიან, ასწავლიან ყველაფერს.

1993 წელი, 24 ივლისი, დღის
12 სთ. 30 წუთი.

აფხაზეთი

კაპიტულაცია? ­ არ არსებობს! ჩემი საქართველო ერთიანია, მისი საზღვრები ღმერთისგან დაცულია და ვერავითარი ძალა ვერ დაშლის მას.

* * *
გაფრთხილება ამერიკას და ევროპას და საერთოდ, ქრისტიანულ ქვეყნებს: საქართველოს შემოსეული მუსლიმები ვერას დააკლებენ, იმიტომ, რომ ჩემი საქართველო ღვთისმშობლისა და ქრისტეს წილნაყარი ქვეყანაა!!! იგი მომავალში გაბრწყინებულია ღვთის სხივის შუქის ქვეშ და იცოდეთ ყველამ – შავი მაგიისა და სატანის შვილებო, რომ ვერას დააკლებთ, ვერ გაანადგურებთ მას! არ არსებობს ისეთი შავი ძალა, თუნდაც მთელი ქვეყნისა, რომ ეს შუქი ჩააქროს! ხოლო თქვენ კი, სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები, რომელნიც შორიდან გვივლით გვერდს საქართველოს, რუსეთი კი გულში გვაფურთხებს, თქვენ მიიღებთ უდიდეს დარტყმას მუსლიმებისგან და აგებთ პასუხს საქართველოს დღეს, მხოლოდ დღეს გაწირვისათვის!!!
ქუვეითისთვის კი არ უნდა გაერთიანებულიყავით მხოლოდ, არამედ საქართველოსთვის უფრო მეტად. შეცდომა დაუსჯელი არ დარჩება. რუსები შავი მაგიის ცეცხლში იწვიან. თვითონ იწვნევენ მუსლიმთა შემოსევას. რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასია გულში ჩაიხუტა და ჯვარს შეაფურთხა და ზუსტად აქედან მიიღებს პირველ დარტყმას.
მე ვიწინასწარმეტყველე მუსლიმ `მეფეთა~ შეხვედრა და გაერთიანება. დაიძაბება სექტემბერი და ოქტომბერი, არა საქართველოსათვის არამედ მთელი ქრისტიანული ქვეყნებისათვის!!!

* * *

აფხაზეთში საბოლოო დარტყმა იქნება. ქართული არმია დიდ შეტევას განახორციელებს, მიაყენებს რუსთა და აფხაზთა შენაერთებს უდიდეს დარტყმას, გაგლეჯს ფრონტის ხაზს და მიადგება სოჭის საზღვარს!
ვხედავ მომღიმარ და ცრემლიან ქართველებს საზღვარზე, მთის წვერზე კი საქართველოს დროშა ფრიალებს!
ეს ყოველგვარი ბრძანების გარეშე მოხდება, იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი ძალა ამ შეტევის შესაჩერებლად; იმიტომ, რომ ეს ღმერთისგანაა ნაკარნახევი და გამარჯვებაც ღვთისგანაა მოცემული!
დღეს პარლამენტში დაჭამენ ერთმანეთს, მაგრამ ეს საკითხი სრულებით არ მაინტერესებს. ეს ყველაფერი ბლეფია, დროის გაწელვაა და მეტი არაფერი.
ვხედავ 25 რიცხვს ­ გამარჯვების დღეს.
პრეზიდენტმა იცის პარლამენტის წინააღმდეგობა აფხაზეთის პროექტის მიმართ, რასაც მიესალმება გულში და ესაა მთავარი გეგმა, ხოლო რუსებთან კი თამაშობს (და ბრწყინვალედაც). ისე ჩანს, რომ პრეზიდენტი მომხრეა ამ პროექტისა, მაგრამ რა ქნას, რომ საქართველო, გამწარებული ხალხი არ ღებულობს პროექტს? ამას ხედავს გაერო, ნატო და უგებენ პრეზიდენტს.

1993 წელი, 25 ივლისი, დღის 1 საათი.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ომი წააგო. აფხაზნი მოწყვიტა საქართველოს მიწას, მოთხარა სამუდამოდ. მისი პროექტი მისაღებია საქართველოსთვის; საქართველო არაფერს წააგებს, ვხედავ. დე-ფაქტო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ დათანხმდება, რაც თვითონ ძალიან აწყობს, რათა ამით გაერო და ნატო მოიშოროს, მაგრამ ცდება: მის პროექტს მივიღებთ. ვხედავ, არავითარი სისხლისღვრა არ მოყვება ამას ქართველთა შორის (რისი იმედიც აქვს!!!), არავითარი დივერსიები. პირიქით, უკეთესი ხდება: ერი, მთელი საქართველო გაერთიანდება.
ვხედავ, საქართველოს საზღვრები იკეტება. ეს შარშანდელი წინასწარმეტყველებები (1992 წლისა) სრულდება. საქართველოში ჩიტიც ვერ შემოფრინდება. რუსეთმა მწარედ წააგო!!! სრულდება 1993 წლის 10 თებერვლის ხედვა: რუსეთი და საქართველო ხელს მოაწერენ. მომავალში საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება. დღეს კი გვიჭირს, მაგრამ ყველაზე რთული მომენტი მოვიგეთ.
პრეზიდენტის სიკვდილი, მართალია, ბევრს სურს, მაგრამ ვერ მოესწრებიან, ერთი ბეწვიც კი არ ჩამოუვარდება, ყველა დივერსია მის წინააღმდეგ ჩაშლილია. იგი დიდი ენერგიის ქვეშ იმყოფება და ვიცავთ. ეს ენერგია კი გაურღვევია. ღმერთს ნებავს ასე!!!
უკრაინა დიდი მეგობარი გახდება საქართველოსი. მათაც იმედი აქვთ პრეზიდენტისა და დადგება დრო, როცა პრეზიდენტი უკრაინას რუსეთთან დიდ პოლიტიკურ ომს მოაგებინებს, ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოიყვანს.
ვხედავ ელცინისა და ხაზბულატოვის შეჯახებას ისევ. ელცინი მანამ არ მოისვენებს, სანამ ხაზბულატოვს არ მოაშორებს. ხაზბულატოვი ძალიან ბევრს იღებს თავზე.
კრემლი ისევ ორად გაიყოფა, ვხედავ.
საქართველო კი ნელ-ნელა იწმინდება ღმერთის დახმარებით. ვერავინ და არავითარი ძალა ვერ გადათელავს ჩვენ სამშობლოს!
იცით, როგორ დაცვას ვხედავ საქართველოს ირგვლივ?
ცხრა ანგელოზი დგას, განლაგება ასეთია:
აფხაზეთის მხარეს სამი ხმალამოღებული ანგელოზი დგას, სამი ხატით;
ჩრდილოეთის კარიბჭეს იცავს ორი ანგელოზი, ხმალამოღებული, ორი ხატით;
აჭარას – ერთი ანგელოზი, ცხენზე ამხედრებული, ხმალამოღებული, ერთი ხატით;
სამეგრელოს – ორი ანგელოზი, თეთრი ბაირაღებით ხელში და ორი ჯვრითა;
თბილისს კი ერთი ანგელოზი, ცეცხლოვანი შოლტით. ეს ღვთის ენერგიაა და ვაი მას, ვინც მიეკარება!
განა ასეთი წრედის გარღვევა ძალუძთ რაიმე ძალებს? არ არსებობს!

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

ავტონომია არ არსებობს – ტყუილი ლაპარაკია, საქართველო ერთიანია. სრულდება წინასწარმეტყველება: იკეტება საქართველოს საზღვრები, სიწყნარე და სიმშვიდეა ჩემ საქართველოში, ვხედავ.
დიდი ცვლილებები სექტემბერსა და ოქტომბერში მთავრობის ხაზით. სრულდება ყველაფერი, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.

1993 წელი, 6 აგვისტო, დილის 9 საათი, კოჯორი.

“ქართულ სარწმუნოებას დღეს დიდად უჭირს!” – ასეთი რამ დავინახე 1987 წელს და ვთქვი კიდეც: “ერი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს!” ვხედავდი, ვაზი ­ სიმბოლო საქართველოსი, იკაფებოდა. მერე კი ვიხილე ქვიშასავით გამრავლებული და აღმოცენებული მრავალი ბავშვი ქართველი, გამრავლება ქართველთა, დაბადება ერისა, გაბრწყინებული ქართული ეკლესია და ვიხილე მისი დაბადება და მთელი საქართველო იყო გაბრწყინებული ღვთის სხივის ქვეშ!
მომავალში ვხედავ ქართულ ეკლესიას განდიდებულს და გაბრწყინებულს! ვწინასწარმეტყველებ, ქართველნო, თქვენთვის და აი რას ვხედავ: ყველა იმ ხატს, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და განისვენებენ საბერძნეთსა და ისრაელში, ეკლესიასაც კი (ჯვრის მონასტერი) ჩამოასვენებენ საქართველოში, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ადგილსამყოფელს. დღეს შეიძლება არ დაიჯეროთ ამ წინასწარმეტყველებებისა, მაგრამ იგი აღსრულდება ღვთის ნებით.
ვხედავ, ჩვენი პატრიარქის – ილია II-ის ჩუმი ნატვრა და ოცნებაა ეს. ტყუილად არ ჩასახვია უნეტარესს ეს ფიქრები, იცოდეს, იგი ღვთისგანაა ნაკარნახევი!
ქრისტიანობის საღი, პატარა მარცვალი – ძვირფასი (!!!) მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოშია დამარხული და ელოდება დროს, რათა აღმოცენდეს მთელის ბრწყინვალებითა და გადარჩება საქრისტიანო!
ამიტომ არსებობს გამოთქმა, რომ საქართველო ღვთისმშობლის, ქრისტესა და ღმერთის წილნაყარი ქვეყანაა.
დღეს შავი, სატანური ძალები მოქმედებენ, ადამიანთა სულებს აშავებენ და მახეებს უგებენ მორწმუნეთ. ბევრმა შეურაცხყო ეკლესია, დაკარგა ადამიანური სახე, მაგრამ ამაში მე ვხედავ საქართველოს გაწმენდას სატანისეულისაგან, რომელნიც დღეს მოდებულნი არიან მთელ მსოფლიოს.
ამ წუთში ხუთი ანგელოზი მიზის – ორი მელაპარაკება, სამი ჩუმადაა. მეუბნებიან: მომავალში სვეტიცხოველსა და ჯვარზე ერთდროულად და თბილისში, სიონში გადაიხადონ პარაკლისი ქრისტესა და ღვთის სადიდებლად. იკვრება სამკუთხედი და უზარმაზარი ენერგია იხსნება საქართველოს თავზე. ფესვი ჯვარია და ურჯულო ვერას დააკლებს საქართველოს!!!
ორმოცი ბერი ორმოც დღეს ილოცებს. მათი ლოცვა მოედება მსოფლიოს – მთელს საქრისტიანოს.
დღეს კი უჭირს ქართულ ეკლესიას; შიგნით დიდი ვაჭრობა და უმსგავსობა სუფევს. ყველაფერს `ლამაზად~ აკეთებენ, მაგრამ ღვთის რისხვა (როგორც წყალობა) უსაზღვროა და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: საეკლესიო ხაზინიდან მთელი თანხა მოხმარდება ეკლესიების აღდგენას და აშენებას, საეკლესიო მიწები მდიდარი მოსავლებით აივსება, მართლმორწმუნენი სუფთავდებიან, ერი იკვრება ჯვრის მსგავსად, ბევრი მოინანიებს და გადარჩება საქართველო!!!
მსოფლიოში არსებული ქრისტიანული ეკლესიები საზღვარგარეთისა მყარ კონტაქტში შემოვლენ ქართულ ეკლესიასთან. მალე მოვა ამბავი, ღვთისმშობლის ხატი იღიმის და საოცარ შუქს გამოსცემსო. ეს არს პასუხი ღვთისა საქართველოსთვის. რომი – ვატიკანი – მუხლს მოიდრეკს ქართული ეკლესიის წინაშე. პაპი ჩამოვა საქართველოში.
დღეს კი ვხედავ, ქართული ეკლესიის საგანძურს უნდა მოუფრთხილდნენ – გაძარცვას უპირებენ. ხედვაში კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ორ შავგვრემან ბერს ვხედავ. მათი ასეთი ცოდვა დიდად დაისჯება ღვთისგან. ეს ამბავი ააწრიალებს საქართველოს, მაგრამ ყველა ცდა რაღაც პერიოდით უკვალოდ ჩაივლის; მხოლოდ ღვთის ნებით, გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდება საეკლესიო განძი თავის ადგილსამყოფელს. დიდება უფალს! ეკლესიები დასუფთავდება, საკუთარი შრომით გამდიდრდება. მოდის ქართული ეკლესიის განდიდებისა და სიწმიდის პერიოდი.
ჩვენი უწმიდესი აღზრდის `გიორგის~ პატრიარქად საქართველოსი. ამას ღმერთი აგონებს. მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე აწერია. ძალზედ ხნოვანი გარდაიცვლება და ავა მისი სული ზეციურ საქართველოში განათლებული. თავისი აღზრდილით ძალიან კმაყოფილი იქნება და მოსვენებული. ამით იგი ააცდენს ქართულ ეკლესიას ურცხვ ვაჭრობასა და ავანტიურებს. დიდება უფალს! ამინ! ამინ! ამინ!!!
მიჭირს ხედვა და წერა ერთდროულად. მომეც ძალა, უფალო ღმერთო, რათა ავაცილო უბედურება საქართველოს, ავაცილო ცრუწინასწარმეტყველთა ენერგია, რათა გადარჩნენ ადამიანთა სულები!!!

ძალიან მიყვარხარ, ჩემო საქართველოვ! შენი ცუდიც და შენი კარგიც მიყვარს, ამიტომ ვერ გტოვებ!
მე ჩემ მისიას, ღმერთო, პირნათლად ვასრულებ, ყოველგვარი ანგარების გარეშე; თუმცა ბევრი ცდილობს ჩემ გაყვანას საქართველოს გარეთ!!!
ყოველთვის მახსოვს, უფალო, სიტყვები:
“წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა საკუთარი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა; არ მოუხდენიათ იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო!!!”
იესო.
“მათეს სახარება”.

ებრაელებმა სოლომონის ვარსკვლავში ჯვარი ჩასვეს და მაჩუქეს! რა არის ეს?
დიდება ღმერთს!
დიდება უფალს!
დიდება ქრისტეს!
დიდება ყველას და ყველას!

1993 წელი, 10 აგვისტო, 11 საათი, კოჯორი.

აფხაზეთის საზღვრები იკეტება. რუსები იძულებულნი შეიქნებიან, საქართველოს საზღვრები ცნონ ყოველგვარი შანტაჟის გარეშე (რაც მათ დიდ ინტერესებში შევა) და დაიცვან იგი. საბოლოოდ მიხვდებიან, რომ პრეზიდენტის ასე აგდება და ირონია არ არგებთ მათ; მალე მიხვდებიან, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან თამაშით. რუსებს მსოფლიოს წინაშე აეხდებათ ნიღაბი. მომავალში, ვხედავ, მათ არავინ ენდობა.

სასომხეთი – სომხები!
არც ერთ შემთხვევაში ისინი სანდონი არ არიან! საქართველოს, ყოველთვის ვამბობდი, ღალატობენ და კიდევ უღალატებენ; ვამბობდი, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება საზღვრებზე. საქართველოს მიმართ, ვხედავ, რომ პროექტები აქვთ შედგენილი, რომლებიც საზღვრებს შეეხება. დაიწყებენ აზერბაიჯანით და ვითომ აპირებენ დამთავრებას საქართველოთი.
მომავალში ყარაბაღის ომი არ დამთავრდება. ამ ომს მუსლიმების ომი მოუსწრებს კიდევ. კონფლიქტები საზღვრებთან დაკავშირებით მინც იქნება. მაგრამ სომხები დროზე მოვლენ გონს; უფრო იმიტომ, რომ გაეროსა და ნატოს ჩარევა საქართველოსთვის დაცვითი სახეა. საზღვრები ყურადღების ცენტრშია და ეს ხელს უშლის სომხებს საქართველოს მიწების მიტაცებაში.
შური, სიბოროტე! სომხები ვერ აიტანენ ამერიკისა და ევროპის ასეთ ყურადღებას საქართველოს მიმართ, მაგრამ მათი ყველა ცდა ჩაფუშულია. ბევრი, მრავალი სომეხი დატოვებს საქართველოს. მათთან კონტაქტი საქართველოს მყარი არ ექნება (ძალიანაც კარგი!), ხოლო აზერბაიჯანი ბევრ შემთხვევაში საქართველოს გვერდში ამოუდგება, მათ შორის, ეკონომიკის ხაზითაც. აქ რუსებს კი არ მოეფერებიან სომხებივით, არამედ თანამშრომლობას დაიწყებენ ბევრ მნიშვნელოვან დარგში საქართველოსთან.
მალე სომხები ზრახვებს გამოამჟღავნებენ: საზღვრები, მიწები საქართველოსგან! მაგრამ დანთებულ ძლიერ ცეცხლს წყალს რომ გადაასხამენ, ისე სწრაფად ჩაქრება ყველაფერი.
ვხედავ, რომ სომხები მწარედ წააგებენ!
ამ საკითხზე აღარ მსურს წინასწარმეტყველება!
ქართული ეკლესიის განდიდებას მათი უწმიდესი ვერ აიტანს, შეიძლება ინფარქტიც მიიღოს.
სასომხეთი შურისა და ბოროტების ჭაობია.
ღმერთო, დაგვიფარე!

1993 წელი, 11 აგვისტო, ღამის 12 საათი, კოჯორი.

ამერიკელი დიპლომატის სიკვდილი რუსების ჩაწყობილია. რითი გაანადგურონ საქართველო, როგორი სახის ტერორი ჯობია, დღე და ღამეს ათევენ ამაზე ფიქრში. ეს შემთხვევა საქართველოს ვერ ავნებს. ამერიკამ და ევროპამ იციან საქართველოს ფასი. რუსების ყოველგვარი მოქმედება ჩაფუშულია. ამერიკა უფრო იაქტიურებს საქართველოში, დააჩქარებს ყოველგვარ დახმარებას (რაც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს).
ამერიკას, ვხედავ, დიდი იმედი აქვს პრეზიდენტისა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის, რუსებს (და საერთოდაც) როგორ ეთამაშოს “შახმატი” და მიუძღვნას “მატი!!!”
ძალიან დიდი ინფორმაციის ნაკადი გამეხსნა. ვერ ვასწრებ წერას.…
რუსებს ეშინიათ პრეზიდენტისა.
დე-ფაქტო პრეზიდენტი სოხუმში ვერ შევა, ვხედავ!!!
გაერო აფხაზთა მხრიდან ბევრ დარღვევას აღნიშნავს.
ახალი ჯაბა იოსელიანი ფეხს არ მოიცვლის სოხუმიდან.
ჯარები გავლენ? მე კი ვხედავ, რომ არ გავლენ.
ვხედავ სამხედროებს პოლიციის ფორმაში.
აფხაზთა შენაერთები იშლება. ყველა მიხვდება, რომ საქართველოსგან გამოყოფა სისულელეა! ყველა გარბის!
შავ ზღვაზე საქართველო ძლიერია მომავალში; ამერიკა გვეხმარება. სიურპრიზები რუსებს!

1993 წელი, 12 აგვისტო, დილის 10 საათი, კოჯორი.

ვითარება ძალიან დაიძაბება, ვხედავ. ოსთა და ინგუშთა (და ჩეჩენეთშიც) შორის დიდი ომები, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დიდი შეჯახება. იანვარი და თებერვალი ძალიან დაიძაბება, მაისიც, და “კავკასიის სახლი” დაიშლება. რუსებს აღარ აწყობთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჭირდებოდათ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ეს “კავკასიის სახლი” უკვე, ვხედავ, რუსეთს ძალიან ააფორიაქებს, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ მოიმართება.
კავკასიონი იკეტება საქართველოსა და ოსებს შორის.
რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, სრულდება. სამაჩაბლოში ქართველი ლტოლვილები ქართულ მიწაზე ბრუნდებიან – ყველა, ერთიც არ დააკლდება! ასე ნებავს ღმერთს.
აფხაზეთში საკუთარ კერას დაუბრუნდება უკლებლივ ყველა. სიცოცხლე ჩქეფს. ქართველნი მშობლიურ კუთხეს უბრუნდებიან.
იწყება საქართველოს აყვავებისა და ძლიერების პერიოდი.

1993 წელი, 25 სექტემბერი, ღამის 12 საათი.

პრეზიდენტი ორ ომს მოიგებს!!!
აფხაზეთი ­ კიდევ ვიმეორებ ასჯერ ნახულს და ნაწინასწარმეტყველებს: არავითარი მოლაპარაკება, ბრძოლით გავალთ ფსოუმდე. მთავრდება სრულიად საქართველოს გამარჯვებით.
მაგრამ რჩება სამეგრელო. სამი კვირის წინ დავინახე, დიდი `კოლბა~ ­ სისხლით სავსე, გასკდა და მოეფინა დასავლეთს. შეტაკებები მაინც იქნება. ასრულდება ჩემი ადრე ნახული წინასწარმეტყველება. `როცა საქართველოს ჯარები შემობრუნდებიან ფსოუდან, გადაუვლიან მთელ სამეგრელოს, ანუ ქობალიას ბანდებს~.
მოდის დრო, როცა, ვხედავ, ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება ბევრის სახელი.

1993 წელი, 26 სექტემბერი, საღამოს 7 საათი.

“ესენგე”-რუსეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიის ქვეყანაა, რასაც არ დათმობს. ბალტიისპირეთი იყო თამაში, რითაც მსოფლიოს დაანახეს თავიანთი ვითომ დემოკრატიული სახე, საქართველოს კი არ დათმობენ.
ყველა ემზადება მთავრობაში და დათანხმდებიან “ესენგეში” შესვლაზე. ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა – ფაქტობრივად ხომ რუსის ჯარს ვეომებით?! როგორც კი შევალთ “ესენგეში”, იმავე საათში ომიც შეწყდება.
სხვათაშორის, ვხედავ, ამერიკაც მოიწონებს ქართველთა ამ ნაბიჯს.
ისე “ესენგე” დროებითია, მაინც დაიშლება.
მთელი რუსეთი სისხლის ტბაში იბანავებს, იმდენად ცოდვიანები არიან.
საქართველო კი ამ ეტაპზე უნდა დაისაჯოს, თორემ ერთიან საქართველოს ვერავინ მოგვერეოდა.
ქართველებს ისე მოუვიდათ, “თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო”.

საღამოს 10 საათი.

საშინელი შავი ველია გახსნილი საქართველოს თავზე. ეს შავი ჯაჭვი უნდა გაწყდეს და დაიმსხვრეს, თორემ სამოქალაქო ომი, ძმათა კვლა გაანადგურებს საქართველოს!!!
ომი აფხაზეთში მთავრდება ქართველთა გამარჯვებით!
აფხაზეთში სხვათა და სხვათა გამყიდველობამ საქართველო დაღუპვის კარამდე მიიყვანა, მაგრამ ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ შარშან: “ძალიანაც რომ უნდოდეთ, დღეს საქართველოს ვერავინ გაყიდის და უღალატებს. საქართველო მარტოა დღეს ­ ღმერთის ანაბარა!”
სოხუმი არ დაეცემა! უთანასწორო ბრძოლაში ქართველები გაიმარჯვებენ. საქართველო დაემსგავსება ვიეტნამს, მაგრამ რუსეთში იგივე განმეორდება.
რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს; არ შეარყევს საქართველოს. რუსეთი იმაზე მეტ სიკვდილს მოიმკის, ვიდრე საქართველოში დათესა.
პრეზიდენტს მოფიქრებული აქვს ყველა სვლა. მან იცის, რომ ეს ვირთხები მალე ­ ორ დღეში დაჭამენ ერთმანეთს და ამით იგებს. მთელი საქართველო გვერდში ამოუდგება.
“ესენგესთან” მხოლოდ ეკონომიკური ხელშეკრულება და არა პოლიტიკური.
ღმერთო, რა მოხდება, რომ 29-30 სექტემბერს დაიწყოს რუსეთ-უკრაინის ომი?! უკრაინა უკვე მომწიფებული და მომზადებულია ომისათვის, მოსკოვი კი დასუსტებულია. ახლა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.
არნახული ენერგიით ვმოძრაობთ კოსმიურ ველში. საქართველო იბრძვის და მართლაც “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!~”
კომუნისტური ბეტონი იშლება და ნათდება ქართული ეკლესია (ხილვა 1987 წლისა). საქართველო დამოუკიდებელია!
რუსეთის მთავრობაში ერთმანეთს დაერევიან. ვხსნით ამ რგოლს. ეშმაკნი დაესხნენ ერთმანეთს თავს. დაე, ჯარი იქით დაჭირდეთ! დაჭირდებათ კიდეც. ღმერთი სჯით.
რუსეთის პრეზიდენტი გონზე მოვა. დიდი საშიშროება ელის რუსეთს, ამიტომ იგი იძულებული შეიქმნება, პრეზიდენტის მხარეს გადაიხაროს, რომლის ჭკუა-გონება მსოფლიოს ჭირდება. მსოფლიოს ქვეყნებისთვის უკვე ნათელი ხდება, რომ რუსეთი გვეომება და ჩადიან ისეთ სისასტიკეს, რაც ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ და რომელიც არ უნდა აპატიონ.

დრო! დრო! დრო!

1993 წელი, 27 სექტემბერი.

სიტუაციები ყოველ წუთს უნდა შეიცვალოს, აუცილებლად პრეზიდენტის სასარგებლოდ. სოხუმი არ დაეცემა!
უეცრად მოდის ამბავი, შინაგანმა ჯარებმა კოდორი გაარღვიეს და ქართული ჯარი სოხუმში შევიდაო. ვხედავ იმ ტანკებს, რომლებსაც დიდი ხანია ველოდები. ეს შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს.
სოხუმის დაცემა არ არსებობს!
როგორც ყოველთვის, მარტო დავრჩი. ყველას შეერყა რწმენა, ხელს მიშლიან ჩემი ძალიან ახლობლები. ეს ყოველთვის ასეა, პირველად არ ხდება.
საოცარ ხასიათზე ვარ. სოხუმის ირგვლივ ღვთის რკალი შეიკრა (ახლა პირველს აკლია ოცდახუთი წუთი), რკალი უფრო და უფრო დიდდება, უზარმაზარი ენერგია მოქმედებს, ესე იგი, მტერი უკან დაიხევს!
ვხედავ, მძიმე ტექნიკა შედის, შინაგანი ძალებიც შედიან. პრეზიდენტის მოქმედებამ და ნებისყოფამ ყველა მოტეხა. ხალხი, საქართველო ერთიანდება.

* * *
იწყება განხეთქილება. პრეზიდენტი სწორად ფიქრობს. არ შეიძლება, რომ მისმა ასეთმა გაწირვამ ხალხი არ გამოაფხიზლოს და ეს მოხდება კიდეც.
დრო, დრო, დრო!
ღმერთი ხედავს, მაგრამ გვიან სჯის. მოჩქარეს მოუგვიანდესო. დრო არ არსებობს.
პრეზიდენტი მსოფლიოს დააჩოქებს საქართველოს წინაშე.

1993 წელი, 28 დეკემბერი, დილის 9 საათი.

საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, ძლიერდება. რუსეთი ისეთი დიდი `მეგობარი~ გახდება საქართველოსი, რომ ყველას დიდად გაუკვირდება, მაგრამ ყველაფერს ღმერთი აკეთებინებთ.

1994 წლის ჩანაწერები


1994 წელი, 4 იანვარი, დილის 9 საათი.

დრო არ ვიცით!!!

მოდის ის პერიოდი, ვხედავ, როდესაც ადამიანები საერთოდ ვერ გაუგებენ ერთმანეთს. იწყებენ ერთმანეთის განადგურებას.
რუსეთს, როგორც ერთ-ერთ ქვეყანას “ესენგესი”, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტის მთავრობა აღარ აწყობთ, ეშინიათ! საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობიან და მისგან ყველაფერს მოელიან.

ფიქრობენ, რომ წლის მეორე ნახევარში აიძულონ გადადგეს; რა თქმა უნდა, ლამაზად, ღიმილ-ღიმილში და მოფერებით.ეს გამოიწვევს დიდ პოლიტიკურ დაძაბულობებს ქვეყანაში, მაგრამ რუსები წააგებენ.
საქართველოს პრეზიდენტს დიდი მისია აკისრია, მან უნდა დაშალოს “ესენგეც!!!”
იწყება, ვხედავ: რუსეთი გვიბრუნებს ყველაფერს, რისი წართმევაც სურდა საქართველოსთვის.
სრულდება წინასწარმეტყველება. აფხაზეთ-სამაჩაბლოში ხალხი თავიანთ სახლ-კარს უბრუნდება. სიცოცხლე ჩქეფს, საქართველო ერთიანია!

1994 წელი, 6 იანვარი, დილის 7 საათი.

გამსახურდია მოკლეს!
როცა პირადად გავაფრთხილე, მუცლის არეს უფრთხილდი, სიკვდილი გაწერია-მეთქი, მან თქვა, რომ მე კრემლის აგენტი ვარ და ვაშინებ, რათა პრეზიდენტი არ გახდეს და პოლიტიკას თავი გაანებოს!
ნეტავი, ახლა რას იტყოდა?!
გამსახურდია პატრიოტი იყო და არა პოლიტიკოსი, იმიტომაც ვერ უშველა საქართველოს, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ასეთია ნება ღვთისა!!!
მომავალში მოხდება გამსახურდიას ჩამოსვენება თბილისში. `სად დაკრძალონ და საერთოდ, რომ ჩამოასვენონ, რა მოხდება საქართველოში? გამოსვლები? ხალხი აღსდგება?~ ­ დიდ საფიქრალშია მთავრობა ჩავარდნილი. მაგრამ არაფერი მოხდება. ხალხი მხოლოდ პატივს მიაგებს მას.
სად დასაფლავდება? ეკლესიაში? ილია II იბრძოლებს…
საბოლოოდ ზვიად გამსახურდიას დაასაფლავებენ მამამისის გვერდით, ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე. მომავალში იქ ეკლესიას ააშენებენ ზვიადის მომხრეები. ამას ვერავინ დაუშლის.

***

საქართველოს ოთხმოცი პროცენტი ჩაკვდება. ეს იქნება ხალხის გარდაქმნა. აქ, ვხედავ, იბადება ქართველი ერი და იგი ერთიანდება.
დიდი ბინძური თამაში წავა. ვინც გვერდზე ედგა გამსახურდიას ჩეჩნეთში, ისინი კარგავენ ადამიანურ სახეს. ბევრ რამეს გამსახურდიას გადააბრალებენ, ტელევიზიით ილაპარაკებენ. ეს კაცი ­ გამსახურდია, განწირული იყო იმისთვის, რათა ყველას ეღალატა. ამ დროს მტერსაც კი შეეცოდება. ბოლომდე ერთგული რჩება უბრალო ხალხი. ეს მასა კი დიდ სიმპატიებს იმსახურებს.
ყველაფერს ზვიადს გადააბრალებენ, ისეთ ფაქტებს მოიყვანენ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, რომ, ბოდიში და, გული აგერევათ. მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გადააბრალონ? აბა საკუთარ თავს ხომ არ დაისჯიან?
ო, რა შავი ტალღა გადაუვლის საქართველოს! უმადურები! სატანები!..
და მერე დაწყნარდება ყველაფერი.
პრეზიდენტის ჰუმანურობას და ადამიანურობას ამ დროს არ ექნება საზღვარი. იგი გამსახურდიას, თქვენ წარმოიდგენთ, რომ არ შეეხება და საბოლოოდ იმსახურებს მომავალში საქართველოს სიყვარულს. იგი მართლაც უდიდესი დიპლომატია! მე დიდ პატივს ვცემ ამ პიროვნებას. რასაც იგი აკეთებს (ბრწყინვალედ ვხედავ), აღფრთოვანებაში მოვყავარ.
დუდაევს გამსახურდიას გამოყენება სურდა ჩრდილოეთ კავკასიაში. საერთოდ, ეს ყეყეჩი, ძველი რუსული არმიის გენერალი ბრმა იარაღია პოლიტიკოსთა ხელში და ბოლომდე აზრზე არ არის. ჰოდა, აუსრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ახლა დუდაევის, ჩეჩენ-ინგუშთა და ოსთა ჯერი დადგა. საკუთარ სახლებში იწვნევენ რუსების ავანტიურებს და შანტაჟებს. ვნახავ ერთი, როგორი ვაჟკაცები არიან ჩეჩნები და რას გახდება `კავკასიის სახლი~ – კონფედერაცია კავკასიის ხალხისა! სისხლის ტბაში აბანავებს მას რუსეთი.
ბოროტება არავის შერჩენია, არც დუდაევს შერჩება. ვაჟა ფშაველას `სტუმარ-მასპინძელი~ ­ ეს სხვა დრო იყო.
შეცდა გამსახურდია. ღმერთმა აცხონოს მისი სული!

ჩეჩნეთში აირევა სიტუაციები. დუდაევი კონტაქტს ეძებს საქართველოს პრეზიდენტთან. გამსახურდია ხელს უშლიდა უკვე. იმედი იმისა, რომ გამსახურდია გაიმარჯვებდა და დაბრუნდებოდა საქართველოში, სამუდამოდ გაქრა. საქართველო კი ძალზე მნიშვნელოვანი ბაზაა მთელ კავკასიაში. მხოლოდ ასე მოუგებდნენ რუსებს. დამარცხების შემდეგ მათ გამსახურდია აღარ აწყობდათ და მოკლეს!
ამიტომ, რაც ვიწინასწარმეტყველე 1993 წელს, ყველაფერი ასრულდება.

1994 წელი, 11 თებერვალი, საღამოს 8 საათი.

იწყება საზღვარგარეთული ფირმების შემოსვლა საქართველოში – დიდი პროექტებით შემოსვლა. კუპონი ქრება, ჩნდება ქართული ვალუტა, ფული, ბანკები. ამ პროგრამაზე იმუშავებენ ამერიკაში, როცა პრეზიდენტი შეხვდება კლინტონს. ამერიკა ისევ დაგვეხმარება. ფაქტობრივად, სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.
თუ უფრო წინ გავიხედები, ვხედავ ძალიან დიდი ცვლილებებს, ანუ მოდის ის მესამე ძალა, რომლის აღწერის სურვილი ახლა სრულებით არა მაქვს.
ჯერ ის ვრცელი პროგრამა, რაც ვიწინასწარმეტყველე, უნდა ასრულდეს ბოლომდე, მერე მაქვს უფლება, გავიდე წინ.

რაც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს:

აფხაზეთი და სამაჩაბლო – დიდი გამარჯვება.
საზღვრები იკეტება სრულიად საქართველოსი.
ყველა თავის ადგილზე დადგება (მთავრობას რაც შეეხება: ორი პარტია, ცხრა კაცი სათავეში).
რუსეთ-უკრაინის ომი.
მუსლიმთა შეერთება.
“ესენგეს” დაშლა.
“კავკასიის სახლის” დაშლა; ომები ჩრდილოეთ კავკასიაში.
მუსლიმები და ისრაელი.
საქართველოს პრეზიდენტს ჩარევენ ირან-ისრაელის პოლიტიკაში.
`ესენგეს~ მუსლიმები და რუსეთი.
რუსეთის ნგრევა.

1994 წელი, 19 მარტი, საღამოს 9 საათი.

მოდის მესამე ძალა, ძლიერი პიროვნება, განსაკუთრებით ძლიერია მეცნიერული ხაზით, იცის, კოსმიური ენერგიების ძალა, რას ნიშნავს (!!!), რა არის წინასწარმეტყველება!!!
მოდის პერიოდი, როცა ასეთი ძალების დახმარებით ქვეყნები უნდა გადარჩნენ. სხვანაირად არც იქნება. მას დავითის ვარსკვლავი დანათის. ეს ნიშნავს დავითის სიბრძნეს. იგი დიდ პატივს სცემს მას. ეს ახალი პარტიაა, რომელიც ჩამოყალიბდება მომავალში. ამ პარტიაში ბევრი მეცნიერი იქნება გაერთიანებული. ჩამოყალიბდება ერთიანი ჭკვიანი გონი, რომელიც დაეუფლება უზარმაზარ ენერგიას.
დრო?
ყველა ტელევიზია, რადიო ერთი პერიოდი ამ პარტიაზე ილაპარაკებს. ისინი მოედებიან საზღვარგარეთს, დიდი სიმპატიებს იმსახურებენ, ნელ-ნელა მოიკრებენ ძალას და ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე იკავებენ პირველ ადგილს მთავრობაში.
მისი სახელი ისევ “გიორგია”. უკვე გიორგი III. საინტერესოა არა? ანუ “გიორგი ბრწყინვალე” (თვალების სისუსტე, სათვალეებს ვხედავ, ოპერაცია გაუკეთდა მუცლის არეზე, გული სუსტია, ნერვოზული ფორმაც იხსნება, მაგრამ ჩვენი დაცვის წყალობით ყველანაირი რთული ფორმა აცდება ყველა სფეროში). იგი ბრწყინვალე გამომგონებელია, ძალზე ნიჭიერია, ოღონდ ყოველთვის განიცდის ენერგიის ნაკლებობას. ეს საშიშია.
ორი ბავშვი ყავს ­ გოგონა და ბიჭი.
…და მოდის “მეცნიერთა პარტია”. ტვინი საქართველოსი იწყებს სუნთქვას და აზროვნებას, გაყინული ტვინი იწყებს ლღობას და იბადება ახალი, ერთიანი საქართველო. არავინ არ უშვებს შეცდომას. აქ ჩვენი ენერგიის როლი უმნიშვნელოვანესია. ეს თვითონაც იცის და ამით მოიგებს კიდეც.
დღეს ეს წინასწარმეტყველება უცხო და ბუნდოვანია ყველასთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობაა.

1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი.

ხედვაში თეთრი ჯვარია საქართველოს თავზე. დგება წლები სიძლიერისა და გამრავლების! საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება. დღევანდელ (1994 წლის) პოლიტიკურ მოღვაწეთაგან არც ერთს არ ვხედავ მთავრობის ხაზით მომავალში. ისინი ერთი ხელის მოსმით ქრებიან თითქოს. “მართლაც საშინელი პერიოდი გადაიტანა საქართველომ!” ­ ასე ვიტყვით მომავალში.

შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში.
იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი აინტერესებს და არა სხვები.
იმას, რასაც ვხედავთ, რომ მოხდება მსოფლიოში, საქართველო მართლაც გადარჩება – გადარჩება განადგურებას.
მომავალში ზოგიერთი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება საქართველოში, მაგალითად, სახელი `აფხაზი~; ასეთივე წაშლის ფორმა დაემუქრება ჩეჩნეთსაც (დუდაევს გასახურდიას ბედი ელის).
მეცნიერული ხაზით საქართველო ძლიერდება და რუსების მიერ დახშული კარები იღება. ქართული მეცნიერული იდეები გააოცებს მსოფლიოს ისევე, როგორც ჩემი წინასწარმეტყველებები. ჩვენც კი გაგვიკვირდება, თუ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, ფენომენი გვყოლია ყველა დარგში. ეს რეალობაა. ჭადრაკში, მაგალითად, მომავალი დედოფალი ჯერ პატარაა. საქართველოს განადიდებს წლების განმავლობაში პატარა ნინო.
ფეხბურთში ახალი გუნდი იქმნება ისევ. მოდის ახალი ძალა – მსოფლიოს გააკვირვებენ. ხელოვნებასა და გამოგონებაზე აღარ ვლაპარაკობ.
ზამთრის ოლიმპიადები ბაკურიანში.
შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება, წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები, ევროპელები. ყველა ჩაერთვება.
შევიმუშავებთ ჩაის ახალ ტექნოლოგიას, ანუ “კოლხეთის მედეას”. ბალახებს, ანუ ჩაის, რომელსაც სრული მოწონება და აღიარება ელის, თვით ჩინეთი და ინდოეთი შეისყიდიან, რადგან ეს საკვირველი ბალახი იზრდება მხოლოდ კოლხეთში.
ქართველები დაიწყებენ წარსულის, ძველი ისტორიის ამოქექვას, დაინტერესდებიან, რას და როგორ მოქმედებდნენ მეფენი, ანუ როგორი იყო მათი პოლიტიკა, დაიწყებენ წარსულის ეკონომიკის შესწავლას, გაარკვევენ, სად მოდიოდა მდიდარი მარცვლეული, სად რა ხარობდა უკეთესად და ყველაფერს თავის ადგილზე დააწყობენ. სხვა ქვეყნის კაკალი, კარტოფილი, სტაფილო ან ყურძენი არ ხარობს საქართველოს მიწაზე არც ერთ შემთხვევაში!!! ასეთმა შემოტანამ გაანადგურა ძვირფასი ნერგები და მარცვლეულობანი. ამიტომ მოგვაქვს და მოვაშენებთ წარსულის ნერგებს, ვთესავთ ნათესებს და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. საქართველოს მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით.
ვაზი – მშვენება ქართველთა და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში.
მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი სამიწათმოქმედო ადგილი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი. მესხეთ–ჯავახეთი გულია საქართველოსი მომავალში.
შირაქის ველებზე უზარმაზარ პროგრამას განახორციელებენ და მთელ საქართველოს მოედება გლეხის – ქართველი კაცის ხელი და ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი არ დაჭირდება (ანუ პროდუქტი).
კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისევ მოეფინება ცხვრის ფარები, თანაც ისეთი რაოდენობით, როგორიც, მგონი, არც ერთ საუკუნეს არ ახსოვს. მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს.
და საიდან ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ყველაფერს სათავეში უდგანან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა. მაგალითად, მინისტრი სოფლის მეურნეობისა მეცნიერია მიწისა და სოფლისა და. ა.შ.
ასეთი “გამომგონებლებისა” და მეცნიერების წყალობით (განსაკუთრებით, ისტორიკოსებისა, რომლებიც წარსულისა და მომავალი საქართველოს დადებით მხარეებს აერთიანებენ) საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში.

1994 წელი, 24 აპრილი, დღის 4 საათი.

“გიორგი ბრწყინვალის” პრეზიდენტობის დროს მაფია მომძლავრებული იქნება საქართველოში. იგი ეკონომიკას და სხვა ყველაფერს იგდებს ხელში (აქ ძველი წრის წარმომადგენლებიც არიან, განდევნილნი ზვიადის დროს). ამ პერიოდში საქართველოს, ვხედავ, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ პრეზიდენტი დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს მათ და გაიმარჯვებს კიდეც.
იმ დროს არავინ არაფერს მოერიდება. პრეზიდენტი ბევრ რთულ მომენტს გაივლის, მაგრამ იგი მყარი, საოცრად ძლიერი ნებისყოფის კაცია, ამიტომ იმარჯვებს. განსაკუთრებით დიდი მიღწევები ექნება საზღვარგარეთ – შევარდნაძესაც გაუსწრებს.
ეს კაცი ძალიან მძიმე გზას გაივლის, ტერორებს აღმოფხვრის და ძალზედ ძლიერ ორ მაფიურ დაჯგუფებას გაანადგურებს.
მოკლედ საზიზღარი პერიოდი იქნება! და ასე გამეორდება!

1994 წელი, 5 მაისი, დილის 6 საათი.

ჩემი საქართველო კი ჩაკეტილია. ღვთის დაცვით რკალს ვერავითარი მიწიერი ძალები ვერ გაარღვევს. ეს იქნება უდიდესი სასწაული!!!
ვხედავ გადამწვარ მინდვრებს, მიწა იწვის, ყველგან სისხლია! მუსლიმთა დაუნდობელ ქმედებას არა აქვს საზღვარი. ადამიანი შეძრწუნდება. მე თვითონაც ძალიან მიჭირს ამის ყურება. გადაწვავენ და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი შეხვდებათ – ქრისტიანული კულტურის ძეგლებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველასა და ყველაფერს.
საქართველოს ირგვლივ კი იწმინდება და მშვიდდება ყველაფერი. უზარმაზარი ენერგიები იცავს საქართველოს.
რაც 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, ასრულდება და ყველა მიხვდებით, თუ რა ძვირფასი ინფორმაცია მივაწოდე ხალხს.
ამინ!

1994 წელი, 28 ივლისი, დილი 10 საათი.

ირაკლი წერეთელი: როგორც პოლიტიკოსი, სცენიდან ქრება, ანუ გააქრობენ. მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ. თუ ჭკუა აქვს, დროზე უნდა გავიდეს არენიდან. თუ არ გაფრთხილდება, დაიჭერენ არაპოლიტიკურზე.
რუსუდან ბერიძე: უმნიშვნელო ფიგურაა. ქრება, როგორც თოვლი.
კაკო ასათიანი: იგი პოლიტიკურ რისკზე არასდროს წავა. მისი რეიტინგი ნულს უტოლდება.
მოკლედ, დღეს საქართველოში ისეა, როგორც ანდაზაში: `უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო~. მაგრამ მოდიან ძაღლები და კატებს გადაჭამენ.

1994 წელი, 8 ივნისი, დილის 10 საათი.

არის კონტაქტი პრეზიდენტსა და გრაჩოვს შორის. ეს საქართველოსთვის სასიკეთო კია, მაგრამ საბოლოოდ არაფერს ნიშნავს.
გორბაჩოვს პატარა პერიოდი აქვს არენაზე გამოჩენისა.
საქართველოში იქნება ორი უზარმაზარი მაფია… დაჭამენ ერთმანეთს. მათი შეჯახება – ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. ამ ბრძოლებში (ე.ი. ტერორების დროს) ბევრნი ამოიხოცებიან. დღე არ გავა, რომ სიკვდილის ცნობამ არ გაიჟღეროს. ეშმაკნი ერთმანეთს დაერევიან!!! ღმერთი სჯის ურწმუნოთ, კრავის ტყავში გახვეულთ.
პრეზიდენტი ხელს შეუწყობს მათ დაპირისპირებაში, არ შეუშლის.
პრეზიდენტის ძალაუფლება სუსტია, ფაქტობრივად, იგი ვერ მართავს საქართველოს. მან იცის, თუ რომელ დროს უნდა დაუცადოს.
რკინის ხელი, დიქტატურა! სრულდება 1992 წლის წინასწარმეტყველება.
დრო?

1994 წელი, 4 ივლისი, დღის 2 საათი.

რუსეთი წავა დათმობებზე. ცდილობს, კავკასიაში სასწრაფოდ დაალაგოს ყველაფერი, რათა უკრაინას მიუბრუნდეს, ამიტომ კავკასიას მთლად გაასუფთავებს. საქართველოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე მოდის _ ყველაფერს დათმობს. აქ იგებს უდიდეს თამაშს საქართველო.

1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

აფხაზეთი? მაინც ომით ვიბრუნებთ! ვინ შევა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. რუსეთი უკვე საკმაოდ დასუსტებულია საიმისოდ, რომ შეძლოს გააკონტროლოს საკუთარი ტერიტორიაც კი.
ველოდები ასრულებებს. ახლა წინასწარმეტყველება გავს ანალიზებს, თუკი რამეს დავწერ.
გართულება შუქზეც და გაზზეც რუსეთის ნამოქმედარია – ბოლომდე სურთ საქართველოს დაცემა, მაგრამ თვითონ ისეთი ცეცხლი წაეკიდებათ მომავალში, რომ ნამდვილად მეცოდებიან.
ჩეჩნეთი – საწყისი სარწმუნოებრივი ომისა, როგორც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს. ერთი პერიოდი რუსეთი თითქოს ჩააქრობს ამ ომს, მაგრამ ვერაფერს მიაღწევს. კავკასიის ომი გრძელდება ყარაბაღის ომივით.
შევარდნაძე ამჯერად გავა(?!), თუმცა უკვე სუსტდება. მისი ვარსკვლავი მიდის მომავალში. ამიტომ, რაც ვიწინასწარმეტყველე, უნდა ასრულდეს.
ამერიკაში “რესპუბლიკელები” მოვლენ სათავეში. საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ამერიკა რეალურად გვეხმარება.
გავდივართ ნატოს ხაზით.
გაეროში აირევიან. ამერიკა – ნატოს ჯარები, იწყებენ მოქმედებას. აქ უშვებენ შეცდომებს პოლიტიკური ხაზით და ეს არის დასაწყისი მუსლიმური ომისა!!!
აფხაზნი – აფსუები, ვხედავ, მომავალში გადადიან თურქეთში; დაიწყება მასიური გასვლა საქართველოდან. ვინც გავიდა, უკან აღარ დაბრუნდება. ქართველები ისევ ქართველებად გადმოეწერებიან და აფსუები, როგორც ერი, აღარ იარსებებს მომავალში.
ოსები განლაგდებიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე; არ ექნებათ სურვილი მხოლოდ სამაჩაბლოში კი არა, არამედ საქართველოში დაბრუნებისა.
საქართველო ქართველებს და არა ურჯულოებს! ახალი პრეზიდენტი ნაციონალურ პროგრამას განახორციელებს. ქართველმა უნდა ამოისუნთქოს საკუთარ ქვეყანაში! ამას ისე ლამაზად გააკეთებს, რომ არავითარი გამოხმაურება არ მოყვება. ყველაფერი ქართულ და ინგლისურ (საერთაშორისო) ენაზე იქნება (რუსულის სწავლა ნებაყოფლობით), მიწები დაურიგდება ყველა ქართველს. გადმოეწერონ ქართველებად, ბატონო!
ეს მეცნიერი პრეზიდენტი დიდი პატრიოტია საკუთარი ქვეყნისა, რომელიც ხალხს დაავიწყებს წარსულის პატრიოტებს. იგი ძალზე ჭკვიანი და უშიშარია, ეყრდნობა საკუთარ ძალებს, ომს უცხადებს მაფიებს და მოთხრის მათ ძირფესვიანად!!!
ვხედავ, მომავალში იწყება საქართველოს ეკონომიკის აყვავების პერიოდი.

1995 წელი, 6 იანვარი, საღამო.

სრულდება, რაც აფხაზეთზე ვიწინასწარმეტყველე: შევდივართ სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში……ფსოუმდე!
ვიმეორებ: არავითარი ავტონომია! ეს სიტყვა საერთოდ არ იარსებებს საქართველოში. აფხაზეთი ნაწილია საქართველოსი, როგორც კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სხვა მხარეები. ამიტომ სრული თამაშია მინისტრთა კაბინეტი და აფხაზეთის უზენაესი საბჭო. ამ კრებულს (ზოგიერთების გამოკლებით) დიდი დარტყმა ელის ღმერთისაგან. ჯობდა, ხალხისაგან მიეღოთ ეს დარტყმა, ვინაიდან ხალხი უფრო დაინდობდა მათ.

ისინი ისე გაქრებიან აფხაზეთიდან, რომ მათ კვალსაც ვერ მიაგნებენ. ესენი არიან საქართველოს – აფხაზეთის გამყიდველები, რომელთაც არ დაუმტკიცდათ მოღალატეობა, ვინაიდან დრო არ იყო. მაგრამ ვხედავ, ახლო მომავალში ყველაფერზე აგებენ პასუხს. სოხუმის დაცემა მათი ორმაგი თამაშის ბრალია. შარტავას სიკვდილიც მათი ბრალია. ცოცხალი შარტავა მომავალში გახდებოდა მთელი აფხაზეთის თავი და მოღალატეებს მოსპობდა! მათ გამსახურდიასთან ურთიერთობაშიც ითამაშეს როლი, ამიტომ სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს – ცხვირში ამოდინდება ყველას საქართველოს ღალატი.
კიდევ ერთი დიდი პიროვნება გარდაიცვლება!..
საშინელი, სისხლიანი ცა! ცუდად გავხდი. სისხლია ირგვლივ. მსოფლიო დაიწვება, დაინგრევა მომავალში.

1995 წელი, 3 მარტი, დილის 9 საათი.

საქართველო მთლიანად დაკავდება აფხაზეთის საკითხით. დიდი ცვლილებები დაიწყება. დრო აღარ არსებობს. რუსებიც ჩიხში მოემწყვდევიან – ან ისე, ან ასე. არენაზე გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები და აქედან დაიწყება ცვლილებები უკეთესობისკენ.
საინტერესო ინფორმაცია მეხსნება: გამსახურდიას ოჯახი ჩამოვა საქართველოში. ეს პროცესი არ შეჩერდება, არც უნდა შეუშალოს ხელი არაფერმა.
კონსტანტინე! დაიმახსოვრეთ ეს სახელი. მომავალში იგი დიდ როლს თამაშობს საქართველოს პოლიტიკაში. მამისგან განსხვავებით, უფრო დიდ პოლიტიკურ სკოლას გაივლის. საქართველოს სასიკეთოდ, არავითარი შეცდომები! სხვათა შორის, იგი მე შემხვდება და ბოდიშს მომიხდის მამამისის სიტყვების გამო (კრემლის აგენტად რომ მომნათლა). კონსტანტინე თვალს ადევნებს ჩემ წინასწარმეტყველებებს, იცის, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა, ამიტომ, რაც მამამ ვერ ისარგებლა ჩვენი ენერგიებით, შვილი მისი ისარგებლებს საქართველოს სასიკეთოდ (ამიტომ არის, რომ ფეხს არ ვდგამ არსად საქართველოდან).
ეს წინასწარმეტყველება ბევრს გულს გაუხეთქავს, მაგრამ დაწყნარდით, დამშვიდდით: იგი მოდის არა შურის საძიებლად, არამედ საქართველოს ასაყვავებლად. არ არის ბოროტი პიროვნება. იგი თითოეულ ქართველს გაუფრთხილდება. იგი ყოველთვის დაეყრდნობა საკუთარ ძალებს, ჭკუაგონებას, არავისი რჩევა არ დაჭირდება, გარდა წინასწარმეტყველებისა (დრო არ ვიცით, როგორც ყოველთვის). იგი განათლებას მიიღებს საზღვარგარეთ, ძლიერი იქნება ეკონომიკის, ბიზნესის საკითხებში. დინჯი, აუღელვებელი, ნიჭიერი ბიჭია, არ უყვარს ჭორები, ვერ იტანს ქალების რჩევას. იგი უზარმაზარ ცხოვრებისეულ სკოლას გადის დღეს. უსაზღვროდ უყვარს საქართველო! ახასიათებს გულის სისუსტე, რაც მისი ავადმყოფობაა. ნათელი ჯვარი აქვს. იგი მოდის მაშინ, როცა საქართველოს გაუჭირდება.

* * *

იაპონია საქართველოსთან მყარ კონტაქტში შემოდის შავ ზღვაზე, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მაგრამ ვხედავ, იაპონელებს ჩვენი მთებიც დააინტერესებთ მომავალში, რადგან იქ არის საბადო, ისეთი ელექტრონული ველი, რომელიც კურნავს ადამიანებს. აქედან თითქოს შეიძლება მიწისძვრების დაფიქსირებაც. არის ასეთი წერტილი კავკასიონის გულში. მეტად საინტერესოა!!!

1995 წელი, 9 მარტი, დღის 2 საათი.

ვხედავ ამხედრებულ მეომრებს კავკასიონის გაყოლებაზე. ეს განსაკუთრებით სვანეთის აფხაზეთია. რკინის აბჯრები აცვიათ, ფარები აქვთ აფარებული და ხმლებს ურტყამენ. ეს წინასაომარი სიმღერაა. ეს უკვე არ არის ხუმრობა, ვხედავ.
თითქოს გაიღვიძა სულმა მეფე გიორგისა, მეფე თამარისა, მეფე ვახტანგ გორგასალისა. ეს უკვე კოსმიური ბრძოლებია, უკვე დადებითი ენერგიები იკვრება საქართველოს თავზე. საზღვრები უნდა შეიკრას, საქართველო უნდა ჩაიკეტოს, იმიტომ, რომ ძალიან მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი მოხვდება ცეცხლოვან ბურთში – მუსლიმთა დაპირისპირება!!! გაიგეთ! გაიგეთ! გაიგეთ! მაგრამ ყველანი დაყრუვდით, ყველანი დაბრმავდით, ესე იგი, რაც გაწერიათ, ვერ გაექცევით, იმიტომ, რომ ჩვენ ყურს არ გვიგდებთ დღეს.

* * *

ვხედავ, რომ პრეზიდენტი და ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შეეჯახებიან (ვითომ?), მაგრამ მოხდება ისე, რომ მართლა შეეჯახებიან, არ დაინდობენ ერთმანეთს.
დიდი სისხლი, ტერორები! ასე ადვილი არ არის ჯაბა იოსელიანის მოშორება. ირგვლივ სისხლის ტბაა. თითქოს სამკუთხედი უნდა შეერთდეს.
ეს არ მოხდება.
იმიტომ, რომ სხვა ძალები მოდიან ­ “გიორგი ბრწყინვალე”. იწყება ახალი პერიოდი.
რუსები ისევ საქართველოს წინააღმდეგ მოიმართებიან – ისევ ბინძური გეგმები აქვთ, მაგრამ დიდი კატასტროფა ელით, ვხედავ. რუცკოი, ხაზბულატოვი და მათი “კამანდა” ისევ წამოიწევს. ტერორები გრძელდება.
ელცინსა და პრეზიდენტს შორის დიდი უთანხმოება იქნება, იმიტომ, რომ ელცინი პრეზიდენტს მაგრად მოატყუებს. ის გეგმები, რაც ბატონ პრეზიდენტს აქვს დაწყობილი, არ გამართლდება. ეს დიდი კრახია საქართველოსთვის, მაგრამ ნურას უკაცრავად! ოთხი წელია, ვყვირი: ომით გავალთ, ომით! და ასეც მოხდება.
ჩემ ხედვებს და წინასწარმეტყველებებს არ აფასებენ ჩემ სამშობლოში, ერთმაც კი არ ამოიღო ხმა ამ ფენომენზე, პირიქით, რაღაც სისულელეებს მპასუხობენ. პოლიტიკოსები თითქოს არ მეთანხმებიან და როცა სრულდება წინასწარმეტყველება, ვითომც აქ არაფერი. გლობებს კი უსმენენ, ვიღაც შავ ძალებს აძლევენ გზებს, უსმენენ ვიღაცის ცრუ ნათქვამებს სიამოვნებით, ჭეშმარიტებაზე კი თვალებს ხუჭავენ. მოვა დრო, როცა ჰაერივით დაჭირდებათ ჩემი წინასწარმეტყველება და აი მაშინ ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. “გენიოსები” არიან და თვითონ გადაწყვიტონ პრობლემები.
საქართველოს პრეზიდენტის, ამერიკისა და გერმანიის ურთიერთობები რუსეთს არ გამორჩება და დიდად განაწყენდებიან პრეზიდენტზე. ეს არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის. რუსებს ყოველთვის მზაკვრული გეგმები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გინდ კარგად იყავი მათთან და გინდ ცუდად.
კავკასიონი კი ვხედავ, იწვის, იწვის ჩეჩენ-ინგუშეთი, ოსეთი, დაღესტანი და კიდევ სხვები. რუსები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვერ მოზომავენ. თითქოს ვითომ ომს აქრობენ კავკასიონზე, ღმერთი კი პირიქით აუსრულებს. ერთი პერიოდი რუსეთი დიდ შეცდომებს დაუშვებს აფხაზეთის საკითხებში – გამოუწორებელ შეცდომებს. ზუსტად აქ წააგებენ. მოკლედ, ისე აირევიან, რომ მამა შვილს ვერ იცნობს.
კავკასიონიდან კი, ვხედავ, ეშვებიან რკინის აბჯარასხმული ქართველი მეომრები საბრძოლო სიმღერით:
`თამარის დროშა ფრიალებს კავკასიონის წვერზედა,
ქართველთ ლაშქარი შეიკრა სამშობლოს დაძახილზედა.
მივდივართ, მიგვიჩქარია, რით ხართ კარგები ჩვენზედა?!
გუგუნებს კავკასიონი. არ შეგეშინდეთ, არადა!
ლაშარის ჯვარი მოგვყვება, ჯვრის მონასტერის ნათება,
სვეტიცხოველი ფარია, მახვილი – თვითონ განგება!!!

1995 წელი, 26 ივნისი, დილის11 საათი.

* * *

საქართველო კი სუფთავდება, მაგრამ ეს თამაშია, რადგან არ სუფთავდება იქიდან, საიდანაც უნდა დაეწყოთ – სათავიდან! მიყვებიან ქვემოდან უფრო ქვემოთ.
ბუდეში (ასე დავარქვათ ფოთს) ყველა და ყველაფერი გასუფთავებულია ფოთში! იქ ძალზე ძლიერი მაფიაა ჩამოყალიბებული, რომელთაც დირიჟორობენ ძლიერნი ამა ქვეყნისა! ვითომ? სწორედ აქედან იწყება ტერორები და მკვლელობებიც. დატაცებულია ყველაფერი, საოცარი დარღვევებია, ამ საქმეების გარჩევას, ალბათ, ხუთი წელი დაჭირდება.
`მხედრიონს~ მომავალში აღარ ვხედავ.
გიორგაძეს (КГБ) მოხსნიან. დიდი აყალმაყალისა და ბრძოლის შემდეგ მის ადგილზე მოდის ავთო იოსელიანი. მაგრამ წამოვა მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც უნდა დაინიშნიოს. იოსელიანის კანდიდატურა რეალური იქნება ვითომ, მაგრამ ბოლო მომენტში პრეზიდენტი არ გადაწყვეტს მის სასარგებლოდ.
მოხსნიან ბევრს – არ ვასახელებთ.
ჯერ დაასუფთავონ პოლიცია, სამინისტროები, საიდანაც მოდის ყველაფერი. ის ოპერაციები, რომელთაც ატარებს სამინისტრო, კომუნისტების დროს რომ საჩვენებელი ნაკვეთები ჰქონდათ, ზუსტად იმას გავს. პრეზიდენტმა კი იცის, როგორც უნდა მოიქცეს, მაგრამ არ უნდა, რომ ოპოზიციაში ვინმე ჩაიყენოს.

1995 წელი, 11 აგვისტო.

შევარდნაძე პრეზიდენტია!
ამერიკას და ევროპას არ აწყობთ საქართველოს პრეზიდენტის პენსიაზე გასვლა, ამიტომ მხარს უჭერენ ყველანაირად (აქ დიდი პოლიტიკური თამაში მიდის), რუსეთს კი არ აწყობს პრეზიდენტის მთავრობა, იმიტომ, რომ მან ამერიკა და ევროპა ჩაახედა კავკასიაში (ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე). ერთი სიტყვით, შედეგი მაინც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.
რუსეთში დაიწყება დიდი არეულობა. იგი წელში გადატყდება, ამ ეტაპზე საქართველოს სასარგებლოდ. დაიწყება აფხაზეთის გასუფთავება. ბოლოსდაბოლოს, რუსეთი მიხვდება, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა.
რუსეთში თავს მოიყრიან შავი, რეაქციული ძალები. ისინი მოდიან თითქოსდა სათავეში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, წააგებენ. რუსეთი (და არა კრემლი), ვხედავ, მომავალში ორად გაიყოფა. ორი ძალა – თეთრი და შავი, შეებრძოლება ერთმანეთს.
გრაჩოვის მაგივრად მოდის მაღალი ტანის გენერალი, დიდი კომუნისტი, განაწყენებული და დაჩაგრული გენერალი, მაგრამ `гадкий утёнок превратиться в Лебедья!
ჩერნომირდინი – ეს არის უარყოფა. მისი მოსვლა რუსეთს გაანადგურებს. მე მას მომავალში არ ვხედავ. არენაზე ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან. ძველები ყველანი კომუნისტები არიან, ამიტომ მათი გონება კომუნისტური იდეებისგან თავისუფალი არ არის.
წინა პლანზე მაინც შუმეიკოა. დიდ როლს ითამაშებს კავკასიის პოლიტიკაში.
ახლაც ვხედავ, მომავალში კავკასიის ომი ღვივდება. კავკასიის ხალხები, ანუ მუსლიმები მზად არიან, ჩეჩნეთს მხარი აუბან და ჩაერთონ ბრძოლებში. მაგრამ ვხედავ მათ ასეთ მოლაპარაკებას: ჯობს, ჯერ სანამ რუსეთს ძალა აქვს, ჩეჩნეთზე დაიხარჯოს, რათა არ გაანადგუროს სხვებიც. როცა დასუსტდება რუსეთი, მაშინ იწყება ნამდვილი კავკასიის ომები (საქართველოს გარეშე). მაგრამ დუდაევი და საერთოდ, კავკასიის მუსლიმები დაამთავრებენ ისე, როგორც დაამთავრა გამსახურდიამ და მისმა პოლიტიკამ საქართველოში.
აფხაზეთის მხარე – ეს არის ტერორისტების თავშესაფარი. ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ და ეხლა მოდიან აზრზე. თუ რუსეთის ერთი ნაწილი თვალს ხუჭავს აფხაზეთზე, რათა ელცინი მოაშორონ, ვხედავ მომავალში, რომ რუსები მაინც შეასრულებენ იმ პროგრამას, რასაც დღეს ხელს უშლიან აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ – გვიბრუნებენ აფხაზეთს. ოპოზიციამ თუ პოზიციამ იციან, რომ თუ საქართველოს საზღვრები არ იქნება ჩაკეტილი, ჩრდილოეთ კავკასია დაკარგულია რუსეთისათვის; არა მხოლოდ ჩეჩნეთი, არამედ მთელი კავკასია.
ოსები თბილი დამოკიდებულებით დგებიან ქართველთა მიმართ, მაგრამ არ უნდა ვენდოთ! ძალიან გაუჭირდება ამ დროს ოსეთს, ვინაიდან იგი გარიყული და რუსების მონა-მორჩილი ერია და კავკასიის მთიელნი, ანუ მუსლიმები არ დაინდობენ. ინგუშთა ვითომ შემრიგებლური ფორმა ძალიან საშიშია ოსებისათვის. ინგუშები და ოსები ისევ შეეჯახებიან ერთმანეთს.
გაფრთხილება სასომხეთს: სხვის მიწებს იტაცებენ და მომავალში თვითონ აღიგვებიან მიწის პირისაგან. სასომხეთი, როგორც სომეხი, არ იარსებებს – მუსლიმები გაანადგურებენ!!! ატომური სადგურის გაშვებას არ ვურჩევთ, რადგან ცეცხლში გახვეულს ვხედავ მომავალში სასომხეთს.
აზერბაიჯანი კი ნელ-ნელა იკრებს ღონეს. მუსლიმური სამყარო დიდი დახმარებით უდგება და მათ სისასტიკეს სასომხეთში საზღვარი არა აქვს!
მართლა საოცარი ის არის, რომ საქართველოს საზღვრებს ვერავინ გადმოლახავს, პირიქით, ლაპარაკი იქნება ქართულ მიწებზე – კახი, ნუხი, საინგილო და ირანის ჩარევით საქართველო მომავალში იბრუნებს საკუთარ მიწებს!
ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ, რასაც ვამბობ, ასრულდება!

1995 წელი, 8 სექტემბერი, 5 საათი.

დრო არ ვიცი, მაგრამ კიდევ პატარა ტერორისტულ აქტს ვხედავ. ისევ გადარჩებიან. 15 რიცხვი, 25 რიცხვი… არაფერი გამოუვათ. პრეზიდენტს სასიკვდილო დარტყმა აცდება, მაგრამ მომავალში, ესე იგი 1998-1999 წლებში ისევ მოუწყობენ ტერორს, როგორც 1995 წლის 29 აგვისტოს, მაგრამ გადარჩება, გადარჩება ისევ სასწაულებრივად.
დღეს ამ ტერორში ჩართულნი არიან გიორგაძე, `მხედრიონი~…
ასეთ სურათს ვხედავ: სურთ, რომ ესროლონ. ვხედავ, სნაიპერივით ზის სახურავზე დაქირავებული მკვლელი. ეს მაღალი, შავგვრემანი პიროვნებაა, შრამი აქვს ლოყაზე, მეომარია (არ არის გამორიცხული, იყოს ჩეჩენი ან თუნდაც, დაქირავებული რუსი). პარლამენტში ბოლივით ავარდება რაღაც, თითქოს უნდა შეიქმნას ისეთი სახე, რომელიც დივერსიას გავს. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი ენერგიით ვკეტავთ და შეხება გამორიცხულია.
შევარდნაძის ოჯახის წევრებზეც აქვთ გადაწყვეტილი ნადირობა, რათა აქედან იმოქმედონ მასზე. არაფერი გამოუვათ!
ტერორი, რომელსაც ვხედავ შემდგომ წლებში, გამოწვეული იქნება მუსლიმებისგან. საქართველო ამ დროს ძლიერია უკვე!

1995 წელი, 9 სექტემბერი, დილის 10 საათი.

მომავალში რთული პერიოდი ექნება საქართველოს. სტაბილიზაციასა და წესრიგის დამყარებას დრო უნდა. ეს კარგად იცის პრეზიდენტმა და ბოლომდე უკანმოუხედავად გადის ფონს. წარსულს ჩაბარდებიან ძველი პოლიტიკოსები.
პრეზიდენტი უფრო მუსლიმებს დაეყრდნობა, ვხედავ, მომავალში: ირანი, თურქეთი, შუა აზია, არაბეთი, ეგვიპტე. საქართველოს “აბრეშუმის გზაზე” ისევ გაიწელება ქარავანი, აღდგება ძველი გზები – ურთიერთობები გასული საუკუნეებისა. თბილისში და მთელ საქართველოში ნელ-ნელა შემოვა აზიური სიმდიდრე. ამინ! ამინ! ამინ!
არაბებს ნავთობი აქვთ, საქართველო კი გზაჯვარედინის შუა წერტილია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. ბევრი სახელმწიფო იქნება დამოკიდებული მომავალში საქართველოზე.
აფხაზეთიდან აჭარამდე საქართველოს ძლიერი კომერციული წერტილები განლაგდება. ეს იქნება, მე ვიტყოდი, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.
ფოთში მოიყრის თავს ყველაფერი. ცენტრალური ნავსადგური საქართველოში იქნება ფოთში და არა აფხაზეთში, არა აჭარაში.
მომავალში, ვხედავ, რუსეთის კონტაქტი აწყობს საქართველოს.
მოდის ახალი ხალხი, ძველი პარტიები არც ერთი არ იარსებებს, არც ერთი!

1995 წელი, 8 ოქტომბერი, დილის 9 საათი.

