თურქეთი

ქვეყნები

1992 წელი, 19 მაისი, საღამოს 8 საათი.

თურქეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია. იქმნება რეგიონალური საელჩო. ცენტრი საქართველოა.

1992 წელი, ორშაბათი, 19 ოქტომბერი.     

თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ არ წავა.

1994 წელი, 23 აპრილი, დილის 9 საათი.

როგორც 1992 წელს აღვნიშნე, თურქეთი სარწმუნოებრივი ომის დიდად აქტიური მონაწილე არ იქნება. მას მომავალში ირანთან მოუვა უთანხმოება. ამაზე ყველა ილაპარაკებს. თურქეთის შიგნითაც გართულდება სიტუაციები. ადგილობრივი არათურქები მოაწყობენ ტერორებს. მთავრობა მკაცრ ზომებს მიიღებს. რამდენიმე არასასურველ ტომს (მაგალითად, ერთ სოფელ არათურქებს) გააძევებენ და სხვებსაც სასტიკად გაუსწორდებიან.

თურქეთის მთავრობა შეცდომებს დაუშვებს. ჭკვიანი პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა. შანტაჟებს ირანი მოუწყობს. მუსლიმურ სამყაროში დაიწყებენ ფართო აგიტაციას თურქეთის წინააღმდეგ.

აქ აღმოსავლეთის საქმეში ჩაერევა პრეზიდენტი. ჯერ ირან-ისრაელის კონფლიქტში, მერე თურქეთ-ირანისაში. ადრე აღვნიშნე, პრეზიდენტის მოქმედება და კარგი დამოკიდებულება მუსლიმურ სამყაროსთან საქართველოს გადაარჩენს-მეთქი. ასეც იქნება.

თურქეთის პრეზიდენტს ძალზე გაუჭირდება. ერთადერთი გზა საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ხალისით მიეხმარება.

თურქეთი შავ ზღვაზე საქართველოს გვერდში ამოუდგება. საბერძნეთსაც კი დაუთმობს საქართველოსთან დაკავშირებით.

ვაფრთხილებ თურქეთის პრეზიდენტს: ამ დროს ყურადღებით უნდა იყოს! შეეცდებიან მის მოკვლას, მაგრამ იგი გადარჩება. სხვათა შორის, მის მკვლელობაში მისივე ნათესავი მიიღებს მონაწილეობას. აქ ირანი იქნება ჩართული იმიტომ, რომ კანდიდატურა, რომელიც მოვა მის შემდეგ, სრულიად აკმაყოფილებს ირანს. მაგრამ ყველა ეს ცდა ჩაიშლება. მერე მიხვდებიან თურქები ირანელთა მიზნებს. თურქეთი ზურგს შეაქცევს ერთმორწმუნე ირანს.

ამ სიტუაციებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდება. მერე თურქეთი დაწყნარდება, არავითარი გადატრიალება, არავითარი სიკვდილი, ღმერთი დაიცავს მათ.

მთავრობაშიც განხეთქილებებია, ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ წავა. აქაც ღმერთი დაამშვიდებს მათ. მერე მოხდება მთავრობის შეცვლა, პოლიტიკას რამდენიმე მოღალატეს ჩამოაშორებენ.

პრეზიდენტი შემდგომში ისევ გაიმყარებს ბაზას და დამშვიდდება თურქეთი.

თურქეთში გარდაიცვლება ახალგაზრდა მეცნიერი _ პოლიტიკური მოღვაწე, რაზეც პრეზიდენტსაც ძალზე დაწყდება გული (ერთი პერიოდი პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს, მას საშინლად შეაწუხებს სახსრების ანთება და სხვა ავადმყოფობაც).

თურქეთს მომავალში ელის დიდი გაჭირვება, მერე კი დიდი გამარჯვება. ეს ნიშნავს იმას, რომ _ მადლობა ღმერთს _ მიწის პირიდან გაქრობას ააცდენს მათ უფალი!!!

1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი.

საქართველოს ნავთობის გზა ყველაზე იაფი, მოგებიანი და მოკლეა ყველა გზასთან შედარებით. ამიტომ საქართველო გამოიყენებს თურქეთისა და ამერიკის, ევროპის მხარდაჭერას და უდიდესი დაცვითი ბადე შეიკვრება საქართველოზე. ეს გადაარჩენს ჩვენ სამშობლოს და მესამე მსოფლიო ომის დროს თურქეთი მართლა მკერდით დაიცავს საქართველოს.

თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ. მე დროს ვერ ვხედავ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ მომავალში ამერიკა, თურქეთი, ევროპა გვეხმარება ნავთობის მილების გაყვანასა თუ შეკეთებაში, მათ აშენებაში, უმაღლესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვაში, უნიკალური პროექტების დამუშავებაში.

1996 წელი, 12 მარტი, დილის 9 საათი.

თურქეთი და ირანი ზემოქმედებას ახდენენ კავკასიელ მუსლიმებზე, ვხედავ, პირველ რიგში, აზერბაიჯანზე. ეს ნაყოფი იქნება ამერიკისა და ევროპის მუშაობისა კავკასიაში.

1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათი.

მომავალში საქართველოს თურქეთთან ურთიერთობები დაეძაბება. თურქეთში მოდის პრეზიდენტი, რომელსაც არ აწყობს ისეთი ძლიერი მეზობელი, როგორიც გურჯები არიან. მაგრამ თურქეთი წააგებს, თვითონ ირანი მოთხრის, პრეზიდენტს გადააგდებენ.

1996 წელი, 31 მარტი, დილის 5 საათი.

თურქეთი თამაშს შეწყვეტს საქართველოსთან. იქნება ამის მიზეზი – ვეღარ იგულავებენ შავ ზღვაზე და საქართველოში. ისინი სანდონი არ არიან. ეს იცის პრეზიდენტმა.

 

1996 წელი, 15 ივნისი, დილის 5 საათი.

თურქეთი ძალიან ახლო კავშირში იქნება საქართველოსთან. სხვათა შორის, ქართული არმია ძალზე ძლიერია და ითანამშრომლებენ.

 

1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.

იწყება შავი ზღვის ათვისება მეცნიერული და სამხედრო ხაზით. შიგ ზღვაში არის მეტად გამოსადეგი, რაღაც მოყავისფრო-მოყვითალო მასა, რომელიც საქართველოსთვის ოქროდ ფასობს. გარდა ამისა, ამერიკა, თურქეთი, ინგლისი – ამ სახელმწიფოების ინტერესი დიდია სამხედრო ხაზით. ვხედავ წყალქვეშა გემებს საქართველოდან თურქეთისაკენ მიმავალთ. თურქები თითქოს წყლის არხს თხრიან, რათა გემები გაეტიონ. სამხედრო ფლოტს ვხედავ.

1997 წელი, 15 ივლისი, კოჯორი.

მომავალში, ვხედავ, თურქეთი გარკვეულ როლს ითამაშებს აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს სასარგებლოდ. ვხედავ, არავის უნდა აფხაზეთი საქართველოს გარეშე, ანუ საქართველოს დაყოფა.

1997 წელი, 22 ივლისი.

საქართველო-ირანს შორის მყარი კონტაქტი მყარდება. თურქეთიც შუამავლის როლში იქნება.

1999 წელი, 8 ნოემბერი, საღამოს 6 საათი.

ვხედავ უზარმაზარ პროექტებს. თურქეთი-საქართველო-აზებაიჯანი – მათ შუა მილი გაივლის. ნავთობის მილების მსგავსად, გაზსადენ მილებს ვხედავ მომავალში ასი პროცენტით. ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთისათვის, მაგრამ ვერაფერს გახდებიან.

2000 წელი, 20 მარტი, დღის 12 საათი.

ბერძნულ პოლიტიკაში კი დიდი ცვლილებები იქნება. თურქეთთან ისევ პატარა ომს ვხედავ, მერე კი დაწყნარდება ყველაფერი.

2000 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 1 საათი.

მომავალში ისევ ვხედავ თურქეთში მიწისძვრას!

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

თურქეთს ამერიკა აღარ ენდობა და ამით თურქეთი ბევრ რამეს წააგებს. ეს კი საქართველოსთვის მომგებიანია ძალიან.

2007 წელი, 12 მაისი.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ბევრ რამეს აძლევს საქართველოს მომავალში, ანუ თურქეთს საქართველო ჭირდება. ქართული დიასპორა დიდ როლს ითამაშებს მომავალში. `თურქი მესხების~ შემოსახლებას ქართველი თურქების შემოსახლება ჯობს, ორმაგი მოქალაქის სტატუსით. ეს დიდი დასაყრდენი ძალა იქნება საქართველოსთვის და ასე იფიქრებს მთელი საქართველო.

ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდება თურქეთ-საქართველოს შორის მომავალში.

2007 წელი, 11 დეკემბერი.

ესეც, ალბათ, შორეული წინასწარმეტყველებაა, მაგრამ მაინც ვიწინასწარმეტყველებ, რასაც ვხედავ: მომავალში საქართველო ტრაპიზონამდეა გადაჭიმული. თურქეთი, რომელიც აღიზიანებს ამერიკას, იძულებული გახდება, დათმოს ქართული  მიწის ეს ნაწილიც. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით.

