აშშ

ქვეყნები

1992 წლის ჩანაწერები


1992 წელი, 22 მარტი.

ისრაელში ომი გრძელდება. მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს. ამერიკა შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ხდება განხეთქილება, მაგრამ ღმერთი არ წირავს ისრაელის შვილებს.

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

ნატოს ამერიკელი გენერალი შალიკაშვილი მოულოდნელად დიდი დახმარებით დადგება თავისი სამშობლოს წინაშე. თითქოს დღეს ფეხს ითრევს, მაგრამ ღმერთი გაიყვანს იმ სიკეთისაკენ, რასაც ის საქართველოს მოუტანს.

1992 წელი, 3 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დადებითია საქართველოსთვის. აქ ამერიკაა ჩარეული.

1992 წელი, 18 დეკემბერი, ღამის 3 საათი.

ამერიკას მყარი და ხშირი კონტაქტი ექნება საქართველოსთან. იქმნება გენერალური შტაბი ცენტრალურ საზღვრებთან დაკავშირებით. ამერიკისა და ევროპის მოქმედება ამ სიტუაციებში ძლიერია. საზღვაო ფლოტიც ძლიერდება და პოლიციაც, იქმნება ახალი გვარდია. ჩამოდიან სპეციალისტები. საჰაერო ზონას იცავს უნიკალური რადარები, რომელთაც ამერიკა აძლევს საქართველოს (და ბევრ სხვა რამესაც). საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება ძლიერი, საიდუმლო სამხედრო იარაღი, ტექნიკა, რომელთაც პირიქით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთის ქვეყნების მხარეს. ღილაკს რომ დააჭირო ხელი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. ეს გარემოებაც იცავს საქართველოს მუსლიმებისგან ­ შიში.

1993 წლის ჩანაწერები


1993 წელი, 10 თებერვალი, საღამოს 9 საათი.

რუსეთი ძალიან ღიზიანდება საქართველოს გასვლებით საზღვარგარეთ, იმიტომ, რომ ამერიკა ისევ გააფრთხილებს. კლინტონის ყურადღება მეტია, ვიდრე ბუშის იყო საქართველოს მიმართ.

 

1993 წელი, 20 აპრილი, სამშაბათი.

ამერიკა პოლიტიკურ შეცდომას უშვებს სამხედრო ხაზით; მნიშვნელოვან ბაზებზე ყურადღებას ასუსტებს, მოლაპარაკების პუნქტებს არ ასრულებს, ერთადერთი ბაზა მუსლიმურ სამყაროში კი ისრაელია!

 

***

ამერიკამ ქუვეითის საქმეები მოაწყო და ამით დაამთავრა თავისი პოლიტიკა. სინამდვილეში, იმის მაგივრად, რომ ფესვიანად ამოეგლიჯათ მუსლიმთა სიძლიერე, მნიშვნელოვანი პროგრამა ვერ შეასრულეს ბოლომდე და ყურადღება მოადუნეს, რაც კატასტროფამდე მიიყვანს. თამაში დაიწყეს მუსლიმებთან, არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, რაზეც მომავალში პასუხს აგებენ.

რუსეთი თავის ტექნიკას მუსლიმებზე ყიდის ოქროზე; არა ბუტაფორიას, არამედ ნამდვილ იარაღს. ამერიკა კი თვალს ხუჭავს, არ უნდა რუსეთთან კონფლიქტი.

 

1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი.

მსოფლიო იწვის შავ მაგიურ ველში. მუსლიმები ამოძრავდებიან. ამერიკას იმაზე დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, ვიდრე რუსებს გონიათ: ძლიერი სამხედრო ბაზების ჩამოყალიბება საქართველოს საზღვრებზე.

ამერიკელი სპეციალისტები ჩამოდიან. ორ ამერიკელ გენერალს ვხედავ, ქართულ არმიას დაეხმარებიან, ასწავლიან ყველაფერს.

 

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

კლინტონის მმართველობა მოკლე პერიოდით განისაზღვრება.

ამერიკის მთავრობა აირევა. ნატოს მოქმედება არასწორია.

დიდ შეჯახებას ვხედავ ნატოსა და მუსლიმთა ჯარებს შორის.

