იაპონია

ქვეყნები

 


1992 წელი, 22 მარტი.

იაპონიაში სამ კუნძულზე ერთდროულად ამოფეთქავს ვულკანი. ნამდვილ ღვთის რისხვას ჰგავს.

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

იაპონია კატასტროფულად დაუპირისპირდება რუსეთს. სხვა მნიშვნელოვანი საკითხი მას არ შეაწუხებს, გარდა საკუთარი მიწების დაბრუნებისა და ეს საკითხი ძალიან მწვავედ დადგება. პირდაპირ, უხეშ პოლიტიკურ (!!!) გალაშქრებას მოაწყობს იაპონია რუსეთის წინააღმდეგ. ვხედავ, მრგვალ მაგიდასთან მუშტი-კრივზეც გადავლენ. იაპონია არ დათმობს და მიზანსაც მიაღწევს: იბრუნებს კუნძულებს! ამაზე არც იქაური მოსახლეობა იტყვის უარს – იმდენად გამათხოვრდებიან, რომ რუსეთის მოქალაქეობა სულაც არ აწყობთ.

1994 წელი, 25 ივლისი, 4 საათი.

ომი დაიწყება შორეული აზიიდან (ჩინეთი, მონღოლეთი), ცენტრი ირანშია. იაპონია იმეორებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას – არ ჩაერევა, დაიკავებს ნეიტრალიტეტს. იგი არ ენდობა მუსლიმებს სარწმუნოებრივი განსხვავების გამო, რადგანაც იცის მუსლიმთა სისასტიკე.
მომავალში აზიის ქვეყნებს შორის მოხდება დიდი განხეთქილება, რაც გადაარჩენს საქრისტიანოს განადგურებისაგან საბოლოოდ (კორეა დაიჭერს იაპონიის მხარეს).
რუსეთი საშინელ დარტყმას მიიღებს მუსლიმებისაგან. ღმერთი სჯის რუსებს საქართველოს, ქრისტიანული ჯვრის წაბილწვისთვის.
ამერიკა თავს შეიკავებს მანამ, სანამ რუსეთის დაპყრობა არ შეაშფოთებს საბოლოოდ, რის შედეგადაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროპის სახელმწიფოები ერთიანდებიან რუსეთის დასახმარებლად (უფრო კი საკუთარი თავის გადასარჩენად), შეიკავშირებენ იაპონიასაც და ორივე ფრონტიდან შეუტევენ მუსლიმურ სამყაროს.

1995 წელი, 2 მარტი, ხუთშაბათი, დღის 12 საათი.

რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შორეულ აღმოსავლეთზე აუცილებლად! დიდი, მოულოდნელი ცვლილებები იქნება, რაზეც მოსკოვი ახმაურდება. მომავალში რუსეთი ძალიან დაიძაბება შორეული აღმოსავლეთის გამო. თუ ტერიტორია არ გადაკეტა, იქ დიდი ცვლილებები მოხდება – შორეულ აღმოსავლეთს რუსეთი დაკარგავს, მერე კი ბრძოლები უხდება – დიდი კონფლიქტი, ჩინეთთან და იაპონიასთან.

1995 წელი, 3 მარტი, დილის 9 საათი.
* * *

იაპონია საქართველოსთან მყარ კონტაქტში შემოდის შავ ზღვაზე, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მაგრამ ვხედავ, იაპონელებს ჩვენი მთებიც დააინტერესებთ მომავალში, რადგან იქ არის საბადო, ისეთი ელექტრონული ველი, რომელიც კურნავს ადამიანებს. აქედან თითქოს შეიძლება მიწისძვრების დაფიქსირებაც. არის ასეთი წერტილი კავკასიონის გულში. მეტად საინტერესოა!!!

1996 წელი, 18 მარტი, დილის 10 საათი.

თბილისში საფრანგეთი ღრმად გაიდგამს ფესვებს − აშენებს უნიკალურ საბავშვო გასართობ პარკებს. ამერიკელები სამხედრო, ხოლო იაპონელები მეცნიერული ხაზით შემოდიან კონტაქტში. მათ აინტერესებთ ჩვენი კავკასიონი, მთები და ა.შ. რასაც ვხედავ დღეს, მომავალში რეალურად სრულდება.

1996 წელი, 26 ნოემბერი, საღამოს 5 საათი.