2008 წელი, 11 მარტი.

ამერიკა თურქეთს არ ენდობა. სწორიც არის, მუსლიმები სანდონი არ არიან.

2008 წელი, 9 სექტემბერი, ურეკი, დილის 5 საათი.

თურქეთთან სომხებს არაფერი გამოუვათ. სომხებისა და თურქების მოლაპარაკებებში, ვხედავ, რუსეთის ხელი ურევია, ეს რუსეთის დავალებაა, რომელიც სომხებმა უნდა შეასრულონ, მაგრამ მათ გეგმას ასრულება არ აწერია. თურქეთი ვერასდროს გახდება სომხეთის დიდი მეზობელი, ისინი ქრონიკული მტრები არიან. მაინც აურევენ სომხები და შუღლი მაინც იჩენს თავს. აქ კი ამერიკა იდირიჟორებს და რუსეთი, როგორც ყოველთვის, წააგებს.

2008 წელი, 10 სექტემბერი, ურეკი.

`სომხები თითქოს რუსების მითითებით მოქმედებენ~ _ ვხედავ, ასე ფიქრობს ყველა. ასეც არის, მაგრამ სომხები რუსებს უღალატებენ. ეს არავის უკვირს. თურქეთთან ვითომ ძალიან მეგობრული ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს. ეს ურთიერთობა კრახით დამთავრდება.

2008 წელი, 26 სექტემბერი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო, რომ სომხებისა და თურქების ვითომ მოლაპარაკებაში კრემლის ხელი ურევია, მათი დადგმული სცენარით მოქმედებს სასომხეთი. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკამაც იცის და ვხედავ, თურქეთს გააფრთხილებს.

2008 წელი, 22 ოქტომბერი, თბილისი.

ვხედავ, სასომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ურთიერთობები თურქეთთან (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) არ აეწყობა, ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა არ მოხერხდება. თანაც მალე გამოჩნდება, რომ ყველაფერს რუსეთი _ კრემლი აკონტროლებს; რაც ხდება და მოხდება, ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ნებით!

2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.

მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები სასომხეთსა და თურქეთს არასდროს ექნებათ. ასე აწერიათ მათ ბედიწერაზე.

2008 წელი, 20 ნოემბერი, ურეკი.

თურქეთი და რუსეთი.

ვხედავ, მომავალში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაიძაბება. ერთი შეხედვით, თითქოს პატარა პოლიტიკური უთანხმოებაა, მაგრამ ვხედავ, ეს პატარა დაძაბულობები გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ სირთულეებსა და უთანხმოებებში. რუსეთის მცდელობა,  თურქეთთან ითანამშრომლოს ისე, როგორც თავად აწყობს და გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, როგორიც თავად სურს, დამთავრდება მისი მარცხით. ეს იქნება დიდი პოლიტიკური დარტყმა თითქოს ფრთხილი, ნეიტრალური თურქეთის სახელმწიფოსგან. რუსეთი ღია, უხეშ, ძალიან ხისტ პოლიტიკას ატარებს. თითქოს ყურადღებას არც აქცევს იმ ფაქტს, რომ თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთი ვერასდროს მიიმხრობს თურქეთს! ეს ასეა ასი პროცენტით. უფრო მეტიც, თურქეთის არმია ნატოს ბრძანებებს ასრულებს და არა სხვისა. ვხედავ, რომ რუსეთმა (ვურჩევთ) ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა გაატაროს თურქეთთან, მათ პროექტებს ასრულება არ აწერია!

თურქეთი სასომხეთთან, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, არ შევა კონტაქტში; თურქეთს სასომხეთი არც ჭირდება და არც ენდობა, რადგან ეს იგივე რუსეთია.

ვხედავ, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთ პოლიტიკას თამაშობენ, რასაც, რა თქმა უნდა, მათი საიდუმლო შეხვედრები და მერე ერთიანი გეგმის განხორციელება მოსდევს. ასე იყო და ასე იქნება!

შინაურ საქმეებში თურქეთს  დიდი ცვლილებები ელის მომავალში, განსაკუთრებით, თურქულ სამხედრო შეიარაღებაში. ეს, რა თქმა უნდა, ნატოს პროექტებია. თუ თურქეთის სახელმწიფო სამხედრო ხაზით თავს იკავებდა, მომავალში ვხედავ, იგი თანახმაა ნატოს ახალ პროექტებზე და იწყება საზღვრებზე, ასე ვთქვათ, რეორგანიზაცია, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საზღვაო ხაზით.