***

ამერიკასა და გერმანიას შორის მოხდება დიდი განხეთქილება. ეს ძალიან დაასუსტებს ევროპას და ძალას აძლევს იქაურ მუსლიმებს.

 

1993 წელი, 11 აგვისტო, ღამის 12 საათი, კოჯორი.

ამერიკელი დიპლომატის სიკვდილი რუსების ჩაწყობილია. რითი გაანადგურონ საქართველო, როგორი სახის ტერორი ჯობია, დღე და ღამეს ათევენ ამაზე ფიქრში. ეს შემთხვევა საქართველოს ვერ ავნებს. ამერიკამ და ევროპამ იციან საქართველოს ფასი. რუსების ყოველგვარი მოქმედება ჩაფუშულია. ამერიკა უფრო იაქტიურებს საქართველოში, დააჩქარებს ყოველგვარ დახმარებას (რაც ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს).

***

შავ ზღვაზე საქართველო ძლიერია მომავალში; ამერიკა გვეხმარება. სიურპრიზები რუსებს!

 

 

1994 წლის ჩანაწერები


1994 წელი, 11 თებერვალი, საღამოს 8 საათი.

იწყება საზღვარგარეთული ფირმების შემოსვლა საქართველოში – დიდი პროექტებით შემოსვლა. კუპონი ქრება, ჩნდება ქართული ვალუტა, ფული, ბანკები. ამ პროგრამაზე იმუშავებენ ამერიკაში, როცა პრეზიდენტი შეხვდება კლინტონს. ამერიკა ისევ დაგვეხმარება. ფაქტობრივად, სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.

 

1994 წელი, 22 აპრილი, საღამოს 5 საათი.

მონღოლეთსა და ჩინეთს შორის სიტუაციები დაიძაბება. მონღოლეთის რესპუბლიკა მოსთხოვს ჩინეთს საზღვრების შეცვლას, ანუ მიწებს, რომლებიც მონღოლებს ეკუთვნით. ეს ძალიან დიდ შეტაკებას გამოიწვევს, აზია ცეცხლის ალში გაეხვევა. ქრისტიანები დიდად არ შეიწუხებენ თავს და არც მოიმოქმედებენ არაფერს.

მონღოლეთი იყურება რუსეთისაკენ. რუსეთი უკვე განაწყებული იქნება ჩინეთზე და მთელი ძალებით იწყებს მონღოლების ხელშეწყობას. ეს მდგომარეობა ხრის ჩინეთს ერთი პერიოდით მუსლიმების მხარეს. მონღოლეთი რუსული იარაღით მომარაგდება. ყოველივე მომზადდება, რათა დიდი ომი დაიწყოს, მაგრამ აქ ჩაერევა ამერიკა, რომელიც მიხვდება რუსეთის ბინძურ თამაშს და მოლაპარაკებებითა და დაპირისპირებებით მონღოლეთს გონზე მოიყვანს. ცოტა ძალას კი იხმარენ, მაგრამ მონღოლეთი ჩიხში მოემწყვდევა.

 

1994 წელი, 25 ივლისი, 4 საათი.

მოდის იგი ეშმაკი. ვინ არის? აღსანიშნავია: კოჭლია, საშუალოზე მაღალი, მონღოლურად ვიწროთვალებიანია აშკარად. ეს არაა სადამ ჰუსეინი. იგი დიდ პოლიტიკოსთა შორის რიგით მეოთხე-მეხუთე იქნება. დღეს არ ჩანს არენაზე. დიდგვაროვანია, ამაყობს გვარიშვილობით, სურს, რომ აღადგინოს ძველი `ოქროს ურდოს~ საზღვრები, ანუ დაიპყროს რუსეთი! იგი იხსენებს `ოქროს ურდოს~ ბატონობის ხანას (უყვარს ისტორია). ამის შესახებ ტელევიზიითაც კი გამოაცხადებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსები დასაწყისში არ დაიჯერებენ არაფერს და სკეპტიკურად შეხედავენ ამ ქმედებებს.

ომი დაიწყება შორეული აზიიდან (ჩინეთი, მონღოლეთი), ცენტრი ირანშია. იაპონია იმეორებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას – არ ჩაერევა, დაიკავებს ნეიტრალიტეტს. იგი არ ენდობა მუსლიმებს სარწმუნოებრივი განსხვავების გამო, რადგანაც იცის მუსლიმთა სისასტიკე.