საქართველო სუფთავდება იმ მომავალი მთავრობისთვის, რომელიც ვიწინასწარმეტყველე (“გიორგი ბრწყინვალე”).
პარტიები დაიშლება. რჩება, როგორც 1992 წელს ვთქვი, ორი პარტია და ცხრა კაცი, რომელნიც მართავენ საქართველოს. არცერთი მინისტრი (ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი) არ დარჩება თავის ადგილზე, ყველა მოიხსნება.
ყალიბდება ახალი პარლამენტი, რომელიც საერთოდ არა გავს წარსულს. ძველ დეპუტატებს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი დროებითია.
საერთოდ, ამ მთავრობას პატარა პერიოდი დარჩა მართველობისა. ახალი ხალხი, მეცნიერები, თუ გნებავთ, უცხოპლანეტელები, მაგრამ არც ერთი ძველი წარმომადგენელი არ მოდის!
აფხაზეთი და სამაჩაბლო განუყოფელია საქართველოსგან! ეს ქართული მიწებია, იყო და იქნება!
წყეულები ამოიხოცებიან, აფსუები გარბიან; გარბიან ოსებიც. რუსეთი ამ საკითხს უცებ გადაწყვეტს საქართველოს სასარგებლოდ.
რუსეთში პოლიტიკური ცვლილებები არ ავნებს საქართველოს, ნუ გეშინიათ. რუსეთს საკუთარი თავი უჭირს.
კომუნისტები ვერ მოვლენ ხელისუფლების სათავეში.

1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

ვხედავ ნავთობის მილების გავლას საქართველოზე!!! რუსეთს ეს საკითხი არ მოასვენებს, ვერ მოინელებს. ამიტომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მათ დაცვაზე აუცილებლად. ტერორს თავად რუსები მოგვიწყობენ (ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ!). რუსეთის ასეთი ქმედებები მსოფლიოს გააკვირვებს.
საქართველოს ნავთობის გზა ყველაზე იაფი, მოგებიანი და მოკლეა ყველა გზასთან შედარებით. ამიტომ საქართველო გამოიყენებს თურქეთისა და ამერიკის, ევროპის მხარდაჭერას და უდიდესი დაცვითი ბადე შეიკვრება საქართველოზე. ეს გადაარჩენს ჩვენ სამშობლოს და მესამე მსოფლიო ომის დროს თურქეთი მართლა მკერდით დაიცავს საქართველოს.
თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ. მე დროს ვერ ვხედავ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ მომავალში ამერიკა, თურქეთი, ევროპა გვეხმარება ნავთობის მილების გაყვანასა თუ შეკეთებაში, მათ აშენებაში, უმაღლესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვაში, უნიკალური პროექტების დამუშავებაში. ამერიკა აჩუქებს საქართველოს ნავთობ თუ ბენზინმზიდ ტანკერებსაც.
რუსეთის შავი, რეაქციული ძალები ვერაფერს გახდებიან!
გაფრთხილებთ: სასომხეთის მხრიდანაც ნუ მოადუნებს საქართველო ყურადღებას!
რთულ პერიოდს გავივლით, მაგრამ რუსეთის შავ ძალებს მოვერევით.
კავკასიონი კი იწვის; იწვის ჩრდილოეთ კავკასია. მომავალი ომები, ომები!!!
აფხაზეთში ომი დამთავრდება, ჩრდილოეთ კავკასიაში – არა!!!
ისევ საქართველო! რუსეთი ასუფთავებს თავის ზურგს – სამხრეთ რუსეთს, ანუ ჩრდილოეთ კავკასიას და ამით პრობლემებს ხსნის ერთი, ოთხი, ხუთი (თუ არა მეტი) საუკუნით.
ისე, მადლობა რუსეთს, უღრმესი!

ღამის 12 საათი.
“ხედვა ზეციური”

თეთრ ღრუბლებში ანთებული თეთრი ჯვარი მოჩანს. სხივი ღვთისა კვეთს მათ და საოცარ სინათლეს გამოსცემს!!!
ჯვარი ზეცაში – საქართველოა, ღვთის სხივი კი საქართველოს საზღვრები.
იწმინდება საქართველო!
ილოცება საქართველო!
იბადება საქართველო!
გიხაროდეს, საქართველოვ!
ვაზი იცრემლება, მიწა ღვინით ლბება, ყველგან პური ტყდება, ყველგან სიცოცხლეა, ყველგან ცრემლებია – სიხარულის გმინვა, სიყვარულის წვიმა. საქართველო ჩემი უკვდავია, ერიც ძლიერია, ჯვარიც!!!
სადაც ამდენი ტაძარია, სადაც ამდენი ჯვარია, იქ არ არსებობს გადაშენება, იქ არ არსებობს სიკვდილი!
ერი იბადება!
ერი ძლიერია!
ჩემი საქართველო დღეს თუ მშიერია, იგი უკვდავია, მაინც ძლიერია, ღვთის სხივის ქვეშ განათებულია!
გაბრწყინებულია!
განდიდებულია!
დაიფარება, დაიფარება ქართველი – დიდი, პატარა, მოხუცი!
მე ვხედავ საქართველოს გაბრწყინებულს და გალაღებულს, თავისუფალს და გამარჯვებულს, მუხლმოუდრეკელს და განდიდებულს!
შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ჯვარი!
თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ტაძარი ღვთისა!!!
ეს ზღაპარია, ეს არ მოხდება!
ჩემი საქართველო მართლა უკვდავია!
ჩემი საქართველო ერთიანია!
ჩემი საქართველო თავისუფალია!!!

* * *
დასანანია, რომ დღეს ამ მომავალს მე ვხედავ მარტო.

დიალოგი კოსმოსთან _ ჩემ სახლთან, საიდანაც მე ვარ!

– მე მიყვარს ეს ადგილი, რომელსაც საქართველო ჰქვია!!!
_ ვიცით!!!
– მე იმაზე მეტ ენერგიას გავცემ, ვიდრე უფლება მაქვს!
– ვიცით!!!
– მე ჩემ ხასიათსაც ვუსვამ ხაზს: სიჯიუტეს, შეუპოვრობას.
– ვიცით!!!
– არაფერს მიშლით, პირიქით მიცავთ… და მერე როგორ ვლაპარაკობთ – არ ვჩერდებით, ვეხებით ყველას და ყველაფერს.
– არ გეშინია?
– სასაცილოა! ვისი უნდა გვეშინოდეს?
– ვიცით!!!
– ჰოდა, ხომ იცით? იცით! და ამიტანეთ, როგორც გინდათ!

ჩემსავით ენერგიებს ვერავინ არეგულირებს დედამიწაზე!
ეს ხუმრობა არაა. მიწიერნი ბოლომდე მაინც ვერ მიხვდებიან ამას. ჰოდა, ძალიანაც კარგი!

1995 წელი, 2 ნოემბერი, დილის 10 საათი.

“გიორგი ბრწყინვალის” მოღვაწეობის პერიოდი ხანგრძლივია. იგი არ გახლავთ იმათ შორის, ვინც დღეს – 1995 წლის 5 ნოემბერს, იყრიან კენჭს პრეზიდენტობაზე.
ასრულდება ყველა წინასწარმეტყველება, დაწერილი 1992 წლიდან დღემდე და მას შემდეგაც.
რაც შეეხება რუსეთს, ახალი პრეზიდენტი მოდის. იგი უფრო მეტს გაუკეთებს სასიკეთოს საქართველოს, ვიდრე ძველმა პრეზიდენტმა გაუკეთა, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევისა და შუღლის მეტი არაფერი მოუტანია. ღმერთმა არ მისცა რუსებს საშუალება, თორემ ჩეჩნეთზე უარეს დღეს დაგვაყრიდნენ!
მომავალში ისეთ რამეებს ვხედავ პოლიტიკაში, რომ კი გჯერათ წინასწარმეტყველებისა, მაგრამ ამას ვერ დაიჯერებთ.
ვუცდი ასრულებას საქართველოს ირგვლივ, მერე კი უფრო შორს გავიხედებით.

1995 წელი, 26 ნოემბერი, დღის 12 საათი.

ახალ პარლამენტში დიდი ბრძოლები წავა. სარიშვილის პარტია “ე.დ.პ”. დაუპირისპირდება “მოქალაქეთა კავშირს~, ანუ ჟვანიას. “ე.დ.პ”-ს აწყობს მისი კანდიდატურა. მათ ქულები და დიდი ნდობა უნდა მოიპოვონ საქართველოში, რათა წარმოჩინდნენ როგორც ერთადერთი პარტია და უფლება მოიპოვონ პრეზიდენტობაზე.
რასაც ვამბობ, ძალზე სერიოზულია.
ახალ პარლამენტს დიდი დარტყმა ელის. საშინელებაა!!!
წავა ბრძოლა თანამდებობებისთვის. აქ პრეზიდენტმა თუ არ იმოქმედა საკუთარი ძალებით, ერთდროულად ხუთი იგორ გიორგაძე დაუჯდება.
გიორგაძეს, სხვათა შორის, რუსეთი არ დაუბრუნებს. თუ გინდათ სიმართლე, მოსკოვშიც იმიტომ გავიდა თავისუფლად, რომ რუსეთიდან იყო ბრძანება (წინასწარმეტყველება 1992 წლისა და 1993 წლის 11 აგვისტოსი).

1995 წელი, 28 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ე.დ.პ. – სარიშვილის პარტიაში მოხდება განხეთქილება. მამუკა გიორგაძე დაუპირისპირდება ირინე სარიშვილს. ისინი იყოფიან ორ ბანაკად. წარსულში ასეთმა ეჭვმა კი გადაუარა მათ, მაგრამ ისევ ერთად ყოფნა ამჯობინეს მტრების არგასახარად. მაგრამ ეს ჭია ისე ღრღნის მათ ურთიერთობებს პოლიტიკურ სფეროში, რომ განხეთქილება გარდაუვალია. ასეთია ბედისწერა. ნელა-ნელა ყველა სიტუაცია გადმოინაცვლებს გიორგაძის მხარეს. იქნება ბევრი დარღვევები, ამიტომ სარიშვილი არ დათმობს პოზიციებს და დაიწყება ღია ბრძოლები.
რა თქმა უნდა, “მოქალაქეთა კავშირს” დიდად აწყობს “ე.დ.პ.-ის” დასუსტება, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო! ანალოგიური განხეთქილება “დაიწყება მოქალაქეთა კავშირშიც”. ჟვანიას ძირს გამოუთხრის მისივე მოადგილე აჭარის მხრიდან; უპირისპირდება ელდარ შენგელაიაც. იგი როგორც მომაგრდება პოლიტიკურ სფეროში ძლიერ სკამზე, დაიწყებს ბრძოლას, რათა ისევ სიმაღლეზე ავიდეს. აქ ფრთხილად უნდა გადადგას ნაბიჯები შენგელაიამ, რადგანაც წააგებს!!!
იქვე ერთ-ერთი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი ქმნის საკუთარ “კამანდას” – სხვათაშორის, ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფს. იგი მიხვდა, რომ თუ არ იმუშავებს, წააგებს და არავინ მიეხმარება. ასლან აბაშიძის პარტიასთან შედის კონტაქტში; აქედან მიაყენებს დარტყმას ჟვანიას – ძლიერ დარტყმას.
აჭარიდან ასლან აბაშიძე იწყებს მოქმედებას. ვხედავ, იგი შეეცდება, ძირი გაუმყაროს, “მოქალაქეთა კავშირს” , ხოლო ე.დ.პ.-მ, როგორც ერთ-ერთმა ძლიერმა პარტიამ საქართველოში, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პრეზიდენტის პოსტზე მომავალში. როცა ჟვანია და სარიშვილი ამას მიხვდებიან, მერე ერთიანდებიან. მანამდე კი ასლან აბაშიძე “ე.დ.პ”-ს ერთი პერიოდი გამოიყენებს.
ვხედავ, მომავალში თითქოს სარიშვილსაც აწყობს ასლან აბაშიძის პრეზიდენტობა, დაეთანხმება კიდეც, მაგრამ მერე სარიშვილი დასვამს კითხვას (და სწორიც არის): რატომ ასლან აბაშიძე და არა მათი – “ე.დ.პ”-ს რომელიმე წარმომადგენელი?
მოკლედ, მაგარი ქაოსი იქნება მომავალში. წარსულ პარლამენტში ახლანდელთან შედარებით, ანგელოზები იყვნენ!
პრეზიდენტი კი თავის საქმეს აკეთებს. სწორია, ჭკვიანნი დარჩებიან, სულელები წავლენ.
პრეზიდენტი აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. მომავალში, ჩვენი რჩევაა, თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი. თუ სხვისი რჩევით დადგება, წააგებს.

1995 წელი, 29 ნოემბერი, დღის12 საათი.

პოლიტიკა – ეს არის ჭაობი სიკეთისა და ბოროტებისა; უფრო ბოროტებისა.
ის კადრები, რომელთაც პრეზიდენტი დაასახელებს, დიდ მოწონებას არ დაიმსახურებენ (ამას მსუბუქ ფორმაში ვამბობ). ბაკურ გულუა დიდად არ ეპიტნავებათ, ასე რომ, გვერდზე გაწევენ. ასეთია ბედისწერა. მოულოდნელად ერთი პერიოდი მისი კარიერა ჩაქრება.
ავთო იოსელიანი: ჭკვიანია, თავისი საქმისა კარგად ესმის ყველაფერი. ერთი, რაშიც იგი სუსტია, ის არის, რომ თანამდებობისთვის, სკამისთვის არ იცის ბრძოლა; პოზიციებს ყოველთვის თმობს. კარგი თვისებაა, მაგრამ ასე არ შეიძლება. ეშმაკი იბრძვის, ხალხი კი ცოდოა. ვურჩევთ ავთო იოსელიანს, რომ ცოტა გაინძრეს. მის კანდიდატურას დაუპირისპირდებიან, მაგრამ ვერ მოერევიან. ავთო იოსელიანზე უკეთესი კანდიდატურა არ ყავთ. მომავალში, რაც არ უნდა მოხდეს, მინისტრად მაინც გავა ავთო იოსელიანი. პატარა ჩავარდნები აწერია, მაგრამ ეს არაფერია.

1995 წელი, 1 დეკემბერი, ღამის 9 საათი.

ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, დროებითია. ეს ბედისწერაა. რაც გვაწერია, ამ ეტაპზე გავდივართ. საქართველოს ირგვლივ არ არის ჯანსაღი სიტუაცია. ყველაფერი მომავალშია.

1995 წელი, 6 დეკემბერი, ღამის 12 საათი.

დრო არ არსებობს ჩემთვის.
ვიმეორებ: რაც დღეს ხდება საქართველოში, დროებითია.
პოლიტიკა – ეს არის უსასრულო ლაბირინთები, მაგრამ მე თავსაც ვხედავ და ბოლოსაც.
პრეზიდენტს რუსეთი ვერ მოუგებს. ვიმეორებ: მას თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება; იგი ისევ ძლიერ ენერგიებში ზის. ასე ნებავს ღმერთს! რამდენიმე დარტყმას კიდევ ავაცდენთ. მისი შემცვლელი არავინაა.
მომავალში რუსეთს, ვხედავ, საკუთარი თავი გაჭირვებია.
საქართველო გადარჩება!

1995 წელი, 7 დეკემბერი, დილის 11 საათი.

ჩემი ჯემალ ჯანაშია გენერლის წოდებას მიიღებს. დიდი სიმაღლე! წინ წავა! რა აიტანს გენერალს? ვაი!!!

1995 წელი, 11 დეკემბერი, საღამოს 7 საათი.

კოსმიურ ველში ენერგიები გადაიკეტა, გადაიკეტა ბოლომდე. მიწიერ ზონაში როდის გადაიკეტება, არ ვიცი. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.
არეული პერიოდია, საზიზღარი.
ყველაფერი დროებითია.

1996 წელი, 5 იანვარი.

საქართველოში ვხედავ დიდ მიწისძვრას.
მთაწმინდიდან ანძა გადმოვარდა! ამას ამ წუთში ვხედავ. ძლიერი ბიძგები იქნება თბილისის გარეთ, თბილისს არაფერს ავნებს.
დიდი წყალდიდობები.
აფხაზეთი, აჭარა – დიდ წყალს ვხედავ, რაც არასდროს ყოფილა.

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

რუსეთი შეშფოთდება, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები არ მოწონს. გამოიკვეთა საქართველოს პირველობა კავკასიაში. რუსეთს პირველობის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ის ძალა აღარ აქვს, რაც ქონდა და იძულებული იქნება, დათმოს პოზიციები კავკასიაში.
სასომხეთი სანდო არ არის. იგი, იცოდეთ, იგივე რუსეთია.
თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.
პრეზიდენტმა აირჩია ამერიკულ-დასავლური გზა საქართველოსთვის. ამიტომ საქართველო დიდ ძალას იკრებს მომავალში და ისეთ ადგილს დაიმკვიდრებს კავკასიაში, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, სურს თუ არა, ანგარიში გაუწიოს საქართველოს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია.
გაერთიანებული, ქუჩაში დარჩენილი პარტიები, ვხედავ, მომავალში ძალას არ წარმოადგენენ. არავითარი სერიოზული გამოსვლები, იმიტომ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. მოდის ახალი მთავრობა. დღევანდელ მთავრობას პატარა პერიოდი აქვს მმართველობისა. ასე ვიწინასწარმეტყველე ისრაელზეც და ასრულდა.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, მოწამლავენ – კუჭ-ნაწლავის დაშლა მომენტალურად. ამას გააკეთებს ექიმი – ცნობილი ექიმი. ჩვენ ენერგიას არ ვიძლევით, ამიტომ დაცვითი სახე არ არსებობს. ეს მომავალში მოხდება. დროს ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება ნავთობს: რუსეთმა, როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავისი “მომგებიანი სიტუაციები” ნავთობთან დაკავშირებით, საქართველო, ვხედავ, პირველი დაიწყებს ნავთობის გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის უდიდესი ინტერესია და მთელი ძალებით ჩაებმებიან ამ საქმეში.
საქართველოს პატარა პერიოდი დარჩა, მაგრამ ამ დროში იქნება უდიდესი ცვლილებები პოლიტიკური ხაზითაც.

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

ვხედავ მეომრებს – უზარმაზარ არმიას. ეს მუსლიმები არიან!
არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას ქრისტიანული ქვეყნები არ აფასებენ, ხელს არ უშლიან მათ გაერთიანებაში. ყველგან არიან დღეს დაპირისპირებულები მუსლიმები და ქრისტიანები.
მოდის ეს უზარმაზარი არმია და ირგვლივ ყველაფერი იწვის, ცეცხლი აქვს წაკიდებული ქალაქებსა და სოფლებს, ნახშირად აქცევენ ყველაფერს. ანგარიშს არაფერს გაუწევენ – არაფერს! საშინელებაა!
ამ დროს თითქოს კავკასიელ მუსლიმთა ძალა საშიშად ჩაითვლება, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს დიდი ძალა არ არის და არ ავნებს საქართველოს და უკვე რუსეთსაც მომავალში. იმიტომ, რომ რუსეთი ძლიერი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რომ საქართველოსთან კონტაქტი აუცილებელია, საჭიროა, ამით ზურგს გაიმაგრებს კავკასიაში, თუ არა – წააგებს! ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ პირველ ეტაპზე შანტაჟს კი მოუწყობს საქართველოს, რათა მან არ მართოს კავკასია, მაგრამ მერე ხვდებიან რეალობას და ხელს უწყობენ საქართველოს თავისდა სასარგებლოდ; მიხვდებიან, რომ მუსლიმების ნდობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში.
ქართული პოლიტიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდება; მუსლიმებთან კეთილი ურთიერთობა და სწორი დიპლომატიური გეზი გადაარჩენს, დიახ, გადაარჩენს საქართველოს!
საქართველოს საზღვრები იკეტება თითქოს არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო პოზიციებით, მაგრამ ნატოს ჩარევა ძლიერია სამხედრო ხაზით. რუსებიც მიხვდებიან და საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზა იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მომავალში.
ვხედავ, საქართველოში შეიქმნება სამხედრო შტაბი, სადაც ითათბირებენ გენერლები. ისინი სხვადასახვა ენაზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ესენი არიან ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომელნიც თათბირობენ აქ, ამ შტაბში. საქართველო ცენტრია, ვხედავ და სათათბირო, რომ შევადარო, გავს, მაგალითად, გაეროს.
ამ დროს საქართველოში ახალი მთავრობაა. საოცარი სისწრაფით ლაგდება ყველაფერი. ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, საქართველო კი ვხედავ, თითქოს ჩაკეტილ რკალშია მომწყვდეული.

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

რუსეთი შეშფოთდება, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები არ მოწონს. გამოიკვეთა საქართველოს პირველობა კავკასიაში. რუსეთს პირველობის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ ის ძალა აღარ აქვს, რაც ქონდა და იძულებული იქნება, დათმოს პოზიციები კავკასიაში.
სასომხეთი სანდო არ არის. იგი, იცოდეთ, იგივე რუსეთია.
თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.
პრეზიდენტმა აირჩია ამერიკულ-დასავლური გზა საქართველოსთვის. ამიტომ საქართველო დიდ ძალას იკრებს მომავალში და ისეთ ადგილს დაიმკვიდრებს კავკასიაში, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, სურს თუ არა, ანგარიში გაუწიოს საქართველოს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია.
გაერთიანებული, ქუჩაში დარჩენილი პარტიები, ვხედავ, მომავალში ძალას არ წარმოადგენენ. არავითარი სერიოზული გამოსვლები, იმიტომ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. მოდის ახალი მთავრობა. დღევანდელ მთავრობას პატარა პერიოდი აქვს მმართველობისა. ასე ვიწინასწარმეტყველე ისრაელზეც და ასრულდა.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, მოწამლავენ – კუჭ-ნაწლავის დაშლა მომენტალურად. ამას გააკეთებს ექიმი – ცნობილი ექიმი. ჩვენ ენერგიას არ ვიძლევით, ამიტომ დაცვითი სახე არ არსებობს. ეს მომავალში მოხდება. დროს ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება ნავთობს: რუსეთმა, როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავისი “მომგებიანი სიტუაციები” ნავთობთან დაკავშირებით, საქართველო, ვხედავ, პირველი დაიწყებს ნავთობის გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის უდიდესი ინტერესია და მთელი ძალებით ჩაებმებიან ამ საქმეში.
საქართველოს პატარა პერიოდი დარჩა, მაგრამ ამ დროში იქნება უდიდესი ცვლილებები პოლიტიკური ხაზითაც.

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

ვხედავ მეომრებს – უზარმაზარ არმიას. ეს მუსლიმები არიან!
არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას ქრისტიანული ქვეყნები არ აფასებენ, ხელს არ უშლიან მათ გაერთიანებაში. ყველგან არიან დღეს დაპირისპირებულები მუსლიმები და ქრისტიანები.
მოდის ეს უზარმაზარი არმია და ირგვლივ ყველაფერი იწვის, ცეცხლი აქვს წაკიდებული ქალაქებსა და სოფლებს, ნახშირად აქცევენ ყველაფერს. ანგარიშს არაფერს გაუწევენ – არაფერს! საშინელებაა!
ამ დროს თითქოს კავკასიელ მუსლიმთა ძალა საშიშად ჩაითვლება, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს დიდი ძალა არ არის და არ ავნებს საქართველოს და უკვე რუსეთსაც მომავალში. იმიტომ, რომ რუსეთი ძლიერი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება და მიხვდება, რომ საქართველოსთან კონტაქტი აუცილებელია, საჭიროა, ამით ზურგს გაიმაგრებს კავკასიაში, თუ არა – წააგებს! ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ამიტომ პირველ ეტაპზე შანტაჟს კი მოუწყობს საქართველოს, რათა მან არ მართოს კავკასია, მაგრამ მერე ხვდებიან რეალობას და ხელს უწყობენ საქართველოს თავისდა სასარგებლოდ; მიხვდებიან, რომ მუსლიმების ნდობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში.
ქართული პოლიტიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდება; მუსლიმებთან კეთილი ურთიერთობა და სწორი დიპლომატიური გეზი გადაარჩენს, დიახ, გადაარჩენს საქართველოს!
დაიმახსოვრეთ: ვხედავ, ირანი სასომხეთს ძალიან უარყოფითად შემოუბრუნდება. აქ რუსეთი თუ არ ჩაერია, სასომხეთს ცუდად წაუვა საქმე. რუსეთი სასომხეთს დაიცავს და გამოიყვანს რთული მდგომარეობიდან.
საქართველოს საზღვრები იკეტება თითქოს არა საბრძოლო, არამედ სამშვიდობო პოზიციებით, მაგრამ ნატოს ჩარევა ძლიერია სამხედრო ხაზით. რუსებიც მიხვდებიან და საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზა იქნება აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის მომავალში.
ვხედავ, საქართველოში შეიქმნება სამხედრო შტაბი, სადაც ითათბირებენ გენერლები. ისინი სხვადასახვა ენაზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ესენი არიან ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომელნიც თათბირობენ აქ, ამ შტაბში. საქართველო ცენტრია, ვხედავ და სათათბირო, რომ შევადარო, გავს, მაგალითად, გაეროს.
ამ დროს საქართველოში ახალი მთავრობაა. საოცარი სისწრაფით ლაგდება ყველაფერი. ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, საქართველო კი ვხედავ, თითქოს ჩაკეტილ რკალშია მომწყვდეული.
რუსეთში მომავალში პრეზიდენტი შუმეიკოა. ამიტომ ლაგდება კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობები. რუსეთში ორი ახალი ძლიერი პარტია დარჩება. კომუნისტები ძლიერ სართულზე დგანან, მაგრამ მთავრობაში არასდროს მოვლენ. ჟირონოვსკების დრო წავა. რუსეთი მართლა ამოისუნთქებს შუმეიკოს დროს.
დღეს მსოფლიოს მართავენ შავი ძალები; ძალაუფლება შავი მაგიისა დაფრინავს დედამიწაზე, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გაივლის.
ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.
ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოყვება დიდი სკანდალები. ეს ატომურ ბომბს შეეხება. დიდი ომის შემდეგ ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი! იმიტომ რომ ამ ომში კორეა სანდო არ არის.

1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათი.

ოსები და ინგუშები ერთმანეთს დაერევიან, ვხედავ. ინგუშეთი ჩეჩნეთის მხარეზეა გადახრილი და ეხმარება მათ. რუსეთმა ეს იცის, მაგრამ ვერაფერს გააწყობს.
კვლავ ვიმეორებ ჯერ კიდევ როდის ნაწინასწარმეტყველებს: ჩეჩენ-ინგუშ-ოსთა ომი!
ოსები საქართველოს ვერაფერს გამოტყუებენ. ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ავტონომიები, არსებობს ერთიანი, თავისუფალი საქართველო – ხელშეუხლებელი! გახსოვდეთ!
საქართველოში დიდი ცვლილებები მოხდება. ვხედავ სწრაფ შესვლას აფხაზეთში. ამას უკვე ვეღარავინ დამალავს. ბატონ რუსეთს მაგრად ეთხრება ძირი და, ბოლოსდაბოლოს, ინებებენ არა მხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ მთელი საქართველოდან გაბრძანებას. ეს ელვის სისწრაფით მოხდება.
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ნამდვილი მოლაპარაკებები აღდგება – ყოველგვარი სიცრუის გარეშე. რუსეთს ძალიან, ძალიან გაუჭირდება, ვხედავ.
თბილისი დასუფთავდება.
ჰო, ერთი რამ უნდა აღვნიშნო აუცილებლად: ვხედავ, რაც “მხედრიონს” ქონდა ხელში ჩაგდებული (ეს მაღაზიებია, ქარხნები თუ შენობები), წაართვეს და დაისაკუთრეს ჯგუფებმა თანამდებობის პირებისა და ახლო ნათესავებმა დიდი პიროვნებისა. ცხვირში ამოდინდებათ! მათ ეს ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ასეა. თბილისსა და საქართველოს ვერ გაყიდიან, კანონი იკანონებს მომავალში. დიახ, ბატონებო, მომავალში, თუ ვინმე რამეს წაართმევს ვინმეს, კი შერჩება (ისიც, თუ შეძლებს წართმევას), დღეს კი რასაც ხვეტენ, არ შერჩებათ – ჩამოართმევენ ყველაფერს.
ვიმეორებ: ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს – კუბოში წევს შავ შარვალ-კოსტიუმში. ეკლესიაში იღენებ ქვას და იქ ასაფლავებენ. ეს ცოდვაა! ჩვეულებად გადააქციეს ტაძრებში დაკრძალვა. ეს დიდი, საოცარი, მოულოდნელი ამბავი იქნება საზოგადოებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. მე ეს დიდი ხანია ვიცი. დროს ვერ ვხედავ.

* * *

დგება აყავავების, სიძლიერისა და მართლა მშვიდობის პერიოდი.
ბრიტანეთი დიდი მეგობარია საქართველოსი, ახალი დედოფალი ეწვევა საქართველოს. არც რომის პაპი ჩამორჩება – იგი ემთხვევა საქართველოს მიწას.
ვხედავ, იმართება მსოფლიო მნიშვნელობის შეკრებები ძლიერთა ამა ქვეყნისა. შავ ზღვაზე ქართულ ფლოტთან ერთად დგანან ამერიკის გემებიც. სად არის რუსეთი? არსად!
მუსლიმთათვის საქართველო ნეიტრალური (დაიმახსოვრეთ), ღვთიური ქვეყანაა, ამიტომ ისინიც იკრიბებიან საქართველოს მიწაზე სათათბიროდ. ისეთი სახე აქვს ამას, თითქოს გაეროს შტაბი საქართველოშია გადმოტანილი.
დაიწყება ისტორიის წერა და ჩამოყალიბდება ნამდვილი ისტორია.
გამსახურდიას გაამართლებენ. ბევრი ფაქტი ამოტივტივდება, ყველაფერი ეს სინამდვილე იქნება.
მომავალში საქართველოს თურქეთთან ურთიერთობები დაეძაბება. თურქეთში მოდის პრეზიდენტი, რომელსაც არ აწყობს ისეთი ძლიერი მეზობელი, როგორიც გურჯები არიან. მაგრამ თურქეთი წააგებს, თვითონ ირანი მოთხრის, პრეზიდენტს გადააგდებენ.
თბილისში საფრანგეთი ღრმად გაიდგამს ფესვებს − აშენებს უნიკალურ საბავშვო გასართობ პარკებს. ამერიკელები სამხედრო, ხოლო იაპონელები მეცნიერული ხაზით შემოდიან კონტაქტში. მათ აინტერესებთ ჩვენი კავკასიონი, მთები და ა.შ. რასაც ვხედავ დღეს, მომავალში რეალურად სრულდება.

1996 წელი, 31 მარტი, დილის 5 საათი.

საქართველოში ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება. წარსულიდან მოსული პოლიტიკოსები გაქრებიან არენიდან. მოდის სულ სხვა მოძრაობა, ახალი ხალხი. დღეს რაც ხდება, ყველაფერი დროებითია.
სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკაში დიდი დარღვევებია, არაფერი კეთდება გარდა დატაცებისა და მისაკუთრებისა.
სახელმწიფო მინისტრი ვეღარ მოზომავს; მოხსნიან აუცილებლად და სასამართლოს გაუმართავენ.
კვირაია – უშიშროების მინისტრი და პრეზიდენტი ერთმანეთს შეეჯახებიან. კვირაია განაწყენებულია. პრეზიდენტი მოიშორებს.
არც შინაგან საქმეთა მინისტრს დაადგება კარგი დღე − მასაც მოხსნიან.
სოფლის მეურნეობაში ფულის გაფლანგვას ექნება ადგილი. ამაზე ახმაურდებიან და მინისტრს გადააყენებენ და დარჩება “სოლომონ ბრძენი” უმუშევარი დიდი ხნით.
სარიშვილი ირინა არენიდან ქრება… “ე.დ.პ.” უმნიშვნელო პარტიად გადაიქცევა.
გიორგაძე მამუკა სუსტია.
ზურაბ ჟვანია − პარლამენტის თავმჯდომარე. საზღვარგარეთ ქართული დიასპორა დიდად კმაყოფილი არ არის მისით. როგორც მოვიდა, ისე მოულოდნელად წავა!!!
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი გადაწყდება მოულოდნელად.
ოსეთს ძალიან დიდი სირთულეები ელის; ღირსნი არიან! კავკასიაში ძალიან გაუჭირდებათ. მათ ანგარიში არ გაუწიეს ინგუშებს, საქართველოს კი მიწას ემართლებოდნენ. რას ჩადიან, ღმერთმა უწყის. ისჯებიან!!!
გალაზოვს − ოსების პრეზიდენტს, ტერორს უწყობენ.
კავკასიის ომები ეხლა იწყება, საქართველო კი მშვიდდება და ძლიერდება. თურქეთი თამაშს შეწყვეტს საქართველოსთან. იქნება ამის მიზეზი – ვეღარ იგულავებენ შავ ზღვაზე და საქართველოში. ისინი სანდონი არ არიან. ეს იცის პრეზიდენტმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ჩემოდნებზე ზის, რუსები თხრიან.
ნატოს წარმომადგენლები ირბენენ თბილისში. სამხედრო ბაზებზე იქნება ლაპარაკი. რუსეთი, ვხედავ, ვეღარ ჩაერევა საქართველოს საქმეებში. შავ ზღვაზე ქართული, ნამდვილი ფლოტი იქმნება ამერიკელების დახმარებით. ჯერ-ჯერობით კი საქართველოს უჭირს, იმიტომ, რომ ძალიან სუსტი და უვიცი ხელისუფლება ყავს. ეს პერიოდიც საჭირო იყო საქართველოსთვის. ეს სუსტი ხელისუფლება არ უშლის პრეზიდენტს დღეს.
აფხაზეთი!!! შევდივართ! შევდივართ! ომით! ომით! ომით! …და არქმევენ მშვიდობას!

1996 წელი, 1 აპრილი, დილის 6 საათი.

რუსეთის განცხადება ომის შეწყვეტაზე, ანუ ჯარის გამოყვანის თაობაზე ჩეჩნეთიდან, ტყუილია. არ დაიჯეროთ! ისინი ფიქრობენ, ტომარაში მოამწყვდიონ ჩეჩნები, ტომარა კი აფხაზეთია. ამით ორ კურდღელს დაიჭერს რუსეთი, მაგრამ ცდილობს, აფხაზეთში ქართველები შეუშვან. მაგარ სცენარებს დადგამენ. გრაჩოვი ჩამოვიდა ზუსტად ამ საკითხის გადასაწყვეტად. ვარდიკო ნადიბაიძესთან კი არ მოითათბირა, არამედ პირდაპირ პრეზიდენტზე გავიდა.
ასე რომ, აფსუებისა და მათი ვითომ პრეზიდენტის დრო დათვლილია. დასავლეთი – სამეგრელო ისე დაიძაბა, რომ არავითარი მითითება არ არის საჭირო, ისედაც შევარდებიან საკუთარ მიწა-წყალზე – აფხაზეთში. აფხაზები − ეს ქართველებია, აფსუები კი − ჩამოსული მუსლიმები.
რუსეთის მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ ჩაშლილია ასი პროცენტით. ისინი საქართველოს ვეღარ უმტრობენ; მორჩა, ღვთის ნებით!
ასევეა სამაჩაბლოშიც. საქართველოს მიწაზე ერთი ოსიც კი არ გაჭაჭანდება. ოსები ტყუილად ირჯებიან – ვერ დაბრუნდებიან. რატომ? აი ნახავთ.
ქუჩაში დარჩენილი პარტიები სანდონი არ არიან. ეს მალე გამომჟღავნდება. წარსულში ქაღალდზე აღრიცხულ პარტიებს გააუქმებენ კანონის ძალით; მაინც ოპოზიციაა ქუჩისა და არა სამთავრობო.

1996 წელი, 10 მაისი, დილის 6 საათი.

რუსეთს სურს თუ არა, აფხაზეთს გვიბრუნებს; ნაწილ-ნაწილ, მაგრამ გვიბრუნებს.
რუსეთი გავს ძუნწ მათხოვარს: ჯერ გალი, მერე ოჩამჩირე, მერე სოხუმი, მერე გაგრა, მერე გუდაუთა და ფსოუ.
სასაცილოა!

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

თურქი-მესხები უნდა განლაგდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში; საქართველოში ერთი პროცენტიც კი არ იქნება. თურქეთი ძალიან ახლო კავშირში იქნება საქართველოსთან. სხვათა შორის, ქართული არმია ძალზე ძლიერია და ითანამშრომლებენ.

1996 წელი, 27 ივნისი, დილის 11 საათი.

მომავალში ერთი პატარა პერიოდი რთული ექნება საქართველოს მთავრობას. ყველა ერთმანეთს დაერევა, დაიწყება მთავრობის გადახარისხება, მოხსნა და ცოტა თავიანი, უკვე ჭკვიანი პიროვნებების მოსვლა სათავეში. ზედა ფენა ნელ-ნელა დაიწმინდება და მართლა ეშველება საქართველოს.
აფხაზეთი (უკვე მერამდენედ ვიმეორებ) საქართველოა! რუსები მოთხრიან დე-ფაქტო პრეზიდენტს.
რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა, ასე ვთქვათ, მუხლს მოიდრეკს, ბოლოსდაბოლოს და მაშინ ეშველება საქართველოს.

1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათი.

აფხაზეთში შესვლა მოხდება ძალიან სწრაფად.
ოსების განცხადება ტაკიმასხარაობაა და მეტი არაფერი. “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკა ორ კვადრატულ მეტრ მიწაზე, ესე იგი, ოსეთი? არასდროს! ეს სულელური განცხადება მსოფლიოში გამოიწვევს სიცილს. ცირკში მასხრის წარმოთქმულ სიტყვებს რომ ვისმენთ, რა მოჰყვება? – სიცილი.
საწყალი ოსეთი! ასეთი პოლიტიკური თამაში, რომელსაც ბავშვიც კი არ იკადრებს, მათ ღირსებას უკარგავს მთელ დუნიაზე.
მოკლედ, მომავალში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება საიმედოდ. შავი ზღვა აუცილებლად გახდება სტრატეგიული ცენტრი ამერიკისა და ევროპისა. ვხედავ სამხედრო გემებს ნატოს შეიარაღებული ძალების ემბლემით. რუსეთი წინააღმდეგ ვეღარ წავა.
შუმეიკოს პრეზიდენტობის დროს კავკასიას ეშველება.
საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, მოდის ახალი მთავრობა. იმედები ჩემ საყვარელ საქართველოს აღარ გაუცრუვდება. ახალგაზრდაა პრეზიდენტი, ცოტა გაუჭირდება პირველ ეტაპზე, სანამ სათავიდან მოაშორებს ძველ “კამსამოლებს”და მიკნავებულ კომუნისტებს.
მოდის ახალგაზრდობა ძლიერი ნაბიჯებით, ნათელი გონებით – სავსენი არიან საქართველოს სიყვარულით!
ახალი პარტიების ჩამოყალიბებას ვხედავ. დღევანდელი პარტიები არ იარსებებენ მომავალში, ყველაფერი წარსულად რჩება.
ისრაელიდან ქართველი ებრაელების მობრუნებას ვხედავ; დროებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის (სანამ ომი არ დამთავრდება ისრაელში).
აფხაზეთში დაიწყება მუშაობა მუსლიმთა წინააღმდეგ. მხოლოდ ქართული დედაენა, სკოლები, ინსტიტუტები, არავითარი აფსუების ენა. ქართულ მიწაზე აჟღერდება ქართული დედაენა. იწყება საქართველოს გაერთიანება!
ზურაბ ჟვანია მოისურვებს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე მას ვერ ვხედავ მომავალში!!!
პრეზიდენტი, რომელსაც ვხედავ, საზღვარგარეთიდან მოდის.
ამერიკის გავლენა საქართველოში ძლიერი იქნება. შავი ზღვა წარმოადგენს დიდ ინტერესს და აქ ამერიკა შეეცდება, საქართველოს დაეხმაროს მის ათვისებაში. ქართული ფლოტი იქმნება ამერიკის დახმარებით. 4-5 გემს ვხედავ − სამხედრო გემს, საქართველოს დროშით, შიგ კი ამერიკელები არიან, ესე იგი, გემებს ჩუქნიან საქართველოს. ამით საქართველო არაფერს აგებს, ამერიკა კი შავ ზღვაზე იღებს ძალაუფლებას, რაც ძალიან აწყობთ თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ მოქმედებაში. რუსეთი აყვირდება, მაგრამ რუსეთმა საქართველოსთან თამაშით ბევრი რამ წააგო. საქართველო რუსეთს აღარ ენდობა მომავალში. ეს სწორი ნაბიჯია ქართველთა მხრიდან.
ნავთობის მილი ამუშავდება. რუსეთი იძირება.

1996 წელი, 27 სექტემბერი.

კავკასიის ომი უფრო გაღვივდება. კონფედერატებიც (თუ რაც ერქმევათ მუსლიმთა თაოსნებს) ომს უცხადებენ რუსეთს. არანაირ დათმობებზე არ წავლენ, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ომის ცეცხლში გაეხვევა.
რუსეთი დაიწყებს საზღვრების გამაგრებას. მაგალითად, აფხაზეთის მხრიდან კავკასიელებს იმხელა დახმარება აქვთ თურქეთისა და სხვა მუსლიმური სახელმწიფოებისაგან, რომელიც მათ გადააქვთ აფხაზეთიდან, რომ რუსეთს უკვე უჭირს ამის გაკონტროლება. მათ ჩეჩნეთში, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ. სცენარს, რომელიც საქართველოში დადგეს, ჩეჩნეთში ბოლომდე ვერ მიიყვანენ, იმიტომ, რომ მუსლიმები გართიანდებიან, საქართველო კი გაყოფილი იყო. ერთმორწმუნენი ერთმანეთს ანადგურებენ, მუსლიმები კი ერთიანდებიან.
ჩეჩნეთის სათავეში ახალი ხალხი დგას, ვხედავ, ახალ სახელებს და გვარებს გამოაცხადებს რუსეთის ტელევიზია.
ეს ომი კავკასიონს არ გადმოცდება. თვითონ რუსეთი ეხმარება საქართველოს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გადაკეტვაში.
აქ იწყება მესამე მსოფლიო ომი!

1996 წელი, 8 ოქტომბერი.

რუსეთში ხდება მთავრობის ცვლა. ვხედავ, მომავალში არც ერთი პოლიტიკოსი, ვინც კია დღეს, აღარ ფიგურირებს. შუმეიკოა პრეზიდენტი! ჩერნომირდინი არასდროს გახდება პრეზიდენტი. იგი დიდ, უხეშ შეცდომებს დაუშვებს. ეს ცვლა საქართველოსთვის სასიკეთოა. აფხაზეთი უკვე პრობლემა არაა საქართველოსთვის, არც სამაჩაბლო.
აფხაზეთში აფსუებს ვეღარ ვხედავ. დე-ფაქტო პრეზიდენტს თვითონ რუსები თხრიან, როგორც აღვნიშნე 1992 წელს. ფაქტობრივად, აფხაზეთი ცარიელია. ყველაფერი მომწიფებულია იმისათვის, რომ აფხაზეთში შევიდეთ.
ქართველი ქართულ მიწებს იბრუნებს!
ოსები და ინგუშები ვერასდროს მორიგდებიან – ისინი ომს იწყებენ.
ჩეჩნეთი რუსეთს თავს არ დაუხრის. რუსეთი მოჩვენებით რაღაც დათმობებზე წავიდა ჩეჩნეთთან, რათა ომი დაემთავრებინა მსოფლიოს თვალში, მერე კი შიგნით მოუვლიან. ამიტომ ჩეჩნეთში ომი არ დამთავრებულა − კავკასიაში ახლა იწყება ომები!
წარსულში რჩებიან კიტოვანი, იოსელიანი და სხვები. და საერთოდ, მოდის მესამე ძალა − ობიექტური და ძლიერი. სიმართლე თავის სიტყვას იტყვის.
ჩემი ქვეყანა ძლიერია!
ჩემი საქართველო ერთიანია!
ჩემი საყვარელი ერი მართლა თავისუფალია!
მომავალი პრეზიდენტი განათლებული და გულისხმიერია. ის ბინძურ პოლიტიკას არ ითამაშებს. ამიტომ ვაფასებთ და მივეხმარებით კიდეც. ის საზღვარგარეთიდან აფიქსირებს ჩემ წინასწარმეტყველებებს. ამით იცის უკვე, რისთვის უნდა იბრძოლოს და რა უნდა აკეთოს. სწორ მიმართულებას ვაძლევთ, იგი ჭკვიანურად იყენებს ენერგიებს ჯერჯერობით (მომავალშია ეს ყველაფერი).
საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე უნდა გადაიკეტოს! რატომ?
1. ოსთა და ინგუშთა ომი.
2. დაღესტანი! დაიმახსოვრეთ: ისინი ღრმა მუსლიმები არიან. მათ სურთ, რომ დაღესტანი დემოკრატიული რესპუბლიკა იყოს, როგორც ყველას. დაიწყება მოძრაობები, მაგრამ არ სურთ, ჩეჩნებს აჰყვნენ ამჯერად. ჯერ ელოდებიან, რას დაუთმობს ჩეჩნებს რუსეთი და მერე, როგორც კი ჩეჩნეთის ომი დამთავრდება, წამოაყენებენ მოთხოვნებს უომრად… მაგრამ არეულობებს მაინც ვერ აცდებიან − აქაც ომია. ესე იგი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ა.შ. ეს არის ნაყოფი რუსეთის უნიჭო პოლიტიკისა!
კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება! ამინ! ამინ! ამინ!

1996 წელი, 9 ოქტომბერი.

ნავთობის მილები მხოლოდ ლაპარაკია, პრაქტიკულად კი არაფერი სერიოზული არ კეთდება. ვითომ რუსეთს რომ არ ვაწყენინოთ? მაგრამ დროის გაწელვა სისულელეა. საქართველოს მოთხოვენ აზერბაიჯანი, შუა აზია, ერევიან ევროპის ქვეყნებიც, რათა მოქმედებაში მოვიდეს ნავთობის მილები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
უკრაინა დიდი დახმარებით დაუდგება საქართველოს ბევრ რამეში.
1990 წელს ვთქვი, ჩრდილოეთის კარიბჭე ჩავკეტოთ, თორემ ლტოლვილებს ვხედავ, გადმოდიან-მეთქი. აწი, რუსეთისკენ გაემართნონ!
ამ დროს სახიფათოა ჟინვალჰესიც – უნდა გავფრთხილდეთ. ამას კი 1986 წლიდან ვწინასწარმეტყველებ.
აჭარაში პატარა არეულობები კი იქნება, მაგრამ ეს არ არის აფხაზეთი, რუსეთი აქ უძლურია. იცვლება ასლან აბაშიძე და იცვლებიან თბილისშიც.
იწყება საქართველოს ნამდვილად გასუფთავების პერიოდი. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.
სამღვდელოებაშიც, ანუ საპატრიარქოს კარზე ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. პატრიარქი იცვლება! იცვლება! იცვლება! მოდის ახალი პერიოდი.
ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. თუმცა გასაგებია, რასაც ვწინასწარმეტყველებ.
დიდი სიმძიმე ცილდება ჩემს საქართველოს!

1996 წელი, 11 ოქტომბერი.

საქართველოში პატარა პერიოდები არის დაძაბულობისა და არეულობისა.
კიტოვანი ციხიდან გაიქცევა. იმედი ქონდა, რომ მიუსჯიდნენ სამ წელს და ერთ წელიწადში გამოვიდოდა, მაგრამ ბედისწერამ სულ სხვა გზით გაიყვანა. გაქცევის მეტი არაფერი დარჩენია. ამით იგი სიტუაციას გაირთულებს. დასამალი არსად აქვს თითქოს, მაგრამ მთავრობაშიც არეულობა იწყება, ანუ პარლამენტში. ამ პროცესებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
ირინე სარიშვილი ისევ გამოჩნდება არენაზე. ფაქტებით უმტკიცებენ ერთმანეთს ყველაფერს, დიდი შეჯახებები იქნება.
ვისაც ფული აქვს, ის იმყარებს ბაზას და ცხოვრობს ლამაზად, ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს კი ფული არა აქვს. ხალხს ძალიან გაუჭირდა, ხმის ამოღების თავიც კი არა აქვთ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
მთავრობა იცვლება. საქართველო ძლიერ დაცვით წრეში ჯდება. საზღვრები იკეტება. ახალი მთავრობა − ეს არის უკვე ძლიერი ძალა.
ჩემი საქართველო მართლა თავისუფალია!
იწყება მესამე მსოფლიო ომი!

1996 წელი, 4 ნოემბერი, დღის 3 საათი.

ვხედავ, მომავალში პრეზიდენტი შეცდომებს უშვებს. ერთმანეთთან დაპირისპირებასა და ომში გადის დრო. ხალხისათვის კი არაფერი კეთდება…
რუსეთის პრეზიდენტი შუმეიკოა. იგი საქართველოს ბევრ რამეში მხარში ამოუდგება. ჯერ კი რუსებს მაინც მზაკვრული გეგმები აქვთ, ჭკუა ვერ ისწავლეს. თუმცა, მაინც ვერაფერს მიაღწევენ.
წინა პლანზე ისევ გრაჩოვი ჩანს, მაგრამ დროებით გაიელვებს და არენიდან გაქრება. მოდის ახალი გვარდია, რომელიც შუმეიკოს მხარეს იქნება.
ჩეჩნეთში ომი გრძელდება!!!
ამერიკის სათავეში მოკლე დროში უკვე `რესპუბლიკელებს~ ვხედავ. ბევრი რამ შეიცვლება.
გაეროში ქალი მოდის. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ძალიან დიდ როლს ითამაშებს მსოფლიო პოლიტიკაში. აი ნახავთ.
საფრანგეთში ზანგები ტერორებს მოაწყობენ, მეტროს ააფეთქებენ, რესტორანს და ა. შემდეგ.
შავ ზღვაზე რუსეთსა და ამერიკას შორის წავა ფარული ჭიდილი. შავ ზღვაზე სამხედრო გემებს ვხედავ, ზედ ორი დროშა ფრიალებს − საქართველოსი და ამერიკისა. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

1996 წელი, 22 ნოემბერი, დილის 11 საათი.

რუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩერნომირდინი ორმაგ თამაშს იწყებს ლებედთან. მას ჭირდება ლებედი იმიტომ, რომ გარკვეული ძალები დაუპირისპირდებიან, რათა მოაშორონ პოლიტიკურ არენას, ანუ ძირი გამოუთხარონ. ეს მაფია დიდ თანხებს ფლობს. მათ ჩერნომირდინის პოლიტიკა არ აწყობთ, იგი მუსლიმებს წყალობს.
პრეზიდენტის ნდობა დიდია ჩერნომირდინის მიმართ. რაღაც მომენტში პრეზიდენტი გარკვეულწილად დიდ როლს ანიჭებს მას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონვე (დაიმახსოვრეთ!) მოთხრის ჩერნომირდინს და მის ადგილზე მოყავს, ანუ ნიშნავს შუმეიკოს. შუმეიკოს უკან დიდი ძალაა − რუსეთის ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ბიზნესმენები უდგანან.
ელცინის გადატვირთვა არ შეიძლება. სახელმწიფო უნდა მართოს, მაგრამ არ შეუძლია, აბსოლუტურად არ აქვს ენერგიები. ფაქტობრივად, ელცინის გაყვანა საჭირო იყო მსოფლიო პოლიტიკისათვის.
ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს ჩერნომირდინის ადგილას, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი იქნება შუმეიკო.

1996 წელი, 25 ნოემბერი, ღამის 10 საათი.

ჩემი საყვარელი საქართველო, ჩემი საყვარელი ერი – ქართველები, უკიდურეს გაჭირვებამდე არიან მისულები. პოლიტიკოსთა ბინძურ თამაშებს უნდა შეეწიროს მილიონობით ადამიანი! როგორ მეზიზღება ყოველივე, მაგრამ რას ვიზამ?!

1998 წელი, 5 იანვარი, საღამოს 7 საათი. 

ვხედავ ორი “მეფის” – პრეზიდენტის სიკვდილს.
საქართველოს შავიზღვისპირეთი ოქროს საბადოს ტოლია იმით, რაც იქ არის. ინსტიტუტებს აარსებენ, იაპონია ენერგიულად ერევა გამოკვლევებში და მოძიებაში. ვხედავ ქიმიურ ელემენტებს: H2S, S2O, H2O, J, H, S, CL.
ეს, რასაც ვიწინასწარმეტყველებ, ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს შავიზღვისპირეთის ზოლი ნატოს საზღვაო გემებისათვის მშვენიერი ბაზაა. ასე რომ, საქართველოს საზღვრები საიმედოდაა დაცული საუკუნეების მანძილზე ზღვიდან. ცენტრალური შტაბი ფოთში იქნება.
ჩეჩნეთში კი ახალი მთავრობა შეიქმნება, ახალი ხალხი მოდის. ვიღას ემახსოვრება მასხადოვი ან ბასაევი. სხვათა შორის, ბევრს უარყოფით პოლიტიკურ ნაბიჯს მიაწერენ, რომ ეს მათი წყალობით განადგურდა ჩეჩნეთი.
რუსეთი ჩეჩნეთს ვერ წაშლის  რაც ძალიან უნდათ, და ვერც გაარუსებს. ყრუ, ნელი ტემპით წავა ყველაფერი. ასეთი დაპირისპირების (რუსეთთან) შემდეგ ჩეჩნეთში სიკვდილი აწერია დიდ პიროვნებას.
დაღესტანთან დიდი კონტაქტები დაიწყება, საქმიანი. რუსეთი ხელს ვერ შეუშლის და მერე აქედან იწყება ბრძოლა, რაღაი შეიგრძნობენ ძალას. იმიტომ, რომ “კავკასიის სახლი” – ეს იყო რუსეთის შეთითხნილი კონფედერაცია. ამან კი გაამართლა, მაგრამ იმაში, რასაც მომავალში შექმნიან ჩეჩნები, დაღესტანი, ინგუშეთი და ა.შ. და ა.შ. იქ რუსეთი ცხვირს ვერ ჩაყოფს. იქმნება ნამდვილი “კავკასიური სახლი”, რაც ძალიან შეაშინებს რუსეთს, მაგრამ ამ პროცესს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ცენტრი იქნება თბილისში. ამით რუსეთი დაწყნარდება, რადგან საქართველო იკავებს ვითომ ნეიტრალიტეტს, რუსეთს კი, “ასეა თუ ისე, ცოტა გავლენა მაინც ხომ აქვს საქართველოში?” მაგრამ ცდებიან. ძველი კომუნისტები აღარ არიან. ვხედავ, მომავალში სულ სხვა ხალხი მოდის. არც ირინე სარიშვილს ვხედავ; არავის, არავის! ეს ის ხალხია და ახალგაზრდობა, რომელთაც ძნელბედობის ჟამს რთული, მაგრამ სასარგებლო გზა გაიარეს შეუმჩნევლად, არასდროს დაფიქსირებულან მთავრობაში, უფრო მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და სამშობლოს სიყვარული აქვთ, ნახევარზე მეტს სკოლა საზღვარგარეთ აქვს გავლილი. აი ეს ნამდვილად აწყობს საქართველოს და ქართველ ხალხს.
ქალს მოაქვს დიდი სიძლიერე მთავრობაში.
შევარდნაძეების დრო წავიდა!!!
აფხაზეთი ისედაც საქართველოა! ამასაც მალე დაინახავთ.
“გიორგი” – მას ორი სახელი აქვს; ერთი, რომელიც მე დავარქვი და ნამდვილი, რომელიც ზუსტად ვიცი / . . . . . . / . . . . . . . . . . . / ეს არის, ვისაც ჩვენ ვღებულობთ.
საქართველოც ღებულობს!

1998 წელი, 13 იანვარი, დილის 10 საათი.

აფხაზეთში შესვლა გარდაუვალია. დროს რუსეთი ვეღარ გაწელავს; დიახ, დროს, რომელსაც მე არასდროს ყურადღებას არ ვაქცევ და არც ვაკონკრეტებ.
აქ მთავრობაში დიდი ცვლილებები იქნება, სრული სიზუსტით ასრულდება 1997 წლის წინასწარმეტყველება.
ძალიან გაუჭირდება ავთო იოსელიანს, მოულოდნელად დიდი სირთულეების წინაშე დადგება. ვნახოთ…
“კაგებეს” მინისტრსაც გაუჭირდება ძალიან-ძალიან. ვნახოთ. ეს ხალხი მოულოდნელად უნდა მოაძრონ. კახა თარგამაძესაც კი, შ.ს.ს. მინისტრს, მასაც მოულოდნელად მოხსნიან, თუმცა ეს მოულოდნელობა არ იქნება არავისთვის.
ისევ დაიწყება ლაპარაკი იგორ გიორგაძეზე. იგი თბილისში ჩამოვა.
მამალაძე ლევანსაც, ქვემო ქართლის გუბერნატორს, მოხსნიან. ერთხელ გადარჩა  ჩვენ ჩავერთეთ ენერგიით, ამჯერად კი არა, არც მივეხმარებით არავის.
მომავალში რუსთავის ქარხნის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდება. დიდი ბინძური თამაში მიდის. აქ ებრაელი უნდა გაიჭყლიტოს, დიდ ფულს დაკარგავს. ხოლო ვინც ამ გეგმას ახორციელებს – ეროვნებით ქართველი, ესპანეთის მოქალაქე – ცუდად დაამთავრებს და მერე დალაგდება რუსთავის ამბები. გაირკვევა, რომ თურმე ამ ვაი-ქართველის ესპანეთის მოქალაქეობაც ბლეფია, იგი საბერძნეთის მოქალაქეცაა. ეს ამბავი გასკდება.
იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ამ საკითხზე მთავრობაშიც ალაპარაკდებიან. ჯერ კი ყველა ფულით დააბეს  ზოგიერთი ვაი-მინისტრი თუ პარლამენტარი.

* * *

აფხაზეთში შევა სუფთა ძალა, რომელიც მოაგვარებს ეკონომიკის საკითხებს. მთელი ზღვისპირეთი და საქართველო გაიწმინდება ვაი-ქართველებისგან და მაშინ იწყება საქართველოს აყვავების პერიოდი. ძალიან სწრაფად ასრულდება ყველაფერი.

1998 წელი, 14 იანვარი, დღის 3 საათი.

ევროპაში ორი დიდი “მეფის” – პრეზიდენტის ცვლა იქნება. საფრანგეთში კიდევ გარდაიცვლება დიდი პიროვნება. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ავად შეიქნება. დიაგნოზი: სიმსივნე. ეს დიდი მოულოდნელობაა, მაგრამ ასეა. ის, ვინც მოვა სათავეში და გაიმარჯვებს, ძლიერი პარტიიდან მოდის – “რესპუბლიკელებიდან”. საფრანგეთში დიდი ცვლილებები იქნება. ახალი პრეზიდენტი გააოცებს ევროპას. ჟორჟ ბენუა? ეს გვარი გარკვევით დამეწერა ხედვაში.
გერმანიაში დიდი მოძრაობები იქნება. თავად ქვეყნის შიგნით დაძაბული სიტუაციებია. მუსლიმნი ძალიან მომრავლებულნი არიან. ადრე გამოძახილი სუსტი იყო, ახლა უფრო ძლიერი იქნება. დაიწყებენ მუსლიმთა დევნას, გერმანია გასუფთავდება და მესამე მსოფლიო ომისთვის იგი კარგად დასუფთავებული იქნება ეროვნულ საკითხებში, კარგად დაცული საზღვრები აქვს და მომზადებულიც.
ევროპაში კი ბევრ ქვეყანას გაუჭირდება, თითქოს დაქცევის პირამდე მიდიან, მაგრამ ღვთის წყალობით, ყველაფერი შეიცვლება ძალიან მალე და სიმშვიდე იქმნება მთელ დედამიწაზე.

1998 წელი, 13 თებერვალი.


რადუევის განცხადება სიცრუეა! ის თამაში, რაც განიზრახეს რუსეთის რეაქციულმა ძალებმა, ჩაეშლებათ და საერთოდ, ბევრი რამ გაირკვევა მომავალში. რამდენჯერ უნდა ვიწინასწარმეტყველო, რომ რუსეთი კარგავს კავკასიას? კავკასიის ცენტრი იქნება საქართველო, ასე ვთქვათ, დედაქალაქი კი – თბილისი. ასე რომ, დროა ერთმანეთს დაერიონ კავკასიაში. ამიტომ რუსები ყველა თამაშს ითამაშებენ, რათა კავკასიის ქვეყნები ერთმანეთს გადაკიდონ. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდათ, პოლიტიკურად წააგეს, ახლა ფიზიკური განადგურების გარდა არაფერი დარჩენიათ.

1998 წელი, 21 თებერვალი, დილის 10 საათი.

შევარდნაძის ტერაქტი მოსკოვში დაიგეგმა, ასე ვხედავთ, ელცინის კაბინეტში (დროს ვერ ვხედავ, მაგრამ სხვას ყველას და ყველაფერს ვხედავ დედამიწაზე!)
გიორგაძე და გიორგაძე! მერე რა? თქვენ ის იკითხეთ, გიორგაძის უკან ვინ დგას. რა შუაშია გიორგაძე?! თქვით ხმამაღლა, რომ ეს ტერაქტი მოდის რუსეთის მთავრობიდან, პირდაპირ პრეზიდენტისგან. მთელი რუსეთი რეაქციული, შავი ძალაა, არც ერთს არ უდევს სიკეთის თესლი საქართველოს მიმართ.
აი რას ვხედავ: მომავალში გამოქვეყნდება, ანუ იპოვნიან ქაღალდებს, ხელმოწერილ ბრძანებებს, რომლებიც ფარდას ახდის ამ ტერორებს პრეზიდენტზე და საერთოდ საქართველოზე  სად იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ისინი. რუსეთის მომავალ პრეზიდენტს აწყობს ამ მასალების გამოქვეყნება, რათა დაუმტკიცოს კაცობრიობას, რომ რუსეთი განიწმინდა რეაქციული ძალებისაგან. სავსებით ვეთანხმები.
დღეს კი რუსეთი ისევ მუსლიმებს უმაგრებს ზურგს. ეს უდიდესი შეცდომაა. მუსლიმები არ ენდობიან რუსეთს და როგორც კი მომძლავრდებიან, რუსეთს თავს დაესხმიან. ეს იმიტომ, რომ რუსეთი დაიწყებს ორმაგ თამაშს, როგორც ყოველთვის, და მუსლიმები არ აპატიებენ. ეს მესამე მსოფლიო ომია.
ამერიკა მაინც დაარტყამს ერაყს. ეს ასე იქნება, ვხედავ. მათ ისეთი იფორმაცია აქვთ, რომ დროის გაწელვა დიდ დანაკარგს მოუტანთ ქრისტიანებს.
ვხედავ ერაყის ცეცხლმოკიდებულ ტერიტორიას ზუსტად იმ ადგილებში, რომლებიც მართლა უნდა დაიწვას. ეს გადაარჩენს კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომის დროს _ მუსლიმებს არ ექნებათ ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღი.
მუსლიმები განაგრძობენ გაერთიანებას; აქეთ გიღიმიან, იქით კი ისეთ ორმოს გითხრიან, რომ მტრის კარს! ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
კლინტონი უნდა გაფრთხილდეს, მასაც მოუწყობენ ტერორს, მაგრამ ვერას დააკლებენ. ეს ტერორი მუსლიმებისგან მოდის, რამდენიმე პიროვნებას ვხედავ. დაახლოებით იმის მსგავსია, რაც პრეზიდენტს გაუკეთეს (?)

1998 წელი, 3 აპრილი, დილის 11 საათი.
***
ასლან აბაშიძე ვინ არის? არავინ! იგი გაქრება, ანუ გააქრობენ. მე ვთქვი: “გადადგება ავადმყოფობის გამო” და ამაში ყველაფერს ვგულისხმობ!
სხვათა შორის, იგორ გიორგაძეს მომავალში თანამდებობა ელოდება თბილისში. ჯერ ვითომ იჭერენ, მერე კი დაწინაურდება. ასეა, დაუჯერეთ ყურებს, რასაც ვამბობ.
პარლამენტი გაიწმინდება, მინისტრები დაიცვლებიან, ზვიადისტებიც წარსულს ჩაბარდებიან და მოდის ახალი პერიოდი გაბრწყინებისა და განდიდებისა ჩვენი ქვეყნისა – საქართველოსი! ერი ქართული განიწმინდება, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს მთელი გაერთიანებული საქართველო.

1998 წელი, 24 ივლისი, დღის 3 საათი, კოჯორი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთს ძალიან არ მოწონს!!! მან იცის საკუთარი საქმე, ვერ მოისყიდიან.
მომავალში იქმნება, რასაც ქვია ნამდვილი ქართული ჯარი. იმ გეგმებს, რაც დასახული აქვს თავდაცვის მინისტრს, ასი პროცენტით აასრულებს, შავ ზღვასთან დაკავშირებით დიდ პროგრამას შეასრულებს. დიდი ასრულებები აწერია, არ უნდა შეშინდეს. რატომ? ტერორს მოუწყობენ, მაგრამ გადარჩება, ბეწვიც კი არ ჩამოუვარდება. ეს ბანდა მოდის ვითომ ჩეჩნეთიდან. ისევ ტყუილი.
ამავე დროს პარლამენტშიც რაღაც აფეთქება იქნება. არავითარი სიკვდილიანობა არ მოყვება ამას.
საქართველო მშვიდად გადაიტანს 1998 წელს. მინისტრთა ცვლა კი მაინც იქნება. საერთოდ, ყველაფერი დაწყნარდება.
თავდაცვის მინისტრს ძალიან გაუჭირდება ჩრდილოეთის ქვეყნებთან, კერძოდ: ჩეჩნეთი + ოსეთი, ინგუშეთი + დაღესტანი… ამ მდგომარეობიდანაც გამოძვრება, მაგრამ ამ მხარეს  ჩრდილოეთში, დიდი ბრძოლები იწყება. რუსეთი საქართველოს დახმარებას თხოვს (ეს იქნება საზღვრებთან დაკავშირებით), მხარდაჭერას მოთხოვს.
სექტემბერი-დეკემბერი+ტერორი.

1998 წელი, 28 ივლისი, დილის 4 საათი, კოჯორი.

საქართველოში არავითარი გადატრიალება არ იქნება. გადატრიალება და ცვლილებები იქნება პარლამენტსა და სამინისტროებში, საქართველოს თავზე კი თეთრ ჯვარს ვხედავ, რომელიც თეთრ რკალშია მოქცეული. ეს უზარმაზარი დაცვითი ენერგიაა შეკრული და ვერავითარი ძალა მას ვერ გაარღვევს. საქართველო ნელ-ნელა სუფთავდება, მშვიდდება და იწმინდება. რაც მთავარია, მშვიდდება!
აფხაზეთი, ვიმეორებ, განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და გამარჯვებაც ჩვენია, გჯეროდეთ!
არავითარი ომები! ომები ჩრდილოეთში.
ვხედავ, შუა აზიას რუსეთთან ურთიერთობები ძალიან გაურთულდება. მოჩვენებითი კარგი ურთიერთობები თოვლივით ქრება და ყველაფერს ფარდა აეხდება. მოულოდნელად გარდაიცვლება მათი პრეზიდენტი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. რაც ვიწინასწარმეტყველე, ესეც საკმარისია). ეს, რაც შუა აზიის ქვეყნებს შეეხებათ.
საქართველო და მისი პრეზიდენტი კი მშვიდდებიან.
ვხედავ საქართველოს ირგვლივ ანთებულ სანთლებს, საკუთარ შუქს გამოსცემს რკალში ანთებული ჯვარი და იმ ჯვარში ჩასმული საქართველო. თავზე დანათის ღვთისმშობლის ღიმილი და ყურებში ჩამესმის ზართა გუგუნი, გალობა ანგელოზთა და დალოცვა ღვთისა ერისა ჩვენისა და მთელი საქართველოსი, რომელსაც ვხედავ გაბრწყინებულსა და გაერთიანებულს, თავისუფალსა და აელვარებულს ქრისტიანული თეთრი დროშის ქვეშ, რომლის სიმბოლო ჯვარია.
ნურავის ეგონება, რომ ასე ადვილია საქართველოს დაპყრობა და ერის განადგურება. ვიმეორებ: საქართველო ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა და მის მტრებს უფალი  ღმერთი ჩვენი, მოთხოვს პასუხს. დღე განკითხვისა ახლოსაა, ძალიან ახლოსაა, იცოდეთ! იცოდეთ! იცოდეთ! ამინ!

1998 წელი, 29 ივლისი, დილის 10 საათი, კოჯორი.

აჭარა მშვიდდება. მოდის დიდი ცვლილებები, რომელთაც იქაური მმართველობა ვერ შეეწინააღმდეგება. როგორც წყალი იფილტრება, ისე გაიფილტრება აჭარაც.
ქართველთა მიწას ეშმაკნი დაეპატრონნენ, მაგრამ მალე განიდევნებიან და აღიგვებიან მიწის პირისაგან ნებითა უფლისა ჩვენისა. ამინ!
ეს ხომ შაჰის კარი არ არის, სადაც განაწყენებული თავადნი გარბოდნენ და რაც მოიგეს, ყველამ იცის. მე ერთხელ აღვნიშნე 1992 წლის წინასწარმეტყველებაში, რომ საქართველოს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავინ გაყიდის და ვერ უღალატებს, რადგან საქართველოს ბედისწერაზე თავისუფლება და ერთიანობა აწერია-მეთქი. ამინ!

1998 წელი, 2 აგვისტო, დილის 11 საათი, კოჯორი.

