ინდოეთი

ქვეყნები

1994 წელი, 22 აპრილი, საღამოს 5 საათი.

აზია აირევა. ჯერ ერთმანეთს დაერევიან, მერე შეერთდებიან. შეერთება ეხება მუსლიმებს.
ინდოეთში უფრო გამძაფრდება სარწმუნოებრივი ომი, ვხედავ, დიდი ცეცხლი დაინთება – შეჯახებები, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.
ინდოეთის მთავრობა იძულებული შეიქმნება, მუსლიმებზე მოახდინოს ზეწოლა და შეავიწროვოს. ამით თითქოს საომარ მდგომარეობას აიცილებს და ჩაწყნარდება ყველაფერი. მუსლიმები იკეტებიან, აწყობენ არნახულ ტერორებს, მთავრობასაც შეეხებიან და ამის გამო დაიწყებენ მუსლიმთა განდევნას ინდოეთიდან.
ინდოეთს გადაუვლის შავი ჭირის მაგვარი ავადმყოფობა, რომელიც დიდი რაოდენობის სიცოცხლეს მოსპობს. იქნება მიწისძვრა.
მთავრობაში მომავალში მოდის ქალი, რომელიც ინდოეთს ყველა რთული მომენტიდან გამოიყვანს. იგი ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მუსლიმებში ვხედავ, დაიწყებენ მღვდლების ხოცვას და ეკლესიების ნგრევას, ფაქტობრივად, ინადირებენ მათზე. რომის პაპი მოუწოდებს მსოფლიოს ქრისტიანებს, გაერთიანდნენ ამ ძალადობის წინააღმდეგ და ასე დაიწყება დაპირისპირება.
საერთოდ, ინდოეთი გადარჩება საშინელ წარღვნას.
ქალი-პრეზიდენტი ინდოეთს კარგად აქვს დაცდილი.

2005 წელი, 7 იანვარი.

მიწისძვრა ინდოეთში 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე. ათი წლის შემდეგ ასრულდა. დღეს კი ვხედავ, რომ ეს ყოველივე ადამიანის ხელით არის ჩადენილი. ვხედავ სამხედროებს, რომლებიც გამოცდებს ატარებენ ოკეანეში, სწავლებებს მართავენ. ადამიანი საკუთარი ხელით ანადგურებს მშვენიერ პლანეტას. ამდენი ატომური აფეთქება, ამდენი რადიაციული ნარჩენი, სად მიდის ეს ყოველივე? დედამიწის ქერქში, მის გულში რჩება, იწოვება და ეს ყველაფერი იწვევს საშინელ, დამანგრეველ შედეგებს. ესე იგი, ადამიანი აღწევს უმაღლეს ზღვარს, მერე კი იწყება პირველყოფილი პერიოდი!
საინტერესოა, რადიაციის გავლენით თუკი გოგრა, კიტრი, ვაშლი უზარმაზარ ზომამდე იზრდება, რატომ არ გაიზრდება, მაგალითად, ხვლიკი დინოზავრად?
ეს ძალიან კარგად იციან ამერიკაში, ევროპაში და აზიაშიც, მათ მთავრობებში, საიდუმლო ორგანიზაციებში.
ადამიანო, მიხვდი ბოლოსდაბოლოს, რომ შენ არ მართავ დედამიწას; იწამე, რომ ყოველივე მართულია ზემოდან! მოგევლინებიან ხოლმე მოციქულნი, მაგრამ…
დედამიწა ხომ ცოცხალი, ერთ–ერთი ცოცხალი ორგანოა კოსმოსისა?!
…და იწყება ყოველივე თავიდან!
ვხედავ, რომ აზია – იაპონია, კორეა, ჩინეთი დიდ გამოგონებებში არიან. იგონებენ, ქმნიან, რათა ჩაიძირონ. ბუნება თუ არ შეაწუხე, ის არასოდეს არაფრით შეგაწუხებს, გარდა პატარ-პატარა შემოტევებისა.
დიახ, ვხედავ, ადამიანი საკუთარი ხელით ანადგურებს ყოველივეს, თავისდაჭირად ქმნის ყველაფერ დამანგრეველს. ფრთხილად! ვხედავ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცუნამებს, წყლის ტალღებს, მიწისძვრებს, დიდ ნგრევებს.

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top