მომავალში აზიის ქვეყნებს შორის მოხდება დიდი განხეთქილება, რაც გადაარჩენს საქრისტიანოს განადგურებისაგან საბოლოოდ (კორეა დაიჭერს იაპონიის მხარეს).

რუსეთი საშინელ დარტყმას მიიღებს მუსლიმებისაგან. ღმერთი სჯის რუსებს საქართველოს, ქრისტიანული ჯვრის წაბილწვისთვის.

ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა არ შეაშფოთებს საბოლოოდ, რის შედეგადაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სახელმწიფოები ერთიანდებიან რუსეთის დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორივე ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს.

მუსლიმები თითქოს მთელ დასავლეთ ევროპას დაიპყრობენ მესამე მსოფლიო ომის დროს. გერმანია თავს დაიხსნის, საფრანგეთს ძალიან გაუჭირდება (თითქმის ინგრევა ეიფელის კოშკი).

ბრძოლები მოსკოვში.

ინგრევა ყველაფერი. ვხედავ, მოდის დრო, როდესაც წითელი მოედანი სისხლით მოირწყვება. მოსკოვი ხომ (ყოველთვის ასე ვხედავდი) შავი მაგიის ცენტრია დედამიწაზე?! სწორედ აქ, მოსკოვში, წითელ მოედანზე დახვრეტენ ამ კოჭლ, წითელქუდიან ეშმაკს – შავი ძალების პატრონს, ვინც იწყებს მესამე მსოფლიო ომს!

 

1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

ამერიკაში `რესპუბლიკელები~ მოვლენ სათავეში. საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ამერიკა რეალურად გვეხმარება.

 

გაეროში აირევიან. ამერიკა – ნატოს ჯარები, იწყებენ მოქმედებას. აქ უშვებენ შეცდომებს პოლიტიკური ხაზით და ეს არის დასაწყისი მუსლიმური ომისა!!!

1995 წლის ჩანაწერები


1995 წელი, 14 მარტი, დილის 9 საათი.

მოულოდნელად უკრაინა დგება თავისი მოთხოვნებით ისევ. უკრაინას კიდევ ამერიკა აჩერებდა, ახლა ვხედავ, რომ უკრაინა იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს იქნება მოკლე პერიოდი. აქ ამერიკა ჩაერევა, გაეროც და ყველაფერი შეწყდება.

 

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.

მსოფლიო იწვის! აირევა ყველაფერი. ქრისტიანული სარწმუნოება განიცდის უზარმაზარ კრახს.

ამერიკის დაშვებული შეცდომები გამოუსწორებელია. თვითონ ამერიკას ძალიან გაუჭირდება საშინაო საქმეებში. მოდიან `რესპუბლიკელები~ ისინი თითქოს რაღაცას აღწევენ, მაგრამ მსოფლიოს ცეცხლი მაინც წაეკიდება და ვერ შეაჩერებენ.

იძაბება აზიის ქვეყნები. ირანი პირველ ადგილზე გამოდის, ანუ ყურადღების ცენტრში ხვდება.

ამერიკის პრეზიდენტს მოკლავენ! რუკაზე პირდაპირ წითელი ჯვარია – სისხლიანი.

კანადის ერთ მონაკვეთში ქიმიური აფეთქებაა, ხალხი იწამლება.

 

 

1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

ვხედავ, რომ მომავალში ამერიკა, თურქეთი, ევროპა გვეხმარება ნავთობის მილების გაყვანასა თუ შეკეთებაში, მათ აშენებაში, უმაღლესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვაში, უნიკალური პროექტების დამუშავებაში. ამერიკა აჩუქებს საქართველოს ნავთობ თუ ბენზინმზიდ ტანკერებსაც.

 

1995 წელი, 15 ნოემბერი, დღის 5 საათი.

იწყება მესამე მსოფლიო ომი!!! ისრაელშიც ნიადაგი მწიფდება ამისთვის. ამერიკის პრეზიდენტი საით უბერავს, აღარ უწყის – კონტროლს დაკარგავენ მუსლიმურ სამყაროზე. კლინტონმა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა. პასუხიც არ დაიგვიანებს – ყველგან ომები გაჩაღდება!

1996 წლის ჩანაწერები


1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.