მუსლიმები მთელს მსოფლიოში იძაბებიან, ერთიანდებიან, ქრისტიანთა მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებენ, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშია. ყველა მოქმედება ქრისტიანული ქვეყნებისა გამართლებულია. მუსლიმთა ფარული ქმედებები რომ ღიად დაანახა მსოფლიოს, შეძრწუნდება. მუსლიმები ცდილობენ, რომ პირველ ადგილზე წამოიწიონ და ჯვარი დაამხონ, რაც მათი დამარცხებით დამთავრდება.
კავკასიაში მუსლიმთა გაერთიანება რუსეთისთვისაა საშიში. ამიტომ, როცა ვწინასწარმეტყველებდი 1992 წელს: რუსეთი იძულებული შეიქნება საქართველოს დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები და ამას განაპირობებს ის, რომ კავკასიის ხალხთა ცენტრი, ანუ `კავკასიის სახლი~ თბილისში იქნება-მეთქი, რატომ?
იმ დროისთვის საქართველო უკვე ძლიერი და მსოფლიოში ცნობილი ქვეყანაა, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა დიდი იქნება. საქართველო საიმედო დასაყრდენია ქრისტიანული ქვეყნებისათვის მუსლიმურ სამყაროსთან (იხილეთ წინასწარმეტყველება 1992 წლის 18 დეკემბრისა: “ხოლო ჩეჩნეთს, დაღესტანს და კავკასიის სხვა ქვეყნებსაც აწყობთ ძლიერ საქართველოში შექმნან “კავკასიის სახლი”. აქედან ხომ მთელი მსოფლიო გაიგებს და ცნობს ამ ორგანიზაციას და, ბოლოსდაბოლოს, ვინ არიან ჩეჩნები, დაღესტენლები და ა.შ. და არა რუსები!
საქართველო კავკასიაში ერთადერთი ძლიერი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება ურთიერთობები აღადგინოს საქართველოსთან, რათა არ დაკარგოს საბოლოოდ კავკასია. დიახ, ეს ასეა. ამიტომ ბევრ რამეში საქართველოს ანგარიშს გაუწევს. რუსეთს თვითონ აწყობს, ვხედავ, მომავალში, რომ საქართველოში იკრიბებიან კავკასიელი მუსლიმები, რათა ადვილად აკონტროლონ ვითომ, მაგრამ ეს იმას გავს, დანაკარგს რომ ვერ ეგუები.

1998 წელი, 23 სექტემბერი, დილის 10 საათი, კოჯორი.

რა პოლიტიკური, ანუ სატანური თამაში მიდის?!
ვხედავ ასეთ რამეს: ერთდროულად ხალხის გაყოფილ მდგომარეობაში ყოფნას და შემორიგებას ვერ ახერხებს და თვითონ იწყებს თამაშს აფხაზეთით, სამაჩაბლოთი, აჭარით და მესხეთ-ჯავახეთით. ეს მთავარზე უმთავრესი კოზირია პრეზიდენტისა, რათა ტახტი, ანუ პრეზიდენტობა შეინარჩუნოს. რასაც ვამბობ, ასპროცენტიანია და დაუჯერეთ ყურებს!
საშინელი ქაოსია.
საქართველო წაილეკა, გაირყვნა, ქართულ ზნესა და წესზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეწყდება.

1998 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 10 საათი, კოჯორი.

მთავრობაში მომავალში დიდი ცვლილებები იქნება. ეს მოხდება მოულოდნელად. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის ცვლა საჭირო იქნება, ამას თვითონ მიხვდებიან. ერთი პერიოდი, ვხედავ, დაბნეული და ტერორისტული პერიოდია, მაგრამ მოკლე დროით. მალე შეწყდება შავი ზოლი.
ნავთობის მილებმა საქართველოს მოუტანა დიდი უბედურებაც და ვხედავ, მომავალში დიდი ბედნიერებაც მოაქვს. “ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა” – გენიალური ნათქვამია. ამიტომ ისე აირევა ყველაფერი, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს.
იქმნება ახალი პარტიები, მოდის ახალი ხალხი, მაგრამ მთავრობას სიფრთხილე მართებს, არ არის საჭირო ყველა უხეირო (ზოგიერთი) პარტიის შეყრა პარლამენტში იმის გულისთვის, რომ მოიხმაროს(?). ეს იქნება დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა, მაგრამ ასე არ მოხდება. მოდის ორი ძლიერი ძალა – “მოქალაქეები” – ჟვანია და “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – ირინე სარიშვილი.
მე ადრე აღვნიშნე ჟვანიას წასვლა პოლიტიკიდან დროებით. მას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ღმერთის დახმარებით მომძლავრდება, ღებულობს უზარმაზარ ენერგიებს და მოულოდნელად აღმოჩნდება სიმაღლეზე. ის ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდაა.
მომავალში ახალგაზრდები – ძლიერნი, ნიჭიერნი და სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალულნი, შეუცდომელ ნაბიჯებს დგამენ და მიხარია, რასაც ვხედავ (როგორც ყოველთვის, არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა). ყველა თავის საქმეს აკეთებს: მსახიობი თავისას, რეჟისორი თავისას, პოლიტიკოსი თავისას. მაგრამ სანამ ეს წინასწარმეტყველება ასრულდება, იქნება რთული პერიოდები. თუმცა, ასეთი სირთულეების გადატანა ღირს იმად, რაც დავინახე მომავალში: ძლიერი, საღი, ჯანმრთელი ახალგაზრდა პოლიტიკოსები.

1998 წელი, 2 ნოემბერი, ღამის 9 საათი, თბილისი.

ერთი პერიოდი საქართველო იძაბება, თითქოს ყველა ცუდის მოლოდინშია, ისევ ომი, ისევ არეულობები, მაგრამ ყველაფერი სწრაფად გადაივლის.
ვაჟა ლორთქიფანიძეს მმართველობის პატარა პერიოდი აწერია. მას დიდი უთანხმოებები ექნება პრეზიდენტთან. მისი კარიერა ქრება მომავალში.
საერთოდ, დიდი ცვლილებებია მთავრობაში, დიდი სიახლეები. არჩევნებით კმაყოფილი არავინ იქნება. მთავრობაში ცვლილებებს ძალიან რთული შედეგები მოყვება. გამოცდილი და მართლა მცოდნე კადრები ტოვებენ თანამდებობებს. ფრთხილად! ამაში დიდი შეცდომების მეტს, არაფერს სასიკეთოს არ ვხედავ.

1998 წელი, 16 ნოემბერი.

არჩევნები? საოცრება! ხალხს ვერ ვხედავ მისულს (!!!) საარჩევნო უბნებში. ასეთი განუკითხაობა კომუნისტური წყობის დროს არ ყოფილა, რაც დღეს მოხდა.
ვინ გავიდნენ? არავინ!
“ლეიბორისტები” – ნათელაშვილი? მის სახეზე ვხედავ ნიღაბს(?) ეს ძალიან საშიშია საქართველოსთვის. ბევრი რამ ამოტივტივდება. ისეთი ამბები ითქმება, რომლებიც მთავრობის წევრებზე, თვით პრეზიდენტზეა მიმართული.
ბევრი საქმე გასკდება, დიდი პოლიტიკური სკანდალი ატყდება მსოფლიო მასშტაბით. ისევ რუსები! ეს უკვე საშიშია ძალიან. თუმცა, მოვიდა დრო განკითხვისა.
ნათელაშვილი მაგრად წააგებს. მოღალატედ გამოაცხადებენ!
საერთოდ ყველაფერი ქრება. ძალიან რთული პერიოდი დგება – სიმართლის თქმისა ყველას ეშინია!
ისე, პრეზიდენტმა ვერ გამოთვალა კარგად პოლიტიკური ნაბიჯი, იმიტომ, რომ კოსმიურ ველში მარტოა. ეს საშინელებაა! ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც იჯდა. სრული კრახია!!! ხალხმა უარყო.

1998 წელი, 17 ნოემბერი, დღის 12 საათი.

პარლამენტს ძალიან რთული პერიოდი ექნება გასავლელი, ვხედავ.
`აღორძინება~ ვითომ აღორძინდა, მაგრამ წააგებს მწარედ!
ნათელაშვილის გამარჯვება ვხედავ, მომავალში გაბათილებულია. აქ ძალიან შავი ძალებია ჩართული.
პარტიების დაშლას ვხედავ – ვერ მორიგდებიან. აბა, მელია და ქათმები შეიძლება ერთად? ერთმანეთს გადაჭამენ! პირველ ეტაპზე ვითომ დიდ და საშიშ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ისინი, ვინც მათ უკან დგანან, ვერ ხვდებიან, რომ მათი დრო წავიდა, ისინი აღარასდროს მოვლენ. მოდის სხვა ძალა, ძალა ძლიერი, სუფთა და იმედი საქართველოსი!
დღეს კი ასე ვხედავ: “მოქალაქეები” ყველაფერს შთანთქავენ. ფაქტობრივად, საქართველოსთვის ეს ძალა უფრო საჭიროა, ვიდრე ნათელაშვილის “ლეიბორისტები”. დაუწყებენ ერთმანეთს თხრას, სამზეოზე გამოტანას საქმეებისა… მოკლედ, ქაოსია.
ვახტანგ რჩეულიშვილი, თუ უნდა, რომ ბაზა გაიმყაროს, არც ერთ პარტიას არ უნდა შეუერთდეს, თორემ შეერთების მომენტიდან დაიწყება მისი დაცემა და ვეღარც გასწორდება წელში. მან უნდა დაიცადოს, მოვლენებში არც უნდა გაერიოს და არც უნდა ჩაერიოს, ვინაიდან მისი მოქმედება, ვხედავთ, მომავალში, თუ დაგვიჯერებს, სწორია და იგი სიმაღლეზე ავა. ცალკე მდგომი მისი პარტია უფრო ბევრს გააკეთებს და ხალხის ნდობასაც მოიპოვებს (მშიშარაა! ძლიერი ნერვოზული ფორმა ეხსნება. ვნახოთ…).
სურმანიძე ედვარდი მოულოდნელად აჭარაში – ბათუმში აღმოჩნდება. ვხედავ, როგორ იბარებს ბათუმის, ანუ აჭარის გასაღებს. მერე იწყება დიდი ცვლილებები… ბლეფია!
სარიშვილი ნელ-ნელა იწყებს გამართვას. იგი პირვანდელ პოზიციას იკავებს, მისი პარტია მომძლავრდება, გადარჩენის გზებს იპოვის. ჭკვიანია! ხოლო მომავალში საპარლამენტო არჩევნებში (ასე ვხედავ) გადიან ზარზეიმით(?)
ერთი წელი საკმარისი დროა და ვინ რას გააკეთებს ხალხისთვის, ყველაფერი გამოჩნდება.

1998 წელი, 24 ნოემბერი.
***
გაფრთხილება ქართველებს: ყველა გვმტრობს, მაგრამ მტერი ვერ მოგვერევა! საქართველოს საზღვრები იკეტება – ცხვირსაც ვერ შემოყოფენ. აზერბაიჯანი, თურქეთი გვეხმარება. სასომხეთი შურის ჭაობია, დიდი სიკვდილია `დიადი პატრიარქის~ გარეგინისა.
ჩვენთანაც აღინიშნება ცვლილებები, მაგრამ ღმერთი გადაარჩენს საქართველოს, ანუ საქრისტიანოს ურცხვი ვაჭრობისგან. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გაბრწყინებულია! ეს ასეა ასი პროცენტით.

1998 წელი, 17 დეკემბერი, ბარბარობა.

პრეზიდენტი ქმნის ახალ პარტიას. ეს არ არის გამოსავალი. უბრალოდ, პირველ რიგში, ამით ვითომ აიცდენს იმ ბრალდებებს, რომელთაც “მოქალაქეთა კავშირს” წაუყენებენ. იგი იტყვის, რომ დიდი ხანია გაირიყა საკუთარი პარტიიდან, რომ არ არის მათთან კონტაქტში, რომ ჟვანია და მისი გუნდი მის ბრძანებებს არ ასრულებდნენ (პოლიტიკა უბინძურესი თამაშია!), რომ ყველა შესაძლებლობა ამოწურა “მოქალაქეებიდან” და ა.შ.
ახალი პარტია, ახალი ხალხი, ყველაფერი ახალი აჩერებს ადამიანებს(!!!) იმიტომ, რომ ახალში რაღაც დადებითს ხედავენ. “იქნებ, რაღაც საშველი არის ამ ახალში? იქნებ ამ ახალმა რამე გაგვიკეთოს, ცხოვრება გაგვიუმჯობესოს?…” და ა.შ.
ახალ პარტიაში მოსული უფროსობა რითი ჯობია “მოქალაქეებს?” იმით, რომ მათ არ იციან რა უნდა აკეთონ! სანამ გამოიწრთობიან ამ პოლიტიკურ სარბიელზე, დიდ სამსახურს გაუწევენ პრეზიდენტს. ნასწავლი და ალღოაღებული პარტია კი უკვე საშიშია პრეზიდენტისათვის იმიტომ, რომ უფლებას არ მიცემენ განახორციელოს ჩანაფიქრები და ბრმად არ გაყვებიან; იმიტომ, რომ ამ პარტიაში არის ერთი ან ორი კაცი, რომელსაც პრეზიდენტობაც შეუძლია. ეს კი საშიშია ძალიან, ძალიან!
ისინი მოდიან. მოდიან ვინ? სად? არსად! უჰაერო სივრცეში მოხვდებიან!!! იმიტომ, რომ დღევანდელ სიტუაციას ძველები უფრო “გაქაჩავენ”, რადგან გამოცდილება აქვთ და სიტუაციებში, საქმეებში ჩახედულები არიან. ეს კი არავის აწყობს. სად აკადემიკოსის მართვა და სად სკოლის მოსწავლისა?! ეს ასეა.
ბევრის რამის თქმა მინდა, მაგრამ მიწიერად ძლივს გადმოვცემ სათქმელს (თანაც, სამუშაო ადგილიც არ მაქვს!)…
მოკლედ, პოლიტიკოსების ჩანაფიქრს გამართლება არ აწერია!

“მოქალაქეთა კავშირი” – უკვე საშიშია. უნდა მოიშორონ, თავისი დრო მოჭამეს, თავისი საქმე გააკეთეს. ვინც ჭკვიანია, გადარჩება… და მოდის პოლიტიკაში ჟვანია.
“ლეიბორისტები” – ნათელაშვილი დაბნეული ვარსკვლავია, ქრება უკვალოდ. მოდიან ზარზეიმით და ამთავრებენ ტრაგედიით. დაიპყრო, მართალია, არ არის ადვილი, მაგრამ მართო, ძალიან ძნელია.
“სოციალისტები” – რჩეულიშვილი ჭკვიანია? როდემდის? მე ვწყვეტ რჩევებს! ბოდიში, მაგრამ…
ეს არ უშველის, სისულელეა! აი ნახავთ!

1998 წელი, 18 დეკემბერი.

საქართველოში ისევ დაიწყება მთავრობის ცვლა შიდა სტრუქტურებში, ესე იგი, მინისტრების ცვლა იქნება ისევ და ისევ.
დარტყმა ისევ ელის ბაკურ გულუას, მაგრამ ისევ გადარჩება. აქ რომ გულს მოიფხანენ, უპირისპირდებიან კახა თარგამაძეს. ლანძღავენ, ლანძღავენ, მაგრამ პრეზიდენტს ძალიან უყვარს – ღვიძლი შვილივით. მერე კი, როცა დაჭირდება… ჰოდა, ძალიან მალე დაჭირდება მისი გადაგდება.
ვაჟა ლორთქიფანიძე – ხან აქედან ვუყურებ, ხან იქიდან; ყოველმხრივ ვათვალიერე, მაგრამ რა გინდა? ძალიან უსიცოცხლო ვარსკვლავია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, დიდი ჩავარდნები ექნება – არნახული.
სასამართლოებში და იუსტიციაში დიდი ცვლილებები მოხდება. უშიშროებაშიც უფრო აირევა სიტუაცია, ვიდრე დაეწყობა. ის ორგანო, რომელიც ასი პროცენტით შეიქმნება (ესე იგი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კომისია, სადაც თავმჯდომარე ოთარ ბენიძეა – გენერალი), სიკეთეს მოუტანს საქართველოს; პრეზიდენტიც ამაში ხედავს ხსნას, მაგრამ ეს დროებითია!
ჰო, ხედვაში პატარა პერიოდს ვხედავ ასეთი სახით: ხალხი და პოლიცია უნდა ჩაუსაფრთდნენ ერთმანეთს, ანუ სამაგიეროს გადახდის მიზნით მიჟეჟავენ ერთმანეთს. პატარ-პატარა ინციდენტები იქნება.
და მთავარი: კასპიის ზღვა – ნავთს ვერ ვხედავ, აზერბაიჯანს ძალიან გაუჭირდება! შავი ზღვა კი მდიდარია საბადოებით და ნავთობით. აი ნახავთ! საქართველოში ნავთობია ასი პროცენტით!

წყეულიმც იყავთ, უგუნურნო, სატანის მოციქულნო, ამინ!

ვინც ჩვენს ნათელხილვას და წინასწარმეტყველებას უგულებელყოფს და უყურებს ჩვენს ფენომენს გამორჩენის მიზნით, ვინც ჩვენს ინფორმაციებს, რომლებიც მსოფლიო ხალხებისთვის სიცოცხლის წყალს წარმოადგენს, არ აცნობს მსოფლიოს და მალავს, ვინც ფულის გაკეთებას ფიქრობს ჩვენი ხედვების გამოყენებით, წყეულიმც იყოს მისი გვარი უკუნითი უკუნისამდე! ამინ! ამინ! ამინ!

1999 წელი, 6 იანვარი, დილის 12 საათი.

დგება ქარიშხალიანი წელი – არც ისე საშიში, მაგრამ ბევრი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრება.
საქართველოს რაც შეეხება, თუ პარტიები წარმოაჩენენ საკუთარ სახესა და შესაძლებლობებს, მთავრობაში დიდი ცვლილებები იქნება, დაწყებული პრეზიდენტით.
პრეზიდენტი იავადმყოფებს. ვხედავ, განიცდის უენერგიობას. სახეზეც ეტყობა უკვე, რომ სწრაფად იღლება. ნერვებს ვერ მოთოკავს, შეცდომებს დაუშვებს, ვერ ლაპარაკობს… მოკლედ, კატასტროფაა! ამაზე პრესაც კი ალაპარაკდება. ეს უკვე დასასრულია.
1999 წელი, 7 იანვარი, საღამოს 8 საათი.

ვხედავ (ნახავთ), პრეზიდენტი აფხაზეთის საკითხს ინახავს არჩევნებისთვის, მერე კი აფხაზეთის საკითხი მწვავედ დადგება, თვითონ რუსები წამოწევენ. ასეთი აფხაზეთი რუსეთს აღარ აწყობს იმდენად, რამდენადაც უკვე მათთვისაა საშიში, ძალიან საშიში! საქართველო, ვიმეორებ, თითქოს დროს წელავს (1993 წლის წინასწარმეტყველება), მაგრამ ეს ნომერი ჩვენ მთავრობას არ გამოუვა. ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი და რა დროც არ უნდა იყოს, აფხაზეთი + ბათუმის (აჭარის) ზოლი შავი ზღვისა, გაიგეთ და შეიგნეთ – საქართველოა! საქართველო აქედან იწყება! არ არსებობს ისეთი ძალა, საქართველო რომ დაყოს! მალე მიხვდებიან და იციან კიდეც, რომ აფხაზეთი საქართველოა. რასაც ისინი სჩადიან, იგივეა, რუსებმა რომ თქვან, თბილისი მოსკოვიაო! დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის და დროზე ადრე გადაწყდება აფხაზეთის საკითხი.
გალის ამბავი გაითამაშეს, აქაოდა, ადვილი არ არის აფხაზეთში შესვლაო, რომ ამას დრო ჭირდებაო, ის დრო, როცა იქნება პრეზიდენტის არჩევნები. ყველაფერი ეს სისულელეა, თუმცა ბევრი კი შეიწირეს.
იმისათვის, რომ ვიღაც გამეფდეს, საშინელ გზებს იყენებენ და ღმერთი, დიახ, ღმერთი ყველას დაავიწყდა! ჰოდა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს, დღე განკითხვისა ახლოსაა მთავრობისთვისაც და იმათთვისაც, ვინც ამაში იღებდა მონაწილეობას. ყველას დაატყდება თავს ღვთის რისხვა! აი ნახავთ.

1999 წელი, 10 იანვარი, დღის 3 საათი, თბილისი.

საქართველოს მსხვილ მეწარმეებს მთავრობა ომს გამოუცხადებს. ეს დიდი შეცდომაა. მთავრობის მხრიდან უსამართლობის ბევრ მომენტს ფარდას ახდის თოფაძე. იგი, ვხედავ, გადააბიჯებს შიშის იმ ზღვარს, რომელიც ხელს უშლიდა და სასამართლოში იჩივლებს. რაც მოხდება, ეს დროებითია. მოკლედ, ვხედავ, რომ მომავალში თოფაძე გაიმარჯვებს სასამართლოში – მოუგებს მთავრობასაც. აი მაშინ ატყდება ბიზნესმენებს შორის ქაოსი, ყველა იჩივლებს, მეწარმენი გაერთიანდებიან და მოიგებენ. უბრალოდ, მათ კარგად უნდა დათვალონ! თუ არავის და არაფერს (რა თქმა უნდა, ტყუილში) ანგარიშს არ გაუწევენ, მოიგებენ.
ბიზნესმენი, რომელიც თავს შეგნებულად იტყუებს, ყოველთვის წააგებს; თუ მყარ ნაბიჯებს გადადგამს, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი სარგებლობს თავისი მდგომარეობით და ბიზნესმენებს ლამაზად უშლის ხელს, რითაც სახელმწიფო ზარალდება! ვხედავ, მომავალში ხმამაღლა იტყვიან მათ სახელებსა და გვარებს. სიმართლე გაიმარჯვებს.
იქამდე კი ყველა ძალიან რთულ გზას გაივლის. თოფაძეს ციხეც ემუქრება, მაგრამ ეს დროებითია, აცდება. საბოლოო ჯამში იმარჯვებენ.
1999 წელი, 11 იანვარი, დილის 10 საათი, თბილისი.

ვხედავ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიდი ურთიერთობები დამყარდება. რუსებიც დაიწყებენ სირბილს საქართველოში. ვხედავ, რუსები აფორიაქდნენ, მათ ვერ ჩაშალეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. მოდის ის დრო, როცა რუსეთის ინტერესებში შედის კავკასიის საზღვრების დალაგება. ამას ჯერ კიდევ როდის ვწინასწარვმეტყველებდი (1990-1991 წ.). ჰოდა, აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს. ვხედავ, რომ რუსეთს მეზობელი აფხაზეთი, ანუ საქართველოს ეს ნაწილი, აღარ აწყობს დაულაგებელი, იმიტომ, რომ აფხაზეთზეც გადის ის “აბრეშუმის გზა”, რომელიც რუსეთმა, ბოლოსდაბოლოს, ცნო.

 

1999 წელი, 17 იანვარი. 9 საათი და 30 წუთი, თბილისი.

დღეს მნიშვნელოვანი რამ გადაწყდა!
ეს საქართველოს მომავალია… მეტის თქმის უფლება არა გვაქვს, არ შეიძლება.
იგი გაიმარჯვებს ასი პროცენტით.

1999 წელი, 19 იანვარი, დილის 10 საათი.

აჭარაში მოულოდნელი ამბოხება იქნება. თბილისიდან აჭარაში მორბენალი მთავრობის წარმომადგენლები, ისინი, ვისაც კარიერა აინტერესებს, ორმაგ თამაშებს თამაშობენ და ზუსტად ეს თამაში გამოიწვევს აჭარაში არეულობებს და ამბოხებებს. ეს ყველაფერი ლამაზადაა დაგეგმილი!!! ამაზე თვითონ ასლან აბაშიძე იყვირებს. იქ შეგროვილი პენსიონერები ვეღარ დაბრუნდებიან; თავიანთ ცოდნასა და ენერგიას მოახმარენ იმას, რომ დაუნგრევენ ასლან აბაშიძეს შექმნილ იმპერიას. ეს ასეა.

1999 წელი, 22 იანვარი, საღამოს 5 საათი.

ორი ძალა იბრძვის: ერთი იმისთვის, რომ საქართველოს არ ჰქონდეს საზღვრები, ანუ იყოს თავისუფალი ზონა, სადაც ვისაც სურს შემოვა და გავა; მეორე იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი საზღვრები ჩაკეტილი, რომელსაც უსაბუთოდ ვერ გადმოაბიჯებ!..
ის, რასაც მთავრობა დათმობს, დროებითია; მერე კი აღდგება ყველაფერი და დალაგდება თავის ადგილზე.

 

1999 წელი, 9 თებერვალი, დილის 10 საათი.

თბილისში მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს!
წინასწარ არავის ძალუძს (ე. ი. არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა, არ არსებობს, მერწმუნეთ. მე კი მაქვს ასპროცენტიანი წინასწარი ხედვები, რომლებიც რეალურადაც სრულდება კიდეც, მაგრამ დროს ვერ ვხედავთ და არც არასდროს მითქვამს.
ეს არის დივერსია, მორალური ზემოქმედება, მასების ფსიქოზი.
აცხადებდნენ, რომ შენობაში ბომბია – ხან აქ, ხან იქ, მაგრამ არენა ეცოტავათ და ფართო მასშტაბიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს. ეს ბლეფია ვაიწინასწარმეტყველთა და ცრუთა ენერგიებიდან გამომდინარე.
კიდევ ელოდეთ ცრუ ინფორმაციებს.

1999 წელი, 10 თებერვალი, დილის 10 საათი, თბილისი.

როდესაც მიწისძვრას ვხედავდი, რა თქმა უნდა, თან ვწერდი და საშინელი სურათები მეხატებოდა. ვხედავი, ანძა როგორ გადმოვარდა. შიშით შევკივლე, მერე კი გავიხსენით ენერგიებით – უზარმაზარი, დიდი ენერგიის ნაკადი წამოვიდა კოსმიურ ველში, დავიწყეთ დაცვითი რკალის შეკვრა საქართველოს ირგვლივ. განსაკუთრებით თბილისი ჩავსვით დაცვით ჯვარში.
მოდიოდა უზარმაზარი შავი ენერგიები და თავს იყრიდა საქართველოს ირგვლივ. ჩვენ შევერიეთ და… ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ!
როცა ადამიანებს ვიცავთ და მასზე ვხარჯავთ ენერგიებს, ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რა სირთულეებს ვაცდენთ მათ, არ იციან, რომ სიცოცხლეს ვჩუქნით. თუმცა ჩვენ არაფერს ვთხოვთ ადამიანებს, გარდა რწმენისა.
დღესაც ასე მოხდა. რაც 1996 წლის 5 იანვარს დავინახეთ, მაშინ როგორც ვიმუშავეთ კოსმიურ ველში, ეს დღეს გამოჩნდა – ოთხი წლის შემდეგ. იწყება მიწისძვრაზე ლაპარაკი და არა ნგრევა, ვინაიდან ჩვენ ეს უარყოფითი ინფორმაცია და იმ ექსტრასენსთა ენერგიები, რასაც ჩვენ სატანურს ვუწოდებთ, ოთხი წლის წინ გადავკეტეთ. მოვიდა სეტყვა და დახვდა… ქვა კი არა, კლდე!
შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრმა ვერ გააცნობიეროს, უფრო კი ვაი და ცრუ წინასწარმეტყველებმა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ! გთხოვთ ირწმუნოთ, რომ ეს ასპროცენტიანი სიმართლეა.
საერთოდ ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმაზე, რაც კოსმოსს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ერთი პროცენტი მაინც ავხსნა და გადმოვცე, რათა საქართველო გადარჩეს ფსიქოლოგიურ დარტყმას და ნგრევას, რომელიც არ იქნება. დიახ, ვხედავ, მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ!

1999 წელი, 2 მარტი, დილის 12 საათი, თბილისი.

აფხაზეთზე რაც კი ვიწანასწარმეტყველე 1992-1995 და ა.შ. წლებში, ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით. დღეს კი ყველაფერი ეს თამაშია. არძინბამ თვითონ არ იცის, რა უნდა. რუსეთი თვითონ უნდა დაქუცმაცდეს.
აფხაზეთი საქართველოა! მომავალში ვხედავ, აფსუები და ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენლები ქართველებად ჩაეწერებიან. ბევრი რამ შეიცვლება საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში.
მალე მთელი საქართველო გაერთიანდება ღვთის ნებით, ერთი მთლიანი დროშის ქვეშ შეიყრება ქართველთ ლაშქარი სამშობლოს საზღვრების დასაცავად!!! იწყება საზღვრების ჩაკეტვა.
ბათუმი – აჭარა – ყველაფერი სუფთავდება. მოდის ახალი მთავრობა, ქართული სული იღვიძებს საქართველოს ამ კუთხეში.
ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით – ოთხივ კუთხივ თეთრ ჯვარს ვხედავ. ეს ნიშანია ღვთისა საქართველოსთვის! სიკეთე და სიმშვიდე დაისადგურებს ჩემს საქართველოში. დიდი ომი, ჭირი და უბედურება, ნგრევა და სიკვდილი აცდება მას. ამინ! ამინ! ამინ!

1999 წელი, 3 მარტი, საღამოს 5 საათი.

“ლეიბორისტები” იშლებიან ასი პროცენტით. “მოქალაქეები” და “ლეიბორისტები” ერთად? ვერ ვხედავ, რომ მორიგდნენ. ნათელაშვილი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს, მისი ნაბიჯები პოლიტიკაში მცდარია, მისი მომხრეები ზურგს შეაქცევენ, მოხდება უფრო დიდი განხეთქილებები, ვიდრე დაგეგმილია. მოკლედ, “ტიტანიკივით” ჩაიძირებიან. დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩაბმულ “ლეიბორისტებს” დიდი გამოცდილება აკლიათ – გავარჯიშებულ “მოქალაქეებს” ვერ მოერევიან!
ასლან აბაშიძეს, მგონი, ჟვანიასთან მეგობრობა ერჩია ნათელაშვილთან მეგობრობას. ამას მალე მიხვდება. ასლან აბაშიძესა და ნათელაშვილს შორის მოხდება დიდი განხეთქილება, რაც, სხვათა შორის, თითქოს გეგმაში არ ჰქონდათ. მოულოდნელობები და ცვლილებები დაიწყება. აჭარაში გახიზნულნი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იქ მათ შორისაც იწყება განხეთქილება და ასევე დაუპირისპირდებიან თვით ასლან აბაშიძესაც. ყველა გეგმა ჩაშლილია, ვხედავ.
აჭარაში ვხედავ არეულობებს, იქნება დაპირისპირებები, აბაშიძე ვერ გაუმკლავდება ოპოზიციას (იხილეთ 1995 წლის წინასწარმეტყველებანი).
ნათელაშვილს თუ არ მოცილდა აბაშიძე, დიდ პოლიტიკურ თამაშს წააგებს. აი ნახავთ.

1999 წელი, 4 მარტი, დილის 11 საათი, თბილისი.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ქართველებს ვერ გააფხაზებს! ეს ზღაპარია! შეუშვას ლტოლვილები სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში, გალში (სადაც ისედაც დადიოდნენ და დადიან) ისევ ბინძური პოლიტიკური თამაშია ხალხის ხარჯზე, მაგრამ მალე მოეღებათ ბოლო. ვინც კი საქართველოს წართმეული ტერიტორიებისთვის სისხლი დაღვარა, სიცოცხლე გაწირა და დღესაც იბრძვის, მათ ისტორია გმირებად გამოაცხადებს. ასე ვხედავ და ვიცი.
აფხაზეთში, სამაჩაბლოში მათ საფლავებზე მემორიალებს ვხედავ წარწერებით, მათი საფლავები ყვავილებითაა მორთული და დღეს ნუ შესცოდავთ. როცა პარტიზანებს ლანძღავთ, იცოდეთ, ისინი გმირები არიან. ეს ასეა ღვთის ნებით.
ადამ და ევას დროიდან სულ გვაქუცმაცებენ, გვყოფენ, გვტაცებენ თითქმის ყველაფერს, მაგრამ ღვთის წყალობა და დაცვა საქართველოს მიმართ უსაზღვროა. ამიტომ ჩვენ გადავრჩით და გადავრჩებით. საქართველო ყოველთვის იარსებებს და ვიქნებით ჩვენ მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს.
ვიბრუნებთ ტერიტორიებს! ასეთია ნება ღვთისა. აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მესხეთ-ჯავახეთსა თუ აჭარაში აშენდება დანგრეული ეკლესიები, გაბრწყინდებიან ისინი მთელის დიდებითა და ვხედავ, მომავალში გამცნობენ, რომ ჩვენ ვარსებობთ! მიწის პირისაგან აღგვილი საქართველო ისევ დაიბადა და იგი იქნება მანამ, სანამ დედამიწა არსებობს კოსმიურ სამყაროში; გავქრებით მაშინ, როცა გაქრება დედამიწაც. ეს კი არასდროს მოხდება. ამიტომაც, უკვდავია ქართველი და თვით საქართველო. ამინ!

1999 წელი, 5 მარტი, დილის 12 საათი, თბილისი.

საფრანგეთში ლაპარაკი იქნება სამეფო კარის აღდგენაზე, მონარქზე. ლუვრი უნდა დაამშვენოს მეფემ.
ვხედავ, მეფე ზის ტახტზე განსაზღვრული დროის ფარგლებში. როცა მისი დრო ამოიწურება, იცვლის ტანსაცმელს და მიდის სახლში, აკეთებს თავის საქმეს… უცნაურია, არა? მაგრამ მე ვხედავ, რომ ინგლისის სამეფო კართან შედარებით დიდი განსხვავებაა. დროთა განმავლობაში ფრანგების სამეფო კარი დაიხვეწება, მეფე იბრუნებს თავის ქონებას, შენობებია ეს თუ მიწები.
ეს ძალიან საინტერესოა:
ვხედავ ახალ პრეზიდენტს. მოულოდნელი ცვლა უნდა იყოს მთავრობაში. ეს საფრანგეთისთვის სასიკეთოა;
ვხედავ დიდი პოლიტიკოსის სიკვდილს მოულოდნელად;
ვხედავ უდიდესი ფირმის გაკოტრებას;
მოულოდნელი კრიზისი იქნება ფულთან დაკავშირებით;
დიდი მსახიობის სიკვდილს ვხედავ;
ეიფელის კოშკს ნგრევა ემუქრება – წარღვნა.

1999 წელი, 6 მარტი, დილის 10 საათი, თბილისი.

თბილისში პარტიებს შორის უნდა დაიწყოს განხეთქილებები, რაც გამოთვლილი იყო ჭკვიანთაგან. ბათუმიდან თბილისისკენ შემობრუნდებიან. `სოციალისტები~ და `ლეიბორისტები~ ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდებიან; მართლაც ვერ მოზომავენ, ბევრ შეცდომებს დაუშვებენ, ამიტომ სექტემბრისთვის რაღაც ახალი თუ არ შექმნეს და არ მოიფიქრეს რაიმე საოცრებები, წააგებენ – ამომრჩევლებს კარგავენ. თუმცა `სოციალისტებს~ უფრო უმართლებთ.
ბევრი დიდი პიროვნება დატოვებს პოლიტიკურ არენას. თვით ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იმედებს გაუცრუებს პრეზიდენტს. ნიკო ლეკიშვილს ფულები აღარ უშველის. `მეწარმეთა~ ბედი უარყოფითია – ჭყონიას, თოფაძეს, ტყემალაძეს და ა.შ. ყველაფერი უკუღმა შეუბრუნდებათ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. პრეზიდენტი მათთვის თითსაც კი არ გაანძრევს. დროა, ადგილი სხვებს დაუთმონ. დიდი შეხლა-შემოხლები იქნება, არეულობებს ვხედავ.
პრეზიდენტი ქმნის მინისტრთა კაბინეტს, უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრი. ეს ვიწინასწარმეტყველე 1998 წლის 17 მაისს. პრეზიდენტი შეუდგა კაბინეტის ჩამოყალიბებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისებურად დაიწყო მოქმედება, როგორც ყოველთვის.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ, რასაც ლელა კაკულია იწინასწარმეტყველებს, ის ასი პროცენტით კი არა, მილიონი პროცენტით სრულდება საბოლოო ჯამში. ამიტომ ვინც დროს გაწელავს და პოლიტიკურ თამაშებს შეუდგება, ის ბევრ შავ ძალას დაუთმობს დროს და თავისუფალი მოქმედების არეალს მისცემს. ამის ნაყოფს კი მალე მოიმკის. აი ნახავთ.

1999 წელი, 7 მარტი, დღის 12 საათი, თბილისი.

ბერეზოვსკი: აფხაზეთი მის პირად ინტერესებში შედის. თუ პოლიტიკური თამაში წააგო, ბევრ რამეს წააგებს, დიდი დანაკარგები ექნება. იგი დარბის თბილისში. რატომ? იმიტომ, რომ იცის, კრემლში აფხაზეთის საკითხი დადებითად წყდება, ქართველების სასარგებლოდ და ამიტომ უნდა ითამაშოს უკვე ქართულ მხარეზე. მისდღემში ქართველთა მოწინააღმდეგე დღეს ფიქრობს საქართველოს გაერთიანებაზე, ანუ საკუთარ ჯიბეზე! ქართველებთან კეთილი ურთიერთობები შეუნარჩუნებს აფხაზეთში მთელს კაპიტალს, მაგრამ ღმერთი, რომელიც საერთოდ არ ახსოვთ, ის ღმერთი უხდის სამაგიეროს!
პრეზიდენტის შეწუხებული ინტერვიუ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიკროფონს არ გაცდება. ან რატომ უნდა მოიმდუროს კრემლი? ქართველებს ისედაც პირველობა გვიყვარს ყველაფერში. კიდევ კარგი, პრეზიდენტი გვყავს გაწონასწორებული, რომელსაც უყვარს დაცდა, ფინალის დადგომა და მერე, ბოლოს გამოსვლა სიტყვით.
ელცინი ისევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს რუსეთს. სანამ მოკვდება, გეგმაში აქვს ისინიც დახოცოს – შურიანი თანამოაზრენი (რა თქმა უნდა, მორალურად დახოცოს). ბურთს და მოედანს ელცინი თავის მტრებს არ დაუტოვებს, ყველას წინ გაიმძღვარებს. აი ნახავთ.
ლუჟკოვი – მოსკოვის მერი, მოსკოვის პატარა პრეზიდენტი, ის მარხავს ელცინს; მერე თვითონ მას დამარხავენ.
ნამდვილი პრეზიდენტი შუმეიკოა. აი ნახავთ!

1999 წელი, 10 მარტი, საღამოს 5 საათი.

სამეგრელოდან, პარლამენტში მოდის სულ სხვა ძალა – ძალა, რომელიც დღეს არ ჩანს არენაზე. მათზე ვერ იტყვიან, რომ არაჯანსაღი ძალაა, არც რუსების აგენტები არიან. ეს ის პარტიაა, რომელიც სამეგრელოს ჭირდება, რომელიც ბევრ რამეს დაურეგულირებს სამეგრელოს პარლამენტში. ეს მართლა ჭირდება დასავლეთს. მთავრობას ეს პარტია უფრო აწყობს და ხელსაც შეუწყობს, ვიდრე საშა ჭაჭიას. მას არ მიიღებენ. თუმცა ვხედავთ, რომ შეცდომებს უშვებს. პირველი შეცდომა ის იყო, რომ აჩქარდა, დღეს არ უნდა გამოჩენილიყო არენაზე, ცოტა მოგვიანებით, მაგალითად, ივლისში. ამბიციური პიროვნებაა, რთულ თამაშში ებმება – ძალიან სახიფათო თამაშში. ფულით მაინც ვერ გაიმარჯვებ! ფული ეშმაკისაა.
ფოთი საქართველოს გულია. იმ ძალებს, რომლებიც ფოთშია შეკრებილი მთავრობის ხაზით, ვერავინ გაარღვევს. ეს არის კარი, საიდანაც საქართველოში შემოედინება ის სიმდიდრე, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ასე რომ ამ კარს უფლის ნიშანი ადევს და არ არსებობს ძალა, რომ მოარღვიოს.
მომავალში პარტიობანას თამაშს საქართველო აღარ განაგრძობს. მოდის სულ სხვა პერიოდი. ვხედავ, ხალხი გამოხატავს საკუთარ ნებას ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია და ისე წარიმართება მმართველობა ქვეყნისა. მოდის საერთოდ ახალი ხალხი, ახალი მთავრობა, რაც ვიწინასწარმეტყველე 1993-1998 წლებში.
მალე გათენდება დღე მშვიდობისა საქართველოსთვის!

1999 წელი, 14 მარტი, 11საათი და 20 წუთი.

ეჰუდ ბარაქი – სამხედრო პირი, ოპოზიციაშია დღეს. მომავალში, ვიმეორებ, ნათანიაჰუს გადააყენებენ. მოდის სამხედრო, რაც ვიწინასწარმეტყველე 1998 წელს. ეს იქნება ეჰუდ ბარაქი. დიახ, მას ვხედავ. ფაქტობრივად ორი სამხედრო ფიგურაა ოპოზიციიდან პრემიერის პოსტზე, მაგრამ გავა ეჰუდ ბარაქი. ეს ასეა ასი პროცენტით. საერთო ჯამში ვიწინასწარმეტყველე, რომ ოპოზიციიდან მოდის სამხედრო პირი, ჰოდა, ასრულდება, ასეა თუ ისეა. ეს ის პიროვნებაა, ვისაც ისრაელი გაყვება, ერთადერთი რეალური კანდიდატურაა, ამერიკელებიც მის მხარეზე არიან. მუსლიმებს არ მოწონთ, ეშინიათ.
ბევრი საკითხი გადაწყდება დადებითად.
სამხედროები მოდიან ისრაელის სასიკეთოდ.
საერთოდ, ბევრგან მოვლენ სამხედროები.
იწყება მესამე მსოფლიო ომი!

მოწმე ვარ!
თემურ იაკობაშვილი (მოსე)
14.03.1999
11 სთ. 20 წთ.

1999 წელი, 15 მარტი, საღამოს 7 საათი, თბილისი.

სამეგრელო ორ ბანაკად გაიყოფა, ვხედავ. `აღორძინება~ და `კოლხეთი~ (შემოკლებით აღვნიშნავ პარტიების დასახელებას).
“აღორძინება” – საშა ჭაჭია: მის უკან დგას ასლან აბაშიძე;
“კოლხეთი” – ბაკურ გულუა: მის უკან დგას პრეზიდენტი.
ვხედავთ, მიდის ფსიქოლოგიური თამაში ხალხზე, მაგრამ ხალხი არ აყვება მორიგ ავანტიურას.
სამეგრელოს სახელმწიფო? ეს ზღაპარია! საქართველო კოლხეთიდან იწყება და მთავრდება კახი+ნუხი+საინგილოთი, თუ უფრო იქით არა (ასევე ჩრდილოეთით და სამხრეთით).
მოკლედ, ვხედავ, სამეგრელოში ისევ აირევა სიტუაციები, წავა ბრძოლა ამ ორ პარტიას შორის, მაგრამ სერიოზული არეულობები არ იქნება, ყველაფერი მალევე ჩაწყნარდება. გაიმარჯვებს პარტია “კოლხეთი”, იგი მოვა პარლამენტში ასი პროცენტით. პრეზიდენტი სიხარულით მიესალმება ამ ძალებს.

აფხაზეთი, სამეგრელო
აჭარა – გაერთიანდებიან
და გამოვა ერთიანი, შავი ზღვის ზოლზე გადაჭიმული
რესპუბლიკა
აფ-სამ-აჭა?!
აფსამაჭა – სასაცილოა!!! 1) აფხაზეთის სახელმწიფო;
2) აჭარის სახელმწიფო;
3) სამეგრლოს სახელმწიფო;
4) სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო;
5) მესხეთ-ჯავახეთის სახელმწიფო.

რასაც ვხედავ მომავალში, ეს არის ერთიანი, მთლიანი, ჯანმრთელი და გაბრწყინებული საქართველო ღვთის სხივის ქვეშ. არ არსებობს ძალა, რომ დაშალოს და დაანაწილოს საქართველო, გაანადგუროს ერი, რომელმაც საუკუნეების ქარცეცხლს გაუძლო და აქამდე მოიტანა თავის ენა ქართული, ჯვარი ქრისტიანული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვაქუცმაცებდნენ და გვწვავდნენ.
რაც დღეს ხდება, ისტორიის გამეორებაა და ისევ გადავრჩებით, გავმთლიანდებით და გავმრავლდებით, იცოდეთ. ამინ! ამინ! ამინ!
ნუთუ საქართველოს მტრებს, რომლებმაც ეს გეგმა დაისახეს, მართლა ჯერათ, რომ თუკი ძალა მათ ხელში მოხვდება, ასე ადვილად გადაწყვეტენ საქართველოს ბედს? ვნახოთ! ისინი ხომ ნათელმხილველები არ არიან?! ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, რომ ასრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები ასი პროცენტით.

აფხაზეთის, სამეგრელოსა და აჭარის გაერთიანებას დავარქვი აფსამაჭა. როგორც ეს სახელია აბსურდული, ისე ეს გეგმაა ბლეფი!

1999 წელი, 10 აპრილი, დილის 2 საათი.
***
, რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული და რაც ვიწინასწარმეტყველე (1992 წლის 19 ოქტომბერს), სრულდება. რუსები იძულებულნი იქნებიან, დაგვიბრუნონ ტერიტორიები, რუსეთის ჯარს აქეთ გამოვიყენებთ. ხედვაში საქართველოს დროშა ფრიალებს – გამარჯვების დროშა!

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.
***

რუსეთი საქართველოს ძალიან დაუტკბება, ვხედავ. რუსები გვიბრუნებენ დაკარგულ მიწებს, თითქოს მართლა მათი ყოფილიყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს მაინც არ ჩაეთვლებათ სიკეთეში. ისინი მიხვდებიან, თუ საქართველოს დღეს არ დაუბრუნებენ მიწებს, ხვალ იგი თვითონაც რეალურად იბრუნებს ტერიტორიებს, მათი დახმარების გარეშეც.
ოღონდ საჭიროა მთავრობაში ხალხი შეიცვალოს. აფხაზეთთან დაკავშირებით მუშაობენ ისინი, ვისაც საზოგადოება არ მიიღებს მომავალში, ვხედავ. ის ხალხი კი, ვისაც შეუძლია მოლაპარაკებები და პატივს სცემენ თვით აფსუები, “დაკონსერვებულნი” არიან, ბევრი ჭკვიანი მინისტრი და მოხელეა ჩამოცილებული თავის საქმეს (იძულებითი შვებულება – კულტურულად რომ ვთქვათ). თუ ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება მომავალში, ძალიან გაუჭირდება ამ მთავრობას, ძალიან და ვხედავ…
არჩევნები? მოდის ახალი და ნათელი პერიოდი. საქართველოს განდიდების დროც ახლოსაა.
საქართველო იბრუნებს თავის ზნეს, წესსა და ჩვეულებას, ჭკვიანნი და ნიჭიერნი თავიანთ საქმეს უბრუნდებიან. ვხედავ, ღმერთი ნამდვილ ქრისტიანებს უბოძებს ყველაფერს და ხელს შეუწყობს მათ მოსვლაში. დიახ, ისინი მიიღებენ უზარმაზარ ენერგიებს, რათა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინონ. ამ ნავთობსადენ მილებს და “აბრეშუმის გზას” ჭკვიანური მართვა და პატრონობა ჭირდება, რათა სიმდიდრე ქვეყნისა არ გავიდეს საქართველოს გარეთ. ამიტომ მოხდება მთავრობის ცვლა, მოვა ახალი ხალხი – ჭკუა და გონება საქართველოსი. ისინი ერთიანდებიან და მოდიან ღვთის ნებით; დიახ, ღვთის ნებით და არა ადამიანებისა. ამინ!
მოხდება მოულოდნელი დიდი ცვლილებები, ვხედავ, რაც ძალიან გაუკვირდებათ. ასეთია ბედისწერა და ნება უფლისა ჩვენისა ღმერთისა. ამინ! ამინ! ამინ!

1999 წელი, 19 აპრილი.

ჩერნომირდინი ჩამოვიდა. რატომ?
პრეზიდენტი ამერიკაში მიემგზავრება. რუსები ფიქრობენ, ისევ გამოიყენონ ამერიკასთან ურთიერთობების აღსადგენად თუ დასალაგებლად როგორც ადრე, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აქ არის თხოვნაც და მუქარაც. ვხედავ, დიდი ვაჭრობაც მიდის აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე და ა.შ.
სრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები 1992-1993 წლებისა: რუსეთი თვითონ გვიბრუნებს ჩვენ მიწებს. ისინი ჩრდილში მოემწყვდევიან, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
პრეზიდენტი ამ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკას. აფხაზეთში შევალთ, ვხედავ ასი პროცენტით. იქნება ლაპარაკი ეშერას საიდუმლო გამოქვაბულზე, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. საქართველო დათანხმდება იქ რუსული სამხედრო წერტილების განლაგებაზე, მაგრამ ეს დროებითია. ვხედავ, რუსეთს მომავალში მაინც მოუწევს აფხაზეთისა და მთლიანი საქართველოს დატოვება. საქართველო მთლიანად გადადის ნატოს ბლოკში.
საქართველო ისრაელს გავს!
მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, ახალი პარტია. ორი პარტია დარჩება, როგორც 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე – `რესპუბლიკელები~ და `დემოკრატები~. ასე იქნება.
საქართველო განიწმინდება – ქრისტიანობა უფრო ღრმა ფესვებს იდგამს. სხვანი – ეშმაკნი და ფარისეველნი, ფეხს ვერ მოიკიდებენ. ძლიერია ქართული ეკლესია!

1999 წელი, 20 აპრილი, დილის 11 საათი.

ორი სხვადასხვა მეწარმეთა კავშირი ვერ ითანამშრომლებს. პირველი – თოფაძის გუნდი, მართლა მეწარმეთა კავშირის ინტერესებს იცავს, რაც გამოჩნდება მომავალში; მეორე მხარე – მეწარმეთა (ქვემო ქართლიდან, ცენტრი რუსთავშია. აქ დევს სხვა ძალაც, რასაც არ ვშიფრავ!) უფრო პოლიტიკური გაერთიანებაა და ზოგიერთი თანამდებობის პირის დიდი კომერციული ინტერესებია ჩადებული. ზუსტად ეს კავშირი გაუფუჭებს მათ კარიერას მომავალში. ასე რომ არ იყოს, მაშ, რატომ არ შეუერთდნენ თბილისელ მეწარმეებს? ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში თოფაძის გუნდი გაიმარჯვებს. ისინი მართლა შეასრულებენ მეწარმეთა პროგრამას, მაგრამ თუ პოლიტოლოგები არ მოიწვიეს, ძალიან გაუჭირდებათ მერე მართვა. ისე, ყველა პარტიას გაუჭირდება, მომავალში არც ერთი არ იარსებებს, სულ სხვა ძალები მოდიან. ყველაფერი ახალი! წარმოიდგინეთ, მართლა ასეა.

1999 წელი, 30 ივნისი, დღის 12 საათი.

“თელასში” მოულოდნელად სიტუაციები ძალიან აირევა. არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუნდაც სარწმუნოებას.
ამერიკელების ზურგს უკან რაც დგას და ვინც დგას, არ არის მყარი ბაზა. ირგვლივ თითქოს ყველაფერს შთანთქავენ. ვითომ აშენებენ, ამ დროს მნიშვნელოვან ბაზებს ხელში იგდებენ კაპიკების ფასად და ფიქრობენ ფესვების გადგმას, პლუს რელიგიური ხაზითაც, რაზეც მალე ახმაურდებიან პარლამენტშიც. რა ხდება, ნახავთ. მაგრამ “თელასის” უკან დგას გარკვეული ჯგუფი ქართველებისა და მათ მიზანს არ აწერია ასრულება!
ვხედავ, ეს ყველაფერი დაიშლება, იქნება “თელასი” და “საქენერგო”. იქმნება ახალი, ერთიანი, უზარმაზარი დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, სამინისტრო, და ეს სამსახური მიიღებს ნამდვილ სახელს. ამას თავად პრეზიდენტის ბრძანებით გააკეთებენ. ასე რომ, “თელასი” სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
ვხედავ სასამართლოებს მათ წინააღმდეგ, ვინც ფიქრობდა “თელასის” დათრევას. ეს იქნება დიდი სკანდალი, მაგრამ სწრაფადვე ჩაქრება.
ამერიკელების უკან ქართველთა პატარა ჯგუფია, რომელთაც ამხელა სიმდიდრის კაპიკებში ხელში ჩაგდება მოინდომეს. სხვათა შორის, მათი სახელებიც ამოტივტივდება. ღმერთი არაფერს შეარჩენს!
ამინ!

1999 წელი, 5 ივლისი, დილის 9 საათი, კოჯორი.

ვხედავ, “მეწარმეთა კავშირს” უჭირს დღეს, მაგრამ ეს მხოლოდ დღეს, დროებითია. მოკლედ, ვხედავ, თოფაძე მოიგებს სასამართლოს – დიდ სასამართლოს ევროპაში. იგი ყველა საბუთს გამოამზეურებს, რასაც აქ არ აჩვენებს. ამას მოყვება დიდი სკანდალი ევროპაში. იგი ამტკიცებს, როგორ კოტრდებიან მეწარმენი საქართველოში ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში. საშინელებაა! მეწარმეები არ დაიშლებიან, ანუ არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რაზეც მუშაობენ. “დაყავი და იბატონე” არ გამოუვათ, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ კარგავს.
თოფაძემ საერთოდ არ უნდა გადაიხადოს თანხა, რაც ვალად არ აქვს. ასე “აწერენ” სხვებსაც, ვინაიდან არჩევნებში ფული სჭირდებათ.
თოფაძე, ვხედავ, ხალხს ასაქმებს, ბევრს სიკეთეს თესს და საქართველოს მტერს ვერ ვუწოდებ. მტრები არიან სახელმწიფო აპარატში და მთავრობაში, ვინც სპობს საქართველოში მეწარმეობას, რათა თვითონ გაისქელონ ჯიბეები და წილში იყვნენ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცოდვა-მადლი საბოლოო ჯამში ღვთისგან ირჩევა და ასეც მოხდება. თოფაძე გაიმარჯვებს! იგი დიდ ენერგიაში იმყოფება. სასამართლო – ციხე – მერე სიმაღლე.
პრეზიდენტმა ყველაფერი იცის, მაგრამ მერე რა ქნას? არჩევნები! ყველაფერი მისგან მოდის! სათავე პრეზიდენტია!
მეწარმენი წელში გასწორდებიან. მოვლენ მთავრობაში მყარი ნაბიჯით, ოღონდ სულ სხვა ხალხს ვხედავ.

1999 წელი, 8 ივლისი, დღის 12 საათი, კოჯორი.

ციხე ნელ-ნელა დაიწმინდება, ბევრი უდანაშაულო გამოვა გარეთ ღვთის ნებით და ბევრიც – ეშმაკის ნებით. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
მომავალში პოლიტიკური არენა ძალიან დაიძაბება ისევ, ოღონდ, პრეზიდენტის სასარგებლოდ. ისე ჩანს, თითქოს პრეზიდენტის ირგვლივ იკვრება ძალიან ცუდი წრე, მაგრამ ეს ასე არ არის. მას ისევ პრეზიდენტობა აწერია ღვთის ნებით და ადამიანების მიერ დაგებულ მახეს დედამიწაზე არავითარი ფასი არ აქვს. ბედისწერით ისევ პრეზიდენტია და ასეც ვხედავ, მაგრამ მმართველობა ძალიან გაუჭირდება, თუ არ შეცვლის კადრებს. აქ უკვე მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავს საკუთარ ბედს ერთ მონაკვეთში, როგორ მოიხმარს ენერგიებს. რომელ ენერგიებს? ეს თვითონ კარგად იცის!!!
უნდა შეიქმნას (და ასეც იქნება) მინისტრთა კაბინეტი, უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. ამით პრეზიდენტი რამდენიმე კურდღელს იჭერს ერთად!!!
ამაზე დიდი ჭიდილი წავა მთავრობაში, მაგრამ კაცი ბჭობდა

2000 წელი, 14 იანვარი, დღის 3 საათი.

ახალი სამინისტრო – საშემოსავლო გადასახადების სამინისტრო, კიდევ ვიმეორებ, არ გაამართლებს! ისეთი დარღვევები იქნება, რომ ყურო, ნუ გაიგონებ.
საბაჟო და საგადასახადო ისევ გაყოფილია, მათი შეერთება გამორიცხულია. მაჭავარიანი საერთოდ გაგებაში არ არის, რა ხდება ამ სამხახურში, მაგრამ იმას მაინც ხვდება, რომ დროზე უნდა მოცოცხოს. რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყებს ყვირილს, რათა თვითონ გამართლდეს.
P.S. სამსახურების, სახელმწიფო დაწესებულებების დასახელება მიჭირს; ხშირად სხვა სახელს ვარქმევ. 

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.

ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.
ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით. ხელზე იხევევნ რომის პაპის ჩამოსვლას და ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა აქვს.
რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, წარსულში სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები. აი ასეთი “ქრისტე” მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიებს, ვხედავ. რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!
ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.
უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?
პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.
უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!
მართალია, ძალიან რთული პერიოდები კი იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან! ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც წყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.
პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.
პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება უთანხმოება მოხდება. რასაც პრეზიდენტი თხოვს, პატრიარქმა ის არ უნდა გააკეთოს! არც აყვება, ვხედავ. ამით გადაარჩენს საქართველოს მართლმადიდებლობას. ამინ! ასეთია ნება ღვთისა!
სასომხეთში პატრიარქიც ისევ გამოიცვლება და მთავრობაც. ერთი პერიოდი დიდი არეულობები იქნება სასომხეთში.

2000 წელი, 6 თებერვალი.

წლევანდელ სუფსარქისზე იმ სიძლიერის გრიგალს ვერ ვხედავ, რომელიც საქართველოს წალეკავს. ვხედავ ჩვეულებრივ ქარიშხალს, რომელიც იცის ხოლმე ამ პერიოდში და ამას თბილისელები მიჩვეულები არიან ყოველწელს.
რაც შეეხება ევროპას, არ გამოვრიცხავ ისევ წყალდიდობებს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, და არც ძლიერ ქარიშხალს, რომელიც კიდევ შეარყევს ეიფელის კოშკს საფრანგეთში.
ნუ გეშინიათ!

2000 წელი, 7 თებერვალი, დილის 10 საათი.

ეკლესიის ირგვლივ შავი ღრუბლებია შეყრილი; შავი ძალები ამოძრავდებიან. საშიში ის არის, რომ ბევრმა იეღოველობა, კათოლიკობა და ა.შ. მიიღო და გაცვალა, უღალატა მართლმადიდებლობას. ამიტომ ასეთები უკვე მრავლად არიან მთავრობაში, შინ თუ გარეთ.
თვითონ ქართველები, ვიც ქრისტიანობისთვის, მართლმადიდებლობისთვის სიცოცხლეს წირავდნენ, გაყოფილები არიან და ისინი ძალიან საშიშ ძალას წარმოადგენენ არა მარტო ჩვენი ეკლესიისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის.
გარკვეული ჯგუფი შავოსანი მღვდლებისა, ვხედავ, ემზადება და მერე როგორ! აქ ჩართულია ყველა – ამერიკა, ევროპა, რუსეთი, სხავდასხვა სამსახურები. რასაც ვხედავ, გაოცებული ვარ იმით და ვერც აღვწერ – გაოგნებისგან ვერ აღვწერ! თურმე ამ ხალხს არც ღმერთი სწამს და არც არაფერი, ატარებენ ბინძურ პოლიტიკას, წამიერ ყოფას უფრო აფასებენ და ასე ცხოვრობენ… მაგრამ ყველაფერი ეს დროებითია. თვითონვე დაერევიან ერთმანეთს და გაქრებიან, აღიგვებიან მიწის პირისაგან და დაისვენებს დედამიწა.
შიო მღვიმის მონასტერი: რაღაც მოძრაობას ვხედავ. ეს კარგია. საერთოდ, ეპარქიებს და მონასტრებს უნდა გადახედოს პატრიარქმა. ეს საჭიროა, ბევრი რამ არის საყურადღებო. ზოგიერთ ეპარქიაში მის წინააღმდეგ არიან მომართულნი. კაცმა არ იცის, ვინ რა თამაშს თამაშობს.

2000 წელი, 21 თებერვალი, ღამის 10 საათი.

“მოქალაქეების” მიერ დანიშნული კანდიდატურები ვერ გაამართლებენ. ჟვანია ცუდ დღეში ჩავარდება. ისინი იბრძვიან, რათა მნიშვნელოვანი პოსტები ხელში ჩაიგდონ, რათა, ფაქტობრივად, მართონ ქვეყანა, ხოლო პრეზიდენტი დაამსგავსონ ბრეჟნევს – როცა ნებავთ აწიოს ხელი და როცა ნებავთ – დაწიოს, მეტი არაფერი. მათ სურთ პრეზიდენტი ბუტაფორიად აქციონ: იყოს ეს ხუთი წელი პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ქვეყანა, ფაქტობრივად, “მოქალაქეებმა” მართონ; აი მოვა 2005 წელი და პრეზიდენტი გახდება ჟვანია…
მაგრამ ეს ასე არ მოხდება. მათ ვერ აწონ-დაწონეს პრეზიდენტის შესაძლებლობები. გონიათ, რომ კარგად იცნობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. მოკლედ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. პრეზიდენტი დაამარცხებს ჟვანიას და მის გუნდს, იმდენად სასტიკად გაუსწორდება, რომ ისინი პოლიტიკაში ვეღარ მოვლენ საერთოდ. პრეზიდენტი დაეყრდნობა იმ ჯგუფს, ვისაც ჩვენ მეცნიერებს ვუწოდებთ. არის ახალგაზრდების ასეთი გუნდი.
ლორთქიფანიძე და ჟვანია პრეზიდენტისთვის ერთი და იგივე პიროვნებაა. ისინი ვერასდროს მორიგდებიან. ამით პრეზიდენტი ბევრ რამეს იგებს.
მერე (დრო?) ისევ იფიქრებენ ტერაქტის მოწყობას. კიდევ გადარჩება, მაგრამ შემდგომი პერიოდი ძალიან საშიშია უკვე მისთვის.
მოულოდნელად გარდაიცვლება კომუნისტებისდროინდელი მმართველი. ასეთია ბედისწერა.
ვერც ცნობილ ექიმს ბოჭორიშვილს ვხედავ.
ძალიან ბევრნი გარდაიცვლებიან.
ვხედავ გამოსვლებს, გაფიცვები იქნება, მაგალითად, სამედიცინო სფეროში. ჯორბენაძეს არ უყვარს ბუნტი, მაგრამ მაინც იქნება. ეს ხუთი წელი იქნება ძალიან უფერული და ასე ვთქვათ, ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს.
განკითხვის დრო ახლოსაა. ბევრი აგებს პასუხს.
ნელ-ნელა ყველაფერი დაიწმინდება, გამოჩნდება ახალი ხალხი, ახალი პარტიები. ვითომ კადრები არ გვყავს, მაგრამ ეს ასე არაა. ყველა გაოცდება.
მოკლედ, ისეთი არეულობებია რომ… ხალხისთვის კი სასიკეთოა.
პრეზიდენტის ნახტომი ლომის ნახტომს გავს, რასაც არ მოელიან. იგი ყველაფერს მოასწრებს, ოღონდ თვითონ წააგებს.

2000 წელი, 14 მარტი, დღის 2 საათი.

ჯუმბერ პატიაშვილს 1995 წელს შევხვდი და ვუწინასწარმეტყველე. მაშინ პრეზიდენტობაზე ჰქონდა პრეტენზია. ვუთხარი, თქვენ პრეზიდენტი ვერასდროს გახდებით-მეთქი. ვერც 1995-ში გახდა პრეზიდენტი და 2000 წელსაც, ვხედავ, რომ არ იქნება იგი პრეზიდენტი.
პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ პატიაშვილს აქვს ძალა, რომელიც სახუმარო არაა. “2000 წელს თუ არა, 2005-ში მაინც ხელს ვერავინ შეუშლის” – ასე ფიქრობს პრეზიდენტი. ამიტომ იგი, ვხედავთ, ძირფესვიანად მოთხრის პატიაშვილს დღეს და მომავალში უკვე ბოლომდე გაანადგურებს.

2000 წელი, 18 მარტი, დილის 6 საათი.

პარლამენტში სიტუაციები ძალიან დაიძაბება. შევარდნაძე პრეზიდენტია. ვხედავ, აირჩევენ ასი პროცენტით. იქნება პატარა კურიოზები, მაგრამ ყველაფერი გადაივლის ომების გარეშე.
მერე? პრეზიდენტი აბსოლუტურად სხვა სახით გვევლინება. ბევრისთვის ეს მოულოდნელი იქნება. რასაც იგი პირველ რიგში შექმნის, ეს არის კორუფციასთან მებრძოლი სამსახური, საიდანაც დაიწყება ყველაფერი; დაიწყება პარლამენტიდან. პირველ რიგში, რუსეთთან დაეწყობა ურთიერთობები, რუსეთი ძალიან დატკბება. დაიწყება საზღვრების სერიოზული გადაკეტვა და დაცვა. ის, რაც რუსებს გეგმაში ჰქონდათ საქართველოს მიმართ, გაუცრუვდებათ, არავითარი ასრულებები არ აწერიათ. იმდენად გაუჭირდებათ, რომ აფხაზეთს, როგორც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, თვითონ რუსი გვიბრუნებს.
პრეზიდენტს ხშირი შეხვედრები ექნება რუსეთის პრეზიდენტთან; იმდენად ხშირი, რომ გაგიკვირდებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი მოთხოვს პრეზიდენტს რჩევებს; დიახ, რჩევებს. არც წააგებს რუსეთის პრეზიდენტი. ისინი ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი აქვეა და საქართველოს იგი ძალიან ჭირდება. მაგრამ არა ელცინის რუსეთი, არამედ სხვა რუსეთი.
საქართველოს უფალი დიდ საცერში ათავსებს და დაიწყება გაცრა, რომელიც დიდ განთავისუფლებას მოუტანს ქართველ ხალხს. დარჩებიან მართლა რჩეულნი სათავეში. დიდ ცვლილებებს ვხედავ მთავრობის ხაზით. ეს ასეა.
გურამ შარაძე ფრთხილად უნდა იყოს. მას მოუწყობენ ბანდიტურ თავდასხმას. მე მას ვხედავ გაბინტულს, საავადმყოფოში წევს. ღმერთი არ გაწირავს, ნუ ეშინია. რასაც იგი აკეთებს, ასი პროცენტით სწორია. მისი ქმედებები ნაყოფს გამოიღებს.
ეკლესიაშიც დაიწყება გაწმენდა – უფლის საცერში ისინიც მოხვდებიან.

2000 წელი, 22 მარტი, დილის 9 საათი.

საქართველოში ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან. მადლობა ღმერთს! ეს ის მეცნიერები არიან, ვისაც 1994 წელს ვწინასწარმეტყველებდი. ძველები მიდიან, მოდიან ახლები. მაგრამ პრეზიდენტი ვერ დატოვებს ისეთ გუნდს, როგორიც თვითონ სურს. დღეს მოდის, შეასრულებს რაღაც პროგრამას, როგორც ბედისწერაზე აწერია და არა იმ დიდს, რაც ჩაფიქრებული აქვს. საკუთარი ხასიათის გამო კადრებში დიდი სისუსტე შეაჩერებს. საერთოდ ძალიან გაუჭირდება, ბევრი უღალატებს, დაიწყება დიდი თამაშები მთავრობაში. ვინც უფრო ძლიერია, მის მხარეს იხრება.
პრეზიდენტს ბევრ რამეს გადააბრალებენ, მოკლედ, ყველაფერს!
ზურაბ ჟვანია დიდ თამაშს წამოიწყებს. “მოქალაქეებს” (ჟ. ს. ბ. მ.) სურთ იყვნენ პრეზიდენტები და სხვა ყველაფერიც. მაგრამ ბედის ირონიით, სამს “გუბერნსკის” ციხეში ვხედავ, ერთს კი…
ისინი თოვლის ფანტელებივით ქრებიან არენიდან და მომავალში აღარავის ეხსომება.
ვიმეორებ: იწყება ახალი ეტაპი საქართველოსთვის.

2000 წელი, 25 მარტი, ღამის 10 საათი.

პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება, ძალიან. კადრების ცვლაც არაფერს მოიტანს სასიკეთოს. ხალხს საერთოდ არ ექნება რეაქცია. მათ სურთ ისეთი ფაქტები, როგორიცაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესვლა; არ აინტერესებთ, ვინ იქნება მინისტრი, ვის მოხსნიან. ხალხს ათი წელია კვებავენ ცრუ ინფორმაციებით.
როგორც ადრე ვწინასწარმეტყველებდი, მაინც რუსეთი თამაშობს დიდ როლს საქართველოს პოლიტიკაში. რუსეთი ვერ და არ უარყოფს საქართველოს მთლიანობას. აფხაზეთის საკითხს მომავალში თვითონ ხალხი წყვეტს. ეს რუსეთსაც აწყობს.
ახლო მომავალში ძალიან მკვდარი პერიოდი იქნება, თითქოს ყველაფერი გაჩერდება.
პარლამენტში სამი დაჯგუფება იქმნება და ქვა ქვაზე არ დარჩება! იტალიურ მაფიას უკან ჩამოიტოვებენ. ინტრიგები, დაპირისპირებები, ტერორები – უკვე არაფერს ერიდებიან. დიდი ფული, საქმოსნებისა და დიდი ფულის მფლობელების გადმობირებები; საქართველო არავის ახსოვს, პრეზიდენტს ყურს არავინ უგდებს.

2000 წელი, 5 აპრილი, დილის 9 საათი.

ჟვანია უდიდეს შეცდომებს დაუშვებს. უკვე ძალიან გაუჭირდება, თუ წესიერი გუნდი არ ჩამოაყალიბა და ეს ნევროზიანები არ ჩამოიცილა; მთლად აურევენ გზაკვალს.
ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა სუსტი იქნება. ამას პრეზიდენტი უკვე კი არ იგრძნობს, საქმით დაინახავს. ამიტომ იგი იძულებული გახდება, მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადადგას. დიდი ბრძოლები გაიმართება, უკვე ღია დაპირისპირებები წავა.

2000 წელი, 8 აპრილი, დილის 9 საათი.

მთავრობის ხაზით გატარებული ცვლილებები ხალხს ძალიან გააღიზიანებს. პროკურორი ინიშნება ფერმის გამგედ, იურისტი – მთავარ არქიტექტორად, ექიმი კი მოდების სახლის დირექტორად. ეს იმაზე უარესია, რაც შარშან იყო.
მოკლედ, დიდი ქაოსია. ყველა პრეზიდენტს შეჰყურებს, პრეზიდენტი კი მოვლენებს და დროს შეჰყურებს. მერე კი…
საზღვარგარეთი დიდ თანხებს აღარ გაიღებს. ისინი ფიქრობენ, რომ რვა წელი საქართველოსთვის სრულიად საკმარისი იყო, რათა ფინანსურად წელში გასწორებულიყო. მოკლედ, რაც ფულები აკეთეს ხალხის ხარჯზე, ცხვირში ამოდინდებათ ასი პროცენტით.
ზურაბ ჟვანია თუ ჩვენი პროგრამით წავა, არ წააგებს. ჟვანიას, სააკაშვილსა და მაჭავარიანს შორის მოხდება დიდი განხეთქილება მომავალში, ვხედავ. მათი არასწორი ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათი ფსიქოლოგია სამართავია…
პრეზიდენტმა გ.ა. ძვალივით გადაუგდო “მოქალაქეებს”, მერე კი იწყება ნამდვილი ბრძოლები. ერთმანეთს დაჭამენ.
თუ დღეს არ გაიმყარე ბაზა მთავრობაში, 2005 წელს უკვე ძნელი იქნება წამოწევა ამ ხაზით.