ვხედავ, მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური და ქვეყნების პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია. განსაკუთრებით, ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმაა მთავარი. თურქეთი ამაგრებს საკუთარ საზღვრებს. ვხედავ, დროებითი ზავიც იდება ამბოხებულ მცირე ერებთან, რომლებიც თურქეთის საზღვრებთან არიან განლაგებული, მაგრამ მომავალში თურქეთი მათ არაფერს დაუთმობს და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხსაც, ბოლოსდაბოლოს, გადაწყვეტს.

შავ ზღვაზე ამერიკულ გემებს ვხედავ. ეს ვითომ სწავლებებთანაა დაკავშირებული, სინამდვილეში კი ნატო _ ამერიკა უფრო იმყარებს, იფართოვებს არეალს შავ ზღვაზე. ეს  რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, რაც თურქეთს სულაც არ ანაღვლებს. რუსეთი ომს ვერასდროს გაბედავს დიდ სახელმწიფოებთან, თუ არა პატარა ერებთან. არადა, სწორედ ეს პატარა ერები _ ჩრდილოეთი კავკასია _ დაასუსტებს რუსეთს!!!

თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. ამას ვერავინ შეაჩერებს. ვიმეორებ: იქნება დიდი მიწისძვრა. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს დიდი ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან!!! ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან, მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველით. ამ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ.

2008 წელი, 16 დეკემბერი, თბილისი.

რუსეთ-თურქეთის ალიანსი მთავრდება არაფრით! აქაც ამერიკა ჩაერთვება. ამერიკის გარეშე თურქეთი ისედაც ვერაფერს მიაღწევდა!!!

2009 წელი, 14 თებერვალი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს თურქეთის მიმართაც (ეს ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში დავინახე და ვთქვი). სწორიც არის. ვხედავ თურქეთ-რუსეთის შეთანხმებებს, რომლებსაც ასრულება არ აწერია. ნუ გაუღებთ თურქებს ფართოდ კარს, ვინაიდან ისინი ვითომ მეგობრული ურთიერთობებით საკუთარ მზაკვრულ პოლიტიკას გაატარებენ ყოველთვის. ამიტომ არ არის საჭირო, მათ  რამე დავუთმოთ. თუმცა, ვხედავ, თურქეთზე ამერიკა იზრუნებს. ვხედავ, თურქული პოლიტიკა წააგებს საქართველოში, ისინი პოზიციებს დათმობენ, ასე ვთქვათ, გამოფხიზლდებიან. თურქებს და ასევე რუსებს ყელზე დაადგებათ ბათუმი და აფხაზეთი.

რა თქმა უნდა, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს რუსეთთან, დაწყებული ტურიზმით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ზრახვებით, მაგრამ მათი ტკბილი ურთიერთობები დიდხანს არ გასტანს, საქართველოს დასუსტებას ვერ მოესწრებიან!!! და `მეგობარი~ თურქეთი სხვა ენაზე აჭიკჭიკდება. მე მათ ვურჩევდი, ნუ დაავიწყდებათ, ლაზეთი და ჭანეთი რომ საქართველოა და ერთ დღეს უფალი ინებებს, ეს ტერიტორიაც დაუბრუნოს საქართველოს!

2009 წელი, 20 მარტი, თბილისი.

როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, თურქეთის ორმაგ თამაშს ამერიკა უხეშად აღკვეთს. რუსეთი აქაც წააგებს. როგორც 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, თურქეთი ნეიტრალურ მდგომარეობას ინარჩუნებს ბოლომდე.

ვხედავ, ამერიკული გემების მომრავლება შავ ზღვაზე, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, ძალიან არ სიამოვნებს თურქეთის სახელმწიფოს. ისინი ამის გამო თავისუფლად ვერ განახორციელებენ ორმაგ თამაშს, განსაკუთრებით, რუსეთთან ერთად,  საქართველოს მიმართ. ამერიკის მთავრობისგან სწრაფი პასუხი ხორციელდება და თურქეთ-რუსეთის პოლიტიკურ თამაშებს, ვხედავ, წერტილი ესმება.

2009 წელი, 25 აპრილი, თბილისი.

რაც შეეხებათ სასომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს – ეს ძალიან რთული  და საშიში საკითხია. რუსეთი აქაც, მათ პოლიტიკაშიც აფათურებს ხელებს.

**

აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობები, ვხედავ და ვიმეორებ, შეუძლებელია. ყოველთვის იქნება ინტრიგები და ომები, რაც დასავლეთს ნამდვილად არ აწყობს.