***

რაც შეეხება ნავთობს: რუსეთმა, როგორც არ უნდა წარმოაჩინოს თავისი `მომგებიანი სიტუაციები~ ნავთობთან დაკავშირებით, საქართველო, ვხედავ, პირველი დაიწყებს ნავთობის გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის უდიდესი ინტერესია  და მთელი ძალებით ჩაებმებიან ამ საქმეში.

 

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.

ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოყვება დიდი სკანდალები. ეს ატომურ ბომბს შეეხება. დიდი ომის შემდეგ ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი! იმიტომ რომ ამ ომში კორეა სანდო არ არის.

 

 

1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათი.

მსოფლიოში პოლიტიკური  სიტუაციები ძალიან დაიძაბება. აღმოსავლეთის ქვეყნები ნელ-ნელა პირველ ადგილს იკავებენ. ამერიკა დაბნეულია, ვხედავ: ვეღარ არეგულირებს ჩინეთს, ისრაელს, ირანს, ლიბანს და ა.შ. უთანხმოება აქვს კორეასთან, მაგრამ მალევე ჩააქრობენ სირთულეებს. იაპონიაც აურევს.

საბოლოო ჯამში, ამერიკა კი აჯობებს აღმოსავლეთს, მაგრამ საკუთარ სისუსტესაც გამოამჟღავნებს.

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ურთულესი პიროვნებაა, დიდი ნაციონალისტია. ძალიან დაუპირისპირდება მუსლიმებს, ღია თამაშს დაიწყებს, რომ იტყვიან, რქებით მიაწვება ბოლომდე. ეს ძალიან შეაშინებს აღმოსავლეთის ქვეყნებს და ატეხენ ყვირილს, რომ პრეზიდენტი მუშტით ელაპარაკება მათ და არა პოლიტიკით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორი პოზიციაა.

 

1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათი.

ვხედავ, იმართება მსოფლიო მნიშვნელობის შეკრებები ძლიერთა ამა ქვეყნისა. შავ ზღვაზე ქართულ ფლოტთან ერთად დგანან ამერიკის გემებიც. სად არის რუსეთი? არსად!

***

თბილისში საფრანგეთი ღრმად გაიდგამს ფესვებს − აშენებს უნიკალურ საბავშვო გასართობ პარკებს. ამერიკელები სამხედრო, ხოლო იაპონელები მეცნიერული ხაზით შემოდიან კონტაქტში. მათ აინტერესებთ ჩვენი კავკასიონი, მთები და ა.შ. რასაც ვხედავ დღეს, მომავალში რეალურად სრულდება.

 

1996 წელი, 31 მარტი, დილის 5 საათი.

ნატოს წარმომადგენლები ირბენენ თბილისში. სამხედრო ბაზებზე იქნება ლაპარაკი. რუსეთი, ვხედავ, ვეღარ ჩაერევა საქართველოს საქმეებში. შავ ზღვაზე ქართული, ნამდვილი ფლოტი იქმნება ამერიკელების დახმარებით.

 

1996 წელი, 26 მაისი, დილის 8 საათი.

ისევ დაიწყება დედამიწის დაყოფა. ამ ეტაპზე ამერიკა უფრო ძლიერია მთელს მსოფლიოში და იგი იდირიჟორებს.

 

1996 წელი, 26 ივნისი, დღის 3 საათი.

სანამ რუსეთი სუსტდება, საქართველოში უკვე ძლიერია ამერიკის ზეგავლენა. რუსეთი ჩუმდება. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.

 

1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათი.

ამერიკის გავლენა საქართველოში ძლიერი იქნება. შავი ზღვა წარმოადგენს დიდ ინტერესს და აქ ამერიკა შეეცდება, საქართველოს დაეხმაროს მის ათვისებაში. ქართული ფლოტი იქმნება ამერიკის დახმარებით. 4-5 გემს ვხედავ  − სამხედრო გემს, საქართველოს დროშით, შიგ კი ამერიკელები არიან, ესე იგი, გემებს ჩუქნიან საქართველოს. ამით საქართველო არაფერს აგებს, ამერიკა კი შავ ზღვაზე იღებს ძალაუფლებას, რაც ძალიან აწყობთ თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ მოქმედებაში.

 

1996 წელი, 4 ნოემბერი, დღის 3 საათი.