2000 წელი, 9 მაისი, დილის 10 საათი.

“მოქალაქეებში” განხეთქილება იქნება-მეთქი, ადრე ვიწინასწარმეტყველე. დღე ეს უფრო რეალურად გამოიკვეთება. `მოქალაქეები~ გაიყოფიან, როგორც “ეროვნულ-დემოკრატული პარტია”. “მოქალაქეების” ნაწილი არ გაილაშქრებს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს ასე ჩაივლის და “მოქალაქეები” გამოძვრნენ.
ყველაფერი დაიშლება. “მოქალაქეების” ნაწილი და ოპოზიცია (ასლან აბაშიძეც. ნუ გიკვირთ!) ვხედავთ, გადაიხრებიან პრეზიდენტის მხარეს. დიახ “მოქალაქეებს” გამოყოფილი ნაწილი და ოპოზიცია – “აღორძინება” – უნებურად აღმოჩნდებიან უმრავლესობად და “მოქალაქეების” მეორე ნაწილს დიდ დარტყმებს მიაყენებენ.
საბოლოოდ კი მოვა ის მეცნიერთა პარტია, რომელიც ვიწინასწარმეტყველე 1994 წელს, მოკლედ, ყველაფერი ასრულდება.

2000 წელი, 29 მაისი, დღის 1 საათი.

მეწვია ჯაბა იოსელიანი. ჩვენ ხუთი საათი ვისაუბრეთ…
ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფლის წყალობით, ალბათ, დიდ სიკეთეს მოუტანს ჩვენი წინასწარმეტყველება საქართველოს.

2000 წელი, 30 მაისი.

პრეზიდენტს ძალიან უჭირს. თითქოს კი არა, მართლა უჭირს, იმიტომ, რომ ყველა ბრძოლას უცხადებს… მაგრამ ერთი პერიოდი მაინც წამოიმართება, თითქოს მომძლავრდება. მაშინ გამძაფრდება პოლიტიკური ვითარება საქართველოში.
სპეციალურად იქმნება ახალი პარტია, სადაც განაწყენებული პრეზიდენტი გადავა და დატოვებს `მოქალაქეებს~. რაც დაუთმო, მხოლოდ პოლიტიკური თამაში იყო ადრე და მეტი არაფერი. იგი უარყოფს `მოქალაქეებს~, სამაგიეროდ მას მთელი საქართველო უარყოფს. პრეზიდენტს უფრო და უფრო უმტყუნებს ნერვები. იგი ვეღარ ითამაშებს იმ პოლიტიკას, რომელსაც 1990-იან წლებში თამაშობდა. საერთოდ მოიშლება, თანდათან მეტ მტერს იჩენს, ყოფილ პრეზიდენტს, გამსახურდიას ემსგავსება – იგივე შეცდომები. რატომ? იმ ხალხს, ვისი გვერდზე გაწევაც მოუხდა, ცოტა უხეშად ექცევა და ამიტომ მისი ფარული პოლიტიკა, ფაქტობრივად, ფარდაახდილია და ვერავის მოატყუებს. რაც კი მოხდება, ყველაფერს პრეზიდენტს გადააბრალებენ, მისგან მოდის ბრძანებებიო.

რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯებს საქართველოს პოლიტიკაში გამარჯვება არ აწერია.

2000 წელი, 7 ივნისი, დილის 10 საათი.

ფაქტობრივად, ყველაზე გამოცდილი კადრები, ასაკით 40-დან 55 წლამდე, ეს ის ხალხია, რომლებიც მზად არიან, დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩაებან. მსოფლიოში ამ ასაკის ადამიანებს მიიჩნევენ პოლიტიკოსებად. საქართველოში კი, როგორც ვხედავთ, უკუღმაა ყველაფერი.
ჰოდა, მომავალში ვხედავ მიტინგებს, ხალხი გარეთ გამოდის (სამოქალაქო ომს არ ვხედავ, მადლობა ღმერთს! რვა წლის წინ დავინახე და აღვნიშნე, რომ შიდა ომი აღარ იქნება საქართველოში).
არადა, ამ გარეთ დარჩენილმა, გამოცდილმა კადრებმა (რომელთაც დაცული აქვთ ხარისხები და ხელწამოსაკრავი ხალხი არ არის. ეს გაწონასწაორებული, მომზადებული კადრებია, როგორც პოლიტიკურად, ისე ცხოვრებისეულად) უნდა აღუზარდონ საქართველოს ახალგაზრდა კადრები. ასეთია ბედისწერა, ამას ვერაფერი შეცვლის. ასეა და ასეც ასრულდება მომავალში.
1994 წელს მეცნიერთა პარტია ვიწინასწარმეტყველე. სწორედ იქიდან იწყება ყველაფერი ის, რაც საქართველოს ჭირდება. სხვანაირად არ იქნება. იწყება ახალი ეტაპი საქართველოში.

2000 წელი, 14 ივნისი, საღამოს 6 საათი.

რთული პერიოდი გადაივლის, საქართველო ნელ-ნელა დასუფთავდება და დაწყნარდება. საერთოდ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.
რუსეთი ძალიან მძიმე ნაბიჯებს დგამს საქართველოს მიმართ. რუსეთი ვერ თმობს საქართველოს, მაგრამ მაინც მოუწევს, ვინაიდან მომავალში დიდი ცვლილებები იქნება.
მთავრობის ხაზით დაინიშნებიან ახალი მინისტრები, პარლამენტი აირევა, უფრო და უფრო უპირისპირდებიან ერთმანეთს.
პარლამენტის თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას დიდი სიძნელეები, ტერორი ელის. იგი უარს აცხადებს თანამდებობაზე. თანამოაზრენი უღალატებენ!
ვხედავთ, პროკურატურა გაიფიცება. ისინი უფრო ეშმაკურ ნაბიჯებს დგამენ, ვიდრე მოსამართლეები. პროკურატურა ერთ მუშტად შეიკვრება და ვერავითარი პროვოკაცია ვერ დაშლის.

2000 წლის, 24 ივნისი, დღის 3 საათი.

პრეზიდენტს მაინც მოუწევს ახალ ჯაბა იოსელიანთან პირისპირ შეხვედრა. ეს მისთვისაც და საქართველოსთვისაც უკვე გამოსადეგიცაა და საჭიროც. ამაში თვითონ პრეზიდენტიც დარწმუნდება და მის ძალებს დაიხმარს. შიდაომებს არ ვხედავთ, ნუ გეშინიათ!
მოდიან ისინი, ვისაც მართლა აწუხებს ხალხის ბედი. ყველა საცერში გაიცრება.
ახალი ჯაბა იოსელიანი სწორ მიმართულებას აძლევს თავის გუნდს. ეს არის უკვე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და ვხედავ, მომავალში ისინი პარლამენტშიც მოვლენ. დღეს უჭირთ. ჯერ ღირსეული ხალხი უნდა შეირჩეს, წარსულში მიკერებული ბრალდებებიც უნდა ჩამოირეცხონ და ამავე დროს, პასუხიც გასცენ. ისინი ამას შეძლებენ, ვხედავ. დღეს კი სწორ პოლიტიკას ატარებენ, ანუ არ ინძრევიან, შეჩერებულები არიან, რათა ისევ მათ არ დაბრალდეთ ყველაფერი – კარგიც და ცუდიც.

2000 წელი, 25 ივნისი, დღის 4 საათი.
შიომღვიმე, მამის ტაძარი.

ეკლესიას უჭირს, როგორც არასდროს. ბევრია ცთუნება, მაგრამ უნდა ცთუნდნენ! ასეთია ნება კოსმოსისა.
არა მარტო ეკლესიას, მთელ საქართველოს გაუჭირდება. ყველგან შიში დაისადგურებს, მაგრამ ნუ გეშინიათ, დიდ განსაცდელს აგაცდენთ უფალი, მამა ღმერთი. საქართველოს საზღვრებს ჯვარი კეტავს!
დედამიწაზე ცეცხლიანი მახვილი დგას. იწყება ომები. სატანამ აიწყვიტა, მიყარ-მოყარა ჯაჭვები, მაგრამ მეათე კარს აქეთ ვერ გამოვა და გადარჩება საქართველო!
მომავალში პატრიარქს ვერ ვხედავ; ვერც პრეზიდენტს ვხედავ.
ასლან აბაშიძე უფრო გააქტიურდება, მაგრამ ისეთ ტერორს მოუწყობენ, რომ სამუდამოდ ჩაუქრობენ პრეზიდნეტობის სურვილს.
როცა დაიწყება, თითქოსდა, დიდი უბედურებები, პრეზიდენტი უცებ წამოიმართება, მოვა ენერგიაში. ეს მოხდება პატარა, საიდუმლო შეხვედრის დროს. როცა იგი შეასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირებას ეკლესიის წინაშე, მიიღებს ენერგიას კოსმოსიდან, რომელიც გამოიყვანს საქართველოს სიმძიმიდან და გადარჩებიან ერები.

* * *
“შენ, ასულო ჩვენო! ახლა კი შენი ხასიათი გამოგადგება მათთან ბრძოლაში, რათა გაიმარჯვო და დასთრგუნო სატანა სატანის ხელით. ამინ!!!
მართე ბოლომდე! მიიღე, რასაც შემოგთავაზებენ, თუნდაც, თანამდებობა. იცოდე, გაიგე, შენ ფლობ ყოველივეს და ნება გაქვს ყოველივესი! ამინ!”

* * *
მოულოდნელად ახალი ხალხი დაიწყებს მოძრაობას პოლიტიკაში.
მეცნიერთა პარტიიდან იწყება ყველაფერი. საკუთარ ადგილს იკავებენ ნამდვილი პროფესიონალები, თავისი საქმის მართლაც უზადოდ მცოდნენი, ღმერთი აბრუნებს მათ საქმიან ზოლზე.
უფალი დიდი გამოცდის წინაშე დააყენებს საქართველოს – გადარჩენის, ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე.
დედამიწა უფროდაუფრო დამძიმდება. ადამიანს დარჩება სარწმუნოება. ყველა მივა ღმერთთან, იმიტომ, რომ ბოლო ადგილი მხოლოდ უფალია. ასეთია ნება ღვთისა!

2000 წელი, 29 ივნისი, დილის 10 საათი.

დღეს თითქოს შეიქმნა მეცნიერთა პარტია? სასაცილოა. ამ პარტიის ლიდერს კორუფციაში დასდებენ ბრალს. დიდ ფულზე იქნება ლაპარაკი…
ასე რომ, ეს ის მეცნიერები არ არიან, ვისაც ჩვენ ვხედავთ.
ნამდვილი მეცნიერთა პარტია ჩამოყალიბდება მომავალში, იგი ჯერ არ შექმნილა. მოულოდნელად შეიქმნება. მასში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი იქნება, რომელთაც, ვხედავ, საქართველო ენდობა და აქედან დაიწყება ყველაფერი.
ომი და გადატრიალება მათ აწყობთ, ვისაც დიდი ფული აქვს დატაცებული, რათა ყველაფერი შერჩეთ. მაგრამ სამოქალაქო ომი აღარ იქნება საქართველოში. იქნება ომი პარლამენტში, ომი მთავრობის წევრებს შორის.
კიდევ ვიმეორებ: სამოქალაქო ომი და დიდი ჭირი აცდება საქართველოს. ამინ! ამინ! ამინ!

2000 წელი, 8 ივლისი, დღის 12 საათი.

* * *
ტელე-არხს “რუსთავი-2″ დაარბევენ. ერთი პერიოდი მათი გამოსვლები შეჩერდება, მერე თითქოს წამოიმართებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი წარსულად დარჩებიან, იმიტომ, რომ, ვისაც ემსახურებიან, მთავრობის ის ფრთა წააგებს და მათთან ერთად ჩაიძირებიან.
ასევე დაიხურება ბევრი გაზეთიც (პლუს უსახსრობაც). იქნება ქაოსი, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ხალხს უფრო დააწყნარებს. ყველაფერი მათ მათ სასიკეთოდ ხდება.
იქნება მინისტრთა ცვლა. დიახ, ვხედავ უკვე გამოცდილ კადრებს, მათაც კი, ვისაც კორუმპირებულები უძახეს. ცოდვა-მადლი მალე გაირჩევა. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს.
იქმნება ახალი პოლიტიკური პარტია ახალი ჯაბა იოსელიანის მეთაურობით.

2000 წელი, 14 ივლისი, დილის 11 საათი.
წმიდა ნინოს საფლავთან.

დიდი განსაცდელი მოდის, ისევ ბრძოლა ქრისტიანთათვის.
საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთმანეთს შეეჯახება. პოლიტიკა დიდად დაიძაბება საქართველოში. ბერებმა უნდა ილოცონ და იქადაგონ მართლმადიდებლობის გასამყარებლად…
ძალიან დიდი ენერგიები იფრქვევა, ვერ ვასწრებ წერას…
რუსეთი საქართველოზე შემოსევის გეგმას ადგენს, მაგრამ არაფერი გამოუვა, საქართველო გადარჩება!
აფხაზეთში სწრაფი შესვლა იქნება ასი პროცენტით.
პრეზიდენტს მოწამლავენ; იგი გარდაიცვლება.
მოდის ახალგაზრდა მეცნიერი, დიდი მართლმადიდებელი, დიდი მორწმუნე.
ჟვანიას გუნდი დატოვებს პოლიტიკურ არენას.
მოდის ახალი ხალხი, იქმნება ახალი პარტიები.
იქმნება მეცნიერთა პარტია – წამყვანი პარტია პარლამენტში.
ინტელიგენციას – მსახიობებსა თუ მომღერლებს – არც ერთს არ ვხედავ პოლიტიკურ სარბიელზე.
საერთოდ, ყველა და ყველაფერი დაიწმინდება. მეცნიერთა პარტიაში სწორედ ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვხედავ, ვინც საქართველოს ჭირდება და არა ის მეცნიერები, ვინც დიდი ფული იშოვა და აკადემიკოსობაც იყიდა.
მომავალი პრეზიდენტი `გიორგი~, ვხედავ, ემზადება საქართველოში ჩამოსასვლელად. პირველი შეხვედრა ექნება ჩემთან.
ვხედავ, რუსეთი ვეღარ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში, საკუთარი თავი გაუჭირდება უკვე დაღესტნის სახით. დაღესტანი ომისათვის ემზადება. `священная война! – მუსლიმები ერთიანდებიან. რუსეთი ისეთივე სისასტიკით გაუსწორდება დაღესტანს, როგორითაც ჩეჩნეთს და მათაც მიწის პირისაგან აღგვის. დიახ, საოცარია, მაგრამ ეს ასე მოხდება. ეს თითქოს უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ არა, მათი მოქმედება (ანუ რუსეთისა) სწორია!!! მუსლიმები იმდენად მომძლავრდებიან, რომ ამერიკაც კი, რომელიც დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელთან მიმართებაში და მუსლიმებს ელაქუცება (და რომელსაც თავზე დაემხობა მუსლიმთა რისხვა) რუსეთის საქციელს შეაფასებს, როგორც დადებით ნაბიჯს პოლიტიკაში. ანუ ჩეჩნეთისა და დაღესტნის წაშლით ევროპა და ამერიკა გულში დიდად კმაყოფილნი რჩებიან.
აი მაშინ დაიწყებენ ევროპელები მუსლიმების საკითხის გარჩევას. მთელ პოლიტიკას შეაბრუნებენ. დააკვირდით, ამერიკა მუსლიმებს მიემხრობა, რუსეთი კი ქრისტიანებს. აი აქ ვხედავ, ისინი გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებენ. თუნდაც ისრაელი. 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ ისრაელმა არ უნდა დათმოს ის მიწები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა. ამერიკა დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელის პოლიტიკაში

2000 წელი, 23 ივლისი, 11 საათი და 30 წუთი.
წინანდალი, სამთავრობო რეზიდენცია.

“მოქალაქეები” ერთმანეთს გაეთიშებიან. დიდი უთანხმოებები იქნება მათ შორის. სააკაშვილს მომავალში კორუფციაში ბრალს დასდებენ და ამაზე ბევრს ილაპარაკებენ.
მოკლედ, პრეზიდენტი და ჟვანია ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებენ. პრეზიდენტს ბოლო ნახტომი დარჩა, მაგრამ იგი არ იქნება კარგად გამოთვლილი და წააგებს კიდევაც. თუმცა, საბოლოოდ, აქედან არავინ არაფერს იგებს.
მომავალი პრეზიდენტი ჩემი დიდი თაყვანისმცემელია. საოცრად შეგნებული აქვს ჩემი ღვთიური ნიჭი და ძალა. იგი დიდი ხანია აფიქსირებს ყველა წინასწარმეტყველებას, თითქმის თითოეულ წერტილს. ეს ასეა. იგი დიდი მეცნიერია, ანუ მცოდნეა საკუთარი საქმისა. დიახ, მეცნიერთა პარტია, ახალი ხალხი ჩნდება არენაზე.
პრეზიდენტს ძალიან ვუყვარავარ. აბსოლუტურად ყველა პირობას შემიქმნის და მოგვეცემა დიდი შანსი ყველაფერში, რათა მივეხმაროთ მსოფლიოს ხალხს. ეს ასეც იქნება, ვიცი ასი პროცენტით.
გავიარეთ ბოდბისხევში, წმიდა ნინოს საფლავზე. საოცრებაა? ჩემთვის არა! უბრალოდ ყველაფერი მართალია და იმიტომ!

2000 წელი, 24 ივლისი, დღის 12 საათი.

პრეზიდენტს ძალინ გაუჭირდება. მისი მომხრეების რიცხვი ძალზე შემცირდება. ფაქტობრივად, დროს უცდის, რათა ყველაფერი “მოქალაქეებს” გადააბრალოს. ასეც მოხდება. შემოდგომაზე დიდი დაპირისპირებები იქნება, ერთმანეთს გადაჭამენ.

2000 წელი, 25 ივლისი, საღამოს 7 საათი.

ჯგუფს, რომელნიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კანონებს წერს, მოუწევს უდიდესი საქმის გაკეთება. რეზულტატი ის იქნება, რომ ერთ-ერთს ტერორს მოუწყობენ, საავადმყოფოში ვხედავ. გადარჩება. მეორეს სახლს აუფეთქებენ და ა.შ. ისინი დიდ მაფიას შეეჯახებიან.
ერთი პერიოდი ძალიან დაძაბული და რთული სიტუაციები იქნება, მაგრამ კორუფციასთან მებრძოლი სამსახური მაინც იარსებებს, სურს ეს მთავრობას, თუ არა.
თუმცა საქმე მაინც ეკონომიკაშია. ბიუჯეტი ისევ ცარიელია. ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდება. იქნება დიდი ჩავარდნები, უფრო მეტი, ვიდრე იყო. სახელგანთქმული საბაჟო ლეგიონიც სრული ბლეფია. საერთო ჯამში ერთმანეთს გაანადგურებენ.
პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების მინისტრი შეიცვლებიან ასი პროცენტით. აქედან დაიწყება სწორედ ყველაფერი. პრეზიდენტი იძულებული შეიქნება და ყველას მოხსნის.

2000 წელი, 7 აგვისტო, საღამოს 5 საათი.

თბილისში მიწისძვრა იქნება, მაგრამ, ასე ვთქვათ, რბილად გადაივლის.
რთული პერიოდები მოდის. `ფაქტობრივად, მთავრობას კადრები არ ჰყავს!~ – ასე იტყვიან ტელევიზიით.
პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი საინტერესო წინადადებით დადგება თითქოს და აფხაზეთის საკითხი, მკვდარია, მაგრამ მოულოდნელად წამოიჭრება. ეს წამოვა რუსეთიდან; თან ისე, რომ რუსეთი ითამაშებს თითქოსდა დიდ როლს – აფხაზეთს უბრუნებს საქართველოს. ეს მოხდება მოულოდნელად.
პარლამენტის უმრავლესობა – `მოქალაქეები~ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ისინი ყოველდღე იშლებიან. ბევრი დატოვებს ამ პარტიას.
ჟვანიას ძალიან გაუჭირდება. იგი მიხვდება, რომ ბრძოლა დროზე ადრე დაიწყო. მას არც ამერიკა მიემხრობა, არც ევროპა. საერთოდ მის კანდიდატურას უარყოფენ პრეზიდენტის პოსტზე. იგი პრეზიდენტი არასდროს გახდება.
პარლამენტი ძალიან დაიძაბება. მოკლედ, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ უწყის.

2000 წელი, 26 აგვისტო, თბილისი, დღის 12 საათი.

რამდენიმე თანამდებობის პირი დატოვებს საქართველოს. იჭერენ მათ, ვინც არ არის დასაჭერი; იჭერენ ისინი, ვინც თავად არიან დასაჭერები. ეს პერიოდი 1937 წელს გავს! ფრთხილად! ეს, რასაც ვხედავთ, პატარა დროით განისაზღვრება.
ნ. ლ.-ს სამზეოზე გამოიყ

2001 წელი, 3 იანვარი, დილის 7 საათი.

თებერვალი, მარტი, აპრილი და ა.შ. არავითარი შიდა ომები, არავითარი გამოსვლები. ყველაფერი ეს მოხდება მხოლოდ პარლამენტში. “მოქალაქეები” საბოლოოდ იშლებიან. ზურაბ ჟვანია მოულოდნელად დატოვებს პოსტს. მას აღარ ვხედავ პარლამენტის თავმჯდომარედ. იგი ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას საბოლოოდ კარგავს.
ჟვანიას გუნდი მწარედ წააგებს!
მ. მ. კი უკვე დიდი დარტყმის ქვეშ დგას. პრეზიდენტი სწორედ მისგან იწყებს. ეს დიდი დარტყმა იქნება “მოქალაქეებისათვის”. ბიუჯეტში რომ ფული არ არის და რატომაც არ არის, ამას პრეზიდენტი დაამტკიცებს. მოკლედ რაც 1995-2000 წლებში ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.
ვხედავ, იქმნება მეცნიერთა პარტია, რასაც 1994 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. აქ პენსიონერ მეცნიერებს კი არ ვხედავ, არამედ ახალგაზრდა, საკმაოდ კარგად მომზადებულ, პოლიტიკურ სკოლაგავლილ ახალგაზრდებს. ეს იქნება პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ ჩანს. მის უკან დგას საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პიროვნება. პირველ ეტაპზე იგი თავისი მდგომარეობით გაუკვალავს გზას მთავრობაში, მერე კი თვითონ განზე დარჩება. ის ამ პარტიას არ ჩაუდგება სათავეში, ვერ შეძლებს; ვერც ძველი პოლიტიკოსები შეყოფენ ცხვირს. ეს იქნება პრეზიდენტისთვის დასაყრდენი ბაზა და აქედან იწყება საქართველოს პოლიტიკის აყვავების პერიოდი. ამინ!

2001 წელი, 16 თებერვალი, დილის 11 საათი.

საქართველოს პოლიტიკა ძალიან დაიძაბება. მთავრობას ისე ძალიან გაუჭირდება, როგორც არასდროს. ვითარების ანალიზს დიდი პოლიტიკოსიც კი ვერ გააკეთებს. მოკლედ, დიდი ქაოსი იქნება.
“მოქალაქეთა კავშირიდან” წარდგენილი თანამდებობის პირები გადაიხრებიან პრეზიდენტის მხარეზე, უღალატებენ ზურაბ ჟვანიას. პრეზიდენტმა სწორად გამოთვალა, მაგრამ ესეც ყველაფერი დროებითია. საერთოდ ძალიან პატარა დრო დარჩათ და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამბები მოხდება; ისეთი, როგორიცაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ბევრი სხვა რამ.
მოდიან მინისტრები, რომელთაც არავითარი სერიოზული პოლიტიკური სკოლა არ აქვთ გავლილი. ეს საშინელება, ვინაიდან პოსტებს ტოვებენ გამოცდილი კადრები, დიახ, ახალგაზრდა გამოცდილი პოლიტიკოსები.
დღეს ისრაელში პრემიერ-მინისტრად აირჩიეს 72 წლის არიელ შარონი, დიახ 72 წლის. მოკლედ, დიდი ქაოსია.
სააკაშვილი მიხეილი – იუსტიციის მინისტრი და კახა თარგამაძე – შ.ს.ს. მინისტრი, ერთმანეთს ძალზე სერიოზულად შეეჯახებიან. გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი კი ზურგს შეაქცევს `მოქალაქე~ სააკაშვილს და დაუდგება კახა თარგამაძეს…
კორუფცია ფრთებს გაშლის, ხალხი გარეთ გამოდის, ვხედავ. თითქმის მეორდება გამსახურდიას დროინდელი პერიოდი, მაგრამ პრეზიდენტს გადადგომა ჯერ არ უწერია. მას კი ძალიან სურს წასვლა, დგამს კიდეც ნაბიჯებს, მაგრამ არაფერი გამოუვა. იგი ნელ-ნელა უთმობს ჟვანის გუნდს და მათაც ჯერათ ეს. მაგრამ მომავალში ისეთ ნოკაუტში ჩააგდებს ჟვანიას, რომ საერთოდ მოცელავს პოლიტიკური არენიდან!
სააკაშვილი მოულოდნელად დატოვებს მინისტრის პოსტს. მიხეილ მაჭავარიანი კი არ ტოვებს მინისტრის პოსტს, არამედ უკან მოუხედავად გარბის.
არენაზე ჩნდება საჯაიას გუნდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დადგა დრო, ლეკვები, რომლებიც ძალიან გავიდნენ თავს, ბუნაგში დააბრუნონ იქამდე, სანამ არ გაიზრდებიან. თუ დააცდიან კიდევ გაზრდას… მერე თვითონ საჯაიას გუნდში ხდება გაორება. აქ უკვე პოსტებს ვერ იყოფენ, მაგრამ მალევე დაშოშმინდებიან.
მომავალში მეფარიშვილიც დატოვებს გენერალური პროკურორის ადგილს, ვერ გაქაჩავს.

2001 წელი, 18 თებერვალი, დილის 10 საათი.

აჭარაში წყალდიდობის გარდა, მიწისძვრასაც ვხედავ, მაგრამ მსხვერპლი არ იქნება. ამინ!!!
სერიოზული კატაკლიზმები საქართველოში არ იქნება. თბილისში მიწისძვრა გამორიცხულია! ნელ-ნელა ყველაფერი დაწყნარდება.

2001 წელი, 19 თებერვალი, ღამის 10 საათი.

საქართველოდან წასული ახალაგაზრდები და პოლიტიკოსები საკუთარ კერას უბრუნდებიან. ისინი მასიურად დაიწყებენ ჩამოსვლას თბილისში, იქმნება ახალი პარტიები, ახალი ორგანიზაციები. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ძველები კი ნელ-ნელა ქრებიან. მათთან თანამშრომლობა არ აწყობთ ახალგაზრდებს, იციან, რომ ისინი არასოდეს გამოსწორდებიან. ახლები კი ყველანი საკუთარი საქმის მცოდნეები არიან. მეცნიერთა პარტია, როგორც ადრე დავარქვი, მოულოდნელ წარმატებებს მიაღწევს მოკლე პერიოდში, მათ მთელი საქართველო გვერდში ამოუდგება.
ჟვანია – ვიცე პრემიერი? კრახი
ლეკიშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე

2001 წელი, 16 აპრილი.

კორუფციასთან მებრძოლი სამსახური არ გაამართლებს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შესაფერისი კადრები არ იქნება შერჩეული. თუმცა ეს სამსახური პრეზიდენტის გვარს, მის შთამომავლობას დაუპირისპირდება პირველ რიგში.
ძალიან ცუდი პერიოდია. პარლამენტი დაუპირისპირდება პრეზიდენტს, დაადანაშაულებს კადრების სისუსტეში, დღე და ღამე ილაპარაკებენ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურში მომუშავე კადრებზე, მათ ბიოგრაფიებს ამოქექავენ. იქნება ქაოსი. ეს სამსახური დაემსგავსება სათამაშო ორგანიზაციას. მაგალითად, ვხედავ, რომ პარლამენტარი გელაშვილის (ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი) ბიზნესში ცხვირს ჩაყოფს კორუფციის სამსახური. მას დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებენ და შავ დღეში ჩააგდებენ. გელაშვილს არც სამღვდელოების დაცვა უშველის, არც საბუთები. იგი თითქმის გარბის საქართველოდან.
იგივე ემართებათ სხვა დეპუტატებსაც. იქნება მართლა უსამართლობა და დიდი დაპირისპირებები; იქნება დიდი ფულების ტრიალი – მიცემაც და აღებაც. საჭირო იყო უფრო გამოცდილი კადრების მოყვანა. განა საქართველოში დაილია მცოდნე, განათლებული და პატიოსანი ხალხი? მაგრამ ისინი არავის ჭირდება, არ მისცემენ გასაქანს, იმიტომ, რომ მათ ფონზე ზოგიერთი მთავრობის პირი არაფრად გამოჩნდება. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული.
პრეზიდენტი რამდენიმე სერიოზულ ბრძოლას მოიგებს: 1. ჟვანიასა და მის გუნდს გაანადგურებს. 2. აფხაზეთს დაიბრუნებს, მაგარამ პრეზიდენტს ამას არ დაუფასებს საქართველო. აი ნახავთ!
თუმცა, თუ სიმართლე გინდათ, აფხაზეთი არც არასდროს არ იყო დაკარგული. ღვთის ნებით, ქართველები მშობლიურ მიწას უბრუნდებიან!

2001 წელი, 28 აპრილი.

ამერიკელი სამხედროები უფრო მოუხშირებენ საქართველოსთან ურთიერთობებს და თბილისში ჩამოსვლას. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალზე ღიზიანდება, მაგრამ, ვხედავ, იგი უძლურია, რომ სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს.
პოლიტიკური აჟიოტაჟებიც დაცხრება; პრემიერიც და მინისტრთა კაბინეტიც დროებითია, ვხედავ და საერთოდ ყველანი ქრებიან პოლიტიკური არენიდან. სხვა შეთანხმებები არ არსებობს, მათი დრო ამოიწურა.
ამერიკელები სხვა წინადადებით დგებიან, რომლებიც უფრო მომგებიანია საქართველოსთვის. რუსეთი ტოვებს საქართველოს მთელ ტერიტორიას – აფხაზეთს, სამაჩაბლოს და ა.შ.
აფხაზეთის ვითომ პრეზიდენტს ვეღარ ვხედავ. ახალი მთავრობა ვერ მოასწრებს ჩამოყალიბებას. ქართველი ლტოლვილები ქართულ მიწას უბრუნდებიან! აფხაზეთში ახალი ძალები შეიკრიბებიან. ვხედავ, საქართველო მთლიანად სუფთავდება, შავი ზოლი ნელ-ნელა ქრება.
უცხო რელიგიაც ტოვებს საქართველოს. მართლმადიდებლობა ფრთებს შლის!
რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად თითქოს გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია – შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს! საშინელებაა! ეს არის ნაყოფი ბოროტი ძალებისა.
ღმერთო, დაიფარე ბოროტისგან ყოველი ადამიანი; მიეც მათ გონება, რათა გადარჩნენ ქვეყნები! ამინ!
რუსეთი და საქართველო ერთდროულად აირევა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორივე ქვეყნისთვის სასიკეთოა, ვხედავ.

2001 წელი, 5 მაისი.

მოსკოვში ქართველებს ძალიან გაუჭირდებათ. ფულიანი ქართველი თბილისში მოდის, ვხედავ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა მთავრობამ ფულები ჩაადებინა, მაგრამ გასაქანი არაფერში მისცა. მომავალში ვხედავ, რომ ისინი ამ ანკესზე აღარ წამოეგებიან.
ქართველ მილიონერს, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, ძალიან ცუდი პერიოდი ელის. როცა ძალიან ცხელა, მას მოკლავენ. სხვათა შორის, ამ პიროვნებას პრეზიდენტი პუტინი დიდ პატივს სცემს, მაგრამ ყველაფერი წარსულად დარჩება.
ივანიშვილი ბიძინა დაკარგავს ყველაფერს, თუ ჭკვიანურად არ მოიქცევა. შეიძლება ბევრი რამის შეცვლა. თუ არ მიიღებენ რჩევას, საკუთარ თავს დააბრალონ.
საერთოდ დღეს საქართველოს პოლიტიკა – ეს არის ჭაობი, რომელიც ბევრს დაახრჩობს სამუდამოდ. თუ ვინმეს სურს პოლიტიკაში მოსვლა, დღეს კარგად უნდა დაიმალოს და ცხვირიც არ უნდა გამოყოს.
პატარა პერიოდი დარჩათ. მილიონერებმაც თავი უნდა შეიკავონ, მაგრამ ასეა: ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს. ყველა წავა. ბოლო პრეზიდენტია, მაგრამ ისიც ქრება არენიდან. დღეს იგი მომხრეებს ეძებს, კადრებს, რაც ყოველთვის რთული გადასაწყვეტი იყო მისთვის. ვხედავ, პირადად იწყებს კადრების გადათვალიერებას – ვინ როგორ გაიარა თანამდებობა, რა გააკეთა მინისტრობის დროს და აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს. აქედან დაიწყება ყველაფერი.

2001 წელი, 25 მაისი.

ვხედავ, აფხაზეთის მხარეს მიემართება ქართული ჯარი; უფრო პარტიზანებს გვანან. აქ არა მარტო პარტიზანების შენაერთებია, არამედ ის “მხედრიონელებიც”, ვინც აფხაზეთში იბრძოდნენ. ისინი, ვხედავ, ბრუნდებიან ისევ საბრძოლველად. აფხაზებს ძალიან ცუდი დღე დაადგებათ, მითუმეტეს, რომ მთავრობაც იცვლება. ისინი უფრო ქართული მხარისკენ იხრებიან. დაიწყება მოლაპარაკებები. რუსეთი უძლურია უკვე აფხაზეთის საკითხში, ძალა არ ყოფნის უკვე და ისევ ქართველებს დაუყვავებს. მაგრამ მთავარი, რასაც ახლო მომავალში ვხედავ, ეს პარტიზანებისა და “მხედრიონის” გაერთიანებაა, რათა ერთობლივად შეუტიონ აფხაზებს და რუსებს. ასეთი მოძრაობა ძალიან ააფორიაქებს პოლიტიკურ სამყაროს. იმიტომ, რომ ჯერ ეგონებათ, ეს ძალები აფხაზეთზე კი არა, არამედ თბილისზეა მომართულიო, მაგრამ ეს იქნება ტყუილი. როგორც ვთქვით, ყველაფერი ისე ასრულდება. დრო ძალიან ახლოსაა აფხაზეთის დაბრუნებისა!
ცვლა მთავრობაში ბევრ რამეს შეცვლის საქართველოში, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ და ცუდი – ომი, სისხლი, შიმშილი, წარსულად რჩება. საქართველო იბრუნებს თავის საკუთარ სახეს, ვხედავ და მადლობა უფალს. ამინ!
რუსეთი ახლა, ვხედავ, საზღვრებს ედავება ჩინეთს, იაპონიას (აფხაზეთივით). დიდი სირთულეები უდევს რუსეთს წინ. მათთან შედარებით საქართველო მოგონება იქნება, ვხედავ.
საქართველოს საზღვრები კი იკეტება; ოსეთი გადაიკეტება პირველ რიგში. სამაჩაბლო თავისუფალია, ვხედავთ. არც ერთი ოსი არ დარჩება აქეთ.

2001 წელი, 26 მაისი.

რუსეთის მცდელობა, საქართველოს სახელი შეულახოს მსოფლიოში, უკვე მერამდენე შემთხვევაა. მაგრამ პირიქით, საქართველოს ჯარს გამოადგება ეს შანტაჟი. ვხედავ, მომავალში სამხედრო კადრების ცვლა, სურთ თუ არა, მაინც იქნება. მინისტრს დიდი ოპოზიცია ჰყავს. მათთან მისი პოლიტიკა არ არის გამართლებული. მან უნდა დატოვოს პოსტი!
რადგან უჯაროდ ქვეყანა არ არსებობს, ამიტომ, ვხედავ, მომავალში ბიუჯეტის დიდი ნაწილი ჯარს გადაეცემა. თუ ქართული ჯარი არ მომაგრდა, მაშინ ყოველივე წყალშია ჩაყრილი; მითუმეტეს, წინ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ა.შ. გვიდევს. ფაქტობრივად, დღეს ჯარი არ არსებობს.
ძალიან სწრაფად შეიცვლება ყოველივე, ძველები მიდიან, მეამბოხეებს არ გააჩერებენ. არის რაღაც ახალი, რაც დიდ როლს ითამაშებს ქართული არმიისათვის. ეს საკითხი მალე მოიხსნება მსოფლიოს დღის წესრიგიდან, ჯარში კი დაიწყება გამოძიება. ეს უკვე სერიოზულია. ვინ ჭამს, ან სად მიდის ის მცირე თანხები, რომელიც ჯარისთვის იყო გამოყოფილი? პრეზიდენტი არავის ინდობს. აქ ჟვანიას გუნდი არაფერ შუაშია, ჯარში არსებულ კორუფციას კარგი `დაცვა~ ყავს მთავრობაში, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური სახე მისცენ ამ საკითხს. ეს თითქოს ყველას აწყობს მორიგი პოლიტიკური ბინძური თამაშისთვის, მაგრამ ასე არ არის. პირველ რიგში, აქ უნდა აღმოიფხვრას კორუფცია და მომავალში ვხედავ განსასჯელთა სკამზე დიდ ჯგუფს, რომელთაც გაასამართლებენ და ნახავთ, რა ციფრებს დაასახელებენ! ისინი დაისჯებიან.
ჯარში ყოველივე სუფთავდება და იწყება ახალი ეტაპი – ჯანსაღი და ძლიერი.

2001 წელი, 18 ივნისი.

შეიქმნა “ახლების” ახალი პარტია, მაგრამ გამოღვიძებულები, ვხედავ, მომავალში მოდიან, ანუ ისინი, ვინც 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე.
პარტია `ახლები~, თოფაძე, ბანკირები და ა.შ. ვხედავ, ერთად ვერ მოძოვენ. ყველას გაუჩნდება პირველობის მანია. ეს ის პარტია არაა, რომელსაც ვხედავ მომავალში, თუმცა
მაგრამ დასაწყისი ძლიერია და იმედიანი. ერთ მუშტად იკვრებიან, იმიტომ, რომ ყოველ მათგანს უჭირს და რაც მოიფიქრეს – გაერთიანება – ეს არის ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობიდან. მაგრამ არა! ისინი ძლიერნი, ასე ვთქვათ, ბიზნესში არიან, პოლიტიკაში კი არა და არა! თუ ეს პარტია ნამდვილ მრჩევლებს და პოლიტიკის ანალიტიკოსებს – ვიმეორებ: ანალიტიკოსებს! – არ დაიყენებს გვერდზე, საშუალო გაქანების პოლიტიკოსი გამოიყენებს მათ და ძალიან წამგებიანად დაიშლებიან. პირველ ეტაპზე კი პრეზიდენტი გამოწურავს და მერე გვერდზე გაწევს. იცის პრეზიდენტმა მათი პოლიტიკური “ბაგაჟი”.
საერთოდ ჩვენს პოლიტიკას აკლია ის ხალხი, ვინც გვერდზე გაწიეს: პროფესიონალები, მეცნიერები, გამოცდილი კადრები და ა.შ.

2001 წელი, 22 ივლისი.

აჭარაში სიტუაციები ძალიან დაიძაბება. ასლან აბაშიძეს უკვე უჭირს, დიდი ვალები აქვს – ფინანსური თუ პოლიტიკური. იგი ვერავის გაისტუმრებს, ამიტომ მის პოლიტიკას გამარჯვება არ აწერია.
“აღორძინებას”, როგორც პარტიას, ვერ ვხედავ. ისინი დაიშლებიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, როგორც იყო “ედპ”-ში, რაც ხდება “მოქალაქეებში”. უფრო უარესია “აღორძინებაში”. აბსოლუტურად სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდებიან. ვხედავ, ბევრი პრეზიდენტს მიემხრობა. რატომ? მისი შემცვლელი არავინ არის! იგი რომ დიდი პოლიტიკოსია, კვლავ დაამტკიცებს.
პანკისის ხეობაში, ვხედავ, ყველა ბილიკი გადაიკეტება, ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება. ყველაფერი იქითაა მიმართული, რომ ჩეჩენი ლტოლვილები დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, თორემ მათ ადგილებს სიამოვნებით იკავებენ თურქი მესხები. ამაზე აყაყანდებიან. ამიტომ დროულად უნდა მოუარონ იჩქერიას.
აფხაზეთი და საქართველოს ტრაგედია ბევრს, ქვეყანა იქნება თუ ადამიანი, წინ დაუდგება, დაუსჯელი არაფერი რჩება.
პანკისი დაწყნარდება. ზედ საზღვარზე ქართული გვარდია დგას. ყველაფერი შეიცვლება – პოლიცია, გამგებელი და მოადგილეებიც კი. ყველას თავის ადგილს მიუჩენს უფალი.
ორი ხმალამოღებული ანგელოზი ჯვრით იცავს ჩრდილოეთის მხარეს (1993 წლის წინასწარმეტყველება)! ეს ხუმრობა არაა. ამინ!

2001 წელი, 24 ივლისი.

არჩევნები მომავალში ძალზე დაძაბული იქნება. წავა მთავრობის გაწმენდა, რაც აუცილებელია. ის დროც მოსულია უკვე, რომ მთელი საქართველო დასუფთავდეს მჭამელებისაგან. ისინი, ვისაც გონიათ, რომ დიდი ფული აქვთ და შეუძლიათ ადგილები შეინარჩუნონ (ასე ფიქრობენ დღეს), ძალიან ცდებიან. მოხდება ისე, რომ გაკოტრდებიან; ან დატოვებენ საქართველოს და საზღვარგარეთ მაინც გაკოტრდებიან.
დაიწყება გამოძიებები, კორუფციასთან მებრძოლი სამსახური მართლა ამოქმედდება. სურს თუ არა ჩვენ მთავრობას, მდგომარეობა და ვითარება აიძულებთ ამას.
შეიქმნება მინისტრთა კაბინეტიც. დროს წელავენ.
დროს ვერ ვხედავ, მაგრამ ჯერ კიდევ 1997-1998 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ გინდათ თუ არა, ბატონო პრეზიდენტო, მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიქმნება. თუნდაც ერთი თვით, მაგრამ მაინც აღსრულდება წინსაწარმეტყველება.
საერთოდ საქართველოსთვის იწყება მართლაც სერიოზული და ნამდვილი, რეალური სტაბილიზაციის პერიოდი. მოდის ახალი პარტია – მეცნიერთა პარტია. მაგრამ ისე ნუ გავიგებთ, რომ მასში მხოლოდ აკადემიკოსები, მეცნიერები გაერთიანდებიან. ესენი არიან საკამოდ სუფთა ბიოგრაფიის დიდი პოლიტიკოსები, მართლაც მეცნიერები პოლიტიკურ თამაშებში. აი მათთან მართლა ძნელი იქნება ის თამაშები, რითაც დღეს თამაშობენ მთავრობაში. ისინი ამ ანკესზე არ წამოეგებიან.

2001 წელი, 30 აგვისტო, ურეკი.

საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყება მასობრივი ცვლა, ანუ დაშლა, პრივატიზაცია. ტელევიზიის შეფისთვის, ზაზა შენგელიასათვის ეს საბედისწერო, დიდი დარტყმა იქნება. ვისთვისაც იღვწის და ვისი იმედიც აქვს, ისინი უღალატებენ. დიდი ქაოსი და შეჯახებები იქნება არა მარტო ტელევიზიაში, არამედ მთავრობაშიც. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტი, რაღაც ნაწილს ტელევიზიისა, უტოვებს სახელმწიფოს. “ყველაფერში დამნაშავე ტელევიზიის უფროსობაა!” – ასე დაადანაშაულებს პრეზიდენტი.
ყველაფერი იშლება. მოდის ახალი და არავინ იცის, რა. ვხედავ, ტელევიზიიდან ბევრ თანამშრომელს დაითხოვენ, გაყრიან და ხმასაც ვერ ამოიღებენ.
სულ სხვა ხალხი ეპატრონება ტელევიზიის დიდ ნაწილს.
მთავრობაში დიდ ცვლას ვხედავ. მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიქმნება ასი პროცენტით.
აფხაზეთს ვიბრუნებთ! ლტოლვილნი შედიან საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლებში. ახალი “ჯაბა იოსელიანი” პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდება, გინდათ თუ არა.
გიგა გელაშვილს მოულოდნელად შეიწყნარებს პრეზიდენტი. ჩვენთვის ეს მოულოდნელი არაა.

2001 წელი, 14 სექტემბერი, დილის 4 საათი.

რუსეთის მცდელობა საქართველოს ისევ განადგურებისა ამაოა, არაფერი გამოუვა. ვიმეორებ: რუსეთს საკუთარი თავი გაუჭირდება მომავალში; მუსლიმები ისეთ დღეს დააყრიან, რომ მტრის კარს!
რაც შეეხება ტერორისტების მამას, კოჭლ ეშმაკს, ბენ ლადენს – იგი დაიმალება. ერთი პერიოდი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ იგი რუსეთმა შეიფარა.
ბედის ირონია! ისინი საქართველოს სდებენ ბრალს ამაში, რათა დაგვბომბონ (რაც არასდროს მოხდება), უფალი კი საკუთარ სახლში აუფეთქებს ბომბს.
ფრთხილად! რუსეთი დიდ დარტყმას ელოდოს მუსლიმებისგან!
დაღესტანი: ათი წელია დაღესტანს ვწინასწარმეტყველებ. ეს ცეცხლი ძალზე საშიში იქნება რუსეთისთვის.
რაც შეეხება ავღანეთს: ეს იყო რუსეთ-ამერიკის ომი, რომელშიც ვერც ერთმა მხარემ ვერ გადაწონა, თუ გინდათ სიმართლე. ახლა ყოველივეს სხვა კუთხით ვხედავ. ამერიკასა და მუსლიმურ სამყაროს შორის ომი მაინც იქნება!

2001 წელი, 18 სექტემბერი, დილის 7 საათი.

საქართველოს პოლიტიკაში თითქოს დიდი ძვრები უნდა მოხდეს. ძველი პოლიტიკოსები არენიდან ქრებიან, ვხედავ.
თბილისში ჩამოსული მილიონერი ბიზნესმენები, რ რომლებიც რუსეთში გამდიდრდნენ, ფეხს ვერ მოიკიდებენ საქართველოში!
ახლად შექმნილი ფრაქციები არ გაამართლებს; ისინი წააგებენ. დაქუცმაცებული პარტია წააგებს; იგი თავისი ფრაქციებიანად საერთოდ იშლება.
იქმნება ახალი პარტია, პრეზიდენტი კი წყნარად უცდის შედეგებს, რათა მერე ყოველივე შეაჯამოს და გადავიდეს იქით, სადაც მისი პოლიტიკა გაამართლებს, სადაც კარგად მოჯდება და იდირიჟორებს. დღეს კი საგარეო პოლიტიკას აწყობს ვითომ. ამერიკას ისედაც ჭირდება საქართველო, ასე რომ, ეს პრეზიდენტის გაკეთებული საქმე არაა, ვხედავ. არადა, სურს, რომ მიიწეროს.
როცა ამერიკისთვისაა გამოსადეგი რაიმე, მაშინ დგამენ ნაბიჯს. რატომ აფხაზეთზე და ბევრ სხვა რამეზე არ გადმოდგეს ნაბიჯი?
აფხაზეთს ვიბრუნებთ არა პრეზიდენტის მეშვეობით, არამედ უფლის, ღმერთის წყალობით! ბედისწერაზე საქართველოს დაქუცმაცება არ აწერია; აწერია ტერიტორიების დაბრუნება! მადლობა უფალს! ამინ!
ჩვენი მისია იმაში გამოიხატება, რომ წინასწარმეტყველებებით მართონ საქართველო, რასაც სიამოვნებით აკეთებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ძალიან ჭკვიანები არიან, არა? ისტორია მართალ სიტყვას იტყვის მომავალში. ეს ასეა ასი პროცენტით.

2001 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ფრაქციებად დაშლილ “მოქალაქეებს” ასევე ფრაქციებად დაშლილი “აღორძინება” ამოუდგება გვერდით. მოკლედ, საშინელი ქაოსია. ახლა ვხედავ სცენას ქართული ფილმიდან “გიორგი სააკაძე”, როცა მისი შვილი პაატა ისრებს ამტვრევს სათითაოდ. ასეა დაყოფილი ფრაქციები. ისინი უკვე ძალას არ წარმოადგენენ და დაიშლებიან. რამდენიმე ფრაქცია ისევ ჟვანიას გუნდს შეუერთდება.
პრეზიდენტი დაპირებას არ შეასრულებს, რაც უფრო გაუმწვავებს მდგომარეობას. პრეზიდენტი თანდათან სუსტდება. იგი ეძებს კაცს, ვიღაცას. მაგრამ თუ ელცინმა პუტინი მოძებნა, შევადრნაძე ვერ იპოვის ასეთს საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე. კანდიდატურას ვერც დღეს და ვერც ხვალ ვერ მონახავს.
პრეზიდენტად ის მოვა, ვინც ვიწინასწარმეტყველე – გიორგი III. პრეზიდენტს ამაზე წარმოდგენაც არ აქვს. გაიგეთ, რომ არ მოვა კაცი, რომელიც მის კლანს დატაცებულ ფულებსა თუ ბიზნესს შეუნარჩუნებს. ასეთია ბედისწერა, ნება უფლისა. ამინ!
წყდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ანუ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებისა და ჩაკეტვის საკითხები. ესეც აღსრულდება, ღვთის ნებით.
დღეს კი საქართველოს მთავრობა დაქუცმაცდა, ყველა თავის თამაშს იწყებს. პრეზიდენტი კი მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. რა მისცა მას პარლამენტის დაშლამ? არაფერი. აი ნახავთ, რაც გამოითვალა, არასწორია. უმრავლესობა – `მოქალაქეები~ – ყოველთვის პრეზიდენტის მოთხოვნას ასრულებდა, მისი იდეების ერთგული იყო. ხელოვნურად შექმნილი ბარიერები – ეს ხალხის დასანახად იყო. `რუსთავი 2~-იც ხალხის ფსიქოლოგიის განსამუხტავად არის შექმნილი.
მხოლოდ ერთი რამ – აფხაზეთის დაბრუნების საკითხი აღარ შეჩერდება. ეს არის ომის დასაწყისი!
ამერიკა ისევ იცავს საქართველოს ინტერესებს, რუსეთი ვერას გახდება. პრეზიდენტი პუტინს მოუგებს, მოატყუებს (თუმცა პუტინიც ცდილობდა პრეზიდენტის დაშინებასა და მოტყუებას), ამიტომ რუსეთი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასარგებლოდ წყვეტს ტერიტორიების საკითხს. ასეთია უფლის ნება. ამინ!
ჩვენი პარლამენტი კი იშლება, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველება – იქმნება მეცნიერთა პარტია. პრეზიდენტის მომხრეებს ამ პარტიაში ვერ ვხედავ. მოდის ახალი, ჯანსაღი ძალა. ეს პარტია წარმოიქმნება არა დღეს, არამედ მომავალში. დღეს შექმნილი მეცნიერთა პარტია ბლეფია.
ერთ მაფიოზა `მეცნიერს~ მომავალში საქმეს აღუძრავენ პროკურატურაში. საქმეში დევს ისიც, რომ მასთან ერთად ვაჭრობაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირის ქალიშვილიც იყო ჩართული. მილიონები აკეთეს. არ შერჩებათ! ესენი არ არიან მეცნიერები. ისინი მომავალში მოვლენ – ჯანსაღი, პატიოსანი მეცნიერები.
მოკლედ, “აღორძინებაც” მიყვება “მოქლაქეებს” და იშლებიან, ვხედავ. ეს ქართული ხასიათია.
არავინ იცის, პრეზიდენტი რას ფიქრობს.
ვხედავ, პრეზიდენტს უკვე უჭირს გუნდის მოძებნა. იგი ისეთ პარტიას ამოირჩევს, რომ ყველას – მთელ საქართველოს გაეცინება.
რა არის ეს? პრეზიდენტი ბრეჟნევს რომ დაემსგავსა, ვერ ხედავთ?! მისი დრო დათვლილია. ასეა, “დრონი მეფობენ და არა მეფენი!” ამინ!
ადამიანებმა არ იციან, რომ შეუცვლელი არაფერი და არავინ არ არის, შემცვლელი ყოველთვის არსებობს.
პრეზიდენტმა კახა თარგამაძეზე დიდი იმედები დაამყარა, მაგრამ… პრეზიდენტი უარყოფითად გადაწყვეტს მის ბედს – მოხსნის! უბრალოდ, დღეს ჭირდება იგი, ახლო მომავალში კი არა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძალიან ცუდ თამაშებს წამოიწყებს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამაზე ყველა ალაპარაკდება. ასევე მის წინააღმდეგ წავა იუსტიციის მინისტრიც. ისინი ყოველთვის პრეზიდენტის მტრები იყვნენ. კი, მტრები უნდა დაიახლოვო, მაგრამ ყოველთვის კი არა. პრეზიდენტი მათ არ დაინდობს.
მინისტრთა კაბინეტი კი მაინც შეიქმნება. მოდის ისეთი ხალხი, თვით პრეზიდენტსაც რომ ვერ წარმოუდგენია.

2001 წელი, 12 ოქტომბერი, დღის 12 საათი.

პრეზიდენტი დიდ დარტყმას მიაყენებს შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს. ისინი ერთმანეთს არ დაინდობენ. დიახ, პრეზიდენტმა დიდი უფლებები მისცა მას, ენდობოდა და ეყრდნობოდა საოცრად, მაგრამ ყოველივე დაინგრევა. პრეზიდენტი დემონსტრაციულად მოხსნის მინისტრს. იგი საზღვარგარეთ წავა. მერე გაირკვევა, რამდენი რამ დაიშალა სამინისტროში. ეს ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. ბევრი მინისტრი ისევ მოიხსნება. ვხედავ ძველ კადრებს, რომელსაც პრეზიდენტი კვლავ გამოიყენებს. ეს მისთვის უკეთესია, ვხედავ. ბევრი საკუთარი საქმის მცოდნე დაბრუნდება თავის ადგილზე ღმერთის ნებით.
მოულოდნელად ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ახალი ჯაბა იოსელიანი მაინც აღმოჩნდება პოლიტიკოსებს შორის, გარკვევით ვხედავ პარლამენტში. მხოლოდ არჩევნებით მოხვდება პარლამენტში-მეთქი, ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, ასე ვხედავ. ვიმეორებ: იგი პრეზიდენტს დაჭირდება.
ყველა მინისტრს დაცვლის პრეზიდენტი, სურს თუ არა.
`აღორძინებაში~ ერთმანეთს დაჭამენ, ვხედავ, დიდი დაპირისპირებები წავა. არც მათ აწერიათ ბედისწერაზე თავის შენარჩუნება პარლამენტში.
ვხედავ, მოდის ერთიანი საქართველოს პარლამენტი; არა დაყოფილი სოფლებად, არამედ ერთიანი, ძლიერი ქართული გუნდი!
ვიმეორებ: ძველი კადრები ბრუნდებიან. ეცადნენ მათ დაკონსერვებას, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ვხედავ. საქართველოს პოლიტიკა გაიმარჯვებს უფლის წყალობით!

2001 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 2 საათი.

ვხედავ, რუსეთი მომავალში თამაშს დაიწყებს. მათ ამ შანსს მაღალი თანამდებობის პირი მისცემს. ე.ი. პარლამენტიც ორადაა გაყოფილი და იწყებენ მომხრეთა ძებნას, შეგროვებას. საუბედუროდ, საქართველოს ყოველთვის ყავდა შადიმან ბარათაშვილები და ახლაც თავს იჩენენ.
ჟვანიამ დაკარგა ევროპა-ამერიკის მხარდაჭერა; ახლა რუსეთისკენ იყურება ფრთხილად. რუსეთს კარგად ახსოვს მისი ყვირილი ევროპიდან, ჩვენ ევროპელები ვართო. ამიტომ რუსეთი ჟვანიას და საერთოდ ქართველ შადიმანებს არ ენდობა, მაგრამ შეეცდება, გამოიყენონ. იქნება ერთი ორომტრიალი, ლანძღვა, გინებები. მაგარამ ეს ყველაფერი ბლეფია. რუსეთს, სურს თუ არა, ვხედავ, ახლო მომავალში საქართველოს ყველა წერტილიდან – აფხაზეთიდან, ბათუმიდან, მესხეთ-ჯავახეთიდან და, თუ სადმე დარჩა კიდევ, ჯარებს გაიყვანენ. ამინ! დიახ, კეთილს ინებებენ და გაიყვანენ!
ამერიკა და ევროპა უკვე სერიოზულად აფრთხილებს რუსეთს. ამერიკა ისევ ძლიერ საფეხურზე დგას. მიწის პირიდან აღგვიან “რესპუბლიკელები” მუსლიმებს. მსოფლიო აღიარებს, რომ ნატო შეურყეველი, დიდი ძალაა. ჰოდა, ამ ძალების დემონსტრირების შანსს ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს. იგი რჩება უძლიერესად მსოფლიოში. რუსები თამაშს იწყებენ, რითაც წააგებენ.
იწყება დედამიწის გასუფთავება. ამინ!

2001 წელი, 18 ნოემბერი, დილის 11 საათი.

ამ წუთში ველაპარაკე ნუგზარ საჯაიას…
გავაფრთხილე!
გაიგო?

* * * 
პრეზიდენტი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვხედავ, მომავალში ძალიან გაუჭირდება, რადგან ყველას გადაიმტერებს.
გამოცდილი კადრები ჭირდება საქართველოს და არა პატარა ბიჭები – ყვინჩილები, მაგრამ ისინი მაინც მოვლენ.
ვხედავ, საქართველოში, მთავრობაში იქნება გადატრიალება, მეტად სერიოზული. ხალხი გარეთ აღარ გამოდის. ისინი ერთმანეთს დაჭამენ.

2001 წელი, 5 დეკემბერი.

დგება ყველაზე ცუდი პერიოდი!
საშინელი ქაოსია, ადგილები, მინისტრის სკამები და თანამდებობები იყიდება, მიდის უსირცხვილო გარიგებები. საშინელებაა!
ხალხი გარეთ გამოდის. ვხედავ აღელვებულ მასას!!!

2001 წელი, 17 დეკემბერი, ბარბარობა.

ძალიან პატარა პერიოდი დარჩათ.

* * *

ვინ არის ბადრი პატარკაციშვილი? მან მთელი საქართველო გადაიკიდა. რა გააკეთა და რა დიდი დამსახურება აქვს ხალხის მიმართ, ვხედავ, ეს არავის აღელვებს. ბევრს ეშინია, რომ სკამი არ დაკარგოს და მის წინააღმდეგ ილაშქრებს. უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ ამ პიროვნების იმიჯი ხალხში ნულზე დაიყვანონ, მაგრამ ვხედავ, რომ მაინც ვერ მოერევიან. თუმცა ორივე მხარე დაზარალდება. იქნება ქაოსი, მტრობა და უმართაობა.
პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს ძალიან გაუჭირდება. ნელ-ნელა თითქოს სწორ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მერე აურევს.
ზურაბ ჟვანიას დაუპირისპირდება მიხეილ სააკაშვილი. დიახ, ვხ

2002 წელი, 3 იანვარი, დღის 1 საათი.

ყველაფერი უარყოფითი და შავი მოცილდება ჩემს საქართველოს. ვხედავ, როგორ იწმინდება იგი და როგორ ცილდება სიბინძურეები, როგორ გადაირეცხება ყოველი ცრუ და იწყება აღშენება, გაბრწყინება საქართველოსი. ამინ!

* * *
პარლამენტი უფრო აირევა. “პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დიდ უვიცობასა და უცოდინრობას გამოამჟღავნებს!” – ასე იტყვიან პარლამენტში. იგი დიდ დარტყმას მიიღებს. ჟვანია ბურჯანაძეს იყენებს რაღაც ეტაპზე, თორემ გულზე სულაც არ ეხატება.
ბურჯანაძე არ განაგრძობს ჟვანიას თამაშს. იგი მხოლოდ გამოცდილებას იძენს და დღეს რომ ერთად უნდა იყვნენ, რათა არ დამარცხდნენ, ეს ესმით.
პარლამენტის თავმჯდომარის ქმარი, გენპროკურორის მოადგილეს – ბიწაძეს, მაინც მოთხრიან. სხვათა შორის, ტელეარხი “რუსთავი 2″ მხარში უდგას, მაგრამ პირველი სწორედ “რუსთავი2″ შეუტევს.
პროკურატურა იშლება.

2002 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა.

პრეზიდენტი უფრო აქტიურად ლანძღავს მინისტრებს, უფრო და უფრო აგრესიული გამოსვლები აქვს მომავალში, ვხედავ. დიახ, ის გარიგებები, რაც თანამდებობებს ეხება, არ იყო მართებული და ქვეყნისათვის სიკეთის მომტანი, ამიტომ პრეზიდენტის გამოსვლები ასეთი სახით მართებულია. ყოველივე მის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ მაინც ვერ მოუგებენ, ვხედავ.
საერთოდ, ძალიან ახლო მომავალში არც ერთ მინისტრს არ ვხედავ თავის სკამზე.
ვიმეორებ ასჯერ ნაწინასწარმეტყველებს: იქმნება მინისტრთა კაბინეტი. ყველანაირად ყველაფრის შეცვლას შეეცდება პრეზიდენტი. იგი თითქმის აღწევს მიზანს, მაგრამ მოულოდნელად იქნება, ასე ვთქვათ, პატარა გადატრიალება. ეს სახიფათოა, მაგრამ ხალხი გადარჩება.
სიფრთხილე მართებს ჩვენს მთავრობას, მაგრამ…
ახალი ჯაბა იოსელიანი არენაზე ჩნდება. პრეზიდენტი დახმარებას თხოვს.

2002 წელი, 27 იანვარი, ნინოობა.

დღეს წმიდა ნინოს საფლავზე ვიყავით ბოდბეში. ვიდრე პატრიარქი, მეუფე იობი და სხვები ლოცულობდნენ, შევხვდი ზურაბ ჟვანიას. ვისაუბრეთ. შემეცოდა. თვალებში რომ ჩავხედე, ბევრი რამ დავინახე. იგი არ არის ცუდი პოლიტიკოსი; პირიქით, კარგ პოლიტიკოსზე მეტია და ამიტომ არ ახარებენ…
წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი. იგი წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ. იმ ადამიანს, რომელიც მშვიდად მიიღებს კარგსაც და ცუდსაც, ყოველთვის აქვს გამოსავალი (ეს ასეა ასი პროცენტით), მაგრამ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ეს არ აწყობს. საშინელი რეაქცია აქვთ, როცა ცუდს ვწინასწარმეტყველებ. ასეთი ადამიანი ყოველთვის აგებს. მაგრამ რა ვქნა? როდესაც ვწინასწარმეტყველებ, უფლება არ მაქვს, რაიმე შევასწორო. ამიტომ, კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ. ასეთია ნება უფლისა!

* * *
საქართველოს მთავრობაში მალე ყველაფერი დაიშლება, ვხედავ.
საქართველო იწმინდება. ეს იწყება მთავრობიდან. ისეთ დღეს დააყრიან ერთმანეთს, რომ ყურიც ვერ მოისმენს.
უშიშროების მინისტრს ცუდი დღე დაადგება. ისეთ სიბინძურეებს ააგორებენ, ისეთს, რომ პასუხს ვერავინ გასცემს, თავბედს აწყევლინებენ. ვხედავ, მას `რუსთავი 2~-ის, ასე ვთქვათ, მოვლას – დაშლას დაავალებენ. იგი მუშაობს ამ თემაზე. რუსეთის პოლიტიკასაც გაითვალისწინებს, მაგრამ კრახით დაამთავრებს. მინისტრს ესვრიან!
ვიმეორებ: იქმნება მინისტრთა კაბინეტი. უკვე შვიდი წელია ამას ვწინასწარმეტყველებ. პრემიერ-მინისტრი ეყოლება საქართველოს. უკვე ჯანსაღი ძალა მოდის, უფლის ნებით!

2002 წელი, 30 იანვარი.

“ჯაბა პოლიტიკურად მკვდარია!” – ასე ფიქრობს ყველა. დამარხეს და რა, აღარ მოვა? მე კი ვხედავ, მოვა. არის საკითხები, რასაც მის გარეშე ვერ გადაწყვეტს პრეზიდენტი. რუსეთის გარკვეული ძალები სიამოვნებით ამოუდგებიან ჯაბას მხარში, რათა გამოიყენონ. მაგრამ ვხედავ, რომ “ჯაბა იოსელიანი” უფრო იყენებს მათ თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და წინსვლისთვის. “მხედრიონის” სახე გამოიკვეთება ძალიან მალე. ხორცმეტები ცილდებიან, მაგრამ ღიზიანდებიან და ფიქრობენ არეულობის შეტანას. არაფერი გამოუვათ!
“მხედრიონს”, როგორც პარტიას, სახელმწიფო გაატარებს! ლიდერი ჯაბა იოსელიანია. “მხედრიონი” იყო წამყვანი აფხაზეთის ომში, მხოლოდ ის. ამიტომ ჯაბა კენჭს იყრის პარლამენტში და გავა ასი პროცენტით. სხვათა შორის სიკვდილს არ ვხედავ სიცოცხლის გზა გრძელი აქვს, ასეთია ბატონო ბედისწერა.
პარლამენტი, ეს იქნება, ასე ვთქვათ, გაცვლა-გამოცვლა რაღაცეებისა. საერთოდ, ყველაფერი სრულდება, რაც ჯაბაზე ვიწინასწარმეტყველე წარსულში.
რაც მთავარია, იგი დაცვით ენერგიაში თუ არ ჩაჯდა, ანუ აბჯარი თუ არ გადაიცვა, ზურგში დანას ჩასცემენ… მაგრამ აბჯარი დაიცავს! დიდი ენერგიაა საჭირო. პარლამენტშიც თუ არ გადაიკეტა ძალიან, ძალიან გაუჭირდება. მაგრამ იგი, ვხედავ, დიდ ენერგიებში ჩაჯდება. ჭკვიანია.

2002 წელი, 31 იანვარი.

ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო არ გაწირავს რუსეთს – მის მხარეს დაიჭერს.
მუსლიმების საიდუმლო შეკრებებს ვხედავ. ძალიან ავფორიაქდი. ათი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე ეს და ასრულდება ყოველივე.
დასაწყისი კი პანკისის ხეობაა. დიახ, აქედან იწყება ყოველივე. საქართველოს რუსეთი და ამერიკა აიძულებს და ამას ყველა მუსლიმი ხვდება. საქართველომ ხელი გაუწოდა ჩეჩნეთს, მაგრამ რუსი პრობლემებს გვიქმნის აფხაზეთში, სამაჩაბლოში, აჭარასა და მესხეთ-ჯავახეთში.
დაიმახსოვრეთ: საქართველო არასდროს არ იქნება ფედერაცია; ავტონომია არ იარსებებს, გაიგეთ! ესეც ათი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ! ჯერ არ მომხდარა, რომ ჩვენი წინასწარმეტყველება არ ასრულებულიყოს.
ჯავახეთში რაც ხდება, ჯერ კიდევ 1993 წლის 10 აგვისტოს ვიწინასწარმეტყველე. ეს ჟურნალ-გაზეთებშიც დაიბეჭდა. წინასწარმეტყველებას ასე ვაბოლოვებ: `ვხედავ, სომხები მწარედ წააგებენ!~ ასეც მოხდება.
მუსლიმები კი რუსეთში შეჭრის გეგმას ადგენენ – კავკასიის მუსლიმები, შუა აზიის მუსლიმები – ირანიდან მოდის ბრძანებები.
ვხედავ, რუსეთი ირანს აფრთხილებს. რუსეთის გეგმა საქართველოსთან მიმართებაში ასი პროცენტით შეიცვლება და ასრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: თვითონ რუსეთი გვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში!

* * *
ჩვენთან გამოცდა ბევრმა ვერ ჩააბარა.
სულელები! ყოველივეს დაკარგავენ! ამინ!

2002 წელი, 5 მარტი, დილის 6 საათი.

იქმნება ახალი პარტიები. არენაზე ჩნდებიან ახალი, უცნობი პოლიტიკოსები. ისინი არ მოდიან ძველი მთავრობის სტრუქტურებიდან; მოდიან თავისით. ეს უკვე ის ჯანსაღი ძალაა, რომელსაც ათი წლის წინ ვწინასწარმეტყველებდი.
“თავისუფლების ინსტიტუტი” ძალას კარგავს. იგი დაიხურება. საოცარ რამეებს იტყვიან ამ ინსტიტუტზე და ეს ყოველივე იქნება პრეზიდენტის ბრძანებით. სწორია!
“თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთ აქტიურ წევრს დიდი დარტყმა აწერია. იგი ფსიქიურად შეირყევა, ისეთ სიტუაციას შეუქმნიან. ამ ყოველივეს ტელევიზიით გადმოსცემენ.
პარტიაში “ახლები” მოულოდნელი, რთული პროცესები დაიწყება.
ეს, ვხედავ, რომ განხეთქილების დასაწყისია – ლიდერები ერთმანეთს დაჭამენ. ისინი, მიუხედავად “მოქალაქეებისა” და ჟვანიას მაგალითისა, ვხედავ, პრეზიდენტის წინააღმდეგ მოიმართებიან. ვინ არიან და როგორ უდგანან პრეზიდენტს, არ მაინტერესებს. ვხედავ, უღალატებენ! ასეთია ბედისწერა.
“ბიზნესმენები ძალიან ბევრს იღებენ თავზე!” – ასე განაცხადებს მოულოდნელად სახელმწიფო მინისტრი და დაიწყება დიდი, გაუთავებელი ომები!!! ასეთი ძლიერი ბიზნესმენები პრეზიდენტს არ აწყობს!
აეროპორტში ვხედავ გაფიცვებს. სათავეში მოდის ხალხი, რომლებმაც წარსულში `აეროფლოტი~ დაანგრია. სირცხვილია! არაფერი გამოუვათ. ამინ!