საქართველოში შავი ზღვის სანაპიროების გასუფთავება და ათვისება დაიწყება, როგორც 1992 წელს აღვნიშნე, იაპონიის დახმარებით. იაპონიის ინტერესი დიდია და იმ უზარმაზარ კრედიტებს, რომელთაც იგი გაიღებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამას მომავალში ვხედავ.

1998 წელი, 5 იანვარი, საღამოს 7 საათი.

საქართველოს შავიზღვისპირეთი ოქროს საბადოს ტოლია იმით, რაც იქ არის. ინსტიტუტებს აარსებენ, იაპონია ენერგიულად ერევა გამოკვლევებში და მოძიებაში. ვხედავ ქიმიურ ელემენტებს: H2შ, შ2O, H2O, ჟ, H, შ, ჩL.

2000 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 1 საათი.

იაპონია – ისევ ვულკანი.

2001 წელი, 25 მაისი.

რუსეთი ახლა, ვხედავ, საზღვრებს ედავება ჩინეთს, იაპონიას (აფხაზეთივით). დიდი სირთულეები უდევს რუსეთს წინ. მათთან შედარებით საქართველო მოგონება იქნება, ვხედავ.

2005 წელი, 7 იანვარი.

ვხედავ, რომ აზია – იაპონია, კორეა, ჩინეთი დიდ გამოგონებებში არიან. იგონებენ, ქმნიან, რათა ჩაიძირონ. ბუნება თუ არ შეაწუხე, ის არასოდეს არაფრით შეგაწუხებს, გარდა პატარ-პატარა შემოტევებისა.

2006 წელი, 22 მარტი.

იაპონიას დიდი ტაიფუნი გადაუვლის. გადარჩებიან

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

რუსეთი ციმბირს კარგავს. დიდ ტერიტორიებს იკავებენ ჩინელები. იაპონია ისევ მოითხოვს კუნძულებს.

2008 წელი, 8 მარტი.

ვხედავ, იაპონიაში დიდი მიწისძვრა იქნება. ეს არ არის ის რყევები, რასაც იაპონელები მიჩვეულები არიან. ეს დამანგრეველი მიწისძვრაა! ვერანაირად ვერ გაფრთხილდებიან. ამოხეთქავს მიძინებული ვულკანიც, მაგრამ ყველაფერი გადაივლის, ღმერთის წყალობით, და ისევ იარსებებს იაპონია.
მსოფლიოში დიდი კატაკლიზმებია, ვხედავ. ბუნება მძვინვარებს. ადამიანი უძლურია, ამას ვერაფერი შეაჩერებს.
ვხედავ, იაპონია რუსეთთან ისევ იწყებს დავას კუნძულებთან დაკავშირებით. იაპონია უკან არ დაიხევს და დიდი გარჩევები განახლდება. მომავალში, ვხედავ, რუსეთი დათმობს იმ კუნძულებს, რომლებიც იაპონიას ეკუთვნოდა. ეს იაპონიის მიწებია. დიდი პოლიტიკური ბრძოლები წავა, ამერიკა იაპონიის მხარეს იკავებს, ევროპა კი შუალედს _ არც ერთს მიემხრობა. ეს ყოველივე ასრულდება.
იაპონიის იმპერატორებს გადაშენება ემუქრებათ, მაგრამ ბიჭის დაბადება გადაარჩენს სამეფო ტახტს. ამას მთელი იაპონია ზარზეიმით აღნიშნავს.
ერთი პერიოდი იქნება კატასტროფები, დიდი შეჯახებები ერთმანეთის მიყოლებით.
იაპონიისთვის მეტად საშიშია ატომური სადგური, ანუ ატომური საცავი. ვხედავ, რაღაცას უარყოფენ, მაგრამ ეს ტყუილია _ საცავებიდან რადიაცია ჟონავს! ფრთხილად!
იაპონიის კუნძული ორად იხლიჩება! ეს მიწისძვრების შედეგია. ბუნების ასეთი ძლიერი შეტევა ჯერ არ ახსოვს ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც გადარჩებიან და ისევ აშენდება დანგრეული, განადგურებული ქალაქები და კუნძულები. ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ! დრო???

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ, რუსეთს ურთიერთობები ძალიან აერევა მუსლიმებთან, განსაკუთრებით ირანთან; ასევე ჩინეთთან და კორეასთან. აღარ ვლაპარაკობ იაპონიაზე.

2009 წელი, 8 ივნისი.