2009 წელი, 2 მაისი, თბილისი.

ვხედავ, თურქეთი ვერ იქნება ბოსფორის სრუტის ერთპიროვნული მეპატრონე, რომელიც თავად  გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას შავ ზღვაში და ვინ – არა!. ამ საკითხს ევროპა-ამერიკა-ნატო გადაწყვეტენ. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია სამხედრო დანიშნულებით. ამიტომ ეს საკითხი უკვე მარტო თურქეთს კი არ ეხება, არამედ ყველა წამყვან ქვეყანას. იგი განსაკუთრებით ნატოს ინტერესებში შედის და ისინიც ქმნიან და ამტკიცებენ კანონს. თურქეთი კი წამოიკნავლებს, მაგრამ სწრაფადვე ჩაცხრება. ისედაც არ მოწონთ ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკა ევროპასა და განსაკუთრებით კი ნატოს, ამერიკას. ვხედავ, ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ თურქეთს ჭკუა ასწავლონ, რათა მომავალში ეს სახელმწიფო ამბიციებმა აღარ შეაწუხოს და მან თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო პოლიტიკაში ყოველგვარი თამაშისა და ორპირობის გარეშე.

2009 წელი, 21 მაისი, თბილისი.

ისევ ვხედავ, თურქეთს ამერიკა ძალიან სერიოზულად დაუქნევს თითს, რათა ორმაგ თამაშსა და რუსეთთან კუდის ქიცინს მორჩეს. ამით თურქეთის პოლიტიკა კავკასიაში წააგებს, ვხედავ, მითუმეტეს, რომ აზერბაიჯანი ძალიან განაწყენებულია თურქეთზე!

თურქეთი, ვხედავ, ნდობას კარგავს კავკასიაში (და არამხოლოდ კავკასიაში) და მომავალში შავი ზღვის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, ასე ვთქვათ, შავ ზღვას იყოფენ, ტერიტორიებს ინაწილებენ. მოკლედ, რუსეთ-თურქეთის ფანტაზიებს  საზღვარი არ აქვს.

ევროპა-ამერიკა განსაკუთრებით თურქეთს არ აპატიებენ ასეთ ღალატს და მას უამრავი პრობლემა გაუჩნდება. ილუზია, რომ თურქეთი დღეს ძლიერი სახელმწიფოა და მას ანგარიში უნდა გაუწიონ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, საპნის ბუშტივით გაქრება! მეორე ათა-თურქი აღარ იბადება თურქეთში.

ფრთხილად! თურქეთი რუსეთთან თამაშით საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს ძალიან, ვხედავ, ძალიან დააზიანებს. საქართველოც მომავალში მთლიანად შეცვლის პოლიტიკას თურქეთის მიმართ და სწორიც არის!

რუსეთის მეგობრობა ვის უნახავს საერთოდ, მითუმეტეს, პოლიტიკაში? თურქეთი ხვდება, რა თქმა უნდა, რომ რუსეთი არც ერთ სფეროში სიკეთის მომტანი არ არის და იგი ძალიან არასაიმედო პარტნიორია. უფრო მეტიც, ძალიან საშიშიცაა, ვინაიდან თურქეთს ევროპასა და, განსაკუთრებით, ამერიკასთან, ძლივს დაწყობილ ურთიერთობებს გაუფუჭებს. ეს ასეა, ვხედავ ასი პროცენტით. ამის ნიშნები მომავალში ნათლად გამოჩნდება და დიდი ბზარი გაჩნდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში. მომავალში თურქეთი რუსეთს არცერთ პოლიტიკურ საკითხში მხარს არ დაუჭერს. ან როდის უჭერდა, რომ???

2009 წელი, 2 აგვისტო, ურეკი.

თურქეთს აუსრულდება, რაც ბოსფორის სრუტეზე ვიწინასწარმეტყველე: ამერიკა ბოსფორის სრუტის საკუთრების უფლებას აართმევს მას. ასეა, ორმაგი თამაში პოლიტიკაში მისაღებია, მაგრამ თუკი აშავებ, ისჯები.

**

ვხედავ, არამხოლოდ ევროპა-ამერიკასთან, არამედ მუსლიმურ სამყაროსთანაც ყველა გარიგება ჩაეშლება რუსეთს, უპირველესად კი თურქეთთან. ვხედავ, თურქეთი ამერიკის მითითებით მოქმედებს! დიახ, ყოველივე, რასაც ვწინასწარმეტყველებ, ასრულდება ასი პროცენტით, როგორც ყოველთვის.