2002 წელი, 17 მარტი, ღამის 2 საათი.

სახელმწიფო მინისტრი ძალიან ბევრ მტერს გაიჩენს. მისი პოლიტიკური ნაბიჯები მცდარია. იგი დიდ შეცდომებს უშვებს, პოლიტიკური სიარული არ იცის. ამას ბევრი გამოიყენებს. იგი ერთგულებასა და თავგანწირვას ამტკიცებს, ეს კი არავის სჭირდება. უბრალოდ მოხსნიან. მანამ კი უყურეთ ცირკებს.
პრეზიდენტი მაინც დახსნის მინისტრებს. ეს მისთვის პირველი და მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ბრწყინვალედ გადაწყვეტს. მოულოდნელად დაუყვავებს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და დაიწყებს მის წინ წამოწევას. რატომ? იგი ისეთ სირთულეებს შეუქმნის, რომ საჭიროა ძვალი გადაუგდოს, ანუ პოლიტიკური სკამი დაუთმოს. არადა, ლიდერი ძალზე გაწრთვნილია, მას ასე ადვილად ვერ მოატყუებს კაცი. იგი ბრწყინვალედ გამოიყენებს საკუთარ შანსებს. სწორია.
ვხედავ, პარლამენტში გარდაიცვლება ახალგაზრდა კაცი, დიდი ფულის პატრონი. ეკლესია კი ააშენა, მაგრამ სამოთხეში ვერ მოხვდება! სასაცილოა.

* * *

საქართველოში, კიდევ ვიმეორებ, არასდროს იქნება დამანგრეველი მიწისძვრა! არის მხოლოდ პატარ პატარა ბიძგები.

2002 წელი, 26 აპრილი, საღამოს 7 საათი.

გუშინ, 25 აპრილს, ღამით, შვიდბალიანი მიწისძვრა იყო. შვიდი ბალი მე დავინახე და ასეც იყო. თბილისი გადარჩა ნგრევას. ღმერთმა არ გაწირა საქართველო! აღსრულდა 1996 წლის 5 იანვრის წინასწარმეტყველება. მთელი ეს ხანი ველოდებოდი მიწისძვრას, მეშინოდა ჩემი ხალხის გამო, მაგრამ ვიცოდი, რომ საქართველოს ნგრევა არ ეწერა, არა! ამინ!
თბილისი კლდის ქანებზე დგას. კლდე კი, ვხედავ, არ ირღვევა, მყარია. ისე კი კლდის ქანებში ელვისებურ სხივს ვხედავ. რა არის ეს, ვერ მივხვდი.
რუსეთი იწამლება. მოსკოვშიც ვხედავ მიწისძვრას ასი პროცენტით. მიწისქვეშ ვხედავ, რომ ეს ელვარე, დამანგრეველი სხივი რუსეთისკენ დაიძრა. თეთრი სახლის ერთი ნაწილი წაიქცევა, თუმცა ეს უმტკივნეულოა. კრემლი დაიბზარება.
ღმერთო, უშველე ხალხს!
ისინი გადარჩებიან, მაგრამ მიწის(+ მოსკოვი+)ძვრა მაინც დიდ ზარალს მიაყენებს რუსებს. ახლა ჯერ არაფერს ვგრძნობ.
საქართველოში ასეთივე, ანალოგიური მიწისძვრა იქნება 2032 წელს (ორი ათას ოცდათორმეტი წელი) – 6-7 ბალიანი მიწისძვრა. ნგრევას არ ვხედავ. იქნება პანიკა, ხალხს ეშინია.
ნუ გეშინიათ! არაფერი ინგრევა! ამას გეუბნებით 2002 წლის 26 აპრილს 2032 წლის საქართველოს. დამშვიდდით! ასეთია ნება უფლისა! ეს აუცილებლად უნდა მეწინასწარმეტყველა.

2002 წელი, 6 მაისი, გიორგობა, ღამის 12. საათი.

“ახალი მემარჯვენეები”, ვხედავ, პირველ ეტაპზე იმარჯვებენ. მათ ზურგს პრეზიდენტი და მთავრობა უმაგრებს. მათი ხელით სუფთავდება პარლამენტი.
“მოქალაქეების” ბაზაზე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, ახალი “მოქკავშირი” შეიქმნება და მის თავმჯდომარედ მოგვევლინება… ლევან მამალაძე??? მაგრამ გუბერნატორმა ბევრი მტერი გაიჩინა. ეს მისი კარიერისთვის ძალზე საშიშია. მოკლედ, ვხედავ, პრეზიდენტს აიძულებენ მამალაძის მოხსნას, როგორც სხვები მოახსნევინეს. ვხედავ, დიდი კამპანია იმართება გუბერნატორის წინააღმდეგ. გუბერნატორმა სიფრთხილე დაკარგა. მისი აურა აბსოლუტურად შიშველია. საოცარ რამეს ვხედავ! თუმცა ვიცი, რაც არის. მუსლიმური ნახევარმთვარიდან სისხლი წვეთავს. ამ მოქსოვილ ბადეს ვერ გაარღვევს! ცოდოა! მაგრამ ასეთია ბედისწერა!
`ახალ მემარჯვენეებს~ გაუჭირდებათ. ისინი ჯერჯერობით სწორ გზაზე მიდიან, მთავრობის პროგრამით, მაგრამ როგორც კი საკუთარი პროგრამის განხორციელებას შეუდგებიან, უზარმაზარი პრობლემები შეექმნებათ. მათაც შეიპყრობს ამბიციები და ამპარტავნება. მოკლედ, როგორც დაამთავრა ჟვანიას გუნდმა, ისინიც ისე დაამთავრებენ, ოღონდ უფრო ლამაზი ფორმით. მათ შემცვლელებს დღეს ეძებენ და აყალიბებენ. აი ეს კი ის მეცნიერთა პარტია, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ 1994 წლიდან. მას ამოცნობა არ დაჭირდება!
სახელმწიფო მინისტრი იქამდე მივა, რომ პრეზიდენტს უკაკუნებს და შეცდომებს უსწორებს. აქ მისი კარიერა მთავრდება. ჩვენ დროს ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველივე ასი პროცენტით ასრულდება.
ვხედავ უცნობ სახეებს. ეს ახალი ხალხია, ახალი სახეებია.
ვხედავ, ძველ პარლამენტარებს სურთ დაბრუნება საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ერთეულები ხვდებიან იქ. ეს პროცესები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, იქნება ქაოსი და არეულობები. ბევრი ინფარქტით გარდაიცვლება, ღრმა, ნერვულ დეპრესიებში ჩაცვივდებიან და რა იქნება მათი საშველი? ღმერთი ბევრისათვის ყურს მოიყრუებს და არ იქნება მათთან!
ამინ!

2002 წელი, 23 მაისი, დილის 6 საათი.

პარტიები ერთმანეთს გადაჭამენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ისინი, ვხედავ, ხალხს აღარ აინტერესებს. არავითარი თანადგომა! ხალხს ისინი არ ჭირდება, მათი ქონების დათვლა მობეზრდათ. მთავრობას, როცა საშუალებას აძლევდა ქონების უკანონო დატაცებაში, მაშინ ემოქმედა და დაეჭირა. მაგრამ საკუთარ თავებს ხომ არ დაიჭერდნენ? ხალხის რა ვთქვათ, მაგრამ ღმერთი კი ყველას მოსთხოვს პასუხს! ამინ!
მრავალპარტიობანა მალე დასრულდება საქართველოში. გამოვა კანონი, რომელიც აკრძალავს მრავალპარტიობას და დარჩება ორი ძლიერი პარტია (1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება):
1. მეცნიერთა პარტია მომავალში იწოდება, როგორც დემოკრატი მეცნიერები.
2. “რესპუბლიკელები” – ეს სულ სხვა ხალხია, დღეს არავინ იცნობს. ამინ!
დღეს ოთხმოცდაათი პროცენტი პოლიტიკოსებისა, ცრუობს!
მოვლენები სწარაფად განვითარდება.
გუბერნატორი ლევან მამალაძე მოულოდნელად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იგი წააგებს. მისი აურა დაუცველია, ამბიციებმა დაღუპა. ვხედავ, მომავალში იგი უმუშევარია.
სააკაშვილი იძირება ჭაობში, საიდანაც ვერ ამოვა. მას ბევრი თანამოაზრე მიყვება.
მიდის პოლიტიკური გზების გასუფთავება.
ერთ-ერთი დიდი ბანკი მოულოდნელად გაკოტრდება. მისმა მეპატრონეებმა გზები და მიმართულებები შიცვალეს. უარყოფით ენერგიებში მოხვდებიან და საკუთარ თავს დააბრალონ. მათ ძალიან სუფთა და დიდი ენერგია ჰქონდათ, რაც ვერ გამოიყენეს. “ტიტანიკივით” ჩაიძირებიან!

2002 წელი, 6 ივლისი, დღის 12 საათი.

ვხედავთ, მომავალში პარლამენტში ახალი სახეები იქნება; იქმნება ახალი პარტია. ეს ყველასათვის უცნობი ხალხია, მაგრამ არიან მეცნიერები, რომელნიც საქართველომ დაივიწყა.
სრულდება, რაც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე. ეს უკვე რეალობაა. ის მეცნიერები მოდიან, რომლებსაც სათავეში პაატა შევარდნაძე ჩაუდგება. ხალხი მას მიიღებს!
დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაში. ისტერია სწარაფად ჩაქრება, ვხედავთ. შადიმანები უკან იხევენ და ძალას კარგავენ, მათი დრო წავიდა!
ეროსი კიწმარიშვილს საქმეებს აღუძრავენ. სინამდვილეს შეეფერება დიდი გარღვევები, გაფლანგვები თანხებში. ახლა `პირველი არხი~ აჩვენებს მის ქონებას და, ბოლოსდაბოლოს, ისტერია შეწყდება.
არჩევნები ჩატარდება. პარლამენტში მოდის ხალხი, ვინც საქართველოს ჭირდება.
ამერიკა სერიოზულ ლაპარაკს იწყებს რუსებთან აფხაზეთზე. მოულოდნელად შევდივართ! ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი. ასე ნებავს ღმერთს.
ერთი პერიოდი საქართველო წყნარდება. მომავალში გიორგი III დიდ სიძლიერეს მოუტანს საქართველოს.
მომავალში ბევრი ძლიერი ამა ქვეყნისა დატოვებს პოლიტიკურ არენას.
მოულოდნელი პრობლემები ექმნება ბადრი პატარკაციშვილს. იგი საქართველოდან წავა, ასე დაუდგება საკითხი. თუ სწორი ნაბიჯები არ გადადგა, მას პრეზიდენტი არ დაინდობს!

2002 წელი, 10 ივლისი.

ვხედავ, რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს საქართველოსთან. აქ თამაშები და ავანტიურები გამორიცხულია. ეს ეხება ჩრდილოეთს და პირველ რიგში კი აფხაზეთს. დიახ, აფხაზეთი. პანკისი ერთია, მაგრამ აფხაზეთი კარგი თავშესაფარია “ბოევიკებისთვის”. ფრთხილად!
რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა ზუსტად აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება.
საქართველო ნელ-ნელა დაწყნარდება, იწმინდება, მოდის ახალი ხალხი, ახალი სახეები. ბევრი პოლიტიკოსი წააგებს, ისინი პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს კარგავენ, თუმცა ბევრი მათგანი არც არასდროს თამაშობდა მნიშვნელოვან როლს.
იქმნება ახალი პარტია, მეცნიერებით და ჭკვიანი ხალხით დაკომპლექტებული. ეს ახალი ხალხია. მოდის ახალი ძალა და ყველა მდიდარი კარგავს ძალაუფლებასა და ფულს. ამინ!
პრეზიდენტის ირგვლივ იკრიბება ერთგული ხალხი.
თამაშგარედ დარჩენილი პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ სასტიკად წააგებენ. მათ საქართველო არ გაყვება, ხალხი უარყოფს, ხალხს მობეზრდა მათი გამოსვლები. ყველაფერი ეს სწრაფად მოხდება.
გარდაიცვლება ორი დიდი პიროვნება. საინტერესოა, სიონის ეკლესიაში ერთად როგორ დაასვენებენ? ეს არ არის სასაცილო, ეს სამწუხარო ფაქტია.
რატომ ჰგონიათ ამ უგუნურთ, რომ ღმერთი ამ გზით სამოთხეში მიიღებს, როცა მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთის გზით იარეს?

2002 წელი, 13 ივლისი, ღამის 2 საათი, ბორჯომი.

* * *

ბორჯომის ქარხანა დაიშლება. სულ სხვა ხალხი დაეუფლება ყოველივეს. ეს დაიწყება უცხოელი პარტნიორებისაგან. ისე შემოეცლებათ ყველაფერი, რომ ვერც წარმოიდგენენ. უცხოელი პარტნიორები აუმხედრდებიან. იქნება ლაპარაკი თანხებზე, დიდი დანახარჯები და ბევრი სხვა რამ. ეს ასეა ასი პროცენტით.

* * *

კაკო ჩხაიძეს თავი პრეზიდენტი ჰგონია, მაგრამ იგი ყველაფერს კარგავს, აი ნახავთ. ბოლოს დაიჭერენ.

2002 წელი, 23 ივლისი, ბორჯომი.

სექტემბერი პარლამენტისათვის ძალიან მძიმე იქნება – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “ახალი მოქლაქეები” და ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის “მოქალაქეები”. პრეზიდენტის მომხრეები იწყებენ მომძლავრებას.
დაიწყება ლაპარაკი ბიზნესებზე, თუ ვის რა ბიზნესი აქვს. დაიწყებენ ერთმანეთის გაშიშვლებას ხალხის წინაშე. ისედაც ჩაძირულებს, ვხედავ, რომ აღარაფერი უშველით. ისინი ტოვებენ პოლიტიკურ არენას.
პრეზიდენტი მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, საერთოდ რომ არ მოელიან, ისეთს.
გაერთიანებული პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. როგორც მოულოდნელად გაერთიანდნენ, ისე მოულოდნელად დაიშლებიან. ერთმანეთს სასამართლოებს გაუმართავენ.
ძალოვანები იცვლებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი კი რჩება. თუ ჩვენი დაცვითი ენერგიის რკალიდან გავიდა, ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ იგი ჭკვიანია (ყოველივე სწამს, ბევრ სასწაულს ვანახებთ) და მოგვყვება. მოიგებს კიდეც.

2002 წელი, 13 სექტემბერი, დილის 5 საათი.

ვხედავ, რუსეთი მოულოდნელად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პანკისი კი არა, აფხაზეთს გვიბრუნებს თავისი ხელით. სამაჩაბლო იწმნიდება, ხალხი საკუთარ კერას უბრუნდება.
საქართველოს დაჩოქებას რუსეთი ვერ ეღირსება!

2002 წელი, 15 ოქტომბერი, ღამის 3 საათი.

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ვერაფერს მიაღწევენ. ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. პრეზიდენტი არ აპატიებს, მათთან მუშაობის სურვილი საერთოდ არ აქვს.
! შეიყარა ძალიან ცუდი ძალები, ამბიციურები და ამპარტავნები, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანები, რომელნიც განწირულნი არიან მომავალში ასი პროცენტით. ისინი ერთმანეთში ვერ მორიგდებიან. დაიწყებენ უმოწყალო ბრძოლას სკამებისათვის; განსაკუთრებით პრეზიდენტის ადგილს ვერ გაიყოფენ. ჭკვიანებს მიაჩნიათ, რომ მათ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს, მაგრამ ასე არ არის. მათ უღალატეს პრეზიდენტს.
მხოლოდ ფულში არ არის ხსნა, ტვინი კი მათ არ გააჩნიათ!!!
ზურაბ ჟვანია ნელ-ნელა, ისე, რომ თვითონაც ვერ გრძნობს, ცილდება პოლიტიკურ არენას. მისი მოსვლა სისულელეა, იგი აღარ ამოიქაჩება!
კაკო ჩხაიძე დატოვებს თანამდებობას. მან თავისი მოღვაწეობა დაასრულა.
ვხედავთ, ყოფილი მინისტრი, კახა თარგამაძეც იძირება. ფულები არ შველით!
მოდიან ახალი კადრები, ახალი თაობა, ჭკვიანები და ნიჭიერები. ბევრი რამ შეიცვლება. იქმნება ახალი პარტიები და ივსება ახალი ხალხით. ძველ პარლამენტს შეცვლის ახალი პარლამენტი, ზუსტად ისეთი, როგორიც პრეზიდენტმა მოხაზა. დიახ, გინდათ თუ არა, ასეა ასი პროცენტით.

2002 წელი, 16 ოქტომბერი, დღის 12 საათი.

საქართველოში ერთი პერიოდი რთული იქნება.
ცნობილი გაზეთი “ალია” დაიხურება. ეს იქნება ძალიან უცნაური და მოულოდნელი რამ, მაგრამ ასეა ასი პოცენტით. ვხედავ, ფეხს ახალი ჟურნალ-გაზეთები იკიდებს მყარად.

2002 წელი, 24 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

მთავრობაში ძალიან რთული მდგომარეობაა; მძიმე სიტუაციები იქნება, ვხედავ, მომავალში!!!
სასაცილოა, ვის ხსნის პრეზიდენტი თანამდებობიდან? ვინც მოსახსნელია მართლა, იმათ ტოვებს. საშინელი წრე შემოირტყა. ეს არასანდო ხალხია, ყოველთვის უღალატებენ ასი პროცენტით.
ყოფილი მინისტრი ორმაგად თამაშობს. შეცდომაში შეყავს პრეზიდენტიც და მისი შვილებიც. დიდ ტერორს (საქმიან ტერორს ვგულისხმობ) მოუწყობს. ძალიან მალე გამოჩნდება მისი სახე.
ზურაბ ჟვანია მყარად არასდროს მოვა პოლიტიკაში. იგი “ჩრდილში” რჩება სამუდამოდ.
არენიდან ქრება სააკაშვილიც, თავისი გუნდით.
თავი გაიფუჭეს!
“თავისუფლების ინსტიტუტი” თავისი ხალხით, იხურება. ვხედავ მომავალში მოდის ახალი ხალხი.
ქალი წინა პლანზე გამოიწევს. ქალაქის მერი? სულ ამ ფორმით ვხედავთ.
ზოდელავა ვანო – ვხედავთ, მომავალში საერთოდ თანამდებობის გარეშე რჩება.

2002 წელი, 13 დეკემბერი, საღამოს 7 საათი.

ახლო მომავალში ვხედავ დიდ ცვლილებებს მთავრობაში, პარლამენტში და საკონსტიტუციო სასამართლოშიც. იწყება კანონების ცვლა და დახვეწა.
ბევრი პოლიტიკური პარტია დატოვებს პოლიტიკას. მოდის ახალი ხალხი.
რაც შეეხებათ ძალოვნებს, ვხედავ, უშიშროების სამინისტროს დაშლიან. ეს არის ახალი მოდელი – დასავლურ-ამერიკული. მინისტრად ინიშნება კაცი, ასე ვთქვათ, არსაიდან. იგი ძლიერი კადრია და არც ისე ახალგაზრდა. ამაში ამერიკელები ეხმარებიან; მინისტრიც, ვხედავ, მათი კადრია. საერთოდ ყველა მინისტრს ექნება საზღვარგარეთ გავლილი ინსტიტუტი. ეს ასეა.
პარლამენტში კი ცვლილებები ძალიან რთულად წავა. თითქმის ყველას ახალ სახეს ვხედავ.
“აღორძინება”, “ახლები”, “მრეწველები”, “მოქალაქეები”, “ნაციონალები” და ა.შ. მათი ბუნდღაც, კვალიც არ დარჩება. ისინი პოლიტიკური არენიდან ქრებიან ასი პროცენტით.
ასლან აბაშიძესა და თბილისს შორის დიდი შეტაკება მოხდება. ამაში იგორ გიორგაძის ხელიც ურევია და ბევრ რამეს დააბრალებენ “ასლან-ფაშას”. იგი უფრო და უფრო უძლური ხდება. მის მხარეს არც რუსეთი დაიჭერს. მოდის მისი გადადგომის პერიოდი. მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან ბათუმში, მაგრამ მათ პარტიას ვერ ვხედავ, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან!!!
პრეზიდენტი 2003-2004 წლებს მოანდომებს პარლამენტის დასუფთავებას და საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას, რაც მის დიდ ინტერესებში შევა. გაიმართება დიდი ბრძოლები და ბევრი ჩაიძირება.
ერთი დიდი ბანკის მმართველი არენიდან ქრება, ყველაფერს დაკარგავს. მას საავადმყოფოში ვხედავ; ვხედავ მძიმე ოპერაციას. იგი ინვალიდი რჩება. ასეთია ბედისწერა.
მოდის ახალი ხალხი და იწყება ხელახლა წილებისა და ქონების გადანაწილება. ფოთში დიდი გარჩევები იწყება, ტერმინალების ირგვლივ ხმაურიანი პროცესები ატყდება. ყველა მეპატრონე დაკარგავს უფლებებს – უკანონოდ მოპოვებულ უფლებებს, ვითომ მყარ წილებს, რომლებიც მათ შვილთაშვილებს უნდა გადაეცეთ. არაფერი გამოუვათ. საქართველოში მომავალში კანონი იკიდებს ფეხს და კუპონებზე, სასაცილო ფასად ხელში ჩაგდებული უზარმაზარი კომერციული ცენტრების დაუფლება, რამდენიმე კაცს არ აწერია ბედისწერაზე. თავიდან იყიდება, თავიდან შეფასდება ყოველივე.
ასე იყო დასავლეთშიც და ამერიკაშიც თავიდან. მერე დიდი დრო დაჭირდა იმას, რომ ეს ყოველივე დაელაგებინათ.
რაც შეეხება ბენზინს, ნავთობსადენ მილებს, აქ ჩადებული თანხებიც და დასაკუთრებული წილებიც იფანტება. მოკლედ, იმ ყველაფერს რაც ვითომ დიდი შრომით მოიპოვეს, დაკარგავენ.

2002 წელი, 18 დეკემბერი, ბარბარობა.

წამოდგომას ცდილობენ ძველი პოლიტიკოსები, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მათი დრო წავიდა, მაგრამ კუდს მაინც მოიქნევენ.
ვხედავ, მოსკოვი ვერ ისვენებს. ისევ ტერორს გეგმავენ (პოლიტიკურ ტერორს), მაგრამ საჭიროა ახალი სახეები. ფრთხილად!
ეს ცნობილი პოლიტიკოს-ბიზნესმენი ზედგამოჭრილი სახეა გამყიდველისა – მოღალატე თავადებს მაგონებს. ვხედავ, პრეზიდენტი ვითომ ენდო და ამით ძალიან მაგრად წააგებს. უდიდესი შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა მისი სიმაღლეზე აყვანით. უღალატებს, ამჯერად ძალიან მწარედ. აბსოლუტურად რუსულ სალამურზე დაუკრავს და იცეკვებს. ოღონდ დაკარგული პოზიციები და, პირველ რიგში, ქონება შეინარჩუნოს, სულსაც მიყიდის ეშმაკს… და მიყიდა კიდეც. ბოლოს მას სასამართლოს წინაშე ვხედავ, მაგრამ პრეზიდენტი მოასწრებს და მიაყენებს დიდ დარტყმას.
დღეს პრინციპი, რომ მტერი ახლოს, თვალსაწიერში უნდა გყავდეს, ძალიან საშიშია. ახლოს გყავდეს კი არა, ძირში უნდა მოცელო. დღეს საჭიროა, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ თამაშს განაგრძობს და უდიდეს დარტყმას მიიღებს, ვხედავთ. ამინ!

2003 წელი, 4 იანვარი.


პარლამენტში ვხედავ ახალ პარტიებს. ისინი სოკოებივით აღმოცენდებიან. ახალი სახეები, ახალი პოლიტიკოსები.
მიხეილ საააკაშვილიც ჩაკეტილ წრეში რჩება. დიდ პოლიტიკურ დარტყმებს მიაყენებენ. ფრთხილად!
მოკლედ, ისეთი ქაოსია, რომ ვერც კი აღვწერ.
ცამეტი წელია ვხედავ, რომ აფხაზეთს ომით ვიბრუნებთ. ვხედავ, უომრად არაფერი გამოვა!!! ჰოდა, დაიწყება კიდეც. დრო ძალიან ახლოსაა, წუთებიც კი დათვლილია უკვე.
მნიშვნელოვანია ერთი რამ: აფხაზები რუსებს უღალატებენ და ძალიან მწარედაც. რუსებს ძალიან, ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ აფხაზეთთან მიმართებაში, რომლებიც არ ასრულდება. პირიქით, უკან მიუბრუნდებათ.
ვხედავთ, პუტინი ძლიერ დასუსტდება. იმ ტერორების გამო, რომლებსაც ჩეჩნები მოუწყობენ (ანუ ტერორების სერიალების გამო), რუსებს შიშის ზარი შეიპყრობს – მთელ რუსეთს.
დიახ, ლტოლვილები უნდა დააბრუნონ ყველგან, რასაც კი მათი ბინძური ხელი შეეხო. ღმერთი უხდის მათ სამაგიეროს.
ქართველ პარლამენტარებს ვაფრთხილებ: ვხედავ, პარლამენტში ერთმანეთს დაერევიან და ჩხუბის დროს პიროვნება გარდაიცვლება. ვიცი, ვინც არის. საწყალი! ასეთია ბედისწერა!

2003 წელი, 10 იანვარი, დილის 9 საათი.

პრეზიდენტი ცდილობს კადრების შეცვლას. ჯერ უცდის, რომ ერთმანეთი დაჭამონ, ამით გზები თავისუფლდება და იწყებს მოქმედებას… ყველაფერი მცდარია. იგი დიდ, უდიდეს შეცდომებს დაუშვებს.
ვხედავთ, პრეზიდენტი მომავალში იწყებს ერთგული ხალხის უკან დაწევას (იგი ამას ყოველთვის აკეთებდა).
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ისე მოუვათ. პოლიტიკაში სულ სხვა ძვრებია, ვხედავ. წინასწარმეტყველებები სრულდება. ეს კი ჩემი საქართველოსი და ჩემი ხალხის გადარჩენაა. ამინ!

2003 წელი, 15 იანვარი, დილის 7 საათი.

მომავალში, ვხედავ, `მოქალაქეთა კავშირში~ ისევ იწყება უთანხმოება. პრეზიდენტს მისი ვითომ ერთგული კადრები უღალატებენ და ძალიანაც მწარედ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამჯერად პრეზიდენტის გამოთვლები არასწორია და მის გეგმებს ჩაშლა აწერია. ნამეტანი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, მაგრამ ეს მხოლოდ მიწიერი გამოთვლებია და არა კოსმიური; მას არ გააჩნია არავითარი კოსმიური ძალები. ეს დიდი ბლეფია და ძალიან მალე იჩენს კიდეც თავს. რუსეთი მას საქართველოს გმირად არ გახდის და აფხაზეთს არ დაუბრუნებს. ამას თვითონ ხალხი გააკეთებს.
დაიწყება მოულოდნელი ბრძოლები, როგორც აღვწერეთ 1992-1993 წლების წინასწარმეტყველებებში. არის ისტერია და ქაოსი. არჩევნებთან დაკავშირებით ვხედავთ დიდ არეულობებს.

2003 წელი, 10 თებერვალი, დილის 8 საათი.

პრეზიდენტი ქუჩაში დარჩენილ პარტიებს არ გაახარებს, ისინი პარლამენტში ვერ მოვლენ. იწყება დიდი ბრძოლები სკამებისათვის. ბევრი დაისჯება. ერთმანეთს გადაჭამენ, სიკვდილიანობა გახშირდება. ხალხი გარეთ გამოდის არა მთავრობის, არამედ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამდენი შეუფერებელი თანამდებობის პირი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია.
ქვემო ქართლის გუბერნატორი დიდ შეცდომებს დაუშვებს მომავალში. პრეზიდენტი მას ინახავს და როგორც ჭადრაკის პაიკს, შეწირავს რომელიღაც სვლაში და იგი სამუდამოდ მოითხრება, ვხედავ.
მომავალში პრეზიდენტი მოულოდნელ უკმაყოფილებას გამოთქვამს რკინიგზაზე, მის შეფზე – გადაჭამა ყველაფერი! რკინიგზა კი არ ააყვავა, დაანგრია. გააკეთა მხოლოდ ის, რაც საჩვენებლად აქვს და ხალხს თვალში ნაცარს აყრის. ვხედავ, იგი დიდხანს ვერ გასტანს. ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ესვრიან! დიახ, მას ესვრიან და საინტერესო ის არის, რომ ეს არ იქნება ქართული მაფია. იგი ძალიან გაუნათლებელი და უვიცია. მან არ იცის არაფერი გარდა ერთისა, როგორ მოიპაროს ფული და გაძარცვოს საკუთარი ხალხი. კი, ეს კარგად იცის, მაგრამ ისიც და მისი მოადგილეებიც მალე ჩაცვივდებიან სიღარიბეში – გაკოტრდებიან. მათ ვერ უშველით ანალიტიკური ჯგუფის რჩევები. ტელევიზია ისევ ალაპარაკდება. ეს კი ნამდვილად წალეკავს!
პარლამენტი ნელ-ნელა დაიწმინდება.
1992 წელს ვთქვი, ორი პარტია დარჩება-მეთქი. ამინ!

2003 წელი, 7 მარტი.

ჯაბა იოსელიანის მეორე სახე ჩნდება არენაზე, `მხედრიონს~ სათავეში ჩაუდგება. შიდა ბრძოლები წავა, ერთმანეთს დაჭამენ, თავს და ბოლოს ვერ მოაბამენ. საბოლოო ჯამში `მხედრიონი~ იშლება, მაგრამ არ უნდათ, ეს გაიგონ. იქმნება ახალი `მხედრიონი~. ახალი ლიდერი საჭიროა იმ ხალხისთვის, ვინც ჩუმად არის შეიარაღებული და მიყუჩებული – მათ ჯაბა დირიჟორობდა. აი ეს ძალა წამოიწევს. ფრთხილად! მთვარობასა და პრეზიდენტს თავსატეხი უჩნდებათ.
კიდევ გარდაიცვლება ერთი პიროვნება!
ჯაბა რომ ჩვენს ენერგიებს არ მოშორებოდა და შეესრულებინა რჩევები, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ასეა, ადამიანი თვითონ ირჩევს გზას – საკუთარ გზას. ძალიან ჭკვიანები გონიათ თავები.

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.

რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.
საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდით. ვერც ერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!
პრეზიდენტი უდიდეს შეცდომებს უშვებს. მას შთაგონებული აქვს, რომ დიდი მისია აკისრია, ენერგიებს ფლობს, წინსაწარმეტყველია და საერთოდ, ღმერთზეც მაღალია! ფრთხილად! ვხედავთ, რომ იგი უძლური ადამიანია, რომელსაც უაზრო აზრები აქვს თავში. ამბიცია არ აძლევს საშუალებას, რათა დამშვიდდეს და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდეს. ცოდვაა რელიგიაში ასეთი ჩარევა. ეს მაგალითია მისი სისუსტისა და ამპარტავნებისა, ვითომ ყოველივეს ცოდნისა და ყოვლისშემძლეობისა. ეს უკვე მარაზმია.
ჯერ სად ხართ?! ისეთ ნაბიჯებს გადადგამს (სულელურს), რომ ყველა გაოცდება. ფრთხილად!!!
მალე ყველას, პირველ რიგში კი, პრეზიდენტს, აეხდება ნიღაბი. ეკლესია – მართლმადიდებელი ეკლესია – პრეზიდენტს დაწყევლის. იგი განწირულია. ასეთია ნება ღვთისა. ამინ!
პრეზიდენტი ვერ მიატანს ბოლომდე. გავა წელიწადი და იგი აღარავის ემახსოვრება. საქართველოში მისი ნოსტალგია, მისი პერიოდის მონატრება არავის ექნება, არც ერთ ქართველს.
…ცდება პრეზიდენტი – იგი დედამიწაზე არასდროს დაბრუნდება.
ამინ!
ვხედავ, საქართველოში მართლმადიდებლობა ზეიმობს!!!

2003 წელი, 16 მარტი, დილის 6 საათი.

ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში იწყებს მოძრაობას. მას პრეზიდენტი ხელს შეუშლის. სასტიკად არ უნდა ამ კაცის მოსვლა მთავრობაში. მას მიაჩნია, რომ ძალიან ჭკვიანია? იგი გავიდა დაცვითი წრიდან და წააგებს, არაფერი გამოუვა!
ასეა, ბატონებო! ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ენერგიით ვკვებოთ ყველა ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში. ეს ყველამ იცოდეს!
ძველი პოლიტიკური მოღვაწენი ტოვებენ პოლიტიკას, რომელიც მართებულად არც ესმოდათ. არაფერი იცოდნენ, გარდა ერთისა, ეშოვნათ დიდი ფული და სკამით გაემყარებინათ თავიანთი ბიზნესი.
ყველაფერი იშლება. ერთმანეთს დაჭამენ. ასეა, ძველი მიდის, ახალი მოდის!
ვხედავ ცნობილი მილიონრის გიორგაძესთან კონტაქტს. დიდი გეგმა აქვთ შემუშავებული. ეს შეეხება მის გაპრეზიდენტებას, მაგრამ ყოველივე ბლეფია. გიორგაძე პრეზიდენტი არასდროს იქნება.
პატარკაციშვილს პრეზიდენტი მოთხრის და მოძირკვავს! რატომ? ნახავთ, მისი ტელევიზია და გაზეთები წამოიმართებიან პრეზიდენტის წინააღმდეგ, დიდი სკანდალი ატყდება. ბოროტნი შიშვლდებიან, ნიღაბი ეხდებათ და ერთმანეთს დაჭამენ.
ვხედავ მეცნიერებს, ჭკვიან ახალგაზრდებს. იქმნება მეცნიერთა პარტია.
ამინ!

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

ვხედავთ, მომავალში იქნება დიდი არეულობები. მაფია ფრთებს შლის პოლიტიკაში. ეს უკვე ძალიან საშიშია. ფრთხილად!
მოდის ძალა, რომელიც არ უნდა მოვიდეს. წავა დიდი ბრძოლები. ისინი სწრაფად გაქრებიან.
პრეზიდენტი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმ ხალხს, ვინც მის გუნდად მოიაზრებოდა, დაშლის, ანუ გაყრის პოლიტიკიდან. ეჭვები, უნდობლობა, შური – თუკი ვინმე ჭკუას გამოავლენს. ისეთია დროა, რომ საჭიროა დანიის პრინც ჰამლეტივით სულელად მოაჩვენო თავი მთავრობას. ეს შედარება ტყუილად არ დავინახეთ; ზუსტად შექსპირის სცენარის მიხედვით განხორციელდება ყველაფერი.
სახელმწიფო მინისტრი გაიბრძოლებს. მას მართავს რუსეთი!!! ასე ვხედავთ.
ამერიკის იმედი აქვს საქართველოს პრეზიდენტს და მართლაც, ამერიკა ევროპასა და რუსეთს დაუპირისპირდება, პასუხს მოსთხოვს. ბევრი რამ ამოტივტივდება ერაყის ომთან დაკავშირებით. ომი თითქოს მთავრდება, მაგრამ რაღაც პერიოდი მაინც საომარი მდგომარეობა იქნება ერაყში.
ვხედავთ, ამერიკა და ინგლისი მსოფლიო ეკონომიკას განაგებენ. დღეს რუსეთი და ევროპა სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ეს ასე იქნება. რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას. მთელი ძალები თავს მოიყრის საქართველოში, ბაზებზე განლაგდება ნატოს ჯარები, ანუ ქართული ჯარები. თურქეთს ამერიკა აღარ ენდობა და ამით თურქეთი ბევრ რამეს წააგებს. ეს კი საქართველოსთვის მომგებიანია ძალიან.
რუსეთი, სურს თუ არა, საქართველოს დათმობს! ვხედავთ, იკეტება საზღვრები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მესხეთ-ჯავახეთი.
ამინ!

2003 წელი, 3 აპრილი, დილის 7 საათი.

საქართველოს მთავრობაში დიდ არეულობებს ვხედავთ მომავალში. პარტიები არ კი არა, ვერ გაერთიანდებიან. ყველას პირველობა უნდა, ყველას ამბიცია იპყრობს. პრეზიდენტი ცდილობს, რაღაცეები დააწყოს, ანუ შეაერთოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. ისინი მაინც დაერევიან ერთმანეთს და დაიშლებიან.
პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან გაუჭირდება. იგი იძირება. მას თავისი ხასიათი, სიავე და სიკაპასე ჩაძირავს. იგი თავიდანვე პრეზიდენტის წინააღმდეგი იყო. ამით ყველაფერი ითქმევა.
ყველაფერი სულს ღაფავს, მთელი მთავრობაც. აი ამას ჰქვია, ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო!
მოკლედ, ერთადერთი, რაც განმუხტავს ყველაფერს პოლიტიკაში, ეს აფხაზეთია!
ისევ ვხედავ მრავალჯერ დანახულს: ლტოლვილები აფხაზეთში ბრუნდებიან ასი პროცენტით. ეს საკითხი ძალიან სწარფად გადაწყდება. რუსეთი უძლურია, წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს საქართველოს.
სახელმწიფო მინისტრმა ნდობა დაკარგა. ვხედავთ, პრეზიდენტი არ ენდობა, შეთქმულებაში ადანაშაულებს და სწორიც არის. მას საერთოდ მოაშორებს პოლიტიკიდან.
ამ მილიონერს თავის საქმეს საქართველოში ღმერთი არ გააკეთებინებს. ამინ! სისხლიან კვალს ტოვებს. აფხაზეთში ცდილობს შეძვრომას, მაგრამ არაფერი გამოუვა. ამინ!
ვხედავ, გალში ლტოლვილები შედიან.
საოცარია! გალელებს გალში დაბრუნება არ სურთ! ასეთებს ღმერთი სჯის – თბილისში დაკარგავენ ყოველივეს, თუ საკუთარ სახლში არ დაბრუნდებიან!
ამერიკა საქართველოს ბოლომდე იცავს. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. იგი საქართველოდან მოშორდება, ვხედავ და ამოისუნთქებს მთელი საქართველო. ამინ!

2003 წელი, 9 აპრილი.

პარტია, რომელსაც პრეზიდენტი ქმნის და არქმევს `აბრეშუმის გზას~, ვხედავთ მომავალში, რომ არ გაამართლებს. რაც გააკეთეს `ახლებმა~, იგივეს გააკეთებენ აქაც. ისეთი ამბიციებით შეპყრობილი ხალხია გაერთიანებული, რომ ისინი ერთად ვერ იქნებიან, დაჭამენ ერთმანეთს.
პირველ ეტაპზე პრეზიდენტი ქმნის ერთიან უმრავლესობას, აკომპლექტებს იმ ხალხით, რომლებიც დიდად იღვწიან პარლამენტში მოსახვედრად, რათა მერე თავისი წესებით ითამაშონ პოლიტიკა – ერთმანეთს იყენებენ. პრეზიდენტს ზუსტად ასეთი კოლექტივი აწყობს, რათა ერთმანეთი დაჭამონ, რადგან თუ მორიგდნენ, ეს ძალიან საშიშია. და ბოლოსდაბოლოს, რაც პრეზიდენტს უყვარს ესაა: დაყავი და იბატონე!
მოკლედ, ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო, რომ იტყვიან, ისეთი მდგომარეობა იქმნება. ისინი საქმის გამკეთებლები არ არიან!!!
ვხედავთ, ასლან აბაშიძე იძირება. იგი პოლიტიკური არენიდან ქრება!
`აღორძინება~ რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ ისინიც ჩაძირულები არიან. პარლამენტში გამოსვლებით თითქოს რაღაც ძალას აჩვენებენ, მაგრამ იძირებიან; მოკლედ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვიბრუნებთ. სულ სხვა ეტაპები იწყება საქართველოში.
რუსეთი დათმობს ყოველივეს. მართალია, ძალიანაც არ სურთ, მაგრამ 1992 წელს ვთქვი, აფხაზეთის წართმევა და მიერთება რუსეთის მხრიდან ღია, უტვინო თამაშია, რომელიც არასდროს ასრულდება-მეთქი.
ამინ!

2003 წელი, 25 აპრილი.

ყველაფერი იშლება. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გადადგება.
მოკლედ, დიდი ქაოსია.

2003 წელი, 28 ივნისი.

ვხედავ ახალ ხალხს, ახალი ტალღა მოაწყდება ქართულ პოლიტიკას – მოდიან ახალი კადრები. ნაწილი იმ ახალგაზრდებისა, ვინც მართლა სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნდება. აქ ჩაერევიან ისეთი ძალები, რომლებიც იმუშავებენ ასეთ ახალგაზრდებზე, რათა მოიზიდონ ისინი საქართველოში. ამაზე ილაპარაკებენ ტელევიზიით. ეს ის ჯანსაღი ძალაა, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით წლების წინ. ისინი იკავებენ თანამდებობებს, მათ ესმით საქმე, ქმნიან ახალ დაჯგუფებებს, ანუ პარტიებს, რომელნიც საქმეს აკეთებენ. მათ ესმით პოლიტიკა, ჰყავთ ლიდერი და ეს ლიდერი ფეხს იკიდებს საქართველოში. ისიც საზღვარგარეთიდან მოდის!
პრეზიდენტი დიდად შეუწყობს ხელს ამ ახალგაზრდებს. ისინი ფეხს იკიდებენ მყარად. გამოჩნდება მათი ცოდნა საქმიან ურთიერთობებში და ხალხს იმედი ჩაესახება. ამიტომ პრეზიდენტი მომავალში მენაგვის როლშია – იგი ხვეტავს პოლიტიკურ ნაგავს, რათა გზა გაუთავისუფლოს ახალ მომავალს საქართველოში. მათი ლიდერი ჩემი და პრეზიდენტის ახლობელი პიროვნება იქნება. წავა დიდი ბრძოლები, მაგრამ ამ თამაშში ვერავინ მოიგებს!
საერთო ჯამში, ყოველივე ის, რაც მოხდება, ვხედავ, საქართველოსთვის სასიკეთოა!
ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და საზღვრები იკეტება უფლის ნებით და ეს დრო ძალიან ახლოსაა.
ვხედავ ახალ ძალებს – მოდიან ახალგაზრდები. ისინი გადაარჩენენ საქართველოს. ეს ასეა!

2003 წელი, 3 ივლისი.

არჩევნებთან დაკავშირებით ატეხილი ისტერია, ვხედავ, პრეზიდენტს არაფერს ავნებს; პირიქით, მისი ჩანაფიქრი, თვითონაც რომ არ ელის, ისე მაშინალურად სრულდება.
პოლიტიკოსები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, პრეზიდენტი კი მათთვის თითსაც არ გაანძრევს. ეკონომიკურ ჯგუფს თვითონ პრეზიდენტი დაითხოვს ახლო მომავალში და ფინანსთა მინისტრი დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში.
პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან გაუჭირდება. მისი შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია. იგი ხალხისთვის ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, ხალხი არ აყვება, ვხედავ, მომავალში. თავმჯდომარეს დუმილი, მისი გასაიდუმლოებული პოზიცია (თუ ვის მხარეზეა) და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხალხის მასებზე, არ გაუმართლებს.
მისი მრჩევლები ცდებიან, ვხედავ. მისი რეიტინგი ეცემა, არც საზღვარგარეთული შეხვედრები შველის. იგი იწვევს უარყოფას, მას ინტილიგენცია არ გაჰყვება. იგი დიდ პოლიტიკურ თამაშს წააგებს.
რატომ? მისი ადგილი პრეზიდენტის გვერდზე იყო, მან კი ხალხის გულის მოსაგებად ოპოზიციაში თამაში დაიწყო. ამით გზები მოიჭრა. პარლამენტის თავმჯდომარე, ვხედავ, მომავალში სასურველი კანდიდატურა სხვა პარტიებისათვის არ არის, იგი არავის ჭირდება!!!
თავიდან დგამს ჭკვიანურ ნაბიჯებს, ბოლოში კი სულელურს!

2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი.

ამერიკა და ევროპა პრეზიდენტს არ გაწირავს, პირიქით. ისინი ცდილობენ, რომ მომავალში საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, დაიცვან ისეთი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიის აყვავებას! ვხედავ, მომავალში ასე იტყვიან. ამერიკა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს საქართველოს პოლიტიკაში. ვხედავ, მოსკოვი, ანუ რუსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ამერიკელებს და ბევრ რამეს დათმობენ საქართველოსთან მიმართებაში. სხვა გზა არც რჩებათ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებაში დაეხმარონ ქართველებს. ეს ასეა!
ამერიკელები საქართველოში მოუხშირებენ სიარულს. ეს ქართულ არმიას შეეხება. ისინი მოამზადებენ მფრინავებს – დიდ ჯგუფს ქართველებისა მოსამზადებლად ამერიკაში წაიყვანენ.
31-ე ქარხანა ისევ ამუშავდება. აქაც ამერიკელების ხელი ურევია. მომავალში ქარხანა, ვხედავ, საბრძოლო თვითმფრინავებს ამზადებს თანამედროვე სტანდარტებით.
რუსეთს საკუთარი თავი უჭირს. ისინი ფარ-ხმალს დაყრიან. დაინახავენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო!
როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ცოცხს მოუსვამს და არენაზე ახალი ხალხი გამოჩნდება. ოღონდ უკვე სხვა წესებით, რაც ჩემს ხალხს სიკეთეს მოუტანს.

2003 წელი, 11 ივლისი, ლიკანი.

იქმნება ახალი პარტია. მას თითქოს ბიზნესმენი უდგება სათავეში. ეს პრეზიდენტის ნებაა? ასე გამოჩნდება, მაგრამ ეს პიროვნება საერთოდ არასანდო და მოღალატეა, ამიტომ იგი წააგებს.
მომავალში, ვხედავ, ძველი პოლიტიკოსების ადგილებს უცნობი ხალხი იკავებს. პრეზიდენტისთვის ადვილია გადათამაშებები თანამდებობებში. დღეს კი ძალიან უჭირს, არ იცის, ვინ ვითი შეცვალოს, ან რა რაში გაცვალოს.
“მოქალაქეები” ისევ აირევიან. არჩევნებამდე ერთად ძლებენ, რადგან მიზანი ერთი აქვთ – პარლამენტში მოხვედრა. მერე კი, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს, ისეთი სიტუაცია იქნება.
ვხედავ, მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ თამაშებს წააგებს. გამოჩნდება, რომ არც ისე ჭკვიანია, რაზეც ილაპარაკებენ.
ჟვანია და ბურჯანაძე ერთდებიან, რათა ერთმანეთი დაჭამონ. ჟვანიას უფრო გაუმართლებს თითქოს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: თუ ჭკვიანური ნაბიჯი არ გადადგა, პოლიტიკურ არენას საერთოდ დატოვებს მომავალში!!!
რუსეთი მოულოდნელად ტოვებს საქართველოს ტერიტორიებს – აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთს და თუ კი სადმე არიან კიდევ.
შუქისა და გაზის საკითხი საბოლოოდ წყდება. რუსეთი “თელასში” ცხვირს ვერ შეყოფს – სხვა ხალხს ვხედავ.

2003 წელი, 12 ივლისი, ლიკანი.

`თელასი~ ნელ-ნელა იწმინდება. ბევრს დაიჭერენ. ბევრ დარღვევას აღმოაჩენენ და ამით ბევრ რამეს ახსნიან მომავალში. პრეზიდენტი აქტიურად ჩაერევა საქმეში და ამით სულ სხვა მიმართულებას აძლევს სიტუაციებს. აქ აქტიურ როლს ითამაშებს მისი შვილი და თითქოს ყოველივე დალაგდება.
ვიმეორებ: რუსი “თელასს” ხელში ვერ ჩაიგდებს. რუსული გვარის პიროვნების უკან მაინც ამერიკელები დგანან. აი ნახავთ.

2003 წელი, 21 აგვისტო, ურეკი.

მომავალში მთავრობის ცვლა ისევ იქნება და ყველაფერს ძველებს გადააბრალებენ, როგორც წესია.
ჟვანია-ბურჯანაძის ალიანსი არ გაამართლებს. უბრალოდ, ვერ მორიგდებიან. დღეს ორივეს სურს პარლამენტში მოხვედრა და პოლიტიკური არენის შენარჩუნება. მალე პრეზიდენტს ვადა გაუდის და დგება მათი პოლიტიკაში მოღვაწეობის დრო – ასე ფიქრობენ, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მათში დაიწყება ისეთივე განხეთქილება, როგორიც “მოქალაქეთა კავშირში”.
თუ ჟვანია პოლიტიკურ კურსს შეიცვლის და გადავა სხვა ბანაკში, ვხედავ, რომ იგი მართლა რჩება პოლიტიკაში, თუ არა და ჩაიძირება ასი პროცენტით.
ამერიკამ პრეზიდენტის იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა. თანაც ამერიკელებმა უთხრეს, რომ არის საკითხები, რაც რუსეთმა უნდა მოაგვაროსო. ესეც, ვხედავ, ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებიდან გამომდინარეა. ამიტომ, ამერიკელებიც, რომ არ მოელიან, ისეთ ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტი. ამაში მთელ თავის ოსტატობას ჩააქსოვს და გააოცებს ამერიკელებს.
პრეზიდენტი, ვხედავ, იწყებს დიდ პოლიტიკურ თამაშებს. რუსეთთან ბევრ რამეს დააწყობს და ამერიკა-რუსეთს, თქვენ წარმოიდგინეთ, მოუგებს ასი პროცენტით. ჟვანია-ბურჯანაძის ალიანსი აბრაზებს იმდენად, რამდენადაც უტვინო და სულელურ ნაბიჯად მიიჩნევს, მაგრამ ვერაფერს გახდება. ამიტომ ისევ დაიცდის, როგორც იცის ხოლმე.
მოდის ახალი ხალხი, იქმნება ახალი პარტიები.
პრეზიდენტის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკას ააფორიაქებს. ისინი დათმობებზე წავლენ. ასეა, ბატონო.
საქართველოსთან თამაშს ღმერთი არ პატიობს რუსეთს – მომავალში მძიმე დღეები ელით. პუტინზე ტერაქტი განახორციელეს, მაგრამ რუსეთმა ეს დამალა. მომავალში, ვხედავ, ვეღარ დამალავს.
ალიევი მკვდარია. მის შვილს ძალიან გაუჭირდება. იქნება ტახტის, გვირგვინის დაკარგვის საშიშროება.
“ეკლესია უნდა გაფრთხილდეს პოლიტიკაში!” – ასე იტყვის პრეზიდენტი. იგი აფრთხილებს პატრიარქს, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ჟვანია-ბურჯანაძეს უდგას მხარში. თუმცა ეს გამოჩნდება კიდეც.
ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!

2003 წელი, 12 სექტემბერი, ღამის 4 საათი.

`ბურჯანაძე-დემოკრატების~ ბანაკში, ვხედავ, გადაბარგდებიან სხვა პარტიებიც, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ბევრ გამყიდველ პოლიტიკოსს შეაცდენს და უდიდეს შეცდომებს უშვებენ. ისინი წააგებენ.
ჟვანია აღმოჩნდება პრეზიდენტის გუნდში და ისევ მოგვევლინება მაღალ პოსტზე. `მას სულაც არ სურს პრეზიდენტობა!~ – ასეთ პირობას უყენებს, პოლიტიკურ პირობას, პრეზიდენტი. რა უნდა ქნას ჟვანიამ? ვხედავ, რომ უნდა, დათანხმდეს.
პრეზიდენტის მომხრენი ერთმანეთს დაჭამენ. თუმცა ამ ეტაპზე ქაჩავენ სიტუაციებს, პოლიტიკურ მოვლენებს ხელმძღვანელობენ, მაგრამ პრეზიდენტი მათ არჩევნების შემდეგ მოისვრის.
რჩეულიშვილების დინასტიის დამხობას ვხედავ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც! ასეთია ბედისწერა.
დღეს არავის მოსდის ასეთი ფიქრები თავში, ანალიზებზე აღარ ვლაპარაკობ. მაგრამ ჟვანია კი იფიქრებს, რომ მომავალი არავინ იცის და ამიტომ ჯობს, ასეთი ნაბიჯი გადადგას; მომავალში კი ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო და მერე ვნახოთ, რა პერსპექტივები იხსნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟვანიას არ ყავს ჭკვიანი მრჩევლები.

2003 წელი, 13 სექტემბერი.

პოლიტიკაში იწყება ახალი ეტაპები. ძველი კადრები ქრებიან. არავის უმართლებს. ერთმანეთს დაჭამენ. სრული ქაოსია. ბევრი დატოვებს პოლიტიკურ არენას.
ასე არ არის, რომ დიდი ფულის, ქონების შენარჩუნების მიზნით პარლამენტს შეაფარონ თავი. არაფერი გამოუვათ. პარლამენტი, ანუ “ბუნკერი” მათთვის დაიხურება. ისინი წააგებენ საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე ასი პროცენტით.

2003 წელი, 14 ოქტომბერი.

მოვლენები უცნაურად განვითარდება.
მთავრობას ძალიან გაუჭირდება. ვხედავ, შიდა უთანხმოებები უფრო და უფრო ღვივდება. მწიფდება დიდი დაპირისპირებები. აბა, თხისა და მგლის მორიგება ვის გაუგია? მათ, უბრალოდ, წყურიათ და მშვიდობის წყალს ერთად სვამენ, თორემ ვერავითარი ძალა ვერ მოარიგებს.
შეტაკებები ხდება ოპოზიციაშიც. მოკლედ, ყველაფერი აირევა.
რუსეთის ზეგავლენა ძალიან ძლიერი იქნება. ის საუბრები, რომლებიც რუსეთის ჩარევაზე მიდის, არასწორია და ბლეფი. რუსეთი სულ სხვა გზით ერევა, რასაც ჩვენი მთავრობა ვერც კი წარმოიდგენს. ყველაფერი ეს ხდება სამთავრობო ბლოკში და ყველაფერი მოდის პრეზიდენტისგან! დიახ, ასეა. პირს ნუ დააფჩენთ! ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ ჯერ ხმამაღლა თქმა არ მსურს, გაჩუმებას ვარჩევ.
პრეზიდენტი დიდ შეცდომებს დაუშვებს. იგი, როგორც ყოველთვის, ელოდება, ბოლოს თვითონ როდის წაიტეხენ კისერს. მაგალითად, ირინე სარიშვილს უკვე “დააბრალა”, რომ იგი არაფერ შუაშია, რომ ირინა ნიჭიერი პოლიტიკოსია და თვითონ მოქმედებს. აქ სარიშვილმა უკვე წააგო.
უნდათ თუ არა, “დემოკრატები” მოვლენ პარლამენტში. აქ ზურაბ ჟვანია სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. არის დარტყმები, დიდი განცდები, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. იგი დიდი ენერგიის ქვეშაა. მომავალში უმაღლეს ეშელონებში ვხედავ. პირველ ეტაპზე მოდის თანამდებობა. არ უნდა დათანხმდეს! მის მოცილებას შეეცდებიან!!!
მაგრამ ჟვანია არ წავა პოლიტიკიდან! იწყებს მუშაობას…
პრეზიდენტის ძალები სუსტდება. მოულოდნელად ვაჟა ლორთქიფანიძე ზურაბ ჟვანიას მეგობრულ ხელს უწვდის და ეს მისი მხრიდან სწორი სვლაა. ფიქრობს, ზურაბის ცოდნა და გონება სასიკეთო საქმისთვის მოიხმაროს და პატარკაციშვილის მეთაურობით იწყებს ახალი ჯგუფის შექმნას. აი აქ პრეზიდენტი უცებ გამოფხიზლდება და დიდ დარტყმას მიაყენებს ვაჟა ლორთქიფანიძეს. ზურაბ ჟვანია კი ზებუნებრივი ძალების დახმარებით სუფთად გამოძვრება სიტუაციებიდან და პრეზიდენტის აღფრთოვანებას დაიმსახურებს. იგი გადარჩება და იწყება სიმაღლეები. ეს ჩვენი დამსახურებაა.
და ისევ ვიმეორებ: პატარკაციშვილი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფარდის მიღმა, მაგრამ ეს ნაბიჯები მაინც ჩანს. კი, იგი მეტად ჭკვიანია, მაგრამ ვიმეორებ: ვხედავ, უდიდეს შეცდომებს დაუშვებს მომავალში და ყველაფერს წააგებს!

2003 წელი, 24 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ვხედავ, პარლამენტში ბევრი ვერ მოხვდება. ვერც ისინი, ვინც ბევრი ფული გადაიხადა. უბრალოდ, მთავრობას ჭირდებოდა და ფულები დააყრევინა.
ვხედავ, დიდი ქაოსია. ერთმანეთს დაერევიან, არ დაინდობენ.
აქ უკვე უფალი ყურს მოიყრუებს, პრეზიდენტს აღარ უმართლებს, მისი დრო კოსმოსში ამოიწურა.
ვხედავ, ჟვანია ჩუმად ზის, დროის ზეწოლას უძლებს. იგი გამოძვრება სირთულეებიდან და იწყებს ზემოთ ასვლას …
“ახლები” იშლებიან. მათ პოლიტიკაში წააგეს.
“ლეიბორისტები” – შალვა ნათელაშვილი კარგი ბიჭია და მეტი არაფერი.
მომავალში ორი ძალა რჩება – სამთავრობო პარტია და “დემოკრატები” – ჟვანია-ბურჯანაძე. მოკლედ დაიწყება ახალი პოლიტიკური პერიოდები საქართველოსთვის.

2003 წელი, 14 ნოემბერი, დილის 5 საათი.

მთავრობის სახლის წინ მოწყობილი აქცია არ გაამართლებს მომავალში ხალხის იმედებს. ეს საბედისწერო იქნება სააკაშვილისთვის, ანუ `ნაციონალური პარტიის~ წარმომადგენელთათვის. ვხედავთ, ისინი წააგებენ მომავალს.
მათ არავინ ენდობა, სასამართლოებს გაუმართავენ.
ომი თბილისში არ იქნება, გამორიცხულია!
ბევრმა გამოაჩინა საკუთარი სახე, ისინი კანონით დაისჯებიან. ბევრს პრეზიდენტი დასჯის, რაც გაუკეთა, ცხვირში ამოადენს.
ამერიკა, ევროპა, რუსეთიც მიემხრობა პრეზიდენტს ასი პროცენტით, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები კადრებში. მისთვის უკვე ნათელია, ვინ ვინ არის. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. რომ დაიშვას? აქ უკვე ღმერთი არ გაწირავს საქართველოს!
გამოდის მასმედიის კანონი ასი პროცენტით. ეს ბევრ რამეს შეამსუბუქებს და ხალხის ფსიქოლოგიას დაამშვიდებს. ისინი დიდ ცოდვას ჩადიოდნენ. ბევრი რამ დამშვიდდება ირგვლივ.
სრულდება ჩემი წინასწარმეტყველებები.
მინისტრთა კაბინეტი მაინც ჩამოყალიბდება, უნდა თუ არა პრეზიდენტს ეს.
ასრულდება ჩემი ყველა ნათქვამი.
დღეს კი მიტინგები წამგებიანია. ისინი დაიშლებიან, ვერაფერს მოიგებენ, მასხარად აიგდებენ!!! `ნაციონალები~ მწარედ წააგებენ! ბოლოს მათი ლიდერი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენს, ეს ისე მოულოდნელად მოხდება. რაც დათესეს, იმას იმკიან. რაც 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე, სრულდება ასი პროცენტით.

2003 წელი, 1 დეკემბერი.

ასლან აბაშიძე დიდად იღვწის და არ იშურებს არაფერს, რათა საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მას სხვა გზა არც დარჩენია, სანამ ძალა აქვს, ფული და ურთიერთობები. დღეს მისი დროა და ძალღონეს არ იშურებს და როგორც რუსული ორიენტაციის კაცი, რუსეთში მუშაობს, ვხედავ. რუსეთისთვისაც დღეს ეს საუკეთესო, ხელსაყრელი მომენტია, როგორც არასდროს. მეორე შევარდნაძე საქართველოს არ ჰყავს, დღევანდელი კი ისეთ ნოკაუტშია, რომ ვერც წამოდგება. ამიტომ რუსეთს რამდენიმე კანდიდატურა ყავს. რომელს მიიღებს საქართველო? ასლან აბაშიძე აცოფებს ხალხს. ეს იმიჯი თვითონ პრეზიდენტმა შეუქმნა თავის დროზე, რათა პრეზიდენტობის სურვილი არ ჰქონოდა (ვერც შეძლებდა). დღეს კი თვითონ პრეზიდენტს სურს მისი მოსვლა.
ასლანს გაუჭირდება. იგი საქართველოს არ უყვარს.
იგორ გიორგაძე: საქართველოში მის იმიჯზე არ მუშაობდნენ არც ცუდად და არც კარგად. ერთხელ ითქვა რაღაც და გააძევეს, მერე კი ყველაფერი ჩაწყნარდა. გიორგაძეც მიუღებელია.
მე ვიწინასწარმეტყველე: ვინც შევარდნაძის შემდეგ მოვა პრეზიდენტად, მას მოკლავენ!

2003 წელი, 1 დეკემბერი.

არჩევნები სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო. დროის გაწელვა არ შეიძლება, სანამ ხალხი გონზე მოვა. დიახ, ეს ასეა. რასაც ხალხს დაპირდნენ, ძნელია და თითქმის შეუძლებელი ყოველივე იმის ასრულება. ხელფასები, პენსიები, გადასახადებისგან განთავისუფლება – ეს ზღაპარია მოკლე დროში. ხალხი უკიდურეს მდგომარეობაშია და ისინი, ყოველივე ამის შემდეგ, ელოდებიან ყველაფერს ერთბაშად – დღეს, ამ საათში, ამ წუთში და არა ერთ, ორ ან სამ წელიწადში. არ არსებობს

2004 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა.

…და ჩამოწვება შავი ჩრდილი საქართველოს თავზე. მეორდება გამსახურდიას ვარიანტი, ანუ წარსული მოდის. მოდიან ისინი, ვინც არ უნდა მოვიდნენ! ამ ხალხს საქართველო არ აინტერესებს, მათ ჭირდებათ მხოლოდ თანამდებობები, ახალი ბიზნესები, ანუ წაართვან წილები ძველ მეპატრონეებს და ჩაიგდონ ხელში ყოველივე ვითომ ხალხის სასარგებლოდ. დიახ, მათი ლოზუნგი: “ყოველი თქვენგანი “ჩვენ” ხართ!

“ჩვენ” თითოეული თქვენგანია!” – მოკლე ხანში მობეზრდება ხალხს და მერე? შუქი – არა, გაზი – არა, პენსიები – არა, ისევ და ისევ არა! ნუთუ გგონიათ, რომ “ვარდების რევოლუციის” გამო დიდი რუსეთი შუქსაც მოგცემთ, გაზსაც და აფხაზეთ-სამაჩაბლოსაც დაგიბრუნებთ? ვნებათაღელვა მალე გადაივლის, ემოციები ჩაქრება და მერე? მერე რა მოდის? რას მოიგონებენ, რათა ხალხის გონება გადართონ, განაგრძონ თამაში და ისევ დროებით დაავიწყონ უმუშევრობა, უპენსიობა, უშუქობა და ასე შემდეგ?
ეს დიდხანს არ გასტანს!
ვხედავ, მომავალში პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი იკეტება წრეში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. სახელმწიფო მინისტრი ცდილობს პრეზიდენტის დამორჩილებას, მაგრამ ვერ შეძლებს, არ გამოუვა: ის ამბობს ერთს, პრეზიდენტი კი აკეთებს საპირისპიროს. მათი აზრები, ვხედავ, არ ემთხვევა.
პრეზიდენტი ქალს – ყოფილ დროებით პრეზიდენტს, `ისტერიჩკას~ დაუძახებს სახალხოდ.
დრო გაიწელება. არაფერი იცვლება. ვხედავ, როგორც წინა პრეზიდენტის დროს ხდებოდა, ისე მიდის ყოველივე და ხალხი მიხვდება, რომ მათთვის არაფერი შეიცვალა.
და მაშინ პრეზიდენტი იყვირებს, რომ სახელმწიფო მინისტრი და ეს ქალი (ნინო ბურჯანაძე) უშლიან ხელს, რომ მათი ბრალია ყოველივე. დიახ, იყვირებს, რათა დრო გაწელოს, მაგრამ ვხედავ, ეს მას არ უშველის.
სახელმწიფო მინისტრი იწყებს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ თამაშებს, რაც ექს-პრეზიდენტთან ითამაშეს.
მოკლედ, ყოველივე აირევა. გარეთ დარჩენილ ოპოზიციას პოლიტიკაში გაყინული მდგომარეობა და რამდენიმე დიდი ფაქტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ხმას ამოაღებინებს. ისინი იწყებენ გაერთიანებას. ძველი ლიდერები, როგორც კი დაყნოსავენ მოვლენებს, შეეცდებიან დაბრუნებას, მაგრამ ისინი არავის ჭირდება, ახლებიც კარგად გაუძღვებიან.
“ლეიბორისტების” ლიდერი იცდის. სწორია. ისევ დაჭირდება ხალხს შუქი, გაზი, პენსიები და “ლეიბორისტების” ლიდერის ყვირილი და მოთხოვნები.
ვხედავ, ყველა თავის თამაშს იწყებს!

2004 წელი, 8 იანვარი.

ძალიან უარყოფითი ენერგიებია ირგვლივ. ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტი კარგავს ყველაფერს. შეძენით არავინ არაფერს იძენს და არც შეიძენს, მხოლოდ კარგავენ. კარგავენ ბიზნესს, კარგავენ ადამიანებს და არავინ არაფერს იძენს! ვისაც არ ქონდა, კიდევ უფრო გაუჭირდება. საშინელი პერიოდია. ფრთხილად, ადამიანებო!!! ახლის ძებნაში კარგავენ ძველს (ძველს არ უფრთხილდებიან და ახალს როგორ შეიძენენ?).
ვხედავ, დიდი შიდა ომებია გამართული.
ვხედავ, მომავალში ძალიან უჭირს პრეზიდენტს!!! ხალხს აღარ უნდა იგი, დგანან მის რეზიდენციასთან და ყვირიან: “გადადექი!” პოლიცია და სპეცრაზმი დაშლის მათ, ძალადობას ვხედავ. ისინი “დუბინკებით” სცემენ ხალხს. ეს იწვევს მასების აღშფოთებას.
კადრები? ნულის ტოლია მათი ცოდნა. ისინი შავ სამუშაოს ასრულებენ. მერე? ხალხი მოითხოვს ახალ გუბერნატორებს, მისტირიან ძველ პრეზიდენტს. დიახ, ასეა, მკაცრი კანონი საერთოდ არ იყო წარსულში, ხალხი მიეჩვია ამას და დღეს არ სურთ დაემორჩილონ კანონებს.
ასეა აჭარაშიც. ასლან აბაშიძეს დრო მოუვიდა წასვლისა. რუსეთი შიშობს ჩარევას. პრეზიდენტის მოულოდნელი ნაბიჯები შეტევითი და ომის მომტანია, დიპლომატია და საუბარი მას არ უყვარს. მხოლოდ მოქმედება! მხოლოდ შეტევაზე გადასვლა! და თან არ ეშინია. ასეა, “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!” იგი აჭარას არ დათმობს. შედის ზარზეიმით და ხალხიც დროშებით ხვდება. იგი მსოფლიოს აჩვენებს, რომ აჭარის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და მათ პირადი ანგარიშები აქვთ აჭარასთან.
სისხლი იქნება და არა ომი!!!
აჭარის მთავრობაში ახალ სახეებს ვხედავ!

2004 წელი, 9 იანვარი.

საქართველოს პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება, ჩიხში მოექცევა.
თანამდებობებზე ინიშნება ხალხი, რომელიც საზოგადოებას არ მოწონს. მალე გამოჩნდება ყველაფერი. დიდი, უარყოფითი წრე იკვრება საქართველოს თავზე. ახალი მთავრობა ყალიბდება, რომელიც “მხედრიონისგან” განსხვავდება მხოლოდ სახელწოდებით. ისინი იჭერენ, რათა ბიზნესი წაართვან ძველ მეპატრონეებს, ხალხს კი უჩვენებენ, რომ მათ გამო იჭერენ, რადგან მათი ფულები, ხალხის ფულები მოიპარეს. დაიჭერენ პურის მცხობელს და ხალხიც დაიჯერებს, რომ მათი პენსია პურის მცხობელმა ჭამა და უშუქობაც მისი ბრალია…
ჰოდა, ის ხალხი, ვინც საერთოდ ჩუმად იყო და გარეთ არ გამოსულა, აი ისინი აღსდგებიან და ნახავთ, რა მასაა ეს – თითქმის 5 მილიონი!

2004 წელი, 20 თებერვალი.

მდგომარეობა საქართველოში უფრო დაიძაბება. გარეთ რჩება მილიონი ადამიანი უმუშევარი. ყველა უცებ მოდის აზრზე, თუ რა ხდება. აჩვენებენ, ქურდებს როგორ იჭერენ და ათჯერ მეტ უდანაშაულოს რომ აპატიმრებენ, იმას არ აჩვენებენ.
ტელევიზიები და გაზეთები იხურება. ეს ადრე ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ხალხს მობეზრდება ამდენი დაჭერა. გლეხსაც კი მიადგებიან დასაჭერად, იმდენად გაერთობიან.
ვხედავ, მომავალში პრეზიდენტი და მსხვილი ბიზნესმენები ერთმანეთს შეეჯახებიან და გაიმართება დიდი ომი. აქ პრეზიდენტი დიდ შეცდომებს დაუშვებს. დიახ, მათი დახმარებითაც მოვიდა პოსტზე, მაგრამ ივიწყებს და შეუტევს. ღირსები არიან!
იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს. წამოვლენ იეღოვას მოციქულნი, კათოლიკეები ფრთებს შლიან – ეს არის პასუხი ღვთისა საქციელისა შენისა, საქართველოვ!!!
უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე და შეცვლიან კიდეც, სიკვდილს არ უცდიან… ვნახოთ!
ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. `ცივი წყალი დალიეთ!~ – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე! იგი დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ იგი, თუ არ შეასწორა ნაბიჯები… თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს ასი პროცენტით.