1993 წელს ვიწინასწარმეტყველე და დავწერე, რომ იაპონია კურილის კუნძულებს მოსთხოვს რუსეთს! ფრთხილად, რუსეთო! ომს ვხედავ – ჯერ პოლიტიკურს, მერე კი… (!) საინტერესოა, რამდენ ფრონტზე უნდა იბრძოლოს რუსეთმა?

2009 წელი, 14 ივნისი, თბილისი.

რუსეთს ბევრ ქვეყანასთან ექნება დიდი გარჩევები ტერიტორიებთან დაკავშირებით. დიახ, წართმეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შეიერთეს და დაარქვეს რუსეთი. 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ იაპონია კურილის კუნძულებს მოსთხოვს რუსეთს, რომელიც კანონით იაპონიისა და არა რუსეთისა. მაშინ აღვნიშნე, რომ იაპონია არაფრით არ დაიხევს უკან. დიახ, თუნდაც ომით, მაგრამ იაპონია მაინც დაიბრუნებს წართმეულ მიწებს.

2009 წელი, 16 ივნისი, თბილისი.

ვხედავ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შემოყრილი რუსეთის `ძლევამოსილი~ არმია ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში გარბის საკუთარი მიწების დასაცავად. მერე კი გზას განაგრძობენ კურილის კუნძულების დასაცავად. აქ იაპონია იწყებს დიდ პოლიტიკურ თამაშს. `საკუთარი მიწების დაბრუნება თუნდაც ომის ფასად!~ – აი მათი დევიზი. დიახ, თუნდაც ომის ფასად! ვხედავ, იაპონია დაიბრუნებს მომავალში კურილის კუნძულებს ასი პროცენტით. მათ არც ჩინეთი ჩამორჩება და არც მონღოლეთი. იწყება დიდი ტერიტორიული ომები, რომლებიც კარგა ხანს გაგრძელდება. ჩრდილოეთ კავკასიაზე აღარც ვლაპარაკობ!

2009 წელი, 17 ნოემბერი, თბილისი.

იაპონია რუსეთს მოსთხოვს კურილის კუნძულებს, მოსთხოვს ძალიან მკაცრად! ამას მალე იხილავს მთელი მსოფლიო! ყველაფერი ასრულდება ერთმანეთის მიყოლებით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება ისე, როგორც არის დანახული, გინდათ თუ არა ეს.

2009 წელი, 20 ნოემბერი. თბილისი.

იაპონია კურილის კუნძულებს დაიბრუნებს!

2011 წელი, 27 იანვარი, თბილისი, ნინოობა.

დღეს რუსეთი უხილავ ბლოკადაშია: ომები ჩრდილოეთ კავკასიაში, იაპონია კურილის კუნძულებს ითხოვს და უტევს მათ.

2011 წელი, 25 მარტი, თბილისი.

მართალია, იაპონელები ნიჭიერი ხალხია გამოგონებებში, მაგრამ მათ მაინც ვერ გამოთვალეს ატომური სადგურის დაცვითი მექანიზმი. დიახ, ეს ასეა. კატასტროფის შემთხვევაში დაცვითი რკალის შეკვრა ვერ შეძლეს. ასეა, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ველოსიპედითა და ცხენით მგზავრობა მეტად სასარგებლოა ადამიანისათვის, მათი ჯანმრთელობისათვის. ბევრ რამეს წარსულიდან ამოქექავთ, ბატონო მეცნიერებო, ვხედავ.
და მაინც ვხედავ, ბუნების რისხვა გრძელდება და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

2011 წელი, 20 აპრილი, თბილისი.

იაპონიის ატომურ სადგურებზე არ არსებობს რადიაციის შეჩერება. ისინი ოკეანეში უშვებენ რადიაციულ წყალს. “ეს კატასტროფაა!” _ ყვირის მსოფლიო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

2011 წელი, 28 აპრილი, თბილისი.

იაპონელები კურილის კუნძულებთან დაკავშირებით ისევ ძველი მოთხოვნით დადგებიან, რომ რუსეთმა დაუბრუნოს მათ წართმეული ტერიტორია. აქაც დიდი პოლიტიკური გარჩევებია და ეს ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე. მაშინ დავინახე ისიც, რომ რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, მაინც დაუბრუნებს იაპონიას კურილის კუნძულებს. და ეს ასეც ასრულდება. რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.

2011 წელი, 17 მაისი,
თბილისი, დილის 6 საათი.