ამერიკის სათავეში მოკლე დროში უკვე `რესპუბლიკელებს~ ვხედავ.  ბევრი რამ შეიცვლება.

***

შავ ზღვაზე რუსეთსა და ამერიკას შორის წავა ფარული ჭიდილი. შავ ზღვაზე სამხედრო გემებს ვხედავ, ზედ ორი დროშა ფრიალებს − საქართველოსი და ამერიკისა. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

 

1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.

სოხუმში ამერიკელები გახსნიან ამერიკულ-ქართულ საზღვაო აკადემიას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებენ.

 

 

1997 წლის ჩანაწერები


1997 წელი, 27 მაისი, დილის 11 საათი.

რუსეთი უფრო აფორიაქდება, მაგრამ ვხედავ, ამერიკა უკვე სერიოზულად სთხოვს თამაშების შეწყვეტას საქართველოს მიმართ. ის, რაც მოილაპარაკეს წარსულში და როგორც დაინაწილეს რესპუბლიკები, იმის ასრულებას მოსთხოვენ. რუსეთს კი დატაცებული ტერიტორიების დათმობა არ სურს.

 

1997 წელი, 15 ივლისი, კოჯორი.

შავ ზღვაზე, ვხედავ, შემოდიან ამერიკისა და ინგლისის გემები; ეს სამხედრო გემებია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრული წევრი ხდება ამერიკისა და ევროპისა.

“საქართველო ამერიკისათვის იგივე იქნება, რაც ჰონგკონგი იყო ინგლისისთვის!” _ ამ სიტყვებს გაიმეორებენ მომავალში.

 

 

1997 წელი, 23 ივლისი, კოჯორი.

საქართველოში ნატოს წარმომადგენლებს ვხედავ სამხედრო ფორმაში. თბილისში გაიხსნება შტაბ-ბინა, ასე ვთქვათ, ნატოს ცენტრი. “ესენგეს” ყოფილი ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწევრიანდებიან, დაექვემდებარებიან ამ ცენტრს, რომლისთვისაც ამერიკა თბილისს ამოირჩევს. აქ იქნება შეკრებები და დაიგეგმება, ასე ვთქვათ, ახლო, დასავლეთ აზიის ქვეყანათა სამხედრო მომავალი.

 

1997 წელი, 4 აგვისტო, დღის 2-ისნახევარი, კოჯორი.

საქართველოს საზღვრები იკეტება –  როგორც ძლიერი სახელმწიფო, ისე სურთ, რომ იხილონ ამერიკამ და დასავლეთმა.

ამერიკელები მუსლიმებს არ ენდობიან, უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, ვხედავ. აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის  ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ აზერბაიჯანი ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში.

საქართველო კი სულ სხვაა. ქრისტიანული საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში.

 

1997 წელი, 11 ნოემბერი, დილის 10 საათი, თბილისი.

ჰუსეინმა დიდი ძალა შემოიკრიბა და მიიჩნევს, რომ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას და დაიწყებს ომს, დიახ ომს! ეს ვიეტნამს გავს, მაგრამ მთელი ამერიკა და საქრისტიანო ამ ომის მომხრე იქნება. ამერიკა ბოლო წერტილამდე შეეცდება, რომ ომი აიცილოს, მაგრამ ჰუსეინი აიძულებს და მიაღწევს ომს! ომს, რომელიც მართლა გაანადგურებს ერაყს და “მეფე” სადამ ჰუსეინს (სხვათა შორის, მას სწამს წინასწარმეტყველებისა. ვარსკვლავებმა გამარჯვება უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ეს ასე არ არის). ვხედავ, რაც ამერიკამ არ გააკეთა, უკვე გააკეთებს მომავალში, ძირფესვიანად მოთხრის მართლაც ძალიან საშიში, მუსლიმური მოძრაობის ადგილს, ერაყს, ჰუსეინთან ერთად. ეს არის საშინელი ომი, მაგრამ გარდაუვალი, რომელსაც ქრისტიანები მოიგებენ. ენთება, ვხედავ დიდი ცეცხლი და სწრაფად ჩააქრობენ. ომი დიდხანს არ გაგრძელდება.

**

სადამ ჰუსეინის სიკვდილს ვხედავთ მომავალში. მას ბოლოს ამერიკელები მოუღებენ.