2004 წელი, 28 თებერვალი.
დაიწყება ახალი გადანაწილებები, ახალი პოლიტიკური თამაშები. პუტინი აქტიურად ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში.
საქართველოს პატრიარქი რუსეთის კარზე ივლის, რათა “გადაარჩინოს მართლმადიდებლობა” (ასე იტყვის), დახმარებას რუსეთს თხოვს.
“საქართველოს პრეზიდენტმა ღრმად შეტოპა!” – ასე იტყვის რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტიც დაეთანხმება (ასევე ევროპაც). დიახ, ამდენი დაჭერებით, ბიზნესმენებზე ზეწოლებითა და ტერორებით ბიუჯეტს ვერ შეავსებენ. ვხედავ, მომავალში ბიუჯეტი ისევ ცარიელია. ამდენი ადამიანი დაიჭირეს, ამდენი ენერგია დახარჯეს, მოძებნეს შესანიშნავი გზები ბიუჯეტის შესავსებად და მაინც არაფერი გამოვიდა. რა ხდება? ვხედავ, ხალხი აღარ ენდობა მთავრობას.
ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და სრულდება: მინისტრობა არავის უნდა! არც ბიზნესის გაგრძელება სურთ ბიზნესმენებს. მართლა მცოდნე, სერიოზული ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ბოიკოტს, ომს გამოუცხადებენ პრეზიდენტს. მისი გუნდი იშლება!!!
პრემიერ-მინისტრი იწყებს თამაშებს. პრეზიდენტთან დიდი უთანხმოება მოელის და აქედან დაიწყება ყველაფერი.

2004 წელი, 5 მარტი.

ლარის კურსი გამყარდება. ეს დიდი დარტყმაა მათთვის, ვისაც ბიზნესი აქვს (ბანკები და ა.შ.), მაგრამ ვხედავ, რამდენიმე დღეში კურსი ისევ შეიცვლება, რა თქმა უნდა, მთავრობის ბრძანებით. ისინი ამ გზით ფიქრობენ საგარეო ვალების გასტუმრებას, მაგრამ გაჭირვებულ ხალხზე არ უფიქრიათ, თუ რა ვალებში ჩაყარეს და როგორ გაანადგურეს ისინი.
მოკლედ, დიდი უკმაყოფილება და ქაოსია (მალევე ჩაწყნარდება, ღვთის წყალობით, ყველაფერი). ამას ისეთი ამბები მოყვება, ვხედავ, რომ მთავრობა მომავალში მსგავსს – საწყალი ხალხის ხარჯზე ფულის ამოღებას – აღარ გაიმეორებს.
ვხედავ პრეზიდენტი ბათუმში მირბის. იგი არც ატყობინებს ბათუმის `პატარა ფაშას~, ისე შერბის ბათუმში. საზღვარზე თითქოს პატარა შეჯახებაა(?), მაგრამ ყოველივე სწრაფად გადაივლის – `ფაშას~ დააპატიმრებს და თბილისში ჩამოყავთ! ასეთი გეგმა შეიმუშავა პრეზიდენტმა – სწრაფად და კონკრეტულად.
პრეზიდენტს დისკუსიები და პოლიტიკური თამაშები ნერვებზე შლის და აღიზიანებს. მას არ შეუძლია დაჯდომა და მოსმენა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. აგიჟებს. “ამოიღე ხმალი, ესროლე ტყვია და აიღე!” – აი მისი მარტივი გეგმა. ეს ძალიან, ძალიან საშიშია საქართველოსთვის.
ვხედავ, ოპოზიცია წამოიმართება. ეს ის ტალღაა, რომელიც ამ მთავრობას წალეკავს. არსებობს ლიდერი, რომელსაც საზოგადოება და ხალხი მართლა გაყვება. ყველაფერი დამთავრდება საქართველოსა და ხალხის… საწინააღმდეგოდ? არა, სასიკეთოდ!

2004 წელი, 27 მარტი.

ძალიან მიმძიმს წინასწარმეტყველება! სულ უარყოფითი და შავი ენერგიები შემოდის კონტაქტში, ვხედავ:
+
+
+
მთავრობაში ძალიან აირევიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. არავინ არავის ენდობა. შიში!
და იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის! ცხოველებს ემსგავსებიან. ქართული სული, ვაჟკაცობა დიდი ხანია ჩამკვდარია, ხოლო დღევანდელი სიტუაცია მთლად აკარგვინებს მათ სახეს. მოკლედ, ისეთი ქაოსია, რომ…
მთავრობა, პრეზიდენტი კი თავისი ჯგუფით, გვპირდება: “ჯერ სად ხართ?! დედას გიტირებთ ყველას – მთელ საქართველოს!” ასე ჩანს ყოველივე. დიახ, იცოდეთ, “დედას გიტირებენ!”
ვხედავ დაჯგუფებებს. ესენი არ არიან გლეხები და მუშები. ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ფენაა: საზოგადო მოღვაწენი, პოლიტიკოსები – მეტად ჭკვიანნი და გონიერნი. ეს მეცნიერთა პარტიაა, რომელიც ვიწინასწარმეტყველე და მოვლენ ისინი მთავრობაში. თუმცა, ჩვენ თუ არ მივეხმარეთ, არაფერი გამოუვათ!..
ვხედავთ უკვე სხვა ჯგუფებსაც, რომლებიც ერთიანდებიან. ეს ომს ჰგავს. თითოეული დაჭერილისა თუ მოკლულის უკან მდგომ ადამიანებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა ომისა!!!
იბადება ახალი ლიდერი, მსგავსი ჯაბა იოსელიანისა. ყალიბდება ახალი “მხედრიონი”. ეს საკმაოდ დიდი მასაა, მრავალი ადამიანი ერთიანდება. ისინი უკან არ იხევენ. მიდის ძალიან სერიოზული მზადება, თუნდაც ომისთვის.
დიახ, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა კანონის ძალით” დამთავრდება დიდი შეჯახებით.
ვხედავ ომს!

2004 წელი, 29 მარტი.

ვხედავ პარლამენტს, ისეთს, როგორიც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს სურთ – დამორჩილებულ ხალხს. პარლამენტის თავმჯდომარეს მალე შეეტყობა, რომ ძალიან გაუჭირდება. მისი თანამოაზრენი ომს გამოუცხადებენ, სასტიკ ომს; მიწვდებიან მის ოჯახსაც და ნათესავებსაც და იგი იწყებს იგივე თამაშს, რომელსაც წინამორბედთან – ექსპრეზიდენტთან თამაშობდა. და ყოველივე ისევ დაიწყება პარლამენტიდან. სწორია. სჯობს იბრძოლო, ვიდრე მომავალში მწარედ აგო პასუხი.
პრეზიდენტი კი თავის გუნდთან ერთად ფიქრობს იმ პროგრამის უკვე განხორციელებას, რაც ამერიკიდან დაუგეგმეს: საქართველოს პრივატიზაცია სრულად! არავითარი დათმობები! დარჩებიან ის მილიონერები, რომლებზეც მიუთითებენ! ჩამოვლენ ისინი, ვისაც გამოგზავნიან!
ეს მთელ საქართველოს, ყველა ქართველს უდიდეს დარტყმას მიაყენებს, თანაც სულიერს. ხელში იგდებენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წერტილებს, მთელს ბიზნესს. ყველაფერი მხოლოდ მათ და მეტი არავის! ისინი კი რამდენიმე კაცია.
ატყუებენ ყველას. წართმეული ფულებით ვითომ სავსე ბიუჯეტი სწრაფად დაცარიელდება. მერე? აბა, ხმა ამოიღე, “დუბინკებით” გაგიჩეხენ თავს! “ბავშვები” თამაშობენ, იკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ყმაწვილობისას ვერ დაიკმაყოფილეს. აი იმან ადრე, ბავშვობაში რომ შეაგინა, დღეს დაიჭირა! აი იმან რომ სცემა და მთელი ბავშვობა ეშინოდა, ისიც დაიჭირა! მერე? უბედურება ისაა, რომ არ ფიქრობენ და ამიტომაც დაიშლება `საბავშვო ბაღი~, თანაც ძალიან ცუდად.
უფალი მათ ისეთივე დარტყმას უმზადებს ბედისწერაზე, რაც სხვებს გაუკეთეს. სიტყვა-სიტყვით აუსრულდებათ 1997 წლის წინასწარმეტყველება.

2004 წელი, 30 მარტი.

ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია მთლად არ გაერთიანდება. ისინი იწყებენ ცალ-ცალკე თამაშს. ვხედავ, რომ ეს სწორი ნაბიჯია, ვინაიდან უფრო დიდ ძალად მოჩანან. ვხედავ, “ლეიბორისტები” ხალხს ისევ დაჭირდება და თან ძალიან მალე. აქედან იწყება ოპოზიციის აღმავლობა.
პრეზიდენტი ხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, პარლამენტში რომ არ შეყარა ისინი, მაგრამ მორიგებას ვერ მიაღწევს. როგორც ძაღლი და კატა, ისე იქნებიან ბოლომდე. უცხოეთი ალაპარაკდება.
დგება ჟამი, როცა ევროპა-ამერიკას დრო არ ექნება საქართველოსთვის და საქართველო, მისი ხალხი თვითონ დააწყობს საკუთარ პოლიტიკას. ისინი ძალიან სწრაფად დაამხობენ მთავრობას! საქართველო გადარჩება!!!
ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: `ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემ ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ!
ქართველი ბავშვი მხოლოდ მართლმადიდებელია! საქართველო ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა და ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს იბერიაში!!! და განვდევნი მათ ცეცხლითა და მახვილით, ამინ! დავასუფთავებ მთელს იბერიას და დაწყნარდება ჩემი სახლი და ჩემი ხალხი! ამინ!~
ამ წუთში ვუყურებ უფალს, რომელიც მესაუბრება განრისხებული. შემეშინდა!!!

2004 წელი, 7 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, პრეზიდენტს ტერაქტს მოუწყობენ. ისინი პროფესიონალები არიან. ეს სახუმარო არ არის, აფეთქებენ ასი პროცენტით. ვერ გამოიძიებენ. მინისტრები რას მუშაობენ? ღმერთმა უწყის! პრეზიდენტი? ეს არც ღმერთმა უწყის!
იწყება ქაოსი. წაართვეს, წაგლიჯეს, დახოცეს, დაიჭირეს… მერე? დიახ, მერე? მართვა რომ არ იციან? როგორ წარმართონ ბიზნესი, ეს რომ არ იციან? საერთოდ, რა იციან? ა რ ა ფ ე რ ი ! ისინი ჩაიძირებიან, ანუ ძალიან მწარედ ჩაძირავენ. ამინ!!!
ურთულესი პერიოდი დაუდგება საქართველოს!

2004 წელი, 12 აპრილი.

აჭარა ჩაწყნარდება, ასრულდება წინასწარმეტყველება.
ასლან აბაშიძის დრო წავიდა. აჭარა – ეს აფხაზეთი არაა, მაგრამ პრეზიდენტს ნერვებს კი მოუშლიან ძალიან. ყოველივე მალე დაწყნარდება.
საქართველოს ზუსტად ასეთი მთავრობა ჭირდება დღეს. კანონი არ გიცავთ. თუ ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, მხოლოდ მაშინ გიცავთ.
ვხედავთ, წარსულს ჩაბარებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები თავს წამოყოფენ, მთავრობასთან ალიანსში შედიან, იბრუნებენ დაკარგულ პოზიციებს. მთავრობაც უარს არ ეუბნება…

2004 წელი, 23 აპრილი.

პარლამენტში პარტიები დაიშლება.
როგორც დაიშალა “მოქალაქეთა კავშირი”, ისე დაიშლებიან “ნაციონალ-დემოკრატები”, ასევე “ახლები” და `მრეწველები~.
ორი ქალი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
პარლამენტის თავმჯდომარეს საქმეს გაურჩევენ; ისინი პირადულს არჩევენ.
პარლამენტში შეყრილი ყვინჩილები დაჯგუფდებიან და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პარლამენტი ვადამდე ადრე დაიშლება. იქნება მთავრობის ცვლა. ეს ყველას გაუკვირდება. პრეზიდენტი თავის ხალხს ფილტრავს, ანუ ასუფთავებს. ამინ!

2004 წელი, 18 მაისი, დილის 6 საათი, თბილისი.

უმრავლესობის ლიდერს ძალიან გაუჭირდება, იგი ბევრისთვის მიუღებელი ხდება. ისეთი მდგომარეობა იქმნება, ისე იძაბება ყველაფერი, რომ ვხედავ შიდა ომს. უმრავლესობა ორად იყოფა, წავა ბრძოლები და ბოლოს გამარჯვება კაცს დარჩება. მას თვითონ პრეზიდენტი წარადგენს. იგი ხშირად შეიცვლის აზრს, თავის მომხრეებს სიურპრიზებს მოუწყობს და ექნებათ იმედების გაცრუებები. მერე კი იწყებენ პრეზიდენტის საწინააღმდეგო მოძრაობებს და ხმამაღალ გამოსვლებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან პრეზიდენტი მათ სიტყვასაც არ შეარჩენს – ომს გამოუცხადებს, დიახ, ომს! დიქტატორს შეარქმევენ, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებს პრეზიდენტს.
სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ძალიან მაღლა დაფრინავს, ძალიან! ამას ყველა ამჩნევს: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მსხვილი ბიზნესმენებიც. დიახ, ძალიან მაღლა დაფრინავს და ეს დიდად არ მოწონთ, ვხედავ.
თითქოს ეს პიროვნება (კიწმარიშვილი) პრეზიდენტის თამაშს თამაშობს (ასე ჩანს და ასეც არის, ვხედავ), მაგრამ ასეთი დაპირისპირება პრეზიდენტს შეაშფოთებს, მას არ სურს ამ თამაშებში გარევა და პირველი თვითონ დაარტყამს თავის კაცს; გაწირავს ისე, რომ არც შერცხვება. ამით მასთან დაპირისპირებულ ძლიერ ფრთას ისევ მიიმხრობს, მაგრამ ეს ფრთა – მსხვილი ბიზნესმენები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე – უკვე აღარ ენდობა პრეზიდენტს მისი ქმედებიდან გამომდინარე. ისინი იწყებენ იატაკქვეშა მოძრაობას.
სავაჭრო პალატის შეფი კიწმარიშვილი იწყებს დიდ ბრძოლას. ამას დიდი ამბები მოყვება თავისი განხილვებით. ბევრი რამ ამოტივტივდება, ბევრი რამ გაშიშვლდება და ხალხი გაოცდება.
`რუსთავი 2~-ს დახურვის საშიშროება დაემუქრება. პრეზიდენტი მათ არაფერს დაუთმობს.
პრემიერ-მინისტრი ამოისუნთქებს და სიამოვნებით ეხმარება პრეზიდენტს. `ჭკვიანი~ კიწმარიშვილი ძალიან შეცდა, იგი ყველაფერს წააგებს, ვხედავ. დიახ, პრემიერ-მინისტრი ყველაფერს ცხვირში ამოადენს. მისი კარიერა დაიხურება.
იწყება დიდი ბრძოლები მთავრობაშიც!

2004 წელი, 19 მაისი.

ვხედავ ეკონომიკის ახალი მინისტრი გამოცდილი, რუსეთის კაცია. მთავრობაში ბევრს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს, ერთმანეთში ვერ მორიგდებიან. მაგალითად, ვხედავ, ფინანსთა მინისტრთან დიდი შეჯახებაა, წავა დიდი ბრძოლები, ამოყრის ძველ საქმეებს (ამისთვის სწორედ ასეთი ეკონომიკის მინისტრია საჭირო), გაიჩენს ძალიან ბევრ მტერს. ტერაქტს მოუწყობენ. ამჯერად გადარჩება. მერე კი პრეზიდენტისგან მწვანე შუქი აქვს, ყველაფერს გადაქექავს – რა გაიყიდა წარსულში და როგორ. იქნება დიდი ქაოსი. არსებული დარღვევები ყველას გააკვირვებს. ბევრ მსხვილ ბიზნესმენს შავად წაუვა საქმე. პრეზიდენტი ყველას დაცვლის, ზოგიერთის გარდა, ათიდან რვა კაცს გადააყენებს, ნაჩქარევად დანიშნულ კადრებს ათავისუფლებს პოსტებიდან და მოყავს უკვე პროფესიონალები. რუსეთი კმაყოფილია იმდენად, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტი მათ ძალიან აშინებს. იგი უმართავია პოლიტიკურადაც, ამიტომ ვხედავ, რუსეთი ბევრ რამეს უთმობს. მათ საქართველოში ომი აშინებთ, პრეზიდენტი კი უკან არ დაიხევს. მას შეუძლია ხალხი, მთელი საქართველო ფეხზე დააყენოს. ეს ნოემბერში უკვე ნახა ყველამ! თუ არ გაუწიე ანგარიში მის მოთხოვნას, რომელიც სამართლიანია, ისინი მიიღებენ ომს მთელ კავკასიაში. ვხედავ, ერთ დილით, როგორც აჭარაში მოხდა, პრეზიდენტი სამაჩაბლოდან მოგესალმებათ. სრულდება 1992 წლის წინასწარმეტყველებები.
პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის გადაყენებას დააპირებს… პრემიერ-მინისტრი კი ბობოქრობს.

2004 წელი, 5 ივლისი, თბილისი.

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს მიერ პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებით, ანუ იმ მსოფლიო პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თამაშობს. იგი უმართავია, ძალიან საშიშია, არ უყვარს მრგვალ მაგიდასთან ჯდომა და თათბირები, განსაკუთრებით, დიპლომატია. იგი წყვეტს ყველაფერს სწრაფად, ულაპარაკოდ და არ გაცდის არაფერს – პირველი გარტყამს და გამარცხებს.
რუსეთს აქაც – სამაჩაბლოშიც ჩიხში მოამწყვდევს. საჩვენებელ სპექტაკლს ჩვენი პრეზიდენტი რუსებზე უკეთესად დგამს და მას ვერ ეწინააღმდეგებიან.
რუსეთს, ვხედავ, ძალიან ეშინია კავკასიის ომების. კრემლი ჩეჩნეთის საკითხს მაშინ მოაგვარებს, თუ დაუთმობს ჩეჩნეთს. რუსეთს კი ეს არ სურს.
ინგუშები ელოდებიან, როდის დაარტყამს საქართველო ოსებს. ისინი – ინგუშები, ქართველთა მხარეს დაიკავებენ. მათ არც ჩეჩნები ჩამორჩებიან და ურტყამენ რუსებს (ოსეთი ხომ რუსეთია?!). აი, რისი ეშინია კრემლს.
ვხედავ, ავტონომია გაუქმდება (ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე). ვიბრუნებთ სამაჩაბლოს, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთს (ცხინვალს), მერე კი აფხაზეთს. დღეს პრეზიდენტი ხელს აწერს, ეთანხმება მათ ავტონომიურობას, მაგრამ მომავალში ვხედავ დიდ გამოსვლებს აჭარაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. გაიმართება დიდი მიტინგები. ვხედავ ლოზუნგებს: “გააუქმეთ ავტონომიები! ქართველები შეგვაერთეთ!” “ქართველებს საქართველოში ავტონომია არ ჭირდებათ!” მიტინგები იქნება თბილისში და მთელ საქართველოში.
მოკლედ, ნიჭს ხალხის შეყრისა მთელ ქვეყანაში, რაც აქვს ჩვენს პრეზიდენტს, ვერ წაართმევ! ასე ასრულდება ყველაფერი ასი პროცენტით.

2004 წელი, 7 ივლისი, თბილისი.

რუსეთი გეგმავს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმას, ანუ ტერაქტს (ჩემი წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება): “აუცილებლად ლიკვიდაცია!” მიხვდნენ, რომ იგი საოცრად უმართავია, არაფერი გამოსდით. პრეზიდენტი ყოველთვის წყვეტს ისე, როგორც თვითონ მოეპრიანება. მისი მოცილება კი ადვილია. არავითარ წესებს არ იცავს, ქუჩაში დაქრის ქარივით, საითაც სურს. ფრთხილად, ბატონო პრეზიდენტო, გესვრიან! ბომბს არ ვხედავ, რომ ჩაუდებენ, ესვრიან! კენედის ვარიანტია – ამერიკული. ფრთხილად! ეს ორი რუსი სნაიპერია. ერთი ნამეტანი ქერაა, წითურია. ისინი რუსული შტაბიდან გამოდიან, ქალაქში თავისუფლად მოძრაობენ, ადგილმდებარეობას სწავლობენ, გადაადგილების გეგმას, თუ სად მივა და რომელ ღონისძიებაზე პრეზიდენტი. იგებენ განრიგს და იწყებენ მოქმედებას. ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის, მსოფლიო სკანდალი. მერე კი ყველას ყველაფერი ავიწყდება.
იმ ორ რუს მკვლელებს დაიჭერენ, დიახ, დაიჭერენ.

2004 წელი, 20 ივლისი, თბილისი.

ახალი პოლიტიკოსები – ძალა, რომელიც ხალხს დაიცავს? პრეზიდენტი ყვირის, რომ ისინი დაშლიან მიტინგებს, დააპატიმრებენ, ვინც გზებს გადაკეტავს. ისინი მოედებიან ყველგან, გაგჩხრეკენ და დაგაპატიმრებენ ყოველგვარი შესავლის, ანუ უფლებების დაცვის გარეშე. მათ ეს უფლება პრეზიდენტმა მიანიჭა, რადგან ასეა დასავლეთში, ასეა ამერიკაში. ვის იცავს ეს შეიარაღებული პოლიცია? ვხედავ, პრეზიდენტის ძალაუფლებას იცავს მომავალში: “აბა, ხმა ამოიღეთ! ყოფას და დედას გიტირებთ!” მთავრობა თავს იზღვევს. მათ მშვენივრად ესმით, თუ არ შექმნეს დაცვითი წრე, ყოველთვიურად დღეგამოშვებით ხალხი “ვარდების რევოლუციას” მოუწყობს.
ვხედავ, კარგად შეისწავლეს სტალინის პერიოდი, ძველი ისტორიები გადაქექეს. ვხედავ ხალხის მასიურ დამონებას. შიში, დიდი შიში! მერე კი ყველაფერი იშლება. იკვრება დიდი მასა ხალხისა და მათ ვერავითარი ჯარი და პოლიცია ვერ შეაჩერებს!
დიახ, შემსრულებლები ჭირდება მთავრობას და არა პროფესორები და აკადემიკოსები, არა სარწმუნოება და მშობლიური ენა… განათლებული შემსრულებელი, ვხედავ, დაღუპავს მათ. განათლება არ ჭირდება იარაღს და ძალადობას. მათი აზრით, თუ არ იცი რუსთაველი ან ილია, ეს არ არის უბედურება!
მოდის რობოტების მმართველობის პატარა პერიოდი. მრავლდება ოჯახური კლანები და “ყველაფერი ეს მთავრობაშია!” – ასე იტყვის ხალხი.
ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დააპატიმრებენ!
საშინელი პერიოდია. ვხედავ მიტინგებს, ხალხი გარეთ გამოდის. უფალი ყველას ნიღაბს ხდის.
ჯორჯ სოროსი წააგებს საქართველოში ასი პროცენტით. იგი მომავალში ქრება.

2004 წელი, 26 ივლისი, თბილისი.

სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხი, ვხედავ, ვერ შეაჩერებს სამოქალაქო არეულობას. იღვიძებს ბოროტება, შავი პერიოდები დადგა, მაგრამ ავღნიშნავ: არა ხალხისთვის და საქართველოსთვის (ანუ ომს და სისხლს ჯერჯერობით არ ვხედავ), არამედ იმათთვის (ვხედავ ტერორებს), ვინც პოლიტიკაში მოღვაწეობს! ზოგს ესვრიან და მოკლავენ, ზოგს კი მთელი ოჯახებით უსწორდებიან და ამას მთავრობა ვერ მოერევა. საშინელებაა! ვინ სად დგას, კაცმა არ იცის.
პრემიერ-მინისტრი ცუდ დღეში ჩავარდება. მას ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დაუპირისპირდება, პირველ რიგში კი პრეზიდენტი მოთხრის ფესვიანად და იგი პოლიტიკაში აღარასდროს დაბრუნდება. საქართველო მას უარყოფს.
დღეს კი ადგილებს ვერ იყოფენ, თანამდებობებს ხშირად იცვლიან, ერთი და იგივე ადამიანები რამდენიმე ადგილს იცვლიან და არც ცხვენიათ. მერე ერთმანეთს გადააბრალებენ.
საქართველო ძალიან დაძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთოებებს და აქ მთავრდება ყველაფერი.
ვხედავ, მათ, ვისთანაც მთავრობა მორიგდა, ანუ ფული მოატანინეს, ისევ წამოუწევენ ამ საკითხს და მთავრობაში მოღვაწე რამდენიმე ბიზნესმენს უბრალოდ ეუბნებიან: იცით, გადავიფიქრეთ და უნდა დაგიჭიროთო და საქმეებს აღუძრავენ.
და მთავარი: ვინც ფული იშოვა, ისინი ისევ იშოვიან; ვინც ვერ იშოვა, ვერც იშოვის, იმიტომ, რომ ბედისწერაზე დაწერილს ვერავინ წაშლის.
…და მეორდება ისტორია!

2004 წელი, 27 ივლისი, თბილისი.

მომავალში მთავრობაში დიდ ცვლას ვხედავ.
თუკი ვინმეს რამე წაართვეს (ეს სახლ-კარია თუ შენობა-ნაგებობები), ყველა უკან იბრუნებს თავის ქონებას. მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაბრუნება გაუჭირდებათ.
ისინი ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან.
ვხედავ, ერთი ჯგუფი მუშაობს მოსკოვზე, ანუ რუსეთის მისამხრობად, რათა მოახდინონ გადატრიალება და მოვიდნენ მთავრობაში. ეს მცდელობა ძალიან ღიად მოხდება და უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ თუ პრეზიდენტმა ეს არ აღმოფხვრა, მას დიდი სიამოვნებით მოაშორებს რუსეთი. იგი რუსეთს არ აწყობს! აი, აქ იწყება მთავრობის დასასრული. რუსეთი მოთხრის პრეზიდენტს!
ამერიკა მოულოდნელად შეიცვლის პოზიციებს. რატომ? ვხედავთ, რომ მათაც არ აწყობთ უმართავი პრეზიდენტი.
ფრთხილად, ვხედავ ტერორს!!!
განაწყენებული “დიდი რუსეთი” ომს უცხადებს პრეზიდენტს, მაგრამ მას ყველაფერი ფეხებზე კიდია. ასეც განაცხადებს. პირდება ერთს, აკეთებს მეორეს და მას ვერაფერი შეაჩერებს.
განაწყენებულ მაფიას, ქურდულ სამყაროს, დიდად მზაკვრული გეგმები აქვს. მალე თავს გამოავლენენ. პრეზიდენტი მათ ვერ მოერევა. ყველა დიდ ბრძოლას უცხადებს.
`იმას, ვინც შევარდნაძის შემდეგ მოვა, მოკლავენ!~
წინასწარმეტყველება სრულდება ასი პროცენტით.

2004 წელი, 5 აგვისტო, ურეკი.

ვხედავ, მომავალში დიდი შეჯახება იქნება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იქნება ბევრი საბაბი იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი შეცვალონ და შეცვლიან კიდეც. პრეზიდენტს მოყავს მისთვის სანდო ადამიანი. ასეთი ცვლა ხალხს ძალიან მოწონს, არც აღევლებს ეს საკითხი. პრემიერ-მინისტრი მწარედ წააგებს. მას მომავალში პარლამენტის თავმჯდომარეც მიჰყვება.
საშინელი კორუფცია სუფევს, ვხედავ.
კადრები!!! თანამდებობრივ სავარძლებში არ სხედან ისინი, ვინც უნდა იჯდეს. მათი ცოდნა ნულის ტოლია.
ევროპულ ტემპსა და ცხოვრებას საქართველო ვერ აყვება და ვერც დაემსგავსება. ასეთია ნება უფლისა.
უცხო ბიზნესმენი ხელში ვერ ჩაიგდებს ქართულ სიმდიდრეს, ყველაფერი საქართველოში რჩება, არაფერი გაედინება გარეთ.
ეკონომიკის მინისტრი მოულოდნელად ტოვებს პოსტს და ყველასგან შეძულებული `უზრდელი კაცი~ (ასე უწოდებენ) წავა, დიახ, ვხედავ, რომ წავა!
ვხედავ, პრეზიდენტი ჩიხშია მოქცეული. ხალხი უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამს. მოდის დიდი, აზვირთებული ტალღა, ანუ ხალხის მასა. ფრთხილად! ძალიან სერიოზულ ჯგუფს ვხედავ, მათ გარშემო ხალხი იკრიბება და აქედან იწყება ყოველივე: ხშირი მიტინგები, ძალზე სერიოზული გამოსვლები…
ძველი კადრები ბრუნდებიან ადგილებზე. ისინი პრეზიდენტის ერთგულნი არ არიან და იწყებენ ბრძოლებს – დიდ ბრძოლებს. ვხედავ დიდ დაფინანსებებს. აღარავის ეშინია.

2004 წელი, 29 სექტემბერი.

ვხედავ, ყოველივე საშინლად იძაბება. უკმაყოფილება მოდის ახალი ფენებიდან. ვინც ფული გადაიხადა, მას ათი იმდენი გადამალული აქვს, ამიტომ მთავრობის მიერ ეკონომიკის ხაზით მიღებული კანონებისა სულ არ ეშინიათ. ეს კანონები დაბალ და საშუალო ფენაზე იმუშავებს. კი, თითქოს გადასახადი დაბალია, მაგრამ აბა შეაჯამე, ერთად რამხელა თანხაა? მილიონები!
საცოდაობა ის არის, რომ მოძლიერებული ჯარი, “ომონი”, პოლიცია ხალხის დასაშლელად და დ

2005 წელი, 3 იანვარი, თბილისი.

ვხედავ, საქართველო უფრო იძაბება. ხალხი გარეთ გამოდის. საშინელი გაჭირვებაა. მაფია ფრთებს შლის. სარწმუნოებას კვლავ ბრძოლას უცხადებენ. ერთი პერიოდი თითქოს შეჩერდება ყოველივე, მაგრამ ეს დროებითია, ვხედავ.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მხარში ამოუდგება საქართველოს საპატრიარქოს.
ვხედავ, თითქოს ოსმალო შემოესია საქართველოს, ცდილობენ ცეცხლი წაუკიდონ მთელი ქვეყნის ეკლესიებს. ვხედავ ბინძურ ჩანაფიქრს, ვხედავ მცდელობას, რომ დაწვან სამების ტაძარი!!! ცეცხლი ინთება, მაგრამ უფალი არ დაუშვებს ამ ბარბაროსობას! იგი აღკვეთს ურწმუნოთა ქმედებას და დასჯის მათ სახალხოდ და იქნება ყოველივე და ყველაფერი ხილული მთელი ქვეყნისათვის, რათა გამოფხიზლდეს და გონს მოეგოს ხალხი.
ეს ფაქტი მთელ საქართველოს გააღიზიანებს. დაიწყება დიდი გამოსვლები. ვხედავ მიტინგების რბევას, დიდი ძალადობაა ყველგან – ქალაქებსა თუ სოფლებში. მთავრობის პასუხი კი ასეთია: “ეს პერიოდები გაიარა ამერიკამაც და ევროპამაც. ასე იქნება ჩვენთანაც. ვინც გადარჩება, ის იცხოვრებს, ვინც ვერა, რა ვქნათ? ასეთია ცხოვრების კანონი!”
მოკლედ, დიდი ქაოსია.
ვხედავ სერიოზული პარტიების გაერთიანებას.
ვხედავ მაღალი თანამდებობის პირის სიკვდილს, ესვრიან. ეს ანგარიშსწორებაა. დაისადგურებს დიდი შიში. ზემოთ, მთავრობაში აფორიაქდებიან.
პრემიერ-მინისტრს დიდი დარტყმა ელის, ძალიან გაუჭირდება, თითქმის ყველა დაუპირისპირდება. მისი ერთგული ქალი, გოგორიშვილი ხათუნა, უღალატებს, ზურგს შეაქცევს.
დიდი შიში ისადგურებს ირგვლივ.

2005 წელი, 5 იანვარი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში ოპოზიცია ფართო გამოსვლებს მოაწყობს, ხმას აიმაღლებენ, მოქმედებას იწყებენ. ოპოზიციის რიგებში გამოჩნდებიან ცნობილი სახეები. დღეს თითქოს ყველა ფრთხილობს, ერიდებიან მთავრობასთან კონფლიქტს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ერთიანი დიდი ცეცხლი დაინთება და სახეს არავინ მალავს. შიში ქრება. იწყება სერიოზული გამოსვლები. მითი `ვარდების რევოლუციისა~ დაიმსხვრევა, ყველა ერთად ალაპარაკდება. უმრავლესობა პარლამენტში იშლება, დიდი დაპირისპირებები წავა ერთმანეთში. ხალხი გაოცებული დარჩება. თუმცა, რაც დათესეს, იმას იმკიან. ჯგუფებად დაიყოფიან, უმრავლესობის ლიდერს აუმხედრდებიან. პარლამენტი ძალიან დაიძაბება, მოითხოვენ ლიდერის შეცვლას. იქნება ლანძღვა-გინება, ცემა-ტყეპა. ვხედავ, აირჩევენ უმრავლესობის ახალ ლიდერს. ისე, მთავრობასაც მობეზრდა მისი დარიგებები…
ვხედავ პერიოდებს, როცა ორ კვირაში ერთხელ მინისტრებს შეცვლიან, მოხსნილებს კი დაიჭერენ…
პრეზიდენტი კი დარბის… სად? კაცმა არ იცის. ხალხს ესეც მობეზრდა და იწყება დაბალ ფენაში დიდი უკმაყოფილებები. ეს ის ხალხია, ვინც პრეზიდენტს მხარი დაუჭირა. აი ზუსტად მათგან მიიღებს დიდ უარყოფას.
ვხედავ რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას. ისინი საქართველოს წინააღმდეგ წამოიმართებიან. ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნება იყო. გეგმაც კი აქვთ შემუშავებული. ორივეს ეშინია რევოლუციისა. მოგებული არავინ რჩება.
საქართველოში ვხედავთ ახლა “იების რევოლუციას”.
საქართველო გადარჩება, ამინ! ამინ! ამინ!

2005 წელი, 9 იანვარი, თბილისი.

ვხედავ აღშფოთებულ მასას. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს უკვე ხმამაღლა, მთავრობის პიარი ყელში ამოუვიდათ. შავი ძალები, კრიმინალები ჩნდებიან მინისტრების გვერდზე. მთავრობაში მათი საქმიანი მოძრაობები საქართველოს – ხალხს არ გამოეპარება. ისინი ჩნდებიან ტელევიზიით, არც ერიდებიან. მაგრამ ფრთხილად, ხალხს აღარ ეშინია!
ბევრი რამ ამოტივტივდება. ვხედავ ჟურნალისტები ომს, დიახ, ომს გამოუცხადებენ მთავრობას! ისინი გარეთ გამოდიან!
პრემიერ-მინისტრს ძალიან გაუჭირდება! ფრთხილად! იგი ძალიან მალე ძალაუფლებას კარგავს!
“კრიმინალები მთავრობასა და ბიზნესში მეთვალყურეებად პრემიერ-მინისტრმა დანიშნა!” –ასე იტყვის პრეზიდენტი და ყველაფერში ხელს პრემიერ-მინისტრს შეახოცავს, რაც განსაკუთრებით არ მოეწონება ხალხს.
ამერიკა და ევროპა ხელმოცარულნი დარჩებიან. მათი შექმნილი მთავრობა არ გაამართლებს. ისინი უკან იხევენ.
კრიმინალები თარეშობენ მონღოლებივით, იქნება ძარცვა-გლეჯა, მკვლელობები. გარეთ დარჩენილი უმუშევარი პროფესიონალი – პოლიციელი თუ მეცნიერი, იარაღს იღებს ხელში არსებობისთვის. ამ მთავრობის კანონი მათთვის კანონი არ არის. პირიქით, ისინი განაცხადებენ, რომ საქართველოს ყავს კრიმინალური მთავრობა, რომელსაც უნდა ებრძოლონ და ხალხსაც მოუწოდებენ გარეთ გამოსვლისკენ.
და მთელი ერი აღსდგება მათ წინააღმდეგ!
პარლამენტის თავმჯდომარე ამბოხებულების მხარეს გადაიხრება, იგივე თამაშს იწყებს, რაც წარსულში ითამაშა, მაგრამ წააგებს.
პარალელურად უკრაინა იძაბება. მოსკოვი – კრემლი დიდ თამაშებს იწყებს. იუშენკო? გაიგეთ, იგი ვერ იქნება პრეზიდენტი! ძალიან ავადაა, საწყალი, არაფერი ეშველება!
იწყება დიდი ომები. ირგვლივ დიდი შიშია. საქართველო კი გადარჩება!

2005 წელი, 12 იანვარი.

ვხედავ, იქნება ომი, შიდა ომი, რომლის გამოტანასაც ხალხში შეეცდებიან. `პიარშჩიკები~ გვყავს და არა მთავრობა!~ – ასე იტყვიან. დაპირებები და დაპირებები, გასუფთავებული ქალაქი, ფეიერვერკები, თანამდებობის პირთათვის საჭირო ღონისძიებები – მხოლოდ მათთვის, მათი შვილებისთვის და არა ხალხისთვის (`ხალხი? სადმე შეტენეთ!~), ლაზერული შოუ, ვითომ საქმიანი ვიზიტები ზღვასა და მთაში სეზონურად. მაგალითად, ბაკურიანში მოეწყო ყინულის ფიგურების გამოფენა, რუსი-უკრაინელი მოდელების ჩვენება, ანუ ქალები… რომელი ერთი დავინახოთ?!
საქართველო?
ხალხი?
სანამ პატარა კაცები ზღვაზე ნებივრობენ, გუდაურისა და ბაკურიანის თოვლით ტკბებიან ცოლშვილთან ერთად, საქართველო ივსება უარყოფითი ენერგიებით. ირგვლივ შიმშილია, თითქმის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი უკვე უმუშევარია. ვხედავ და მესმის იარაღის ჩხრიალი. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
მთავრობა კი ძველებური კურსით აგრძელებს ქვეყნის მართვას. მიდის ქონების დატაცება, ბიზნესში ყველას ყველაფერს ართმევენ, ქმნიან ახალ კანონებს, რათა თვითონ იმეფონ. მაგრამ ხალხი არ მოისურვებს 90-იანი წლების თავიდან გავლას და ვხედავ, დიდი ცეცხლი დაინთება.
პრემიერ-მინისტრი არენიდან ქრება! პრეზიდენტი დაარტყამს! იგი ხომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს?!
და მთავარი: ვხედავ, რომ ფილმს “მეფე დავით აღმაშენებელი” ღმერთი კრიმინალებს არ გადააღებინებს იმიტომ, რომ ჯერ საქართველოში დავითი არ დაბადებულა! იგი რამდენიმე საუკუნის შემდეგ იბადება!
ფრთხილად! ისტორია ყოველთვის ზუსტად არ მეორდება. დავითს უყვარდა საქართველო და იმიტომ იყო სასტიკი და გადარჩა საქართველო! ჩვენს დღევანდელ მთავრობას კი მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და წააგებენ სასტიკად!

2005 წელი, 13 იანვარი.

პროფესიონალები გარეთ დარჩნენ. უმუშევრების რაოდენობა? მთელი საქართველო!
ხალხი მედიას უარყოფს, ხალხს აღარ სჯერა ინფორმაციებისა. დგება დრო, როცა დიდი გაზეთები დაიხურება. რატომ? ხალხს აღარ აინტერესებს იმიტომ, რომ ტყუილებითაა სავსე, ინფორმაცია შეკვეთილია. აღარც ტელევიზორს უყურებენ. ისეთი დარტყმა აწერიათ ბედისწერაზე ჟურნალისტებსაც და ტელევიზიებსაც, რომ მტრის კარს!!!
ვხედავ ტერორებს. საპატრულო მანქანები ფეთქდება. არავინ ნებდება და აღარც არავის ეშინია. ბევრი პოლიციელი დაიღუპება. მოკლედ, ამერიკულ-ევროპული მოდელი არ გაამართლებს საქართველოში.
თანამდებობები უკავიათ ყვინჩილებს, უცოდინრებს. პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც ზედმეტია. არავინ არ იცის არც საკუთარი საქმე და არც არაფერი სხვა. მათი განათლება ნულის ტოლია.
ხალხი, ვხედავ, გაბოროტებულია. ქუჩაში გამოდის არა დაქირავებული მასა, არამედ გამწარებული, ნამუსახდილი, დაბეჩავებული, მაგრამ ფაფარაყრილი ნადირის მსგავსი და უკვე მეტად საშიში ადამიანები!!!
ფრთხილად!
გაფრთხილებთ, ვხედავ დიდ შეჯახებებს და ამ ომს, რომელიც მალე დაიწყება, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ვხედავ სროლებს, სახალხო არმიას. რას აკეთებს ჯარი და პოლიცია? როგორც ყოველთვის, ხალხის მხარეზე გადადიან!
დიდი ომი გაჩაღდება. ისეთი შურისძიება, რაც აქ მოხდება, ვხედავ, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ასეთია ნება უფლისა ჩვენისა.
ჩემი საყვარელი საქართველო გადარჩება, ამინ! ამინ! ამინ!

2005 წელი, 14 იანვარი.

რუსეთს სძულს საქართველოს პრეზიდენტი: `он самозванец!~ `იგი თვითმარქვია, ძალად მოსული პრეზიდენტია, გადატრიალება მოახდინეს!~ – ასე ილაპარაკებენ და დაიწყებენ ეკონომიკური სანქციების გამოყენებას. რუსეთს ამერიკა და ევროპა ფეხებზე კიდია, მათი შუამავლობა საქართველოსთან მიმართებაში ფუჭია, ტყუილია, ამერიკა ვერაფერს მიაღწევს – რუსეთი ომისთვის ემზადება. კომუნისტური სულისკვეთებით შეუტევენ საქართველოს მთავრობას, ისეთ დღეში ჩააგდებენ, მტრის კარს! მაგრამ უფალი – ღმერთი არ გაწირავს ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს და დიდ გასაჭირს ააცილებს ხალხს. მთავრობას კი დასჯის მამა ღმერთი და ძალიან მწარედაც – დაბადებას აწყევლინებს!
საქართველოში, ვხედავ, ახლო მომავალში ყველაფერი იცვლება – ახალი მთავრობა, მოულოდნელი ახალი სახეები, მართლაც პროფესიონალები საკუთარი საქმისა, ძლიერი ნაბიჯებით მოდიან და გადარჩება ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ამინ! მინ! ამინ!
მოდიან მეცნიერები, მოდის ტვინი საქართველოსი! ეს ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე!
დღეს კი ახალი ჯაბა იოსელიანი ჩნდება არენაზე. მესმის იარაღის ჟღრიალი, საქართველო აბჯარს აისხამს და ქაჯების ციხე-სიმაგრეს შტურმით აიღებს!
სომხების მმართველობა დიდი კრახით დამთავრდება. საქართველოში აღარასდროს, საუკუნეების განმავლობაში, სხვა ეროვნება მთავრობის სათავეში ვეღარ მოვა. “საქართველო ქართველებისაა!” დიახ, ასე ვხედავთ, ასე იტყვიან, ამინ!

2005 წელი, 16 იანვარი, თბილისი.

ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! მაგრამ საქართველოს მთავრობას ეს არ ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი მშიშარაა. ისე, საკმაოდ დააშინეს ამდენი დაჭერებით. ირგვლივ ფსიქოზია, ზეწოლა, განუკითხაობა, კანონი არ კანონობს. ვხედავ დიდ მიტინგებს, მთელი საქართველო გარეთ გამოდის. პიარით თამაში ყელში ამოუვიდა ხალხს.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს! მას მოკლავენ. და თურმე არ უნდა გეშინოდეს?
იწყება ძარცვა, მკვლელობები, ყველაფერი ერთმანეთში აირევა, წავა ანგარიშსწორებები. პატრულის მანქანები აღარ მოძრაობს, ვხედავ, ეშინიათ. მოკლედ, დიდი განუკითხაობაა. რაც სხვებს გაუკეთეს – წაართვეს მთელი ბიზნესი, სახლები და მანქანები, ცოლ-შვილი ქუჩაში დაუყარეს, იგივეს მიიღებენ მთავრობის წევრები, ოღონდ მათ არავინ დაინდობს, სასტიკი ანგარიშწორება წავა!
ღმერთო, შენ უშველე ადამიანებს! მაგრამ იმ დროს უფალი იქ არ იქნება! ვერსად იპოვიან! იგი მათთვის იმ დროს არ იარსებებს!
საქართველოს, ჩემ საყვარელ ხალხს ამ სირთულიდანაც გამოიყვანს უფალი, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდება!
და დალაგდება ყოველივე არეული, განათდება ირგვლივ ყოველი და იხილავენ ადამიანები ყოველივეს და ირწმუნებენ უფლის სასწაულებს და დაწყნარდებიან.
და ვხედავ მას – “გიორგი ბრწყინვალეს” და გაბრწყინებულ საქართველოს! საქართველო გადარჩება!

2005 წელი, 18 იანვარი.
***
საქართველოში ძალიან გამძაფრდება სიტუაციები, ვხედავ. ხალხი გარეთ გამოდის და მათ ვერაფერი შეაჩერებს. “მოგვატყუა პრეზიდენტმა. ძირს!” – ისმის კივილი. მთავრობას ვერც “ომონი” უშველის და ვერც რეზერვისტები. ისინი, როგორც ყოველთვის, ხალხის მხარეზე გადადიან. დიდი ამბოხება იქნება. ვხედავ, პრეზიდენტი, თავისი ამალით, გარბის, მაგრამ დაიჭერენ!

2005 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

საქართველოში დიდი ცვლილებები იქნება, ისევ გადანაწილება ხელისუფლებაში, ისევ შიდა ომები. სამეულს ძირი ეთხრება, შიგნით დიდი დაძაბულობაა. ისინი სათითაოდ გაქრებიან არენიდან!
ხალხი ბობოქრობს. ტერაქტები გაგრძელდება. პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი მარტო რჩება, არავინ ენდობა. ბრძოლას იწყებს პარლამენტის თავმჯდომარე. პრეზიდენტი მას გაანადგურებს.
მოდის ახალი ძალა, ანუ ძველი ხალხი, ამოფარებული ახალ სახეებს. იწყება ბრძოლები. ხალხს უჭირს, არავინ და არაფერი არ აინტერესებს. ‘დაუჭამიათ ერთმანეთი!” – ასე იტყვიან.
ის შემართება, რევოლუციური, თოვლივით გაქრა. ხალხს აღარ სწამს არაფრის. მათ მიაჩნიათ, რომ მოტყუვდნენ. ასეც არის, მოატყუეს. მალე აჯანყება იქნება, ვხედავ.
ამჯერად პრეზიდენტი წააგებს, ხალხი მას აღარ მიყვება, ვხედავ. “მისი ყოველი დაპირება ტყუილია!” – ასე ფიქრობს საქართველო. მან წააგო. მაფია უპირისპირდება. მის ირგვლივ, ვხედავ, ყველას კლავენ.
ფრთხილად! ფრთხილად! მაგრამ მან სიფრთხილე დაკარგა. ხუთი ათასი კაცი ტაშს გიკრავს? ეს არ არის მთელი საქართველო. ფრთხილად! მაგრამ მას – პრეზიდენტს, ეს არ ესმის, როგორც სხვა დანარჩენი.

2005 წელი, 12 თებერვალი, თბილისი.

ტერორები გაგრძელდება. ვერავის იჭერენ, ვხედავ. სრული ვაკუუმია. პანიკა მოიცავს ხალხს, განსაკუთრებით, უცხოელებს. მათ ეშინიათ, ისინი აღარ ენდობიან პრეზიდენტის სიტყვებს. ხალხი ბობოქრობს, მაგრამ ხალხს ლიდერი ჭირდება. საკმარისია იგი გამოჩნდეს და ხალხი მას გაყვება.
პრემიერ-მინისტრზე ვიწინასწარმეტყველე, საერთოდ ქრება პოლიტიკური არენიდან-მეთქი. ასევე შემიძლია ვთქვა ამ მთავრობაზეც და ვხედავ, მათი დრო დათვლილია. ისინი არენიდან, პოლიტიკიდან ქრებიან. საერთოდ უცნობი სახეები ჩნდებიან.
ერთი პერიოდი `ლეიბორისტების~ რეიტინგი აიწევს მაღლა, იმიტომ, რომ სხვა ლიდერი არ არსებობს. ხალხი `ლეიბორისტებს~ არ პატიობს წარსულში ასეთი პოლიტიკის თამაშს, მაგრამ ისინი დღეს ყველაზე უკეთესნი არიან. ხალხი ნელა იკრიბება მათ ირგვლივ, მაგრამ ეს მაინც არ არის მეცნიერთა პარტია, რომელიც მთავრობაში მოდის.
ვინ არიან “რესპუბლიკელები?” არავინ! ისინი ქრებიან!
ვხედავ, დრო როგორ გაჩერდა. არაფერი კეთდება, მაგრამ გვესმის, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოა, რომ ხალხი მუშაობს, მაღალია ხელფასები, პენსიები და ა.შ. ხალხი, ვხედავ, გააფრენს. დაიწყება დიდი გამოსვლები. ყველა და ყველაფერი აღსდგება ამ მთავრობის წინააღმდეგ.

2005 წელი, 13 თებერვალი, თბილისი.

საქართველო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის “ვარდების რევოლუცია”, ეს ძლიერი ოპოზიციაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება. გაჭირვება ხალხს აერთიანებს. იმსხვრევა მითი ვითომ დემოკრატიული საქართველოსი, დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს, ამას ვერც კი წარმოიდგენენ. უამრავი ადამიანი გარეთ გამოდის და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს.
საქართველო გაიწმინდება, გადარჩება ჩემი ხალხი. იწყება ახალი ეტაპი, მხოლოდ სიკეთისკენ! ამინ!

2005 წელი, 27 მარტი, თბილისი.

ტერაქტი! დიახ, ვხედავ ტერაქტს, რომელსაც მთავრობის წევრებზე განახორციელებენ. ეს დიდი დარტყმა იქნება, ეს იქნება შურისძიება!
ვხედავ ახალგაზრდა კაცის სიკვდილს. ისევ სიონის ან სამების ეკლესია, პანაშვიდები.
ვხედავ, რომ სათითაოდ უსწორდებიან. პრემიერ-მინისტრი დიდ სიშავეში დგას, ხედვაში ვეღარ ვხედავ. ვერავის იპოვიან და ვერც ვერავის დააბრალებენ!
ქვეყანაში ძალიან დაიძაბება სიტუაციები. სამეგრელოს გუბერნატორს თავის დაცვიანად მაგრად ცემენ. ტელევიზიით აჩვენებენ თავშეხვეულს და ხელმოტეხილს.
ხალხი გარეთ გამოდის. ბრბო ძალიან საშიშია, მათ ჯარიც კი ვერ შეაჩერებს.
ბუშის ჩამოსვლა ხალხისთვის არაფერს ნიშნავს. ამერიკა ვერც პენსიებს და ხელფასებს დაარიგებს და ვერც პრობლემებს გადაუწყვეტს მათ. ეს მორიგი საკენკია. მთავრობას პატარა პერიოდი დარჩა!
ყველგან ტყუილია, სიცრუეა!
მოსკოვი იძაბება.
ყირგიზეთში შიდა ომები იქნება. ყველაფერი აირევა. აირევა ყაზახეთიც. აი ნახავთ.

2005 წელი, 5 აპრილი, თბილისი.

ვხედავ ახლაგაზრდა კაცის სიკვდილს. მას მოკლავენ, მაგრამ დაარქმევენ სხვა რაღაცას!
ხალხი გარეთ გამოდის, მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩრებს! ამ მთავრობას ამერიკა ვერ უშველის; არც აფხაზეთის დაბრუნება. საკითხავია, რის საფუძველზე გვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს ამერიკა-რუსეთი?
ადამიანი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო. `თურქი მესხები~ საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებენ. ასე ვხედავდი 1993 წელს და ასე ვხედავ დღესაც. ვხედავ მხოლოდ მონათლულ ქართველ მესხებს. ეს ერთადერთი გზა იქნება მათთვის საქართველოში ცხოვრებისა. მხოლოდ ქრისტიანად მონათლული მესხი!
მესხეთ-ჯავახეთი სუფთავდება, სომხები გარბიან, რუსის ჯარს მიყვებიან, ამინ! მათ არაფერი გამოუვათ.
ოსები კი კავკასიონს გადადიან. საქართველო ერთიანდება, საქართველო მშვიდდება, მოდის “გიორგი ბრწყინვალე”, ახლოსაა დრო განკითხვისა და ყოველი განიკითხება მათი საქმიანობიდან გამომდინარე; და გაბრწყინდება საქართველო, განიწმინდება!
თავისუფალო საქართველოვ, თავისუფლებას, ვხედავ, გვანიჭებს მამა ღმერთი და არა კაცნი!
“ვარდების რევოლუცია”: ვარდი წითელია – “წითლები” მოვიდნენ! ვხედავ, მთავრობის სახლი წითელია, წითელია ქვაფენილიც. ვხედავ მათ სისხლიან ხელებს. უფალი გადაარჩენს საქართველოს! ამინ!

2005 წელი, 10 აპრილი, თბილისი.

ამერიკელები თავიანთ პროგრამას საქართველოში ბოლომდე ვერ განახორციელებენ. თუ ქართველ ერს ძინავს, ვიცი, რომ ღმერთს, უფალს ჩვენსას, ნამდვილად არ ძინავს! იგი არ დაუშვებს, რომ ურჯულომ ფეხი მოიკიდოს საქართველოში.
ამერიკაში სათავეში მოდიან “დემოკრატები”. ხალხს აღარ სურს ბრძოლები, ტერორები, რაც “რესპუბლიკელებმა” მოუტანეს ამერიკას. იწყება დიდი ცვლილებები.
მოსკოვშიც იცვლება მთავრობა. რუსეთის პრეზიდენტს ვეღარ ვხედავ. იგი დროზე ადრე ტოვებს პრეზიდენტის პოსტს, ვიდრე მას ჰგონია. რუსეთში მოდის ძველი კადრი პრეზიდენტად და ყოველივე იცვლება ხალხის სასიკეთოდ. დიდი ბოროტება დაგროვდა დედამიწაზე. დროა, გასუფთავდეს და ასეც იქნება.
და ყოველი სულიერი სახეს იცვლის, დაკარგულნი დაბრუნდებიან და ყოველივე გაბრწყინდება ირგვლივ. ვაი მას, ვინც მამას შეეწინააღმდეგება. ამინ!
ვხედავ, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შავი კატა გაირბენს. ისინი ვეღარ რიგდებიან. აქ ამერიკა უძლურია.
ვხედავ, უკრაინას ძალიან უჭირს, უჭირს მის პრეზიდენტსაც. იგი ძალიან მალე ტოვებს პრეზიდენტის პოსტს. აი ნახავთ.
საქართველოში კი ომები იწყება! ამერიკა ვეღარ ჩაერევა.
მთავრობაში, ვხედავ, ერთმანეთს კი არ შეჭამენ, არამედ ერთმანეთს გადაჭამენ! ვხედავ ხალხის დიდ მასას – გაცოფებულ მასას. მთელი საქართველო აღსდგება მათ წინააღმდეგ. მთავრობა გარბის ისე, როგორც ერთ დროს “მენშევიკები” გაიქცნენ (ეს შედარებისთვის, თორემ რა უჭირდათ, ისეთები რომ ყოფილიყვნენ!).

2005 წელი, 14 მაისი, თბილისი.

ვხედავ, ახლო მომავალში საქართველოს ძალიან გაუჭირდება. მთავრობა იშლება. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ძალიან ბევრ რამეს ეხდება ნიღაბი. საზოგადოება, რომელსაც არაფრად აგდებს მთავრობა, მათ წინააღმდეგ სულ სხვა ძალით მოიმართება. დიდი ფსიქოზი იქნება ირგვლივ. მთელი ელიტა, რომელსაც მთავრობა არად მიიჩნევდა და მათ მოშორებას ცდილობდა, ერთიანდება. ეს იყო უდიდესი შეცდომა პრეზიდენტისა და ეს აზვირთებული ტალღა შეიწირავს!
რუსეთი მოლბება საქართველოს მიმართ, ოღონდ ამ მთავრობას – დღევანდელს, ვერ შეეგუება. რუსეთი საქართველოს მომავალში მხარში ამოუდგება, დიდ დახმარებას გაუწევს, ოღონდ ვხედავ, რომ ქვეყნის სათავეში, მთავრობაში სულ სხვა ხალხია. რუსეთი რადიკალურად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ამინ!
10 აპრილს ქუთაისში ვიყავი, გელათში. აი, რა ვიხილე და მოვისმინე ტაძარში:
ვხედავ, მთავრობა დაემხობა. ვხედავ დავით აღმაშენებელის განრისხებულ სახეს: `ჩემი სახელით მოქმედებისათვის სასტიკად დავსჯი. მათი ქმედება არაფერსა ჰგავს. სომეხნი, თურქნი, ოსმალო და სხვა არაკაცნი ვერ იბოგინებენ ჩემს ქვეყანაში! მალე ყველაფერი შეიცვლება საქართველოში! მალე მიხილავს მე – მეფე დავითს, ქართველი ერი გიორგი ბრწყინვალის სახით, გვერდს დამიმშვენებს ანგელოზი ცით მოფრენილი. ცისფერ თვალთაგან ენერგია იზიდავს ყოველს და მისი სიბრძნე მზის სხივებივით იფრქვევა ყველგან. დიდი ძალა აქვს ანგელოზს – ზოგისთვის ხილული (ანუ რჩეულთათვის) და ბევრისთვის კი უხილავი, მიუწვდომელი. და ვინც რჩეულთა შორის რჩეულია, ანგელოზი ფრთისქვეშ იფარავს!.. ამინ!”
როცა მოისმენენ წინასწარმეტყველებას, ყველა გაოცდება.
მოდის ახალი პრეზიდენტი, ახალი მთავრობა. პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყენებს †ლელა† კაკულიას ენერგიებს, წინასწარმეტყველებებს. მან იცის †ლელას† ფასი. ამინ!

2005 წელი, 27 მაისი, თბილისი.

ვხედავ მთავრობის მაღალჩინოსნის სიკვდილს. მას მოკლავენ.
“თავდაცვის მინისტრი ბევრს იღებს საკუთარ თავზე!” – ასე იტყვიან, რადგან იგი არავის და არაფერს ერიდება, თავი ყოვლისშემძლე ჰგონია, დაავიწყდა სიფრთხილე. იგი ძალიან საშიშია, ჯარში ქმნის საკუთარ სახელმწიფოს, ჩუმად არის, არსად ჩნდება, სურს, რომ ხალხმა დაივიწყოს და მერე წარმოჩინდეს, როგორც პრეზიდენტი?
მოკლედ, პრეზიდენტს იგი აღარ მოწონს, ეშინია, დიახ, ეშინია. ისინი ერთმანეთს დიდ ომს გამოუცხადებენ. ორივე წააგებს.
ტერაქტები და სიკვდილი! ეს ყოველივე ჰგავს გამსახურდიას პერიოდს –1990-1992 წლებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი? იგი ისე დაუბერავს, რომ დიდ გაოცებას გამოიწვევს მთელ საზოგადოებაში.
დიდი ცვლილებები იქნება, ერთმანეთს გადაჭამენ. ამ მთავრობას შავი დღეები დაუდგება, ვხედავ. ოპოზიცია, უკვე მერამდენედ ვიმეორებ, გაერთიანდება. მათ შორის კონფლიქტს მთავრობა ვერ მიაღწევს.
საერთოდ, უკვე მკაფიოდ გამოჩნდება მთავრობის სისუსტე და მათი წასვლაც რეალურად მოჩანს უკვე.

2005 წელი, 15 ივლისი, ურეკი.

ეკლესია იწყებს ბრძოლას. დიახ, ვხედავ, საპატრიარქო აღარ გაჩუმდება. დუმილისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ ქართულ მართლმადიდებლობას დიდი ზიანი მიაყენა. ეს უკვე დაფარული არავისთვის აღარაა. ხალხს რწმენაც შეერყა და ფსიქიკაც. ეკლესიები მრევლს კარგავენ, თანაც მასიურად! საჭიროა მოქმედება. პატრიარქი არაფერს კარგავს. უმოქმედობა სიკვდილია ერისა და მთელი საქართველოსი. ხალხს არავისი სჯერა – არც მთავრობისა და არც ოპოზიციისა. დარჩა მხოლოდ ეკლესია. ვხედავ, ხალხი გაყვება პატრიარქს. ეკლესია პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის, არადა მისი როლი უპირველესია – ხალხი მხოლოდ მათ გაყვება. აი აქ, აქ ვხედავ: იქმნება მეცნიერთა პარტია; მოდის ჩემი მეგობარი, ანუ ჩვენი ენერგია და იგი ეყრდნობა, ანუ მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსი. ეკლესია და მთელი საქართველო მეცნიერთა პარტიას მხარში ამოუდგება. ეკლესიას ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს: მოიყვანოს ახალი ხალხი, ანუ პრეზიდენტი და მთავრობა, ხალხისთვის უცნობი, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიისგან დალოცვილნი, ესე იგი, მისაღები ხალხი. ასე ხალხი, მათი დაჩლუნგებული გონება კი არ ფიქრობს,, არამედ საპატრიარქო ხედავს და ლოცავს ამ მეცნიერთა პარტიას. “ესე იგი, მათ უნდა გავყვეთ!” – იტყვის მთელი საქართველო. ეს არის გადარჩენა ენისა, მამულისა და პირველ რიგში, სარწმუნოებისა. ამინ!
მართლმადიდებლობა იზეიმებს!
და ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი!

2005 წელი, 10 აგვისტო, ურეკი, დილის 6 საათი.

გაჭირვებულ ადამიანს ყოველთვის უჭირს. იგი ბოლომდე ვერასდროს გამოვა სიღარიბიდან. ის უძირო ქვევრს ჰგავს. გაუწიო მათ ანგარიში, ეს ნიშნავს სახელმწიფოს დაქცევასა და ჩაძირვას. მათი მოთხოვნები და კაპრიზები სახელმწიფოს მიმართ დღეს დამღუპველია. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს, ეს გზებია, პარკებია, სათამაშო მოედნებია თუ სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში – დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული ყველა იმ წვრილმანით, რაც გაიარა ევროპამ, ამერიკამ და მსოფლიოს სხვა ქვეყანებმა. ასე იყო ყველგან. ყველა ცვლილებას მოყვება დიდი უკმაყოფილება და ამბოხი, მაგრამ ეს ყოველივე გადასალახავია. თუ არ აყევი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფეხის ხმას, დარჩები ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოდ, ჯუნგლებად. თუ გინდა, ქვეყანა გამოიყვანო კრიზისიდან, უნდა იყო სასტიკი შენი გაჭირვებული ხალხის მიმართ, მათ ზურგზე უნდა გადაიაროს ყოველივემ, რათა ნათელი მომავალი ჰქონდეთ ჩვენ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს, რათა, ბოლოსდაბოლოს, იარსებოს საქართველომ!!!
პროტესტები, გამოსვლები, შიმშილობები და ა.შ. სულ არ ანაღვლებს ამ მთავრობას. ისინი აწვებიან ბოლომდე, ისინი წირავენ დღეს, რათა თავად არ გაიწირონ მომავალში. სიახლეს ყოველთვის წინააღმდეგობა მოსდევს, წინააღმდეგობა გადაიზრდება უკიდურესობაში და მერე იწყება ქაოსი.
და მაინც, იცოდეთ, გადამწიფებული ნაყოფი ხეზე ვერ გაჩერდება, მაინც ჩამოვარდება. ასეა დღეს საქართველოში. ძალიან ბევრი “გადამწიფებული”, არავისთვის სასარგებლო ხალხი, რომელნიც სათავეში ედგნენ მნიშვნელოვან სტრუქტურებს, იკრიფებიან, შიშვლდებიან. მაგრამ ეს ის მთავრობა არაა. ამას ყოველივეს მეცნიერთა პარტია განახორციელებს, ყველა პროგრამა ქართული სულით იქნება გაჟღენთილი და არა სოროსის ბრძანებებით.

2005 წელი, 7 ოქტომბერი.

იმას, რაც ადამიანებმა ჩაიდინეს მისი ბრწყინვალება ბუნების წინააღმდეგ, ახლა ყოველივეს იმკიან ასმაგად. არ არსებობს ძალა ბუნების რისხვის შეჩერებისა. თითქმის მთელ საქართველოს ვხედავ აკაფულს, უადგილო ადგილას გადათხრილს, ერთი ხე არ დატოვეს, ერთი ბუჩქი, ერთი არხი…
და ვხედავ, ქართველნი ჩამოსახლდებიან ნოყიერ ქართულ მიწებზე: წალკა, თეთრი წყარო, მარნეული, დედოფლის წყარო, მესხეთ-ჯავახეთი, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ნაწილი, ასევე აუცილებლად განლაგდებიან ჩრდილოეთ ნაწილში. მაგალითად, სამაჩაბლოში, ბუნება ჩამორეკავს ხალხს ბარში! ამინ! გინდათ თუ არა ეს პოლიტიკოსებო, უფალი სხვა გზას არ დაგიტოვებთ!
აფხაზეთს წყალი წაიღებს. ამით თითქოს უფალი ასუფთავებს ქართულ ძირძველ მიწას და დაახვედრებს ქართველებს აფხაზეთს გადაწმენდილს, გასუფთავებულს!
“დიქტატორები არიან!” – ამას მალე თვითონ ამერიკა იყვირებს პირველი. ახალი ელჩი უფრო ობიექტური, ჭკვიანი და სამართლიანია. მისი წინამორბედი ნაძირალა იყო. ამიტომ ეს სიმართლე ბევრს თვალებს აუხელს!

2005 წელი, 15 ოქტომბერი.

ვხედავ, მომავალში დიდი ქაოსია. უცებ ამოვარდება ქარიშხალი. აფეთქებები ერთდროულად მოხდება საქართველოში.
მთავრობაში დიდი განხეთქილებაა; ასევე ოპოზიციაშიც! ხალხი არც ერთს აღარ ენდობა.
ღმერთო, შენ უშველე საქართველოს! უფალო, ნუ გაუწყრები ქართველ ერს! განდევნე უწმინდურნი და გაწმინდე ქვეყანა, ამინ!
2005 წელი, 24 ნოემბერი.
საქართველოს პრეზიდენტი შეუვალია, უჭირს რუსეთის მთავრობას მასთან საუბარი. სამაჩაბლოში ოსებსაც ძალიან გაუჭირდებათ. ძალიან დაიძაბება მდგომარეობა. საქართველოს მთავრობა დიდძალ ფაქტებს აჩვენებს ევროპა-ამერიკას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორია რუსეთის როლი საქართველოს მიმართ და ა.შ.
ჩრდილოეთთან დამაკავშირებელი გვირაბი, ვხედავ, მიწით ამოივსება. ვხედავ დიდ აფეთქებას. გვირაბზე ჯერ კიდევ 1990 წელს ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება კიდეც.
საქართველოს უწმინდურნი ვერას დააკლებენ! ასეთია ნება უფლისა. ყველა განსაცდელს გადაიტანს ქართველი და მთელი საქართველო! ნგრევა და წყალი, ცეცხლი და მახვილი გვერდს აუვლის საქართველოს! ეს ასეა. ამინ!
საქართველოს საზღვრები იკეტება. აქედან იწყება სიკეთე, რასაც ჰქვია უფლის წყალობა ჩემი ხალხისთვის.

2006 წელი, 1 იანვარი.

მთავრობაში ძაღლებივით აყეფდებიან, ერთმანეთს დაერევიან და დაკბენენ!
ვხედავ დიდ ცვლილებებს მთავრობაში და მთელ საქართველოში. ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს. ფრთხილად! უფალი სჯის ურჯულოთ!
პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. აუქმებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, თვითონ შეითავსებს. უმრავლესობას ბევრი დატოვებს. მოკლედ, ქაოსია.
საინტერესო რამ მოხდება: ხალხის მოთხოვნები მიმართული იყო მთავრობის, მინისტრების და ა.შ. მიმართ, ახლა კი მოთხოვნებს პირდაპირ პრეზიდენტს უყენებენ და მას – საქართველოს პრეზიდენტს აკისრებენ ყოველივეს. `ყველაფერი, რაც ხდება, პრეზიდენტის ბრძანებაა!~ – ყვირის ხალხი. ისტორია მეორდება. ვხედავ, ხალხი აღარ ამბობს, რომ ყველაფერი მთავრობის ბრალია, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეჰყავთ. ყველა ხვდება, რომ ყოველივე მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებით ხდება და მისი მითითებით მოქმედებენ. ხალხი პრეზიდენტს თხოვს პასუხს და არა სხვას. ეს კრახია!!!
იქნება დიდი გამოსვლები. ციხიდან პატიმრების დიდი ჯგუფი გარბის. ფრთხილად! წავა ანგარიშსწორებები. მინისტრების ცვლა ხალხს აღარ აინტერესებს. კატასტროფულად მოემატება ყველაფერს ფასები. პარლამენტი უმართავი ხდება. ჯარი ხალხს უპირისპირდება, მაგრამ წააგებს! ჯარისკაცები გარბიან!
პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება.
პარლამენტის თავმჯდომარე იწყებს დიდ თამაშს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ორივე წააგებს. ბევრ რამეს აეხდება ფარდა.
იქმნება ახალი პარტია. საინტერესოა!
მათი დრო? მათი ყოფნის დრო 48 თვეა.

 

2006 წელი, 3 იანვარი.