ბუნება, ვხედავ, ისევ ბობოქრობს. დედამიწა იცვლის მდგომარეობას, სახეს. ეს კი ადამიანებისთვის დიდი დარტყმაა. რამდენიმე კუნძული ოკეანეში იძირება _ წყლის დონე აიწევს და ვერ გადარჩებიან!
მინდა აღვნიშნო, რომ იაპონიაში ისევ იქნება მიწისძვრა. ვხედავ, თუ როგორ ინგრევა დიდი ქალაქები და ამას ვერაფერი უშველის. წყალქვეშა ფილების გადაადგილება ხდება და ამას დიდი ცვლილებები მოაქვს იაპონიის კუნძულებისთვის. ამ ცვლილებებს კი, ვხედავ, ის შედეგი მოსდევს, რომ მიწისძვრები და რყევები ბევრად შემცირდება.
თუმცა, იაპონია ჰგავს საქანელას, რომელიც მუდმივად ქანაობს. ამ ადგილებში ყოველთვის ხდება მიწისქვეშა ფილების ძლიერი რყევები, გადაადგილებები, ვულკანების ამოფრქვევი და ა.შ.

2011 წელი, 18 მაისი,
თბილისი, დილის 8 საათი.

არშემდგარი სახელმწიფოები რუსეთს ყველა მცდელობას წყალში ჩაუყრიან: ფულსაც ჩაიჯიბავენ და აფხაზეთ-სამაჩაბლოს აღიარებასაც უარყოფენ! უფრო მეტიც, კურილის კუნძულებსაც აღიარებენ, როგორც იაპონიის კუთვნილებას.

***
ვაღიარებ, მე მეშინია ხედვისა. რატომ? იმიტომ, რომ არ მინდა იაპონიის ნგრევის მსგავსი სურათები ვიხილო. მინდა მხოლოდ სიკეთე და სიყვარული, მეტი არაფერი, მაგრამ ასე არ გამოდის სამწუხაროდ. ვწერ იმას, რასაც ვხედავ და ამას ვერავინ გადააკეთებს. არც მაქვს ამის უფლება. ამიტომ გავუკეთე ასეთი სათაური ჩემს წიგნებს: “მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ”.

2011 წელი, 25 მაისი, თბილისი.

ვხედავ, იაპონელები როგორღაც მოუვლიან აფეთქებულ ატომურ სადგურებს _ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ბუნება კი ბობოქრობს, გრძელდება ვულკანების ამოფრქვევები, ცეცხლი ეკიდება ყველგან ტყის მასივებს და ა.შ. ამ ფონზე საქართველო მართლა გადარჩება, ბუნება _ კოსმოსი ინდობს ჩვენს პატარა ქვეყანას, ხოლო ბუნების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი, არც შეედრება სხვა ქვეყნების ზარალს, რომელნიც თითქმის აღიგვებიან მიწის პირისაგან.

***
იაპონიაში დიდი ვულკანი ამოიფრქვევა. იგი თითქოს სამუდამოდ იყო მიძინებული, მაგრამ არა, ბატონებო. თუმცა, დღეს ვინც ფიქრობს, რომ ეს არის აპოკალიფსი, ცდება, ეს ასე არ არის. ვიმეორებ ასჯერ დანახულს და ისევ ვწინასწარმეტყველებ, რომ დედამიწას არაფერი არ მოუვა! უბრალოდ, რაც ადამიანებმა დათესეს ბუნებაში, იმას იმკიან. მთელი მსოფლიოს ქვეყნები იწვნევენ ბუნების ამ დარტყმას. ასე იყო მილიონი წლების უკან, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის მყარი სიმართლე და მორჩა!!!

2011 წელი, 11 ივნისი, თბილისი.

ახლა მთელ მსოფლიოს უჭირს, განსაკუთრებით იაპონიას, იმიტომ, რომ ატომურ სადგურებს ვერ აქრობს. ვხედავ დიდ აფეთქებებს. ეს კატასტროფა გარდაუვალია. ამოხეთქავს ვულკანიც. ეს დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ხდება, მაგრამ განსაკუთრებულ დარტყმას მაინც იაპონიას აყენებს კოსმოსი. ფრთხილად, ისევ ტაიფუნს ვხედავ! ისევ ნგრევა, რადიაცია, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ. მთავრობა ცდილობს დამალოს საშინელი დარღვევები, მაგრამ შედეგს, ანუ ნგრევას ვერც დამალავენ და ვერც მოერევიან. ამის შემდეგღა იწმინდება რადიაციისგან იაპონია, როგორც ვიწინასწარმეტყველე!