 

 

1998 წლის ჩანაწერები


1998 წელი, 21 თებერვალი, დილის 10 საათი.

ამერიკა მაინც დაარტყამს ერაყს. ეს ასე იქნება, ვხედავ. მათ ისეთი ინფორმაცია აქვთ, რომ დროის გაწელვა დიდ დანაკარგს მოუტანთ ქრისტიანებს.

 

1998 წელი, 4 მარტი, დღის 3 საათი.

ამერიკა გავს იმ კატას, თაგვს რომ აწვალებს და ბოლოს მაინც შეჭამს, ანუ ამერიკა მაინც დაარტყამს ერაყს!

 

 

1998 წელი, 9 ივნისი, დღის 2 საათი.

ჩვენი წინასწარმეტყველებები მთელ მსოფლიოს მოივლის და გააოცებს. ყველაფერი დაიწყება ამერიკიდან, მე კი მინდოდა, რომ დაწყებულიყო საქართველოდან.

 

1998 წელი, 18 ნოემბერი, საღამოს 10 საათი.

დღეს ამერიკის მცდარი გადაწყვეტილებები ვითომ ომს აქრობს, სინამდვილეში თვითონაა ომებისთვის მზად და დაარტყამს კიდეც ერაყს. აი ნახავთ!

 

1998 წელი, 19 დეკემბერი.

მე უკვე აღვნიშნე 1992-1993 წლებში ამერიკაში “რესპუბლიკელების” მოსვლა – პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი ნაციონალისტია და თაყვანს სცემს და ერთგულია ქრისტესი, ჯვრისა, ნამდვილი ღვთის გამოგზავნილი რისხვა იქნება მუსლიმებისათვის, ვხედავ. კლინტონის დაბომბვა მოენატრებათ მუსლიმებს!

 

 

1999 წლის ჩანაწერები


1999 წელი, 8 იანვარი, დილის 10 საათი, თბილისი.

ამერიკასა და რუსეთს შორის ძალიან დაიძაბება სიტუაციები. ეს შეეხება აღმოსავლეთის პოლიტიკას.

 

1999 წელი, 12 იანვარი, დღის 3 საათი, თბილისი.

ამერიკა დიდი ომისთვის ემზადება. ისინი ყველა წინასწარმეტყველებას გამოიყენებენ, გადაღეჭავენ, ვხედავ. ჰოდა, აქედან იწყებენ ბედისწერის მართვას. დიახ, სრულ სიმართლეს ვამბობ. გინდათ თუ არა, “მეფენო”, მაინც გჭირდებით და მერე როგორ!

მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!!! ამიტომ ჯობს თვალები კარგად გაახილოთ, შეაფასოთ მდგომარეობა და მერე იმოქმედოთ, რათა არ წააგოთ ყველაფერი მომავალში. ამერიკამ, რაც ხდება, ყველაფერი სწორად შეაფასა, მუსლიმურ სამყაროში საკმაოდ ღრმად ჩაიხედა და იმ ქმედებებს, რომლებიც მათ წამოიწყეს, ნათელხედვები და წინასწარმეტყველებები ამართლებს. აი ნახავთ! მათი მოქმედებები სწორია და ეს მომავალში გამოჩნდება. ის, რასაც ჰაერიდან ანადგურებენ, მიხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილია. აქედან ქრისტიანებს განადგურება ეწერათ. რომ არ დაებომბათ, მტრის კარს, ისეთ იარაღებს გამოიყენებდნენ! რომ არა ის აფეთქებები, დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდებოდა. დღეს კი მუსლიმების ტექნიკა სანახევროდ განადგურებულია. მადლობა უფალს!

 

1999 წელი, 10 აპრილი, დილის 2 საათი.

რუსეთმა თუ სამშვიდობო პოლიტიკა არ გაატარა ევროპაში, წააგებს, ვხედავთ. მაგრამ აღსანიშნავია ერთი რამ: ამერიკა ცდება, თუ ფიქრობს, რომ რუსეთმა მთელი ტექნიკა დააკონსერვა, ან დაშალა და გაყიდა. რუსეთმა ამერიკა, ვხედავ, მოატყუა, ტექნიკა და სამხედრო ბაზებიც გადამალა, დიახ, გადამალა! ამერიკასა და რუსეთს შორის ომი არასდროს იქნება; იქნება ენის ფხანა მხოლოდ პოლიტიკაში, მაგრამ თანამშრომლობას მომავალში მაინც განაგრძობენ; ჯერ გაეყრებიან, მერე ისევ მორიგდებიან.

