რაც უკვ ემოხდა

რაც უკვე მოხდა

• ახლახან აშშ სენატმა განსახილველად მიიღო კანონპროექტი, რომელიც 11 მილიონ არალეგალ მიგრანტს ლეგალიზაციის შესაძლებლობას აძლევს.
ამის თაობაზე ქალბატონი ლელა კაკულია 2013 წლის 29 სექტემბერს წინასწარმეტყველებდა შემდეგს:

  ამერიკაში მთავრობა გაატარებს სამიგრაციო რეფორმას. მთავრობა `მწვანე ბარათებს~ მასიურად გასცემს, თუმცა პარალელურად სათითაოდ შეისწავლის მიგრანტებს. ანუ, არალეგალ მიგრანტებს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებენ და თუ აქამდე მათ ეძებდნენ და დასდევდნენ, ახლა ეს მიგრანტები საკუთარი ფეხით გამოცხადდებიან სახელმწიფო უწყებებში, მიგრაციულ სამსახურებში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს ბიოგრაფიაში კრიმინალი ამოვარდება, დეპორტით გაუშვებენ ქვეყნიდან. ამ რეფორმის გატარებით ამერიკა ორ კურდღელს დაიჭერს: არალეგალებს დევნა-ძებნა აღარ დასჭირდებათ და აშშ მთავრობა მოიმადლიერებს ძალიან დიდ რაოდენობას ხალხისას.

 

• რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ გაზსადენის რუსული პროექტის, „სამხრეთის ნაკადის“ თაობაზე 2009 წელს, რომლის მშენებლობაც 2014 წლის დეკემბერში შეწყდა.


2009 წელი, 16 ნოემბერი.

ვხედავ, მომავალში ამერიკის მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება. მოლაპარაკებები ორ ზესახელმწიფოს შორის შედეგს არ გამოიღებს…
ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება!
რუსეთს გაუჭირდება ენერგორესურსების გაყიდვაც. `სამხრეთის ნაკადზე~ დიდი ასრულება არ ექნებათ და იმედებიც უცრუვდებათ, ვინაიდან მათ დაკარგეს ნდობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და ამაში, ანუ მათი იმიჯის ასე დაცემაში, საქართველომ ითამაშა დიდი როლი და დღესაც გრძელდება ეს პოლიტიკური თამაშები.


ამონარიდი საგაზეთო ინტერვიუდან #36, 2009 წელი.
- ბულგარეთში ახლად არჩეულმა მთავრობის თავმჯდომარემ ბოიკო ბორისოვმა რუსეთისთვის ფრიად და ფრიად უსიამოვნო პირველი ნაბიჯები გადადგა. მან ბულგარეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს ოფიციალურად მოსთხოვა, შეაჩეროს ყველა მოლაპარაკება რუსეთთან, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიღებასთან, `სამხრეთის ნაკადის~ ბულგარეთის მონაკვეთისა და ასევე ბელენის ატომური სადგურის მშენებლობასთან. სამაგიეროდ ამ ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო `ნაბუკოზე~ ხელმოწერაში. ბულგარეთის ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც სასიკვდილო ლახვარი კრემლის ენერგეტიკული პროექტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებში. მაინტერესებს, ქალბატონო ლელა, სამუდამოდ დასამარდა `სამხრეთის ნაკადი~ თუ კრემლს კიდევ რჩება შანსი, მისთვის მომგებიანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის?
-  ბორისოვმა იმიტომ მოითხოვა ამ პროექტების შეჩერება, რომ რუსეთს იგი არ ენდობა, არ უნდა, რომ მისი სახელმწიფო ისეთსავე სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც უკრაინა, როცა მოსკოვმა ბუნებრივი აირის გადაკეტვა და ევროპის გაყინვა კიევს დააბრალა. არ უღირს ბულგარეთს ევროპის გადაკიდება რუსეთის გულისთვის. ევროპის არც ერთ ქვეყნას აღარ უნდა რუსეთთან ურთიერთობა, არც ერთ ქვეყანას!
რაც შეეხება `სამხრეთის ნაკადს~ _ ეს პროექტი სამუდამოდ დასამარდა!!!

 

• ირაკლი ალასანია კარიერას ამ პოსტზე დაასრულებს…  - უთხრა ქალბატონმა ლელა კაკულიამ გაზეთ „ქრონიკა+“ რედაქტორს ელისო კილაძეს ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ირაკლი ალასანიას ეხება.


ელისო კილაძე: პოლიტიკოსები ძალიან ხშირად წინასწარმეტყველებენ და არც ჟურნალისტები ვაკლებთ ხელს, ვპროგნოზირებთ გადატრიალებას ხელისუფლების შიგნით, რომ ღარიბაშვილს ჩამოაშორებენ ხელისუფლებას და ირაკლი ალასანია ხდება პრემიერი. რამდენად შეიძლება ეს სიმართლე იყოს?
ლელა კაკულია: ალასანიასა და რესპუბლიკელების წინსვლას ნამდვილად ვერ ვხედავ. ახალი ხალხი მოდის პოლიტიკაში.

* * *
ელისო კილაძე: პოლიტიკოსები დადიან თქვენთან რჩევებისთვის?
ლელა კაკულია: აი, ნახეთ ფოტოგალერეა (პირველი ზურაბ ჟვანიას სურათს მაჩვენებს). სადაც ახლა თქვენ ზიხართ, მანდ იჯდა (ისტორიულ სავარძელში ზიხართ). _ წადით პოლიტიკიდან-მეთქი, ვუთხარი ჟვანიას, _ რას მეუბნებიო?! კიდევ გავუმეორე, _ წადით პოლიტიკიდან-მეთქი! _ როგორო? _ როგორ და ისე, წადით, თორემ ვეღარ გხედავ-მეთქი. ადგა და გავარდა. შეშფოთდა, შეეშინდა, მაგრამ... აი, მეორე სურათი (ირაკლი ალასანიას სურათს მაჩვენებს), ამის მოსვლის ვარიანტი არ არის.
ელისო კილაძე: ანუ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაასრულებს კარიერას?
ლელა კაკულია: კი, ასე იქნება, ისეთი ცვლილებები მოხდება, ამათი ადგილი არ რჩება.
ელისო კილაძე: ეს მას უთხარით?
ლელა კაკულია: კი, პირადად ვუთხარი ალასანიას. მან ეს იცის, ველაპარაკე. როცა სკამებზე დასხდებიან, მერე ფიქრობენ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ დროს ვინ ხარ? არავინაც არ ხარ. ერთი პატარა ადამიანი ხარ. ყველაფერი კოსმოსიდან იმართება და შენ ვის დაკარგვიხარ?!

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

კომენტარები


TOP.GE

Back to Top