2011 წელი, 27 ივნისი, თბილისი, დილის 9 საათი.

იაპონიაში ატომური სადგურის აფეთქება, გარემოს რადიაციით დაბინძურება მსოფლიოს რამხელა პრობლემას უქმნის? უბედურება კი ის არის, რომ ვერ უმკლავდებიან რადაციას, სანამ თვითონ არ ჩაქრება, ვერც ვერაფერს ვერ მოიმოქმედებენ!!! ჰოდა, კოსმოსში რატომ ეძებთ დამნაშავეს??? დანაშაულს თვითონ ადამიანი სჩადის, სულ ძიებაშია და გამოგონებაში, რომელიც ანგრევს სამყაროს. ხომ შეიძლება, ისე გააკეთოთ, რომ ბუნებას არ შეეხოთ? არა, მაინცდამაინც საწინააღმდეგო მხარეს მიდიხართ!

2011 წელი, 27 ივლისი,
ურეკი, დილის 12 საათი.

იაპონიას სამი ატომური სადგურის გარდა კიდევ მრავალი ატომური სადგური აქვს, რომლებზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.
მთავარი ისაა, რომ თუკი სხვა საშუალება არ არსებობს, ეს არ უნდა იყოს საბაბი იმისა, რომ აშენო ამდენი ატომური სადგური, რაც მთელ პლანეტას დაღუპვით ემუქრება. თუ ენერგიის სხვა წყარო არ არსებობს, მაშინ იცხოვრე ისე, როგორც შენი წინაპრები ცხოვრობდნენ საუკუნეების მიღმა _ ატომური სადგურის გარეშე! და თუ გაქვს ამბიცია, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყანა ხარ, მაშინ ატომური სადგურის დამცავი მექანიზმიც უნდა გქონდეს გამოგონებული, რათა დაზიანების შემთხვევაში ამუშავდეს. მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს. იგონებენ რაღაცეებს და ხალხს ატყუებენ! მაგალითად, ჩერნობილის ატომური სადგური დღემდე ჟონავს. როცა კატასტროფა მოხდა, ყველა აყვირდა, მაგრამ მერე სწრაფად დაივიწყეს! ასე მოხდა იაპონიაშიც. ეს აფეთქებები კი მაინც ტოვებენ კვალს და ფრთხილად,
ისევ ძლიერ მიწისძვრას ვხედავ, რომელიც კუნძულს მარტივ მამრავლებად დაშლის, ცუნამი კი მთლად გადარეცხავს!
თუ არ შეჩერდება ადამიანი, იაპონია კარგავ თავის კუნძულებს. საკითხი ასე დგას: ან ატომური სადგურები, ან იაპონია. ეს, რასაც ვხედავ, აბსოლუტური რეალობაა და ყურად იღეთ!!!

2001 წელი, 6 აგვისტო, ურეკი.

იაპონია თხოულობს თავის კუნძულებს. მომავალში მათი მოთხოვნა უფრო მძაფრ ფორმას ღებულობს, ვინაიდან იაპონიას, ვხედავ, ისევ დაატყდება თავს ძლიერი მიწისძვრა, მერე კი ტაიფუნი. ხდება საშინელება. კუნძული, ვხედავ, როგორ იძირება, ანუ ქრება, თითქოს არც ყოფილიყოს. ეს უდიდესი დარტყმა იქნება კოსმოსიდან, მაგრამ ბუნებას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ვხედავ, ერთ დროს, ძალიან ღრმა წარსულში, იაპონიის კუნძულები ერთიანი ტერიტორია იყო. მერე, დროთა განმავლობაში, ასე ვთქვათ, დაიჩეხა პატარ-პატარა კუნძულებად. ჰოდა, მომავალში ეს ზოგიერთი პატარა კუნძული ისევ დაიშლება და ქრება.
უბრალოდ ვიტყვი, რომ ვხედავ, იაპონია დედამიწის რყევის ეპიცენტრშია განლაგებული და ამ ძლიერ დატყმებს დანაწევრებული კუნძულები ვეღარ უძლებენ! დღეს ამას მეცნიერები კი არ ხვდებიან, ფაქტებს უყურებენ.
საჭიროა ახალი მიწები, რათა იაპონელი ხალხი გადარჩეს. ამიტომ იაპონიის მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაუბრუნოს კუთვნილი მიწები _ კურილის კუნძულები _ მთელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მხარს აუბამენ და რუსეთს კუნძულების დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

2011 წელი, 18 ოქტომბერი, დილის 5 საათი. ურეკი.