2009 წელი, 16 სექტემბერი.

თურქეთი ორმაგი თამაშებით დაკარგავს ბოსფორის სრუტის მართვის უფლებას. მათი არმია ძალიან დასუსტდება, ანუ დაასუსტებენ. ჩვენ გავაფრთხილეთ თურქეთი, რომ რუსეთთან თამაში მათ კარგს არაფერს მოუტანდა და პასუხიც არ დააგვიანებს. ლაზეთი – ეს საქართველოა! ამიტომ საქართველო რუსეთმა სხვა სახელმწიფოებს მიაკუთვნა.

2009 წელი, 12 ოქტომბერი.

რუსეთს თურქეთი(!) უღალატებს პირველ რიგში. თუმცა თურქეთს ამერიკა მაინც არ აპატიებს და აქედან დაიწყება თურქეთის სახელმწიფოს დასუსტება.

რაც შეეხება სომხეთ-თურქეთის ძმობა-მეგობრობას, ეს კატისა და თაგვის დიდ მეგობრობას ჰგავს! ისინი ვერასდროს მორიგდებიან. რუსეთი აქაც წააგებს!

2009 წელი, 14 ოქტომბერი, ურეკი.

ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანი არ აპატიებს თურქეთის სახელმწიფოს ღალატს; დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თურქეთის მთავრობა საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთისადმი იმით ხსნის, რომ სომხებთან გარიგებით, აზერბაიჯანის დაკარგულ მიწებს, ყარაბაღს მოითხოვენ. მაგრამ ეს საკითხი არც სომხების გადასაწყვეტია და არც აზერბაიჯანელებისა, ვინაიდან რუსეთი ამ შემთხვევაშიც აგრესორია და ისინი წყვეტენ ყარაბაღის ბედს.

და მაინც, ეს პოლიტიკურად გაუმართლებული ნაბიჯები აღმოჩნდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან რუსეთი – მოსკოვი, მხოლოდ თავის სასარგებლოდ თამაშობს და პარტნიორებს ბოლოს კარგად უცრუებს იმედებს.

ისიც საინტერესოა, თვითონ სომხები დათმობენ ყარაბაღს??? პასუხი, ვხედავ, ასეთია: `არა! არა! და არა!!!~ სომხები ჯერ ჩუმად არიან და თვალყურს ადევნებენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. კი, ვითომ ისინი წყვეტენ ამ საკითხს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტყუილია. ყველამ იცის, რომ ეს რუსეთის მიერ დამუშავებული გეგმაა თურქეთთან და ძალიან ბევრი ჩანაფიქრი აქვთ! მაგრამ აზერბაიჯანი ყველას გაუცრუვებს იმედებს. ვხედავ, აქ ირანიც ერთვება. `შეხედეთ თურქეთის პოლიტიკას~, – იტყვიან მომავალში. – `ერთმორწმუნე აზერბაიჯანს სწირავენ!~. აქედან გამოიკვეთება, თუ როგორია მომავალში თურქეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები. ისინი ერთმანეთს არ ენდობიან.

2009 წელი, 17 ნოემბერი, თბილისი.

ვხედავ, შავ ზღვაზე თურქეთ-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა მომავალში. ვხედავ, დიდი უთანხმოებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის და თურქეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი – ეს რუსეთის ტერიტორია არაა და რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოს ტერიტორიის, ანუ შავი ზღვის ქართული ზოლის აგრესიისა. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება თურქეთის სახელმწიფოსგან. დიახ, მომავალში ვხედავ, რუსეთი კარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეს საქართველოსთან ბრძოლაში, როგორიც თურქეთია. ამ საკითხში ასევე ჩაერევიან შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც. მათ რუსეთის მეგობრული ურთიერთობებისა არ სწამთ, არ სჯერათ. ისინი მზად არიან პასუხის გასაცემად და ეს პასუხი რუსეთისთვის ძალიან უარყოფითია. შავი ზღვის აუზის ქვეყნები მომავალში დაუპირისპირდებიან რუსეთს და იძულებულს გახდიან, უკან დაიხიოს.

2010 წელი, 20 იანვარი.

კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება.

**

მომავალში ბოსფორის სრუტე თავისუფალი ზონაა, შავ ზღვას ამერიკა აკონტროლებს, თურქეთის სახელმწიფოს უჭირს _ არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ბევრი რამ დააკარგვინა, დაწყებული ტრაპიზონით, რომელიც, ვხედავ ისევ საქართველოს ეკუთვნის, დამთავრებული ქურთებით, რომლებსაც საკუთარი ავტონომია აქვთ, მერე კი ვხედავ რესპუბლიკას!