 

1999 წელი, 11 აპრილი, დღის 12 საათი.

ამერიკა ევროპაში მაინც გაატარებს თავის პოლიტიკას. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი და როგორც ადრე აღვნიშნეთ, შეიარაღებული ძალების სისუსტეს აჩვენებს. რუსეთს ჯარი არა ყავს! რუსეთი ამერიკას ვერ შეეწინააღმდეგება!

 

1999 წელი, 9 ნოემბერი, დილის 10 საათი.

ამერიკელ პოლიტიკოსს მადლენ ორლბრაიტს მძიმე ოპერაცია ელის; ეს შეეხება სახსრებს.

ამერიკაში ახალი პრეზიდენტი მოდის – `რესპუბლიკელი~.

 

2000 წლის ჩანაწერები


2000 წელი, 14 ივლისი, დილის 11 საათი.

რუსეთი ისეთივე სისასტიკით გაუსწორდება დაღესტანს, როგორითაც ჩეჩნეთს და მათაც მიწის პირისაგან აღგვის. დიახ, საოცარია, მაგრამ ეს ასე მოხდება. ეს თითქოს უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, მაგრამ არა, მათი მოქმედება (ანუ რუსეთისა) სწორია!!! მუსლიმები იმდენად მომძლავრდებიან, რომ ამერიკაც კი, რომელიც დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელთან მიმართებაში და მუსლიმებს ელაქუცება (და რომელსაც  თავზე დაემხობა მუსლიმთა რისხვა) რუსეთის საქციელს შეაფასებს, როგორც დადებით ნაბიჯს პოლიტიკაში. ანუ ჩეჩნეთისა და დაღესტნის წაშლით ევროპა და ამერიკა გულში დიდად კმაყოფილნი რჩებიან.

აი მაშინ დაიწყებენ ევროპელები მუსლიმების საკითხის გარჩევას. მთელ პოლიტიკას შეაბრუნებენ. დააკვირდით, ამერიკა მუსლიმებს მიემხრობა, რუსეთი კი ქრისტიანებს. აი აქ ვხედავ, ისინი გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებენ. თუნდაც ისრაელი. 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ ისრაელმა არ უნდა დათმოს ის მიწები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა. ამერიკა დიდ შეცდომებს უშვებს ისრაელის პოლიტიკაში.

 

2000 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 1 საათი.

ამერიკის მთავრობაში `რესპუბლიკელები~ მოდიან ასი პროცენტით;

2001 წლის ჩანაწერები


2001 წელი, 14 სექტემბერი, დილის 4 საათი.

ამერიკასა და მუსლიმურ სამყაროს შორის ომი მაინც იქნება!

 

2001 წელი, 22 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ამერიკამ და რუსეთმა ჩინეთში შეხვედრით თითქოს მიაღწიეს შეთანხმებებს? სინამდვლეში, ვხედავ მომავალში, რომ არავითარი შედეგი არ ექნება მათ მორიგებას, ისე შეიცვლის მსოფლიო პოლიტიკა მიმართულებას. ორმა მონსტრმა ერთმანეთს კბილი მოუსინჯა.

ამერიკის პრეზიდენტი ბუში თითქმის ყველაფერს მაინც ომით წყვეტს. მას არც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩამოუვარდება და ამიტომაც წააგებს რუსეთი.

 

ფრთხილად! მუსლიმები რუსეთის წინააღმდეგ მოიმართებიან, ისინი არავის დაინდობენ. ამერიკას წყალი იცავს, რუსეთს კი არაფერი.

***

ამერიკა საქართველოს ითხოვს. რუსეთი უარს ვერ იტყვის, იგი ძალას კარგავს.

***

ამერიკელები თალიბებს, ანუ მუსლიმებს საპასუხო ბაქტეოროლოგიურ ომს გამოუცხადებენ. ეს შეაშინებს მუსლიმებს და საერთოდ დაკარგავენ სურვილს ტერორებისა, იმიტომ, რომ იგივე პასუხს ღებულობენ. ისინი საშინლად დამარცხდებიან.