რაც იაპონიაში მოხდა, ეს იყო სიგნალი კოსმოსიდან, რათა ადამიანები დროულად შეჩერდნენ, მოძებნონ სხვა გზები და თავი დაანებონ დამანგრეველი იარაღის შექმნას, რომელიც უკვე თვითონ, თავისთავად ფეთქდება და შედეგები კი სასწაულებრივად დამანგრეველია. ასე იყო წარსულში და იქნება მომავალშიც. იქნებ სჯობს, საბრძოლო იარაღად ისევ ხმლები და შუბები გამოვიყენოთ?! ნუ გეღიმებათ!!! ნამდვილად ვიცი, რომ მეოთხე მსოფლიო ომი სწორედ ამ იარაღით იწარმოებს და აღარც დედამიწის ღერძი გადაიწევს და აღარც მიწა გამოიფიტება!

2011 წელი, 31 ოქტომბერი, დილის 6 საათი, თბილისი.

ვხედავ, იაპონელი მეცნიერები ეძებენ იმ ნივთიერებას, ანუ მისი მიღების გზას, რომელიც ატომს შეცვლის. ასეა, ატომის მშვიდობიანი გამოყენება არ არსებობს, როგორც ხედავთ. ავიღოთ, თუნდაც, ჩერნობილი, იაპონური “ფუკუშიმა” და კიდევ მრავალი სხვა ადგილი დედამიწაზე, რომლიც არ არის ცნობილი ფართო მასებისათვის _ უბრალოდ, მალავენ. თუმცა, დღეს ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია და დროა, ენერგიის ეს წყარო გადაიკეტოს! მომავალში, ვხედავ, გადაიკეტება კიდეც. იაპონია კი მაინც მიაგნებს ენერგიის ახალ წყაროს!!! სწორედ ეს გადაარჩენს მსოფლიოს, დედამიწას! ატომი გინდა საომრად გამოუყენებიათ და გინდა, სამშვიდობოდ, შედეგი ერთი და იგივეა. დრო დადგა, ვხედავ, რომ კაცობრიობამ იფიქროს ამ თემაზე. ფიქრით კი ფიქრობენ, ვხედავ, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა ადამიანებმა გადაიტანონ მოქმედებაში. სწორედ რადიაციული გაჟონვები იწვევს როგორც ამინდის ცვლილებებს, ასევე ვულკანების ამოფრქვევებს, ანტარქტიდაში ყინულის ლღობასა და, ბოლოსდაბოლოს, ადამიანის გადაშენებას. ყველაზე დიდ უბედურებად, ყველაზე დიდ მტრად, სხვა მოვლენებთან ერთად, რჩება მაინც ატომი. მაგრამ დედამიწას დაშლა და გაქრობა არ აწერია. ვხედავ, თუ კოსმოსი როგორ წმენდს დედამიწას. ეს აუცილებლად ასე მოხდება. იაპონელები, და არამარტო იაპონელები, ამერიკელი მეცნიერებიც მიაგნებენ იმ ნივთიერებას, ანუ ენერგიას, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას ასი პროცენტით. ირანს კი ურანის გამდიდრება, ანუ ატომური იარაღის შექმნა, ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს. ის, რაც ხდება, თითქოს მათთვის მისაღებია, ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, ოღონდ ატომური იარაღი ჰქონდეს ირანს. რატომ? ვინ უნდა დააშინონ? ვხედავ, ვერავის დააშინებენ _ მათ, უბრალოდ, პირდაპირ დაბომბავენ. დიახ, ასეთია წინასწარმეტყველება.

2011 წელი, 24 ნოემბერი, თბილისი.

კურილის კუნძულების გამო იაპონიასთან დიდი პოლიტიკური ომები ექნება რუსეთს.

2012 წელი, 7 იანვარი, ურეკი.