 

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთისა და სომხეთის მოლაპარაკებებიდანაც არაფერი  გამოვა. თითქოს რაღაც მიზანს აღწევენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშლება. რუსეთი   სამშვიდობო მისიას არ შეასრულებს; პირიქით, ორივე მხარეს გააღიზიანებს.

2010 წელი, 17 თებერვალი.

საინტერესო ის არის, რომ რუსული პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ტარდება, ამერიკას უფროდაუფრო მეტად გააღიზიანებს მომავალში; ასევე რუსეთ-თურქეთის ტკბილი, მოჩვენებითი ურთიერთობებიც. ვხედავ, ამერიკა უდიდეს პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს მათ _ ჯერ თურქეთს, რომელსაც ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს (და ასრულდება წინასწარმეტყველება!) და ასევე დაიწყება განხილვა იმ მიწების საკითხისა, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის.

**

ფრთხილად, ადამიანებო! დედამიწაზე მხოლოდ პოლიტიკა კი არ იცვლება, არამედ მისი უდიდებულესობა ბუნებაც. ბუნების დიდი რისხვა დაატყდება მრავალ ქვეყანას. ვხედავ, თურქეთში დიდი მიწისძვრა იქნება, რომელიც მთელ თურქეთს მოიცავს. იქნება წინასწარ ამის ნიშნები და თუკი ჩვენს წინასწარმეტყველებებს გაითვალისწინებენ, ბევრი გადარჩება. ეს თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

საერთოდ კი, თურქული პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში და ეს იმის ბრალი იქნება, რომ თურქულ-რუსული პოლიტიკა ერთ აზრზე დადგება. დიახ, ამერიკა და ევროპა არ აპატიებენ თურქეთს, ასე ვთქვათ, ღალატს! `ნატოს წევრი ქვეყანა ამგვარ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს!~ _ განაცხადებს ამერიკა. _ `ეს ღალატია!!!~ რუსეთი კი უფრო აურევს, ანუ შეეცდება, ამერიკა-თურქეთს შორის გააღრმავოს მტრობა და შუღლი, თავისი ინფორმაციებით რუსეთი გაყიდის თურქეთს და რთულ ვითარებას შეუქმნის უკვე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ძალიან, ძალიან საშიშია თურქეთის სახელმწიფოსთვის. არასწორი პოლიტიკა თურქეთის შიდაპოლიტიკას ძაბავს. იქნება დიდი გამოსვლები!!! ხალხი უკვე ხედავს და გრძნობს, რომ მათი ქვეყანა ძალიან სუსტდება, კარგავს გავლენასა და სახელს. ამ რუსულ-თურქულ პოლიტიკურ თამაშში, ვხედავ, თურქეთი წააგებს. ეს კი საქართველოს პოლიტიკაზე ძალიან დადებითად აისახება. თურქეთს ძალიან ბევრი რამ აქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დაუბრუნებს კიდევაც. ყველაფერი ასრულდება ისე, როგორც დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, ასი პროცენტით.

2010 წელი, 5 მარტი, თბილისი.

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების დაძაბულობა ამერიკას უფრო არწმუნებს, რომ საქართველო ძლიერ საჭიროა მათთვის! ესეც დააჩქარებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და სხვა სასიკეთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უკვე დაჩქარებული ტემპით. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთ-ამერიკას შორის გაჩენილი ბზარი არ გამთელდება.