ვირუსი, ინფექცია “ფრინველის გრიპი” – ვხედავ, დიდი პრობლემები საქართველოს არ შეექმნება. საშიშროება არა ქათმის გრიპში, არამედ ქართულ პოლიტიკაშია. ვხედავ დიდ გამოსვლებს, დიდი მიტინგები იმართება რუსთაველზე, მთავრობის სახლის, პარლამენტის წინ. ისინი მოითხოვენ პირადად პრეზიდენტისგან პასუხს, მოქმედებას მხოლოდ მისგან მოელიან. “პარლამენტი და მთავრობა ხალხისთვის არ არსებობს! ყველა ბრძანება პრეზიდენტისგან მოდის!” – ასე ფიქრობს ხალხი. რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე, ვხედავ. იქვე ჯარისკაცები დგანან. იქნება დიდი შეჯახება! ეს ყოველივე ძალიან საშიშია, ფრთხილად!!!
პრეზიდენტი არაფერს დათმობს, იგივე კურსით აგრძელებს წინსვლას. ხალხი კი ხვდება, რომ ყოველივე მისი ბრძანებით ხდება, მის გარეშე ფოთოლიც არ ირხევა საქართველოში!
დიდი ქაოსია. თითქოს ომია, თითქოს – არა.
“თუ აზერბაიჯანში ხალხი სცემეს, დახოცეს კიდეც? ასეა ევროპა-ამერიკაშიც და საქართველო რა გამონაკლისია?” – ასე ფიქრობს პრეზიდენტი. ყველაფერი ევრო-ამერიკული მოდელით! აბა, მიტინგებს ისე ვერ დაშლიან, თუ ძალადობა არ იხმარეს. პირველადაა ყველაფერი ძნელი, თორემ მეორედ ორივე მხარე – ჯარიც და ხალხიც, გამოცდილებას იძენს.
მაგრამ ფრთხილად! ეს საქართველოა! მართლა ომს ვხედავ, ფრთხილად! საქართველო არ აპატიებს. ყოველივე სწრაფად ხდება.
ისევ 48 თვე. მერე კი იწყება ახალი ეტაპები ქართულ პოლიტიკაში!
მართლმადიდებლობა იმარჯვებს! ამინ.

2006 წელი, 4 იანვარი.

რაც არსებობს დედამიწა და ადამიანები, ყოველთვის არსებობდნენ კრიმინალები, მაფია, კანონიერი ქურდები. მათ ვერ გააქრობენ. მოკლავ ერთს, მაინც მოვა სხვა. ისინი სოკოსავით მრავლდებიან. ეს დიდი უბედურებაა საზოგადოებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც პატიოსნად ცხოვრობს. საქართველოში მათი ლიკვიდაციის დიდი სურვილი აქვს მთავრობას, მაგრამ ფრთხილად! ვხედავ მომავალში:
ციხიდან გარბის დიდი ჯგუფი პატიმრებისა;
კრიმინალები იწყებენ ლიკვიდაციას, ბრძოლას უცხადებენ მთავრობას,
უსწორდებიან თანამდებობის პირებს, ხოცავენ. მათ ხალხი ეხმარება. სათითაოდ უსწორდებიან;
ქურდულ სამყაროს თავისი კანონები აქვს. ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან გასცემენ ბრძანებებს, აქ კი ასრულებენ!
ხალხს ეშინია. ჩაშვებით არავინ არავის ჩაუშვებს, ეშინიათ!!!
მთავრობა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.
ოპოზიცია გარეთ გამოდის, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.
კრიმინალები ისჯებიან უფლისგან! რაც დათესეს, იმას იმკიან! ისინი საქართველოში ვერ გაშლიან ფრთებს, წარსული არ მეორდება!
ძალიან რთული დრო დგება ქართულ პოლიტიკაში.
მცირე ბიზნესი – ბიზნესმენები არ ენდობიან მთავრობას. ისინი არ შედიან კონტაქტში. ეშინიათ, არ ენდობიან. ყოველივე კვდება. წრე იკვრება!
ფ რ თ ხ ი ლ ა დ !

2006 წელი, 26 იანვარი.

ერთადერთი რუსეთის გაზი, ეს ევროპას, რა თქმა უნდა, არ აწყობს.
საქართველოს მთავრობამ რთული პოლიტიკური თამაში წამოიწყო: აიძულოს ევროპა, რომ მილებმა საქართველოზე გაიაროს (ეს გაზსადენია თუ ნავთობსადენი), წარმოაჩინოს მოსკოვი, როგორც არასაიმედო პარტნიორი ევროპის თვალში, თანაც საშიში. “აი, უკრაინას რა უქნეს, მერე საქართველოს! ნახეთ, ნახეთ!~ – გაჰკივიან მთელ მსოფლიოში.
რა მოხდება? არაფერი! ცივსისხლიან ევროპა-ამერიკას გული არ აუჩუყდებათ საქართველოზე, ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ.
თუმცა ისე, სწორად გამოთვალეს. ევროპა მაშინ აფორიაქდა, როცა უკრაინასთან დაეძაბა ურთიერთობა მოსკოვს. ამან ქართულ პოლიტიკაში მოძებნა ადგილი, რომ ჩვენს წისქვილზე წყალი დაესხა. მაგრამ ფრთხილად, ძალიან ფრთხილად! სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გააძრესო, ნათქვამია. სანამ მილები ჩაიყრება და ყოველივე აშენდება, კიდევ ხუთი ზამთარი გაივლის. ვინ მოითმენს?
მოსკოვმაც სწორად გამოთვალა. ევროპას ეშინია. მოსკოვთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს იმისთვის, რომ საქართველომ მოუგოს რუსეთს. თითსაც კი არ გაანძრევენ, გაიგეთ! სამომავლოდ დაგეგმავენ რაღაცას. ევროპას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს.
აზერბაიჯანი კი მოსკოვს არ აწყენინებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტს.

2006 წელი, 10 მარტი, 15 საათი და 20 წუთი.

ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიცია, რომლებიც ვერ თანხმდებიან და სხვადასხვა პოლიტიკური გზით სურთ თავის გამოჩენა, ბოლოს გაერთიანდება. ისინი მიხვდებიან, რომ ცალ-ცალკე არაფერი გამოუვათ.
თავად ხალხი, მოსახლეობაა დაყოფილი. ყველას თავის პრობლემა აქვს: ზოგს საკასო აპარატი აწუხებს, ზოგს უმუშევრობა… ოპოზიცია ყველა საკითხს უნდა ჩაუდგეს სათავეში.
ვხედავ, ოპოზიციური პარტიები ერთად დგანან ტრიბუნაზე და ცალკეულ პრობლემებს იხილავენ. ეს იქნება სრულიად საქართველოს მიტინგი. ადამიანები ავტოკოლონებით კი არ ჩამოვლენ, არამედ სხვადასხვა ტრანსპორტით (ზოგი მატარებლით, ზოგი ავტობუსით, ზოგი მანქანით, იქნებ თვითმფრინავითაც) და თანაც მიტინგამდე ორი-სამი დღით ადრე; ჩუმჩუმად ჩამოვლენ… მათ იციან შეკრების დრო და წინასწარ დაიჭერენ თადარიგს.
ჩვენი მთავრობა ვერ იფიქრებს დიდხანს. აღიზიანებს ეს გამოსვლები. როგორ აკადრეთ, ბატონო?! ზუსტად ეს ამბიცია, არაპროფესიონალიზმი, უცოდინრობა დაღუპავს მათ. საქართველოში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ისეთი არმია და პოლიცია, რომელიც აღელვებულ ხალხს გაუმკლავდება. ეს ვერავინ შეძლო: ვერც აბაშიძემ, ვერც შევარდნაძემ და ვერც ეს პატარა ბიჭები შეძლებენ.
ვხედავ ინტენსიურ გამოსვლებს. ხალხი მოწყდება სამუშაო ადგილებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… არაფერი იყიდება. მთავრობა იმუქრება, საჯარიმო სანქციებით აშინებს ხალხს. ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილი მიტინგი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ.
მიტინგს ერთი ლიდერი არ ეყოლება. ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მიტინგზე იქნება ლიდერი. მათ განაწილებული აქვთ ფუნქციები მიტინგის მართვისა, ვინაიდან აქ არ შეიძლება, ერთი რომელიმე იყოს ლიდერი. ისინი მაინც ერთმანეთის მეტოქეებად რჩებიან.
ვხედავ ძალიან აღელვებულ, დიდ მასას. მათი მოთოკვა თავად ოპოზიციას გაუჭირდება. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ეს პოლიტიკური თამაშები სულს უმწარებს. თუ ხელისუფლება არ გაფრთხილდა და არ წავიდა კომპრომისზე (რასაც არ აპირებს), ეს ყველაფერი დიდ შეჯახებაში გადაიზრდება. განმეორდება 23 ნოემბრის სცენარი. ხალხი პარლამენტში შეიჭრება. იქ აღარც პოზიცია ახსოვთ და აღარც ოპოზიცია… თუმცა მასა მალევე დაწყნარდება, გახდება მართვადი და დაემორჩილება ოპოზიციონერ ლიდერებს. ხალხი მიხვდება, რომ საჭიროა ერთი დღით ითამაშოს დიდი პოლიტიკა, რათა მსოფლიომ მათი მოწესრიგებულობა დაინახოს და მერე, მეორე დღეს ძალა გამოიყენოს და მართვის სადავეები ხელში აიღოს.
პრეზიდენტი და მისი მთავრობა შეშინებულია და დაზაფრული. ჯერაც ვერ გაუაზრებიათ, რომ სახელმწიფოს თავიანი მართვა სჭირდება.
ასე ჰგონიათ, რომ ხალხი გარეთ არ გამოვა; რომ ისინი ცხვრებივით თავდახრილები და მორჩილები იქნებიან ყოველთვის; რომ თავად ძლიერები, ძალზე ძლიერები არიან. მოკლედ, იდეები აწუხებთ, რა. აი, სწორედ აქ არის მათი დასასრულის დასაწყისი.
ბურჯანაძე დუმილის პოზიციას ირჩევს. ან რა აქვს სათქმელი? ეძებს გზებს (თან ძალიან, ძალიან ფრთხილად) ოპოზიციასთან მიმართებაში. ყველა-ყველა, მაგრამ არეულობისა და გადატრიალების ამოცნობის დიდი უნარი აქვს, გავარჯიშებულია წარსულში ამ საქმეში. მაგრამ ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარის ურთიერთთამაში აღარაფერს ნიშნავს. იმას, რასაც პოლიტიკოსები დიდ დროს ანდომებენ, ვხედავ, ხალხი ერთ საათში გადაწყვეტს. ეს მთელი საქართველოა. უკვე დაძრულ, აღშფოთებულ, გაბოროტებულ ხალხს ვერაფერი შეაჩერებს… მერე კი ისინი თავად ირჩევენ, მართლა ირჩევენ რჩეულს!

2006 წელი, 14 მარტი.

ვხედავ, ოპოზიცია დიდ გამოსვლებს მოაწყობს. პრეზიდენტის ჩამოგდება “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერს არ აწყობს. ისინი არა მხოლოდ დიდი მეგობრები, არამედ ნათესავებიც არიან. ამიტომ იგი ცდილობს, ჩამოაცილოს გაჯიუტებულ ნათესავს ის ხალხი, ვინც ძირს უთხრის მას, მის იმიჯზე ცუდად მოქმედებს. ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრი. “როცა მას მოაცილებენ, მერე მიაყოლებენ სხვა დანარჩენებს”. – ასე ოცნებობს.
მაგრამ აბა სხვა ოპოზიციონერებს ჰკითხეთ, ისინი ერთხმად გაჰყვირიან: “ძირს პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი ფეხებზე ჰკიდია და ყველა უბედურება მისგან მოდის!”
სიმართლე იცით, რა არის? რომ ჯერ ხალხი ყვირის და მათ ყვება ოპოზიცია, რადგან სხვა გზა არა აქვთ. უნდა იყვირონ. ხალხი უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს მთავრობისთვის, ვიდრე ოპოზიცია.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს. ესვრიან!
საშინელი დღეები გადაებმება ერთმანეთს. იწყება ერთმანეთის ლიკვიდაცია. მთავრობა თავს იცავს, იცილებენ მათ, ვინც უპირისპირდებათ. ჰოდა, ეს მათი დასასრულია! კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს ასეთი გზით.
ფრთხილად! ციხეში დიდ ამბოხებას და ჯგუფურ გაქცევას ვხედავ. გარედან დიდფულიანი ხალხი ეხმარება მათ. პატიმრები დაიხოცებიან, მათ ორივე მხარე გაწირავს!
ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან.
თავდაცვის მინისტრი ტოვებს საქართველოს. იგი დროზე ადრე გარბის. სწორია! მას ვერ მიაგნებენ!
პრემიერ-მინისტრს აჭარაში მაგრად სცემს ხალხი. დაცვა ვერ უშველის.

2006 წელი, 21 მარტი.

“დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი, ვხედავ, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს. იგი მთლიანად პრეზიდენტის ბრძანებას ასრულებს. ეს ძალიან მალე გამომჟღავნდება. ამას მალე ხვდება ოპოზიციაც. ოპოზიციურ პარტიებს არ მოწონთ მისი ასეთი, ასე ვთქვათ, აღზევება. ექსპრეზიდენტზე გალაშქრება მას ნიღაბს ახდის. ბევრის რამის თქმა ექსპრეზიდენტსაც შეუძლია, იმდენი მაკომპრომეტირებული მასალა აქვს რომ, მტრის კარს! მაგრამ ყოველივე სწრაფად ჩაქრება.
ყველას გამოეყოფიან “ახლები” – “ახალი მემარჯვენეები”. რატომ? უფრო ინტილიგენტებად გამოიყურებიან. მაგრამ ვხედავ მომავალში, სალომე ზურაბიშვილი + პაატა შევარდნაძე – საინტერესო ფაქტი მოხდება.
მომავალში პრემიერ-მინისტრი მართავს საქართველოს. ეს ქალია (ვიცი, ვინც არის), პრეზიდენტი კი კაცი (ესეც ვიცი, ვინც არის). მოდელი ისეთია, როგორიც ისრაელში. ეს ასეა ასი პროცენტით. ასრულდება ყველაფერი, რასაც ვხედავ!!!
პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა. მათ არა აქვთ დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომ იცოდნენ, რა შეიძლება და რა – არა. ჰოდა, ეს დაღუპავს მათ, ვხედავ.
ხალხს არავისი სჯერა!

2006 წელი, 11 მაისი.

სიმართლე თუ გინდათ, საქმე ასეა: ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის პროგრამას ახორციელებს, რა თქმა უნდა, საქართველოს სასარგებლოდ. ვხედავ, ტყუის, როცა ამბობს, რომ ბიზნესში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე პოლიტიკაში. მან დაიწყო თამაში პრეზიდენტ სააკაშვილთან, ვხედავ, მის წინააღმდეგ წავა. აქ პატრიარქი ილია II მასთან კავშირშია.
ხელისუფლება ხვდება, რომ მის წინააღმდეგ რაღაც მზადდება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან გავს იმას, რაც თავად მოიმოქმედეს შევარდნაძის წინააღმდეგ. მხედველობიდან არ გამორჩებათ პატარკაციშვილის შეხვედრები პატრიარქთან, ამიტომ შეცვივდებიან საპატრიარქოში და უწმიდესს გვერდზე გაწევენ. პატრიარქის მდივანი ქალბატონი შორენა ფრთხილად უნდა იყოს, თორემ დაიჭერენ ასი პროცენტით.
მომავალში ჩემი მეგობარი მოდის პრეზიდენტად და ასევე ჩემს მეგობარს აკურთხებენ პატრიარქად!
ბადრი პატარკაციშვილი და რუსეთის პრეზიდენტი, ვხედავ, ერთად სხედან და თათბირობენ. რუსეთი ძალიან იაქტიურებს საქართველოს წინააღმდეგ!
ფრთხილად!

2006 წელი, 28 მაისი.

ვხედავ, ბოლოსდაბოლოს, ხალხი ერთიანდება. საერთო გაჭირვება დაანახებს მათ, რომ ცალ-ცალკე უძლურები არიან და ოპოზიცია საწადელს აღწევს, მთელი საქართველო გაერთიანდება.
მეცნიერები გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას!
სწავლა შეჩერდება!
ისინი ერთიანდებიან და იქმნება მეცნიერთა პარტია!
ლღვება და დნება გაყინული ტვინი საქართველოსი!
დღეს კი ადამიანების ხოცვა გრძელდება, ამას ოპოზიცია ბრწყინვალედ იყენებს.
ვხედავ, თავდაცვის მინისტრი დიდ თამაშს, ღია თამაშს იწყებს. იგი სიტყვით გამოდის, რომ პრეზიდენტში მოტყუვდა და პირდაპირ იტყვის, თუ ვინ მოკლა პრემიერ-მინისტრი. დიახ, ეს ასეა! რასაც ვამბობთ, ასი პროცენტით ასრულდება.
ვხედავ, ხალხი სატელევიზიო ინფორმაციებს აღარ მოუსმენს. მობეზრდებათ ამდენი ძალადობისა და ტყუილის მოსმენა.
თავდაცვის მინისტრი სიურპრიზებს მოუწყობს პრეზიდენტს – ღიად დაარტყამს მას.
ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან არენაზე.
ხალხი ძალიან დაიღალა. გადასახადები უმუშევარ მასას ჭკუიდან შეშლის, არავინ იხდის გადასახადს. ან როგორ გადაიხადონ, როცა ყველა უმუშევარია?
რა სისწრაფითაც მოვიდნენ, ისეთი სისწრაფით წავლენ! ისინი არ არიან შემსრულებლები.
საქართველო სუფთავდება: სომხები, ჩინელები, თათრები და ა.შ. საქართველოდან გარბიან!
მალე ყველაფერი შეიცვლება!
`მოსეს~ (თემურ იაკობაშვილს) სასამართლოებს გაუმართავენ. ფრთხილად!

2006 წელი, 31 მაისი.
(ტკივილები მაქვს).

დღეს ღვინის ბაზარი დაკარგულია ქართველი მეღვინეებისთვის. ის პიარი, რომელსაც პრეზიდენტი აწარმოებს მსოფლიოში, ვხედავ, არაფრის მომტანია. ეს ძალიან მალე აღინიშნება მათ ჯიბეებზე. იწყება უკმაყოფილება.
არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა დიდი დარტყმა მიაყენა ქართველ მეღვინეებს, ასევე მემწვანილეებს და საერთოდ, ყველას. სანამ ჩვენი მთავრობა აჩვენებს ხალხს, თუ როგორ ზრუნავს მათზე და როგორ აკეთებს საქმეს (ამით დროს წელავენ, ევროპაში სეირნობენ ცოლ-შვილით და ა.შ.), საქართველოს სჯერა, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს ყველაფერს უბრუნებს. მაგრამ მოხდება ისეთი ამბები, რომ ყველასათვის ნათელი გახდება, თვითონ უნდა იყო ძლიერი და საკუთარ თავს უშველო. მომავალში, ვხედავ, ხალხს აზრი ეცვლება ევროპა-ამერიკაზე.
მაინც რუსეთის ჩარევით ვიბრუნებთ აფხაზეთს (1992-1993 წლების წინასწარმეტყველებები).
მდგომარეობა ძალიან იძაბება. რუსეთი საქართველოს პრეზიდენტს არ ენდობა არც დღეს და არც მომავალში. მათ შორის ყველანაირი მოლაპარაკება ჩაშლილია.
ამერიკა, ვხედავ, იგივე თამაშს იწყებს, რაც შევარდნაძის პრეზიდენტობისას ითამაშა.
მოკლედ, დიდი ტალღები აგორდება შემოდგომაზე. მთავრობის რეიტინგი ნულის ტოლია. ხალხი გარეთ გამოდის. შუქისა და გაზის გადასახადები საერთოდ ჭკუიდან შეშლის საქართველოს. დიდი შეჯახებები იქნება, მაგრამ ღმერთი არ წირავს საქართველოს. ამინ!

2006 წელი, 6 ივნისი.

სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ. პრეზიდენტი დაუპირისპირდება პატრიარქს. დიდი ომებია, ვხედავ, მთავრობასა და საპატრიარქოს ირგვლივ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ეკლესიამ – პატრიარქმა დიდი როლი ითამაშა `ვარდების რევოლუციაში~. ეს ფაქტია.
ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით. ისინი შესამოწმებლად შედიან, ვერაფერი შეაჩერებთ. ასე პასუხობენ: “კანონი კანონია ყველასთვის!”
ქალბატონ შორენას, პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ. ისინი სანდონი არ არიან. პრეზიდენტი საპატრიარქოს არ ენდობა, იგი არავის ინდობს.

2006 წელი, 10 ივნისი.

“ეკლესია – საპატრიარქო ორმაგ თამაშს თამაშობს!” – განაცხადებს პრეზიდენტი. საოცარ რამეს ვხედავ: მთლად ევროპელი და ამერიკელი რომ გახდე, საქართველო უნდა გადაიქცეს კათოლიკურ ეკლესიად… და დარჩება მოგონება მხოლოდ, რომ ერთ დროს მართლმადიდებლები ვიყავით! ეს უკვე მეტისმეტია, მაგრამ ხალხი დუმს. რათა მიზანს მიაღწიონ, დაიწყებენ საშინელ და ბინძურ კამპანიას საპატრიარქოს წინააღმდეგ. ეს საქართველოს დიდხანს არ დაავიწყდება! აღსრულდება ჩვენი ნაწინასწარმეტყველები ყოველივე!
ხელისუფლებას დასაკარგი აღარაფერი აქვს. მათ სკამებიდან მკვდრებს თუ ჩამოიყვან, თორემ ცოცხალი თავით ისინი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგებიან. რომ გადადგნენ, სად უნდა დაიმალნენ ან წავიდნენ? ამიტომ ისინი ყველაფერზე ხელისმომწერნი არიან. ისინი ცვლიან ყველაფერს, რათა ძველმა ომი არ გამოუცხადოს. მოყავთ თავიანთი ხალხი, პურის გამყიდველიც კი, რათა არავინ არაფერი მოკითხოთ. მაგრამ საშინელება ის არის, რომ მათ და მათ შვილებს ღმერთი – უფალი მოკითხავს ძალიან მწარედ და გაიმართება დიდი სასამართლოები!
ამიტომ დღეს საქართველომ ყველაფერი უნდა დაკარგოს, რათა მიხვდეს ხალხი, რომ თუ ხმა არ ამოიღეს, ოჯახებით ნადგურდებიან!
საპატრიარქო იცვლება. რაც დათესეს, იმას იმკიან. ამინ!

2006 წელი, 15 ივნისი.

საქართველო უფრო იძაბება, საპნის ბუშტივით იბერება და ფრთხილად, მალე გასკდება!
მთავრობას ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებენ. ყველაფერი ევროპულად კეთდება, პოლიცია ევროპულად გამოყავთ ხალხის საცემად და ა.შ.
მოკლედ, მთელი ქართული ინტელიგენცია გაერთიანდება. ძალიან იაქტიურებს სამეგრელო, დიდი ტალღა აგორდება, ისეთი, ამ მთავრობას რომ ვერ წარმოუდგენია. ეს ძალიან საშიშია. ეს არ არის ოციანი წლები. ფრთხილად. ასეთი ქმედებებით მთავრობა წააგებს.
პარლამენტი იძაბება. ვხედავ “ნაციონალებში” დიდ დაპირისპირებებს. ამას უკვე ვერავინ დამალავს. თვითონაც ხედავენ ხელისუფლების სახიფათო თამაშს და არ უნდათ ნგრევა. ვხედავ, პარლამენტიდან, ანუ “ნაციონალური” მოძრაობიდან გასვლას. მათ პრეზიდენტთან დგომა არ სურთ. ასე განაცხადებს ბევრი. მათი ქმედება – ეს საქართველოს ნგრევაა! ამას ხედავს მთელი საქართველო.
მთავრობა არაფერს თმობს, არაფერს ცვლის და არც შეცვლის. ისინი ანგარიშს არავის გაუწევენ. რა კურსითაც მიდიან, იმ კურსს არ გადაუხვევენ. ვხედავ, ჯარს გამოიყვანს საკუთარი ხალხის დასახოცად! ჰოდა, აქედანაც დაიწყება დიდი შიდა ომები.
ხალხი ჭკუიდან გადადის, ყველა გარეთ გამოდის. ფაფარაყრილ ლომს ვეღარ დაამშვიდებთ. უკვე გვიანია!

2006 წელი, 2 აგვისტო.

ვხედავ დიდ ამბოხებას, დიდ იატაკქვეშა მოძრაობას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. მთავრობა თავს იტყუებს. ეს ძალიან საშიშია.
ოპოზიცია ერთიანდება. ლიდერობა ყველას ავიწყდება, ოღონდ გაიმარჯვონ.
მეცნიერები ერთიანდებიან. პროფესიონალები იწყებენ მოქმედებებს. მოდის დიდი ტალღა და მთავრობის დიდი შეცდომა ის არის, რომ მას ჯეროვნად ვერ შეაფასებენ და მწარედ წააგებენ!
ამბოხებული მონადირე შორს არ წასულა, აქვე ზის და დარტყმისათვის ემზადება! არ უნდა ძმათამკვლელი შეტაკება, მაგრამ სხვა გზა არ რჩება. იგი დიდ ტერორებს მოუწყობს “ნაციონალებს”. მოკლედ, არ გაახარებენ!
ვხედავ პრეზიდენტის შეშინებულ სახეს. ტერორს მოუწყობენ. ფრთხილად! ეს ძალიან შეარყევს მას, დიდი შიში დაისადგურებს მის გულში.
წინასწარმეტყველება ასრულდება. ფრთხილად!!!
ვხედავ ერთ-ერთ ამერიკულ ცენტრს ოპოზიცია დაუპირისპირდება. ყველა გაოცდება, ბევრ რამეს გამოავლენენ. ფრთხილად! არც პრეზიდენტს ეხატება გულზე ეს ვითომ ანალიტიკური ცენტრი.
ხალხი გარეთ გამოდის. მთავრობის გამოთვლები არაა სწორი.
ფრთხილად! ფრთხილად!

 

2006 წელი, 8 ოქტომბერი.

ყოველთვის უარყოფითად ვუყურებდით რუსეთს. ისინი საქართველოს არაფერს აპატიებენ და არც პატიობდნენ. რუსეთის სერიოზული დარტყმა – ეს იქნება პრეზიდენტის მოშორება, ანუ ტერაქტი, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელს ვიწინასწარმეტყველე.
მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. ყოველივე დანახული სრულდება. ამინ!
საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება ასეთი `დემოკრატიული~ გზით სიარული, თუმცა ეს მათი არჩევანიც იყო წარსულში. ეკლესიები მრევლს კარგავენ! სარწმუნოების შეცვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა და ამას ვერაკაცი ვერ შეუშლის ხელს! ქაოსია, თუმცა საპატრიარქოში მალე ყველაფერი შეიცვლება. ძალიან რთული პერიოდები ელის ეკლესიას – ანუ საპატრიარქოს!
რუსეთი ჭკუას კარგავს და ამით ძალიან ცუდ იმიჯს იქმნის მსოფლიოში. მას არავინ ენდობა, ვხედავ.
დიდი პოლიტიკური ომი გაჩაღდება ორ პრეზიდენტს შორის: რუსეთი და საქართველო. საერთო ჯამში, რუსეთი წააგებს პატარა საქართველოსთან.

2006 წელი, 18 ოქტომბერი.

რუსეთი დატოვებს საქართველოს. საქართველოს საზღვრები იკეტება. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსი აქედანაც წავა. მათი ყველა ცდა ჩაშლილია.
ეს ოცი წლის წინაც ვიწინასწარმეტყველე.
დღეს ვხედავ, რომ დადგა დრო მოქმედებისა (ხომ უნდა დაწყებულიყო ადრე თუ გვიან?). რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, იმაზე უარესს ვეღარ მოიმოქმედებს, აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი. ისინი ქართველი ერის მტრებად ჩაეწერებიან ისტორიაში. ფაშისტებს გაასწრეს!
საქართველოს მთავრობა არ გაჩერდება. ამერიკა თამაშობს რუსეთის დასანახად, ვითომ არ ემხრობა ქართულ პოლიტიკას, მაგრამ არ დაიჯეროთ, ყველა ქმედება საქართველოს პრეზიდენტისა შეთანხმებულია. ბუში რუსებს ვერ იტანს.
რუსეთი და ამერიკა კავკასიას იყოფენ.
ევროპა და ამერიკა რუსეთის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ ძალზე გაახმოვანებენ, ილაპარაკებენ უკვე ხმამაღლა. რუსეთი წააგებს!

2006 წელი, 14 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ქართველების დეპორტაცია რუსების მხრივ ღმერთსაც კი გააოცებს. ვხედავ, რუსები ვეღარ მოზომავენ და კავკასიელთაგან არა მხოლოდ ქართველების, არამედ სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთი კავკასიის ხალხების დევნასაც იწყებენ. მთავრობა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ჰოდა, გყავდეთ ჩინური სახეები და არა ქართული, ლამაზი გენი! ჩინელები მთელს რუსეთს მოედებიან, მერე კი ავტონომიას ქმნიან და მე – ლელა კაკულია გეუბნებით თქვენ, რუსეთო, რომ ვხედავ, დიდი ბრძოლები გელით მომავალში თქვენი მიწების გამო. როგორც აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთს და სხვა მიწებს გვედავებით ჩვენ დღეს, ამაზე უარესი დღე დაგადგებათ მომავალში.
“ჩინური ჭირი, ქოლერა!” – ასე დაარქმევენ რუსები ჩინელებს! ამინ!
ჩვენი მთავრობა აირევა, დიდი ბრძოლები წავა, კლანებად იყოფიან. ძველი მინისტრები, რომლებიც ერთ დროს გრგვინავდნენ, პენსიაზე გადიან. პრეზიდენტი მათ არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს. შავი სამუშაო გააკეთებინა და მათ აღზევებას იმავე ადგილზე არ დაუშვებს. მზამზარეულ საქმეს უცოდინარიც (ანუ ყვარყვარესაც რომ გავდეს) მშვენივრად გაუძღვება, სამაგიეროდ მთლიანად პრეზიდენტს დაემორჩილება და ჩვენი პრეზიდენტიც მშვიდად იძინებს!
დიდი თამაშები იწყება. “გუნდი ერთად ვართ! ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!” – ვხედავ, რომ პრეზიდენტი ცრუობს, იტყუება. ეშინია.
ვხედავ, პრეზიდენტს ესვრიან! სრულდება წინასწარმეტყველება!

2006 წელი, 27 ნოემბერი, დილის 5 საათი.

მოულოდნელი არეულობა იწყება საქართველოს მთავრობაში. “ნაციონალები” ორად იყოფიან.
ვხედავ, ხალხი გაოგნებულია.
ვხედავ მაღალი თანამდებობის პირის სიკვდილს! უბედურ შემთხვევას დაარქმევენ, მე კი ვხედავ, რომ მას მოკლავენ!
პარლამენტი აირევა, ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ. დიდი შეჯახებებია. უმრავლესობა იყოფა, რადგან მთავრობა ბოლოს მათ მიადგება და მათი ბიზნესის ქექვას დაიწყებს.
რუსეთი უკან არ იხევს. იგი განაგრძობს ბინძურ პროვოკაციებს საქართველოს მიმართ. გაზის საკითხს ისე გადაწყვეტს, როგორც თვითონ აწყობს. გაზის გაშვებას შეწყვეტს, მაგრამ ხალხი, მთელი საქართველო, ვხედავ, ითმენს, უგაზობა არავის აშინებს.
რუსეთი წააგებს! ქართველი ხალხს რუსეთი სძულს, ვხედავ. “დიდმა რუსეთმა” უდიდესი შეცდომები დაუშვა. იძაბება აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ხალხი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ხალხი დაშინებულია. საშინელი პერიოდებია. დაჭერები განახლდება, მაგრამ ის ეფექტი აღარა აქვს, რაც ჰქონდა წარსულში.
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს უპირისპირდება, კორუფციაში დასდებს ბრალს. “სახალხო ბანკის” მეპატრონე (ეროვნებით რუსი) უღალატებს. ამ ბანკში პრემიერ-მინისტრს წილი აქვს, დიდი პროცენტი. მოკლედ, “სახალხო ბანკი” (თავისი მფლობელებიანად) პრეზიდენტის ბრძანებით დაიხურება, ვინაიდან “ისინი რუსეთის აგენტები არიან”. ინფორმაციას ტელევიზიით გადმოსცემენ. ბევრს იჭერენ, მაგრამ თუ გადასახადს, რომელიც საკმაოდ მაღალია, გადაიხდიან, გაუშვებენ. ამინ!

2006 წელი, 28 ნოემბერი.
***
დიდი ქაოსია, ვხედავ. წართმეული ქონების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. კანონით თუ ვერას გახდებიან, ძალადობაა ირგვლივ, ერთმანეთს დახოცავენ.
სამაჩაბლოში დიდი პოლიტიკური ომი გაჩაღდება. ეს, ვხედავ, რუსების ბოლო თამაშია. კავკასია, მთელი კავკასია აუმხედრდება რუსეთს. კავკასიონი იკეტება. ოსები გარბიან. სად? ჩრდილოეთ ოსეთიც ხომ რუსეთის ავტონომიაა?! ეს რუსეთის მიწაა და არა ოსებისა. ასეთივე დარტყმა აფსუებსაც ელით. ამინ!
პრემიერ-მინისტრი იცვლება, პენსიაზე უშვებენ; ხოლო მისი ბანკი – “სახალსო ბანკი”, იხურება. მისი მეპატრონე რუსი ქალბატონი ციხეში ამოყოფს თავს ჯაშუშობის მუხლით, მკვლელობის მუხლით და ა.შ. თავის დროზე პრეზიდენტს მიეხმარა, მაგრამ…

2006 წელი, 29 ნოემბერი.

ხალხს რწმენა შეერყა, ვხედავ.
უფლის რისხვა ძალიან მალე დაატყდება თავს ბევრს, ვინც ხალხს რწმენა შეურყია, რადგან ეს უფლის სიტყვებია: “ბევრმა უსახურმა და ურცხვმა, უსინდისომ და არაკცმან დაისადგურა ჩემს სახლში! ადამიანებს თავგზას უბნევენ! ჩემი სამწყსო დაფანტულია და ვაი თქვენ, მოგივლენთ დიდ გასაჭირს! დაისადგურებს დიდი სიშავე არა ხალხისთვის, არამედ თქვენთვის! ამინ!”
ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს.
რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება.
სამართალი იმარჯვებს! ყველაფერი სუფთავდება.
ს-შვილი? ჩვენ გვესმის და ვხედავთ მას და ვეთანხმებით, უფლის ნებით. იგი ჭკვიანი, უგანათლებულესი ადამიანია, რომელიც სიბინძურესა და უცოდინრობას გაექცა. მას სხვა გზა არ ჰქონდა. იგი, თუ კი რამეს მიიჩნევს დაკარგულად, ყოველივეს იბრუნებს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი კანდიდატურა ნომერი პირველია საპატრიარქოში. აი ნახავთ.
ყველაფერი მალე შეიცვლება.
ამბობს უფალი: `ჩემამდე სავალი გზა ბევრია. რომელსაც ირჩევს ადამიანი, ყველა ერთია. მაინც ჩემთან მოხვალ, რა მრწამსიც არ უნდა გქონდეს!” ამინ!
……… თავისი გზით მივიდა უფალთან და მან მიიღო თავისი შვილი ღირსეულად, ვხედავ, მომავალში. ამინ!

2006 წელი, 30 ნოემბერი.


საქართველოს ამერიკა არ თმობს, არც რუსეთი. ერთი, რასაც რუსეთი შეძლებს, ეს მკვლელობაა. ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოკლავენ! პრეზიდენტი კოსმოსში ძალიან დაუცველია, მისი ყველა კარი ღიაა. ეს

2007 წელი

ვხედავ, როგორ გაბოროტდებიან ადამიანები, როგორ სცოდავენ და მათ სისასტიკეს ზღვარი არა აქვს. ფრთხილად! ბოროტება ბოროტებას თესავს! თქვენივე სისასტიკე, ვხედავ, როგორ განადგურებთ! ამინ!

2007 წელი, 16 იანვარი.

ხალხს ეშინია წინააღმდეგობის გაწევისა. მათ არავინ დაიცავს, დასაჭერად რომ მიადგებიან. უბრალოდ, მათი დაცვის მექანიზმი არ არსებობს და ყველაფერი ეს წარსულში რჩება. მოკლედ, კისრებიც გიტეხიათო, მთავრობას ფეხებზე კიდია ყველა და ყველაფერი. ისინი თავიანთ პოლიტიკურ კურსს არ გადაუხვევენ, თუნდაც ყველა ამოიხოცოს.
ჟურნალისტებს და ტელევიზიებსაც დაერევიან. ვხედავ, ჟურნალ-გაზეთები იხურება, ასევე რამდენიმე ტელევიზია; იყიდება გამომცემლობა “საქართველო” – უცებ დაიწყებენ გამოყრას შენობიდან. ირგვლივ ნგრევაა, საკუთრებას ხელყოფენ, ართმევენ კანონის სახელით! დიდი ცოდვის ბორბალი ტრიალებს! მოკლედ, ვხედავ, საქართველოში ქართველები ლტოლვილები არიან.
იწერება ტომები, რომლებიც, ვხედავ, მომავალში აუცილებლად გაირჩევა. ჩივის მთელი საქართველო და ყველა ყველაფერს იბრუნებს.
ფრთხილად! “დრონი მეფობენ და არა მეფენი! არსებობს ის, რაც თქვენ, ადამიანებო, არ იცით და ვერც წარმოიდგენთ. როცა გადახვალთ იმ ცხოვრებაში, ნახავთ, რომ იქ ყველაფერი სულ სხვანაირად არის: “აგეთ პასუხი!”
ფრთხილად! წუთისოფელში ცხოვრობთ დღეს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თითქოს დათბება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთი მაინც მტრობს მთავრობას. პრეზიდენტს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამერიკა-ევროპასთან.

2007 წელი, 18 იანვარი.

ვხედავ, ახალი სახეები ჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში. ამაზე ჩვენი მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან აფორიაქდებიან. ტელევიზიითაც იკითხავენ, ვინ არის ეს ხალხიო? მაგრამ ბრძოლა, ვხედავ, ძალიან გაუჭირდება.
იქმნება ახალი პარტია, დიდი ფული აქვთ, დიდი ძალები დგანან მათ უკან

ზეციური ხედვა

“ჰე, მეომრებო, დროშა გაშალეთ,
დროშა ქართული, დროშა ლაზური,
ცეცხლით, მახვილით მოვდივართ, ფრთხილად!
მტერს გავუთენებთ სისხლიან დილას!”

ფრთხილად, წარსული მეორდება. პარტია, რომელიც შეიქმნება, ვხედავ, იარაღს აჟღარუნებს. ჩვენ პოლიტიკოსები ვართო, ამბობენ, მაგრამ ჩოხის ქვეშ იარაღს აჟღარუნებენ, ასე ვხედავთ. ეს ყოველივე, ვხედავ, პატარა პერიოდით განისაზღვრება.
ადრე ვთქვი, ახალი ჯაბა იოსელიანი მოდის-მეთქი. ეს ის დროა. დიდ დარტყმას მიაყენებენ მთავრობას, მათ ხალხს.
რუსეთი ძალიან აქტიურობს, ვხედავ.
უკრაინა მოწყდება საქართველოს. ისე სრულდება ყოველივე, როგორც ვიწინასწარმეტყველე ადრე.
დიდი ცვლილებებია, ვხედავ. პრემიერ-მინისტრს მოხსნიან.
ახალი თავდაცვის მინისტრი ამერიკელი ქართველია.
ერთიანდება ბევრი სამინისტრო. ზოგიერთს ისევ დაშლიან, მაგალითად, ძალოვნები ცალ-ცალკე დარჩებიან, დანარჩენი სამინისტროები ერთიანდება. საფინანსო+საბაჟო+ეკონომიკის სამინისტროები ერთიანია. აქ ძველი უფროსი ბრუნდება.

2007 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება.

რუსეთი, ვხედავ, მომავალში იწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის განხილვას, მაგრამ აქ სულ სხვა ხალხს ვხედავ მთავრობაში. ასე რომ, საქართველოში დაიწყება დიდი ცვლილებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ვხედავ მეცნიერთა პარტიას, ბოლოსდაბოლოს. უცებ ძალიან სწრაფი ცვლილებები წავა. რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. აქ ყოველივე ამერიკის ჩარევის შემდეგ ხდება, იმიტომ, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს ვხედავ მომავალში, რომელიც საქართველოს ეხება.
იმ დროისთვის მუსლიმები, ვხედავ, ძალიან მომძლავრებულები არიან. მათ რუსეთის თანადგომა აღარ ჭირდებათ. ისინი მარტო დარჩენას არჩევენ. მათ იციან, რომ რუსეთი იგივე ამერიკაა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ბალანსია რუსეთ-ამერიკის თამაშში მუსლიმების წინააღმდეგ. ეს ასეა, ასე ვხედავ. ცალკე მდგარი, კონტროლის გარეშე დარჩენილი მუსლიმები კი მთელი საქრისტიანოსათვის ძალიან საშიშნი არიან. და აქ საქართველოს ტერიტორია ბრწყინვალე ბაზაა მუსლიმური სამყაროს გასაკონტროლებლად. ამიტომ რუსეთი დატკბება, ყველა დათმობაზე მიდის. აფხაზები საერთოდ ქრებიან, ოსები ჩრდილოეთ ოსეთია და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
ახლო მომავალში ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს. მას პირდაპირ ესვრიან! ისევ სიონის ტაძარი და ისევ პანაშვიდები!

2007 წელი, 20 იანვარი.

საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მომავალში. მათ მოუწევთ “დემოკრატიის” თამაში, რომელიც საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. შავი ძალები აკონტროლებენ საპატრიარქოს. ეს დიდ ქაოსს გამოუწვევს. ვხედავ, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამაზე ალაპარაკდებიან, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია.
ვხედავ, ამ წუთში უფალი როგორ დაეშვა დედამიწაზე. იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება! ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს! მან გამიღიმა და მითხრა: “დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება! სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად! ამინ!”
ვხედავ, უფალმა მთელ საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში!
ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!
ეს არის გაფრთხილება მსოფლიოს მიმართ. ყველაფერი შეიცვლება: ჩრდილოეთითა და აღმოსალეთით, სამხრეთითა და დასავლეთით!
ფრთხილად, ადამიანებო!

2007 წელი, 21 იანვარი.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი იწყება, ვხედავ. მათი კანცლერი დიდ შეცდომებს დაუშვებს. “არც ისეთი დიდი პოლიტიკოსია!” – ასე იტყვიან გერმანულ გაზეთებში და ტელევიზიითაც. ეს ჩანს რუსეთთან ურთიერთობაში. თითქოს ამერიკას ზურგი შეაქცია და რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობები დაამყარა. ამერიკა არ აპატიებს ამას ქალბატონს და დიდ ხაფანგს დაუგებს.
ერთი პერიოდი წავა დიდი დაპირისპირება. რუსეთი გაზთან დაკავშირებით ისევ აურევს, ვხედავ. დაიწყებენ ვაჭრობას, არღვევენ ხელშეკრულებებს, მაგრამ რუსეთი ამ თამაშში წააგებს. “დიდ რუსეთს~ აიძულებენ, შეწყვიტოს თამაში და ვალდებულებები შეასრულოს. ეს ასე იქნება!
სხვა საინტერესო გზაც არსებობს ევროპისთვის გაზის მისაღებად აღმოსავლეთიდან. ასეთ ნახაზს ვხედავ:
ეს პროექტი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წარსულში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო. ეს პროექტი მომავალში, ვხედავ, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ევროპისთვის. და საქართველო, მითუმეტეს, რომ ისიც ევროპაა, ვხედავ, დიდ მხარდაჭერას ღებულობს ევროპიდან ამ პროექტის საფასურად. ევროპა თვითონ ხდება შუამავალი ირანი-ბაქოს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისა თურქეთის გავლით. ამინ!

 

2007 წელი, 19 თებერვალი.

ვხედავ, ხალხს ოპოზიციისა არ სჯერა, ბევრი საქართველოს მტრებად მიიჩნევს მათ, არ ენდობიან.
დღევანდელმა მთავრობამ ზუსტად გამოთვალა, რაც გამოთვალა. “ღმერთმა ნუ ქნას”, –ფიქრობენ ისინი. – “მოვიდეს ისეთი ჯგუფი ოპოზიციისა, რომელსაც ხალხი გაყვება!” ეს უკვე დიდი კრახი, განადგურება იქნება მათი, ასი პროცენტით მთავრობის დამხობა.
ვხედავ, ხალხი ისეა გამწარებული, რომ ლიდერიც აღარ ჭირდება. ისინი ერთიანდებიან მაშინალურად. ყველამ იცის, რა უნდათ – ამ მთავრობის გადადგომა კი არა, ლიკვიდაცია! ეს ძალიან სახიფათოა! ხალხს დასაკარგი აღარაფერი აქვს; ხვდებიან და იციან, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს საქართველოში, არანაირი უფლებების დაცვა, სრული ვაკხანალიაა, უკანონობა, ძარცვა, მკვლელობები და ეს ყოველივე მთავრობიდან მოდის. ხალხი ფიქრობს ერთს: “ჩვენ თავს ჩვენვე მოვუვლით!” ამიტომ ფეხებზე იკიდებენ ყველას. მათ ერთი აზრი აერთიანებთ: შეიჭრან სასახლეში და საკუთარი ხელით მოახრჩონ მთელი მთავრობა და პარლამენტი. არავის ინდობენ! ღმერთო, შენ უშველე საქართველოს! ამის ნიშნები იქნება მოულოდნელი მკვლელობები, მაგალითად, პატრულების, პროკურორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, გამომძიებლებისა და სხვ. აი ნახავთ! ეს ყველაფერი დღეს იწყება.

2007 წელი, 19 აპრილი.

რუსეთი ყველა წამოწყებულ ტერორს საქართველოს მიმართ წააგებს ასი პროცენტით. ამას ყოველთვის ასე ვხედავდი და ასეც ასრულდება. თვითონ რუსეთს უჭირს. პრეზიდენტი პუტინი სხვა კანდიდატს ვერ ხედავს საკუთარ პოსტზე და იწყებს დიდ თამაშს. იგი კიდევ მოდის, მაგრამ ბედისწერაზე გამართლება აღარ აწერია, როგორც წარსულში იყო.
ყოველივე იცვლება. რუსეთი კარგავს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საერთოდ კავკასიას. კავკასია კი საქართველოდან იწყება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ შეარყევს!
დღეს საქართველო გადის რთულ პერიოდს. ყველაფერი კიდევ უფრო დაიძაბება. ხალხის გაოგნებისა და დაშინების პერიოდი უცებ ქრება. ოპოზიციას ხალხი არ ენდობა, არც ახალ პოლიტიკოსებს ენდობიან, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავენ. ისინი ერთიანდებიან. ყველა ლიდერია და ერთმანეთს უთმობს.
ვხედავ, პარტია `ახლები~ ელოდება, ხალხი როდის დაუჩოქებს, თქვენი ჭირიმე, თქვენ მოდით მთავრობაშიო. არადა, ამ დროს, მათ პარტიას ხალხი არ ღებულობს საერთოდ!!! ისინი წააგებენ!
ვიმეორებ, ხალხი ერთიანდება. ვხედავ, რომ გაჭირვება აერთიანებს მათ და მეტი არაფერი!
ცხელა, ფასები აიწევს, ხალხი გადასახადებს ვერ იხდის, ყველა გარეთ გამოდის. ლიდერი არ ჩანს, მაგრამ მაინც იკრიბება მთელი საქართველო!
ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!

2007 წელი, 22 აპრილი.

მამები და შვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს დაპირისპირება ცოტა უცნაურიცაა, იმიტომ, რომ ვხედავ, ეს მთავრობის ჩანაფიქრია. დიახ, მთავრობის. მთავრობა მუშაობს მხოლოდ ბავშვებზე, 13-14-15 და ა.შ. წლის მოზარდებზე. ის, რაც გათვალეს, ფსიქოლოგიურად გამართლებულია.
ამ ტალღას ვერავინ შეაჩერებს. მათთვის აკადემიკოსი, პროფესორი, გამოჩენილი ადამიანები არ არსებობენ! “ისინი საქართველოს მტრები არიან!” – ეუბნება მათ პრეზიდენტი და მათაც სჯერათ. პრეზიდენტი ბავშვებისთვის ღმერთია, დიახ, ღმერთი! ისინი თავისებურად აანალიზებენ ყველაფერს და ამას დიდი გამოცდილება და ნიჭი არ ჭირდება.
სტუდენტები, რეზერვისტები… ვხედავ, პრეზიდენტმა ყველაფერი ახალგაზრდობის სასწორზე დადო, მთელი პოლიტიკა ააწყო ახალგაზრდებზე! ფრთხილად!!!!!!!!!!!!
ეს ბანაკიც ორად გაიყოფა. ერთი არაფერი არსებობს ბუნებაში. პარალელურად იქმნება “რესპუბლიკელთა” ახალგაზრდული გაერთიანება და იგივე მოხდება ყველა პარტიაში. ყველას ყავს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელნიც პრეზიდენტის ჯგუფს დაუპირისპირდებიან.
ვხედავ დიდ გამოსვლებს, მასშტაბურ აქციებს. მთავრობას უკვე მართლა შიში შეიპყრობს. ახლოვდება წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი. ამინ!

2007 წელი, 24 აპრილი.

მომავალში პარლამენტში სულ სხვა ხალხს ვხედავ.
მინდა ავხსნა ეს ხედვა: ის პარლამენტარები, რომლებიც უკვე 10-15 და მეტი წელია პარლამენტში სხედან, აგრეთვე ძველი პარტიებიც, არენიდან ქრებიან. ისინი პარლამენტში ვეღარ მოვლენ! ბევრი დაკარგავს ქონებას.
ვხედავ ახალი მოწყობის პარლამენტს. ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე. დიახ, ასეა, ყველაფერს ბოლომდე შეცვლის ჩვენი მთავრობა.
რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. იგი საბოლოოდ წაეჩხუბება ევროპას. აი, აქ გამოადგება საქართველოს ბაქო-ჯეიჰანის მილები (ასევე სხვა მილებიც, გაზისაა ეს თუ ნავთობისა). ყველაფერი სრულდება.
რუსეთი, სადაც მარტო მოსკოვში ცხოვრობენ კარგად, ძალიან დასუსტდება. პუტინს უჭირს უკვე, ბევრი გაილაშქრებს მის წინააღმდეგ, ყველას მისი წასვლა სურს. ვხედავ, იგი ცდილობს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა.
საქართველოში კი ხალხს ძინავს (“როსღა გეღირსოთ თქვენ გაღვიძება?!”). ამერიკა და ევროპა მხარს უჭერს თვინიერ პრეზიდენტს. მათი შემუშავებული პროგრამა მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველივე დროებითია. საქართველო ძალიან მალე გამოიღვიძებს, ძალიან მალე!

 

2007 წელი, 26 აპრილი.

ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს!
იხურება გაზეთები. ფასების ზრდა ბევრ საქმოსანს მიაყენებს დიდ დარტყმას, ბევრი გაკოტრდება, ბევრი დაიხურება. დგება დიდი კრიზისი საქართველოში.
შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე. ფრთხილად! მთავრობა არ დაუთმობს პატრიარქს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აქაც გატარდეს რეფორმები. პატრიარქი დასუსტდა. ისე, ბევრს დაიჭერენ. ამას მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ.
ძალიან აირევა ყველაფერი. ხალხი გაოგნებულია, მაგრამ არაფერი აღარ უკვირთ. ისინი უძლურნი არიან შეებრძოლონ ახალგაზრდა `პატრიოტებს~, ისინი ყველას აშინებენ. მაგრამ მუდმივი არაფერია. ისინი ფაშისტები არიან. ეს ასეა. ამას მთელი საქართველო იტყვის. ისინი შეუცვივდებიან სახლებში ყველას და არა მარტო სახლებში, გალახავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ და ამას სიამაყით ჩაიდენენ, რათა მამას – პრეზიდენტს ასიამოვნონ. ყველა მის ბრძანებას ასრულებს. “პატრიოტებს” პრეზიდენტი ყველაფრის უფლებას აძლევს.

2007 წელი, 28 აპრილი.

რუსეთი უძლურია საქართველოსთან მიმართებაში. იგი ძულს საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამო, ამიტომ არ სურს საქართველოს რუსეთის გაგონებაც კი. თუ რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მაშინ რუსეთი მოიპოვებს საქართველოს ნდობას, მაგრამ ვხედავ, რომ გვიანია. ამერიკას საქართველო, მისი ტერიტორია ჭირდება (1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება).

2007 წელი, 9 ივნისი.

მომავალში ძალას კარგავს ერთი ძალიან პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი. “ეს ქალბატონი ყველანაირად ცდილობს, თურქეთის გავლენა გააძლიეროს საქართველოში სწავლის მხრივ, ჩაკლას ქართული დედაენა, ილია, ვაჟა, აკაკი…” _ ასე შეაფასებს მთელი საქართველო სასწავლებლის ხელმძღვანელის ქმედებას.
მისთვის ეს საქმე, როგორც ვხედავ, არის მხოლოდ დიდი ბიზნესი, სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ უფალი არ მიცემს ნებას, რომ წარყვნას პატარა საქართველო. ვხედავ, მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო. იგი ყველაფერს კარგავს. ისეთი სენი, ავადმყოფობა შეეყრება, რომლისგანაც ვერ განიკურნება.
ქართული ცოდნის აკვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ჩაკლეს და გაანადგურეს და თურქებს კი არანაირი ხელშეწყობა არ მოაკლდათ. ირგვლივ ქართული აღარაფერია, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველო მალე გაიღვიძებს! ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი და მთელი ერი აღსდგება და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს! საქართველო იცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას და ეს ყოველივე ხდება საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ამინ!
და აღსრულდება ნება უფლისა ჩუენისა!

2007 წელი, 30 ივნისი.

საქართველოში დაჭერები ისევ გრძელდება. ვხედავ მოსამართლის სიკვდილს – მოკლავენ.
წავა დიდი დაპირისპირებები. წართმეული ქონების, ასე ვთქვათ, ყოფილი მეპატრონეები მთავრობას უპირისპირდებიან. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ისინი ძალადობის მომხრეები არიან, სასტიკად უსწორდებიან, ანუ კლავენ კანონმდებლებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს… ვხედავ ორი პარლამენტარის სიკვდილს და ხდება ისე, რომ შიში, ძალიან დიდი შიში ისადგურებს `ნაციონალებში~. სიტყვა `ნაციონალი~ ხალხს აღიზიანებს. ფრთხილად!!!
მომავალში, წართმეულ ქონებას, ფულის თუ უძრავი ქონების სახით, ყველა დაიბრუნებს. აი ნახავთ!!!
ვხედავ, მთავრობა როგორ აგდებით ეკიდება საპატრიარქოს – სასამართლოებს გაუმართავენ, მთელ ქონებას დაუთვლიან და ხარკს მოთხოვენ, ბევრ რამეს ჩამოაჭრიან.
ვხედავ, ქართულ ეკლესიას ეშმაკნი დაეპატრონნენ. წავა დიდი ბრძოლები და დგება დრო, როცა ეკლესიაში იქადაგებენ მთავრობის წინააღმდეგ და ამის გაკეთება არავის შეეშინდება იმიტომ, რომ ეს პატრიარქმა ბრძანა. იქნება ბევრი ღალატი, მაგრამ ამ ყველაფერში უფლის ხელი ურევია და ვაი მათ – საქართველოს მტრებს! ვაი “ნაციონალებს!!!” ამინ.

2007 წელი, 1 ივლისი.

საპატრიარქო აირევა. მთავრობა იწყებს შემოწმებებს, შედის ფინანსური სამსახური და პროკურატურა. ეს არნახულ ქაოსს გამოიწვევს.
ვხედავ, ძალიან მძიმე დღეები დაუდგება ქართულ მართლმადიდებლობას. ადამიანები ირგვლივ თითქოს ზომბირებულები არიან, რეაქციას არ ავლენენ. მაგრამ ეს, ვხედავ, დროებითია. შიში სწრაფად ქრება,
ხალხი, მთელი საქართველო ქუჩაში აღმოჩნდა, დასაკარგი არავის აღარაფერი აქვს. მაგრამ ლიდერი? იგი ჯერ არ ჩანს. ხალხს ოპოზიციის არ სწამს, არ სჯერა. “ისინი ხომ რევოლუციის მონაწილენი არიან, პრეზიდენტს ხომ მხარს უმშვენებდნენ?” – და ხალხი მათ არ ენდობა.
მოულოდნელად ყალიბდება ის მეცნიერთა პარტია, რომელიც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე, როცა ვხედავდი დღევანდელ გაყინულ ტვინს საქართველოსი (მაშინ ეს ძალიან მიკვირდა, მაგრამ დღეს ყოველივე ასეა). მეცნიერთა პარტიაში მიდიან ახალგაზრდები, ნამდვილი ქართველები, ნამდვილი პატრიოტები. მათი გამოსვლები და მიმართვები ქართველთა მიმართ მთელ საქართველოს გამოაფხიზლებს და წამოვა დიდი ტალღა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. ფრთხილად!
რაც არ უნდა მოიმოქმედოს პრეზიდენტმა, ვერაფერს გახდება. მე მას მომავალში ვერ ვხედავ!

2007 წელი, 2 ივლისი.

ვხედავ ახალი ხალხი, ანუ ახალი პოლიტიკოსები ჩნდებიან არენაზე. საზოგადოება მათ კარგად არ იცნობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რითი წარსდგებიან ისინი საქართველოს წინაშე. ეს სუფთა ძალაა, მათ უკან არც რუსეთი დგას და არც ამერიკა. დიახ, ასე ვხედავ. მათ აფინანსებენ ქართველი ოლიგარქები და თავისუფალი პოლიტიკური მოქმედების საშუალებას აძლევენ!!! ხალხი, ანუ საქართველო მათ მიიღებს ასი პროცენტით. ისინი მოიწვევენ პროფესიონალებს, წარსულში “ჩარეცხილ” პროფესიონალებს!!!
ქართული სული ცოცხლდება! “ნაციონალები”, ვხედავ, როგორ აღიგვებიან პირისაგან მიწისა. ისინი იშლებიან, აღარ არსებობენ.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს! ისევ პანაშვიდები…
დიდი ბანკი `სახალხო ბანკი~, ვხედავ, გაკოტრებულია. პენსიონერები სხვა ბანკში გადაყავთ. ამას ტელევიზიით განაცხადებენ. რუსები გარბიან, თუ არადა დაიჭერენ.
პარლამენტში დიდი ომები გაიმართება, ერთმანეთს დაერევიან, იქნება დიდი ცემა-ტყეპა, მუშტი-კრივი, მთავრობა კონტროლს კარგავს.
განათლების მინისტრს ესვრიან, ვხედავ ასი პროცენტით. დაიწყება ანგარიშსწორებები, დაცვა ვერ უშველით. ქონებაწართმეული და ქუჩაში დარჩენილი ხალხი ნელ-ნელა მთავრობის სასახლის წინ იკრიბება და ეს არის ლამის ხუთი მილიონი ადამიანი! მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!
ჯარი? პოლიცია? სასაცილოა!
ისინი შტურმით იღებენ მთავრობის სახლს!

2007 წელი, 4 ივლისი.

იქმნება ახალი პარტია – მეცნიერთა პარტია. ხალხი დაიძვრება ამ პარტიისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც დღეს ამბიციები აწუხებს პრეზიდენტობისა, მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში… არც პოლიტიკაში!
ვხედავ, ჟურნალისტები ისევ აფორიაქდებიან, მთავრობა ილაშქრებს მათ წინააღმდეგ, იგივე მეორდება. კოსტავას ქუჩაზე მდგარ შენობაში პოლიცია შევარდება მოულოდნელად და ყველას გამოყრის. იქ მოღვაწეთა აზრი მთავრობას არ აინტერესებს. პასუხი ასეთია: “ხომ გაფრთხილებდით?”
ვხედავ, როგორ გალახავენ და დაიჭერენ ჟურნალისტებს ხულიგნობის მუხლით. “ეს უკვე მეტისმეტია!” – იტყვის ხალხი და მეტი არაფერი. ისე არ ხდება, როგორც წარსულში იყო, “რუსთავი2″ -ის დასაცავად რომ შეიკრიბნენ. `აბა, გამოდით, დედას გიტირებთ!~ – ასეთია მთავრობის პასუხი. თითქოს სხვა ჟურნალისტები აჩოჩქოლდებიან, ერთიანდებიან, ბოიკოტს აცხადებენ, მაგრამ მერე ყველა გაიქცევა.
ვხედავ, ბევრი გაზეთი იხურება – ხალხი აღარ კითხულობს. ვხედავ ცნობილი და არაცნობილი ჟურნალისტების სიკვდილს, მაგრამ ეს არავის აწუხებს.
რაც ხდება, ეს ყოველივე უფლის წყალობით შეჩერდება უკვე მალე, თორემ ხალხი ისეა დაკნინებული, რომ საქართველოს დაცვის თავი არავისა აქვს. ქართული სული ჩაკვდა, მაგრამ ვხედავ, როგორ აღიმართება მახვილი უფლისა და მოკვეთს საქართველოს მტრებს და აღგვის პირისაგან მიწისა უწმინდურთ. ამინ!

2007 წელი, 7 ივლისი.

რუსეთის ყველა მცდელობა ჩაშლილია საქართველოს მიმართ. ამ ბრძოლით იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და ევროპა-ამერიკას უფრო გაუმძაფრა სურვილი, რომ საქართველოს დაეხმარონ. რაც არ უნდა მოიმოქმედოს კრემლმა – რუსეთმა, ღმერთი არ დაუშვებს მათი ბინძური გეგმების განხორციელებას საქართველოში. დიახ, ეს ასეა. რასაც ვხედავ და მეუბნებიან, ყოველი წინასწარმეტყველება ჩვენი, აღსრულდება უფლის ნებით, ვინაიდან, ყოველი თქმული მისგან წარმოდინდება. ამინ!
რუსეთი ამ ბრძოლას წააგებს. ასევე წააგებს უკრაინაშიც. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი. ვხედავ, მომავალში უკრაინის მთავრობაში მოდიან ახალი ძალები, ანუ ახალგაზრდები და ყოველივე იშლება. იქმნება და შენდება ძლიერი, ახალი უკრაინა. რუსეთი წააგებს!
რუსეთის პრეზიდენტს ბევრი დაუპირისპირდება. მას ჰგონია, რომ ძლიერია? არა, მის ჩანაფიქრებს ასრულება არ აწერია. ვისი იმედიცა აქვს, ის უღალატებს. როგორც კი პრეზიდენტი გახდება, ყველაფერს ივიწყებს და სულ სხვა პროგრამას განახორციელებს. ამას ყოველივეს ვხედავ მომავალში.
საქართველოში კიდევ ორი დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ! ამას ვერაფერი შეცვლის!

2007 წელი, 8 ივლისი.

ინტელიგენცია ერთიანდება. “დაყავი და იბატონე?” ვარსკვლავები კი გაუხსნეს ცნობილ სახეებს, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ შეცდნენ. ისინი არ გაჩუმდებიან და არ გამოეყოფიან თავიანთ წრეს, თავის ხალხს და უარყოფენ მთავრობას იმიტომ, რომ ისინი ისედაც დიდი ვარსკვლავები არიან ყოველი ქართველის გულში. მათ რეკლამა არ ჭირდებათ, არც ქვაზე დახატული ვარსკვლავები. უბრალოდ, ვხედავ, რომ ეს ძალიან დიდი პიარია. ამას ამერიკა აკეთებს, ეს ჰოლივუდის ტრადიციებია – ფეხის, ხელის ანაბეჭდები და ა.შ. ასე რომ, ჩვენი, ქართველი ვარსკვლავების გულის მოგება პრეზიდენტმა ვერ შეძლო.
ინტელიგენცია ერთიანდება, რათა გადარჩეს სარწმუნოება, ენა და მამული!!! იცოდეთ, რომ აქ ჩართულია უზარმაზარი ენერგიები, რომლებიც კოსმოსიდან მოედინება. ვხედავ, რომ დროა, საქართველო მოექცეს დაცვით წრეში.
მინდა გამცნოთ ხედვა, რომ რუსეთისთვის საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო, თუმცა რუსეთი კატასავით ზურგზე არ ეცემა და არ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება კავკასიაში.
ვხედავ, საქართველოს პრეზიდენტი როგორ ყვირის ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად, რომ სოჭი არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის ფაქტი რუსეთის მტაცებლური პოლიტიკისა საქართველოს მიმართ და ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპა ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს. ეს კი ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისთვის.

2007 წელი, 9 ივლისი.

საქართველოს პატრიარქი, როგორც ადრე აღვნიშნე, იწყებს მშვიდობიან ბრძოლას პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხილული იქნება ხალხისთვის და ამას ჩვენი მთავრობა ვერ აიტანს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. ხალხი და მთელი საქართველო ძალიან დაიძაბება. ისინი ვერ იხდიან გადასახადებს. ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება. ის საშუალო ფენაც აღარ არსებობს, ვის ხარჯზეც ფიქრობდა პრეზიდენტი გადასახადების გადანაწილებას. დაბალი და საშუალო ფენა აღარ არსებობს! ვისაც ფული აქვთ, მათ თანამდებობები უკავიათ – `ნაციონალებს~. წასართმევი ქართველებს აღარაფერი დარჩათ. თუ დააკვირდებით, მხოლოდ ქართველებს ართმევენ! ამას ისტორია აუცილებლად აღნიშნავს.
ვხედავ სერიოზულ დაჯგუფებებს, შეიარაღებულ ხალხს. ფრთხილად! ესენი ყაჩაღები არ არიან, ეს ქონებაწართმეული საშუალო და დაბალი ფენის ადამიანები არიან. ხალხი ხელში იარაღს იღებს! ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! ასიდან ასმა პროცენტმა, ვხედავ, პრეზიდენტი უკვე უარყო. ხალხი მათ არ გაყვება! პრეზიდენტი წააგებს – მე მას მომავალში საერთოდ ვერ ვხედავ.
ჟამი განკითხვისა ახლოსაა!
იცით, რას ვხედავ? საქართველო მათ გარეშეც (პრეზიდენტის გარეშე) შევიდოდა ევროპის შემადგენლობაში და ნატოში (1992 წლის წინასწარმეტყველება), იმიტომ, რომ ასე აწერია საქართველოს ბედისწერაზე. ასე რომ, მთავრობა აქ არაფერ შუაშია. გაიგეთ!!!

2007 წელი, 10 ივლისი.

ვხედავ, ოპოზიცია თითქოს უფრო მომაგრდება, ანუ ხალხი იწყებს გაერთიანებას მათ ირგვლივ. ეს უზარმაზარი მასაა, რაც პარლამენტშიც ძალიან აშინებთ, მთავრობაშიც და პრეზიდენტსაც. ყოველივე იძაბება ირგვლივ. ხალხი, ვიმეორებ, ვერ იხდის გადასახადებს.
წყალი? ნათესები ხმება. დიახ, როგორც ზღაპრებშია, გველეშაპი რომ იჯდა წყლის სათავეში. ჰოდა, მოვა მზეჭაბუკი და გველეშაპს გაანადგურებს.
იქმნება (ვიმეორებ ასჯერ დანახულს) “მეცნიერთა პარტია”, მოდის ახალგაზრდა და იგი იხსნის საქართველოს. ამინ!
დღეს კი ხალხი იმას იმკის, რაც დათესა. ეს საქართველოსთვის ჭკუის სასწავლებელია. ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ქართველი, დიახ, ქართველი უნდა გახდეს საკუთარი მიწის ბატონ-პატრონი და არა ურჯულო და გადასახადს ყველა სიხარულით გადაიხდის საქართველოს ბიუჯეტში. დღეს კი სულ სხვა პოლიტიკა ტარდება – ამერიკული კულტურის დანერგვა. თითქოს საქართველოს, ამ ძირძველ ქვეყანას, კულტურა არ გააჩნია.
ფრთხილად! ქართული გენი, ქართული სისხლი, ვხედავ, როგორ დაახრჩობს შემოსეულ ურჯულოებს! ამას არ აპატიებს უფალი მათ შვილთაშვილებსაც კი!
არც ქართულ ეკლესიას მოაკლდება უფლის რისხვა. ისინიც, მღვდლებიც სასტიკად დაისჯებიან. ამინ!

2007 წელი, 18 ივლისი.

ვხედავ, მომავალში ჩვენი პრეზიდენტი ძალიან საშიშ ნაბიჯებს გადადგამს პოლიტიკაში. მას ურთიერთობები ძალიან დაეძაბება ამერიკის მთავრობასთან და მას არ აპატიებენ რუსეთის ღალატს. დიახ, წარსულში ამერიკისთვის სანდო საქართველოს პრეზიდენტი მეტად საშიშია, მით უმეტეს, რომ ამ მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და უმაღლეს დონეზე შესრულებულმა პიარმა უარყოფით პიკს მიაღწია. მთელი საქართველო ფაფარაყრილ ლომს ემსგავსება! ხალხი გარეთ გამოდის. ასეთი რამ 20-იანი წლების ამერიკა-ევროპაში არ ჩაუდენიათ მათ მთავრობებს. ყველაფერს ფარდა აეხდება. მე ამ გამოსვლებს დავარქმევდი მშვიდობიან ომს. აქ ამერიკელების ხელიც ურევია. ითქმება ყველა ის საშინელება, რაც მთავრობამ ჩაიდინა. ყველა გაოგნდება.
ზოგიერთი უცხოელი საკუთარ ქვეყნებში საშუალო ფენას წარმოადგენს და აქ ჩვენი მთავრობა ნაცარს გვაყრის თვალში. არც ერთი უცხოელი, ჩინელი, არაბი, ზანგი და ა.შ. გარდა მართლაც ნორმალურისა, არ დარჩება ჩემს საქართველოში, მერწმუნეთ! საქართველო დიახაც მხოლოდ ქართველებისაა და მეტი არავისი! ასეთია ნება ღმერთისა და უფლისა ჩვენისა!
“და ესე წალკოტი ქართველთა, ჩემია მხოლოდ – უფლისა!’ დაიჯერეთ, ეს ასი პროცენტით აღსრულდება და დარუბანდიდან ტრაპიზონამდე უფლის საუფლო მისი ადგილი

2007 წელი, 20 ივლისი.

ვხედავ დიდ, გლობალურ ცვლილებებს არა ბუნებაში, არამედ მთელი მსოფლიოს ქვეყნებში; ბევრი რამ შეიცვლება. ახალი ხელისუფალნი ახალ, მეტად უცხო პოლიტიკას ატარებენ და მრავალი ქალია პრეზიდენტი.
და მთავარი: ვხედავ, როგორ უბრუნდებიან ადამიანები თავ-თავიანთ სამშობლოს: ზანგები აფრიკას, ჩინელები ჩინეთს და ასე გაგრძელდება.
ვხედავ, რუსეთში წავა დიდი დაპირისპირებები. პრეზიდენტის გუნდი იშლება. მას ტერორს მოუწყობენ. იგი დედამიწიდან ქრება. `იგი დიქტატორია!” – ასე იტყვიან.
ვხედავ, ხალხი შიმშილობს. ფასების მომატებას ვერ აიტანს საქართველო. ორ კურდღელს პრეზიდენტი ვერ და არ დაიჭერს. იგი წააგებს მომავალში, ვხედავ ასი პროცენტით.