იაპონიას ელის ძლიერი მიწისძვრები. ვხედავ, თუ როგორ ინგრევა დიდი ქალაქები. ფრთხილად! ვულკანიც იღვიძებს. ეს წარსულშიც ვიწინასწარმეტყველე. არის საშიშროება, რომ იაპონიამ აღარ იარსებოს! რაც იქნება, მხოლოდ მე ვიცი _ ლელა კაკულიამ! ყველა კუნძული ირყევა მაღალბალიანი მიწისძვრებით. ასეთი რამ ამ მიწაზე არ ყოფილა! `საუკუნეების წინ კი იყო ასეთი ძლიერი რყევები იაპონიაში, მაგრამ მაშინ გადარჩნენ და დღეს რატომ არ გადარჩებიან?~ _ ვიცი, ასეთ კითხვას დასვამთ და გიპასუხებთ, რომ მაშინ ადამიანი არ იცნობდა არც ატომს და არც, თუნდაც, ნავთობს, რომლის წვაც აბინძურებს დედამიწას და სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაშინ ბუნებრივი კატაკლიზმები იყო `ბუნებრივი~ და იგი არ იყო იმდენად დამანგრეველი. ჩვენს საუკუნეში კი ბუნებრივი არაფერი დარჩა – საკვებიც კი. ზღვები და ოკეანეები სავსეა რადიოაქტიური ნივთიერებებით და ამის შედეგებსაც ვიმკით. მოკლედ, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა დედამიწა მოთხარონ, მაგრამ მათ მიერ განწირულ დედამიწას კოსმოსი არ წირავს. ეს ყველაფერი ხომ კოსმოსის შექმნილია.
იაპონია, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ უამრავ ატომურ სადგურს ფლობს და რატომ გიკვირთ, როცა ამ კუნძულებზე ბუნება ბობოქრობს და მეორედ მოსვლას ჰგავს ეს დარტყმები?! ცხრაბალიანი მიწისძვრაც იმ ატომური სადგურიდან მოდის, რომელსაც ფუკუშიმა ჰქვია და ეს მთელ მსოფლიოს მოეხსენება. უზარმაზარმა უარყოფითმა ენერგიამ ამოხეთქა, ვერ აჩერებენ და საპასუხოდ კი ცხრაბალიან მიწისძვრებს ღებულობს მთელი იაპონია. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მთლად არ გაქრება კუნძულები. ნაწილი, ანუ მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. ღმერთმა უშველოს იაპონიას!!!
მომავალში იაპონიის დიდ ქალაქში _ ტოკიოს ვხედავ _ ცხრაბალიანი მიწისძვრა მოხდება, მეტი თუ არა!!! ეს ძალიან რთული გადასატანი იქნება იაპონელებისთვის. დრო არ ვიცი, მაგრამ წინმსწრები, ახლო რყევები აუცილებლად იქნება და ეს არის, ვხედავ, გაფრთხილება. ამით თუ უშველის ხალხი თავს! სხვა ნიშანი არ იქნება.
ფუკუშიმას ატომური სადგური მაინც ჟონავს. ეს ძალიან საშიშია. იქმნება მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ მსოფლიოში არსებული ატომური სადგურების ნამდვილი რაოდენობის დათვლასა და იმის შესწავლას, თუ რა მდგომარეობაშია ისინი, რომელი სად ჟონავს, თუ არ ჟონავს, რა ხდება და დაისმება უამრავი კითხვა, რომელთაც ზუსტი პასუხები უნდა გასცენ. აქ დამალული არაფერი იქნება. ყოველივეს ცოდნას მოჰყვება მოქმედებები და ამით ბუნების ბევრ დარტყმას ავაცილებთ დედამიწას. მთავარია, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. ვხედავ, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება!!! იცოდეთ, სხვა გზა არ არსებობს!
იაპონია კი თავისი კუნძულების მოთხოვნით დგება რუსეთთან. ეს ვიწინასწარმეტყველე 1994-95 წლებში და ზუსტად ასე ასრულდება (იხ. წიგნებში, ჟურნალში და გაზეთებში). ჩემს წიგნში “ახალი სიტყვა”, რაც კითხვებია მსოფლიოში, ყველაფერზეა პასუხები გაცემული. სხვაგან პასუხებს ვერ იპოვით, ადამიანებო. იაპონელები ნიჭიერი ერია, მაგრამ იმას, რაც მათ ელით, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ასეთი მექანიზმი არ არსებობს დედამიწაზე. დიდი ბრძოლები მოუწევს იაპონიას მის უდიდებულესობა ბუნებასთან!

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top