ვხედავ, სომხებს დიდი და ძლიერი დიასპორა ყავთ საზღვარგარეთ და ეს ძალა დიდ სამსახურს უწევს მათ სამშობლოს _ სასომხეთს. მაგრამ მათმა აქტიურმა რჩევამ ამერიკის პრეზიდენტი და მთავრობა ჩიხში მოამწყვდია და პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯი გადაადგმევინა. ამის რეზულტატებს ამერიკის მთავრობა მალე მოიმკის. თურქეთის მთავრობას, ასე ვთქვათ, ბუნტი მეტ სითამამე მატებს მათ და ამერიკის მთავრობასთან სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში უფრო მომთხოვნი არიან, ვხედავ, მომავალში. თურმე ამერიკის მთავრობას შეუძლია უკან დაიხიოს და სულაც არ არის საჭირო, გეშინოდეს ამ ზესახელმწიფოსი. ვხედავ, თურქეთს ამბიციები შეაწუხებს, რეალობას ჩამოშორდება და ეს იქნება თურქეთის პოლიტიკისთვის უდიდესი დარტყმა, ისეთი დარტყმა, რომ ამას ვერაფერი გამოასწორებს. აქედან  დაიწყება თურქეთის სახელმწიფოს დასუსტება. ამერიკის მთავრობა მათ არ აპატიებს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერი ნათელია. დააძალო თურქეთს, შეასრულოს ნატოს მოთხოვნები, ამას სჯობს დაასუსტონ იგი და სხვა სახელმწიფოთი ჩაანაცვლონ. ასე იფიქრებს, ვხედავ, ამერიკა. უამრავი ფაქტი დაგროვდა და ამის პატიება არ შეიძლება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თურქეთი რთულ მომენტში უღალატებს ნატოსაც და ამერიკასაც. ეს ყველაფერი მომავალში მკაფიოდ გამოჩნდება. ჰოდა ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში, როცა უნდათ, მაშინ შევლენ და გამოვლენ და თურქეთი ხმასაც ვერ ამოიღებს. და საერთოდ, შავი ზღვის აუზის ქვეყნები დააყენებენ ბოსფორის სრუტის გახსნის საკითხს და თავისუფალ ზონად გამოაცხადებენ მას. ვხედავ, აქაც ამერიკის ხელი ურევია. ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს. ეს ასეც ასრულდება. რუსეთი აქაც წააგებს. მომავალში რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება. შავი ზღვა რუსეთისა არ არის. ეს ყველაფერი მომავალში ასი პროცენტით ასრულდება! და მთავარი: თურქეთი ვერ გახდება რუსეთის მოკავშირე. ამერიკა კი ქურთებს აუმხედრებს თურქეთს, რაც ძალიან მტკივნეული საკითხიცაა და ძალიან საშიშიც! თურქეთის  მთავრობას გაუქრება ამბიციები და მწარე რეალობა დაანახებს, რომ ორმაგი თამაში ნატოსთან, ამერიკასთან მეტად საშიშია. თურქეთის ამგვარი პოლიტიკა ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც საშიშია, მაგრამ იგი ჩვენ არ შეგვეხება.

რაც შეეხებათ სომხებს, მათ მორიგებას თურქეთთან არ ვხედავ. ყველაფერი ჩაშლილია.

2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.

თურქული პოლიტიკა განიცდის დიდ კრახს, რომელსაც, ვხედავ, მომავალში  რუსეთთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს! რუსები მეგობრად, რაც ისინი არსებობენ დედამიწაზე, არავის მიიჩნევენ. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ სათავისოდ დიდ სარგებელს ნახულობენ! ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. ფრთხილად! ისე, არც თურქეთი ჩამოუვარდება რუსეთს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კოსმოსი არ დაუშვებს ამ ორი სახელმწიფოს მიერ შავი ზღვის დაპყრობას. რუსეთს მომავალში შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება!

ვიმეორებ: თურქეთში ვხედავ დიდ მიწისძვრას, რომელიც თურქულ ეკონომიკას თითქმის მთლიანად ანადგურებს. ეს ძალიან ძვირი დაუჯდება თურქეთის სახელმწიფოს. თითქოს ბუნებამ მათთვის მოიცალა. თურქეთში მაცხოვრებელი ქურთების დიდ გამოსვლებსაც ვხედავ და მომავალში  შეიქმნება კიდეც ქურთების სახელმწიფო. დიახ, ეს ასეა და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.

2010 წელი, 26 აპრილი, თბილის, დილის 5 საათი.

რაც შეეხება სომხების გენოციდს ოსმანთა მიერ, ეს თემა კიდევ გაგრძელდება სომხებსა და თურქებს შორის. თვითონ მსოფლიოს  წამყვანი ქვეყნები ვერ ადასტურებენ სამართლებრივად ამ მართლაც ვანდალურ ფაქტს!!! აქვეა აზერბაიჯანიც თავისი მოთხოვნებით ყარაბაღთან დაკავშირებით. მოკლედ, დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის. რაც შეეხება საქართველოს ჩარევას ამ საკითხში, მომავალში ეს არ მოხდება, ანუ საქართველო ვერ ჩაერევა, ვინაიდან თურქეთსა და აზერბაიჯანთან არავითარ შემთხვევაში _ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში! _ არ გააფუჭებს დიპლომატიურ და, ასე ვთქვათ, მეგობრულ ურთიერთობებს.

**

მომავალში ეს თემა არ დამთავრდება. ისე კი, ფრთხილად უნდა იყოს თურქეთი ამერიკასთან. სწორედ ამერიკიდან წამოვა ეს საკითხი, მაგრამ მაინც არ გადაწყდება!

2010

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top