2007 წელი, 24 აგვისტო.

საქართველო მთლიანად შავ ენერგიებშია გახვეული. დიდი სიმძიმეა. ვხედავ, ზუსტად აქ იბადებიან ნამდვილი ქართველები. ეროვნული, ქართული სული იმარჯვებს. ისინი მრავლად არიან. საქართველო გადარჩება. ამინ!
უცხო ტომებით აივსო საქართველო, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ყოველივე დროებითია. ისინი ფეხს ვერ მოიკიდებენ, როგორც არ უნდა ჩანდეს დღეს.
დიდი ომი იქნება, ვხედავ, მთავრობასა და ხალხს – ქართველ ხალხს შორის. ჯარი, “ომონი” და სხვანი ვერაფერს გახდებიან. ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები, რომლებიც ფულს ათეთრებენ საქართველოში. ძალიან ბევრ რამეს იტყვიან ამაზე. წართმეულ ქონებას სა

    2008 წელი

ვხედავ  ქაოსს, არეულობებს, აღელვებულ ხალხს. მათ ვერავინ შეაჩერებს. მერე კი ვხედავ, როგორ დალაგდება და დამშვიდდება ჩემი საქართველო.
იქმნება ახალი მთავრობა, ახალი პარტიები, მოდიან მეცნიერები. ვხედავ კოალიციურ მთავრობას (იხ. წინასწარმეტყველება 1992 წლისა) ანუ პარლამენტს.
საქართველო ძლიერია!
შევდივართ ნატოში!
ხალხი წყვეტს ყველაფერს.
საპატრიარქოში დიდი ცვლილებებია...
ოლიგარქი ბიუჯეტში დიდ თანხებს დებს.
პატარა ომები!!!
რუსეთთან ნაყოფიერი მუშაობა დაიწყება.
იქნება დიდი, ხმაურიანი სასამართლოები.
დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ და სხვა მრავალ ინფორმაციას, რომელთაც ვიწინასწარმეტყველებ.
ქართველი წინასწარმეტყველი
ლელა კაკულია.

ესე არს სიტყვა უფლისა, სიტყვა მართალი, რომელიც მის ბაგეთაგან იფრქვევა და ჩვენ – ანგელოზნი, ვამცნობთ ქვეყანას!
დრო არ არსებობს კოსმოსში.
დრო არ იკითხოთ.
როდის რა ასრულდება, ეს უფალმა იცის.

2008 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა, ბაკურიანი.

ვხედავ, ექსპრეზიდენტმა სინამდვილეში არჩევნები წააგო! `იგი მოძალადეა, დიქტატორი!~ – ამას მალე მთელი საქართველო იყვირებს. მას სომხებისა და თათრების პრეზიდენტს დაარქმევს საქართველო.
ვხედავ, თუ რა მზაკვრული გეგმები აქვს საქართველოს მიმართ:
დააქციოს საპატრიარქო, მოსპოს პატრიარქი, ეკლესიები;
დაიჭიროს და ჩახოცოს ოპოზიცია ბოლომდე – თუკი შეძლებს;
ისევ განაგრძოს 1937 წელი, ანუ დაჭერები და მკვლელობები;
დააქუცმაცოს საქართველო, გაყიდოს ტერიტორიები;
კიდევ უფრო აქტიურად დაუნგრიოს სახლები ქართველებს, წაართვას, თუკი რამე დარჩათ – მიწები, პატარა ბიზნესები და ასე შემდეგ.
ექსპრეზიდენტმა, მშვენივრად იცის, როგორ მოიგო ვითომ არჩევნები. მას სძულს, დიახ სძულს საქართველო, რომელმაც უარყო იგი.
მაგრამ თავად ხალხსაც სძულს იგი. ამ არაადამიანში იმდენი სიბოროტეა, ვერც კი წარმოიდგენთ. მისი ტვინი დაავადებულია საშინელი ამბიციით, სისხლის წყურვილით, განადგურებითა და მკვლელობებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი: ის ნორმალური არ არის! ნერვიული, ფსიქიურად დაავადებული ადამიანია, მშიშარა და საცოდავი, როგორც გიჟებს ჩვევიათ. სამკურნალოა!
იგი გაუნათლებელი პიროვნებაა! მისი მიზანია, გადააშენოს ქართველები! იგი ვერ იტანს ქართულ გენს, ტრადიციებს, ზნეს, ჩვეულებებს და იმ ქართულ ღირებულებებს, რომლებიც ლამის ადამ და ევას დროიდან ამშვენებს ჩვენს ერს.
ვინ არის ექსპრეზიდენტი? – ჯოჯოხეთის მოციქული, მოვლენილი დედამიწაზე, რათა სიკეთე და სიცოცხლე ჩააქროს საქართველოში! მოვიდა იგი ეშმაკი და ალაპარაკდა მრავალ ენაზე, დაიპყრო ხალხის გულები იმით, რომ შეპირდა მათ ყოველივე სიკეთესა და სიმდიდრეს. სიტყვით არ დაიშურა არაფერი, დაიკავა ადგილი იგი – საქართველო და გამეფდა. ხალხმა ირწმუნა და თავი დაუხარა, შავი საქმენი მისი უხმოდ მიიღო. უხაროდათ სხვისი დაჭერა, ქონების წართმევა, რადგან თვითონ არაფრის მქონენი, მსგავსნი ეშმაკისა იყვნენ ყოველთვის სულიერად გაძარცულნი, და მათმა შინაგანმა სიბოროტემ გზა გაუთავისუფლა დიდ ეშმაკს – ექსპრეზიდენტს, რათა დაპატრონებოდა ღმერთის სამოთხეს – საქართველოს! ასეთი უგუნური ბევრი აღმოჩნდა და ამიტომაც მოუვლინა უფალმა საქართველოს სახადი, რათა მოხდეს განწმენდა ერისა და გადარჩენა ყოველივე ქართულისა დედამიწაზე. ამინ!
და აღსრულდება ჩვენი წინასწარმეტყველებები და გადარჩება საქართველო!!!
საქართველოს ისტორიაში იგი ჩაიწერება, როგორც მკვლელი პრეზიდენტი, კაცთმოძულე, ქრისტეს მოძულე!
საქართველო მას არ აპატიებს! იგი ქართველ ხალხს სძულს!
მოვიდა იგი ეშმაკი, მაგრამ ვერ დაეპატრონა წალკოტს, რომელსაც საქართველო ჰქვია. დიახ, უფლის სამოთხედ იწოდება საქართველო კოსმიურ ზოლში!
დღეს კი ყოველივეს მოიმოქმედებს იგი უწმინდური, მაგრამ მისი დრო ამოიწურა. აი, ნახავთ, იები დაეყრება გულზე და დაწყნარდება მთელი საქართველო!!!
განიწმინდება ერი ჩემი, გასუფთავდება და დაწყნარდება. მოდიან მეცნიერები, მოდის `გიორგი ბრწყინვალე~, ამინ!!!


2008 წელი, 8 იანვარი, ბაკურიანი.

ვხედავ, ხალხი აღარ ენდობა ჟურნალისტებს. რას ნიშნავს ეს, მომავალში ყველა დაინახავს.
მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ტელეარხს `იმედი~ მხოლოდ ორი საათი ჭირდება, რათა ობიექტურად (რისიც ეშინია მთავრობას) გააშუქოს მოვლენები, თუ რა ხდებოდა არჩევნების დროს საქართველოში. ეს მასალა მათ მოეპოვებათ. ისინი უშიშრად შეუტევენ ყველა ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ეს არის ახალი ჯგუფი ჟურნალისტებისა ახალ ტელევიზიაში, რომელიც ადრე ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ გაფრთხილებას ამერიკიდან: ტელევიზიის ტერიტორიას არც კი გადააბიჯის მთავრობამ! ეს უდიდესი დაცვითი წრეა მათთვის.
ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი სიმართლე გამჟღავნდება, რამდენი სიბინძურე ამოტივტივდება. ასეა, სიმართლე არასდროს იმალება.
საქართველო – ქართველი ხალხი, არ მიიღებს ექსპრეზიდენტს პრეზიდენტად. მისი საერთოდ არ ჯერათ და ვერც დააჯერებს ხალხს.
ვხედავ, როგორ იბრძვის მთავრობა დაუწერელი კანონებით, აქეთ კი მთელი ქართველი ხალხი არ თმობს პოზიციებს და არც დათმობს!!! ისინი ყველა გზას უჭრიან მთავრობას, აიძულებენ ბევრი საკითხის გადაწყვეტას. საქართველო, ხალხი თავს არ მოატყუებინებს ძალად მოსულ მთავრობას და მოუწყობენ `იების რევოლუციას!!!~
დიახ, სამეული დაიშალა. ეს ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ წიგნში არის დაფიქსირებული. წინასწარმეტყველებათა წიგნი ასე მთავრდება: `ის ხალხი, ვინც ჩუმად იყო და გარეთ არ გამოსულა, აი ისინი აღდგებიან და ნახავთ, რა მასაა ეს – თითქმის 5 მილიონი!~

2008 წელი, 15 იანვარი, ღამის 11 საათი, ურეკი.

ვხედავ, ხალხი იმარჯვებს!
მდგომარეობა ძალიან დაიძაბება, ყველაფერი დროში იწელება, მართალია, მაგრამ `იების რევოლუციით~ დასრულდება ასი პროცენტით.
ვხედავ, ოლიგარქი საქართველოში ჩამოდის, ისევ პოლიტიკაში ერთვება. იგი გაიმარჯვებს, ხალხი მხარს უჭერს.
ყოფილი მინისტრიც ჩამოდის. იქმნება ახალი პარტია, ბოლოს კი მოდიან მეცნიერები და ყველა ამ პარტიაში ერთიანდება.
ვხედავ, ხალხი არ თმობს საკუთარ პოზიციებს, `ნაციონალები~ კი ცდილობენ, ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება.
ექსპრეზიდენტს ეჯავრება თბილისი და სურს, საქართველოს დედაქალაქი სოხუმი გახდეს. მაგრამ სოხუმი, ვხედავ, ვერასდროს შეცვლის თბილისს. ისინი ვერ შეძლებენ ამ იდეის განხორციელებას. ვხედავ, რომ სოხუმი არასდროს გახდება საქართველოს დედაქალაქი. იქნება ბრძოლები, მაგრამ თბილისი გაიმარჯვებს.
როცა ქართველთა მეფემ – ვახტანგ გორგასალმა, ბრძანა, რომ საქართველოს დედაქალაქი იქნება თბილისი, კოსმოსში სამუდამოდ ჩაიბეჭდა ეს ინფორმაცია და არ არსებობს არავითარი მიწიერი ძალა, რომ ეს შეცვალოს.
ვხედავ, როგორ დალაგდება საქართველო. ჩემი ქართველები მშვიდდებიან.
ვხედავ, როგორ ასუფთავებს უფალი მთელ ქვეყანას ბოროტებისგან.
დღეს კი... კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი.
მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, მოდიან მეცნიერები, მოდის `გიორგი ბრწყინვალე~ და საქართველო გაბრწყინებულია, ვხედავ. ყოველივე ძალიან სწრაფად ასრულდება.


2008 წელი, 16 იანვარი, ურეკი.

საქართველო ექსპრეზიდენტის ინაუგურაციას არ ცნობს, ვერ მიიღებს. ხალხი ყვირის, ვხედავ: `ძირს პრეზიდენტი! იგი არ არის ქართველების პრეზიდენტი! იგი არაკანონიერია!~
ხალხი ძალიან გაღიზიანებულია. ფრთხილად! ხალხის ნერვებზე თამაში ძალიან ძვირად დაუჯდება მთავრობას. ფრთხილად!
ექსპრეზიდენტი ცდილობს, ოპოზიციასთან ურთიერთობები ააწყოს, გვერდში ამოიყენოს. `მე არაფერ შუაში ვარ!~ – ამბობს პრეზიდენტი. თურმე ყველაფერი მისი `ნაციონალური გუნდის~ ბრალია, ყველაფერს აბრალებს პარლამენტს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველეთ).
ექსპრეზიდენტი თავის გუნდს მთლიანად გაწირავს, დააპატიმრებს კიდეც ბევრს, რადგან თურმე, რაც მათ ჩაუდენიათ, ეს მან არ იცოდა. ამას განაცხადებს ხმამაღლა და აი, აქედან დაიწყება ნამდვილი ბრძოლა. მას თავისივე გუნდი მოუღებს ბოლოს. ფრთხილად!
დღეს `ნაციონალები~ უკვე ხედავენ ექსპრეზიდენტის ორმაგ და ოთხმაგ თამაშებს, უკვე ხვდებიან, რომ იგი თავისუფლად გაწირავს თანაგუნდელებს. `დამაცადეთ!~ – ყვირის პრეზიდენტი, მაგრამ მას არავინ დააცდის, მე მას აღარ ვხედავ მომავალში.

*    *    *
პარლამენტში ბევრი ღირსეული პარტია მოხვდება. მოდის საქართველოს გადამრჩენელი მთავრობა. მათთან არს ღმერთი!

*    *    *
საპატრიარქო და პოლიტიკა ერთად არ შეიძლება! ეს ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე წარსულში, მაგრამ... მაგრამ ყოველივე უნდა ასრულდეს!
ბევრი რამ ამოტივტივდება. იქნება დიდი ჭორები და მოუწევს საპატრიარქოს თავის მართლება.
ხალხი, ვხედავ, განრისხებულია, ფრთხილად! ძალიან ცუდი თამაში წამოიწყო მთავრობამ, მაგრამ ისინი წააგებენ ასი პროცენტით.


2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, როგორ ქრება ექსპრეზიდენტი. მას პრეზიდენტობა არ აწერია.
ფრთხილად! მაგრამ, სამწუხაროდ, არ უნდა, რომ გაიგოს. იგი ძალას იხმარს და წააგებს. მას მოკლავენ! ფრთხილად!
ოლიგარქი არ შეარჩენს არც მას და არც მის გუნდს ასეთ დამცირებას და პასუხსაც მიიღებენ ასი პროცენტით. იგი ქმნის რამდენიმე პარტიას, რომლებსაც აფინანსებს უპრობლემოდ და პატარა უმრავლესობას აყალიბებს პარლამენტში. ვხედავ, ეს სასიკეთოა საქართველოსთვის. იქმნება დროებითი მთავრობა, მერე უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოსდაბოლოს, საქართველო მშვიდდება, მაგრამ მაინც ვხედავ დიდ შეჯახებას. ხალხი მაინც გაიმარჯვებს, `ნაციონალებს~ განდევნიან და დამშვიდდება მთელი საქართველო.
წავა დიდი მოლაპარაკებები: აქეთ ამერიკა, იქით რუსეთი, მაგრამ არის წინასწარმეტყველება 1992-1993 წლებისა: `საქართველო გავს შვეიცარიას!~ ასე დავინახე და ვიცი, რომ ზუსტად ასრულდება ყოველივე. საქართველო, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, მომავალში ნეიტრალური სახელმწიფოა!!!
რუსეთი დათმობს პოზიციებს, საქართველო შედის ნატოში (წინასწარმეტყველება 1992 წლისა), რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს ქართულ ტერიტორიებს. ეს პროცესები უცბად დაიწყება.
ახალ პარლამენტში ის ხალხია, ვინც საქართველოს ჭირდება, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამას დაინახავს მთელი საქართველო.
ვიმეორებ ისევ და ისევ: მოდიან მეცნიერები, მოდის `გიორგი ბრწყინვალე!~
საქართველოში მთავრდება დიქტატურა!

2008 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, საპატრიარქოს დიდი სირთულეები შეექმნება ისევ მთავრობასთან. უკვე ღია ბრძოლა დაიწყება. `ასეთი ბინძური თამაშის განგრძობა არ შეიძლება!~ – განაცხადებს პატრიარქი და სიტყვით გამოდის. ეს ძალიან შეაშფოთებს მთავრობას, მაგრამ ვერაფერს  შეაჩერებს. ძალიან სერიოზული საკითხია, რასაც ვხედავ. ფრთხილად!
ხალხის განწყობა იმ კულმინაციურ წერტილს აღწევს, როცა ომს კი არ ერიდებიან, პირიქით, ომი სურთ!!!

*    *    *

ვხედავ, დიდი ცვლილებები არ იქნება, უბრალოდ, ყველა ჩაიმალა და დროს ელოდებიან, რათა ისევ თავიანთი ადგილები დაიკავონ. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ვხედავ, რომ მთავრობაც და ხალხიც მივა `იების რევოლუციამდე~. ეს საქართველოს ნამდვილად არ აცდება, სამწუხაროდ!!! წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს და ასეც იქნება ასი პროცენტით.

*    *    *
`გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა და გავლენა უნდა დაკარგოს!~ – ფიქრობს ექსპრეზიდენტი. მაგრამ ძალიან ცდება, ვინაიდან ხალხი, მთელი საქართველო მისი წინააღმდეგია  და მიტინგებზე ივლიან მანამ, სანამ მთავრობას არ ჩამოაგდებენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
დიდი სიურპრიზები ელის მთავრობას, ამერიკელებიც კი გაოცდებიან.
ოლიგარქი? ოლიგარქი კი მოქმედებს. რუსეთი წაყენებულ ბრალდებებს მოუხსნის და გაამართლებს. აი ნახავთ!
ყველა პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე. ფრთხილად! ბოროტებას ზეიმი არ აწერია. საქართველო, ხალხი იმარჯვებს!


2008 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება, ურეკი.

ვხედავ მომღიმარ ქართველებს. დედაქალაქი თბილისი და მთელი საქართველო ზეიმობს მომავალში. ხალხი იმარჯვებს. თავისუფლების დროშა ფრიალებს საქართველოში!
ჩვენ, ქართველები ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენი ზნე და წესია, როგორც მამა-პაპანი ჩვენნი ცხოვრობდნენ. ქართული სული უკვდავია და ამას ვერავინ წაშლის.
და როცა უჭირს საქართველოს და ემუქრება გადაშენება, მაშინ იხსნება გზა უფლისა და მოედინება უდიდესი დაცვითი ენერგია, რომელთანაც ბრძოლა არც შეიძლება და ვერც ვერავინ შეძლებს! მაშინ უფალი, ადამიანო, ძალიან ახლოსაა შენთან და ვაი იმ ბოროტს, ვინც მოგეკარება!

*    *    *
ვხედავ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად. ექსპრეზიდენტი ქრება, ვეღარ ვხედავ. იგი საერთოდ არ ჩანს მომავალში.
პარალელურად, რუსეთშიც ვხედავ დიდ ცვლილებებს. ცვლილებებია ასევე საქართველოსთან ურთიერთობებშიც, ბევრ რამეში მორიგდებიან თბილისი და მოსკოვი. ეს ის დროა, როცა ახალი მთავრობაა ორივე ქვეყანაში.
მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. კავკასია თითქოს მშვიდდება, მაგრამ როცა აფხაზეთის საკითხი წამოიჭრება, უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ქართველებს სახლებში დაბრუნებაში ხელს. ეს მიწები ქართულია და არ არსებობს ძალა, რომ მას ვინმე ურჯულო დააპატრონოს.
ასევე სამაჩაბლო. ქართველები ბრუნდებიან თავიანთ მიწაზე, ურჯულონი კი გარბიან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მოდის დრო, როცა უცხო ტომი ფეხს ვეღარ მოიკიდებს პატარა საქართველოში.
ვხედავ, როგორ იბადება უამრავი ქართველი ბავშვი.


2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ვხედავ, ამერიკის წარმომადგენელი ბრაიზა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ხალხი მის წინააღმდეგ მოიმართება. `გაერთიანებული ოპოზიცია~ წინააღმდეგია, ვხედავ, მისი ჩარევისა ქართულ პოლიტიკაში. იყვირებენ, რომ ბრაიზა კორუმპირებულია. მოითხოვენ გამოძიებას. ხალხი, ვხედავ, მოთხოვს ამერიკის ელჩს, რომ იყვნენ ობიექტურები.
ამერიკა სწრაფად შეაბრუნებს ყველაფერს. ბევრი რამ გაირკვევა. `ნაციონალები~ გარბიან. დღეს უკვე ბევრია გაქცეული, ვხედავ.


2008 წელი, 21 იანვარი, ურეკი, დილის 5 საათი.

რასაც ვხედავ, ძალიან სერიოზული საკითხია. სულიერი არსებები, ადამიანის მეთაურობით, გადაშენდებიან, დედამიწა კი დარჩება. მას აღარავინ დააბინძურებს და ბუნებრივად გაიწმინდება ჰაერიც, წყალიც და მიწაც. ეს ასეა ასი პროცენტით. თუმცა, ყველა სულიერი არ ამოწყდება, გადარჩება ის ადგილები, რომლებიც დაბინძურებული არაა.
ჩრდილოეთ პოლუსზე თოვლი, ანუ ყინული დღეს კი დნება, მაგრამ მომავალში ვხედავ, რომ დნობა შეწყდება. ეს სასიკეთო პროცესის დასაწყისია.
ნავთობის მოპოვება გართულდება. ამაზე იქნება დიდი განხილვები. უბრალოდ, `ნავთობი~ სხვაგან უნდა ეძებონ ადამიანებმა, ანუ ნავთობის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. უფრო მეტი ქარისა და მზის ენერგიები, საწვავი კი ნაკლები!
მსოფლიო მიდის იმ კონდიციამდე, რომ დიდი, სერიოზული სამუშაოები უნდა ჩატარდეს. კი, წარსულშიც ცდილობდნენ ამას, მაგრამ ეს არ იყო საქმე. თვითონ ბუნება აიძულებს ადამიანებს, სერიოზული დამცავი ცვლილებები შეიტანონ ენერგეტიკაში, რათა დედამიწაზე მცხოვრებნი გადარჩნენ.
ფრთხილად! ეს ძალზე სერიოზული საკითხია!

2008 წელი, 22 იანვარი, დილის 6 საათი.

ვხედავ, ოპოზიცია სრულიად გაერთიანდება. ძალად პრეზიდენტს დაუმორჩილებლობას უცხადებს მთელი საქართველო. იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მიტინგებისა და ხალხის გამარჯვების დროა უკვე.

*    *    *
საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ხალხი ვერ კი არა, არ გაუგებს პატრიარქს. ხალხი ხვდება, რომ საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას.
ოპოზიცია ხალხს ვერ აკავებს. პრეზიდენტი კი ჩვეული ტემპით უბერავს.
მალე გაზაფხული მოვა, იებით გადაიპენტება ჩემი საქართველო!
დღეს კი თითქოს დაიბნევა ხალხი.  რას აკეთებს `გაერთიანებული ოპოზიცია~, ვერ გაუგიათ. ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული, მთელი საქართველო და რა ხდება? ექსპრეზიდენტი ისევ პრეზიდენტი გახდა? მაგრამ ეჭვები ქრება. უბრალოდ, ოპოზიცია ცდილობს, დემოკრატიული გზით მიაღწიოს გამარჯვებას, ეშინიათ, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ეს ესმის ყველას, მაგრამ `იები~ მაინც არ აცდება საქართველოს. ექსპრეზიდენტი ამ ბრძოლას წააგებს ასი პროცენტით. კოსმოსი, ვხედავ, გადაკეტილია, მას ვერავინ დაეხმარება! მისი დრო ამოიწურა!
ხალხი ყველაფერზე ღიზიანდება. საქართველო დათმობაზე არ წავა. ვხედავ, საპატრირქოს ყურს არავინ უგდებს. `გვიღალატა პატრიარქმა!~ – ასე იტყვის ხალხი. უფალმა განსაჯოს ყველა ქმედება საპატრიარქოსი.
და განსჯის კიდეც!

*    *    *
ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში. ჩამოდის ოლიგარქი, ჩამოდის ექსმინისტრი, `იმედი~ ამუშავდება, ანუ ახალი ტელეარხი, ახალი `იმედის~ მსგავსი!!!


2008 წელი, 22 იანვარი, დღის 12 საათი.


ამერიკაში დაიწყება მეტად საინტერესო პროცესები. ახალია მთავრობა, ახალი პოლიტიკური ნაბიჯები იდგმება, ვხედავ. განსაკუთრებით მძაფრი და გამოკვეთილი ნაბიჯები რუსეთთან დაკავშირებით განხორციელდება, ანუ ურთიერთობები უფრო დაეძაბებათ.
საინტერესო ის არის, რომ კავკასიის საკითხი ისევ გაირჩევა. მკაფიოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ ნატოს საქართველო აინტერესებს სტრატეგიული კუთხით. ამერიკელებმა მხოლოდ ერთ წერტილში რომ განალაგოს სარაკეტო თუ სხვა სახის იარაღი, ესეც კი ეყოფათ მუსლიმების წინააღმდეგ.
მაგრამ არც ისეა, როგორც მათ სურთ, ანუ რუსეთ-ამერიკას. ქართულ პოლიტიკაში მომავალში მოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც ძალუძთ  გადაწონონ რუსეთ-ამერიკის მოთხოვნები საქართველოს სასარგებლოდ. დიახ, საქართველო ნატოში შევა ასი პროცენტით, მაგრამ, ამავე დროს, ნეიტრალიტეტსაც ინარჩუნებს მეზობელ ქვეყნებთან. დიახ, ეს ასე იქნება. ტყუილად კი არ ვიწინასწარმეტყველე თხუთმეტი წლის წინ, რომ საქართველო შვეიცარიას გავს, ხოლო ქვეყნის მოწყობის მოდელი ისეთია, როგორიც ისრაელში.
დღეს ხალხი სულ სხვა მოთხოვნებით დგას – მთავრობას არჩევნების გაყალბებას ედავება. ეს მთელი საქართველოა. ვხედავ, მიტინგი მიტინგზე იმართება, ქართველი ხალხი მოთმინებით უცდის შედეგებს.
ყველაფერი მხოლოდ დემოკრატიული გზით, არავითარი სხვა ხერხები! თუკი ზღვარს გადავლენ, მთავრობა დიდი სიამოვნებით დაარბევს ხალხს ისე, როგორც ეს 7 ნოემბერს იყო; რასაც, ვხედავ, ხალხი არ აპატიებს, აღარ აპატიებს ხელისუფლებას და ყოველივე გადაიზრდება `იების რევოლუციაში~. `ეს მთავრობა მოძალადეა!~ – ყვირის ხალხი და ეს სრული სიმართლეა!
ვიმეორებ წარსულის წინასწარმეტყველებას: `იბადება და მოდის ძალა, რომელიც მთავრობას უპირისპირდება~.
ოპოზიცია არ წავა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობებზე. ამით ხალხში იმედის გაცრუება, უნდობლობა და ღალატი სურთ დათესონ ოპოზიციის მიმართ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. თანხმობა ამ შემოთავაზებაზე ნიშნავს, რომ სცნო პრეზიდენტი. ოპოზიციის მხრიდან თანხმობას, ვხედავ, ვერ მიიღებს პრეზიდენტი. გულითაც რომ უნდოდეს პრეზიდენტს, მისი საქართველოს არ სჯერა და არც დაუჯერებს!!! პოლიტიკური კურსის შეცვლა ერთია და იყო სიტყვის კაცი, სხვა. ზუსტად პრეზიდენტის სიტყვის კაცობისა არ სჯერა ქართველ ხალხს!!!
მოკლედ, ვხედავ, თბილისი ბობოქრობს, მაგრამ გამარჯვება, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ვხედავ მომავალში, ხალხისაა! ასეთია ნება უფლისა ჩუენისა!
პარლამენტში ოპოზიცია იმარჯვებს და არა მხოლოდ პარლამენტში. საქართველო, ქართველი ხალხი აჩვენებს მსოფლიოს, თუ რა უმაღლესი კულტურის ერი ვართ, რომ ამერიკელ ბრაიზასნაირთა ასაგდებები არ გახლავართ, ბატონებო!!!


2008 წელი, 22 იანვარი, საღამოს 6 საათი.

ექსპრეზიდენტი მთავრობის ცვლას იწყებს. ხალხი იცინის. ადგილების გადაადგილებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ბავშვმაც იცის, მაგრამ სინამდვილეში, ვხედავ, ექსპრეზიდენტმა ძალიან ცუდი თამაში წამოიწყო!!! ისე არ არის, როგორც პრეზიდენტი ბრძანებს.
ჩვენ, `ნაციონალები~ მეთაურს ვემორჩილებითო, აცხადებენ `ნაცმოძრაობის~ დაბალ საფეხურზე მდგომი თანამდებობის პირები (მაღალ საფეხურზე მდგომნიც). მაგრამ ვხედავთ, რომ `ნაციონალებში~ მოხდება კიდევ უფრო დიდი განხეთქილება, რადგან მალე ნათელი გახდება, რომ ისინი მათმა მეთაურმა სანაგვეზე მოისროლა!!!
ვხედავ, დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი `ნაციონალი~, ექსმინისტრის მსგავსად, ბევრ რამეს იტყვის, არ მოერიდებიან. ტელევიზიით ისევ ძველი სახეები ჩნდებიან. ფრთხილად!
ვხედავ, ხალხი როგორ ღელავს. ეს ღელვა ათბალიანი ტალღაა, ტაიფუნია, რომელსაც, ვხედავ, ვერაფერი შეაჩერებს უკვე. ჯარი, პოლიცია და სხვაც ყველა, პირველი დარტყმის შემდეგ ხალხის მხარეზე გადავა,იმიტომ, რომ ამხელა ძალის, ანუ მთელი საქართველოს მორევა შეუძლებელია!!! ეს ასეა. აი ნახავთ. ყველაფერი პიკს მიაღწევს.
ადრე ვიწინასწარმეტყველე, ხალხი გადასახადებს ვერ გადაიხდის-მეთქი. დღეს ეს სიტყვები ასრულდა. ამას მოყვება დიდი გარჩევები. ხალხი გარეთ გამოვა და აღარ დაიშლება!
ვხედავ ახალ ლიდერს, უფრო აქტიურსა და მოქმედს, არაფერზე არ იხევს უკან. იგი ძალიან შეაშინებს მთავრობას. ლიდერი  იებით ხელში შევარდება მთავრობის სასახლეში და ეს მოხდება მაშინ, როცა `ნაციონალები~ თავს გამარჯვებულად მიიჩნევენ!
ახალი ლიდერის გამოჩენაც ადრე, წარსულში ვიწინასწარმეტყველე. იგი ჯაბა იოსელიანს შევადარე, ოღონდ სხვა კუთხით.
ექსმინისტრი გამართლდება. ბევრი ფაქტი დაიდება, მთელი საქართველო გაოცდება, გაგიჟდება! მოთმინების ფიალა აივსო. ვხედავ, ხალხი ყვირის: `ომი, გვინდა, ომი! მშვიდობიანი მოლაპარაკება ბლეფია!!!~
ამერიკელ ბრაიზას ხალხი გააძევებს საქართველოდან.
ჩამოდის ელჩი, რომელიც უფრო ხალხს უგდებს ყურს, ძალიან სწორ ინფორმაციას ფლობს, არც თავს  იტყუებს და არც ამერიკის მთავრობას ატყუებს.
`ლეიბორისტი~ შალვა ნათელაშვილი იწყებს ბრძოლას. ხალხი მართლა ხედავს, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი მათთვის. ასეა, სანამ არ დაიხრჩობი, გადამრჩენელს ვერ დააფასებ!!!
*    *    *
ვხედავ, ექსმინისტრი ოქრუაშვილი ჩამოდის თბილისში. ეს ერთ-ერთი პირობაა ამერიკელების მხრიდან. ექსპრეზიდენტს სხვა გზა არ აქვს.
ოქრუაშვილისა და პატარკაციშვილის ქმედებები – ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ და უფრო უარესსაც აკეთებენ. ამიტომ ჩვენი მთავრობის მიერ წარდგენილი მამხილებელი ფაქტები არ არის  საკმარისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულონ. მოკლედ, `სამხილები არ არის!~ – განაცხადებენ ევროპა და ამერიკა.
ბევრი რამ შეიცვლება, იქნება დიდი სიურპრიზები!
პოლიტიკა იცვლება მთლიანად. ქართველი ხალხი ხმამაღლა გამოთქვამს უარყოფით დამოკიდებულებას ამერიკელებთან, იმიტომ, რომ ყველაფერში ისინი არიან დამნაშავენი, რომ ეს ამერიკელების დადგმული სცენარებია.
საქართველოსგან ასეთი ზურგშექცევა ამერიკელებს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის კავკასიაში და არა მხოლოდ კავკასიაში. ესეც ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ნატოში შესვლა არავის აწყობს, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ სურს ამერიკის მთავრობას. ისინი ხვდებიან, უფრო სწორად, ძალიან კარგად იციან, სად არის კულმინაცია, ამიტომ ასოთხმოცი გრადუსით შეატრიალებენ პოლიტიკურ კურსს საქართველოში.
ერთი სიტყვით, ვხედავ, მოდის ახალი ტალღა, ჩნდებიან ის პოლიტიკოსები, ვისიც `ნაციონალებს~ ძალიან ეშინიათ.
ძალიან გაუჭირდება ექსპრეზიდენტს. ასეთ პოლიტიკურ ცვლას ნამდვილად არ ელის. იგი ჩიხში, ძალიან რთულ სიტუაციაში მოემწყვდევა. გამოსავალი? კი არის, მაგრამ...
ვხედავ, ხალხი აიძულებს, დიახ, აიძულებს ოპოზიციას, უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას. მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. `არავითარი მოლაპარაკება! ჩვენ არაფერი გვაქვს სალაპარაკო!~ – ყვირის ხალხი. ეს მთელი საქართველოს მოსახლეობის ხმაა.
ძალიან, ძალიან დაიძაბება მდგომარეობა. ვხედავ, ოპოზიცია ხალხს ვეღარ აკავებს და მართვის სადავეებს თითქმის კარგავს.
ფრთხილად! რასაც ვხედავ, ყველაფერი ზუსტად ასრულდება, ასი პროცენტით.


2008 წელი, 23 იანვარი, დილის 9 საათი.

ვხედავ, როგორ იხევს უკან რუსეთი მომავალში, ანუ მიდის დათმობაზე. დიახ, ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა და არ არსებობს, რომ ეს ქართული ტერიტორიები დაიკარგოს. გაიგეთ, ჩვიდმეტი წელია, ამას ვწინასწარმეტყველებ და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
ოსეთი ჩრდილოეთშია და სამხრეთი მათთვის არ არსებობს. ისტორია თავის სიტყვას იტყვის.
ვხედავ, სამაჩაბლოში ქართველები უბრუნდებიან საკუთარ კერას. ასევე აფხაზეთშიც. ეს ყველაზე ძველი ქართული მიწაა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აფხაზეთი ქართველებით გაივსოს. `ეს საკითხი რუსეთის ინტერესებშიც შედის და იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს!~ – აცხადებს, ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი (იხ. 1992წ წინასწარმეტყველება).
აფხაზეთში ქართული დროშა ფრიალებს! ეს ასეა, აი ნახავთ.
ქართულ მიწებს ვერც აზერბაიჯანი  დაისაკუთრებს. ადრე ვიწინასწარმეტყველე, კახს, ნუხსა და მთელ საინგილოს საქართველო იბრუნებს ირანის მეშვეობით-მეთქი. ეს ასი პროცენტით ასრულდება, აი ნახავთ.
მოდის და ახლოსაა ის დრო, როცა ქართული ჯარი დაიცავს საქართველოს საზღვრებს.
საერთოდ, ვხედავ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება რუსეთშიც, რაც ძალიან მომგებიანია საქართველოსთვის.


2008 წელი, 24 იანვარი.

 

ვხედავ, აფხაზები და ოსები ცუდ დღეში არიან. მალე გამჟღავნდება, როგორ ატყუებს რუსეთი მათ დაპირებებით. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. კოსოვოს თემა სულ სხვაა, ძალიან შორსაა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხისგან. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და რუსეთი თავის პოლიტიკას ვერ გაატარებს. მოდის დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა, ანუ რუსეთის პოლიტიკამ. ასეთია ღმერთის ნება!!!

 

ვხედავ, როგორ შევდივართ აფხაზეთში, სამაჩაბლოში!!! მაგრამ ის ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც ბუდობენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჯარისა და პოლიციის ჩარევით იდევნებიან საქართველოს ტერიტორიებიდან. ამას პატარა ომს დავარქმევდი. ამის შემდეგ ყველაფერი დასუფთავდება. დევნილი ქართველი ქართულ მიწას, თავის სახლ-კარს უბრუნდება ასი პროცენტით. რუსეთში კი, ისევ ვიმეორებ, დიდი ცვლილებები იქნება პოლიტიკაში.

 

*                     *                     *                    

 

საქართველო, მთელი ხალხი ღელავს. ისინი პროტესტს გამოთქვამენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ხალხი არ ცნობს პრეზიდენტს, ძალის გამოყენებით შენარჩუნებული სკამი მთელ საქართველოს აგიჟებს. ოპოზიცია, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. მიტინგები, ხალხის უზარმაზარი მასა არ მოქმედებს მთავრობაზე. მათ ფეხებზე კიდიათ ხალხმრავალი გამოსვლები, თითქოს იგნორირებას უკეთებენ და არაფრად მიიჩნევენ. მათ ხომ საპატრიარქო და პატრიარქი უმაგრებს  ზურგს, ისინი ხომ სწორედ პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოვიდნენ მთავრობაში?! ეს ფაქტია, ბატონებო. ამის შემდეგ კი ყველა დუმს. როცა საპატრიარქომ ნაბიჯი შედგა პოლიტიკაში, ამით დიდი წინაღობა შეუქმნა `გაერთიანებულ ოპოზიციას~. გამოდის, რომ თუკი პატრიარქმა ილია II-მ ცნო და დალოცა, კურთხევა მისცა ექსპრეზიდენტს, ღმერთს ნებავს მისი პრეზიდენტობა. ესე იგი, სიმართლე აქ არის. სწორედ ამას ვხედავდი წარსულში და ამიტომაც ვწინასწარმეტყველებდი, რომ საპატრიარქო არ უნდა ჩარეულიყო პოლიტიკაში!!! ეს ყოველივე უფლის განსასჯელია!

ვხედავ, ხალხის ძალიან დიდი ნაწილი ვერ გაუგებს საპატრიარქოს. ან რა არის გასაგები? იმას, რაც `ნაციონალებმა~ ჩაიდინეს, გამართლება არ აქვს. ეს ასეა, მაგრამ ყოველივე, სამწუხაროდ, ვხედავ, დააზარალებს ეკლესიებს, ანუ თითქოს მრევლი განუდგება პატრიარქს. ეს გამოჩნდება კიდეც.

ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.

მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!

მეუფეს ეს ბევრი  წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში. მაშინ მეუფე ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ დაიჯერა წინასწარმეტყველება. დღეისათვის კი მან განვლო ისეთი გზა, რომელიც ცხადად გვანიშნებს, რომ იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა! აქ წერტილი სად დავსვა? ამინ!

 

 

2008 წელი, 26 იანვარი.

 

ვხედავ, პრეზიდენტი, როგორც იტყვიან, `ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო~ და განაგრძობს დაჭერებს, ოღონდ არა ისეთი ხმაურით, როგორც ადრე.

ირგვლივ საეჭვო სიჩუმეა, უფრო მთავრობის არხები მუშაობს. სინამდვილეში კი მიდის სერიოზული მზადება საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და პირდაპირ გეგმავს დიდ აჯანყებას – `იების რევოლუციას~(!!!). ვხედავ, რომ ამას არც დამალავენ. ეს არ არის მუქარა.

დრო გაჩერდა, არის სიჩუმე ირგვლივ.

ბევრი საკითხი გადაწყდება, ყველაფერი იბეჭდება გაზეთებში, ტელეარხები ისევ მთავრობაზე მუშაობს.

საზოგადოებრივი ტელეარხი _ ოპოზიცია ხელში აიღებს, ვხედავ, მართვის სადავეებს და ზუსტად იმგვარ თამაშს იწყებს, როგორსაც მთავრობა, `ნაციონალები~ თამაშობდნენ. მთავრობა უძლურია!!!

`ლეიბორისტების~ ლიდერს არ ვხედავ, რომ ავად არის. იგი ჯანმრთელია!!! ამინ!

მიდის ძალზე სერიოზული, უხილავი ბრძოლები, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხს, მთელ საქართველოს აქვს ყველანაირი ინფორმაცია. ოპოზიცია მშვენივრად ავრცელებს ყველა ახალ ამბავს. `ნაციონალები~ ვერაფრით დაბლოკავენ ამ ინფორმაციულ ნაკადს. პრეზიდენტი გაღიზიანებულია, მაგრამ უძლურია, შეაჩეროს ეს ყოველივე.

ოპოზიცია მოულოდნელად ჩაატარებს დიდ მიტინგს მთავრობის სახლის წინ. უზარმაზარი მასა ხალხისა დაიძვრება, ვხედავ. ეს არის დასტური იმისა, რომ ხალხი კი არ ჩაცხრა, პირიქით, უფრო გაღიზიანებულები არიან. გადასახადებმა სულ გადარია მოსახლეობა. მალე, ვხედავ, შუქს, გაზს და ყველაფერს გაუთიშავს და გადაუჭრის მთავრობა მას, ვინც ვერ გადაიხადა. გარეთ გამოვარდნილი ხალხი აღარ შევა სახლებში.

მგონი, არჩევნებამდე ვერც მიაღწიონ ხელისუფლებმა...

 

 

2008 წელი, 27 იანვარი.

 

უცნაური ხედვა მეხსნება. თითქოს არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეწინასწარმეტყველა, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში ვთქვი და დღეს ყველაფერი სრულდება. ვზივარ და ვუცდი...

მაგრამ მინდა, ჩემი წინასწარმეტყველება დავაფიქსირო, ანუ მთლიანი მონახაზი გავაკეთო იმისა, რასაც ვხედავ:

ოპოზიციამ სიფრთხილე არ უნდა დაკარგოს!!! მათ ბოლომდე ვერ გაიაზრეს, თუ ვისთან და რა ძალებთან აქვთ საქმე. ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. მიტინგებს ყველა მიეჩვია. ხელისუფლება ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერ აიღებს საკუთარ თავზე, მოუწოდოს ხალხს აჯანყებისკენ!!! მიდის ვაჭრობა...

კი, მაგრამ ხალხი? ფრთხილად! ვხედავ, ხალხს არავითარი მოლაპარაკება არ სურს. ან რაზე უნდა მოელაპარაკონ მთავრობას? ხალხს არ ჯერა მათი. მთელი საქართველო მზადაა აჯანყებისთვის!!! ოპოზიციას ხალხი აჩერებს. თორემ ვინ იცის, ვის რა აზრი დაებადებოდა თავში?

ლევან გაჩეჩილაძე, როგორც პრეზიდენტი, ხალხმა მიიღო იმიტომ, რომ `იგი სიტყვის კაცია, მას პრეზიდენტის სკამი არ ჭირდება!~ თანაც, არც იყო სხვა სახე ოპოზიციაში, ვისაც  ხალხი მიიღებდა!!!

სალომე ზურაბიშვილი – ჭკვიანი ქართველი-ევროპელი, დიპლომატი, რომელმაც თავისი მინისტრობის დროს აჩვენა, რა შეუძლია. იგი სავსებით მისაღებია არა მარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროპა-ამერიკისთვისაც (???). სალომეს დღევანდელი მდგომარეობა და პოზიცია ბევრს აიძულებს, გადადგას რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ აქ ჩნდება პარლამენტის თავმჯდომარე. იგი მტერია სალომესი (ეს მანაც კარგად იცის) და მისი კანდიდატურა პრემიერის პოსტზე აგიჟებს!

მე ვიწინასწარმეტყველე, პარლამენტის თავმჯდომარე ორმაგ თამაშს დაიწყებს-მეთქი. თუკი გარიგება შედგება, იგი მოითხოვს პრემიერის პოსტს. სამწუხაროდ, ჰგონია, რომ საქართველო მას მიიღებს: `თუკი ოქრუაშვილი მიიღეს?~

პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იტანს სალომეს, ამიტომ ფრთხილად!!! იგი ყველაფერზე მიდის, რომ არ დაკარგოს ადგილი პოლიტიკურ არენაზე. სამწუხაროდ, მას არ შეუძლია დაუშვას, რომ იგი უნდა წავიდეს!

უმრავლესობა იშლება ასი პროცენტით. პარლამენტარები, ასე ვთქვათ, გარბიან.

ექსმინისტრი საფრანგეთში დააბეს, ოლიგარქი კი ისრაელში, ლონდონში. როდემდე? ორივე ჩამოვა თბილისში.

მოკლედ, `იების რევოლუცია~ არ აცდება საქართველოს!

`ლეიბორისტებმა~ იციან, რომ ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ; გამყრელიძე კი ვერ გადალახავს და ამიტომაც მიუჯდა უსუფაშვილ-კუკავას გვერდით. მიაღწევენ, რომ, არჩევნებამდე? მთავრობა მათ დღესაც მოატყუებს. აი, ნახავთ!

პრეზიდენტი ცდილობს, დრო გაწელოს, რადგან დრო ყველაფრის მკურნალია და დრო მოაბეზრებს ხალხს მიტინგებს. მაგრამ თავად  პრეზიდენტი რას ცვლის? არაფერს!!! `ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია~ და იგი განაგრძობს რეფორმებს, ანუ დაჭერებს, წართმევებს... იგივეს იმეორებს და ამას ყოველივეს არქმევს `რეფორმებს~. მოკლედ, როგორც კუზიანს სამარის მეტი  ვერაფერი გაასწორებს, ისე ჩვენი პრეზიდენტი არ გამოსწორდება. თვალი უჭირავს, რომ დაარბიოს, ესროლოს, ის კი არა, დიდი სურვილი აქვს, ჯარიც კი გამოიყვანის ხალხის წინააღმდეგ. ეგ არის, ჯარს არ ენდობა. დაუპირისპირდებიან, რომ ხალხს??? მადლობა უფალს!

იღბალმა მას ზურგი უკვე შეაქცია. იგი უფსკრულში მიექანება!

ვხედავ, მიდის დიდი ბრძოლები. არავინ ყრის ფარ-ხმალს. ყველას სურს, ხალხს დაანახოს საკუთარი ნიჭი და უნარი პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენი ხედვით, ნამდვილი პოლიტიკოსია ნესტან კირთაძე და არა თინა ხიდაშელი (იგი კარგი იურისტია და არა პოლიტიკოსი), და ბევრი სხვებიც ოპოზიციაში. სამწუხაროდ, თითო-ოროლა პოლიტიკოსი შემორჩა ქართულ რეალობას, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება. დიახ, ვხედავ, ნამდვილი პოლიტიკოსები, მეცნიერები მოდიან!!!

ჭკვიან პოლიტიკოსად ვხედავ ირინე სარიშვილ-ჭანტურიასაც და ყველა ისინი გაერთიანდებიან. აი, ეს იქნება ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური გუნდი.

ამასთან, იქმნება ახალი პარტიები. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ აღვნიშნე, რომ ვხედავდი ისეთ პარტიებს, რომელთაც ხალხი, საქართველო მხარს არ დაუჭერდა.

და მაინც ყველაფერი იქით წავა, რასაც `იების რევოლუცია~ ჰქვია.

ვხედავ, პარლამენტის დეპუტატებად ისეთ სახეებს წარადგენენ, რომ ხალხი მთლად გაგიჟდება. ვინ არიან? მომღერლები, არტისტები და ა.შ. თუმცა წინა პრეზიდენტის დროსაც ასე არ იყო? მის წინაშე დამსახურებისდამიხედვით ღებულობენ თანამდებობებს.

`ეს უკვე მეტისმეტია!~ – ყვირის ხალხი და ამ თემას ჩუმად ვერ გააპარებენ. ხალხი ყველაფერს აკვირდება, აფიქსირებს და მთავრობას არაფერს შეარჩენს. ფრთხილად!

საპატრიარქოს თავზე კი დიდი, შავი ღრუბელია, ვხედავ. ხალხი არც მათ აპატიებს და შედეგს მალე მოიმკიან.

ვხედავ, მომავალში ოპოზიცია ვერ გაუძლებს მთავრობასთან თამაშს, ანუ პოლიტიკურ ურთიერთობებს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც ფიქრობს რაიმეს დათმობას. მან კარგად იცის, რომ ეს არ არის ის ხალხი, ვინც აჯანყებას მოაწყობს. ოპოზიცია ვერ გაბედავს ხელჩართულ ბრძოლას. მათ, უბრალოდ, ეშინიათ. რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს მთავრობასაც აწყობს; ხოლო როცა არ აწყობს, პრეზიდენტი  რადიკალურ ზომებს ღებულობს.

მერე იმართება დიდი მიტინგი. ხალხი, ასე ვთქვათ, ორთქლს გამოუშვებს და შლიან მიტინგს. ოპოზიციის ლიდერებს თითქოს ეს უფრო აწყობთ, ვიდრე ომი და აჯანყება. ვხედავ, ხალხში იწყება უკამყოფილება და ყალიბდება აზრი, რომ ოპოზიცია და მთავრობა გარიგებაზე მიდიან (რაც ქართველი ხალხისთვის მიუღებელია); რომ დრო იმისთვის იწელება, რათა მთავრობამ ისევ მოიგოს არჩევნები; რომ ყველამ  მიატოვა ქართველი ხალხი _ ერმაც და ბერმაც... `და რა ვქნათ ახლა?~

ხალხი პირდაპირ უფალს თხოვს მუხლმოდრეკილი შველას და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ხალხი ყველას გარეშე, თავად მოაწყობს აჯანყებას, თუმცა, ლიდერებიც გამოჩნდებიან, ის ლიდერები, რომლებიც ძალიან შეაშინებენ პრეზიდენტს და მთელ მთავრობას. ფრთხილად!

წინასწარმეტყველება მეტად საფრთხილო და ყურადსაღებია. შეიძლება ბევრი უარყოფითი მოვლენის შეჩერება, მაგრამ, მაინც უნდა ასრულდეს ყოველივე.

უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა აცხადდეს წინასწარმეტყველება, როცა მდგომარეობა სულ სხვანაირად იხატება.

ზუსტად აქ ცდები, ადამიანო! როგორც იწამებ, ისე მიიღებ.

ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს. მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა. რატომ? იგი არც ერთ შემთხვევაში არ ენდობა არც პრეზიდენტს და არც მის გუნდს და სამაგიეროს გადაუხდის მათ. აი, ნახავთ.

ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება საზოგადოებისათვის ბევრი ახალი და უცნობი სახე. ესენი არიან მეცნიერები. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე და 2003 წელს გამოცემულ წიგნშიც დაიბეჭდა.

დღეს განვითარებული პროცესები ხალხს გონებას გაუყინავს. არის ქაოსი, უიმედობა და დიდი სტრესები, მაგრამ მერე უცებ ყველაფერი შეიცვლება და აღსრულდება ყოველივე * დანახული და წარმოთქმული  წინასწარმეტყველება!!! ამინ!

ვხედავ ცნობილი ჟურნალისტის სიკვდილს. მეცოდება.

ვხედავ მოულოდნელ ტერაქტს. მოლაპარაკება შედეგს არ გამოიღებს.

ვხედავ, გვირაბი ჩამოიშლება. მხარე? ჩრდილოეთი.

ვხედავ, ციხეში მჯდომ მღვდელს გაათავისუფლებენ.

საპატრიარქოს დიდი სიფრთხილე მართებს. ფრთხილად! მის შიგნით ხელოვნურად შექმნილი განხეთქილება იწყება. მაგრამ ყოველივეს უფალი განაგებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს * დამსახურებისამებრ! ამინ!

 

2008 წელი, 2 თებერვალი.

 

ვხედავ, როგორ იძაბება ყველაფერი. ხალხი უფრო ბობოქრობს. ოპოზიცია? მათ სხვა გზა არა აქვთ, თუ ხალხის ნებას არ დაემორჩილებიან, პარლამენტშიც კი ვერ მოხვდებიან, არათუ მთავრობას შეცვლიან.

ვხედავ, ხალხი შეკრულია ერთ მუშტად. ისინი მოდიან, მთელი საქართველო გამოდის გარეთ! ვხედავ, ხალხს არ მობეზრდა, ხალხი არ იღლება, ხალხს არ ეშინია და მოთმინებით უსმენს ოპოზიციას. ვხედავ, ხალხი ოპოზიციის გარეშეც, მოთმინებითა და მოლოდინით, ერთად დადგება მთავრობის სახლის წინ და უხმოდ დაიშლება. ეს ორჯერ, სამჯერ… მესამედ? ფრთხილად!!!

ვხედავ, მთავრობა ისევ თამაშობს, დროს წელავს, მაგრამ როდემდე? ყველაფერი მოულოდნელად მოხდება!!! იქნება ძალიან ბევრი მოულოდნელობა.

იმ ჭორებს, რომლებიც ოპოზიციის ირგვლივ ტრიალებს (ანუ ავრცელებენ), მალე ფარდა აეხდება. ოპოზიცია მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე). იცოდეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ვხედავ, ძალიან ახლოსაა, `მეცნიერთა პარტია~ * ხალხი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. წარსულში ვიღაცეებს ჰქონდათ მცდელობა,  დაერქვათ `მეცნიერები~, მაგრამ ისინი არ არიან ის მეცნიერები, რომლებიც ვიწინასწარმეტყველე 1994-1995 წლებში.

`გიორგი ბრწყინვალე~ კი ჩემი მეგობარია. მან იცის, რა ძალა დევს წინასწარმეტყველებაში, იცის კოსმიური ენერგიის სიმძლავრე და ბევრი სხვა რამაც.

ყოველივე ძალიან ახლოსაა, მაგრამ დღეს არავინაა პოლიტიკაში `გიორგი ბრწყინვალე~. იგი მოულოდნელად ჩნდება არენაზე და ხალხი მას გაყვება. აი, ნახავთ!

 

 

2008 წელი, 3 თებერვალი.

 

მრავალი პარტია იქმნება, რომლებსაც ხალხი კითხვის ნიშანს დაუსვამს. `ვისი პარტიაა? ვინ დგას მის უკან?~ წარმოიდგინეთ, რომ ხალხი სწორ ანალიზს გააკეთებს. ვხედავ, დაფარული არავისთვის არაფერი არ იქნება. წავა ღია თამაშები.

ერთი პერიოდი ისევ დაიძაბება სიტუაცია. საპარლამენტო არჩევნები ასი პროცენტით გაყალბდება. ბევრი პარტია არ მოხვდება პარლამენტში და იქნება დიდი არეულობა. ხალხი ხვდება (კარგა ხანია, მიხვდა ყველა), რომ მათთვის არაფერი შეიცვალა და მოხდება `იების რევოლუცია~ * მოკლედ და კონკრეტულად!!!

გგონიათ, არ არიან პოლიტიკოსები? ცდებით. მათ მეცნიერები ჩაენაცვლებიან და მოდის `გიორგი ბრწყინვალეც!~

 

*                     *                     *

საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება. ქართველი ხალხი საპატრიარქოსა და მთავრობის თანამშრომლობას უარყოფითად აფასებს. ვხედავ, ის, რასაც ხალხი იყვირებს, იქნება საშინელი მოსასმენი, საშინელი! ღმერთო, შენ უშველე ჩემს ერს!

ვხედავ, ხალხი, საქართველო ხელებგაწვდილი ზეცაში იყურება და უფალს თხოვს დახმარებას. მათ მეტი არა დარჩენიათ რა; მიაჩნიათ, რომ ყველამ უღალატა საქართველოს, ხალხს * პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და სამღვდელოებამაც!!!

წინასწარმეტყველებები სრულდება ასი პროცენტით. მალე ყველაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. ამინ!

 

 

 

2008 წელი, 5 თებერვალი.

 

ვხედავ, ხალხს დიდად არ აღელვებს ახალი პარტიების შექმნა, მით უმეტეს, რომ ნდობით არ ეკიდებიან, ეჭვით უყურებენ ყველაფერს. ფიქრობენ, რომ ეს მთავრობის მორიგი თამაშია, რათა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ. ასეც არის.

`ქრისტიან-დემოკრატიული პარტია~ * რა მდიდრული და პომპეზური იყო მათი სწრაფი წარმოჩენა პოლიტიკურ სარბიელზე?! უცებ, სოკოსავით ამოიზარდა არსაიდან. მისი ლიდერი იწყებს ძველ თამაშებს, მაგრამ არც ხალხს ავიწყდება, რომ იგი ყოფილი მთავრობის სახეა. ეს ძალიან შეუშლის ხელს, ვხედავ, მომავალში. ხალხი არ ენდობა, ყველამ იცის, რომ იგი პრეზიდენტის კაცია. ასეც რომ არ იყოს, მაინც არაფერი ეშველებათ. მოკლედ, ვხედავ, ხალხი მათ პარტიას ხმას არ მიცემს!!! ურთიერთობები, ვხედავ, არც ოპოზიციასთან დაეწყობათ, რადგან მათ იციან, რეალურად რა პარტიაა ეს. არ მისცემს ოპოზიცია იმის საშუალებას, რომ ეს პარტია ჩაენაცვლოს `გაერთიანებულ ოპოზიციას~. ლიდერად, ვხედავ, მაინც გაჩეჩილაძე რჩება. `ქრისტიან-დემოკრატები~ წააგებენ ამ თამაშში.

დიახ, `გიორგი ბრწყინვალე~ სულ სხვა გზით მოდის პოლიტიკაში. იგი დღეს აქ არ არის. იგი ჩემი მეგობარია, სწამს წინასწარმეტყველებებისა და ელოდება თავის დროს. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.

ოპოზიცია არ ჩერდება. მთავრობა ცდილობს, აფხაზეთის საკითხებით შეაჩეროს მიტინგების ტალღა; ხვდებიან, რომ ეს ხუმრობა აღარაა, რომ ხალხი კი არ განელდა, პირიქით, მთელი საქართველო ბობოქრობს. მითუმეტეს, რომ დანაპირებს არ ასრულებენ.

ფრთხილად!!!

ღმერთმა განსაჯოს ყოველივე. ამინ!

 

 

2008 წელი, 7 თებერვალი.

 

ვხედავ, რუსეთი წააგებს დიდ პოლიტიკურ თამაშს საქართველოსთან. დიახ, ასეა, რუსეთი ბევრ დათმობაზე წავა საქართველოსთან მიმართებაში. სრულდება 1992-1995 წლების წინასწარმეტყველებები. თვითონ რუსეთიც დაიღალა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემის თამაშით. ეს უკვე აღარ შედის მათ ინტერესებში!!!

 

საქართველოში ევრო ვერ მოიკიდებს ფეხს. ისევ დოლარი ჩაენაცვლება, ვხედავ. ევროს კურსი საქართველოსთვის მიუღებელია. კი, ევროპელები ვართ, მაგრამ ჯერ საქართველო მზად არ არის საიმისოდ, რომ ყველაფერი ევროზე გადავიდეს. დღეს ამას არ ვხედავ. მომავალში კი ევროც მოიკიდებს ფეხს მყარად. ეს ყველაფერი დროის ამბავია.

 

2008 წელი, 9 თებერვალი.

 

 

ვიმეორებ: პუტინის მოყვანილი კაცი _ `მედვედი~, მის პოლიტიკას ვერ, ანუ არ გაატარებს.

მომავალში საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება. ვხედავ, საჰაერო სივრცეც გაიხსნება და საბაზრო ეკონომიკაც საქართველოსთან მიმართებაში განიხილება დადებითად. ქართული წყლები და ღვინოები ისევ გამოჩნდება მოსკოვში და ბევრი სხვა რამაც. რადიკალურად შეიცვლება რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება კოსოვოს, რითაც ყურები გამოგვიჭედეს, ვხედავ, ეს თემა საქართველოს საერთოდ არ ეხება!!! რუსეთის ამ თამაშს წერტილი დაესმება მალე. რუსეთის არასწორი ნაბიჯი გამოიწვევს ომს და საქართველო უკან არ დაიხევს.

საქართველო გაიმარჯვებს!

საქართველოს ტერიტორია ხელშეუხებელია!

ის კი არა, რაც დაკარგა წარსულში (გაჩუქებულ მიწებს ვგულისხმობ), ისიც დაუბრუნდება საქართველოს!

იწყება დიდი ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში: ახალი მთავრობა, კონსტიტუციური ცვლილებები, ახალი, შეცვლილი კანონები, მეტად საინტერესო პარლამენტი, ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში.

ხალხი მშვიდდება! ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში. ამინ!

 

 

2008 წელი, 15 თებერვალი.

 

ისევ ვხედავ ცნობილი პიროვნების სიკვდილს! საქართველო, ხალხი ისევ აფორიაქდება... ვხედავ, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ძალიან ცუდადაა; იგი ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ეს რომ არ დავწერო, არ შეიძლება. ღმერთმა უშველოს!

ძალიან რთული გამოცდა ელის ქართველ ხალხს.

ვხედავ ისევ, რომ ოლიგარქი ჩამოდის საქართველოში! ეს ძალიან საინტერესოა. იქნება დიდი ცვლილებები, ძალიან დიდი ცვლილებები და მოულოდნელობები.

ვხედავ, ხალხმა თითქოს მიიძინა, მაგრამ მთავრობა და პრეზიდენტი ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომ ხალხის ტალღა აღარ ჩაცხრება. ისინი შტურმით, დიახ, შტურმით იღებენ პრეზიდენტისა და მთავრობის სასახლეებს! ეს არ არის ხუმრობა.

ერთი რამაა საინტერესო: არც მაღაზიებს არბევს ხალხი და არც არაფერს ამტვრევს. ვხედავ, როგორ გარბის სპეცრაზმი. დიდი შეჯახება იქნება და მთავრობა წააგებს ასი პროცენტით!

ირაკლი ოქრუაშვილს, ვხედავ, საფრანგეთი არ გადმოსცემს საქართველოს, ანუ მას გაამართლებენ. ვხედავ, საქართველოს პრემიერობას მომავალში ირაკლი ოქრუაშვილს თავაზობენ; ამერიკაც თანახმაა!!! საინტერესოა არა? მეც მიკვირს!!! მაგრამ ასეა, ასე ვხედავ. აქ ანალიზების გაკეთება არ შეიძლება და ვერც გააკეთებთ.

 

2008 წელი, 16 თებერვალი.

 

ახლად შექმნილ პარტიებს, ვხედავ, ხალხზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ.

`გაერთიანებული ოპოზიცია~ ხალხის ნდობას თითქმის კარგავს. მთავრობა კი თავისას მიერეკება!!! მათ იციან, რომ ოპოზიცია ვერ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულები ამაში, მაგრამ ასე არ არის. წინასწარმეტყველება აღსრულდება და `იების რევოლუცია~ სწორედ იმ დროს მოხდება, როცა არავინ ელის.

მოდის და ძალიან ახლოსაა ჯაბა იოსელიანის მსგავსი პიროვნების გამოჩენა.

ექსმინისტრი დანაპირებს შეასრულებს. იგი ცდილობს თბილისში ჩამოვიდეს და თან ეშინია, არ მოკლან. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მის სიკვდილს ჯერ ვერ ვხედავ. იგი ამერიკას ჭირდება, იგი მებრძოლია და ა.შ. ისე, მთავრობას დიდი სურვილი აქვს ოქრუაშვილის სიკვდილისა. ის მათთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე პატარკაციშვილი. ასე  მიაჩნიათ.

მოკლედ, ყველაფერი აირევა. ვხედავ, საშინლად გაძვირებულია ყველაფერი, ანუ იმატებს გადასახადები, ფასები სურსათზე და სხვა ყველაფერზე. უმუშევარია თითქმის მთელი საქართველო. ფრთხილად! ხალხს მოთმინების ფიალა აევსო. წინამძღოლი და ლიდერი არ ჭირდებათ!!! ასე ფიქრობს, ვხედავ, ხალხი. ლიდერი მოულოდნელად გამოჩნდება და მერე ვერაფერი შეაჩერებს საქართველოს. მიტინგებზე ბევრი ხალხი მივა. ერთი პერიოდი მთავრობა იფიქრებს, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ეს მცდარი აზრია. ვხედავ, მთელი საქართველო გარეთ გამოდის!

*                     *                     *

საპატრიარქო აირევა!..

 

 

 

 

2008 წელი, 17 თებერვალი.

 

ხალხს აჯერებენ, რომ პრეზიდენტს ალტერნატივა არ ყავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ლიდერი არ ყავს და მიდის ამ თემაზე დიდი მუშაობა, რომ ამერიკელები ვერ ხედავენ სხვა ლიდერს და ა.შ. მაგრამ ვხედავ, რომ საზოგადოება არ ტყუვდება. სიმართლე მთელმა საქართველომ იცის. უბრალოდ, ხალხს სისხლი და ომი არ უნდა. ისინიც, ოპოზიციის ლიდერების მსგავსად, ფიქრობენ, კონსტიტუციური გზით გაყარონ მთავრობა თავის პრეზიდენტიანად, მაგრამ ვხედავ, მომავალში დიდი შეჯახება მაინც იქნება! მთავრობა ორმაგ 7 ნოემბერს მოაწყობს და ხალხს მერე ვეღარ შეაჩერებენ. ხალხი მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. ხალხი არ გარბის, პირიქით, ხელჩართული ბრძოლებია, ვხედავ. მთავრობა შეცდა. უფრო მოემატება ხალხი. მთელი საქართველო გამორბის მთავრობის სასახლისკენ!

საერთოდ დიდი სიფრთხილე მართებს!XXXXXXXXXX

რუსეთი კოსოვოთი ვეღარ ივაჭრებს. ბედისწერა რუსებს ფაქტების წინაშე აყენებს. დიახ, ასეა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რა თამაშებიც არ უნდა წამოიწყოს რუსეთმა, არაფერი გამოუვა! ეს ვიცი ასი პროცენტით. არის დიდი მცდელობები, მაგრამ ყოველივე ამაოა. საქართველო მომავალში ერთიანია!

1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ავტონომიები არ იარსებებს და არც ფედერალური სახელმწიფო შედგება. სწორედაც, რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის და ამას ვერავინ გადაკეტავს. ამინ!

 

 

 

2008 წელი, 23 თებერვალი.

 

ვხედავ დიდი  პიროვნების სიკვდილს, ვხედავ ტერაქტს. ფრთხილად!

ძალიან აირევა `გაერთიანებული ოპოზიცია~. ისინი ჩიხში არიან. ხალხი ელოდება ლიდერს, უმართავნი ხდებიან. ეს ძალიან საშიშია მთავრობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ფრთხილად! ხალხს ვერაფერი შეაჩერებს.

ახალი სახეები კი ჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ ხალხისთვის ისინი ნაცნობები არიან და არ მიიღებენ, არ ენდობიან!

თუმცა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, დროებითია. ხალხი მალე მოეგება გონს და სწრაფად მოძებნის დასაყრდენს. ასეა, ლიდერი და დასაყრდენი ყოველთვის ჭირდება ხალხს.

ვხედავ, `ნაციონალებს~ ძალიან უჭირთ, ხალხიც აღარ ყავთ, საპარლამენტო-საგაზაფხულო არჩევნებისა ეშინიათ.

პატარკაციშვილიც მალე გადაავიწყდება ხალხს. ისე, მინდა აღვნიშნო, ნოემბერში მიცემული დაპირებები (ყურძნის შესყიდვა და ა.შ.) პატარკაციშვილს შეეძლო ოქტომბერში განეხორციელებინა, როცა ვენახები იჩეხებოდა!.. და ისმება კითხვა. დიახ, ეს სიმართლეა. ჩვენ ყოველთვის სიმართლს ვწინასწარმეტყველებთ.

ხალხი მეცოდება! მაგრამ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს.

იქნებ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსაც მიაქციოთ ყურადღება, ხალხო, რომელიც უამრავ ქველმოქმედებას აკეთებს და დიდ ფულს ხარჯავს? თუ არ გიფიქრიათ, იფიქრეთ, გირჩევთ!!!

და სიმართლე იგი ასეთია: გაბრწყინდება ჩემი საქართველო! ერთიანი და  ძლიერია მომავალში ჩემი ქვეყანა! დიახ, ასეთია ნება უფლისა ჩუენისა. ამინ!

ბევრი სიურპრიზები იქნება საქართველოში!

 

2008 წელი, 28 თებერვალი.

 

ვხედავ, მომავალში მდგომარეობა უფრო დაიძაბება. `აფხაზებსა და ოსებს ტერაქტი აქვთ ჩაფიქრებული!~ _ აცხადებს საქართველოს მთავრობა. _ `ამისთვის კი საჭიროა, გაიწმინდოს საქართველოს ტერიტორია ტერორისტებისგან და მთლიანად ქართულ ტერიტორიაზე გავრცელდეს ქართული კანონმდებლობა!~

ამას მიესალმება ევროპაც და ამერიკაც. რუსეთი ხმას არ ამოიღებს. გულში უკვე თვითონაც მიესალმება ამ ღონისძიებებს.

ვხედავ, დაიწყება მასშტაბური გაწმენდა, ანუ პატარა ომები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. დაუძლეველი არაფერია. ის სირთულეები, რაც რუსებმა მითად აქციეს, სულაც არ არის ქართული ჯარისთვის დიდი წინაღობა. პირიქით, ერთ დღეში დაასუფთავებენ აფხაზეთს. ის მართლაც ტერორისტების ბუდეა. ამას ადრეც ვწინასწარმეტყველებდი, წლების წინ.

კოსოვოს თემამ ვერ უშველა მოძალადე აფხაზებსა და ოსებს, გამოჩნდა რუსეთის ორპირობა და თამაშები. აქ არაფერი გამოსწორდება. როდემდე უნდა მოიტყუონ თავი??? ასე რომ, საქართველოს თვითონ უფალი წმენდს, ურჯულონი გარბიან!

ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ძვრები იქნება. ყველა გამოაჩენს საკუთარ სახეს. ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს ოპოზიციაც და მთავრობაც. ხალხი მათ არ ენდობა, ახალ ლიდერს ელოდება და ასეც მოხდება.

დღეს გაერთიანებული პარტიების დაყოფა ძალიან წამგებიანი აღმოჩნდება ოპოზიციისათვის. ისინი ფიქრობენ, რომ გაჩეჩილაძემ დაჩრდილა და მათ ფუნქცია დაკარგეს.