 

2001 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 2 საათი.

 

ამერიკა და ევროპა უკვე სერიოზულად აფრთხილებს რუსეთს. ამერიკა ისევ ძლიერ საფეხურზე დგას. მიწის პირიდან აღგვიან `რესპუბლიკელები~ მუსლიმებს. მსოფლიო აღიარებს, რომ ნატო შეურყეველი, დიდი ძალაა. ჰოდა, ამ ძალების დემონსტრირების შანსს ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს. იგი რჩება უძლიერესად მსოფლიოში. რუსები თამაშს იწყებენ, რითაც წააგებენ.

 

 

2002 წლის ჩანაწერები


2002 წელი, 3 მარტი.

მუსლიმები ამერიკას უმიზნებენ. ამჯერად თეთრი სახლის აფეთქება სურთ. მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწევენ, მაგრამ ეს ძალიან იმოქმედებს ხალხზე.

ამერიკის თამაში არაბულ სამყაროსთან გამართლებული არ არის.

***

ეს 24-ე საუკუნეა? ისრაელში ომი არ არის, ვხედავ. მიწები და მთელი საზღვრები გადაკეტილია. ისრაელი ყვავის.

არაბები ერთიანდებიან – მთელი არაბეთი – და ისევ დაიწყება ომები. ეს იქნება სასტიკი ომი!

 

აბდულა (ასე ერქმევა არაბების `მეფეს~) დაუნდობელია, მზაკვარი და სასტიკი. მასთან მოლაპარაკებებს არ ექნება აზრი. ამერიკა მყარად ამოუდგება მხარში ისრაელს, მაგრამ არაბები მთელ ისრაელს გადაწვავენ, ქვას ქვაზე არ დატოვებენ. იქნება გოდება და ტირილი, იქნება სისხლის დიდი ტბები და ზღვები. ისრაელს აღგვიან მიწისაგან პირისა, მაგრამ ვერ დაეპატრონებიან! მაინც ვერ მოსპობენ! ვერ იბატონებენ! გავა 40 წელი არაბების ბატონობისა და ისრაელი კვლავ მოიპოვებს საკუთარ ტერიტორიებს!

 

 

2003 წლის ჩანაწერები


2003 წელი, 5 იანვარი, დილის 8 საათი.

ამერიკა მოულოდნელად რუსეთს დაუპირისპირდება აფხაზეთთან დაკავშირებით. მათ ქმედებებს – რუსეთის მთავრობისა, შეაფასებენ, როგორც ავანტიურას და უაზრო მცდელობებს.

 

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

ამერიკის იმედი აქვს საქართველოს პრეზიდენტს და მართლაც, ამერიკა ევროპასა და რუსეთს დაუპირისპირდება, პასუხს მოსთხოვს. ბევრი რამ ამოტივტივდება ერაყის ომთან დაკავშირებით. ომი თითქოს მთავრდება, მაგრამ რაღაც პერიოდი მაინც საომარი მდგომარეობა იქნება ერაყში.

 

ვხედავთ, ამერიკა და ინგლისი მსოფლიო ეკონომიკას განაგებენ. დღეს რუსეთი და ევროპა სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ეს ასე იქნება. რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას. მთელი ძალები თავს მოიყრის საქართველოში, ბაზებზე განლაგდება ნატოს ჯარები, ანუ ქართული ჯარები. თურქეთს ამერიკა აღარ ენდობა და ამით თურქეთი ბევრ რამეს წააგებს. ეს კი საქართველოსთვის მომგებიანია ძალიან.

 

2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი.

ამერიკა და ევროპა პრეზიდენტს არ გაწირავს, პირიქით. ისინი ცდილობენ, რომ მომავალში საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, დაიცვან ისეთი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიის აყვავებას! ვხედავ, მომავალში ასე იტყვიან. ამერიკა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს საქართველოს პოლიტიკაში. ვხედავ, მოსკოვი, ანუ რუსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ამერიკელებს და ბევრ რამეს დათმობენ საქართველოსთან მიმართებაში. სხვა გზა არც რჩებათ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებაში დაეხმარონ ქართველებს. ეს ასეა!

ამერიკელები საქართველოში მოუხშირებენ სიარულს.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top